შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კბილების ფორმას იმაზე მეტის "თქმა" შეუძლია თქვენზე, ვიდრე წარმოიდგენდით


16-10-2015, 23:12
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 571

კბილების ფორმას მრავლის თქმა შეუძლია მის მფლობელზე. გაეცანით ექსპერტების აზრს და თავად დარწმუნდით:

გამოწეული კბილები

ლაქლაქა, ხმაურიან და მხიარულ ადამიანებს აქვთ. ზოგჯერ აგრესიულები და თვითდაჯერებულებიც არიან და არავის რჩევას არ უგდებენ ყურს. ხშირად ყბის ასეთი ფორმა ქალებს აქვთ. თუ ადამიანს კბილები ოდნავ აქვს გამოწეული, ეს მიუთითებს, რომ იგი კარგი მრჩეველი და სიცოცხლით აღსავსე ადამიანია.

შეწეული კბილები

ისინი თითქოს არც ჩანს. ასეთი კბილების მფლობელები ჩაკეტილი ტიპაჟები არიან. უჭირთ საკუთარი აზრის შენარჩუნება. მხოლოდ თავისნაირ ინტროვერტებთან მეგობრობენ.

წვეტიანი კბილები

ჭკვიან ადამიანებს აქვთ, განსაკუთრებით, ტექნიკურ თემებში გამორჩეულებს. კარგად ერკვევიან მათემატიკაში და ცხოვრებაში იშვიათად უშვებენ შეცდომებს. სხვათა შორის, ასაკის მატებასთან ერთად, სხვებთან შედარებით უჭირთ პრობლემების გადალახვა.

შერეული, გამოწეულ-შეწეული კბილები

ასეც ხდება, რომ ქვედა ყბა გამოწეული კბილებითაა ჩაწიკწიკებული, ზედა - შეწეულით. ასეთი ადამიანი მჭევრმეტყველი ორატორია. ლაპარაკობს სწრაფად და დამაჯერებლად. თუმცა, ხშირად უყვართ განმარტოება. წარმატების მისაღწევად კი სხვებზე მეტი შრომა მოუწევთ.

უსწორმასწორო კბილები

ასეთი კბილები ეგოისტ ადამიანებს აქვთ, ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. მათ შორის ხშირად შეხვდებით ხულიგნებს. ხშირად არიან აგრესიულები. ძირითადად, პრობლემები ექმნებათ პირად ცხოვრებაში. მათ არ ჰყოფნით რომანტიკული წარმატება. უსწორმასწორო კბილების პატრონებს ვურჩევთ, აკონტროლონ ემოციები.

"რეზინის" კბილები

ეს არის კბილების განლაგება, როცა ადამიანს ღრძილები უჩანს ყოველთვის, როგორც კი პირს აღებს. ამ ადამიანს შეიძლება სულიერი სითბო აკლდეს. განსაკუთრებით, ოჯახში. შეიძლება იგი ბავშვობაში მიატოვეს. თუმცა, მას ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებთანაც გაცილებით გაუმართლა, ვიდრე ნათესავებთან. სხვათა შორის, გენეტიკურ დონეზე, ადამიანები არ ენდობიან ასეთი ფორმის კბილების მქონე ადამიანებს და მართლებიც არიან, რადგან მათ შორის ყველაზე მეტი მოღალატე და მატყუარა გვხვდება.

შერეული, შეწეულ-გამოწეული კბილები

ზოგჯერ ადამიანს ზედა კბილები წინ აქვს გამოწეული, ქვედა კი შეწეული, ისე, რომ თითქმის არც უჩანს. ასეთი ადამიანები მუდამ განიცდიან საერთო საქმის გამო. მუდამ ახალ-ახალი იდეებით არიან აღსავსენი და მუდამ ინიციატორის როლში გვევლინებიან. მათ უყვართ კომუნიკაცია.

დისბალანსი კბილებსა და სახეს შორის


როცა ადამიანს ძალიან დიდი კბილები და პატარა სახე აქვს. მიჩნეულია, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატების მისაღწევად მათ სხვებზე მეტი გარჯა ესაჭიროებათ. სხვათა შორის, ძველ ეგვიპტეში მშობლები არ აძლევდნენ უფლებას ვაჟს დაქორწინებულიყო ქალზე, თუ მას დიდი კბილები და პატარა სახე ჰქონდა. მათ მიაჩნდათ, რომ ასეთი ცოლი ბევრ უსიამოვნებას მოუტანდა ქმარს.



№1 სტუმარი black

Hmmm..wvetiani kbilebi maqvs magram maseti wkua neta mqondes:D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent