ლურჯი მოგონებები (ნაწილი მეორე,თავი 14)
მარიამს თათიას ხმა ტვინში ურტყავდა. არჩია ჩუმად დარჩენილიყო, ჭიქა თავსი ადგილას დააბრუნდა, საბოლოოდ შეხედა თავჩახრილ ზურას და კარი გაიხურა. საკუთარ თავს ებრძოდა, ყელში მომდგარ ცრემლებს საუკუნის ძალით აკავებდა. - ეს აქ რასაკეთებდა? - მუშაობს.. ანუ ბიჭია. - თემა შეცვალა ზურამ და გოგონას ძალით გაუღიმა. - ხო, იქნებ მე დამემსგავსოს - გაიცინა თათიამ რამას ზურას ნაძალადევი ღიმილიც გააქრო სახიდან - შენ რო დაგემსგავსოს ეგ მე არ მეპატიება, ეხლა კი თუ შეიძლება დამტოვე.. ბევრი საქმე მაქვს. - ლოყაზე აკოცა გოგონას და კარისკენ ანიშნა. ეს ყოველთვის ჭრიდა, თათიას წივილ კივილის თავიდან ასაცილებლად. გოგონამაც მხოლოდ გაიღიმა და ნელი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. გარეთ მარიამი დახვდა. გოგონასთვის არც შეუხედავს ისე მიაწოდა ქურთუკი - დღეს მე წაგიყვან სახლში. - ძალიან კარგი. - ზიზღით შეხედა თათიამ და ქურთუკი ხელიდან უხეშად გამოგლიჯა. მანქანაში ორივე უხმოდ ჩაჯდა. მარიამმა მანქანა დაძრა. ჰაერი არ ყოფნიდა. თვალები მუცლისკენ გაურბოდა, ფანჯარას ჩაუწია რომ სუნთქვაში დახმარებოდა - თუ შეგიძლია აუწიე, გავცივდები და ბავშვისთვის ცუდია. - მარიამმა კბილები კბილებს დააჭირა და ფანჯარა უხმოდ აწია. როგორ უნდოდა ეს გოგო სადმე გადაეჩეხა, მხოლოდ ზურას ბავშვის გამო იტანდა ამდენს. - შენ ლაპარაკი დაგავიწყა ზურამ ხმას რო არ იღებ? - ამაზე მარიამს მწარედ ჩაეცინა - ჩვენი უკანასკნელი საუბარი ცუდად დამთავრდა, ასერომ არ გირჩევ - ხოო.. რასვიზამთ, ზურას სულ შენ ხოარ ეყვარებოდი, ეხლა პატარაც გვეყოლება და სამუდამოდ შევცვლი მის ცხოვრებას - ისევ გადაიხარხარა თათიამ, მარიამს ნელნელა თვალებში უბნელდებოდა, წინ რამდენიმე წლის წინანდელი საღამო ახსენდებოდა და თათიას ისევ ისეთი ხარხარი. სიჩქარე შეანელა, კონცეტრაციას საჭეზე ვერ იკრებდა და ასე არჩია. - უკვე შეცვალე, და შენც და ზურასაც ბედნიერებას გისურვებთ - ცივად უპასუხა მარიამმა. - არამგონია ეგ დიდად გახარებდეს - თუ ღმერთი გწამს, რაიცი მე რა მახარებს და რა არა - ნელნელა თავის მოთოკვა უჭირდა მარიამს. - ყველაფერი ზედ გეტყობა. - მეკიარა, ყველას ყველაფერი ზედ ეტყობა, ზოგი თმის ფერს იცვლის, ზოგი ტანსაცმელს, ზოგიც სატრფოებს.. - ცინიკურად გაიღიმა მარიამმა ისე რომ თათიასთვის არც შეუხედავს - კარგი. მე სატრფოებს არ ვიცვლი, დანარჩენი კიდევ შეიძლება. - წარმოუდგენელია. ამას ვინ ამბობს - კიდევ გაეცინა მარიამს, თუმცა გულიდან წამოსული სიმწრის სიცილი უფრო იყო ეს. - შენ კი არ გგავარ - ამჯერად თათიამ გაიცინა. - მოვედით. სანამ გადახვალ კი ერთი მარტვიი რაღაც დაიმახსოვრე, მე არავინ არ შემიცვლია, შეყვარბეულის ყოლა სხვა რაღაცაა თათია და ყოველ მეორესთან რომ სიამოვნების გამო დადიოდი ეგ სულ სხვა. ახლა ხომ გაიგე. შეგიძლია გადახვიდე - გაუღიმა მარიმმა და ღვედი შეუხსნა. თათიას არაფერი უთქვია, გაღიზიანებულმა გახედა გოგონას და უხეშად გადავიდა მანქანიდან. მარიამმა თვითკმაყოფილმა დაძრა მანქანა და უკან გააგრძელა გზა. - დაითხოვე!! - გაისმა თათიას წიკვინი ზურას ტელეფონში - თათია არ მცალი ვმუშაობ - თვალები აატრიალა ზურამ და ჭიქიდან უკვე გაციებული ყავა მოსვა. - დაითხოვეთქო! საშინელი გოგოა. - შენ ორსულობის გამო ყველა საშინელი გეჩვენება.. - დინჯად ესაუბრებოდა ბიჭი. - სახლში ვილაპარაკებთ აუცილებლად! - მაგის იმედი არ გქონდეს - გაუთიშა ზურამ და კვლავ საბუთებს მიუბრუნდა, დაახლოებით 20 საბუთზე ჰქონდა ხელი მოსაწერი. ფეხზე დგებოდა, რათა დარჩენილი საბუთები მიმღებში გაეტანა, როცა მარიამი შევიდა მის კაბინეტში - გისმენ? - გაკვირვებულმა და ოდნავ დაბნეულმა შეხედა ზურამ - ყველაფერი მოვრჩი შემიძლია წავიდე? - რათქმაუნდა. მეც მოვდივარ დამელოდე - მარტოც შევძლებ - მარიამ უკარებას როლს ნუ თამაშობ - მკლავში წვდა ზურა. - აქ რა ხდება? - გაოცებული შემოვიდა თორნიკე. ზურამ მარიამს ხელი გაუშვა თუმცა დაჟინებული მზერა არ მოუშორებია. - არაფერი, სახლში მივდივარ. - ხმადაბლა დაილაპარაკა მარიამმა და კარბეი გაიხურა. - სი*რი ხარ. - შეიძლება. - ორ კურდღელს ერთდროულად არ უნდა ეთამაშო, დაიამხსოვრე. - უთხრა თორნიკემ და ისიც გავიდა. მარიამს დაეწია და მხარზე ხელი დაადო. - დამელოდე მეც მოვდივარ - წამო. - ცუდად გექცევა? - მშვენივრად - მერაღას მეუხეშები ტო. - აბუზღუნდა თორნიკე - იმას მაინც ვერ იტყვი არ ვგავარო - გაეცინა მარიამს, რამაც ბიჭიც აიყოლია. - ტარება კარგად გისწავლია - შეაქო ცოტახანში თორნიკემ - სახლში დაგტოვებ და წავალ მერე - ამოილაპარაკა მარიამმა - არმინდა რუსთაველზე ჩამომსვი. - კარგი როგორც გინდა - ჩემ იდიოტ ძმაზე არინერვულო რა - მაგაზე რატო უნდა ვინერვიულო საერთოდ? - ჩაეცინა მარიამს - ჩემთან არგამოგდის თვალთმაქცობა - წარბები აუწია თორნიკემ - მართალიხარ, არც არასდროს გამომდიოდა - კარგია რომ გახსოვს - კმაყოფილი ღიმილით მიეყრდნო საზურგეს. - კარგი კარგი. იმისთვის არამგონია წამომყოლოდი რომ შენ ძმაზე გელაპარაკა. - ხო, სახლშიც მყოფნის - გაეკრიჭა თორნიკე - აქ გამიჩერე. მარიამმა ბარდიულთან გაუჩერა მანქანა, თორნიკე წამებში გადავიდა და გარედან ხელი დაუქნია. გოგონასაც საპასუხოდ გაეღიმა. საბოლოოდ მთელი დღის დაღლილი სახლში შევიდა თუარა საწოლზე მოწყვეტით დაეშვა და ჩაეძინა. სადგაც ღამის 4 საათი იყო როდესაც ტელეფონის ბზუილმა გააღვიძა. - ვინ უნდა იყოს.. - თავისთვის ჩაილაპარაკა მარიამმა და ბალიშის ქვეშ ამოდებული ტელეფონი გამოიღო. ეკრანის განათებამ თვალები ატკინა და დაიმანჭა. უცხო ნომრის დანახვისას კი გაუფართოვდა. „გთხოვ ყურადღება არ მიაქციო, ყველაფერს გამოვასწორებ. გპირდები“ ---------- კრიტიკა. გელით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.