პატარძალი 《12》
კიბეს აუყვნენ მეორე სართულისკენ . ანდრომ კარი გააღო და პირველი შეუშვა. ხის საწოლი იდგა ოთახის შუაგულში . ისე ციოდა ლიზას კანკალი დაეწყო. _ასე ჩუმად უნდა იყო? _რა გინდა რომ გითხრა... აქ თუ მოხვიდოდი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი . საკუთარ თავს გადააჭარბე _ბრაზობ? მე კი მეგონა გაგახარებდი . ხოდა ხვალვე წავალ -დარწმუნდი რომ ცოცხალი ვარ და დაბრუნდი ისევ _სად მიდიხარ _დივანზე დავიძინებ _და ყველას გააგებინებ რომ ფეხებზე გკიდია შენმა ცოლმა როგორ გამოიარა ამხელა გზა ? იმის ნაცვლად რომ გიხაროდეს მიბღვერ ! _ხმა გაუტყდა . გული ეტკინა, პატარა ბავშვივით მოერია ცრემლები. ზურგი აქცია და სწრაფად დაიწყო გამოცვლა .იყინებოდა და ხელები ერთმანეთში ებლანდებოდა. _რატომ ხარ აქ ... ლალიმ გაიძულა? უნდა რომ დავბრუნდე? _არავის არაფერი უთქვამს, არც რაიმე ჩამიფიქრებია არ შეიძლება უბრალოდ მოვსულიყავი? _უბრალოდ , შეენ? შეუძლებელია _მომენატრე ... მგონი ძალიან მომენატრე. ამის გადახარშვა ისედაც მიჭირს და თუ არ გინდა რომ ბრაზი შენზე ამოვანთხიო ნუ მექცევი ასე _ უცებ შებრუნდა, გრძელ წამწამებს სწრაფად აფახუნებდა და ცრემლებიც ცვიოდა თვალებიდან . უცებ იმშრალებდა და მაინც ვერ ჩერდებოდა _შენ არ მოგენატრე? სულ ცოტათი მაინც არ მოგენატრე? იქნებ დავაგვიანე მოსვლა და უკვე გადამიყვარე _მე მოგენატრე? _ ანდრო უყურებდა და ნელა უახლოვდენოდა მერე თითები ცრემლიან ლოყებზე ჩამოუსვა . გაუხეშებული ჰქონდა კანი, მაგრამ მაინც ძველებურად ნაზი იყო მისი შეხება _ შენ ? _დიახ მე და მეორედ განმეორებას არ ვაპირებ. ვიყინები, ჩააქრე ეგ სანთელი და ჩემთან დაწექი. თუ არ გამათბობ ხვალ ჩემი ყინულის ქანდაკება დაგხვდება საწოლში_ საბანი ასწია და სწრაფად დაწვა_ გელოდები და ნუ დაიწყებ ახლა შენებურ გაჭედვებს საბნის ქვეშ ჩაძვრა. მერე ნაკანი მიუწვა გვერდით სიბნელეში ძლივს არჩევდა მის სახეს. ისიც საბნის ქვეშ იყო. კიდევ ეფარათ ზემოდან თბილი პლედები, მაგრამ მაინც ციოდა _ლიზა _გაჩუმდი ... დავიღალე , დილიდან გზაში ვარ და ძალიან მეძინება. ხვალ მარტო რომ დავრჩებით მერე ვილაპარაკოთ _მისკენ მიიწია. ხელი თვითონ მოხვია , თავი მიადო და ფეხები მის ფეხებში ახლართა _თუ არ ისუნთქებ დაიხრჩობი და მერე გაიყინები _გაყინული აღარ გჭირდები? _ ხელები მჭიდროდ მოხვია და ცოტა ხნით გაჩუმდა . _რომ გათბები წავალ... დაიძინე _თავსე ოდნავ შეახო ტუჩები და ჩუმად უთხრა _არ წახვალ! _ლიზა რა დაგემართა ამ ორ თვეში ? _არაფერიც არ დამემართა...რომ წახვალ ისევ შემცივდება _ გადაბრუნდა და მის ხელებს თავისი მოხვია. ყელზე გრძნობდა მის სუნთქვას და სუნთქვა ეკვროდა . რამდენიმე წამს დამშვიდებას მოანდომა მერე დაღლილობამ სძლია, თბილად იყო და კომფორტულად _არ წახვიდე _ ჩუმად უთხრა დაძინებამდე და მერე გონება გაეთიშა. ამდენი ხნის შემდეგ , ყველაფრისგან შორს ყოველგვარი ჩხუბის გარეშე ეძინა ლიზას მის გვერდით. იქ იყო , მის გვერდით და ტკბილად ეძინა. სიცხისგან ლოყებიც აუწითლდა , გათენდა და ანდრო ისევ მის ძილს დარაჯობდა. დილამდე მშვიდად იწვა , შემდეგ გადაბრუნდა ანდროს ხელები მოხვია , თავი მკერდზე დაადო , ფეხი წელზე და ასე განაგრძო ძილი რამდებიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ მგრძნობელობა დაუბრუნდა. აშკარად მიხვდა მის ქვემოთ მყოფ კაცს მოსვენება რომ დაუკარგა. თვალები ნელ_ნელა გაახილა და მერე ისე უცებ მოშორდა ანდროს ხელი რომ არა საწოლიდანაც გადავარდებოდა. _ფრთხილად ... _რა ჯანდაბაა _ ანდროს ქვეშ მოქცეული სუნთქვააჩქარებული იყურებოდა. ხელები მის მკერდზე ჰქონდა მიყრდნობილი ანდროს კი ერთი საწოლზე ედოო მეორე მის წელზე. _მშვიდად წოლა არასდროს შეგიძლია და რომ გეუბნებოდი მე მაბრალებდი _საწოლია უბრალოდ პატარა _ჩვენი საწოლი ხომ იყო დიდი _დილიდან ნუ მაჩხუბებ _რისთვის ჩამოხვედი აქ _ასე ნუ მიყურებ _თვალებზე ხელები აიფარა , მხოლოდ ტუჩები უჩანდა _საერთოდაც მომშორდი. გათენდა უკვე , აღარ წვიმს და სირცხვილია რას იფიქრებენ. რამდენ ხანს უნდა ვიწვეთ _გიორგის ოთხი შვილი ჰყავს ვერაფრით გავაკვირვებთ მე და შენ და ნუ ხვანცალებ ...მოისვენე _ ლიზა გადაბრუნებას ეცადა , მაგრამ არ გამოუვიდა _შემომხედე სად მემალები , რა დაემართა ჩემს ეშმაკ ცოლს...კუდი და რქები გზაში დაკარგე? _ხო ცუდი გზაა აქამდე _ ხელები მოიშორა და სახე დამანჭა _ რა გინდა ? მაინცადამაინც უნდა გამომიწვიო და ამ დილაადრიან რამე ისეთი დაგმართო ? _ვერაფერს დამმართებ სხვის სახლში ვართ _დარწმუნებული არ ვიქნებოდი _ ხელები ყელზე შემოხვია. კანზე ეხებოდა ფეხიც მოხარა და წელზე მოხვია _ საერთოდაც , როგორც მახსოვს შენ ჩემთან ამ პოზაში და კიდევ სხვა მრავალ პოზაში მოკარება აკრძალული გაქვს _ელიზაბეტ ამას გამოწვევა ჰქვია და ჩვენ სახლისგან შორს ვართ , ახლა შემიძლია ვნებააშლილმა გაკოცო _წარმოუდგენელია , როგორი კაცი ხარ. ვინ აფრთხილებს ცოლს კოცნის წინ _შენნაირი ცოლი არავის ჰყავს _ ის იყო უნდა ეკოცნა უცებ რომ მოშორდა და ჩაცმა დაიწყო. ლიზა გაბრაზებული უყურებდა , მერე საკუთარი თავი გამოიჭირა ბრაზის მიზეზში და სწრაფად დაიწყო გამოცვლა. თმები დაივარცხნა და ანდროს გაჰყვა უკან. ყველას ეღვიძა და ჩუმად ფუსფუსებდნენ სტუმრები რომ არ გაეღვიძებინათ. _დილამშვიდობის _ყველას გაუღიმა ქალბატონმა და პატარებს აკოცა _დღეს კარგი ამინდია და შევძლებთ სახლში ასვლას _დარჩით კიდევ სად გარბიხართ _აცადე დედა ორი თვეა ერთმანეთი არ უნახავთ , მარტო დარჩენა უჯობთ აშკარად _გიორგიმ ანდროს თვალი ჩაუკრა და პასუხი არ მიუღია . ბატონი ნაკანი ბავშვევს უღიმოდა , მაგრამ ლიზა უცნაურად დაიბნა. _ვისაუზმებთ და წავალთ ... მანქანას ვერ წავიყვანთ ჯერ, ამიტომ აქ დავტოვებთ . გასაღებსაც მოგცემთ ლიზა და თუ რამე გამოიყენეთ _ფეხით ახვალთ? ლიზა ცოდოა შვილო ვერ ივლის ამ გზაზე _ცხენს გათხოვებთ _ცხენს? ვაიმე არა...ცხენზე ვერ დავჯდები თან იმ გზაზე . ფეხით ვივლი მირჩევნია _თუ გგონია ხელში აგიყვან და ისე გატარებ როგორც სოფელში გავაკეთე, ძალიან ცდები _არც მჭირდება ! _მაშინ მე ცხენით წავალ შენ და შენი ჩემოდანი ფეხით გამომყევით _თავხედო! _ასე თუ ჩხუბობთ თქვენ სულ ორ თვიანი შესვენება კი გჭირდებოდათ _ჩუმად კი ლაპარაკობდნენ , მაგრამ მაინც აშკარა იყო რომ ლიზა გაბრაზდა _ვეღარ გამიძლო და მთას შეაფარა თავი _ გაიცინა და ჩაის ფინჯანი აიღო _შენ კი გადალახე მთები და ზღვები და მაინც მიპოვნე _ხელზე აკოცა და გაუღიმა _საზიზღაროო_უღიმოდა და ტუჩების მოძრაობით ეუბნებოდა _ისეთი ცეცხლი გაქვთ მეც კი მიკვირს ...არა ნათი? _გიორგიი გეყოს _კარგი მეყოს ... საუზმის შემდეგ დატოვეს იქაურობა. ქალბატონს ერთი სპორტული ჩანთა ჰქონდა წაღებული და ანდროს მიაწოდა _ცხენით წამოხვალ? _ვერ დავჯდები...ტვინის შერყევას მივიღებ. ნეკნები დამემტვრევა და შეიძლება გადავვარდე კიდეც _წინ დაჯექი და მე დაგიჭერ. ნუ გეშინია ჭკვიანი ცხენია _მეშინია ხომ იცი ... მართლა დამტოვებ და წახვალ? _შენ ისედაც ფეხით უნდა ამოსულიყავი მე რომ არ მოვსულიყავი იქ _საერთოდ არ წამოვალ...შენნაირი არც უნდა ეძებო. რისთვის მოვდიოდი ახლა სულ მთლად გამოშტერდი _ მანქანისკენ შებრუნდა ანდრომ ხელი რომ მოხვია და მხარზე გაიდო_რას აკეთებ გადაირიე ? ანდრო ...ანდრო არ დამსვა . გადმოვვარდები ანდროოო _ კიოდა , მაგრამ მაინც შემოსვა ცხენზე. თავადაც დაჯდა . ჩანთა ხელში მიაჩეჩა და აღვირი მოქაჩა _წავედით ... ათ წუთში მივალთ . ღრმად ისუნთქე და თვალები დახუჭე _ ყურთან ელაპარაკებოდა . ერთი ხელი მის მუცელზე ჰქონდა მოხვეული _ცუდი ბიჭი ხარ...ძალიან ცუდი. იცოდე სამაგიეროს გადაგიხდი მიწაზე დადგომა თუ შევძელი _დაველოდები ...ახლა ღრმად ისუნთქე და მოდუნდი _არ მინდა და არ შემიძლია მოდუნება _თვალები გაახილე. ნახე რა ლამაზი ხედია წინ და ჩემს სახლსაც დაინახავ ნელა გაახილა თვალები და ნისლში ჩაკარგული მთები დაინახა. ერთი პატარა სახლიც ჩანდა მთის ქვეშ სხვებიც იყო , მაგრამ ჩამოშლილი ნასახლარები ჩანდა. სიცივე იყო, კანკალებდა, მაგრამ ხედს თვალს ვერ აშორებდა. საშინელი გზა იყო, ძლივს მიდიოდა ცხენი. ბოლოს როგორც იქნა სახლამდე მივიდნენ. ანდრომ ფრთხილად ჩაიყვანა და წამსვე მოეხვია _როგორც იქნა... მადლობა ღმერთს . ახლა გული წამივა. იდიოტო _დამშვიდდი...ოდესმე ხომ უნდა დაძლიო ცხენების შიში. ქალი აქლემზეც კი იჯექი და ცხენის როგორ გეშინია _ხომ იცი რომ მეშინია _ თავი მის მხარზე ედო ისევ და ბუტბუტებდა . მერე უცებ მოშორდა ჩანთა გამოგლიჯა და სახლისკენ წავიდა_დასვენება და ძალების აღდგენა მჭირდება. იმედია საჭმელი გაქვს და შიმშილით არ კვდებოდი . სახლში შევიდა და ყველაფერი მოიარა. საძინებელიც იპოვნა სანამ ანდრო ბუხარს ანთებდა და მერე ბუხრის წინ დაჯდა და ანდროს შეხედა _რამდენ ხანს აპირებდი აქ დარჩენას _და ახლა ვბრუნდები? _არ დაბრუნდები? _არა _ჩემი გეშინია თუ რა ხდება _ყველაფრისგან შორს მინდა ვიყო . შენ რატომ ვერ ისვენებ ვერ ვხვდები ... ამდენი ხნის ნატვრას გისრულებ, გშორდები _მე არ გშორდები და დასვენენაც გეყოს. არ დაბრუნდები და მეც აქ დავრჩები. მომწონს აქაურობა, სუფთა ჰაერია . მალე თოვლიც მოვაო ამბობდნენ _როლებს ვცვლით? _გადამიყვარე? _შენ შემიყვარე? _მეტი საქმე არ მაქვს ... გათხოვილი ქალის სტატუსი უფრო მომწონს ვიდრე ნაკანის ყოფილი ცოლის თანაც მე ხომ არ მინდა რომ ბედნიერი იყო სხვასთან მაშინ როდესაც მე უბედური ვიქნები _იქნებ შენც გაიცნო კაცი რომელსაც ეყვარები და რომელიც შეგიყვარებს _შენ გინდა რომ სხვასთან ვიყო? გინდა სხვისი ქალი გავხდე? _მე რა მინდა მნიშვნელობა ჰქონდა ოდესმე ? _ანუ მშვიდად გამიშვებ სხვა კაცთან და არაფერს გააკეთებ? _მე ეგ არ მითქვამს _შენ ისეთი ხარ მოსვენებას მაინც არ მომცემ და ახლა მესამე კაციც თუ დავტანჯე ნამდვილად საბედისწერო ქალი გავხდები . საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? მე შენნაირი მოღალატე კი არ ვარ _მე ვარ მოღალატე? _უი ხოო კაცებს სხვა ქალთან ს*ქსი ღალატად არ გეთვლებათ . გულით ცოლები გიყვართ და რა მნიშვნელობა აქვს როდის , რამდენჯერ და ვისთან დაწვები _შენ როდის მერე ბრაზობ ეგ ვერ გავიგე _ახლა ვბრაზობ და გაითვალისწინე _ისეთი რამ უთხარი მასთან შანსი აღარ მექნება ...არადა უსიტყვოდ იცოდა რა მინდოდა _გულს მირევ ახლა იცი? _მე შენ ისედაც გულს გირევ _ჩემს ნაცვლად ნუ ისაუბრებ შენგან განსხვავებით ჩემი ხასიათი ყოველ დღე იცვლება . ხვალ დილით რომ გავიღვიძებ შეიძლება მომწონდე კიდეც _მთელი ოთხი წლის განმავლობაში ერთი დღე მაინც რატომ არ იყო სიმშვიდის და მიწაზე დაშვების, ყოველ დღე ბოროტი ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი რატომ ვიყავი _აქ დიდხანს დავრჩებით? _მე მთელი ზამთრით ვაპირებ დარჩენას ... შენთვის მეორე ოთახს მოვამზადებ. იქაცაა ღუმელი და დაძინებამდე დავანთებ _არ მინდა _და რა გინდა ლიზა? _შენთან ძილი _ბოლო გინდა მომიღო ხომ? _როგორ შემიშინებიხარ _ გაიცინა და მერე ფანჯარასთან მივიდა. სიგარეტს მოუკიდა , ეწეოდა და ანდროს უყურებდა_მიყვარს პატარა ბავშვს რომ ემსგავსები . თვალს მარიდებ, სიტყვებს არჩევ , ცდილობ რომ ისეთი არაფერი თქვა მე რომ კამათი დავიწყო _ამდენს თუ მაკვირდებოდი და ფიქრობდი ჩემზე ვერ წარმოვიდგენდი _ვერც მე წარმოვიდგენდი , მაგრამ ერთ დღეს მივხვდი რომ შენზე ძალიან ბევრი რამ ვიცი _მიუხედავად იმისა რომ ჩემი დანახვა 10 წუთზე მეტხანს გაგიჟებს _იმ ათ წუთში მოვასწარი _ უცნაურად იღიმოდა. გრძელ , გამხდარ , ფერმკრთალ თითებსშორის სიგარეტის ღერი წითელი ტუჩები და დაწვრილებული თვალები , ეს უცნაური მზერა და ანდროს შეკრული სუნთქვა _ახალი თამაში მოიფიქრე , მაგრამ ვერ ვხვდები რა. საინტერესოა _ გაიცინა და თვითონაც მოუკიდა სიგარეტს _ ისე შეგეშინდა პოზიციის გასამტკიცებლად ჩანოხვედი, დარწმუნდები რომ ისევ გაღმერთებ და შემდეგ წახვალ? _უცნაურია იცი? ასე არასდროს მყვარებია... ერთ ოთახში რომ ვართ ჩემ სურნელს რომ გრძნობ წამით საერთოდ ითიშები ცდილობ მხოლოდ ჩემი სუნი დაიჭირო . სულ მაკვირდები, ქვემოდან მიყურებ და ჭკუიდან მშლის ეგ შენი მზერა. თითქოს შემომხედავ და ხვდები რამე თუ მტკივა, მაწუხებს, მაგიჟებს და მერე იმ თემაზე იწყებ ისე საუბარს სულ არ გადარდებს ის რაზეც ვსაუბრობ_სიგარეტი მოიშორა და ანდროს წინ მაგიდაზე დაჯდა . ისევ არ უყურებდა ნაკანი, სიგარეტი გამოართვა , ცეცხლისკენ ისროლა . მის მაჯაზე ჰქონდა თითები შემოხვეული და შემდეგ ხელისგულზე გადავიდა _ანდრო _ელიზაბეტ არ გინდა გთხოვ...ხომ იცი რაღაც ზღვარს რომ ვცდები მერე საშინელებებს ვაკეთებ და არ ღირს აქ და ახლა ჩემი გამოწვევა _როგორ შეგიძლია ასე ძალიან გიყვარდე ... ვფიქრობ და ვერ ვხვდები ჩემი გარეგნობის გარდა ჩემში რა შეიძლება მოგწონდეს . მეტყვი რა გიყვარს ? _არაფერი _ანდრო _ თითები ხელისგულზე გადაუსვა შემდეგ მაჯაზე გადავიდა და ვენებს აუყვა _ რა იქნება მეც რომ შემიყვარდე _მივხვდი? _გაიღიმა და ხელი გაითაცისუფლა_ გინდა მაჩვენო როგორია როდესაც ბედნიერი ხარ და ყველაფერს გართმევენ? _გეყოფა ... _ლიზა ყველა საზღვარი გადავლახეთ უკვე სახლიდან წავიდა. ლიზამ ვერ გაიგო სად წავიდა და თანაც ისე ციოდა გარეთ რომ გასვლაც ვერ გაბედა. მარტო დარჩა , საღამომდე ვახშამი მოამზადა . პირველივე რაც გაახსენდა პროდუქტების დანახვისას , სუფრა გაშალა და პირველად ელოდა ანდროს. საშინელი ტკივილი იგრძნო, სულელური ამბავი იყო მაგრამ მაინც ძალიან ეწყინა ანდრო რომ არ გამოჩნდა. ჭამის მადაც დაეკარგა და სულ მარტო დაწვა ცარიელ საწოლში. ბალიშზე თავი რომ დადო და ანდროს სუნი იგრძნო სიცარიელის შეგრძნება დაეუფლა. კანკალებდა, საბანში გაეხვია , მაგრამ მაინც ვერ გათბა , ანდროს ბალიშს ჩაეხუტა და ცრემლები წამოუვიდა . დიდხანს ტიროდა, ისე დაეძინა ანდრო არ გამოჩენილა. .......... ბავშვის არსებობა ანას ცხოვრებაში მზის სხივივით შეიჭრა და მთლიანად შეცვალა . ყოველ დღეს ამაღლებული განწყობით იწყებდა და არ ადარდებდა არაფერი იმ პატარა არსების გარდა რომელსაც გრძნობდა. მარტო მშვიდად ყოფნა ხშირად უნდოდა და სხვენს აფარებდა თავს. პირველი წიგნი დაასრულა და კიდევ უფრო შეეცვალა დამოკიდებულება ამირანისა და თინას მიმართ. თითქოს ყველას თავიდან იცნობდა და ძალიან მოსწონდა ეს მდგომარეობა. მეორე წიგნის ჯერი დადგა იგრძნო რომ სწორედ ეს სჭირდებოდა , რაღაც სრულიად განსხვავებული . კიდევ ერთი პატარძლის ამბავი . წიგნის ფურცლებიც კი განსხვავებული იყო მაიას კალიგრაფია იმდენად დახვეწილი იყო რომ ანა დიდხანს აკვირდებოდა . თითქოს ხედავდი როგორი ნაზი , ქალური იყო მისი ავტორი. „აქამდე წერა არასდროს მიცდია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ შემთხვევით წავაწყდი წიგნს „პატარძალი“ რომელმაც ნათლად მაჩვენა გზა რომელიც გაიარეს ჟორდანიებმა დღემდე . ისტორიას რომელიც , ახლაც ჩემი წერის პროცესშიც გრძელდება . პატარძალი როდის გავხდი? მოულოდნელად , იმდენად მოულოდნელად რომ დიდხანს გონს ვერ მოვედი. იცით არ მახსოვდა როდის გავიცანი კოსტანტინე , დიდხანს ვიხსენებდი იმ დღეს როდესაც პირველად დამინახა , მაგრამ ვერ გავიხსენე . რამდენიმე დღე ვთხოვდი სიმართლე ეთქვა და როგორღაც აღიარა რომ პირველად ჩემი ნახატი ნახა მეგობრის სახლში , დაინახა ჩემი პორტრეტი და შევუყვარდი . თუმცა მე ამის არ მჯეროდა, როგორ შეიძლებოდა ჩემი თვალების გამო შევყვარებოდი , უბრალო თაფლისფერი თვალები მაქვს არაფერი განსაკუთრებული არ დამინახავს მათში ის კი მიმტკიდებდა რომ ქაღალდზე დატანილმა ჩემმა თვალებმა დაატყვევეს. ფაქტი ერთია მან მიპოვნა , შემისწავლა და შემდეგ გამეცნო. როგორ გამეცნო? კაფეში შესულს კარში შემეჯახა და ტორტით მომრთო . ვიდექი კარში , კრემში ამოსვრილი,თმიდან ბისკვიტები მცვიოდა, ხელები გაშლილი მქონდა და ხმასაც ვერ ვიღებდი. გგონიათ ბოდიში მომიხადა? თავადაც დაესვარა პერანგი და დამადანაშაულა თურმე მე უნდა დამენახა კარში რომ შევედი და უკან უნდა გადამედგა ნაბიჯი . პირველივე შეხვედრისას რომ მეჩხუბა და გამაგიჟა ეგ ნამდვილად არ დამვიწყნია. მეორედ უკვე უნივერსიტეტის ეზოში შევხვდი . ჩემი მეგობრები საუბრობდნენ უნივერსიტეტის მომღერალ გუნდზე და მათ სოლისტზე რომელიც ელექტორნულ გიტარაზე უკრავდა და მოვლენა იყო მთელი თბილისის მასშტაბით. მე კი უნივერსიტეტის თვითმართველობის წევრი ვიყავი და კონცერტს ვამზადებდით , ბატონი კი მოსვლას ვერ ახერხებდა . უნდა მეპოვნა ეს ბატონი მომღერალი ბულბული და დამერწმუნებინა რომ ემღერა. მთელი კვირა დავეძებდით მე და ჩემი გოგონები , როგორც იქნა მითხრეს რომ სადღაც კლუბში დადიოდა მეგობრებთან ერთად . მეც როგორც საქმიანი გოგო უკან ვერ დავიხევდი, კონცერტი აუცილებლად უნდა ჩაეტარებინა და მაყურებელი რომ ჰყოლოდა ბატონ კოსტანტინეც უნდა დამეთანხმებინა. ღამით სახლიდან რომ გავსულიყავი ჩემმა დაქალებმა საოცრებები მოიგონეს, ჩემი ძმები გააბრუეს და როგორღაც გავაღწიე. იმ დროს, ბნელეთში კლუბში რომ მიდიოდი თანაც ჩემნაირი მოუხერხებელი, დაბნეული და მორცხვი გოგო სრულ ჭკუაზე ნამდვილად არ ვიყავი. ახლაც მახსოვს რა საშინელი ადგილი იყო, ხმამაღალი მუსიკით, მთვრალი ბიჭებით, ნახევრად შიშველი გოგონებით, სიგარეტის კვამლით გაბურული სარდაფი . -დარწმუნებული ხართ რომ აქ იქნება?- ჩემს უკან მდგომ გოგონებს გადავხედე რომლებსაც აშკარად მოსწონდათ სიტუაცია . ჰიტები ჟღერდა და ცეკვაც დაიწყეს -თუ ვერ ვიპოვნით ვიცეკვოთ მაინც ... ტყუილად გამოვიარეთ ამხელა გზა? -აქ რა მინდა, მომკლავენ რომ გაიგონ -ვერ გაიგებენ .... -აქ დადიან ხოლმე რას ვერ გაიგებენ... ვინმე მიცნობს . დროზე მითხარით სად არის მივალ და დავბრუნდები -ხომ დაინახე მაშინ ეზოში -ზურგით იდგა და სანამ მივედი წავიდა ... სად მახსოვს -მაღალია, ჭრელი თვალებით და გრძელი თმით. ჯინსები აცვია და ბათინკები -ღმერთო ჩემო იქნებ სხვა რამე აცვია -კოლექცია აქვს მგონი ... ნეტავ ვისი შვილია -თუ ღმერთი გწამთ შეწყვიტეთ -აიი იქ არის...- მაკამ წამოიკივლა და შეხტა. როგორღაც მეც დავინახე მაღალი სილუეტი და მისკენ დავიძარი. რომ მეგონა გოგონები უკან მომყვებოდნენ რომ დავუძახე , გაიგო და მობრუნდა აღმოჩნდა რომ მარტო ვიყავი ამ გაუზრდელი, ტუტუცი ბიჭის წინ -კოსტანტინე? შენ ხარ?- ვნკაოდი კი არ ვსაუბრობდი. სიგარეტს ეწეოდა , რაღაც უბედურებას. თმაზე ხელი გადაისვა და ზემოდან დამხედა. ისედაც არ ვიყავი მაღალი,მაგრამ 50 სანტიმეტრით დავპატარავდი . მეგონა წერტილი გავხდი და მალე გადამივლიდა -აქ რას აკეთებ -მე რას ვაკეთებ ? მე შენთან, თქვენთან საქმე მაქვს -საქმე ? ამ დროს და აქ? -ვერ გავიგე საერთოდ რატომ მეჩხუბებოდა. ან რა მისი საქმე იყო სად ვიქნებოდი -სხვაგან ვერ გიპოვნე თორემ აქ მოსვლა არ მინდოდა ... ეს სიგარეტი რომ მოაშორო არ შეიძლება? - სახის წინ ხელი ავიქნიე კვამლი რომ გამეფანტა და სახე დავმანჭე -სხვაგან ვერ მიპოვნა...- სიგარეტი გადააგდო , ხელი ჩამავლო და სადღაც წამიყვანა- ვინ გითხრა რომ აქ ვიქნებოდი ...მარტო ხარ? -მეგობრებთან ერთად...სად მიგყავარ ხელი გამიშვი -გაჩუმდი ! -რას ნიშნავს გავჩუმდე...საქმე მაქვს და წავალ -გაჩუმდი -მეთქი -რა უფლებით მიყვირი -ყვირილზე წარმოდგენაც არ გაქვს და სანამ გამაგიჟებ წინ იყურე და ხმა არ გავიგო შენი უხეში, თავხედი და ხისთავიანი იყო ყოველთვის . ისე გამაბრაზა ისე რომ მეგონა გავსკდებოდი . სახეზე სულ ავწითლდი, ვიწვოდი და თავბრუსხვევასაც ვგრძNობდი. ისე ახლოს იყო , ისე მიყურებდა გონებას მირევდა. სულ მაშინებდა და არც ადარდებდა დიდად. შუა ქუჩაში ვიყავით რომ გაჩერდა -ხელი გამიში, გოგონები უნდა ვნახო -წამოვლენ ...რა გინდოდა რატომ მეძებდი -კონცერტზე უნდა იმღერო -აღარ ვმღერი -როგორ არ მღერი ... რამდენიმე თვის წინ ხომ მღეროდი -ხოდა აღარ ვმღერი , კონცერტებზე ტაკიმასხარაობის დრო და ნერვები არ მაქვს. სხვა იპოვნე ვინმე -სხვას ვერ ვიპოვნი, გამოკითხვა ჩაატარეს და შენ უნდა რომ იმღერო -შენ კი სახლში უნდა დაბრუნდე ...იციან შენმა ძმაბმა სად ხარ? -რა გავაკეთო რომ იმღერო...შემიძლია რექტორსაც დაველაპარაკო თუ რომელიმე საგანში პრობლემა გაქვს ნიშანს დაგიწერენ ან არ ვიცი -შენ ასე აკეთებ კონცერტებს ? ვიღაცებს რაღაცებს ჰპირდები? -გგონია შეუცვლელი ხარ? სხვას ვთხოვ , ნებისმიერი დამთანხმდება. შენნაირი ხისთავიანი საერთოდ რატომ მოსწონთ არ ვიცი - ძლივს ვუთხარი და უკან გავბრუნდი -მაინც ვის სთხოვ... -ვინმეს ვინც თავად მომწონს და ვუსმენ -მანდ დარჩი ... გოგონები მოდიან უკვე -მივდივარ , შენნაირთან საუბარსაც არ აქვს აზრი ჩემს საუბარს ყურადღებას არ აქცევდა. გაქვავებული სახით დადიოდა. გოგონებს მისი ძაკაცი მოაცილებდა , შემდეგ მის შავ „ვოლგასთან“ გაჩერდნენ . მე კი წელზე მომხვია ხელი ბატონმა და ისევ დაუკითხავად წამიყვანა მანქანისკენ. გოგონები უკან ისხდნენ უკვე მე კი წინ გამიღო კარი -ფეხით წავალთ... - ისინი მე მომყვებიან და შენ წაბრძანდი -მაკუნაა - გოგოს ვანიშნე ,მაგრამ ადგილიდან არ დაიძრნენ. მანქანით გასეირნება ნებავდათ და შანსს ხომ არ გაუშვებდნენ. მარტო ხომ არ დავრჩებოდი , სხვა რა გზა მქონდა დავჯექი და მთელი გზა თითებს ვიმტვრევდი. სახლამდე ისე მივედით თავად არაფერი უთქვამს , მიყურებდა ხოლმე და ნერვებს მიშლიდა. მაკასთან დავრჩი იმ ღამით კიდევ კარგი თორემ ჩემს ძმებს რომ ენახათ როგორ მიმიყვანა ვიღაც ბიჭმა მანქანით ალბათ იმ მანქანას ნაწილებად დაშიდნენ და კოსტანტინესაც ზედ მიაყოლებდნენ. გადასვლისას კარი მივაჯახუნე და ისე წავედი სახლისკენ უკან არც მიმიხედავს . კონცერტის წინა დღე იყო მე კი ყველამ უარი მითხრა და მომღერალი ვერ ვიპოვნე, ვერც პიანისტი და საერთოდ მეგონა რომ ყველაფერი ჩაიშლებოდა. ერთ დღეს ამიჯანყდნენ არადა ყველა თანახმა იყო . ეზოში ვიჯექი ტირილის ზღვარზე მყოფი რომ მომიჯდა გვერდით და ცხვირსახოცი მომაწოდა -შენი გემოვნების მომღერლები არ დაგთანხმდნენ ქალბატონო მაია? -ყველაფერი შენი ბრალია ხომ? შენ ელაპარაკე მათ -ვისაუბროთ იმაზე რა შეიძება შემომთავაზო ხვალამდე რომ კონცერტი შედგეს -საშინელი ადამიანი ხარ, ყველაზე ცუდი ვისაც კი ვიცნობ...შენგან არაფერი მჭირდება -დაჯექი და ნუ გამაბრაზებ , არ გაწყობს ხომ ხედავ -რა გინდა ? საერთოდ რა გინდა ჩემგან, რა დაგიშავე სადაც გამოჩნდები ყველგან ყველაფერი ირევა - ცრემლები წამომივიდა, რაც არასდროს გამომდიოდა თავის შეკავება იყო და მერე ცრმლების ტბას ვქმნიდი. გულაჩქარებული ვსლუკუნებდი და არ მახსოვს რას ვეუბნებოდი , მახსოვს როგორ დაფარა ჩემი სხეული მისმა მკლავებმა და მეგონა რომ მთლიანად მშთანთქა, გამათბო და იმ წამს ჩემი თავის ტკივილიც გააქრო. მახსოვს თავზე მაკოცა, ხელები მხოლოდ ბეჭებზე ჰქონდა მოხვეული -ხვალ კონცერტი იქნება , მხოლოდ შენთვის და არ მისცე იმ ნაბ.ზარ კიკვიძეს ყველაფრის მისაკუთრების უფლება თორემ გეფიცები იქ დაბაზში შენს გარდა არავინ იქნება და ყველა გაიგებს რომ კოსტანტინე ჟორდანიამ კონცერტი გამართა შენთვის - ჩემს ყურთან ლაპარაკობდა ჩუმი, ხრინწიანი ხმით შემდეგ მომშორდა და წავიდა. კონცერტი მართლაც შედგა, თუმცა არასდროს მოუცია ფუჭი იმედი. თუ იტყოდა ასრულებდა კიდეც , მუქარასაც და უბრალოდ დანაპირებსაც. თავად არ გამოჩენილა , არ იმღერა , მაგრამ ყველა იყო ვინც კი შეიძლება ყოფილიყო იმ კონცერტზე . მთელი თვე სადღაც დაიკარგა, უკვე წინა ინფორმატორმაც არაფერი უთხრა მაკუნას და შესაბამისად ვერ ვიპოვნე . თავად გამოჩნდა სრულიად მოულოდნელად , საღამოს ვსეირნობდი უეცრად რომ დადგა ჩემს გვერდით სიგარეტით ხელში , მხრებზე რაღაც რბილი და თბილი მატერია მომახურა და გამიღიმა. გაოცებული ვუყურებდი და მივდიოდი -არ გბეზრდება ყოველ საღამოს ერთი და იგივე გზის გავლა? -შენ -ფრთხილად- როგორც ყოველთვის ისე გამიშეშდა მზერა რომ გადასასვლელი ვერ შევამჩნიე და ხელი რომ არ ჩაევლო უთუოდ ძირს გავიშხლართებოდი -მადლობა... კონცერტისთვის -გავიგე რომ ჩემი ნახვა გინდოდა -მადლობა რომ მეთქვა ... -კონცერტი მე ჩავშალე და მადლობას რითვის მიხდი -შენ ისეთი შემსრულებლები მოიყვანე მე რომ ვერც გავბედავდი მათ მოწვევას... -სამართლიანად აფასებ სიტუაციას? - ისევ ჩაიცინა და მზერა გამისწორა- დამითმობ ერთ საღამოს ? -რა? -რატომ ფიქრობ ყოველთვის რაღაც გარყვნილს ... -მე არ ... -სულ წითელი ხარ მაია -იმიტომ რომ-ლოყებზე ხელისგულები მივიფარე თითქოს მნიშვნელობა ჰქონდა და თვალების ცეცება ისე დავიწყე როგორც ელამმა -ხვალ საღამოს გამონახავ დროს ჩემთვის თუ არა -რა მინდა შენთან საღამოს ან დღისით...საერთოდ არ მინდა. წარმოდგენა არ მაქვს რატომ შეიცვალე აზრი,მაგრამ შენი არეული იყო ყველფერი და შენვე დაალაგე. მადლობის სხვა გზით გადახდას არ ვაპირებ -უბრალოდ დალაპარაკება მინდა ნორმალურ ადგილას -მე კი არ მინდა... ლაპარაკის უფლება რომ მიმეცა ოდესმე შეიძლება არც მოვეტაცებინე,მაგრამ მასთან ყოფნა სულ მაშინებდა. ყველას ეშინოდა და მე ხომ საერთოდ. რომ მითხრეს მოსწონხარო და მერე საერთოდ შენზე გიჟდებაო , ყველამ ჭორაობა რომ დაიწყო მისი ქცევებიც რომ მარწმუნებდა ამაში კიდევ უფრო შემეშინდა და საერთოდ აღარ ვუთმობდი დროს. ერთხელ მასზე უგონოდ შეყვარებულმა ჩემთვის უცნობმა გოგონამ უნივერსიტეტის შუა დერეფანში სკანდალი რომ მომიწყო და საშინელი სიტყვები მითხრა მე , სრულ შოკში მყოფს შემდეგ ყველა ჩემზე ლაპარაკობდა და მაშინ საბოლოოდ მეგონა რომ ვერ ვიტანდი. მახსოვს ცდილობდა ჩემს ნახვას, მაგრამ ჩემმა ძმებმა გაიგეს და მერე არ ვიცი რა გააკეთეს მხოლოდ ჩემი ძმების ჩალურჯებული თვალები, გატეხილი ცხვირი , გადაყვლეფილი ხელები და რამდენიმე თვით გადაკარგული კოსტანტინე მახსოვს. მერე გავიცანი ბიჭი რომელიც ყოველთვის მომწონდა, ზუსტად ისეთი იყო როგორებზეც სულ ვოცნებობდი თუ კი რამ ოცნება მქონია ბიჭებთან დაკავშირებით იმ ეტაპზე. გავიცანი და ჩემს ცხოვრებაში ისე შემოვიდა ,რომ თითქმის განუყოფელი ნაწილი გახდა. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად ვხვდებოდი, ვსაუბრობდით, საერთოდ მიზნები გვქონდა, ერთნაირი აზროვნება. იყო მოწესრიგებული, ჭკვიანი, სიმპათიური , ბიჭი თბილი ღიმილით რომელთანაც არ მეშინოდა, არც ვღელავდი და არც რაიმე ისეთი მემართებოდა ყველაფერი თავდაყირა რომ დამეყენებინა. წარმოდგენაც არ მქონდა კოსტანტინეზე და არ ვიცოდი რომ იმ თვეების განმავლობაში მაინც ახლოს იყო, არ მხვდებოდა, მაგრამ მხედავდა და ჩემი თითოეული ამოსუნთქვა იცოდა . იცდიდა, იცდიდა და შემდეგ გამოჩნდა ზუსტად იმ დროს როდესაც სხვისი შეყვარებული უნდა გავმხდარიყავი და ველოდი როდის მეტყოდა რომ მოვწონდი მოვიდა და ჩემს წინ დაჯდა. მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა და მეგონა ამ მზერით მკლავდა. გონს რომ მოვედი წიგნები უცებ ჩავყარე ჩანთაში და ასადგომად მოვემზადე -მოვკლავ თუ შეხვდები -ვის -იცი ვისაც ! -რა გინდა -ეგეც იცი -არაფერი ვიცი -მართალია, შენ აზრზე არ ხარ ალბათ იმიტომ რომ არ მომეცი შანსი -ცხოველი ხარ და ვერ გიტან -ცხოველი ვარ და მიყვარხარ! - ბიბლიოთეკის უზარმაზარ დარბაზში ვიდექით, სრული სიჩუმე იყო მისი ხმა კი ისე გაჟღერდა ყველა კუთხეს მოედო. ასჯერ დატრიალდა ჩემს გონებაში . ჩემს წინ იდგა, მე ვკანკალებდი, ის ზემოდან დამყურებდა მიყურებდა თავისი ჭრელი თვალებით და ათობით ადამიანის ყურადღება ჩვენკენ იყო მოპყრობილი. ამჯერად მე გავიქეცი, დავტოვე და სწრაფად გავიქეცი, ხალხს შევერიო თორემ მომყვებოდა ალბათ გაცოფდა მე კი ისევ ვტიროდი. რამდენი ვინმე გიჟდებოდა მასზე მე ვუყვარდი და არ მინდოდა რომ ვყვარებოდი. სულელი ვიყავი , ნამდვილად სულელი ვიყავი! ერთი კვირის შემდეგ მომიტაცა მშვიდად მივაბიჯებდი ქუჩაში მანქანა რომ გაჩერდა ჩემს წინ და იცით არ მახსოვს რას ვაკეთებდი, არაფერი მახსოვს ჟორდანიების სახლში გაღვიძებამდე. თვალები რომ გავახილე და გავიაზრე რაც ხდებოდა უკვე კოსტანტინეს საძინებელში ვიყავი. მახსოვს თინა რომ შემოვიდა მეგონა იქედან წავიდოდი, არ მინდოდა გათხოვილ ქალად თავის წარმოდგენა და მითუმეტეს კოტეს ცოლობა. მეშინოდა, უზომოდ მეშინოდა და უსუსური ვიყავი. არ არსებობდა არავითარი ძალა რომელიც დამიხსნიდა. საწოლზე დამხობილი ვტიროდი რომ შემოვიდა ,საწოლზე დაჯდა და სახეზე ჩამოყრილი თმა გადამიწია -ნუ ტირი, ცრემლები ვერ დაგიხსნის ტყუილად აიტკიებ თავს -ხელი არ მახლო... აქედან წავალ . გეფიცები წავალ , შენ თავს მოვაკვლევინებ ჩემს ძმებს ცოცხლად აგკუწავენ აქვე -დაველოდები როდის მოვლენ - გამიღიმა და ლოყიდან ცრემლები მომაშორა - ტირილის დროსაც კი ლამაზი ხარ -ვერ გიტან...მეზიზღები. ნამდვილი ცხოველი ხარ და მძულხარ - შევაფურთხე , ხელიც დავარტყი და საწოლიდან წამოვვარდი . ალბათ გიჟს ვგავდი და ბევრი არც მაკლდა , თვალები აენთო წამში გაჩნდა ჩემს წინ . უკან ვიხევდი ,მაგრამ არ გამიშვა მხრებში მწვდა და თითები მომიჭირა -რაც არ უნდა გააკეთო შენ მაინც ჩემი ცოლი ხარ , წლები რომ არ შემომხედო, სულ რომ არ დამელაპარაკო მაინც აქ იქნები ! მაია ჟორდანია ხარ , ჩემი ქალი და სულ რომ ქვეყანა დაემხოს მაინც ჩემი იქნები -მე შენი არ ვარ და არც ვიქნები...ვერ გიტან, არც შენი სიყვარული მჭირდება და არაფერი მინდა საერთოდ. მეზიზღები , ვერ გიტან არაკაცი ხარ შენ და მეზიზღები -სიძულვილიც მაკმაყოფილებს, მთავარია გრძნობ და ჩემი სიყვარულიც მეყოფა - ყოველთვის ასეთი იყო, სადღაც სიმშვიდის წერტილს პოულობდა, რომ მეგონა გაგიჟდებოდა მაშინ ჩერდებოდა. ლოყაზე მაკოცა და წავიდა... “ წიგნი დახურა , გული საშინლად ერეოდა იმდენად სწრაფად ჩაირბინა კიბე რომ თავბრუსხვევაც იგრძნო. საძინებელში შესვლამდე თარაშს შეეჩეხა არ შეჩერებულა ისე მივიდა სააბაზანომდე და მუხლებზე დაეშვა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მალე გასკდებოდა, ყველაფერი ერთბაშად ასტკივდა, სუნთქვა უჭირდა და ეგონა დაიხრჩობოდა. -ანიკო ... ანიკო ისუნთქე - თარაში მის უკან იყო , მთელი სხეულით მას ეყრდნობოდა. შუბლზე გრძნობდა მისი თითების შეხებას , იჭერდა და თან ყბაზე კოცნიდა- მორჩა...მორჩა პატარავ -ძალაგამოცლილი ხელში აიყვანა მერე ნიჟარასთან ძლივს დადგა პირზე წყალი შეასხა , თავზეც გადაუსვა ხელი და თან გაფათოებული , შეშინებული თვალებით უყურებდა. ხელებზეც გადაავლო წყალი და მერე თითები დაუკოცნა. ის იყო თვალების გახელა და სუნტქვა შეძლო ისევ რომ დაეწყო სპაზმი ,თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და ხველაც აუტყდა. ბოლოს იატაკზე დაჯდა თარაშს მიეყრდნო და თვალებდახუჭულმა დაარტყა ხელი -შენი დედაც ჟორდანია...ისე ვერაფერს მიშვები და შიგნიდან მაცლი ძალას ხომ -კარგად ხარ?- სახეზე უსვამდა თითებს და ზემოდან უყურებდა მის სახეს- ექიმთან წავიდეთ? მუცელიც გტკივა? -არ ვიცი, ახლა ვერაფერს ვგრძნობ საშინელი სუნია, ბანაობა მინდა - ლუღლუღებდა და არც ტოკდებოდა -ცოტა ხნით მოიცადე -ხმაურია -ხმაური? -ის ხმაურობს - გულზე ჰქონდა ყური მიდებული მერე თითი მიადო და ოდნავ მოშორდა- ძალიან ხმაურიანია -შემეშინდა -უნდა გეშინოდეს, მისმა არსებობამ გიხსნა სამუდამო სატანჯველისგან ! .............. ბიჭებთან ერთად იყო ერთ-ერთი მეგობრის სახლში და საქმეზე ლაპარაკობდა . თავში ათასი აზრი უტრიალებდა და საშინელ ხასიათზე იყო -რა გჭირს შენ დღეს? -სახლში აღარ ბრუნდები შენ? -ხომ ხედავ რომ ვერ ვბრუნდები ... ხო ხარ შენ მართასთან რა გინდა ? -ჩემი ყოფნა და შენი ერთნაირი არ არის...იცის ყველამ რომ მარტოა და მე იქ მის ძიძად ვერ დავრჩები -ნუ ატრ.კებ რა ...მიხედავს მართა თავს -იმ ს.რს როგორ გაუპო თავი ტო - ერთ-ერთი ახარხარდა და მერე გიორგიმ რომ გახედა გაჩუმდა- რას მიბღვერ , მაგარი გოგოა-თქო იმას ვამბობ -ხო ძალიან მაგარია სიფრიფანა გოგოს რომ უწევს ვიღაც ნაბ.ზვრების მოშორება და მერე კოშმარებს ნახულობს და ჰგონია რო ტიპი დაბრიდა -რთულია ცხოვრება ძმაო ყველას ვერ დაიცავ ცუდი ტიპებისგან და შუშის სასახლეში ვერ გამოკეტავ -ვინ ყველას ... მე ვინც უნდა დამეცვა ისიც გავაგიჟე. ახლა ჟორდანიებს მოევლინება სასჯელად ან ხსნად . უკონტროლო გახდება მალე თარაშის გამო , ხომ ნახეთ რა გაუკეთა გაგნიძეს -იმდენჯერ ვუყურე გეფიცები სიამოვნებისგან გავგიჟდი, ვენაცვალე , მაგარი გოგოა -შენი და რომ იღებდეს დანას და ურტყავდეს ვიღაცას არ იქნებოდი გახარებული დამიჯერე -ეჩხუბა, არ ელაპარაკება და ახლა დაგრუზულია -მე ვიცი რაც მოიყვანს ხასიათზე...მარტვილიდან ჩამომიტანეს ბიჭებმა - გაიცინა და უჯრიდან გამზადებული ღერები ამოიღო -საქმე მაქვს მე ... სხვა დროს იყოს - გიორგიმ მოსაცმელი აიღო და ბიჭები დატოვა. ანა ენატრებოდა და საკუთარ თავზე ბრაზობდა ვერაფერი რომ ვერ შეძლო მისთვის. სრულიად უძლური იყო და ეს სისუსტე სულს უწამლავდა. უნივერსიტეტამდე მივიდა , ეზოში შევიდა და ისე გაიარა გზა შენობამდე რომ ვერავინ იცნო. თავზე ქუდი ეხურა და ზედის საყელო ჰქონდა აწეული ცხვირამდე. კიბეზე მიაბიჯებდა ლექცია რომ დასრულდა და ყველაფერი გაივსო . ყველას ეჩქარებოდა სახლში, ჟღალი მარტო გავიდა აუდიტორიიდან. ჩანთიდან ჭრელი ქოლგა ამოიღო და წითურ თმაზე ნაქსოვი ქუდი ჩამოიფხატა, ფერადი იყო თავიდან ბოლომდე , არაფერი იყო მასში ნაცრისფერი ან შავი. თან საოცრად ჰქონდა ფერები ერთმანეთთან შეხამებული და ისეთი დახვეწილი იყო გიორგიმ ღიმილი ვერ შეიკავა, უკონტროლო სითბო ეღვრებოდა გულში მისი ყოველი დანახვისას. ისე მშვიდად მიაბიჯებდა დერეფანში თიტქოს საერთოდ სხვაგან იყო ფიქრებით, ვიღაც სწრაფად მიდიოდა და დამფრთხალმა გახედა თითქოს შეეშინდა კიდეც. მერე გაყინული ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და შედარებით ჩქარა წავიდა. ისე ჩაუარა გვერდი გიორგის რომ მისთვის ზედაც არ შეუხედავს ისიც ისეთ ადგილას იდგა რომ თვალში არ მოხვედროდა. მართა მიდიოდა ის კი უკან მიჰყვებოდა და თვალს არ აშორებდა. მერამდენედ იქცეოდა ასე უკვე აღარც კი იცოდა , რომ ფიქრდებოდა საკუთარ ქცევაზე პატარა სულელ ბიჭს ამსგავსებდა თავს, მაგრამ შემდეგ რომ მოენატრებოდა ისევ მიდიოდა სადღაც სადაც მართა ეგულებოდა და ისევ ისე ჩუმად მიჰყვებოდა უკან. უნივერსიტეტიდან სახლამდე ფეხით აპირებდა გასვლას , კოპლებიანი ქოლგით მიაბიჯებდა წყლით დატბორილ ქუჩებში და ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ მალე ბავშვივით ხტუნვას დაიწყებდა , აკისკისდებოდა , წაიცეკვებდა და ისე გააგრძელებდა გზას . მაგრამ ის ისევ ისე მშვიდად მიაბიჯებდა , შემდეგ მარკეტში შევიდა, რამდენიმე პარკი ეჭირა ხელში და ქოლგა ძლივს გაშალა გიორგიმ სვლას უმატა უნდა მისულიყო ,მაგრამ მისი მობილური ამღერდა -სად ხარ -რა ხდება -იცოდი? -რა -ბიძა რომ ხდები სუნთქვა შეეკრა, მართას გამოსახულებაც კი დაიკარგა. თავზე აწვიმდა და ადგილიდან არ იძვროდა -გიორგი გესმის? სად ხარ, ჩემთან მოდი სისულელე არ ჩაიდინო მისი ანა ფეხმძიმედ იყო, მისი საყვარელი პატარა და რომელსაც რაც არ უნდა გაეკეთებინა მისთვის მაინც კიკინებიანი ლოყებწითელა ბავშვი იქნებოდა დიდი ბრიალა ყავისფერი თვალებით და პატარა ცხვირით სიცილის დროს რომ ეჭმუხნებოდა ... დედა ხდებოდა და გიორგიმ არ იცოდა ის რას გრძნობდა ამ დროს. მისი ფეხმძმობაც კი არ იყო ისეთი როგორიც სხვა გოგონების. ზღაპრული არაფერი იყო მის ცხოვრებაში ნიკუშასთან რომ შევიდა მაშინვე არყის ბოთლი აიღო და სანამ სუნტქვა არ შეეკრა მანამ სვამდა. შემდეგ კედელს მიახეთქა და დაიღრიალა -უნდა მომეკლა ... არ უნდა დამეტოვებინა ცოცხალი -შენი და დედა ხდება რა მუქარებით მოძრაობ უნდა ზეიმობდე -მეღადავები? რას უნდა ვზეიმობდე ბავშვი წერომ მოუყვანა თუ ანა ასე უცებ გაგიჟდა და სიყვარულის ფრთები გამოესხა -და იქნებ ასეა ... არ შეიძლება რომ მოდუნდეს ოდესმე დაიკიდოს სიყვარულობანა , მიჰყვეს ცხოვრებას და ისიამოვნოს? -კაცთან რომელსაც თავისი რძალი უყვარს? -ჩვენ ვერ გავიგებთ სხვის გულში რა ხდება და შენ არ გესწავლება ეგ -ბავშვი ეყოლება, თავისნაირი პატარა -მას თუ დაემსგავსება ჟორდანიებს ეშველებათ ... არ წახვალ? -არა ! -დიდი ხისთავიანი კი ხარ -რატომ არ მირეკავს და მეუბნება ... -მისგან რომ გაგეგო ხომ გააგიჟებდი გოგოს , ფეხმძიმედაა და ვინ იცის იქნებ ისეთი ემოციური გახდა -ვინ ანა? დანა რომ დაარტყა არ იტირებს,მაგრამ ფეხმძმედაა დალია, ნიკუშასთან ერთად დათვრა და შემდეგ დაბრუნდა სახლში. არ უნდოდა იქ წასვლა,მაგრამ საწოლში ვერ მოისვენა და მაინც მართასთან მივიდა. მის საძინებელში შევიდა, ფეხსაცმელი და სველი ზედა მოიშორა გვერდით მიუწვა , ჩაეხუტა და თავზე აკოცა -ის აღარ მოვა, მე შენთან ვარ და აღარასდროს შეგეშინდეს ! იმედია მოგეწონებათ გელოდებით წარმოუდგენელი შოკი მქონდა სახლში დაბრუნებულს ასეთი გამოხმაურება რომ დამხვდა სამწუხაროდ დღე გადატვირტული დღე მქონდა და აქამდე ვერ მოვახერხე სახლში დაბრუნებაც კი ნაწერამდე რომ მიმეღწია და ამეტვირთა. გადახედვაც ვერ მოვასწარი აღარ მინდა გალოდინოთ და ახლავე ვტვირთავ მადლობა ალბათ ძალიან ცოტა იქნება იმ ემოციებისთვის რასაც თქვენგან ვიღებ მიყვარხართ და მაბედნიერებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.