შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დილა


19-05-2018, 01:32
ავტორი Hegemon
ნანახია 1 507

შენ გაქვს შანსი, დღე რაიმე ახლით დაიწყო,
თუმცა ისევე აგრძელებ ლოგინიდან წამოწევას მძიმე ლეშის,
როგორც გუშინ, ერთი კვირის წინ ან თუნდაც წლის...
ბრაზი გერევა რომ შენმა დაბადებამ ვერაფერი შეცვალა და
ვერც ვერავინ შენიშნა.
ვარსკვლავები კი რომლის ცქერაშიც ჩაგეძინა, დეკორატიული აღმოჩნდა
და ვერანაირ იმედსა და სიხარულს ვერ განიჭებს
მისი პირფერობა და ციმციმი.
შენი სხეული ყარს იმდენად,
რომ შეგეძლოს ზიზღით შეაქცევდი ზურგს,
მაგრამ შენ შეგიძლია მხოლოდ არსებობას შეაქციო ზურგი,
ზურგი შეაქციო იდეას,
ბინძურ და უპერსპექტივო სამყაროს ყალბი ვარსკვლავებით,
რომელიც შენთვის ისევე უინტერესოა,
როგორც ლოთი მეზობლის დარიგება,
სულის ჩურჩული დამაყრუებლად ხმაურობს შენში,
თითქოს გთხოვს დასარჩენ ადგილს და ფარისევლობს,
შენ კი კლავ მას,
კლავ ფასეულობას,
კლავ თვისებას,
კლავ იდეას და საკუთარ თავს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent