შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ რას გრძნობ?!(14)


5-04-2019, 14:16
ავტორი kesane123
ნანახია 2 708

დარბაზში რომ დავბრუნდი თორნიკე უკვე ადგილზე დამხვდა, თვალს არ მაშორებდა, ხელი სავარძლის საზურგეზე ედო, ფეხები გადაშლილი ჰქონდა, და მუხლზე ვისკის ჭიქიანი ხელი ედო. ერთი შევუბღვირე და დაჩის გვერდით დავჯექი. ჩილიმი ხელიდან გამოვგლიჯე, მამაჩემმა ერთი-ორჯერ მომაწევინა კიდეც ჩილიმი, ახლაც როგორც პროფესიონალი მწეველი ისე ჩავუშვი ბოლი ფილტვებში, ცოტახანს სუნთქვა შევიკარი მერე ერთიანად ამოვისუნთქე და ბოლი პირდაპირ თორნიკეს მიმართულებით გავუშვი რომელიც გაშტერებული მიყურებდა. ვისკის ჭიქა ტუჩებისკენ ჩაიღო, მოსვა და სასმლისგან დასველებული ტუჩები გაილოკა, ქვემოდან ამომხედადა ჩაიცინა. ვიცნობ ამ მზერას, რაღაც საშინელებას მიმზადებს.
-ორი წამი მოწყვიტე თვალი.-გადმომჩურჩულა გვანცამ და მეც აზრზე მოვედი. ცოტახანს ვისხედით, ვსაუბრობდით და ვსვამდით, მერე საცეკვაოდ გამიყვანეს, ისეთი საყვარელი ბიჭი მოვიდა, ისე მიღიმოდა მივხვდი რომ კარგი პიროვნება იყო. საცეკვაო მოედანზე გავედით და დაბარებულივით ახლა დაიწყო ნელი მუსიკა.
-ალბათ მალე შუაზე გამგლეჯს დადეშქელიანი არა?-გაიცინა.
-ძალიან საყვარელი ვიღაც ხარ.-გამეცინა მის ყურებამდე გაკრეწჭილ სახეზე და თორნიკესკენ გავიხედე რომელიც დაძაბული იჯდა მაგრამ თავის გაკონტროლებას ცდილობდა.-საიდან იცნობ?
-გრძელი ამბავია.-გაიცინა.-უი მართლა მე გიგა მქვია.
-მე სესილი.
-თბილისელი ხარ?
-რავი მე და დედა გორში ვცხოვრობთ, მამა და ჩემი ძმა თბილისში, რასგაიგებ?-მხრები ავიჩეჩე სიცილით.-თავად?
-მე თბილისელი ვარ.-მხრები აიჩეჩა.-შენი ძმაც აქ არის?
-კიი, ჩემ მაგიდასთანაა ნაცრისფერი მაისური აცვია.
-შენ და დაჩი გავხართ ერთმანეთს, მარა თორნიკე მიბღვერს ძალიან.-ისევ გაიცინა.
-ხისთავიანი სვანია.-გამეცინა.-კარგი იყო შენი გაცნობა, ნახვამდის გიგ.-ლოყაზე ვაკოცე და ჩემი მაგიდისკენ დავიძარი.
-რაო, მოგეწონა გიგუშასთან ცეკვა?-ცინიკურად მკითხა დაჩიმ.
-რა გინდა? ან საიდან იცნობ?-თვალების ტრიალით შევხედე.
-გოგო ამახია და ვერიტანენ ესენი.-გაიცინა მათემ.-კაი ტოო რითვერ დაიკიდეთ? ისედაც ბო*ი იყო ერთი-ორი შეხვედრა და უნა მიმეგდო.-ხელი ჩაიქნია.
-ის მე ვიყავი მაგრად რო ვცემე არა?-ირონიულად თქვა თორნიკემ.-მალე მოუწევს ისევ, გული მიგრძნობს.
-გაკლიათ რაა.-ხელი ჩავიქნიე.
-ამის მერე არ გაეკარები გასაგებია?-შემომიღრინა თორნიკემ.
-თუ არგინდოდა მასთან ეცეკვა მისულიყავი და შეენ ჩაგენაცვლებინა. რატო დარჩი აქ ხესავით?-ჩაერთო გვანცაც.
-მე რაშუაში ვარ? აი დაჩი და მისულიყო, მე მხოლოდ ძმის ძმაკაცი არ ვარ? რაჩემი საქმეა?
-დიახ მართალი ხარ რაშენი საქმეა, მე როდის და ვის ვეცეკვები?
-მე რჩევა მოგეცი.-შემომიღრინა.
-ამის მერე შენი ბრძნული რჩევები სხვებს მოახვიე თავს, ვისთანაც გაგდის, გასაგებია?
-ზედმეტი მოგდის.
-ზედმეტი მე კიარა შენ მოგდის და შეიგნე მაგ ხის თავში რო შენ ნათქვამს არასდროს არაფერს გავაკეთებ თუ არ მენდომება!-ვუთხარი და ბარისკენ წავედი. დახლთან მაღალ სკამზე შემოვჯექი და რედბულ ვოდკა შევუკვეთე, მერე გვანცაც მომიჯდა და მანაც იგივე შეუკვეთა.
-მგონი ცოტა ზედმეტი მოგივიდა.-მითხრა და ლიმონი პირისკენ გაიქანა.
-ვიცი.-თავი ჩავხარე და წითელ ტუჩებზე ენა გადავისვი.-მაგრამ ღირსი იყო.-გამეცინა.
-იყო.-ჭიქა მომიჯახუნა და მეც სულმოუთქმელად ჩავცალე მორიგი ჭიქა. მერე ისევ ბიჭებტან მივედით და დაჩის გვედზე მოვკალათდი. თორნიკე იქ აღარ იყო მაგრამ არც მიკითხავს სად იყო, ალბათ ვინმე ნაშას დაავლო ხელი და ბრაზს იხრჩობს.
მომდევნო დღეების განმავლობაში ხმაც კი არ გაუცია, ზედაც არ შემოუხედავს. მწყინდა? მანგრევდა! მაგრამ რა მიკვირს? თავად არ ვთხოვე შემეშვითქო? ჰოდა ისიც ადგა და შემეშვა. ნეტავ რა მიკვირს? მაგრამ მისი ტუჩები.. მათი გემო და გრძნობა რომელიც მასთან შეხების დროს მიჩნდებოდა, ჭიანჭველები კიარა მთელ სამყაროს დაიტევდა იმწამს ჩემი შიგნეულობა. მაგრამ რომ მაკოცა, როცა მისი ცხელი სუნთქვა სახეზე ვიგრძენი, მისი ხელი ჩემს წელზე, თეძოებზე და ის აარაამქვეყნიური გრძნობა, დაბინდული აზროვნება და ვიბრაციები ფეხებს შორის ყველაფერს სხვანაირს ხდიდა. თითქოს უფრო ლამაზსაც და საშინელსაც. 2 კვირის შემდეგ ისევ გურიაში წავედით. ნათლად ვხედავდი ჩემი დაქალის აწითლებულ ლოყებს და ჩემი ძმის დამპლურ სიცილს მაგრამ ველოდებოდი თავად როდის მეტყოდნენ. მთელი გზა ჩუმად ვიჯექი, ნაწვიმარ გზებს ვუყურებდი, გურიის მთებს და ბედნიერებნით ვივსებოდი. გორში ჩასვლამდე რამდენიმე კვირა მრჩებოდა. მეთორმეტე კლასი სახუმარო ჰო აღარ არის? მე და გვანცა, ბოლომდე ვერთობოდით, ერთი კვირის შემდეგ გურიაში ჩასვლიდან, თორნიკე და მათე წავიდნენ, სვანეთში. მე ჩემი ძმა და გვანცა დავრჩით მხოლოდ. ერთ საღამოს ჩემ ოთახში ვისხედით, ნატალია მეწვინა საწოლზე და ვეთაამაშებოდი, დაჩი და გვანცა ერთმანეთს უბღვერდნენ, გარეთ წვიმდა, ოთახში კი გაზაფხულის ვალსის სასიამოვნო ხმა ისმოდა.
-ამორერღავთ რა ჯანდაბა გჭირთ უკვე ერთი თვეა?
-ერთი თვე კიარა ერთი წელია.-ჩაიფრუტუნა გვანცამ.
-რაო რაო?
-რაო და ერთი წელია უკვე ჩხუბი და დიდი დავიდარაბა გვაქვსოოო.-გაიცინა დაჩიმ.-კაიხანია ვიცნობ და ბათუმში სიყვარული ავუხსენი ამან კიდე შენგამო უარი მითხრა, არადა რო ვიცი მაგრად ვევასები.-მხრები აიჩეჩა დაჩიმ.
-ვაა რძალოო.-გადავიკისკისე.-არა ცოტა კი მწყინს რო დამიმალეთ ერთმანეთს რო იცნობდით და ვაბშე სად გაიცანით?
-უნივერსიტეტში.-ერთხმად თქვეს და გაეცინათ.-როგეუბნებოდი ლამის გამანგრია კარშითქო ეს იდიოტი იყო.-ცხვირი აიბზუა.
-შენ მოქროდი და ვერმოვასწარი გაწევა.-შეუღრინა დაჩიმ.
-და რატო მომატყუეთ?
-რავი ამან დაიწყო და ავყევი.-თითით მანიშნა დაჩიზე გვანცამ.
-პრასწი სესტრა.-გაიცინა დაჩიმ და გვანცასთან მივიდა.-ჰოხედავ რეაქცია არ აქვს და ახლაც არაფერს მეტყვი?
-იდიოტი ხარ და შენი დის რძლობის იდეა მხიბლავს თორემ ახლოს არ გაგეკარებოდი.-ენა გამოუყო სიცილით და კისერზე მოხვია ხლები, ამის დანახვაზე გამეღიმა და მოცინარი ნატალია გულში ჩავიკარი. უკვე 27 აგვისტ იყო, ყველას დავემშვიდობე და დაჩისთან გვანცასთან და მამაჩემთან ერთად აღმოსავლეთის გზას გავუყევიი. სვანეთისკენ გზას რომ ვხედავდი გულში სითბო მეღვრებოდა. მამაჩემი მთელი გზა გვართობდა დაჩისთან ერთად, გორში რომ შევედით დედაჩემს დავურეკე დაბლა დაგვხვდითქო. მე და დედა მარტო ვცხოვრობთ 3ოთახიან ბინაში, ნაცნობი კორპუსი რომ დავინახე გული სიხარულისგან ამიკანკალდა და სახე გამებადრა, მომნატრებია ქალაქი, ქუჩა, ხალხი და დედა. სადარბაზოსთან მდგარი დედაჩემი რომ დავინახე ბოტასებში და სპორტულ ტანსაცმელში გამეცინა. დედა ჩემზე იდეალურად გამოიყურება. მანქანის დანახვისას სახე გაუბრწყინდათ მასაც და მამასაც. სწრაფად ჩამოირბინა კიბე და მანქანიდან გადასულ მამაჩემს ზედ შეაფრინდა. მე, დაჩი და გვანცა კი სიცილს ვერ ვიკავებდით. ფანჯრებიდან თავგადმოყოფილ მეზობლებს ვესალმებოდი და უბანში მჯდარ ბიჭებს მე და დაჩი დიდი სითბოთი მივესალმეთ. მერე როგორც იქნა დედაჩემი მამაჩემს მოსწყდა და მე და დაჩის ჩაგვეხუტა. გვანცაც ისევე თბილად ჩაიკრა გულში და რომ გაიგო დაჩის შეყვარებული იყო მთლად გადაირია. ცეცხლი ქალია დედაჩემი. მერე გვანცას ბიძაშვილმა დაურეკა და სოფელში წაიყვანა, ჩვენ ერთი სოფელი გვაქვს და მანდედან ვიცნობთ ერთმანეთს მაგრამ ჩემი ძმა დიდად სოფლის მოყვარული არარის ამიტომ იშვიათად ამოდიოდახოლმე.თბილად დავემშვიდობეთ გვანცას და ბოლოს მისაღებში ვისხედით, დედაჩემი მამაჩემს დასცინოდა ერთი საიდუმლო როგორ ვერ შეინახეო და მამამაც გულზე მიიკრა და ასე სიცილ-კისკისში მთავარი საკითხიც წამოიჭრა, როგორ ეთქვათ მათი შერიგების ამბავი, ბებიაჩემისთვის, ბიძაჩემებისთვის და ზოგადად სანათესაოსთვის. დედაჩემის ოჯახს ხომ ზოგადად ყვეას აზრი აინტერესებდათ.
-ხვალ მამაჩემი ცხვარს კლავს და ყველას იბარებს.
-დარწმუნებული ხარ რომ იმ ხის ჯოხს თავში არ ჩამარტყავს სიმამრი?-გაიცინა მამაჩემმა.
-საყვარელ სიძეს იბრუნებენ ბოლობოლო სიხარულისგან გაგიჟდებიან. სხვათაშორის ჯვარი დაწერილი არგვაქვს მახუნა.-ლოყაზე აკოცა დედამ.
-კიდე ერთხელ გამოუცდელი სიძის ფორმაში ყოფნა, დიდად არ მხიბლავს ამხელა შვილების პატრონს. ხვალე დავიწეროთ უბრალოდ, შენ სოფელში.-თავზე აკოცა და ჩვენ გაბადრულ სახეებს გადმოხედა. ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და სადღაც დარეკა.-დიდო ბატონიშვილო სადხარ.-დარწუნებული ვარ ნათლიაჩემს ურეკავს, დიმიტრის.-კაროჩე, ხვალე ყველას ეუბნები და ჩემი ცოლის სოფელში მივდუვართ, ჰოიცი სადაც არის? რახდება და ჯვარს ვიწერ, რაუნდა ხდებოდეს.-გაიცინა.
-მომიკითხე და უთხარი ენატრებიო.-ვუთხარი და გამეცინა რომ წაროვიდგინე ხვალე როგორ ვაწვალებდი.
-შენმა ნათლულმა მოგიკითხა და მენატრებაო გადმოგცა. ამანაც მოგიკითხა მაამას თოჯინავ.-ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავიდა. კარზე კაკუნი რომ გაისმა მასინვე ყურები ვცქვიტე, კარისკენ წავედი და როცა გამოვაღე ერთი დავიკივლე და მასნვე პაპაჩემს შევახტი ზედ და ლამის გადავაყირავე ჯოხით მდგარი ახპვანი აღნაგობის პაპაჩემი და მის უკან მდგარი მომღიმარი ბებიაჩემი.
-სეს ვინარის?-მისაღებიდან გამოვიდა ჩემი ძმა და ღიმილით წამოვიდა პაპა და ბებო რომ დაინახა.
-ჩემი სიამაყეე.-პაპამ მხარზე დაჰკრა ხელი, თვალცრემლიანმა ბებიაჩემმა კი გულში მაგრად ჩაიკრა. ახალგაზრდა ბებიკო და პაპიკო მყავს, ბებო 58 წლისაა და პაპა 62 მაგრამ ასაკი არცერთს არ ეტყობათ.
-მომენატრეთ.-ამოთქვა დაჩიმ და სახლში შემოუშვა. მამაჩემი რომ დაინახეს დედაჩემის გვერდით მდგომი გაკვირვება და სიხარული ერთდროულად აესახათ სახეზე. მიუხედავად იმისა რომ პაპაჩემი ძალიან რთული ხასიათის კაცია მამაჩემი ყოველთვის ძალიან უყვარდა მისი შეცდომის მიუხედავად. მამაჩემს აზარტული თამაშები იზიდავდა მაგრამ გამოსწორდა, დარწმუნებული ვარ რომ ახლოსაც აღარ ეკარება მსგავსს არაფერს.
-როგორ გიკითხოთ.-თბილად შეხვდა მამაჩემი მათ.
-თავად როგორ ხარ სიძე ბატონო?-მხარზე ხელი დაჰკრა პაპაჩემმა.
-შერიგდით დედა?-სიხარული ვერ შეიკავა ბებიაჩემმა.
-კი და ხვალ ჯვრის დაწერა გვინდა, სოფელში, მამაოს ვეტყვით.
-ქორწილს არ იხდით?-იკითხა პაპაჩემმა და დედაჩემმაც და მამაჩემმაც ერთდროულად თქვეს უარი.-ძალიან კარგი, ზედმეტი ცერემონიები არც მე მხიბლავს. მერე სად იცხოვრებთ? თბილისსი გადახვალთ?
-ერთი წლით აქ ვიქნებით სესილია დაამთავრებს და თბილისში გადავალთ. დაჩი თბილისსი იქნება, სწავლის გამო.-თქვა დედამ და დაჩის შემოეხვია კისერზე.
-შენი ბიზნესი მახო?-იკითხა პაპამ.
-აქედან მოვაგვარებ საქმეებს, მეყო რაც ოჯახისგან შორს გავატარე.-ჩვენ გადმოგვხედა და გაიღიმა. ეს დღეს სითბოში გავატარეთ, მერე ბებო და პაპა სოფელში წავიდნენ, ჩვენ კი დასაძინებლად, მე ჩემს ძმას მივუწექი და ვინაიდან ადრე იყო ჯერ იდეა წამოვაყენე.
-აბა რასიტყვი ღამისთევაზე ჰოარ წავსულიყავით?-წარბები ავუთამაშე.
-მიდი ჩაიცვი.-გაიცინა და ჩასაცმელად წამოდგა თვითონაც. მარიამობის ღამისთევა ყველაზე მეტად მიყვარდა ყოველთვის ყველა ერთად ვიყავით ამ დღეს.-დეეე, მააა, ტაძარში მივდივართ ჩენ მამაო უნდა ვნახოთ და გავათენოოთ.-გასძახა და შარვლის ქამარი შეიკრა.
-ჭკვიანად იყავიიით.-გამოგვძახა მამამაც.
-თქვენც მაა.-გავძახე და სიცილი აგვიტყდა. ყვავილებიანი გრძელი სარაფანი ჩავიცვი და ყვავილებიანი თავშალი შემოვკარი თავზე. კიბეები სწრაფად ჩავირბინეთ და ტაძრისკენ გზას მხიარულად გავუყევით. გზაში ბევრი ნაცნობი შეგვხვდა, თბილად მოვიკითხეთ ყველა და ჩიხებით წმ. ნიკოლოზის ტაძართანაც მივედით, ბევრი ხალხი შეკრებილიყო და მეც ჩემი წამებული ბიძაშვილის ძებნა დავიწყე თვალებით მაგრამ მან დაგვასწრო.
-სესიი.- ჩამეხუტა, წკრიალა ხმით დამიძახა და ჩაიკისკისა.-როგორ მომენატრეეთ.-ახლა დაჩის შემოეკრა. საოცარი გარეგნობა ჰქონდა ყოველთვის, ქერა თმა და ცისფერი თვალები, გამხდარი და ნაზი. დიდი წითელი ტუჩები და ლამაზი პაწუკა ცხვირი. ჩემზე ერთი წლით პატრა იყო და ბევრად ბავშურიც.
-ნინააა მეც მომენატრეე. ხვალ მაგარი სურპრიზი გვაქვს ყველასთვის მაგრამ შენ გაგიმხელთ.-ვუთხარი და ავკისკისდი.-დედა და მამა შერიგდნენ.-ამის თქმა და მისი პირის დაღება ერთი იყო.
-აუ რამაგარიააა.-გადაიკისკისა და კიდევ ჩაგვეხუტა.
-სესილია.-ზურგს უკან ნაცნობი ხმა მომესმა და გავიყინჯე, თვალებსი ცრემლი ჩამიდგა და მისკენ ნელა შევბრუნდი.
-იოანე....
*ალექსანდრა*
-დამიანეეე.-დავუძახე მეორე სართულიდან და სიცილი ამიტყდა. სვანეთიდან ორი დღის ჩამოსულები ვიყავით ხვალ კი დილით ყველა სესილის მამასთან მივდიოდით.
-გისმენ ჩემო მზისსხივო.
-შენი მზის სხივი მალე ახალ მზის სხივს გააჩენს.-კისკისით ვუთხარი და მის სახეზე უარესი სიცილი ამიტყდა.
-ანუ?
-ანუ ორსულად ვარ იდოოტო, ახლა უნდა ამოხვიდე, ჩამეხუტო და მაკოცო, მარიამობის წინა დღეს გაგახარე და არ ვიმსახურებ?-ტუჩები გვბუსე და მის ღრიალს დაველოდე, მანაც არ დააყოვნა და მთელ ხმაზე იღრიალა კიდე მამა ვხდებიო, სწრაფად ამოირბინა კიბეზე და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. ტუჩები დამიკოცნა, თან ათას საფერებელ სიტყვას მეუბნებოდა და მეც მის მკლავებში ვინაბებოდი.
-ღმერთო ჩემო, როგორი ბედნიერი ვარ.-გაიცინა, მერე ჩემს მუცელთან დაიხარა და მხურვალე ტუჩები მომაკრო.-მაა, მალე გამოდი მაქედან, კაი? თუ ბიჭი იქნები დედიკოს კიდე მოუწევს ორსულობა, მაგრამ გოგო როიყო კიდე გამიჩენს შვილებს სენს მერე, ეწვი არ შეგეპაროს შენ მა. იცი დედიკო რალამაზია ორსული? თვალები უბრწყინავს და ულამაზესია ხოლმე მა.-გაიცინა.
-ისე ეხლა გოგო როიყოს, ანუ ამაზე გავჩერდებით?-ცალი წარბი ავუწიე.
-რათქმაუნდა არა, შენგან 20 შვილიც კი მინდა თუ გაქაჩავ.-გაიცინა.
-შენ გაქაჩე თორე მე კი გავქაჩავ.-გავუცინე და მის ბაგეებს წავეტანე.
-მიწვევ სანდრა.-თვალი ჩამიკრა.
-მიყვარხარ გესმის? ყველაზე მეტად მიყვარხარ მე შენ!
-მე კიდევ შენ მიყვარხარ ჩემომზის სხივო! ჩემო გვირილა და ჩემო ყველაფერო!
* * * * * *
*სესილია*
ზაფხულის ნაზი სიო მირხევდა თმას, ტაძრიდან მოშორებით ვიდექით და ჩუმად ვუყურებდით თვალებში ერთმანეთს მხოლოდ მე და იოანე, ადამიანი რომელიც ერთ დროს ძმობას მიწევდა, ახლა კი გამარჯობასაც ვეღარ მეუბნება და მეც არ ვიწუხებ თავს.
-გისმენ.-ვუთხარი და განატებულ გორისციხეს გავხედე.
-მენატრები.-თავი ჩახარა.
-მართლა?-ხმაში ირონია გავურიე.-მე რომ მენატრებოდი და ყოველ დღე სკოლასი იმიტომ მოვდიოდი რომ მენახე და მოგსალმებოდი ეგ დაგავიწყდა ჰო?-მწარედ ჩამეცინა.-რა გავაკეთე ისეთი შენგან რომ ესდავიმსახურე იოანე?
-მომატყუე.
-რა მოგატყუე? კი არ მოგატყუე შენი სიცოცხლე ვიხსენი. იცი მაინც ვინ იყო ის ვისთანაც შეხვედრას აპირებდი? ოთხჯერ ნაციხარი აკო ისე გაგიყრიდა მუცელში დანას თვალს არ დაახამხამებდა, ეს გინდოდა იოანე? მითხარი ეგ გინდოდა? მე არმინდოდა ამიტომ წარსულს ნუ გავიხსენებთ. თუ მხოლოდ მაგის სათქმელად მოხვედი ჯობს წახვიდე შენი შეყვარებული სადაცაა შუაზე გამგლეჯს.-ირონიულად გავუცინე და დაჩისკენ წავედი. მორჩა ყველაფერი დავასრულე! მიყვარდა სიგიჟემდე და იმის იქითაც! დაჩის მსგავსად მყავდა და უფრო ახლოსაც მაგრამ მიმატოვა, წავიდა და ახლა მეც მივდივარ.
-კარგად ხარ?-ხელი მომხვია დაჩიმ, მე კი გამობერილ ძარღვზე ვაკოცე და ხელები მოვხვიე.
-კარგად ვარ, წავიდეთ რაა, გავისეირნოთ.-გავუღიმე და ნინიას შევხედე.-არწამოხვალ ნინიკო?
-არა თქვენ წადით.-ლოყაზე გვაკოცა და ტაძარში შევიდა. ჩვენ კი ღამით სასეირნოდ წასვლა ვამჯობინეთ, ვიარეთ ბევრი, კიდევ ბევრი ადამიანი შეგვხვდა, ბოლოს კი ვიდექით და შევცქეროდით ქალაქს რომელმაც ბევრი გვაჩუქა, ბევრი წაგვართვა და მაინც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩვენს გულში. უკვე 2 ხდებოდა სახლში სიცილით რომ შევიპარეთ, დედას და მამას ოტახის კარი შევაღეთ და მშვიდად მძინარეებს ჩავეხუტეთ, ის დედას აეკრო მე კი მამას. თავის დიდ ხელებში მომიმწყვდია და ტკბილად ჩაგვეძინა ოთხივეს. დილით ფანჯრიდან შემოსულმა ბავშვების ჟრიამულმა და ბაყაყების ყიყინმა გამაღვიძა, საწოლში მე და დედა ვიწექით. დედას მივეხუტე და მთელი სახე დავუკოცნე.
-დეე. დედიკუნაა გაიღვიძე დეე.
-დედას სიცოცხლეეეე.-მაგრად ჩამიკრო გულში და ღუტუნი დამიწყო.
-ავდგეთ დეე.-ლოყაზე ვაკოცე და ჩემ იხვებიან პიჟამაში გამოწყობილი ჯერ ფანჯარასთან მივედი და გავყვრე ბავშვებს.-სალამი ხალხო, მე დავბრუნდი.-კისკისით გავძახე 24 საათი უბანში მოჭორავე ქალებს, მოთამაშე ბავშვებს და მოხარხარე კაცებს.
-დიდება შენს გამოჩენას ცერცვაძეების ქალო.-ამომძახა უბნის ნომერ პირველმა ჭორიკანამ.
-ლამარა ბებ აბა რას მეტყვით ახალი არაფერი ხდება?
-ყავაზე ჩამო და გეტყვით.-თვალი ჩამიკრა და მეც კისკისით გავედი ოთახიდან მისაღებში, მოფუსფუსე ჩემ ძმას და მამას ლოყები დავუკოცნე და დედასთან ერთად დავიწყე წვენის დალევა. აი ამას ქვია ოჯახური დილა! შხაპი მივიღე მოვწესრიგდი, თმა ჩავიწანი, წითელ-ყვითელ ზოლებიანი კაბა, წითელი ოლსთარები და მისაღებში შეკრებილ საზოგადოებას თვალი მოვავლე. მამაჩემი საყელოანი მაისურით, დედაჩემი თეთრი ყვავილებიანი კაბით, ჩემი ძმა კი ჯინსის შარვლით თეთრი სადა მაისურით და თეთრი კეტებით. ჯვრისწერისთვის მზად ვართ, ზე ოჯახი!
-მამა რაღაც დაგავიწყდა.
-რაა?-გაიკვირვა. მე კი არათითი ვუჩვენე და ვანიშნე ნიშნობის ბეჭედითქო. მანაც ჯიბიდან შავი ბარხატის ყუთი ამოაძვრინა და დედას მარცხენა არატითზე მოარგო ლამაზთვლიანი ოქროს ბეჭედი.-კალიცო მერე.-თვალი ჩაუკრა და ხელი მოხვია მოკისკისე დედაჩემს.
-ახლა მზად ვართ.-დაჩის ხელკავი გავუკეთე და სახლიდან გავედით, საჭესთან ის დაჯდა, ვანიშნე ყვავილებზე წავიდეთთქო და მანაც სოფლის გზას აუარა გვერდი და პირდაპირ მთავარი ქუჩისკენ წავედით ყვავილების მაღაზიაში. 15 წუთი ველოდე ფერადი წინწკალების თაიგულს და როგორციქნა დაასრულეს შეკვრა, ფული გადავიხადე და მანქანაშიჩაჯდომისთანავე დედას გავუწოდე.
-რალამაზია დეე, მადლობა.-წინ გადმოიწია და ლოყაზე მაკოცა. სოფლამდე სანამ ავედით მთელი ნახევარი საათი მე და დაჩიმ სიმღერაში გავატარეთ, ბოლო ხმაზე ავუწიეთ მუსიკები და მანქანას სახურავურავი გადავხადეთ, მეც მეტი რა მინდოდა ჩემი ყვითელი თავშალი ხელზე დავიხვიე და ქარის მიმართულებით აფრიალდა. მაგისტრალის ხიდს რომ გავცდით რამდენიმე მანქანა გამოგვყვა, მივხვდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო და გული ამიფანცქალდა. სოფლისკენ რომ გადავუხვიეთ დიდი სიხარული ვიგრძენი, ავჟიტირდი, დაჩის საყვარლად გავხედე მანაც თავი დამიკრა სიცილით, სწრაფად შევიხსენი ღვედი და წინ წამოვიწიე, ხელები გავსალე და ჰაერი ჩავისუნთქე. სოფეში სახლისკენ გრძელი გზით მოვლა გადავწყვიტეთ და ახალგაზრდების თავშეყრის ადგილას უნდა ჩაგვევლო. ყველა იქ იყო, ყვცელას მივესალმე და მათაც ჩემ სიგიჟეზე სიცილი დაიწყეს, ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე ბავსობის მეგობრებს და გამოვალთქო ვანიშნე, მათაც დანანებით გააქნიეს თავი და გიჟი ხარო მანიშნეს. ჩემი დიდი პაპის დარგულ გიგანტურ ჭადარს და მეშვიდე საუკუნის ტაძარს ჩავუარეთ, სახლისკენ ავუხვიეთ და მწვანეში ჩაფლულ ორღობეში ჩვენი სახლიც გამოჩნდა. ყველა იქ იყო, დედას და მამას მხარეც ჩემს უზარმაზარ სახლში გველოდა. უზარმაზარ სახლს გვერდით უზარმაზარი ეზო ჰქონდა წინ კი ასევე უზარმაზარი ეზო და აუზი. სოფელი კი არა სამოთხეა. მანქანა იქვე გავაჩერეთ და სხვა მანქანებიდან გადმსულ ხალხს მხურვალედ ცავეხუტე სათიტაოდ. სანდრას ორსულობაზე რომ გავიგე საერთოდ გადავირიე სიხარულით. ყველა მოვიკითხე და ყველამ მომიკითხა მაგრამ სად იყო თორნიკე? ნუთუ ჩემი ნახვა არ უნდოდა? არვიცი! ნათლიაჩემის მანქანა რომ დავინახე და იქედან გადმოსული თორნიკე, ყველა ემოციამ მძლია და ზედ შევაფრინდი, სულ დამავიწყდა ხალხი, „გიჟი“ ბიძაჩემები რომლებსაც მ ერთი ჩახუტების გამო ჩემი დამარცხვა შეეზლოთ და ასევე პაპაჩემიც რომელიც სავარაუდოდ მკვლელი მზერით მაკვირდებოდა. მახსოვდა მხოლოდ თორნიკე და მისი ხელები ჩემს მხრებზე.
-რაო ჩიტო მოგენატრე?-სიცილით მკითხა და თვალი ჩამიკრა.
-არაფერიც!-ენა გამოვუყავი და ახლა ნათლიაჩემისკენ გავიქეცი.-ნათლიიიი, მომენატრეეეე.-მაგრად ჩავეხუტე და უკანა ჯიბიდან თეთრი შოკოლადის ფილა ამოვაცალე როგრც ყოველთვის.
-რაჭირს ამას ტოო, რა აჟიტირებულია.-სიცილით იკითხა დიმიტრიმ.
-ყოველდღე კიარ იწერენ ჩემი მშობლები ჯვარს.-ენა გამოვუყავი და შოკოლადის ფილა მოვტეხე.
-ნუ გაიქაფე გოგო ენა, მოგვეხმარე ჩვენ.-გამომძახა ბებიაჩემმა, თვალები ავატრიალე და სახლისკენ ბუზღუნით წავედი.
-ბეეეე ჯერ მტრედებს ვნახავ და მოვალ მალეე.-მტრედების ბუდისკენ წავედი და იქ შესულს სამოთხე დამხვდა, მე ამდენი მტრედი არ დამიტოვებია. დაახლოებით 50მდე მაინც იქნებოდა, თეთრები და ნაცრისფერები. ერთი მხარზე დამაჯდა მე კი ხელებზე გამოვიყვანე და ხელზე საკვები დავიყარე რომ ეჭამა. იქედან თვალებ გაბრწყინებული გამოვედი და პირდაპირ სახლისკენ წავედი. ყველაზე დიდ ოთახში გაშლილ უზარმაზარ სუფრას რომ შევხედე თვალები გამიფართოვდა და მოკისკისე დედაჩემს გავხედე.-კიდე მეტი ხალხი ვერ დაპატიჟეთ?
-ვინც ახლობელია მხოლოდ ისინი.
-აუ ახლა დაიწყება მთვრალი კაცების ბურდღუნი და ასე შემდეგ, ამ ხალხმა ჰო ზომა არიცის რაა.-ვბუზღუნებდი და სუფრას ვშლიდი.
-ნუ ბუზღუნებ გოგო.-შემომიტია მშვიდად მოკალათებულმა ქეთამ და ყურძენი გაიქანა ყბისკენ.
-სულ ხილს როგორ უნდა წამდე გოგო?
-ჩემ გოგოს უყვარს ხილი.-მუცელზე მოისვა ხელი ღიმილით. ბოლოს სუფრის გაშლათ მოვრჩით, ბიძაჩემის მეგობარი მამა ლუკაც ამოვიდა ჩვენთან და ტაძრისკენაც წავედით. დედას მეჯვარე მისდი ბავშობის მეგობარი ნანა დეიდა, დაჩის ნათლია იყო ხოლო მამასი ნათლიაჩემი დიმიტრი. ჯვრისწერამ რომ ჩაიარა, დედამ თაიგულს ახლავე ვისვრიო და ეკლესიიდან გამოსვლისთანავე დადგა და თაიგული ისროლა მაგრამ ცვლილება ის იყო რომ გოგოების ნაცვლად ბიჭები დადგნენ დასაჭერად. არც მეტი არც ნაკლები თაიგული ჩემმა ძმამ ისროლაა და თვალი ჩამიკრა, სიცილით გავაქნიე თავი და მასზე მიშტერებულ გვანცას ხელი მსუბუქად ვკარი. მთელი დღე მხიარულებასი გავატარეთ. ღამით უკვე ძალიან რომ დავიღალე, ჰამაკისკენ წავედი და შიგ ჩავესვენე. ორ ხეს შორის გაბმული ჩემი ჰამაკი ყოველთვის განტვირთვის წერტილი იყო ჩემთვის. ზემოთ ნათლად ჩანდა მთვარე და ვარსკვლავები. ზაფხულის ნაზი სიო ქროდა და სახლიდან წამოსულ ხმაურსაც აბათილებდა. თვალები დავხუჭე და ნათლად ვიგრძენი თორნიკეს სურნელი, ჩამეღიმა.



№1 სტუმარი ჯანა

აუუ კარგი იყო ძალიან მარა არ მეყო :( <3

 


№2  offline წევრი kesane123

ჯანა
აუუ კარგი იყო ძალიან მარა არ მეყო :( <3

ერთი თავი და ნახევარი იყო:დდ ცოტა იდს დავდებ ხოლმე <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

აუუუ რამაგარიაა kissing_heart kissing_heart მთელი გულით და სულით ველოდები ახაალ თავს!<33

 


№4  offline წევრი kesane123

სტუმარი ანა
აუუუ რამაგარიაა kissing_heart kissing_heart მთელი გულით და სულით ველოდები ახაალ თავს!<33

მიხარია თუ მოგწონთ <3

 


№5 სტუმარი mari

Dzaan magarj iyo albat shemdegs xval dadeb?

 


№6  offline წევრი kesane123

mari
Dzaan magarj iyo albat shemdegs xval dadeb?

აუცილებლად <3

 


№7  offline წევრი sofo_sofia13

აიამოვწყდებიირაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent