შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გახდები (8)


4-04-2019, 00:38
ავტორი truelove
ნანახია 2 310

ვატო სახე ალეწილი მიყურებდა.
-შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!
-რა შენი საქმეა,შენ რას აკეთებ აქ?
-მარიამს დამტენი დარჩა და...საერთოდ რას გიხსნი სადაა მარიამი?
-ძინავს.მომეცი დამტენი გადავცემ.
-თუ მას გულს ატკენ მოგკლავ-მკაცრი ტონით მითხრა და დამტენი ჯიბეში ჩაიდო
-დამშვიდდი ვატო მას გულს არასდროს ვატკენ.
-შენ მას არიმსახურებ და ეგ კარგად იცი.-მითხრა და წავიდა.
კარი მივხურე და ოთახში დავბრუნდი პატარა მაგიდაზე ჩამოვჯექი,რომელიც იმ დივნის წინ იდგა,სადაც მარიამს ეძინა.
მართალია მე მას არვიმსახურებ..ის ისეთი უცოდველი და დაბნეულია.
მისკენ დავიხარე და ხელი წელზე შემოვხვიე მეორე კი ფეხებზე მოვკიდე..ხელში ავიყვანე და საძინებლისკენ წავედი მისი გრძელი ღია ფერის ხუჭუჭა თმა ჰაერში ნელა მოძრაობდა..თავისი მწვანე თვალები,რომლებიც მუდამ სიხარულით და სიკეთით აათებდნენ ნაზად მიეხუჭა..საწოლზე დავაწვინე პლედი გადავაფარე და გვერძე მივუწექი..მის სახეს ვუყურებდი და ვრწმუნდებოდი,რომ ის ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული იქნებოდა.

მარიამი:
დილით მადისამღძვრელმა სუნმა გამაღვიძა უცნაური ტკივილნარევი ემოციებით ვიყავი სავსე.
საწოლში ვიწექი..წინაღამე გამახსენდა და მივხვდი,რომ ირაკლიმ დამაწვინა,თუმცა ახლა ოთახში არიყო.
ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში თვალების სრერით შევედი.
ირაკლი დავინახე წინსაფარში,რომელიც ომლეტს ამზადებდა და გულიანად გამეცინა.
ღიმილით ამომხედა და ტაფა ჩააქრო.
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო?
-აჰამ..შენ რას აკეთებ?
-ჩემს პრინცესას საუზმეს ვუმზადებ.
-საუზმე..სკოლის გადამკიდე რამდენიხანია არ...მოიცადე რომელი საათია?!-დავიყვირე და საათს დავხედე.
ცხრას აკლდა ათი წუთი.
-ირაკლი სკოლაში ვაგვიანებ რატო არ გამაღვიძე.
-რავი ტკბილად გეძინა და-კისერი მოისრისა-არაუშავს დავურეკავს შენს დირექტორს.
-არ გაბედო..რას ქვია დაურეკავ. მეც ჩვეულებრივი მოსწავლე ვარ..საყვედურიც უნდა მივიღო და არაც უნდა დამიწერონ.
-კარგი ისაუზმე მოწესრიგდი და მე მიგიყვან.
-წავალ მოვწესრიგდები.
-მიდი.
გადავივლე,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე,ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი.
-ნახე რა მოვამზადე-თეფშით ბეკონი და ომლეტი დამიდო.
-ვაუ,ეს ნამდვილად გამიკვირდა შენგან გურჩიანო-შევათვალიერე და ჩანგალი ავიღე.
-ბეკონი არმქონდა როდის მოასწარი ყიდვა.
-ჩემი ბიჭები გავუშვი დილით.
-რომელზე გაიღვიძე?
-ბარემ პროჟექტორით შუქი მომანათე და მიკროფობი დამიდე წინ.-გაიცინა-რვაზე.
-რვაზე რამ გაგაღვიძა?-გავიცინე და ომლეტი გავჭერი.
-მე სულ შვიდზე ვიღვიძებ,შენ ის მკითხე როგორ ჩამეძინა.-ყავა გადამცდა.
-შვიდზე? მეხუმრები?
-არა..დიდიხანია ესე ტკბილად არ მძინებია.-გამიღიმა და ყავა მოსვა.
-ხო ჩემი საწოლი ზედმეტად კომფორტულია მეც ვერ ვუწევ წინააღმდეგობას.
-ჩემთვის შენი საწოლი კიარა შენხარ კომფორტული.
სახეზე ავხურდი და ალბათ გაწითლებული ვიყავი.
-გეყოფა-სახეზე მოვისვი ხელები.
ვისაუზმეთ ბევრი ვიცინეთ და მანქანაში ჩავჯექით.
ირაკლი ჩემსკენ გადმოიწია და რემენი გამიკეთა.
-ჩემითაც შევძლებდი-თვალები ავატრიალე და მის მზრუნველობაზე გამეღიმა.
მანქანა დაძრა და ცენტრალურ ქუჩაზე გაუხვია.
-მუსიკები არგაქვს?!-ბევრი ძებნის შემდეგ გაოცებულმა დავაღე პირი.
-არა..მხოლოდ კლასიკურს ვუსმენ.
-კლასიკურიმეც მიყვარს,მაგრამ მანქანაში არა.
-აბა რაგიყვარს მანქანაში?
-რავი ისეთივე როგორც ყველას ცოტა საცეკვაო და ჰიტები რა.
-შეგიძლია დისკზე ჩაწერო და ჩართო ხოლმე ისედაც ბევრჯერ იჯდები ამ მანქანაში.
-ოუოუ-ხელები ავიქნია-ეგ რას ნიშნავს?
-იმას,რომ ცოლად გამომყვები ამ მანქანით კი უნივერსიტეტში მიგაცილებ ხოლმე.
-ზედმეტი ამბიციებია სვანი-გავიცინე და ფანჯარას ჩავუწიე.
სკოლას,რომ მივუახლოვდი ირაკლის თავისი ძვირადღირებული მანქანა
მოფარებულში დავაყენებინე.
-წავედი მე-რემენის მოშორებას ვეცადე,მაგრამ გაიჭედა.
-ეგრე ვერ მოხსნი-გაიცინა ირაკლიმ გადმოიწია და მომხსნა.
-კარგ დღეს გისურვებ-გადმომხედა.
-შენც-მწარედ გავიღიმე,კარგი დღე ვერ მექნებოდა დავაგვიანე თანაც 25 წუთი.
-სკოლაში შევედი პირველ სართულზე კაციშვილიარიყო...ან ვინ იქნებოდა შუა გაკვეთილია.
კლასისწინ გავჩერდი ღრმად ჩავისუნთქე და დავაკაკუნე.
-შემოდით-უცხო ხმა მომესმა
ოთახიდან და ფრთხილად გავაღე კარი.
-გამარჯობა,ბოდიშით დავაგვიანე-უცხო კაცი იდგა და აშკარად ახალი მასწავლებელი იყო.
-დილამშვიდობისა მობრძანდით-მითხრა და კალამი მაგიდაზე დადო.
ოთახში შევედი და ვატო დავინახე,რომელიც წარბშეკრული მაყოლებდა თვალს.
-თქვენ ალბათ მარიამ ჭავჭავაძე ხართ არა? ახალი მოსწავლე.
-დიახ..
-მე კახა ვარ..თქვენი ისტორიის ახალი მასწავლებელი-ხელი ჩამომართვა და გამიღიმა.
-სასიამოვნოა..ისტორია ჩემი საყვარელი საგანია.
-ძალიან კარგი მაშინ დაბრძანდი და ვისაუბროთ დავით IV აღმაშენებლის რეფორმებზე.
ვატოსგვერძე დავჯექი და ქურთუკი გავიხადე.
-ასე რატომ მიყურებ?!-გაკვირვებულმა შევხედე.-ძაან დავაგვიანე.
-არც კი მინდა ვიცოდე რატომ დაგაგვიანდა.-გვერძე გაიხედა და თვალები ამარიდა.
-რამე მოხდა?-ვუჩურჩულე და ავღელვდი.
-დაგელაპარაკები მერე.
-ბავშვებო,როგორც იცით დავითს ქვეყანა რთულ ვითარებაში ჩაბარდა,თუმცა მისი რეფორმებით და სიბრძნით საქართველო ნელნელა წელში გამართა...
გაკვეთილი ძალიან საინტერესო გამოდგა და დრო ისე გავიდა,რომ ვერ გავიგე.
-აბა დროებით ბავშვებო.-დაგვემშვიდობა კახა.
-ნახვამდის-ვუთხარი და ვატოს მივუბრუნდი.
-ვატო რა გჭირს?! მთელი გაკვეთილია ზედ არმიყურებ და ხმას არ მცემ.
-წამო ეზოში ვილაპარაკოთ.
სკოლის სკვერში ჩავედით და სკამზე დავსხედით.
-მაშინებ უკვე..-ვუთხარი და ჩამთა გვერძე გადავდე.
-მარიამ მობილური სად გაქვს?!
-ოჰ მირეკავდი და რომ ვერ ვიღებდი მაგიტომ გაბრაზდი?
-არა,მაგრამ რატო ვერ იღებდი?!
-დამიჯდა და დამტენი ვერვიპოვე.
-ხო იმიტომ,რომ ჩემთან დაგრჩა.
-მართლა? სულ გავითიშე.
-ხო გუშინვე მოგიტანე,მაგრამ დაკავებული იყავი.
-გუშინ?!-არმახსოვდა როდის მოვიდა.
-ხო მარიამ ალბათ უნდა გამეფრთხილებინე შენდა ირაკლის ისე შემოგეჭერით.-სარკაზმით მითხრა და გვერძე გაიხედა.
ტანში გამაჟრიალა ამით იხსნებოდა ვატოს ასეთი საქციელი.
-ვატო..ყველაფერს აგიხსნი..არვიცი კონკრეტულად ირაკლიმ შენთან მიმართებაში რა დააშავა,მაგრამ ჩემთვის ის..
-რა მარიამ რა არის ის შენთვის..-ირი წუთი ხმა არ ამომიღია,ვატო უფრო გაბრაზდა-რა არის!-იყვირა და ხელი ხეს მიარტყა.
-არვიცი გასაგებია?!-ფეხზე წამოვხტი და მეც ვიყვირე.-არვიცი..უბრალოდ ის ჩემთვის ადამიანია,რომელთანაც თავს კარგად და დაცულად ვგრძნობ..მას შეუძლია გამაცინოს და დამამშვიდოს ისეთ სიტუაციაშიც კი,როცა მგონია,რომ გამოსავალი არ არსებობს.
-ყველაფერი გასაგებია-დამტენი ამოიღო,ხელში მომაჩეჩა და წავიდა.
აღარვიცოდი რამექნა..მეც შენობაში დავბრუნდი და ვატოს დავუწყე ძებნა,მაგრამ ვერ ვიპოვე..არც გაკბეთილებს დასწრებია..ვურეკავდი,მაგრამ უშედეგოდ არ იღებდა.
შეიძლება მართლა შეცდომას ვუშვებდი ირაკლის ასეთ მნიშვნელობას,რომ ვანიჭებდი.
სკოლა დამთავრდა და სამსახურში წავედი.
კარი შევაღე და კაბინეტში შევედი..კაკი იქ იჯდა და კომპიუტერში რაღაც მონაცემებს იწერდა.
-გამარჯობა-ვუთხარი და ქურთუკი გავიხადე,რომ ფორმა გადამეცვა.
-გამარჯობა-ჩუმად ჩაიბურტყუნა და არც შემოუხედავს.
ნერვები მომეშალა ადამიანი ელაპარაკება და ზედაც არ უყურებს უზრდელი.
კარი ვიღაცამ შემოგლიჯა და ჩვენი ყურადღება მიიქცია ერთ-ერთი კონსულტანტი იყო.
-ნელა,რომ შემოაღო არშეგიძლია?-გაკვირვებულმა შეხედა კაკიმ.
-კაკი მოვიდა!-დაფეთებულმა უთხრა და დარბაზში გავიდა.
ნეტა რახდება?! ვინ მოვიდა?!
აკაკიმ კომპიუტერის ფანჯარა ჩაკეცა და ფეხზე წამოდგა.
კარი უცხო კაცმა შემოაღო და შემოვიდა.
-გამარჯობა ბატონო ზაზა-აკაკიმ ხელი ჩამოართვა და სკამი შესთავაზა.
-გამარჯობა აკაკი-ხელი ჩამოართვა ზაზამ და ჩემსკენ შემოიხედა.
-ღმერთო ჩემო რა ლამაზი კონსულტანტები გვყოლია.-თვალები ხარბად ამაყოლა და ჩემსკენ წამოვიდა.
თავი ძალიან არაკომფორტულად ვიგრძენი და შევიშმუშნე.
-გამარჯობა მარიამ-ჩემს ბეიჯს შეხედა და ხელზე კოცნა უნდოდა,მაგრამ ხელი გამოვგლიჯე.
-ლამაზთან ერთად ფიცხიც ყოფილხართ.
პირი გავაღე რაღაც უნდა მეთქვა,მაგრამ აკაკი შუაში ჩადგა და მომიბრუნდა.
-მარიამ დარბაზში გადი.
დარბაზში გამოვედი და დაბნეული სად წავსულიყავი არვიცოდი.
-კარგად ხარ?-ერთმა გოგომ შემომხედა.
-კი..
-წამოდი შოკოლადბი გაქვს გადასავსები.
წავყევი და შოკოლადის ყუთების დალაგება დავიწყე.
რამდენიმე წუთში ის კაცი გამოვიდა ერთი შემათვალიერა და წავიდა.
იდიოტი კრეტინი დამაცადის რას ვუზავ!
იმ გოგოსთან მივედი.
-ეს ვინ იყო?-ვკითხე და იმ კაცზე ვანიშნე,რომელიც შავ მანქანაში ჩაჯდა.
-ეგ კაცი ჩვენი მაღაზიების ქსელის ახალი უფროსია.
ესღა მაკლდა..გავიფიქრე და საქმეს დავუბრუნდი.
დაახლოებით ნახევარ საათში კაკიმ კაბინეტიდან იყვირა ვიღაცის მობილური აფეთქდაო..მივხვდი,რომ ჩემი იქნებოდა.
შევირბინე და არც შევნცდარვარ ირაკლი რეკავდა.
-გისმენ.
-ასეთი კატეგორიული ხმა რატომ? მოხდა რამე?
-არაფერი..უბრალოდ მე და ვატომ ვიკამათეთ..რატომ არმითხარი გუშინ მოსული თუ იყო?
-აზრი არ ქონდა და იმიტომ..რაც არუნდა ველაპარაკო თავისას არ იშლის.
-რა ხდება თქვენ ორს შორის ოდესმე ამიხსნით?
-ოდესმე აგიხსნით,მაგრამ არა ახლა.-შენ სად ხარ?
-სამსახურში.
კაკიმ შემომხედა და ხელით მანიშნა სწრაფადო.
-ირაკლი უნდა წავიდე დაგირეკავ მერე.
-კარგი.
-არშეიძლება დიდიხანი ლაპარაკი ეს მარკეტია და არა ქოლცენტრი.-მითხრა აკაკიმ.
-მესმის,მაგრამ მგონი ამის უფლება მაქვს..უფრო მეტიც ხელშეკრულებაში წერია,რომ ნახევარსაათიანი შესვენების უფლებამაქვს.
-კარგი ქალბატონო ტვინიკოსო და ის იცი სხვადასხვა პროდუქტზე ვადები როგორ უნდა შეამოწმო? ან კოდები? ან სულაც ფასდებული როგორ უნდა იდოს? ის იცი რომელი პროდუქტი ბრუნდება უკან და რომელი არა? ან საერთოდ სალაროს აპარატურის ხმარება თუიცი?!
-არა არვიცი..და ეს არაფერ შუაშია შესვენების დროსთან!
-ხო და რო არიცი წამობრძანდი დარბაზში,რომ გასწავლო.
-მასწავლო?!
-ხო შენი სტაჟირების განმავლობაში მეუნდა გასწავლო ყველაფერი.
-დაა გუშინ რატო არაფერი მასწავლე?
-გუშინ გაკვირდებოდი და მივხვდი,რომ არაფრის აზრზე არხარ..კიბეზეც ძვლივს ახვედი.
-უკაცრავად,რომ აკრობატი არვარ!
-აკრობატობას არც გთხოვ უბრალოდ მოუხერხებელი ხარ!
-მოუხერხებელი?!
-დიახ.
-ასე არარის!
-არის-ცინიზმით თქვა და გაიღიმა.
ამ წუთში ისე მომიშალა ნერვები შემეძლო თავზე რაღაც გადამელეწა მისთვის.
-ანუ იმისთქმა გინდა,რომ სრულიად უსარგებლო ვარ და არაფერი გამეგება?!-ტონს ავუწიე.
კაკი მომიახლოვდა და ზემოდან დამხედა.
-ზუსტად!
-ასეთი თავხედობა ჩემთვის არავის გაუბედავს.-ვთქვი და მივხვდი,რომ ახლა სხვებისავით ჩვეულებრივი ვიყავი და არა ის პრონცესა ვისაც ყველა თავაზიანად ესაუბრებოდა.
-საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს.
-არა,არმაქვს. დაგიმტკიცებ,რომ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შემიძლია ამ მარკეტში.
-კიბატონო ელემენტარულებით დავიწყოთ-კაბინეტიდან გამოვედით და ძეხვეულის ხაზში შევედით.
მომხმარებელმაც არ დააყოვნა და ძეხვის დაჭრა მთხოვა სლაისერზე..ოღონდ სლაისერი არა..კარგი მარიამ შენ ამას შეძლებ თავს ვამხნევებდი და სლაისერი ჩავრთე ბორბალმა (დანა მე ასე ვეძახი) ტრიალი დაიწყო და მეც ძეხვის დაჭრა დავიწყე კაკი თავზე მედგა და მიყურებდა..პირველი ნაჭერი მოკბეჩილისავით გამოვიდა,მეორე სლაისერმა ჩაითრია და ჰაერში გაისროლა..თითქოს მწყობრიდან გამოვიდაო არჩერდებოდა სლაისერი დებიდან გამოვაძრე და კაკის სიცილით შევხედე.
-წარმოგიდგენია? 21-ე საუკუნეში როგორ ხშირად ფუჭდება ტექნიკა..აშკარად არეულია.-თავი ხელზე ჩამოვდე და ყურადღების გადატანა ვცადე.
-ინგა დაუჭერი რა-კაკიმ გასძახა და თავის ქნევით გადავედით ხილბოსტანის სექციაში.
-აწონე ფქვილი და ფასი მიაკარი.
-ფასი?! კარგი რა პრობლემაა კოდი?
-კოდი? ეგ შენ უნდა იცოდე.
-ხო რათქმაუნდ...მოიცა რაიყოო...ხუთი წუთი აქეთ-იქით დავდიოდი ნერვები მეშლებოდა,რომ არ გამომდიოდა.
უკან კონსულტანტი მედგა და მივხვდი,რომ დახმარებას ცდილობდა..მეც მოვუსმინე.
-რვა,ცხრა,ნოლი-ჩურჩულებდა.
ესეც ასე..ფქვილი ტომარასთან მივედი უნდა ამომეღო ვიღაც ქალი,რომ დამეტაკა და ზედ ტომრებზე დავეცი..თმა და ტანსაცმელი სულ ფქვილიანი მქონდა..არც სახე აკლებდა.
-უი შვილო უკაცრავად-შემომიბრუნდა და დამხედა.
-არაუშავს...სერიოზულად ბებო?! ბოდიში მიშველის? კაკი სიცილს ვერ იკავებდა მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა. ხელთათმანი გაბრაზებულმა დავაგდე და ფეხზე ავდექი..ფქვილიანი შევედი საპირფარეშოში და წყლით მოვიცილე.
თხუთმეტწუთიანი წვალების შემდეგ ძვლივს გამოვედი სუფთად.
დარბაზში დავბრუნდი და კაკისთან მივედი.
-არადა თეთრი ფერი გიხდებოდა-დამცინავად ამათვალიერა და მზერა ყველაზე მაღალ თაროზე შეაჩერა.
-აი იქ-თითი გაიწვდინა და ჩიფსებზე მიმითითა.
-რა იქ? ვერმივწვდები.
-კიბე არსებობს.
კიბე გამოვაჩოჩე დარბაზში და ჩიფსების ბოლო თაროზე ავძვერი.
-ეხლა რავქნა?!
-გაასწორე ეგ ჩიფსები და ყველა თავის ადგილზე დადე.
ვასწორებდი და დავინახე,რომ კიდეში ნახევრად გადავარდნილი ჩიფსი ეგდო უნდა ამეღო ფეხი დამიცდა და კიბიდან ჩამოვვარდი..აი სად შერცხვი მარიამ ჭავჭავაძევ.

პ.ს ესეც ახალი თავი იმედიმაქვს უფრო ბევრი გამოხმაურება მოყვება.



№1 სტუმარი ))))

gamexarda sheni danaxvaaa .. momwonssss dzaliann gagrxzeleee da vimedovneb vato ariqneba is vinc mariam dasdevs mosaklavad ????

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

იმედია მალე დადებ მომწონს

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

როდის დადებ შემდეეგს :( ერთ სულით ველოდები <

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

აუ მალე დადე რა ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი მაიკო

გააგრძელებთ ამ ისტორიას?ძალიან მომწონს❤️

 


№6  offline წევრი magradzeen

გააგრძელე რაა <3

 


№7 სტუმარი სტუმარი გვანცა

გააგრძელებ ?

 


№8 სტუმარი mariami

am istorias gar agrdzelebt?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent