შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი #15 (+18)


5-04-2019, 19:09
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 206

ჩემს არსებობას დედამიწაზე აზრი დაეკარგა. ამ ცხოვრებაში ერთადერთი კარგი რამ რაც გამაჩნდა, ტყუილმა მოიპოვა და ცხოვრებამაც კარმულად, როგორც ყოველთვის ტყუილს ფარდა ახადა. ხელში მხოლოდ ერთი კოზირი მეჭირა- ჩემი ვინაობა. დამიანეს მოვშორდებოდი, ორივე დავიტანჯებოდით რაღაც დროის განმავლობაში, მაგრამ მისნაირ ბიჭს ზუსტად ვიცოდი სულაც არ გაუჭირდებოდა მეორე ნახევრის პოვნა მას შემდეგ, რაც ნარკო დილერობას თავს დააღწევდა.

ერთიანად განადგურებული მივიზლაზნებოდი ქუჩაში და ყველაფერი მტკიოდა. საკუთარი ასაკი რომ არ მცოდნოდა, ვიფიქრებდი ერთი უბრალოდ ბებრუხანა ვარ, რომელიც საკუთარი სიცოცხლის სახლის კარამდე მითრევას ცდილობს, რომ ქუჩაში არ დალიოს სული. კიბეები ძლივს ავიარე და როგორც ყოველთვის ღია კარში შევაბიჯე. ახლა, ყველაზე ნაკლებად მსურდა რაფაელის სახის დანახვა, მაგრამ ყველაფერთან ერთად ამასაც როგორმე გავუძლებდი.

- გაგახსენდა სად ცხოვრობ?

კითხვა დავაიგნორე. სამზარეულოში გავედი და წყალი დავისხი. ერთი ჭიქა ისე ჩავცალე, თითქოს ვინმე მაჩქარებდა. ლინზები სათითაოდ მოვიხსენი და თვალები როგორც იქნა დავასვენე. ვინაიდან და რადგანაც, დამიანესთან თანაცხოვრებისას ზოგჯერ მიწევდა, რომ ლინზებით დამეძინა.

- შენ გელაპარაკები გოგო!

- ღმერთო, სულ ღრიალის ხასიათზე როგორ ხარ...- ჩავიდუდუნე ხმადაბლა. ნორმალურად საუბრის ძალაც არ მქონდა. სკამზე ჩამოვჯექი და ხელებში თავი ჩავრგე. წარმოდგენა არ მქონდა ახლა რა უნდა გამეკეთებინა. სად უნდა წავსულიყავი და როგორ.

- დღეს ძმაკაცი მოვინახულე.

- გილოცავ. ისეთი დღე აგირჩევია, რომ იქ არ დაგხვდი.

- შენი ტანსაცმელი ასე გამოფენილი თუ დამხვდებოდა, არ მეგონა. თქვენ რა, ევროპულ ბედნიერ წყვილს თამაშობთ თუ რა ხდება?!

ხასიათი ცინიზმით ეჟღინთებოდა და მის სასმლით აყროლებულ სხეულს უფრო და უფრო ახლოს წევდა ჩემსკენ.

- მომისმინე რაფაელ...- რაც შემეძლო მშვიდად და სერიოზულად დავიწყე საუბარი. - მე ამ ყველაფრიდან გავდივარ.

- რა!?

- ამ თამაშიდან გავდივართქო. დღეს წამოვიღებ ჩემს ნივთებს რურუასგან, აქაც ავაგროვებ რაც მაქვს და მივდივარ.

სრული სერიოზულობით ჩავილაპარაკე და ფეხზე ძლივს წამოვდექი. ენერგია საერთოდ არ გამაჩნდა. რაფაელის სიცილმა მთელი სახლი მოიცვა. ისეთ ხმაზე ხარხარებდა, ვგრძნობდი სახურავზე მჯდარი ჩიტები მყუდროების დარღვევის გამო როგორ გაფრინდნენ.

- ძალიან დააგვიანე. ახლა, როცა დროა, წასვლა როგორ შეიძლება. მთავარ სპექტაკლს გამოტოვებ. რამდენიმე დღეც მოიცადე.

- არა რაფაელ, ვერ გამიგე. მაგ სპექტაკლს არ ვანხორციელებ, ჩემი სურვილით მივდივარ და გთხოვ აღარაფერი თქვა.

- არსადაც არ წახვალ!- ვიგრძენი მისი ხმის ვიბრირებისგან ჭურჭელი როგორ შეზანზარდა. მკლავებში მწვდა და შემარყია. ამან თავი უარესად ამატკია. თვალებში შევხედე და წარბი ავუწიე.

- წავალ. რუსეთში წავალ. ᲛკIდია ,შენი ნატალია მეტრეველი შენთვის დაიტოვე. აღარ მინდა ეს ყველაფერი! ჯანდაბამდეც გზა გქონია შენც და...

დამიანე უნდა მეხსენებინა, მაგრამ საკუთარმა თავმა უფლება არ მომცა. გული კვლავ მეტკინა. გონებაში მოცინარი და ბედნიერი დამიანე მყავდა, რომელსაც ტყუილი აბედნიერებდა და ამის გამო უარესად მტკიოდა გული.

- დაასრულე!

თვალებში ცრემლები ჩამადგა.საბოლოოდ დავმარცხდი რაფაელის წინაშე.

- ახლა არ გაგიჟდე და არ თქვა რომ...

არ ვუყურებდი მაგრამ ისედაც ვიცოდი, წარბი როგორ უთამაშებდა. ძლიერმა ხელმა მარჯვენა ლოყა მალევე ამიწვა და გაბრუებული უარესად გამაბრუა. წონასწორობის შესანარჩუნებლად ნიჟარას დავეყრდენი.

- საშიშები ხართ ეს ქალები! მე შენ გითხარი რა მოხდებოდა, თუ დამიანეს მიმართ გრძნობები გაგიჩნდებოდა.

- დამიანეს ხელს არ დააკარებ! - კბილებში გამოვცერი.

- რატომ ვითომ?

კვლავ ახარხარდა. თვალებით საჭრელ დანას ვეძებდი, ახლა რომ სადმე დამენახა, დაუფიქრებლად გამოვასალმებდი რაფაელს სიცოცხლეს და შემდეგ უფრო დიდი მიზეზი მომეცემოდა რუსეთში დასაბრუნებლად.

- მიყვარს!

თვალებში შევხედე. თითქოს, ამის აღიარებამ არამარტო რაფაელთან, არამედ საკუთარ თავთან რაღაც ძალა შემმატა. ის ძალა რომ დამიანესთვის როგორმე მეშველა, მაგრამ ვიცოდი მე მეტის არაფრის გაკეთება შემეძლო. სამკუთხედი იყო შექმნილი სადაც რურუა, აბესაძე და გოგოლიძე იყვნენ კუთხეებში. სამი კატეგორიულად განსხვავებული არჩევანი, მაგრამ სამიზნე ერთი- დამიანე.

- დავიღალე! მართლა დამღალე რაფაელ! ამ თამაშმაც დამღალა. თავს ვიმშვიდებ იმ იმედით, რომ წლების შემდეგ მაინც დავისვენებ ¨ვერნათქვამის¨ამონთხევით!

რაც ძალა მქონდა დავუყვირე და საკუთარ ოთახში გავვარდი. აქაურობა იმდენად ყარდა და იმდენად არეული იყო, გულისრევა მომინდა. სანამ საკუთარი ნივთების შეგროვებას დავიწყებდი, იქამდე წამომეწია რაფაელი და ხელებში მწვდა. კედელს მთელი ძალით მიმაჯახა და თვალებში გააფთრებულმა შემომხედა. თითქოს ვერ გადაეწყვიტა რა ექნა. ახლა აღარაფერი მადარდებდა, ყველანაირ ტკივილს ავიტანდი, ფიზიკურს თუ სულიერს. ყველაზე უარესი უკვე მოხდა და ამაზე საშინელებას რაფაელი ნამდვილად ვერ იზამდა.

- შენს როლს ბოლომდე ითამაშებ!

- შენ შეცვალე ჩვენება... - ხმადაბლა ჩავილაპარაკე და მანაც ხელები მომაშორა. გაბუჟებული ვამოძრავებდი ტუჩებს რომ სიტყვები პირიდან ამომსვლოდა. მაშინვე როგორ ვერ მივხდი ამას? კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

- შევცვალე, რადგან შენ ზედმეტად გატაცებული იყავი დამიანესთან ურთიერთობით.თანაც, ამბები მომესმა რამდენად ხშირად სტუმრობ განყოფილებას.

- არაკაცი ხარ! ეს როგორ გააკეთე?!

- ამას მართლა მეკითხები?

კვლავ მისი სიცილი. ყურები ტკივილს იწყებდნენ.

- საბუთები გაგიყალბე, შენი აზრით მე არ მყავს მაღალ საფეხურზე მყოფი, გავლენიანი ნაცნობი?

- იცი ქალებს საშიშს რატომ გვიწოდებ? - არ დავნებდებოდი, აქედან ცოცხალი თუ მკვდარი მაინც გავიდოდი.

-ელიზაბეტ, უკვე მეტისმეტად ტვინს ბურღავ!

-ფეხებშორის კაცივით პატარა ჭიაყელა არ გვაქვს და მაგიტომ!

ზიზღით ამოვილაპარაკე და საკუთარი ამონასუნთქვით თმა სახიდან გადავიწიე.

-არც ისე პატარაა, თუ არ გაჩუმდები კიდევ გამოცდი!

კბილებში გამოცრა, სახე ახლოს მომიწია. ამაზრზენ არსებას გავდა. ნამდვილი ტყავ გადაცმული ეშმაკი იყო. ოღონდ დამიანეს არ მიკარებოდა, ოღონდ მასთან არ წასულიყო...

- დამიანეს შეეშვი, ყველაფერზე თანახმა ვარ!

დამიანე:

ფულის 40% ჯიბეში მეწყო და ველოდებოდი, როდის მოვიდოდნენ. მაჯის საათს დავხედე, 20 წუთი მქონდა დარჩენილი იქამდე სანამ თავისუფლად ამოვისუნთქებდი, ან პირიქით ეს ამოსუნთქვა უკანასკნელი იქნებოდა.

სიგარეტს გავუკიდე და ნატალიას გადავურეკე. მისგან დილის შემდეგ არ მსმენია. ვხვდებოდი, რომ მასთან თანაცხოვრებას იმდენად დავეჩვიე,მისი ხმის ტემბრს და მის სურნელობას, რომ დიდხანს ვეღარც ვძლებდი უიმისოდ.

- გისმენ.

თითქოს ხმა გაუწყდაო, თუ კავშირი წყდებოდა ვერ გავიგე. ოდნავ ფეხზე წამოვიწიე. მზე არაჩვეულებრივ ფერებში ჩადიოდა. ნამდვილად კარგი და ლამაზი სანახაობა იყო. შემოდგომის სიო კი სულაც არ ერიდებოდა ადამიანების აკანკალებას.

- რა ხმა გაქვს, ყველაფერი კარგადაა?

- კი კი, საღამოს უნდა დაგელაპარაკო.

- აუცილებლად. - ჩავიცინე და რამდენიმე წამით შევყოვნდი. ცას კვლავ თვალი გავუსწორე და რომ მივხვდი, არც თვითონ აპირებდა არაფრის თქმას. მე გავაგრძელე - ახლა ცას ვუყურებ და ისეთი ამინდია , მე და შენ ცხელ შოკოლადს რომ უნდა ვსვამდეთ, სადმე ფანჯარასთან ახლოს , პლედში გახვეულები, თუმცა მაინც ერთმანეთის სიყვარულით გამთბრები და მე გიკოცნიდე სიგარეტის სურნელით გაჟღენთილ თითებს. მაგრამ რას ვიზამთ, აგერ წუთი წუთზე გამომიტანენ განაჩენს და მერე ამ სურვილს ან ავიხდენ, ან არა.

- კარგი რა, ნუ ამბობ ეგრე გთხოვ. არაფერი დაგემართება.

- რა ხდება, შენ მართლა გეშინია?!- მის ხმაზე გამეცინა.მართლაც დაბნეული და შეშინებული მეჩვენა. არადა ხომ ვიცოდი, ყველაზე უშიშარი და შეუდრეკელი გოგო მყავდა მსოფლიოში.

- არა არ მეშინია, უნდა წავიდე.

ახლა ვხვდებოდი, რომ კავშირი მართლაც წყდებოდა. სანამ დასამშვიდობებელ პასუხს გავცემდი, იქამდე გაითიშა. ტუჩებგაპობილი დავრჩი. მხრები ავიჩეჩე და მობილური ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე. მანქანას აყუდებული უკვე შორიდან ვხედავდი ორი შავი ჯიპი როგორ მიახლოვდებოდა. მეორე ღერი სიგარეტი ასფალტზე დავაგდე და ფეხით ჩავაქვრე, ისე რომ მანქანებისთვის თვალი არ მომიცილებია. კისერი მამალივით დავიგრძელე და რაც შემეძლო ამაყი გამომეტყველება მივიღე.

ხელოვნურად აკრული მიმიკა სახეზე სრულიად შემახმა, როდესაც ერთერთი ჯიპიდან გადმომავალი კოტე დავინახე.

- შე ნაბი·ვარო...- ხმადაბლა ჩავილაპარაკე. ვიცოდი ვერ გაიგებდნენ, მაგრამ რომც გაეგოთ, არ მანაღვლებდა. კისერზე ძარღვები დამეჭიმა. როგორც მინიმუმ, სამი ვარიანტის განხილვა მოვასწარი რა ხდებოდა, სანამ ოთხი კაცი, მათგან ერთერთი ჩემი მეწილე კოტე, წრეს შემომარტყავდნენ.

- გამარჯობა.

მივესალმე და ოდნავ გავიღიმე.

დანარჩენი სამი ავისმომასწავლებლად მიმზერდა. ვატყობდი, კოტეს უკვე ყველაფერი ჰქონდა მათთვის ჩაკაკლული ჩემი დანაკლისების შესახებ და ახლა ალბათ ორმაგ მეწილეობასაც თამაშობდა. იმ სიტუაციით ვისარგებლე, სადაც მხოლოდ მე ვსაუბრობდი და შეტევაზე გადავედი ჩემებური მიდგომით. თავში ნაცნობმა ფრაზამ გამიელვა ¨თავდაცვის საუკეთესო საშვალება თავდასხმაა¨ საკუთარი თავი მეტად წავაქეზე.

- როგორც ვხედავ, ჩემი მეწილე, კოტე, უკვე გაიცანით.

საზიზღარი ღიმილი სახიდან არ მშორდებოდა და ჩემს ყოფილ პარტნიორსაც თვალს არ ვაშორებდი.

- ბიჭო! გავიცანით კი არა, კოტე ჩვენიანია უკვე რამდენიმე თვეა.

- რამდენიმე თვეო?!

გაკვირვება ვერ დავმალე და მოსაუბრეს გადავხედე. ჩემზე ერთი თავით მაღალი და საშინლად გამხდარი იყო. მისი სიმაღლით აშკარად მანიპულირებას ცდილობდა.

- კოტე, ამიხსნი?

- მაგას შეეშვი, შენ უნდა აგვიხსნა, გავიგეთ რაღაც პრობლემები ყოფილა ფულზე.

- გამომართვით. - ჯიბიდან კონვერტი ამოვიღე და გავუწოდე, თითქოს არც ვიცოდი რაზე საუბრობდნენ.

- შეაგროვე ? - აღტაცება ვერ დამალა კოტემ. თითქოს კბილის საჩიჩქნი გამოაცალესო, ისეთი სახე ჰქონდა. დავაიგნორე და იმ მაღალს მივუბრუნდი, რომელიც ყველაზე მეტს საუბრობდა და როგორც ვატყობდი აქ უფროსი იყო.

- რამდენიმე ათასი აკლია, დროს თუ მომცემთ 50ის მაგივრად 70%ს დაგიბრუნებთ.

ჩემს სიტყვებზე დარჩენილი ორი ჩემსკენ წამოიწია და ერთერთმა მხარზე ხელი დამადო. მის ხელს ზიზღით დავხედე, შემდეგ კი მაღალს და კოტეს გადავხედე. ერთმანეთს თვალებით ესაუბრებოდნენ. ხელები წინასწარ მოვმუშტე და ყველაფრისთვისთვის წინასწარ მოვემზადე.

- ასე იყოს.

შეირხა მაღალი. ხელები მოვადუნე და უკან მდგომმაც მხარი გამინთავისუფლა.

- მაგრამ ამას არ გაპატიებენ.

- ასე არ გამოვა, მას 6 თვე ჰქონდა ნახევრისთვის. ჩემს წილსაც იღებდა. - აყვირდა კოტე პატარა ბავშვივით. ხელით მაღალმა გააჩერა და ჩემსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.

- 80%

- 70.

- 75.

ჯანდაბას.

- შევთანხმდით.

ხელები ჰაერში ავწიე და ღრმად ამოვისუნთქე. მთავარი იყო ამ ყველაფრიდან გამოძრომის სუნი მცემდა. ინტუიცია არასდროს მივარგოდა, არც ამჯერად გაამართლა.

მუცელში ძლიერი დარტყმა მივიღე იმ მაღალისგან. იმდენად ძლიერიც კი რომ ცალ მუხლზე მომიწია დაყრდნობა.

- მოკითხვა უფროსებისგან, ერთი თვე გაქვს. არც მეტი არც ნაკლები.

თვალებიდან ნაპერწლების გადმოყრამდე ძალიან ცოტა მეკლდა. ალბათ თინეიჯერობის შემდეგ ასე გვარიანად არავის დაურტყამს ჩემთვის. ძვლები ერთიანად ამიტკაცუნდა, ფეხზე რომ წამოვდექი. ვუყურებდი მანქანაში როგორ სხდებოდნენ სამნი და კოტე. ნამდვილი ვირთხა იყო. უკვე ჩაფიქრებული მქონდა, როგორცვე კორპუსამდე მივაღწევდი, მისი წილი გარეთ გამომეტანა და გვარიანად დამეწვა. ზურგის ქცევას და ღალატს, მით უმეტეს ამ საქმეში არავის ვაპატიებდი.

- წარმოგიდგენია? მივედი და კოტეც იქ დამხვდა.

ჩავძახე ნიკუშას ტელეფონში, თან ცალი ხელით საჭეს ვატარებდი.

- ცოტა ნელა, არაფერი მესმის. - უჩვეულოდ ხმადაბლა მიპასუხა. ამოვიხვნეშე, ბრაზი უკან გადავისროლე და ვეცადე შედარებით ნელა და გარკვევით მეთქვა ყველაფერი. ფაქტმა, რომ დრო კიდევ ერთი თვე მომცეს, ნიკუშა გამოაშტერა და არაფრის დიდებით არ დამიჯერა.

- სამსახურში ვარ, სახლში მისვლამდე გამომიარე, ვილაპარაკოთ.

- შენ რა გჭრის?! ყველაფერი კარგად გაქვს? - ვკითხე ძმაკაცს, რომელსაც ხუთი თითივით ვიცნობდი. - ღამის 10 საათზე რა გინდა განყოფილებაში?

- რაღაც ამბებს ვაგვარებდი და შემოვრჩი. მოდი აუცილებლად.

- ნიკუშ, არ მომწონს ეს ყველაფერი... შენ რომ გამოხვიდე ჩემთან? ნატალიაც სახლში იქნება უკვე წესით. თან რამდენი ხანია არ გინახავს.

- ნატალია? - ტელეფონშიც კი ვიგრძენი, ხმა როგორ დაეძაბა.

- ხო, რა გჭირს თქვი რა! - ამოვიოხრე და ცალი ხელი ნერვებისგან საჭეს მაგრად დავკარი. აშკარად არ ვიყავი კარგ ფეხზე ამდგარი.

- ნატალია იქნება?!

- შენ რა, ეხლა გაიგე ჩემთან რო ცხოვრობს? მოდი, მოდი. ვისკის გაგიხსნი, ცოტა აზრზე მოგიყვანო.

ჩავიცინე, ტელეფონის გათიშვას ვაპირებდი, რომ ნიკუშას სულისშემძვრელმა ხმამ გამაჩერა. ბოლოს როდის დამიყვირა, აღარც კი მახსოვდა. ალბათ მაშინ, პირველად რომ ჩემი საქმიანობის შესახებ გაიგო. ისე დაემთხვა, რომ მისი პოლიციელობის პირველი დღეები და ჩემი ნარკო დილერობის საწყისი ერთდროული აღმოჩნდა. თავიდან, ჩემს სახლში რომ კოკაინი აღმოაჩინა, კისერში მწვდა და ისეთი მიღრიალა, სულ გამოშტერდი ესღა გეკლდაო. საწყალს ცრემლებიც კი მოადგა. ეგონა, რომ მე შევჯექი წამალზე რაზეც სიცილი ვერ შევიკავე და პირში ჩავცინე. რომ გაიგო დილერი ვიყავი, საერთოდ შეიშალა ჩკუიდან. ალბათ მეც და მანაც წამით ისიც კი გავიფიქრეთ, რომ ჩვენი მეგობრობა იქ დასრულდებოდა, რადგან სამყაროში ორი ერთმანეთის საწყინააღმდეგო როლი გვეკავა. ის კატა იყო, მე თაგვი. მაგრამ ღმერთმა უერთმანობისთვის არ გაგვწირა და ძმაკაცობა შეგვინარჩუნა. მოგონებების გახსენებისას, ნიკუშას ღრიალი სულ გადამავიწყდა. თავი შევიბერტყე და ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე. ორივე ხელი საჭეს მოვკიდე და გეზი პოლიციისკენ ავიღე.

ელიზაბეტი*:

ცხვირის სრუტუნით, თვალებ ამომწვარი ვკრეფდი ჩემს ნივთებს და უზარმარ შავ ჩანთაში უწესრიგოდ ვყრიდი. ყველაფერთად ერთად, ისიც მიკვირდა, რომ რაფაელმა მხოლოდ ერთხელ მაკოცა უხეშად და ისე გავარდა სახლიდან რომ არც გავულანძღივარ დამიანეს შეყვარების გამო.

- ჩემი დამიანე... ხარ რო ჩემი ისევ?

საკუთარი თავისთვის ჩავილაპარაკე და ცრემლებმაც გზა უნებართვოდ გაიკვალეს. საწოლზე ჩამოვჯექი და თავი ხელში ავიყვანე. ემოციებისგან ჯერ კიდევ მაკანკალებდა. თვალწინ მედგა აბესაძეს გააფთრებული სახე, დამიანეს ბედნიერი სიცილი და რაფაელის ავისმომასწავლებელი თვალები. წარმოდგენაც არ მქონდა ახლა სად წავიდა და არც მაინტერესებდა. ასე უფრო მშვიდი იქნებოდა ჩემთვის ამ დაწყევლილი სახლიდან თავის დაღწევა. დამიანესთან ბოლოჯერ მაინც ვაპირებდი მისვლას, მის ნახვას, იქნებ მისი სიცილიც კი დამენახა და ჩაჩუტული თაფლისფერი, დიდი თვალები, რომლებიც ასე ძალიან მიყვარდა. ცხოვრება მოულოდნელობითაა სავსე. ვერასდროს წარმოიდგენ რა შეიძლება გელოდოს მომავალში. ვერც მე წარმოვიდგენდი რა მელოდებოდა, როდესაც საქართველოში ვბრუნდებოდი. ქართულად მეტყველება ასე თუ ისე მიჭირდა სანამ რაფაელს და მის დას შევხვდებოდი. რუსულად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობ, როცა ბებიას ვუკავშირდები. ანუ ეს ძალიან იშვიათად ხდება, ამიტომაც უკვე გამართულად საუბარი შემეძლო. ახლა ვისურვებდი, საერთოდ არ ჩამოვსულიყავი სანტ-პეტერბურგიდან. ან თუ ჩამოვიდოდი, გოგოლიძეების გაცნობის გარეშე გამეკეთებინა ყველაფერი. სანამ წარსულში ქექვას უარესად გავაგრძელებდი და გულს დავინაწილებდი, გონზე მოვედი. ცრემლები შევიმშრალე. ლინზები თვალის გუგებს დავუბრუნე და ღრმად ამოვისუნთქე. ხელები კვლავ მიკანკალებდა. რატომ მიკვირდა საერთოდ?!მართლაც უგულო უნდა ვყოფილიყავი, რომ დამიანესთან ურთიერთობის შემდეგ, მის მიმართ ოდნავი სიბრარული და გრძნობები არ გამჩენოდა. როდის მოხდა ეს საერთოდ?.... ჩანთას თავი კარგად მოვუკარი. მართალი იყო, ყველაფერს ვერ წავიღებდი და არც ვაპირებდი. იყო ნივთები, რომელთანაც მოგონებები მაკავშირებდა, რომლებიც რაფაელს უკავშირდებოდა და ნამდვილად არ მინდოდა მთელი ცხოვრება მისი ჩრდილის ქვეშ მეცხოვრა. ეს უკვე მისი საქმე იყო, რას გაუკეთებდა ჩემს ნივთებს. უფრო სწორად, ნატალიას ნივთებს. პირადობა კიდევ ერთხელ შევიმოწმე, უცვლელად მედო ჯიბეში. ამოვიღე და ხელი მაშინდელივით კანკალით გადავუსვი სახელს და გვარს, როცა განყოფილებაში პირველად შევაბიჯე სიმართლის სათქმელად.

- როგორ შეძელი, ნატალია?... ამდენი როგორ შეძელი? ესეთი უგულო როგორ ხარ?! - ვხვდებოდი, ისევ ვტიროდი. იატაკზე ჩაკეცილი საკუთარ არ-არსებობას დავტიროდი და ზიზღი მიპყრობდა. - როგორ გამოგივიდა ყველაფერი? ამიხსენი, მეც მასწავლე... არ გეცოდებოდი? არ გეცოდებოდი როდესაც გაჩნდი და ეს ყველაფერი დაიწყე?! დამიანეს უშენოდ რა ეშველება?

ბოლოჯერ ამოვისლუკუნე და სიმწრისგან პირადობის მოწმობა შუაზე გადავტეხე. თითქოს მომეშვა. თითქოს ნატალიას რაღაც ნაწილი უკვე საფლავში ჩავდე. ცრემლებს კვლავ ვერ

ვიჩერებდი. სად მქონდა ამდენის მარაგი, თვითონაც მიკვირდა. ჩანთა ზურგზე მოვიკიდე. უკანასკნელად გავჩერდი ჩემი ოთახის ზღურბლთან და ყველაფერი შევათვალიერე. ყველა მომხდარმა სიტუაციამ თვალწინ ჩამიარა. ზიზღით კიდევ ერთხელ ავივსე და კვლავ ´ჩემს´გადატეხილ პირადობას გავუსწორე თვალი.

¨საბუთები გაგიყალბე, შენი აზრით მე არ მყავს მაღალ საფეხურზე მყოფი, გავლენიანი ნაცნობი?¨ - რაფაელის სიტყვებმა თავში გამიარა. ცალმხარზე შემოგდებული შემოდანი მაშინვე გავაგდე და სახლიდან იმდენად სწრაფად გავიქეცი, როგორც შემეძლო.

გავრბოდი, გავრბოდი და ყველაფერი ერთიანად მტკიოდა. სირბილის ძალა არ გამაჩნდა, კუნთები მტკიოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვაძალებდი. ახლა გაჩერება არ შეიძლებოდა. რაფაელმა შეცვალა ჩვენება. ახლა წავიდა.

სად წავიდა? სავარაუდოდ დამიანესთან.

რატომ წავიდა? რადგან საბოლოო დარტყმა მიაყენოს.

ჩემმა გრძნობებში გამოტყდომამ რაფაელს უკანასკნელი ბიძგი მისცა. ღმერთო, ამით მხოლოდ ის გავაკეთე რაც მას სჭირდებოდა. ნიკუშასთან დიალოგი გამახსენდა.

საბუთები...

ახლად ნაწვიმარ ასფალტზე ძალაგამოცლილი ვეცემი და ვგრძნობ, თხელი შარვლის მიუხედავად მუხლები როგორ მიტყავდება. უხმოდ ვხავი და ფეხზე წამოდგომას ვცდილობ. ისევ წვიმას იწყებს. ძვლებს ვიმაგრებ და წელში ვსწორდები. ჩქარი ნაბიჯებით ვიწყებ სიარულს და ისევ სირბილს ვიწყებ. ლოყები მიხურს, მთელი კანი და სხეული ნორმალურ ტემპერატურას სცდება. სირბილისას მოხვედრილი ცივი ჰაერი აზროვნებას უფრო მიფართოებს.

საბუთები... ჩვენება... დღევანდელი დღე... შუა შემოდგომა... ღამის თორმეტი საათი.

ძალა გამოცლილი გაჩერებასთან ვჩერდები. ტრაფარეტზე წითლად გამოსახულ საათს ვუყურებ. თორმეტამდე 20 წუთი რჩება. ჯიბეებს გულდასმით ვიქექ და მახსენდება, რომ მობილური იმ ჩემოდანში მქონდა, რომელიც სახლში იატაკზე დავაგდე. დამიანეს ვერ დავურეკავ. წვიმის წვეთებს შუბლიდან ცალი ხელით ვიშორებ და ღრმად ვსუნთქავ. თუმცა არ ვიცი, ეს მართლაც ცის ტირილია თუ ცივი ოფლი მასხამს. წელში ვიმართები, ნაბიჯებს მთელი ძალისხმევით ვდგამ და ვკანკალებ. მცხელა, მცივა, წარმოდგენა არ მაქვს რამჭირს. მთავარია დამიანეს მივუსწრო.

შესახვევში თვალს წითელი და ლურჯი განათებები მჭრის. ვხვდები რაც ხდება და გული საგულედან პირდაპირი მნიშვნელობით მიხტება. სირბილს ვაგრძელებ, ვცდილობ მანქანებს დავეწიო და გავასწრო კიდეც, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ სუპერძალებით დაჯილდოებული არ ვარ... სირბილს მაშინ ვწყვეტ როდესაც ვხედავ, რამის ოცკაციანი სპეცნაზი როგორაა შემოვლებული დამიანეს სარდაფს. თეთრ შუქებს თვალს ვაყოლებ, რომლებიც ვხედავ კორპუსის სადარბაზოებში სართულიდან სართულამდე როგორ ადიან და ვხვდები, რომ დამაგვიანდა.

დამიანე*:

სანამ მანქანისთვის გასაჩერებელ ადგილს ვეძებ, ვხედავ როგორ დგას აბესაძე შესასვლელთან და სიგარეტს დრაკონივით ეწევა. მიკვირს, რომ ამ შუა ღამეს განყოფილების ტერიტორია საპატრულო მანქანებით გავსებულია. სწრაფად გადავივარ და ნიკუშას ვუახლოვდები.

- აქ ღამღამობით სულ ესეთი ამბავია?

თავით, ნახევრად ღიმილით საპარკინგო ადგილზე ვანიშნებ. სერიოზული გამომეტყველება არ სცილდება. სიგარეტს აქრობს და უკანასკნელ ნაპასს ძალიან ნელა უშვებს პირიდან.

- შიგნით შევიდეთ.

გამჭირვალე შენობას გარედან თვალს ვავლებ. კაციშვილის ჭაჭანება არაა, რაც ძალიან მაეჭვვებს და ერთ ადგილზე ვი

კუშა რა ხდება?

- შენც ხვდები, რომ რაღაც რიგზე ვერაა, არა?!

ისე იცინის, მგონია ახლა სადაცაა ტირლიში გადაუვა. პანიკურად. თავს ყოყმანით, უარის ნიშნად ვაქნევ და თვალებში ვაშტერდები. რაც არ უნდა მითხრას, ვხვდები რომ გამოცარიელებულ პოლიციის შენობაში შესვლა ნამდვილად არ მინდა.

- ერთადერთი ადგილი აქაა, სადაც ახლა არ მოგძებნიან. რამდენიმე საათით მაინც. - თვალებს ისრესს და სიტყვებს ძლივს აბამს ერთმანეთზე. საშინლად ვიბნევი და წარბებს ერთმანეთს ვაახლოებ. ტუჩებს ერთმანეთს ვაცილებ, რომ კითხვები ძმაკაცს დავაყარო. ჩანაფიქრს მაშინვე მიხვდებდა და ლაპარაკს მასწრებს.

- ძალიან მეეჭვა შენი კოტეს საქციელი. უფრო იმ სამი კაცის, ვისზეც მომიყევი. ეგრე მარტივად ეგ ტიპები არ პატიობენ. ციხიდან რა ამბები მაქვს იცი მოსმენილი? იფიქრებ, ჩავჯდები, ჩემსას მოვიხდი და რომ გამოვალ უკვე აღარც ვემახსოვრები მაგ ნარკო მევალეებსო. არადა თავს როდესაც ყველაზე მშვიდად და დაცულად გრძნობ, ზუსტად მაშინ მოგაყენებნ საბოლოო დარტყმას. და შენი ჯერი ამ ღამ დადგა, დამიანე.

- ამიტომ მითხარი პირდაპირ აქ მოდიო?! რას ბოდიალობ? - გაუგებრობისგან ხმას ისე ავუწიე, ვერც გავაანალიზე. კისერი ერთიანად დამეჭიმა.

- ახლა შენს სახლს, მინიმუმ 4 მანქანის ხალხი ახვევია. ხვდები ეს რას ნიშნავს?! - თვალებში მიყურებს და ცდილობს ჩემი გამომეტყველებით პასუხი ამოიკითხოს. რათქმაუნდა ვხვდები, უბრალოდ შოკირებული ორ ასოს ერთმანეთზე ვერ ვაბამ, რომ დავეთანხმო.

- ამაზე მინდოდა ლაპარაკი, მაგრამ სანამ შენ მოხვედი, წავიდა კიდეც ის დაწყევლილი რაზმი.

- და აქ მოსვლით საქმეს გავამარტივებდი, რომ მთელი კორპუსი არ აეწიოკებინათ?!

- არასწორად ნუ მიგებ, შენზე არავინ იეჭვებდა. არც იციან როგორ გამოიყურები. ამიტომ გადავწყვიტე, რომ აქ შეგხვედროდი.

- როგორ მოხდა?...

ამოვიბურტყუნე და ხის სკამზე ჩამოვჯექი. სახეს წვალება დავუწყე. ფრჩხილებს მთელი ძალით ვისობდი ოდნავ ამოსულ წვერზე- ცოტაც და კანს ავიძრობდი.

- ვიღაცამ... ვიღაცამ ჩვენება შემოიტანა. დღეს ვნახე. ვიცოდი ამ ღამ დაგადგებოდნენ. მოგაცილე იმ ადგილს. იქ ვეღარ მიისვლები. ჩემთან გადმოდი და რამეს მოვიფიქრებთ.

- რას მეუბნები ნიკუშა?!

- იმას, რომ დღეს ამთავრებ შენს პროფესიულ მოღვაწეობას.

თვალებს მიბრიალებს და იმუხლება. მჯდომიარეს მუხლებზე მეყრდნობა და თვალებში მიყურებს. ორივე ხელი პირზე მაქვს აფარებული და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობ.

-ვინ მისცა ჩვენება?!

თავი სინანულით გააქნია- წარმოდგენა არ მაქვს. ანონიმი იყო.

-ჯანდაბამდეც გზა გქონია, კოტე!

ფეხზე წამოვდექი და სანაგვე ურნას ფეხი მთელი ძალით გავკარი.

-დამიანე დაწყნარდი რა!

-დავწყნარდე?! ალბათ მეხუმრები ხო? მაგ კაცმა სახლი წამართვა! ფული წამართვა! უარაფროდ დამტოვა! -ღრმად ამოვიხუნთქე.ყველანაირად ვცდილობდი არ მეღრიალა და ქცევები მეკონტროლა, რადგან დარწმუნებული ვიყავი პოლიციის კამერები კარგად ფუნქციონირებდა და ამაზე მეტი შარი აღარ მჭირდებოდა.

- გველივით შემომისისნდა! მეც დავიჯერე, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა. რა დებილი ვარ! რა დებილი ხარ დამიანე!- საკუთარ თავს მუშტებს ვუშენდი. ნიკუშა

გაშეშებული მიყურებდა.- შენ წარმოდგენა არ გაქვს, როგორი ზიზღით მაძლევდა ხოლმე იმ ხუთ პროცენტს. ახლა ყველაფერი გასაგებია. თურმე რა ხალხთან არის შეკრული! ეჭვიც არ მეპარება, რომ მათ ნახევარს მაინც უხდის, თუ მეტს არა!

საკუთარი თავი ხელში ავიყვანე და მუხლებს დავეყრდენი. ასე მეგონა ძვლები მიკანკებდა. იმდენად გაცეცხლებული ვიყავი, პირიდან ორთქლიც კი ამომდიოდა.

თავში ელვასავით გამიელვა ჩემმა ყინულისთვალებამ და მაშინვე წელში გავსწორდი.

-ნატალია… ჯანდაბა, ნატალია იქ არის! უნდა წავიდე.

ძლივს მივაყარე ძმაკაცს სიტყვები და მანქანისკენ ჩქარი ნავიჯევით გავემართე. აბესაძე წინ გადამიდგა და მხრებით დამიჭირა.

-ნუ გააფრინე ახლა! შენი იქ მისვლით ხვდები მაინც რას იზამ?!

-არა, წარმოდგენა არ მაქვს ნიკუშა მაგრამ ახლა ჩემთვისის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ნატალია იმდენ პოლიციელს მარტო არ გაუმკლავდეს! მით უმეტეს კოტეც თუ იქ იქნება…

-ახლა კარგად მომისმინე!- მხრებით კიდევ ერთხელ დამიჭირა და შემარხია. საჩვენებელი თითი ცხვირწინ ამიწია და თვალებში შემომხედა. ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. ერთიანად ვდუღდი, აქ დარჩენა არ შემეძლო. აბესაძემ საუბარი გააგრძელა, თან ცდილობდა არ ეყვირა, რომ ზემდეტი ყურადღება არ მიექცია.- კოტეს იქ არაფერი ესაქმება, დამიჯერე! არც ნატალიას და რომც იყოს, გაუმკლავდება. ამ ღამით ყველაფერი უნდა დაივიწყო საკუთარი თავის გარდა, რომ გადარჩე! გესმის დამიანე?! - მხრებიდან ხელები სახემდე ამოიტანა და თავი გამიმაგრა.- ამ ღამ უნდა გადარჩე! შემომხედე!

საუკეთესო ძმაკაცის სიტყვებს ძალიან კარგად ვააზრებდი, მაგრამ ნატალიას წარმოდგენისას გული გაასმაგებით მიწყებდა ცემას. ახლა, როცა ვიცოდი რომ ის იქ იყო, მე კი აქ, სული მეხუთებოდა. ჩემზე არაფერი სმენია საღამოს შემდეგ. ალბათ, ჩკუიდან გადავიდოდა…

- დარეკვას ვცდი.

ტეფონი კანკალით ამოვიარე ჯიბიდან.აბესაძემ მაშინვე ხელიდან გამომტაცა და თავისი გამომიწოდა.

-შეიძლება გისმენდნენ. საერთოდ გათიშე.

თავი დავუქნიე ძმაკაცს და დავუჯერე. ნატალიას ნომერი მის ტელეფონში ავკრიფე.

მიდი ნატალია… მიპასუხე. გთხოვ მიპასუხე!

- არ პასუხობს.

ნიკუშას თვალებს განგაში გქონდათ ატეხილი, ისევე როგორც, ჩემსას. მომიახლოვდა და კვლავ თვალებში ჩამაშტერდა.

-დამიანე! გახსოვდეს, შენი თავი ყველაზე მნიშვნელოვანია!

- ნიკუშ, არ შემიძლია…

ხელი ავუქნიე და ძალაგამოცლილმა გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი მანქანისკენ.

- ამ ყველაფრის მორალს კარგად ვერ იაზრებ!

- და ვის სჭირდება მორალი სიყვარულში?!- დავუყვირე, თუმცა ეს ამოხავლებას უფრო ჰგავდა. ყოველი სიტყვის თქმისას ყელი მიდუღდებოდა.- მორალი სუსტების მოგონილია, ნიკუშ. სუსტების.

სევდიანად გავიღიმე და მანქანაში ძალიან სწრაფად ჩავჯექი. არ ვიცოდი რაზე მეფიქრა. პოზიტიური ფიქრებით არასდროს გამოვირჩეოდი, ახლა მით უმეტეს. რეალისტურადაც ვერ ვიფიქრებდი, ცუდზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი… ნიკუშა პოლიციის მანქანით უკან მომყვებოდა და ცდილობდა გზა გადაეჭრა

ჩემთვის, მაგრამ ვიწრო ქუჩა ამის საშვალებას არ აძლევდა.კორპუსიდან მოშორებით, იმდენად ძლიერ დავამუხრუჭე, რომ დამწვის სუნი სწრაფად დადგა. მანქანა სწრაფად ჩავაქვრე და გადავედი. ნამდვილი სანახაობა იყო გამართული. ოცი მეტრის მოშორებით ვუყურებდი ძალიან ბევრ თეთრ, წითელ და ლურჯ შუქებს. ყვითელ ლენტებს სარდაფის გარშემო. რაციების ერთმანეთში არეულ ხმებს და…

-დამიანე!

მესმის იმედის მომცემი ხმა. გვერდით ვიხედები და სანახაობით შოკირებული ნახევრად ვტრიალდები. ყინულისთვალება თვალს მისწორებს თუ არა, სახეზე შვება ედება. ჩემსკენ უსწრაფესად მორბის, გუბეებში მოურიდებლად აბიჯებს და მთელი ძალით მეხუტება. მაფერადებს, მავსებს, მამშვიდებს. თვალებს ვხუჭავ და ძლიერ ვიხუტებ. ჩემს მკერდზე აქვს მოკრული თავი და სლუკუნს ვერ წყვეტს. ყელში ვგრძნობ უდიდესი ბურთი როგორ მეჭედება და ასე მგონია მალე გავსკდები. ხელს მის დასველებულ თმებზე ვუსმევ და ვამშვიდებ.

-წადი დამიანე! აქ არ უნდა მოსულიყავი! მალე წადი აქედან, გემუდარები!

რამის მიკივის და თხელ მოსაცმელზე მთელი ძალით მეჯაჯგურება. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდის და თვალებით მევედრება. ოღონდ რას, ვერ ვიაზრებ.

- ამჯერად მართალს გეუბნება, დაუჯერე.

ნიკუშას ხმის გაგონებისას ორივე მისკენ ვაბრუნებთ თავს. გაურკვეველ მზერებს ვცვლით სამივე ერთმანეთში და ნატალია ხელს მსუბუქად მიშვებს.

-წადი, წადი დამიანე!

თითქმის ჩურჩულებს. მის თვალებს ვეღარ ვხედავ, იმდენად დაბლა აქვს თავი დახრილი. ერთიანად გალუმპული თავს ძმაკაცისლენ ვაბრუნებ, მაგრამ ადგილზე აღარ მხვდება. თვალებს ვაცეცებ. ახლა ნიკუშა ჩემი ერთადერთი იმედია. ვხედავ მოშორებით თავისიანებში როგორ ირევა და რამოდენიმესთან საუბარს აბამს.

-დამიანე! უნდა წახვიდე. გევედრები ახლავე ჩაჯექი მანქანაში და წადი! ნიკა მოგივლის, გადაგარჩენს!

საყვარელი ქალის აკანკალებულ ხელებს, არანაკლებ კანკალით ვიქცევ ჩემსაში და ართრთოლებულ ტუჩებზე ვეხები. თითქოს შვებას და ხნას ვეხებ. ოდნავ ეშვება ვგრძნობ, თუმცა მაინც სლუკუნებს და მისმა ასეთმა მდგომარეობამ რამის მეც ტირილი დამაწყებინოს. ვიაზრებ, რომ საშინელ შარში ვარ გახვეული და ფიქრებიდანაც რამდენჯერმე ტკაცუნის ხმას გამოვყავარ. ნატალიას ვშორდები და იქეთ ვიხედები საიდანაც ხმა მოდის. ლამპიონის ქვეშ ვხედავ, რაფაელი როგორ დგას და ტაშს უკრავს. ნატალია მშორდება და თავს უფრო დაბლა ხრის. დაბნეული უარესად ვიბნევი.

-რაფო? შენ აქ რაღა გინდა.

მასთან ერთად ვცდილობ სიტუაციასაც მოვავლო თვალი.

-სანამ ისინი ყველაფერს გაარკვევენ, სიმართლის თქმას იმსახურებ დამიანე.

ახლა მგონია, ისიც მეტყვის რომ აქედან რაც შეიძლება მალე უნდა წავიდე და მწარე რეალობას თვალებში უნდა ჩავხედო. მაგრამ კაცის ხმას საყვარელი ქალის აკანკალებული ხმა ცვლის.

- არ გინდა, რაფაელ!

- რა?!- გაკვირვებისგან რამის მუხლები მომეკვეთოს და კბილები კაწკაწს მიწყებს. ნატალიასკენ ვიყურები მაგრამ რაფაელს თვალს არ აშორებს და ცრემლებად იღვრება.- ერთმანეთს იცნობთ?!

ნატალია წამით სუნთქვას აკავებს, თვალებს მაგრამ ხუჭავს და ჰაერს მთელი ძალით უშვებს გარეთ.

რაფაელის ჩაცინებისას მისკენ ვაბრუნებ თვალს. ვერაფერ ვხვდები, რა ხდება და ვაანალიზებ, რომ უბრალოდ მინდება ყინულისთვალებას ხელი დავავლო და აქედან მართლაც წავიდე.

- გაინტერესებს ვინ მისცა ჩვენება?!

- ჯანდაბა რაფაელ! გააჩუმე შენი აქოთებული ენა!

აგრესიას ერთიანად აფრქვევს ნატალია და ერთ ნაბიჯს მისკენ დგამს. ერთ ადგილას ვიყინები და ვხვდები, ახლა რაც არ უნდა მოხდეს, ამისთვის მზად არ ვარ. ერთი დღისთვის მეტისმეტია.

- უნდა თქვა დამიანე, გინდა თუ არა სიმართლე.-აგრძელებს რაფაელი.

- დამიანე, წადი აქედან.- მოსაცმელზე მეჯაჯგურება ნატალია და ცდილობს თვალი გავუსწორო.გაშტერებული ვუყურებ ერთ წერტილს და ვერ ვინძრევი. მის თვალებს ვხედავ, შიშით სავსეს და შემდეგ ისევ რაფაელს ვუბრუნდები, მომღიმარს.

- მითხარი.

საკუთარი სიტყვა ორგანიზმში ჭექა-ქუხილივით მივლის.

- დამიანე შემომხედე!

ნატალიას ხელებს ვკიდებ და ოდნავ ჩემგან ვწევ. სიმართლის ცოდნა მინდა, შემდეგ ისევ მივცემ უფლებას ჩამაფრინდეს და ერთად დავტოვებთ აქაურობას.

- ჩვენება შენმა ყინულისთვალებამ მისცა, თვეების წინ.- ღიმილი გაზარდა რაფაელმა. ვიგრძენი ვიბრირება, რომელმაც გულზე მომიჭირა. მიჭერდა და მიჭერდა. რაფაელის ღიმილი ჭკუიდან მშლიდა. ნატალიას განადგურებული სახე ყველაფრის აღქმას მიმარტივებდა. თმებში წაეჭიდა ხელები და რაფაელს რაღაცას უყვიროდა. არ მესმოდა. საკუთარი გულის ცემის და წვიმის წვეთების ხმის გარდა არაფერი მესმოდა.

- აქ რა გინდათ? იცნობთ ამ კაცს? - მიმართა ერთერთმა ფორმიანმა რაფაელს, რომელიც ჩვენსკენ მოემართებოდა.

- ეს ის მოკვდავია, რომელმაც ჩემს დას სიცოცხლე წაართვა!

-რა?!

რაც ძალა მქონდა, ოთხმაგი გაკვირვებისგან ამოვილაპარაკე.

- არარიან ესენი, რაღაც გაუგებრობაა.- საუბარში მაშინვე აბესაძე ერთვება და პოლიციელს რაღაცას უხსნის. ვერც ამას ვიგებ მაგრამ ფორმიანი ეჭვის თვალს გვავლებს სამივეს და გვტოვებს.

- აქ რა გინდა რაფაელ?!

- ასე ძალიან რატომ გიკვირთ თქვენი ძმაკაცის დანახვა, არ მესმის.

ღიმილით ჩაილაპარაკა და ხელები გადააჯვარედინა. ნიკუშას გამოშტერებული ვუყურებ და ვცდილობ მისი გამომეტყველებით რაიმე გავარკვიო. ნატალიას ტუჩებგაპობილი მისჩერებია. ყინულისთვალება წაშლილი, ტკივილით სავსე თვალებით ოდნავ თავს უქნევს და ისევ თვალებს ხუჭავს, რომ ტირილი შეწყვიტოს. მინდა მასთან მივიდე, დავამშვიდო და ჩავეხუტო. მაგრამ ფაქტია ზედმეტად აბურდული და ცრუ ინფორმაციისქვეშ ვიმყოფები, რომელიც მაბრუებს და ვერ ვინძრევი.

-ვისი აქ ყოფნაც არ უნდა გახარებდეს, ისაა.- თავით აგდებულად ანიშნებს რაფაელი ნატალიაზე.

- გთხოვ…

მის ჩურჩულს მხოლოდ მე ვიგებ, იმდენად ხმადაბლა ამბობს და პირზე ხელს იფარებს, რომ სლუკუნი შეიკავოს.

-რაფაელ სიმართლეზე საუბრობ, შენგან ხომ არ დაიწყებდი?!

-რა?! ნიკუშა…

ისეთ სიტუაციაში ვვარდები რომ ახლა მუხლები მართლა მეკეცება და ასფალტზე ძალიან ნელა ვჯდები. ყველაფრის ქვემოდან ყურება არც ისეთი მარტივია, მაგრამ ფეხებში ძალა არ გამაჩნია. ვხვდები, რომ ყველამ რაღაც იცის და მე არაფრის აზრზე არ ვარ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მალე თუ არ წავედი აქედან მართლა დამიჭერდნენ. ძმაკაცს ჯერ კიდევ მშველელის თვალებით ვუყურებ, როგორ უახლოვდება რაფაელს და თვალს უსწორებს.

- თქვი. უფრო საინტერესო სპექტაკლი გამოვა. მე აღარაფერი მადარდებს.-მხრებს იჩეჩს და ნიკუშაც მაშინვე უკან იხევს. ისეთი თვალებით მიყურებს რომ ხვდება, აქ მართლაც ზედმეტი ვარ და ვღიზიანდები, მაგრამ ვერ გამოვხატავ. ქვასავით ხან სად ვაგორებ თავს, ხან სად. სრულიად პარალიზებულიმაქვს სხეული და ერთიანად ვბუჟდები.

- მე წავალ, თქვენთვითონ გაარკვიეთ. დამიანე ხუთ წუთში აქედან მოუსვი! - თითქოს სანდომიანი მზერა გამიცვალა ნიკუშამ და კვლავ თავისიან ფორმიანებს გადახედა.

- რა იყო პოლიციელო, ხელების გასვრის შეგეშინდა?! დარჩი, შენ ხომ ჩვენი მეგობარი ხარ. სანახაობით ნამდვილად ისიამოვნებ.

რაფაელის სიტყვებს აბესაძემ ყურადღება არ მიაქცია ისე აუჩქარა ნაბიჯებს. თვალი გავაყოლე. ორივე ხელი კეფისქვეშ ამოიდო და გავიგე როგორ ამოიოხრა. რაღაცას გაურბოდა, რატომ მტოვებდა?! საერთოდ რა ჯანდაბა ხდებოდა?!

- რაფაელ რა ხდება?! დაასრულე. რეებს ბოდიალობ! აბა შევეშვი წამალსო?!

- გგონია, რომ კაიფში ვარ?! არა დამიანე, კაიფში შენ ცხოვრობდი მთელი ერთი წელიწადი, საყვარელი ქალის გვერდით.

- გაჩერდი, საკმარისია!- რაც ძალა აქვს ხვნეშის ყინულისთვალება. მუხლებზე ეცემა და მუცელზე ხელს იჭერს, თითქოს სპაზმებს იკავებს რომ უარესად არ ისლუკუნოს. მასთან საუბრის ძალას ვერ ვპოულობ ასეთს რომ ვხედავ და ისევ რაფაელს ვუბრუნდები

უიღბლობის კანონი თავზე დამტრიალებს და ყვავივით დამჩხავის: “ცუდის შემდეგ აუცილებლად უარესი ხდება”…

- ძალიან გიყვარს?

მეკითხება ისე, რომ მას თვალს არ აშორებს. კითხვას ვერ ვპასუხობ, მაგრამ დაზუსტებით ვიცი რომ პასუხი მშვენივრად იცის. სახე კმაყოფილებისგან ეშმაკს წაუგავს და ისევ იცინის.

- ნატალია, არა? ჰა შენს საფინალო გამოსვლას გააკეთებ, თუ დამითმობ?-მიმართავს სიცილით. ნატალია მე მიყურებს და თავს ძალიან მსუბუქად აქნევს. თითქოს უბრალო გამოძრავებაც კი ტკივილს ანიჭებს.

- გემუდარები! ადამიანობა თუ გაგაჩნია გაჩუმდი!

- ანუ, მე მითმობ?

- გთხოვ!

- მაშინ შემხვეწებოდი, როდესაც რაღაც რაღაცეებზე უარს უკარებასავით მეუბნებოდი!

არა, არა… არა! ეს ის არ არის… დაბნეული და არეული ვარ! არასწორად მესმის ყველაფერი. ეს არ ხდება! ეს ყველაფერი აბსურდია. მინდა ფეხზე ავდგე, ვიღრიალო და ორივე გავაჩერო მაგრამ არაფერი გამომდის. რაფაელს წარბ-ათამაშებული მზერა ჩემსკენ გადმოაქვს. ნატალიასკენ წამით ვიხედები.

ასფალტს თვალდახუჭული მისჩერებია და ისე იკლაკნება, ვერ ვხვდები რა სჭირს. გონებაში ნათურები მიციმციმდება და გოგოლიძეს თვალს ვუსწორებ.

- ნატალიაა, ვისზეც ასე უგონიდ ხარ შეყვარებული, არა?! ამას ამიტომ აკეთებ?

კითხვას ვასრულებ თუ არა ტაშს კრავს და მიცინის.

- პირველ შემთხვევაში მართალი ხარ, მაგრამ მეორეს მხრივ არა. ამას იმიტომ ვაკეთებ რომ… პრინციპში იცი რატომაც! და მომიკალი დამიანე! წარბიც არ შეგხრია ეს ამბავი რომ გაიგე!

- რაზე საუბრობ, საერთოდ და რომ გყავდა ესეც არ ვიცოდი! რეებს ბოდავ?!

ვგრძნობ, ნატალიას მსგავსად როგორ მეწყება სხეულის კანკალი და ვიკლაკნები. იმაზე უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს, ვიდრე ეს გარედან ჩანს. გამოდის, ერთმანეთს იცნობენ. რაფაელს უყვარს, ნატალიას არა. ნატალიას მე ვუყვარვარ… ნიკუშა რაღაცის აზრზეა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვხვდები რის. და მე სადაცაა დამიჭერენ, მაგრამ საკუთარ ხელებზე აქსესუარად ცივი მეტალის დადება ახლა ყველაზე ნაკლებად მადარდებს. ბორკილები ჩემს ემოციებს ისედაც ედებოდა ნელნელა, იმიტომ რომ ვერაფერს გამოვხატავდი.

- კარგი, ამაზე მერე დაგელაპარაკები და ყველაფერს კარგად გაგახსენებ. მაინც ბევრი საფიქრალი გექნება ციხეში და გაგართობ ხოლმე.- მისი ხარხარი ასე მგონია მთელს უბანს ესმის. წარმოდგენა არ მაქვს მთელი პოლიციის ჯგუფი აქ მომხდარს რატომ არ აქცევს ყურადღებას…-ახლა კი, რას იზამ. მე მითმობ ხო?

მიმართავს ნატალიას და მეც მისკენ ვიხედები. ტკივილით გაჟღენთილი მიყურებს და იმდენად კანკალებს, მიჭირს კიდეც რომ ნორმალყრად აღვიქვა.

- ნატალია, რა ხდება?!- მის თვალებში ძალას ვპოულობ და ვეკითხები. ყველაზე ცუდზე ვფიქრობ, რაც კი შესაძლოა მოვისმინო, მაგრამ ფიქრი საშვალებას არ მაძლევს.

რაფაელის სიტყვები მყინავს და ახლა თავიც პარალიზებული მიხდება.

- ნატალია არა, ელიზაბეტი ჰქვია. არც ის ყინულის თვალებია რეალური, რომელიც ასე ძალიან გიყვარს.ლინზებია, ჩვეულებრივი, მომწვანო თვალები აქვს. არც შავი თმები აქვს, შეღებილია და ოდნავ დაგრძელებული.- რაფაელი იცინის. ‘ ნატალია’ თვალებს ისე მაგრად ხუჭავს, წამწამებიც ძლივს მოუჩანს. ხმის ამოუღებლად ტირის და თავის თმებს ეჭიდება.იმდენად დაბლა იხრება, რომ საკუთარ მუხლებს ეხება. თმიდან ხელს არ იშვებს და რაღაც არაადამიანურ, არარეალურ ხმას გამოსცემს, რომელიც სულს მიქვავებს პირდაღებული თვალს ვერ ვაშორებ და რაფაელის სიტყვებისგან გამოწვეულ ტკივილს გულში ვაგროვებ. მეკუმშება, მეხსნება. არითმია. წნევა მიწევს, შემდეგ მივარდება და ვგრძნობ ნელნელა გონებას როგორ ვკარგავ. ყურები მტკივა, სისხლის დენას ვგრძნობ. ჩემი სიზმარი მახსენდება და ახლა ტვინის ნაწილაკები იწყებენ ნელნელა ჩაქრობას. საკუთარ მუხლებბს ვეყრდნობი იდაყვებით და თმებში ხელს ვიცურებ. მთელი ძალით ვღრიალებ და ვგრძნობ სანახევროდ როგორ ვიცლები. ჩემი ხმა ყველაფერს აზანზარებს და გულიც ვგრძნობ ნელნელა როგორ უმატებს ბიძგებს. ცა ცალკე იცლება სითხისგან, მე ემოციებისგან და თავი ყველაზე უსუსური არსება მგონია.

- ასეც ნუ განიცდი. ასეთ ქალს მალე გადაიყვარებ. ღირებული არაფერი გააჩნია, დამიჯერე.

- დამიანე…- მხარზე ხელის შეხებას ვგრძნობ. ხმით ვხვდები რომ ნიკუშაა. თავის ამოწევა არაფრით არ მინდა, რადგან მას დავინახავ, ამას კი მართლა ვეღარ გავუძლებ. ვგრძნობ ცრემლები როგორ მომდის და ცხოვრებაში მეორედ ვტირი. უფრო სწორად, ვღრიალებ.

- რატომ?! ღმერთო რატომ?! შენ თუ მართლა რეალური ხარ ასეთი რა დაგიშავე?!

თავჩაქინდრული ვხავი და საკუთარ კისერს ისე ვეჭიდები რამის მომძვრეს. მინდა რომ ყველაერი დამთავრდეს.მინდა გამეღვიძოს და ესეც იმ საშინელი გველივით, სიზმარი აღმოჩნდეს.

- მაგ ღმერთის მაგივრად მე გაგცემ პასუხს.- აგრძელებს რაფაელი.მისი ხმა უკვე მეზიზღება. დამატებით იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა აკავშირებთ მას და ჩემს წინ მუხლებზე დაცემულ ქალს…- ის შენთვის გამიზნული შხამი იყო და მიზანშიც ზუსტად მოგხვდა. ეს არის და ეს. დანარჩენს, როგორც ვხვდები აქ ვეღარ მოვასწრებთ.

მის ბოლო წინადადებას ვერ ვიაზრებ, მაგრამ პირველი გონებაში გაფუჭებული ფირივით მიტრიალებს. “გამიზნული შხამი… გამიზნული შხამი… გამიზნული შხამი…” არვიცი, რამდეჯერ ვიმეორებ გონებაში მაგრამ რაფაელის ბოლო წინადადებას აზრი ეძლევა. ფეხზე რამდენიმე კაცი მაყენებს. რაღაც თვალებში მანათებს და ზურგს უკან ხელებზე ცივ მეტალს ვგრძნობ. ნიკუშას ვხედავ, რომელიც აცრემლიანებული თავს აქნევს და მომუშტული უყურებს ყველაფერს. რაფაელი არსად ჩანს. შემდეგ ჩემს წინ ვიხედები და სულაც არ მიშლის დამაბრმავებელი შუქები, დავინახო ის რაც ასფალტზეა დამხობილი.ისევ ტირის, კანკალებს. თვალებით, რომლებიც ასე ძალიან მიყვარს თავს “არას” გამოსახატად აქნევს. ვგრძნობ, სადაცაა სუნთქვა გაუწყდება და საკუთარი ცრემლები დაახრჩობს. ძლიერი ხელები მისი მიმართულებით მიმაათრევენ. როგორღაც ვეწინააღმდეგები და მასთან ძალიან ახლოს ვჩერდები. გაბზარული თოჯინასავით მიყურებს თვალებში, ისე რომ არც ახამხამებს. წამები იზრდებიან და ფეხებთან ‘ნატალიასთან’ ერთად მეხოცებიან. მას , მისი დრო ჰქონდა, რომელშიც მე კარი დამიკეტეს , შეიძლება კარგიც არის ეს ან ცუდიც, არავინ იცის და ვერც გაირკვევა. რადგან ჩვენი დრო ერთადაც რომ იყოს, ვაანალიზებ, რომ ჩვენ არავინ ვართ..რადგან, ნატალია მეტრეველი აღარ არსებობს.

***

“-ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ…
-ჰო,მაგრამ ზოგჯერ სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს.
-შენი გზა შენს სურვილზეა დამოკიდებული. თუ ჩათვალე, რომ არ გაქ, ანუ უბრალოდ ასე გინდოდა.
-ეგ რათქმაუნდა,სხვა გზა ყოველთვის არსებობს. მთავარი ის არის, რამდენად არის მისაღები შენთვის.”



№1  offline წევრი Hickie

ეს რა იყო... დამიანემ კიარა მე ვიგრძენი ყველაფერი ???? არადა როგორი იმედი მქონდა, რომ ელიზაბეტისგან გაიგებდა სიმართლეს სულ სხვანაირ ვითარებაში

 


№2  offline მოდერი Moonlight17

pensive pensive
Hickie
ეს რა იყო... დამიანემ კიარა მე ვიგრძენი ყველაფერი ???? არადა როგორი იმედი მქონდა, რომ ელიზაბეტისგან გაიგებდა სიმართლეს სულ სხვანაირ ვითარებაში

 


№3 სტუმარი stumari

ყოველ თავს სულ შიშით ვკითხულობდი დასაწყისიდანვე და ველოდებოდი რომ რამე ცუდი მოხდებოდა. მაგრამ ამ ცუდმა მოლოდინებს გადააჭარბა.
ძალიან კარგი იყო, ყოჩაღ <3

 


№4  offline მოდერი Moonlight17

დიდი მადლობა ❤️
stumari
ყოველ თავს სულ შიშით ვკითხულობდი დასაწყისიდანვე და ველოდებოდი რომ რამე ცუდი მოხდებოდა. მაგრამ ამ ცუდმა მოლოდინებს გადააჭარბა.
ძალიან კარგი იყო, ყოჩაღ <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მიყვარს ეს იტორია და შენ დღეს ამ სიყარულითა და ჩემი ავადმყოფობით ისარგებლე, რადგან ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა!!!
მოვა დრო და მეც გატირებ!

 


№6  offline მოდერი Moonlight17

ისეთი მუქარაა, არ ვიცი შემეშინდეს თუ გამიხარდეს. :დდ მაგრამ ვიცი გამკეთებელი ხარ და ერთი სულით გელოდები შენც და დორიტოსებსაც ❤️
ენ ჯეინი
მიყვარს ეს იტორია და შენ დღეს ამ სიყარულითა და ჩემი ავადმყოფობით ისარგებლე, რადგან ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა!!!
მოვა დრო და მეც გატირებ!

 


№7  offline წევრი ნანა73

შხამმა შთანთქა ყველა და ყველაფერი...მოსალოდნელიც იყო... მაგრამ ცუდი და უარესი ასე ერთბაშად.?. რთული ამბავია. ველოდები დასასრულს. კარგად წერ ❤️

 


აუუ იმედია დამიანე გამივა ციხიდან ცოდოა

 


№9  offline მოდერი Moonlight17

დიდი მადლობა ❤️ ჯერ დასასრულის რა მოგახსენო, მაგრამ შემდეგი თავი მალე იქნება❤️
ნანა73
შხამმა შთანთქა ყველა და ყველაფერი...მოსალოდნელიც იყო... მაგრამ ცუდი და უარესი ასე ერთბაშად.?. რთული ამბავია. ველოდები დასასრულს. კარგად წერ ❤️


კი, მართლა ცოდოა:(
თამო ლელუაშვილი
აუუ იმედია დამიანე გამივა ციხიდან ცოდოა

 


№10 სტუმარი იმედი

არ ვიცი რომელი უფრო შემეცოდა. დამიანე თუ ნატალია ელიზაბეტი.
შენ კი ძალიან კარგი ხარ. ასე გააგრძელე!

 


№11  offline მოდერი Moonlight17

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤️
იმედი
არ ვიცი რომელი უფრო შემეცოდა. დამიანე თუ ნატალია ელიზაბეტი.
შენ კი ძალიან კარგი ხარ. ასე გააგრძელე!

 


№12 სტუმარი Gura

პირველად ვაკეთებ კომენტარს შენს ისტორიებზე და ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა. პირველ რიგში იქიდან დავიწყებ რომ მთვარის წითელი სონატადან მოგყვები და ძალიან მომწონს შენი სტილი. არ ითქვიფები, შენს სტილს არ უხვევ და ეს ძალიან კარგია. ანდრეას და მარიამის ისტორია იყო ისტორია რომელმაც ყველანაირი ბანალურობის სტერეოტიპები დაანგრია და მართლა ძალიან განვიცდიდი რომ დამთავრდა. ახლა ვკითხულობ ამ გამიზნულ შხამს და ბუსუსები მივლის მთელ კანზე :დ რანაირიხაააარ. აი მართლა ფანტაზიაგაქვს ძალიან უცხო. არ წერ ბანალური სიყვარულის ამბებს. ჩახლართულობები გიყვარს.
წერის სტილი ძალიან გაქვს დახვეწილი მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ ნაწერში იგრძნობა რომ მთელს გულს დებ.
ასე გააგრძელე და არ დამაღალატო იცოდე! ❤️

 


№13  offline წევრი elene2619

ჩემი დამიანე როგორ მეცოდება sob სლის ტკივილამდე რომ უყვარს ნატალია pensive
შენ კი სასწაული გოგო heart_eyes
ხარ და მოუთმენლად ველი ახალ თავს heart_eyes

 


№14  offline მოდერი Moonlight17

უღრმესი მადლობა ❤️ ვერც კი წარმოიდგენ ესეთი სიტყვები რამდენს ნიშნავს ჩემთვის! რამდენი ემოცია გამოიწვიე ახლა, შენ ხომ არ იცი! თურმე როგორი ერთგული მკიტხველი მყოლია და არ ვიცოდი. არ დამეკარგო ხოლმე რა! კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ❤️
Gura
პირველად ვაკეთებ კომენტარს შენს ისტორიებზე და ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა. პირველ რიგში იქიდან დავიწყებ რომ მთვარის წითელი სონატადან მოგყვები და ძალიან მომწონს შენი სტილი. არ ითქვიფები, შენს სტილს არ უხვევ და ეს ძალიან კარგია. ანდრეას და მარიამის ისტორია იყო ისტორია რომელმაც ყველანაირი ბანალურობის სტერეოტიპები დაანგრია და მართლა ძალიან განვიცდიდი რომ დამთავრდა. ახლა ვკითხულობ ამ გამიზნულ შხამს და ბუსუსები მივლის მთელ კანზე :დ რანაირიხაააარ. აი მართლა ფანტაზიაგაქვს ძალიან უცხო. არ წერ ბანალური სიყვარულის ამბებს. ჩახლართულობები გიყვარს.
წერის სტილი ძალიან გაქვს დახვეწილი მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ ნაწერში იგრძნობა რომ მთელს გულს დებ.
ასე გააგრძელე და არ დამაღალატო იცოდე! ❤️


დიდი მადლობა საყვარელო ❤️ დამიანე ყველას გვეცოდება:(
elene2619
ჩემი დამიანე როგორ მეცოდება sob სლის ტკივილამდე რომ უყვარს ნატალია pensive
შენ კი სასწაული გოგო heart_eyes
ხარ და მოუთმენლად ველი ახალ თავს heart_eyes

 


№15 სტუმარი სტუმარი lika

ახლა ამ წუთას, ამ თავის წაკითხვის მერე დამუნჯებული ვარ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...ლოდინად ღირდა...
მადლობა რომ არსებობ...მადლობა რომ წერ და შემდეგ ამას ჩვენ გვიზიარებ...მადლობა დამიანესთვის და ნატალიასთვის...მადლობა ყველა წინადადებისთვის და ყველა გრძნობისთვის... მეგობრობა,სიყვარული,ღალატი,იმედგაცრუება...უბრალოდ ყველას ვურჩევ რომ ეს ისტორია აუცილებლად წაიკითხოს, აუცილებლად...

გელოდები ახალი თავით და იმ იმედით რომ დამიანე კარგად იქნება რა თქმა უნდა ნატალიასთან ერთად...❤️

 


№16  offline მოდერი Moonlight17

დამუნჯდი, ემოციებში ხარ... და ახლა მეც არანაკლებ დამამუნჯე! გულს მიჩქარებთ ჩემი მკითხველი ასეთი კომენტარებით! <3 მადლობა თქვენ, რომ არსებობთ და არა პირიქით. უთქვენოდ არც მოტივაცია იქნებოდა წერის და არც ამ საიტზე ატვირთვის სურვილი! ❤️ არვიცი, ალბათ სიტყვებით ვერ გადმოვცემ რამდენად ბევრს ნიშნავს ჩემთვის ასეთი შეფასება!
სტუმარი lika
ახლა ამ წუთას, ამ თავის წაკითხვის მერე დამუნჯებული ვარ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...ლოდინად ღირდა...
მადლობა რომ არსებობ...მადლობა რომ წერ და შემდეგ ამას ჩვენ გვიზიარებ...მადლობა დამიანესთვის და ნატალიასთვის...მადლობა ყველა წინადადებისთვის და ყველა გრძნობისთვის... მეგობრობა,სიყვარული,ღალატი,იმედგაცრუება...უბრალოდ ყველას ვურჩევ რომ ეს ისტორია აუცილებლად წაიკითხოს, აუცილებლად...

გელოდები ახალი თავით და იმ იმედით რომ დამიანე კარგად იქნება რა თქმა უნდა ნატალიასთან ერთად...❤️

 


№17 სტუმარი anuki

მეორედ წავიკითხე და ისევ ისეთ ემოციებში ვარ. აზრზე ვერ მოვდივარ. კომენტარებს გადავხედე და რა გაკვიკეთე მუნლაიიით. მთელი ფანდომი ვტირით მგონი არც ერთს არ წაუკითხავს ისე რომ ან ძალიან არ განაწყენებულიყო ან არ ეტირა. გულზე ომხვდა ამათი ამბავი მაგრამ ხომ ვხვდებოდი რომ ტყუილი დიდხანს არ დაიმალებოდაა:(( ძალიან კარგი ხარ, იცოდე ველი შემდეგ თავს და თუ არ დააგვიანებ უფრო კარგი გოგო იქნები! შენ არასდროს უნდა შეწყვიტო წერა!

 


№18  offline მოდერი Moonlight17

ამათი ამბავი მეც ისე მხვდება გულზე, ვერ წარმოიდგენ...
უდიდესი მადლობა შენ! როგორცვე შევძლებ დავდებ აუცილებლად და თქვენნაირი მკითხველი თუ მეყოლება, არამგონია ოდესმე მუზა დავკარგო ან წერის სურვილი გამიქრეს! ❤️
anuki
მეორედ წავიკითხე და ისევ ისეთ ემოციებში ვარ. აზრზე ვერ მოვდივარ. კომენტარებს გადავხედე და რა გაკვიკეთე მუნლაიიით. მთელი ფანდომი ვტირით მგონი არც ერთს არ წაუკითხავს ისე რომ ან ძალიან არ განაწყენებულიყო ან არ ეტირა. გულზე ომხვდა ამათი ამბავი მაგრამ ხომ ვხვდებოდი რომ ტყუილი დიდხანს არ დაიმალებოდაა:(( ძალიან კარგი ხარ, იცოდე ველი შემდეგ თავს და თუ არ დააგვიანებ უფრო კარგი გოგო იქნები! შენ არასდროს უნდა შეწყვიტო წერა!

 


№19 სტუმარი badgal

დამიანეს რომელმა ფაქტმა ატკინა გული ყველაზე მეტად ჩემმთვის გაურკვეველია. ალბათ ყველაფერმა ერთდროულად იმოქმედა მასზე. შეჯამებასავით რომ გავაკEტო რა გამოდის. საუკეთო ძმაკაცი სიმართლეს უმალავდა, მეორე ზმაკაცი ძმაკაცი არ აღმოჩნდა. მტ ფული დაკარგა და სახლიც ალბათ. ეხლა სად წავა ეგ მხოლოდ შენ იცი ავტოროოო და იმედია მალე გაგვიმხელ. მისი პირველი სიყვარული ის ქაი არ აღმოჩნდა ვინც ეგონა და ყველაზე მტკივნეული მისთვის ალბათ ღალატი იყო :( ვაიმე აი არავის უსურვებდი მართლა ამ ბიჭის ადილას ყფნას მაგრამ ელიზაბეტი ორმაგად მეცოდებ. ჯერ კიდევ არ ვიით ამ ოგომ რა გადაიტანა რაფაელის გაცნობისას. ნელნელა გვიმხელ ავტორო ვატყობ და მალე გაგვიმხილე თორე მე პირადად ამომხდება სული ამათ ლოდინში. ნიკუშა ძალიან საყვარელია მაგრამ მგონი ოდნავ მშიშარა.
ჩემი აზრი იყო ეს მხოლოდ და მხოლოდ. წარმატებები, ერთერთი საუკეთესო ხარ ამ საიტზე რომ იცოდე!

 


№20  offline მოდერი Moonlight17

პირველ რიგში, დიდი მადლობა! ❤️ისევე ცოდოა ელიზაბეტი, როგორც დამიანე. ამაში მეორე აზრი მართლაც არ არსებობს.
იმედიმაქვს იმედებს არ გაგიცრუებ!
badgal
დამიანეს რომელმა ფაქტმა ატკინა გული ყველაზე მეტად ჩემმთვის გაურკვეველია. ალბათ ყველაფერმა ერთდროულად იმოქმედა მასზე. შეჯამებასავით რომ გავაკEტო რა გამოდის. საუკეთო ძმაკაცი სიმართლეს უმალავდა, მეორე ზმაკაცი ძმაკაცი არ აღმოჩნდა. მტ ფული დაკარგა და სახლიც ალბათ. ეხლა სად წავა ეგ მხოლოდ შენ იცი ავტოროოო და იმედია მალე გაგვიმხელ. მისი პირველი სიყვარული ის ქაი არ აღმოჩნდა ვინც ეგონა და ყველაზე მტკივნეული მისთვის ალბათ ღალატი იყო :( ვაიმე აი არავის უსურვებდი მართლა ამ ბიჭის ადილას ყფნას მაგრამ ელიზაბეტი ორმაგად მეცოდებ. ჯერ კიდევ არ ვიით ამ ოგომ რა გადაიტანა რაფაელის გაცნობისას. ნელნელა გვიმხელ ავტორო ვატყობ და მალე გაგვიმხილე თორე მე პირადად ამომხდება სული ამათ ლოდინში. ნიკუშა ძალიან საყვარელია მაგრამ მგონი ოდნავ მშიშარა.
ჩემი აზრი იყო ეს მხოლოდ და მხოლოდ. წარმატებები, ერთერთი საუკეთესო ხარ ამ საიტზე რომ იცოდე!

 


№21 სტუმარი ნათია41

სრული შოკი მაქვს. კინო რომ ყოფილიყო გარეთ გავიდოდი ან ამ მომენტზე გადავრთავდი. ძლივს წავიკითხე. რა ელით ეხლა?! რა ეშველება დამიანეს?!

 


№22 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან გთხოვ, საშვალება, რამის და როგორცვე აღარ გამოიყენო წერის დროს. საოცრად კარგ ისტორიას ქმნი და ეს სიტყვები ისე ცუდად მეჩხირება კითხვის დროს, არ მინდა ხარისხი დაუკარგოს ისტორიას.
ძალიან ნიეჭიერი და ჭკვიანი გოგო ხარ, მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის

 


№23  offline მოდერი Moonlight17

ვეცდები არ დავაგვიანო და რაც შეიძლება მალე და დავდო ❤️
ნათია41
სრული შოკი მაქვს. კინო რომ ყოფილიყო გარეთ გავიდოდი ან ამ მომენტზე გადავრთავდი. ძლივს წავიკითხე. რა ელით ეხლა?! რა ეშველება დამიანეს?!


დიდი მადლობა,ვეცდები როგორმე რამით ჩავანაცვლო და გავითვალისწინებ ❤️ ❤️
სტუმარი ქეთი
ძალიან გთხოვ, საშვალება, რამის და როგორცვე აღარ გამოიყენო წერის დროს. საოცრად კარგ ისტორიას ქმნი და ეს სიტყვები ისე ცუდად მეჩხირება კითხვის დროს, არ მინდა ხარისხი დაუკარგოს ისტორიას.
ძალიან ნიეჭიერი და ჭკვიანი გოგო ხარ, მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის

 


№24 სტუმარი guliko

თავიდან არ მიმიზიდა ამ ისტორიის სათაურმა და ვერც ვხვდებოდი რომ ვხედვდი მკითხველთა რიცხვობრივ რაოდენობას რა ხდებოდა განსაკუთრებული ამ ისტორიაში ასეთი. გუშინ ჩავუჯექი და ყველა თავი ამის ჩათვლით გადავიკითხე. ჩემი სიტყვები და ფიქრები უკან მიმაქვს. უბრალოდ ბრავო! მართლა არ ველოდებოდი ასეთ რამეს. სასწაულია, ახლა სათაური უფრო მომეწონა. მომეწონა კიარა შემიყვარდა! ვნანობ რომ თავიდანვე არ გამოგყევი და არ გიგულშემატკივრე. სასწაულიხარ!

 


№25  offline მოდერი Moonlight17

დიდი მადლობა ❤️ მიხარია, რომ შემომიერთდი
guliko
თავიდან არ მიმიზიდა ამ ისტორიის სათაურმა და ვერც ვხვდებოდი რომ ვხედვდი მკითხველთა რიცხვობრივ რაოდენობას რა ხდებოდა განსაკუთრებული ამ ისტორიაში ასეთი. გუშინ ჩავუჯექი და ყველა თავი ამის ჩათვლით გადავიკითხე. ჩემი სიტყვები და ფიქრები უკან მიმაქვს. უბრალოდ ბრავო! მართლა არ ველოდებოდი ასეთ რამეს. სასწაულია, ახლა სათაური უფრო მომეწონა. მომეწონა კიარა შემიყვარდა! ვნანობ რომ თავიდანვე არ გამოგყევი და არ გიგულშემატკივრე. სასწაულიხარ!

 


№26  offline წევრი LI_BE

ეს თავი სერიალის ეპიზოდივით გამოვიდა. ყველა უბედურებას რომ ერთ წუთში იგებს ადამიანი, მერე რეჟისორი რომ წელავს ამ ეპიზოდს, თითოეული გმირს ცალცალკე რომ აჩვენებს, გაშტერებულს და გაჩიჩინებულს, შენელებული რეაქციებით და კადრებით, ყველა რომ რაღაცის ახსნას ცდილობს და საბოლოოდ არცერთი არაფერს ამბობს.

მოკლედ, არ მომეწონა ეს თავი. უფრო ჭკვიანურ ნაბიჯებს ველოდი თითოეული გმირიდან.

 


№27  offline მოდერი Moonlight17

გაიხარე. ჩემთვის ისეთივე საჭირო და აუცილებელი ხარ, როგორც სხვა დანარჩენი მკითხველი ❤ მადლობა შეფასებითვის
LI_BE
ეს თავი სერიალის ეპიზოდივით გამოვიდა. ყველა უბედურებას რომ ერთ წუთში იგებს ადამიანი, მერე რეჟისორი რომ წელავს ამ ეპიზოდს, თითოეული გმირს ცალცალკე რომ აჩვენებს, გაშტერებულს და გაჩიჩინებულს, შენელებული რეაქციებით და კადრებით, ყველა რომ რაღაცის ახსნას ცდილობს და საბოლოოდ არცერთი არაფერს ამბობს.

მოკლედ, არ მომეწონა ეს თავი. უფრო ჭკვიანურ ნაბიჯებს ველოდი თითოეული გმირიდან.

 


№28 სტუმარი სტუმარი ელე

ბრავო,დამამუნჯე,საოცარი თავი იყო,მოუთმენლად ველი შემდეგს♥

 


№29  offline მოდერი Moonlight17

დიდი მადლობა ❤️
სტუმარი ელე
ბრავო,დამამუნჯე,საოცარი თავი იყო,მოუთმენლად ველი შემდეგს♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent