შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (4 თავი)


16-10-2018, 11:31
ავტორი naattii
ნანახია 2 270

რამდენიმე საათში უკვე ახალ ბინაში იყვნენ, რომელსაც ორი გასასვლელი ქონდა, ჯერ ექვსივემ ბინა გამოიკვლიეს კარგად, უსაფრთხოების ზომები მიიღეს, ორივე გასასვლელი კარგად ჩაკეტეს და მხოლოდ შემდეგ შემოუსხდნენ მაგიდას.
-ანდრია, რას ვაპირებთ?_ნათიამ დაიწყო საუბარი.
-ჯერ თქვენ უნდა მოგისმინოთ, ყველა ვხვდებით, რომ აქ საქმე უკვე ერთ-ერთი ჩვენიანის მოშორებაზეა, მე კი ადამიანს მანამდე არ მოვკლავ, სანამ არ გავიგებ რატომ, მითუმეტეს 25 წლის ახალგაზრდა გოგოს.
-აქ წლოვანებაში არ არის საქმე, არ ვიცით რა დააშავა, აქამდე გენერლის ბრმად გვჯეროდა, გვიბრძანებდა ვაკეთებდით, ახლა რა შეიცვალა? იქნებ და რა დააშავა?_პირველად ამოიღო ხმა ყიფიანმა.
-და იქნებ და სულაც არ დაუშავებია არაფერი და ჩავარდნის გამო იშორებენ? ჩვენი წესი დაგავიწყდათ? ყოველ დავალებაზე იგივეა, ჩავარდი? ან შენ თავს მიხედე ან მკვდარი ხარ._მაშინვე შეეპასუხა ყიფიანი.
-ასე გარჩევა დილამდე შეიძლება, მაგრამ ანდრია მართალია, იქნებზე ვერ ვიქნებით, მე გთავაზობთ ჯერ გოგო ვიპოვოთ და გავარკვიოთ რა ხდება, რაღაც სუფთად არ მიმაჩნია ეს საქმე._ხელები მაგიდაზე შემოაწყო კერესელიძემ.
-ნანოს აბდულთან ვიპოვით, ახლა ეს ყველაზე მთავარი ინფორმაციაა და ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ჯერ აბდულს უნდა შევხვდეთ, შემდეგ კი როგორმე ნანო წამოვიყვანოთ. თავად დავუკავშირდები და მარტო შეხვედრას შევთავაზებ.
-უფროსო სულ გაგიჟდი? რომ ჩავარდეთ?
-მაშინ მაინც შევხვდები იმ გოგოს და რამეს გავიგებ, თქვენ კი იცით წესები ჩემი ჩავარდნის შემთხვევაში.
-არ გინდა რა ანდრია, რის გაკეთებას აპირებ?_მაინც შეეწინააღმდეგა ნათია.
-ეს აუცილებელია, აქ ამ საქმისთვის ჩამოვედით, ყიფშიძე შვილს ელოდება, მამალაძეს ოჯახი ყავს, ყიფიანი ბიზნეს იწყებს, მოცლილები არავინ ვართ, ასე გაგრძელება თვეობით შეიძლება, ჩვენ კი თუ არ ვიმოქმედეთ კარგა ხანს ვერაფერს გავიგებთ. გამოყოლა არც კი გაბედოთ_დემონსტრაციულად წამოდგა ანდრია და ოთახი დატოვა.
საძინებელში შესული მაშინვე აბდულს დაუკავშირდა და პირობები შესთავაზა, მანაც ცოტა დრო ითხოვა პასუხის გასაცემად. ბიჭები სწორი იყვნენ, ეს საკმაოდ სარისკო იყო, ასეთ დროს შეხვედრის ადგილს ან გზაში აგებინებდნენ, ან დაბარებული ადგილიდან გადაყავდათ შემხვედრთან და კვალი თითქმის სრულიად იკარგებოდა, პოვნის შანსი ნული იყო და ამ დროს სახელმწიფო შენგან პასუხისმგებლობას იხსნიდა, მას კი მისი ჯგუფი არ მიატოვებდა, ეს ნამდვილად იცოდა.
სწორი იყო, როცა იმდენი მიზეზი ჩამოთვალა, თვიანთი ქვეყანა, სახლი და ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ის კი პოლკოვნიკი და რაზმის მეთაურია, ვალდებულია თუ დაჭირდა მისი მებრძოლებისთვის თავიც გაწიროს.

ნათლად მოჩანდა ფანჯრიდან ავღანეთის ჩამავალი მზე, აქ სულ სხვა ფერები ქონდა მზესაც, მის ჩასვლასაც, ჰაერსაც, გზებზე მოფარფატე მტვრის ნაწილაკებსაც კი. ყველაფერი სისხლისფრად შეღებილიყო და მთელი ძალით ეჭიდებოდა მიწა გაწითლებული ბურთის ბოლო სხივებს, თითქოს ხვდებოდა რაც დატრიალდებოდა რამდენიმე წუთში დამდგარ სიბნელეში. ბოლოჯერ ჩამოუსვა ფანჯრის მინაზე მოჭიდებულ მზის სხივს თითები ანდრიამ და ჯიბეში აზუზუნებულ მობილურს უპასუხა.
-გენერალო.
-საღამო მშვიდობის პოლკოვნიკო.
-საღამო მშვიდობის.
-ბრძანებაში ცვლილებაა პოლკოვნიკო, ერთი კვირა გეძლევათ მხოლოდ.
-და რისთვის კონკრეტულად?
-აბდულისა და ტყვეს მოსაშორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რაზმს დაშლიან და ვეღარაფრით დაგეხმარებით, ერთ კვირაზეც ძლივს დავითანხმე დამინისტროს ხალხი.
-გასაგებია ბატონო გენერალო.
-ხომ იცი პირადული არაფერია, საქმე საქმეა, ბრძანება კი შესასრულებელი.
-გასაგებია გენერალო, აუცილებლად შევასრულებთ._გაცეცხლებულმა მოისროლა ტელეფონი ლოგინზე და იქვე დატოვა, ტუმბოს უჯრიდან წერტილივით მოწყობილობა ამოიღო და სხვებისდა უჩუმრად დატოვა სახლი.
ჩქარი და ძლიერი ნაბიჯებით გაარღვია ქუჩაში ჩამომდგარი ჩახუთული სიცხე და პირდაპირ აბდულის სახლისკენ წავიდა.


გამწარებით იწმენდდა გენერალი შუბლიდან შავი ცხვირსახოცით ოფლს და მთელი ძალით აჭიანურებდა შინაგან საქმეთა მინისტრთან შესვლას. ბოლოს ღრმად ამოისუნთქა, ბოლოჯერ მოისვა შუბლზე უკვე დასველებული ნაჭერი და კარზე დააკაკუნა.
-მობრძანდით.
-შეიძლება?_გამოღებულ კარში ჩადგა კაცი და ოცნებობდა ნეტა ახლა მეტყოდეს სხვა დროს რომ მოვიდეო, თუმცა....
-შემოდი გიორგი, შემოდი, გელოდებოდი, აბა? ახალი რა არის?
-კარგი არაფერი ბატონო მინისტრო, გოგოს კვალს მიაგნეს.
-და რამ გაფიქრებინათ ამ საქმეზე ყველაზე გამოცდილი რაზმის გაგზავნა? გაგვეშვა ვინმე დამწყები ღლაპები, რომლებიც შეკითხვის გარეშე უბრალოდ ააფეთქებდნენ იმ ტერორსტს ამ ვითომ ექიმიანად და მოვრჩებოდით.
-მაგრამ საიდან უნდა მცოდნოდა თუ ცოცხალი იყო? მისი სიკვდილის ამბავი 7 თვის წინ გავიგეთ.
-ბევრი რამ იცის?
-საიდუმლო სამსახურში მუშაობდა, რასაკვირველია მისი პაროლი მაშინვე გაუქმდა და სისტემაში ვერც შევა, მაგრამ არც გონებაში ექნებოდა ცოტა რამ.
-როგორ ფიქრობ გატეხავდნენ?
-ნანოს? გამორიცხულია, ყველაზე ახალგაზრდა და კერკეტი კაკალი იყო განყოფილებაში, საშინლად ჯიუტი და ჩაკეტილი, სიტყვას ვერ ათქმევინებდი, უამრავი სახე ქონდა, როცა აწყობდა დამთმობი იყო, როცა აწყობდა კეთილი და თბილი, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვდა ცივსისხლიან მკვლელად გადაიქცეოდა და ყველა სხვა სახეს აქრობდა.
-იმედია ჩვენი გეგმა არ გაუგია აბდულის შესახებ.
-მაგაზე მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია ბატონო მინისტრო, მაგრამ არამგონია აბდულს მასთან ჭორაობის საღამოები მოეწყო, საერთოდაც ისე მიკვირს ჯერ კიდევ ცოცხალი როგორ დატოვა ყველა ფიქრი მეფანტება.
-იმედია ჩვენს რაზმს გასაგებად აუხსენით დავალება გენერალო.
-დიახ დიახ, რა თქმა უნდა.
-მაშინ ახალ ამბებამდე თავისუფალი ხართ.
-ნახვამდის_კაბინეტიდან გამოსული გენერალი წელში გასწორდა, თითქოს მინისტრის წინ დაპატარავებული ძველ ძალებს იღდგენსო და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა საკუთარ განყოფილებაში.

გამეტებით აბრახუნებდა კარებზე ანდრია და დაუფარავად ისროდა აბდულის სახელს, რასაკვირველია არავინ გაუღო, იქვე ჩამოჯდა ასასვლელ კიბეებზე და შემდეგი ნაბიჯის მოფიქრება დაიწყო, რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეს კაცი უნდა ეპოვა, წლების მანძილზე ნაგროვები გუმანი სასტიკად უმტკიცებდა, რომ პასუხებს მხოლოდ ამ ტერორისტთან იპოვიდა.
ფიქრები მანქანის ხმამ და სწრაფმა დატორმუზებამ შეაწყვეტინა, სამი ახმახი გადმოვარდა ჯერ კიდევ დაქოქილი ტრანსპორტიდან და ყვირილ ყვირილით უკრეს პოლკოვნიკს თავი მანქანაში, არც მას გაუწევია დიდი წინააღმდეგობა, ეს ხომ სწორედ ის იყო რაც მას სურდა.

ბინაში ნერვიულად მიმოდიოდა 5 კაცი და სხვადასხვა აზრს ამბობდა.
-საღამოს შეხვედრას არასდროს ტოვებდა, ფაქტია რაღაც მოხდა_თითებს იფშვნეტდა ყიფიანი.
-ოთახს შევამოწმებ, დარწმუნებული ვარ აბდული იქნება ამ საქმეში გარეული_მაშინვე წამოდგა ნათია და ბიჭების თანხლებით გავიდა საძინებელში, პირველი რაც თვალში მოხვდა ლოგინზე მიგდებული ტელეფონი იყო და მისი ფიქრები მაშინვე გააჟღერა კერესელიძემ
-როდის იყო ანდრია მობილურს სახლში ტოვებდა?
-არასდროს, ესეიგი შიგნით რაღაც უნდა ვიპოვოთ_მაშინვე სტაცა ტელეფონს ხელი ყიფშიძემ და მენიუში დაიწყო ქექვა. -გაიძვერაა _სიცილი აუტყდა რამდენიმე წუთში და ეკრანზე გაშლილი ელექტრონული რუკა დაანახა დანარჩენებს, რომლის შუაშიც დიდი წითელი წერტილი ციმციმებდა -გადამცემი გადაუყლაპია.
-იქნებ სადმე დაიმაგრა?
-ჩემგან არ გესწავლება ნათია შეხვედრამდე ყველა წერტილს რომ უმოწმებენ, აგერ ნახეთ თუ გადაყლაპული არ ექნება_სიცილს ვერ წყვეტდა ყიფშიძე.
-კარგი რა დროს ეგაა, გავედით_უკვე ოთახიდან გასული იძახდა ყიფიანი და თავის იარაღს წასაღებად დებდა სპეციალურ ჩანთაში.

უკვე დავიწყებოდა როგორი შეგრძნება ქონდა ნაჭერს პირის აკვრისას, რომელიც ნერწყვით ნელნელა სველდებოდა, კივილს საშუალებას არ გაძლევდა და დაძველებულს ისეთი გემო და სუნი ქონდა მერამდენე მოწოლილი გულის რევის მცდელობა გადააგორა ვინ დაითვლიდა. ვერაფერს იტყოდა, ისევ მისი ბრალი იყო ეს მდგომრეობა. წერტილივით მოჩანდა ერთ-ერთი უბინძურესი სარდაფის იატაკზე ძალით მიგდებული ახალგაზრდა ქალის სუსტი სხეული, დაუკვირვებელი თვალი მკვდრადაც კი მიიჩნევდა, სუსტად ირხეოდა მხრები სუნთქვისას და ორი დღის ნაშიმშილარი ფეხზე წამოდგომასაც არ ცდილობდა თავბრუსხვევის ასაცილებლად. მთელი გულით გრძნობდა, რომ დღევანდელი დღე გადამწყვეტი იქნებოდა.



№1  offline წევრი Nano Goduadze

ჩემს ანდროს დიდი იმედი მაქ არაფერი დაემართებაა confounded ნელ-ნელა უფრო და უფრო საინტერესო ხდება innocent და სული მიმდის ხოლმე თავიდან თავამდე yum ჩემი ოქრო გოგო ხარ შენ heart_eyes მალე მინდა ნანო და ანდრუშა ერთად innocent

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან კარგი თავი იყო და ჩვენი გუნდიც დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს სიმართლის დასადგენად.ველოდები ახალ თავს kissing_heart
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

არ მეყო ეს თავი. მომწონს შენი წერის სტილი და ველოდები ახალ თავს ახალი, სახიფათო თავგადასავლებით სავსეს. წარმატებები შენ :*

 


№4  offline მოდერი naattii

Nano Goduadze
ჩემს ანდროს დიდი იმედი მაქ არაფერი დაემართებაა confounded ნელ-ნელა უფრო და უფრო საინტერესო ხდება innocent და სული მიმდის ხოლმე თავიდან თავამდე yum ჩემი ოქრო გოგო ხარ შენ heart_eyes მალე მინდა ნანო და ანდრუშა ერთად innocent

❤️❤️❤️

La-Na
ძალიან კარგი თავი იყო და ჩვენი გუნდიც დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს სიმართლის დასადგენად.ველოდები ახალ თავს kissing_heart

მადლობაა ❤️❤️❤️

სტუმარი ანა-მარია
არ მეყო ეს თავი. მომწონს შენი წერის სტილი და ველოდები ახალ თავს ახალი, სახიფათო თავგადასავლებით სავსეს. წარმატებები შენ :*

დიდი მადლობა ❤️

 


№5 სტუმარი ნათია 41

ოხ ნათია,ოხ ნათიააა მალე რიმ შემომეკითხა იცი????? მაგრამ მაინც კაი იყოოო, თან ისიც გავიგეთ ჩვენი გოგო სინამდვილეში ვინაა. ახლა მოუთმენლად ველი მოვლენების განვითარებას. თან როგორც თუ არ ვცდები ისტორიის შუაგულში სიურპრიზს დაგვპირდი ხოო?????

 


№6  offline წევრი nini :)

ნათიიი.... მალე სადე შემდეგი თავიიიი.... საინტერესო იყოოო.... არ მეყოოო..... ანდრია იმედია შეხვდება აბდულს და წყნარად განიხილავენ ყველაფერს.... დიდი იმედი მაქვს.....

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიაან მომწონს ეს ისტორია ♥️განსხვავებულია და ჩახლართულიც *-* დიდი იმედები მაქვს და ვნახოთ თუ გამიმართლდება ნუ მჯერა რაც მთავარია შენი რომ გამაოცებ ♥️♥️♥️წარმატებები და გელი ♥️♥️

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

რა საინტერესოდ წერ .. სასწაულად ანვითარებ მოვლენებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent