აყვავებული საკურის მსგავსად
პირველად გიგრძენი, როცა ევროპის ერთ-ერთი შორეული ქვეყნის, ერთ-ერთი ქალაქის პატარა ტბის პირას ვისხედით მე და შენ და მთვარით განათებულ გარემოში ღვინოს ვწრუპავდით ვისკის ჭიქებით. ქუჩებიდან მოისმოდა აღფრთოვანებული ხმები... ბრავისიმო, ბელისიმო... ჩვენ კი ერთმანეთის გარდა ვერავის და ვერავის ვამჩნევდით. თავზე დაგვნათოდა მთვრალი მთვარე. ცის ერთ კიდეში ჩემი ვარსკვლავი კიაფობდა, მეორე კიდეში-შენი. სამყარო ჩვენი იყო, ერთი კიდედან მეორემდე. ერთმანეთი გავისიგრძეგანეთ. მე გაზაფხულის ადამიანს მავსებდი შენ-ზამთრის ადამიანი. ვზეიმობდით გაზაფხულის წვიმებს და წმინდა, გამჭვირვალე ცისარტყელას. ისებს, ენძელებს და ყოჩივარდებს. გულყვითელა ჩიტებს. თმაში მიწნიდი გვირილებს, კესანეს. ვზეიმობდით ზაფხულს, ვეკეკლუცებოდით მზის სხივებს, მინდვრებში ათასფრად დაფენილ ფერდობებს. ლურჯ წინწკალებს. ვეფერებოდით შემოდგომის მილეულ მზეებს. ვიჭერდით წამებს, მხრებზე უხვად დაყრილ წითელ-ყვითელ ფოთლებს. დავფარფატებდით პეპლებთან ერთად. ჰაერივით გამჭვირვალე გრძნობას ხორცს ვასხამდით და ისიც ნელ-ნელა ისახებოდა ჩვენს თვალებში. დაგვთოვა ზამთარმა, თუმცა ვერ შეძლო ჩვენი გაყინვა. ვხედავდი ქუჩებში დათოვლილი თმებით, სიცივისგან გაწითლებული ცხვირით მობუზულ ადამიანებს. ბედისწერის მიერ გაწირულთ ზამთრის გრძელი ღამეებისთვის. როდესაც მე და შენ ბუხრის წინ ვისხედით და ვსაუბრობდით სამყაროს შეუცნობელ სახეზე. დედამიწა დატრიალდა. გაილია 365 დღე და ახლიდან დაიწყო დროის ათვლა. გაზაფხულზე კვლავაც აყვავდა ნუში და საკურა. ჰაერში დატრიალდა სიწმინდის სურნელი... და ახლა, მე და შენ ვსხედვართ ყვავილებით მოჩითულ მდელოზე... ღვინით და სიყვარულით მთვრალი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.