ზიზღნარევი სიყვარული (თავი2)
თათიამ წვალებით მაგრამ ღირსეულად გაზარდა შვილები, ორ ადგილას მუშაობდა რომ მათთვის არაფერი მოეკლო,შეძლებისდაგვარად აცმევდა და აჭმევდა,ისე რომ არავისი დამადლებული არაფერი ქონოდათ, მაგრამ გიორგის არ აკმაყოფილებდა მხოლოდ ის რომ საჭმელი და წელიწადში ერთხელ ახალი ტანსაცმელს ყიდულობდა, ამიტომაც სწავლაზე ხელი აიღო და გაერია ქუჩის ბიჭებში, ჯერ სიგარეტის მოწევა დაიწყო მერე სასმლის დალევა დაიწყო და ნელნელა ჭაობში იფლობოდა, თათია ბევრს ეცადა მაგრამ ვერფრით შეძლო შვილის მოთოკვა, ყოველი თათიას ქმედება შვილს უფრო აშორებდა, რამდენჯერ გაათია ღამე ქუჩაში იმიტომ, რომ დედამ უსაყვედურა, ან შენიშვნა მისცა, რამდენი უძილო ღამე და ცრემლი დაუღვრია გიორგისთვის და საბოლოოდ მოხდა ის რომ საკუთარი თავი გაინასგურა თათიამ და წელიწადნახევრის უკან იშემიური ინსულტით დაიღუპა დიდი ხნის ავადმყოფობის მერე...მარიამს ცრემლები მოაწვა და გადმოსცვივდა ტკივილისგან, დედა ძალიან უყვარდა რაღაც სხვანაირი სიყვარულით, დიდ პატივს სცემდა, ეთაყვანებოდა, ეამაყებოდა გიორგისგან განსხვავებით. -წავიდა-ჩაესმა დის ხმა და ფიქრებიდან გამოერკვია მარიამი, ცრემლები ანას უჩუმრად მაჯებით მოიწმინდა. -შენ რატომ არ გძინავს?-ახედა დას. -არ მეძინება-ანამ მორყეულ ფეხიანი სკამი გსმოეია და მაგიდას მიუჯდა. -სკოლაში ხარ წასასვლელი. -არ წავალ არ მინდა-ანა მარიამს მიაჩერდა. -წახვალ!რას ქვია არ გინდა? დღეს ხომ არ გაგიშვი?! ხვალ ვეღარ დაიძვრენ თავს . -დახეული ფეხსაცმლით არ მინდა წასვლა-ამოისლუკუნა ანამ, მარიამს თითქოს თავში რაღაც ჩაარტყეს, ერთ წამს თვალთ დაუბნელდა, როცა ძალა მოიკრიბა ადგა და საძინებელში გავიდა საწოლზე პირქვე დაემხო და ატირდა. ალექსანდრემ თავისი იქს ექვსი კლუბის წინ გააჩერა საბურავების ხრჭიალით, როგორ ყოველთვის გრაციოზულად გადმოვიდა და კლუბში შევიდა, გამაყრუებელი მუსიკის ფონზე სასმლით და წამლით გაბრუებული ბრბო გიჟივით უაზროთ ხტოდა, ალექსანდრეს გულს ურევდა ეს ერთგვარი უგემური მასა, მაგრამ იცოდა რომ მათზე იყო დამოკიდებული მისი წარმატება და შემოსავალი ამიტომ ყალბ ნიღაბს ირგებდა თითქოს თავადაც მათი მსგავსი იყო, ამიტომაც ყავდა უამრავი მეგობარი და არაერთხელ დახმარებიან საქმეში. ყალბი ღიმილით შევიდა ახლაც როგორც ყოველთვის და თვალებით თორნიკე მოძებნა რომელიც,როგორც ყოველთვის ბნელ კუთხეში იჯდა და თვალს ადევნებდა აწყვეტილ მასას, ალექსანდრე მიუახლოვდა და ანიშნა გამომყევიო, თორნიკე ადგა და ფეხაათრევით გაყვა. -მისმინე ჩემი ძმა სახლიდან გამექცა, მაგრად ვიჩხუბეთ და დავარტყი, ხოიცი რა დამპალი ხასიეთი აქვს... სადმე ვინმესთან ეგდება უბედურად... გალეშილი ან წამალ დალეული, მიდი რა იპოვე და მოათრიე, მე ვერ მივაგენი
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.