შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო გატაცება (5,6,7)


3-04-2019, 09:08
ავტორი eli 234
ნანახია 4 296

ის იყო უნდა წასულიყო რომ მომიბრუნდა მითხრა: -ვიცი ემა რაც გადაიტანე,მაგრამ არც მე გავთხოვილვარ სიყვარულით,ძალიან დიდი განსაცდელი გამოვიარე,მომიწია ამ ქორწინებაზე დავნთანხმებულიყავი,წინააღმდეგ შემთხვევაში მამაჩემი არ მაცოცხლებდა,არც იმ ოჯახში ვიყავი ბედნიერი,ჩვენ 8 შვილი ვიყავით ოჯახში,შვიდი ბიჭი და მე ერთი გოგო,ბედის ირონიაა არა?ჩვენს ქვეყანაში ქალს ყველაფერი ეკრძალება, მუსიკის სიყვარული ყოველთვის მქონდა,მინდოდა მეტი გამეგო მომესმინა,მაგრამ მუსიკის მოსმენაც კი აკრძალული აქვთ ქალებს და მითუმეტეს თუ ტრადიციულ ოჯახში დაიბადე,შვიდ ძმას ვემსახურებოდი 14 წელი,მათ შორის მამაჩემსაც,მამა რასაც იტყოდა ის უნდა გამეკეთებინა სათქმელად მარტივია არა?ხშირად მამას ხელიც მომხვედრია.
ოჯახში პირველი მე დავიბადე და მამაჩემს მთელი არსებით ვძულდი არასდროს მიგვრძვნია მისგან სითბო. და მოვიდა დრო რომ მან ნთვქა უნდა გათხოვდეო და მეც უსიტყვოდ დავემორჩლე,არავის უკითხავს რა მსურდა ,განათლების მიღება მინდოდა,კიდევ ბევრი რამ,მერე გავთხოვდი და შევეგუე ყველაფერს,მაჰირი,გამიმართლა რომ ჩემს ცხოვრებაში მაჰირი გამოჩნდა მე მას უზომოდ შევუყვარდი ისევე როგორც მე,მაგრამ ჩემი განსაცდელი ამით არ დასრულებულა ჰავამ და მისმა ქალიშვილმა სიცოცხლე გამიმწარეს,მათაც ვემსახურებოდი,თუმცა მხოლოდ ეს არ იყო პრობლემა ჰავას სასურველი რძალი არასდროს ვყოფილვარ ყოველთვის ყველას თვალში მამცირებდა მცემდა კიდეც,მაგრამ მე ეს მაჰირისთვის არ მითქვამს,რათა დედა– შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი არ გავმხდარიყავი.
არ ვამბობ რომ შენც ასე უნდა მოიქცე და ყველაფერზე თავი დახარო,არც ის მინდა რომ ცუდად გამიგო ჩემი მონაყოლი,დღემდე ეს არავისთვის მითქვამს,გულში ვიკლავდი ყველაფერს,მაგრამ შენ გაგიმხილე,რადგან არმინდა იგივე გადაიტანო,მინდა რომ ჩემი შეცდომები არ გაიმეორო,ალბათ გაგიჩნდება კითხვა თუ ინგლისური საიდან ვიცი,ყველაფერი მაჰირის დამსახურებაა და არა მხოლოდ ინგლისური,ფრანგული და ჩინურიც კი ვისწავლე,სწავლის ნიჭი ყოველთვის მქონდა,მაჰირმა მასწავლებელი მალულად დამიქირავა და 7 წელში სამივე ენა გამართულად ვისწავლე,მერე ეს ყველაფერი ჰავამ გაიგო და მცემა, მითხრა რომ მის შვილს ფულს უაზროდ ვახარჯინებდი და ეს ცოდნა მე არაფერში გამომადგებოდა.
მინდა გითხრა რომ შენც შეგიყვარდება იამანი,ის არაჩვეულებრივი ადამიანია, ბავშვებსაც ეხმარება სპეციალური ფონდის საშვალებით,უამრავ უსახლკაროს მისცა საცხოვრებელი,ასევე კარგი მეგობარია ცოტა ჩაკეტილი საკუთარ თავში,შეიძლება უხეშიცაა,მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია,მერწმუნე შენც ისევე შეიყვარებ მას როგორც მე შევიყვარე იამანი!
ყურადღებით ვუსმენდი მის ნაამბობს და ცრემლი თავისთვის იკვლევდა გზას ჩემს სახეზე,თითქოს ფილმში ვიყავი, ასეთი რამ რეალურად თუ შეიძლებოდა მომხდარიყო არ მეგონა ,ცრემლი მოვიწმინდე და რაც თავში პირველი მომივიდა ის მივახალე აიშას!
–მისმინე აიშა ძალიან დიდი გაჭირვება გქონია გამოვლილი,მართლაც რომ გული შემეკუმშა,თუმცა შენ ძლიერი პიროვნება არ ყოფილხარ,ყველაზე მეტად შენ ხარ დამნაშავე ,რადგან ყველას თავს უხრიდი გესმის?იამანის შეყვარებას რაც შეეხება ეს არარელურია,რა შეყვარებაზე მელაპარაკები,ადამიანადაც კი არ ვთვილი, ის ცხოველია ჩემს თვალში,რომელმაც ჩემს მშბლებს დამაშორა ავადმყოფი,ტირანი!
–ცუდად მშჯელობ ემა,რადგან ჩემს სამშობლოში ვერავის შეეწინააღმდეგები მითუმეტეს უფროს,მან რაც არუნდა თქვას მართალია,შენთვის მარტივია,რადგან თავისუფალ ქვეყანაში გაიზარდე და ყველაფრის უფლება გქონდა.
–ნუ მაცინებ აიშა,ჩემთვის თავისუფლება ბავშობიდანვე არჩაუნერგავთ,მართალია ყოველთვის მშობლების საყვარელი შვილი ვიყავი,მაგრამ ყოველთვის მეამბოხე ვიყავი,ცხოვრებაში ბევრი უსამართლობა ვნახე და ვისწავლე ვყოფილიყავი ძლიერი,ადამიანი თავისუფალი დაბადებიდან არ არის,ის მხოლოდ მაშინ ხდება თავისუფალი როცა ამას თვითონ მოისურვებს, სიკვდილის ფასადაც როომ დაუჯდეს!შენ ხომ კანონში არ გეწერა მამას ემსახურეო?ან შენ ძმებს?ამიტომ მაპატიე,მაგრამ მე ვერავის დავუხრი თავს და არც იმას ვაპირებ აიშას თავი მოვაწონო ის ჩემთვის არავინაა!
–კარგი ემა დაისვენე,სააბაზანო შენს ოთახშია,სუფთა პირსახოცები კი კარადაში დევს,შენს კაბას ხვალ მოიტანენ,ჯობს დღეს კარგად დაისვენო,ხო კიდევ ხვალ იამანის ოთახში გადახვალ.
–თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ?არავის ოთახშიც არ გადავალ და არც თეთრ კაბას ჩავიცვავ!ასე გადაეცი იამანს და ახლა მომეცი საშვალება დავისვენო!
–კარგი დაისვენე,მე დაგტოვებ.
თავი6:
ოთახში რომ შევედი მაშინვე ძირს დავარდი და ცხარე ცრემლით ავტირდი,ჩემი ცრემლები ბევრის მთქმელი იყო,სიმწარეს ვგრძნიბდი,ოჯახის მონატრებას,შიშს,გაურკვევლობას,რომელიც ბოლოს მიღებდა. უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში განსკუთრებით კი ერთი რამ მაინტერესებდა რატომ?როგორ უნდა დამეჯერებინა რომ ხვალ ქორწილი მქონდა,თანაც ძალით მათხოვებდნენ,ჩემი ქორწილი ზღაპრული და გამორჩეული წარმომედგინა,მეგონა უზარმაზარ კაბას ჩავიცვავდი, ჩემი მომავალი მეუღლე კი სიყვარულით დამაკვირდებოდა და მეტყოდა "შესანიშნავად გამოიყურები",სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ,მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვა იყო,თავში ისევ გაქცევა მიტრიალებდა,სხვა არაფერზე იყო ჩემი ტვინი ორიენტირებული,თუმცა იმდენად ვიყავი დაღლილი ამაზედაც კი ვეღარ ვფიქრობდი,მაგრამ გაქცევა თუ მინდოდა ამაღამვე უნდა დამეგეგმა რამე,უცებ რაღაც აზრმა გამიელვა თავში იმდენი ფილმი მქონდა ნანახი ეს იდეა ყველგან ამართლებდა!
მოკლედ გეგმა ასეთი იყო,ჩემს საწოლს გადავაძრობდი ზეწრებს და თოკს შევკრავდი,კარადაში კი კიდევ იდო ზეწრები,მესამე სართულიდან ჩასასვლელად მაინც მეყოფოდა,უკვე მზად ვიყავი ყველაფერი მომემზადებინა,მაგრამ ამ დროს ფეხის ხმა გავიგონე დიდი ალბათობით იამანი იყო, ისე უნდა მოვქცეულიყავი რომ არაფერი ეეჭვა,იარაღიც დამჭირდებოდა,რადგან დაბლა დაცვის ხუთი კაცი მაინც იდგა:
–ემა კარი გამიღე თორემ გასაღებით კიაღარ გავაღებ,შემოვამტვრევ(იამანი)
–კარგი,კარგი ახლავე(მე)
მაშინვე კარის გასაღებად წავედი:
–რახდება ემა სიცხე გაქვს?თუ რამე ჩაიფიქრე? უცებ შიშმა ამიტანა ვიფიქრე ყველაფერს მიხვდა,მაგრამ მალევე სხვა რამეზე წამოიწყო საუბარი და მეც შვებით ამოვისუნთქე
–მისმინე ემა შენი საქორწინო კაბა მზადაა,ჰავამ დაიჟინა რომ მისი საქორწინო კაბა უნდა ჩაგეცვა,ამიტომ ყიდვა აღარ დამჭირდა(იამანი)
–რა მითხარი?სწორად გავიგე?დედაშენის კაბა უნდა ჩავიცვა?კი როგორ არა,როგორც მეტყვი!(მე)
–ემა შენთვის ხომ ეს ქორწილი არაფერს ნიშნავს, დედაჩემს კი გაახარებს,როდესაც მის კაბას ჩაიცვავ!(იამანი)
–მისმინე დედიკოს ბიჭო,არვაპირებ ისეთი კაბა ჩავიცვა რომელიც ორასი წლის დაძველებითაა და ჩემს ზომებს ოთხჯერ აღემატება გასაგებია?(მე)
უცებ მივხვდი რომ მისი იარაღის ხელში ჩაგდება თუ მინდოდა ასეთი ლაპარაკი არ გაამართლებდა არადა იარაღი ქამართან ჰქონდა მიმაგრებული,როგორმე უნდა წამერთმია,თანაც ვერვხედავდი ჩემი ჩხუბის მიზეზს მე ხომ იმ კაბის ჩაცმას სულაც არ ვაპირებდი ამიტომ პოზიცია შევცვალე:
–კარგი იამან ბოდიში,მართალი ხარ ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,უბრალოდ გთხოვ ხვალ სილამაზის სალონში წამიყვანე,თუ რათქმაუნდა არსებობს არაბეთში.თავს მაინც მოვიწესრიგებ ბოლოსდა ბოლოს ჩემი ქორწილია!(მე)
–მოიცა სწორად გავიგე?არა ექიმი ხომარ გამოვიძახო?დასჯილი იყავი მაგრამ რადგან მთხოვე უარს ვერ გეტყვი(იამანი)
ეს თქვა თუარა მაშინვე ჩავეხუტე და იარაღს წავავლე ხელი,მაგრამ მივხვდი რომ ისე ვერ ავიღებდი რომ არ გაეგო,ამიტომ ხელი შეუმჩნევლად ვუშვი!
იამანი სწრაფად მოეგო გონს და მაშინვე ხელი მკრა
–შენ მე ჩამეხუტე?არა მემგონი მე ვარ ცუდად და მეჩვენება რაღაცეები,გოგო რომელიც ორი წუთის წინ მეუბნებოდა რომ მთელი არსებით ვძულდი ახლა მეხუტება და ვერ მოვიშორე,ხო და კიდევ ვერ ვიტან როცა ვინმე მეხება, ამიტომ ცოტა დინსტანცია დაიცავი,ქორწილამდე მაინც!(იამანი)
–გეყოს ახლა,ზედმეტი არ მოგივიდეს,ეს ინსტიქტი იყო და სხვა არაფერი,თორემ სხვა ოცნება კი არ მაქვს სულ შენს ჩახუტებაზე ვფიქრობ !(მე)
–კარგი,კარგი ახლა მაინც არმცალია შენთან საკამათოთ ხვალინდელი ქორწილისთვის ყველაფერი მოსაგავრებელია,მერე კი კარგად უნდა გამოვიძინოთ ორივემ,ხვალ საკაოდ დაიღლები(იამანი)
–შენ მაგაზე არ იდარდო,ახლავე დავიძინებ!
წავიდა თუარა,მაშინვე გავიფიქრე რომ როდესაც დაიძინებდა იარაღს მაშინ ავიღებდი,მართლაც დიდხანს ველოდე როდის დაიძინებდა,მათი დროით ალბათ სამი იქნებოდა დაწყილი,მის ოთახში შეუმჩნევლად შევიპარე და იარაღი ავიღე,ხელში არაღი არასდროს მჭერია,სანადიროდ გამოყენებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ,ფილმებში მქონდა ნანახი რომ სადღაც უნდა ქონოდა ღილაკი რომელსაც თითს გამოვკრავდი და გადაიტენებოდა,მაგრამ ამ იარაღს სად ჰქონდა ვერ ვიპოვე,თუმცა ამის დრო სულაც არ მქონდა მაშინვე გავეცალე იმ ოთახს და როგორც დაგეგმილი მქონდა თოკები შევკარი,ძალიან მეშინოდა,მაგრამ გავბედე და უკვე ფეხები გარეთ მქონდა,თითქმის ჩასული ვიყავი,მაგრამ ამ დროს ერთი კვანძი გაიხსნა და ძირს დავვარდი, გადავრჩი,მგონი იღბალი მწყალობდა,ცოტა ფეხი კი მტკიოდა.
როგორც ვივარაუდე კარებთან დაცვა იდგა,მაგრამ როგორც ყველა უზარმაზარ სახლს ჰქონდა მეორე კარი ამასაც უნდა ჰქონოდა,ბევრი ვუარე სახლს საბოლოოდ მაინც ვიპოვნე მეორე კარი,სასწრაფოდ გავაღე და გავედი,თუმცა კარებს საკმაოდ დიდი ხმა ჰქონდა ყველამ გაიგონა და მე დამედევნენ,იმდენად ვიყავი ძალა გამოცლილი ძლივს გავრბოდი საბოლოოდ დამეწივნენ მე კი ირაღი მათ დავუმიზნე და ვყვიროდი:
–არ გაბედოთ და არ გამომყვეთ,თორემ აუცილებლად მოგკლავთ!
როგორც ჩანს ჩემმა სიტყვებმა ვერავინ შეაჩერა ყველა ჩემსკენ დაიძრა,მაგრამ ახლა სხვა გამოსავალლი ვნახე,ესეც ფილმებში მქონდა ნანახი,რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს უამრავი დეტექტიური ფილმი მქონდა ნანახი!
–შეჩერდით თორემ თავს მოვიკლავ(ჩემს ნათქვამზე კინაღამ მე თვითონ გამეცინა,რადგან ჩემი თავი ისე მიყვარდა,რა უნდა მომხდარიყო რომ თავი მომეკლა)
თუმცა ამ ხერხმა ნამდვილად გაამართლა არავინ დაძრულა ადგილიდან,ახლა უფრო გავდიდგულდი და კიდევ ერთხელი ვიყვირე:
–არ გამომყვეთ,თორემ აქვე გამოვკრავ თითს (დამავიწყდა რა ერქვა თოფის იმ ნაწილს,რომლითაც მთავრდება ადამიანს ცხოვრება,ამიტომ მე მას ღილაკი დავარქვი)ამ ღილაკს.
ეს ვთქვი თუ არა ჩემი ხელიდან იარაღი გაქრა,უკან როდესაც მივიხედე იამანი იყო,ასე მეგონა უბრალო მარიონეტი ვიყავი,რომელიც ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამდა თავის ნებით
–რა გეგონა ემა?დებილი გეგონე?გეგონა ვერ მივხვდებოდი შენი ვითომ და თბილი დამოკიდებულება რისგან იყო გამოწვეული?ჯერ არ ყოფილა შემთხვევა შენ რამეზე დამთანხმებოდი და რა გეგონა მაგ ბავშური თამაშით გამაცურებდი,ან საერთოდ რამ მოგაფიქრა რომ ჩამეხუტე, გეგონა ვერ მივხვდი რაც გინდოდა?ან ჩემს ოთახში რომ შემოხვედი და იარაღი წაიღე,არა მართლა სულელი ყოფილხარ. (იამანი)
ასე მეგონა მართლა ყველაფერი გამომივიდოდა,საშინლად იმედგაცრუებული ვიყავი,მესმოდა იამანის დამცინავი ლაპარაკი,მისი გამოხედვა, თითქოსდა მეუბნებოდა ჩემი საკუთრება ხარ,ჩემი ნივთი და ჩემს გარეშე ვერსად წახვალო,ტირილის მეტი არაფერი მინდოდა,მარგამ იმ წამს ესეც კი ფუფუნება იყო ჩემთვის,ამის თავიც კი არმქონდა,უსიტყვოდ გავვარდი სახლში და ისევ "ჩემს"ოთახში ავედი .
შხაპი მივიღეთუარა მაშინვე დავწექი და ყველაფერს თავიდან ვაანალიზებდი,ის ღამე თეთრად გავათენე,ან რა დამაძინებდა,წინ ხომ საშინელი ქორწილი მელოდა.
თავი7: და აი ქორწილის დღეც და რა არის ქორწინება?ეს ხომ ორი ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესი დღეა,როგორც ამბობენ ქორწინება ღმერთის ნებითაა განსაზღვრული,ეს ხომ უძლიერესი კავშირია რომელიც ცოლისა და ქმრის ურთიერთგაგებაზე,სიყვარულსა და პატივისცემაზეა აგებული,ქორწინება ხომ იმის დასტურია რომ ცოლ–ქმარი განუყრელია და მთელი მათი ცხოვრება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული!ნუთუ ეს შეიძლება უბრალო სიტყვები იყოს,ნუთუ შეიძლება ბედით თამაში,ახლა უფრო ვრწმუნდებოდი რომ ბედისწერას ადამიანი ქმნის და არა ღმერთი,რადგან ღმერთი არ შეიძლებოდა ასეთი სასტიკი ყოფილიყო!
დილით კარზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა,ხვედებოდი რომ ჩემი ტანჯვა მხოლოდ ახლა იწყებოდა,მაგრამ ამ ეტაბზე მე იმითაც კმაყოფილი ვიქნებოდი თუ გავიგებდი ეს ყველაფერი რატომ ხდებოდა,როცა არაფერი დამიშავებია,აშკარა იყო რომ იამანს ჩემზე შურის ძიება უნდოდა მაგრამ რატომ?სხვა აზრი არც მქონდა,არც ისეთი გარეგნობა მქონდა რომ ადამიანი ჩემს წასაყვანად საუდის არაბეთიდან საქართველოში ჩამოსულიყო.
კარებზე კაკუნი არ ჩერდებოდა მე კი ყურადღებასაც არ ვაქცევდი ან რატომ უნდა მიმექცია ახალი რა იქებოდა,მორიგი გულის ტკივილი, მორიგი დამცირება!
– ემა კარი გააღე სასწრაფოდ, როდემდე გელოდო?
ეს ნამდვილად დანია უნდა ყოფილიყო და არც შევმცდარვარ
–და რატომ უნდა გავაღო როცა მე მომინდება მაშინ გავაღებ ახლა შეგიძლია წახვიდე აქედან(მე)
აშკარად ძალიან გაბრაზდა დანია,მის ხმაში ეს ისე იგრძნობოდა როგორც არასდროს,მაგრამ ეს სულ არ მანაღვლებდა იამანის თითოეულ ოჯახის წევრს გავანადგურებდი სათითაოდ ბოლოს კი იამანზე ვიძიებდი შურს ეს მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი და არაფრის დიდებიდ არ შევიცვლიდი აზრს!
–როგორ მიბედავ საზიზღარო, სასწრაფოდ კარი გააღე სანამ იამანს დავუძახე(დანია)
–შენ რა ხუთი წლის ბავში გგონივარ?მეტი ვერაფერი მოიფიქრე?იამანის რომ მეშინოდეს გუშინ გაქცევას კიარ ვეცდებოდი(მე)
–სწორედ მაგიტომ უნდა გეშინოდეს რომ გაქცევა არ გამოგივიდა და შენი ყოველი ნაბიჯი იამანმა წინასწარ იცის!(დანია)
–ხოდა ჯანდაბაშიც წასულხართ შენც და იამანიც ნამდვილად არ მაჯავრებს!გაეთრიე აქიდან და ვისაც გინდა იმას უთხარი,თუ გინდა მთელი არაბეთი თავზე დამაყენე,სულ არ მაინტერესებს!(მე)
–კარგი!ახლა წავალ მაგრამ ხომ იცი რომ ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება?(დანია)
–უი მართლა?ჯერ დაიწყო კი?(მე)
დანია იმდენად გაბრაზებული ჩავიდა კიბეებზე ხმა მომესმა რომ ფეხი რაღაცას წამოდო,მაგრამ გარეთ მაიც არ გამიხედავს.
დანია:
– იამან ეს გოგო საშინლად ჯიუტია,სანამ დროა ან უკან დააბრუნე ან სხვა მეთოდს მიმართე,თორემ სახალხოდ შეგარცხვენს!
–ნუ სულელობ დანია ეგ ვინ არის რომ ვერ დავიმორჩილო სულ მალე დაჩოქილი შემევედრება რა გნებავთო!
– ეგ მეც მინდა,მაგრამ იმედია რაიმე გრძობები არ გაგიჩნდება მის მიმართ,მე ყვეალზე მეტად მაგის მეშინია,რადგან ძალიან ლამაზია!
– დანია ზედმეტს ნუ ლაპარაკობ შენს ოთახში ადი და წყობიდან ნუ გამომიყვან!
–მისმინე იამან სულ ეს არ არის,არაფერს მიჯერებს დილით ასული ვიყავი და უკან გამომაგდო,კარი არც კი გამიღო ,რამე იღონე თორემ მერე მე მივხედავ საქმეს!
–შენ ვერაფრში ჩაერევი ეს ერთი დაიმახსოვრე,ის დღეიდან ჩემი ცოლი იქნება და მარტო მე მექნება ნებისმიერი უფლება მასზე ,შენ ვერაფერში ჩაერევი ის მხოლოდ ჩემი საკუთრებაა,მე მას ყველასგან და ყველაფრისგან დავიცავ,მაგრამ ჩემგან მას ვერავინ დაიცავს ახლა კი ადი შენს ოთახში და ეცადე თვალში არ მომხვედე,დანარჩენს კი მე მივხედავ!
მე:კიდევ კარგახანს ვიწვებოდი საწოლში იამანის გაბრაზებულ უფრო ზუსტად რომ გითხრათ გაცეცხლებულ ხმას რომ არ გავეღვიძებინე:
-კარი გააღე სწრაფად(იამანი)
-ვაიმე როგორ მიყვარს დანია,როგორ ღელავს ჩემზე არა?მაშინვე შენთან წამოვიდა ალბათ რომ ეთქვა,როგორ მიყვარს. (მე)
-ემა მორჩი ცინიკურ საუბარს და კარი გამიღე თორემ სულ დავივიწყებ ყველაფერს, კარს შემოვამტვრევ და მოგიწევს მერე ჩემთან დაძინება,რადგან შენს ოთახს კარი არ ექნება, ისე კი ბევრი სტუმარი გვეყოლება და ყველა ოთახი დაკავებული იქნება,თუმცა მე ნამდვილად არ მაქვს პრობლემა,მაინც პირველი საქრორწინო ღამე გვექნება!(იამანი)
-იცი რომ არაადამიანი ხარ?არ გავაღებ კარებს შემოამტვრიე,მე რომ ვიტყვი იმ აზრს აღარ შევცვლი ,არც არასდროს შემიცვლია,არც არავის ჭკუაზე მივლია და არც ახლა ვაპირებ , შენ ვერაფრით შემაშინებ,ახლა კი დანიას მიბაძე და სწრაფი ნაბიჯით უკან მოკურცხლე!(მე)
ეს ვთქვი თუ არა გაცხარებულმა კარი შემოგლიჯა მაშინვე კისერში წამავლო ხელი, კედელზე მიმაბჯინა,ნელ-ნელა ვგრძნობდი თუ როგორ მიძნელდებოდა სუნთქვა,გრძნობა ,მხედველობაც კი ბუნდოვანი გამხდარიყო.
უცებ იამანი გონს მოეგო და ხელი მიშვა ძირს დავენარცხე,საშინელი ხველება დავიწყე,ის კი რაღაცის ბურტყუნით უკან სწრაფი ნაბიჯით გაბრუნდა როგორც სჩვევია.
ცოტა ხნის შემდეგ კვლავ უკან დაბრუნდა შემოსვლა არ გასჭირვებია,რადგან კარები უკვე ღია იყო,უფრო სწორად საერთოდ აღარ იყო!შემოვიდა და მითხრა:
-ემა მე შენი მარიონეტი არ ვარ თუ ვიტყვი რომ კარი უნდა გააღო ასეც უნდა მოიქცე,თუ ვიტყვი კლდიდან გადახტითქო უნდა გადახტე გაიგე?რადგან ეს შენ ხარ ჩემი მარიონეტი!
-მერე მომეცი უფლება ?გამიშვი და ახლავე გადავხტები!
-მე გიბრძანე?მე გითხარი როცა გიბრძანებმეთქი!
-შენ საერთოდ გული გაქვს?რა დაგიშავე,როგორ გთხოვო რომ მითხრა,გამაგებინე ადამიანო ასეთი რა ცოდვა მაქვს!
-დიდი,ძალიან დიდი ,მაგრამ თანდათან ყველაფერს გაიგებ დღეს თუ ჭკვიანი და დამჯერი გოგონა იქნები,რაღაც მცირედი შესაძლოა გაიგო!
-ისე ვერ იქნება როგორც შენ იტყვი ვერა!გამწარებულმა იქვე წინ მდგარ სარკეს ფეხი წამოვდე და მინა მთლიანად ჩაიმსხვრა,ვერც კი მიხვდი ფეხიდან როგორ დაიწყო სისხლმა ჩქეფა,გონებაც მალე დავკარგე და როდესაც გავიღვიძე ისევ ამ დაწყევლილ ოთახში ვიმყოფებოდი,საავადმყოფოშიც კი არ წამიყვანეს,ქორწილის გადადებაზე რომ არაფერი ვთქვათ!
ესეც შემდეგი ნაწილები,იმედია მოგეწონებათ შემდეგ თავს კვირას დავდებ.



№1  offline წევრი Rania

Gmerto chemoo. Ra daashava aseti am gogom ase rom qcamebenn. Carmovidgine chemi tavi da tanshi gqmzaraaa. Sashinelebaaaq. Imedia male gqvigebt ragac minishnebqs mqinccc
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი Mako

Zalian damaineresa,velodebi gagrzelebas

 


№3  offline მოდერი ენემი

ძაან პატარაა უფრო დიდი თავი უნდა იყოს რაც ეს სამი თავი დაწერე მაგაზე ბევრად დიდი უნდა ოყოს ერთი თავი და თუ დრო არ გაქვს მაშინ ერთი და დიდი დადო ჯობია და ასე ძალიანაც ნუ დააგვიანებ

 


№4  offline წევრი ნორმი

ძალიან საინტერესოა.ესაა,რომ ძალიან პატარა თავებია,ცოტას თუ გაზრდი უკეთესი იქნება.
ძალიან მომეწონა და იმედია მალ=მალე დადებ..
წარმატებები!
--------------------
მორფეოსი

 


№5  offline წევრი Maia G.

გელოდებიი ❤❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი keta

shemges rodis dadeb

 


№7  offline წევრი Maia G.

შემდეგი თავი როდის იქნება??იცი როგორ გელოდები??? ❤❤❤❤

 


№8  offline წევრი eli 234

მადლობა რომ მოგწონთ დღეს ავტვირთავ,მაგრამ არვიცი ადმინისტრაცია როდის გამოაქვეყნებს. ხარებას გილოცავთ ♡♡♡♡

 


№9  offline მოდერი ენემი

eli 234
მადლობა რომ მოგწონთ დღეს ავტვირთავ,მაგრამ არვიცი ადმინისტრაცია როდის გამოაქვეყნებს. ხარებას გილოცავთ ♡♡♡♡

უკვე ატვირთე?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent