დღემდე აგვიანებ
გამარჯობათ მეგობრები, ყოველთვის ყველა ისტორია ეხება ბაბნიკ ბიჭს და "უკარება გოგონას",ამიტომ მინდა ,რომ ეს ისტორია განსხვავებული იყოს იმედი მაქვს მგოეწონეათ, თქვენი აქტიურობის მიხედვით გადაწყდება გავაგრძელებ თუ არა ამ მოთხრობას. ახალი დღე, ახალი სკოლა, ახალი მეგობრები, ახალი სახლი, ახალი გარემო.. როგორც ყოველთვის ისევ შეშინებული ვიღვიძებ ,ისევ და ისევ კოშმარი. ისტორია რომელიც არც ჩემი სიზმრებიდან და არც ჩემი წარსულიდან არ ქრება, ისტორია რომელიც ყოველ დღე თავს მახსენებს და ყოველი დილა ჩემი ტანვჯით იწყება. ვდგები და მოსაწესრიგებლად, აბაზანაში შევდივარ ალბათ მინიმუმ 2 საათი მაინც ვდგავრა ცხელი წყლის ქვეშ, ბოლოს კი ძლივს ვწყვეტ ჩემს სხეულს და აბაზანიდან გამოვდივარ. ალბათ გაგიკვიდებათ მაგრამ ბევრი არ მიწვალია ტანსაცმლის არჩევაზე, უცებ გადმოვაწყე შავი შარვალი შავი როლინგი შავი ტყავის კურტკა და შავი კედები, ჩანთას ვიღებ და სველი თმით გარეთ გავდივარ მიუხედავად იმისა ,რომ ზამთარია. ყურსასმენებს ვირგებ და ფეხით მივუყვები გზას სკოლისკენ, ქურთუკი მჭიდროდ შემოვიხვიე სითბოს შესანარჩუნებლად, სიცივის მიუხედავად უნდა ვაღიარო ,რომ ზამთარი ჩემი საყვარელი სეზონია, უი ხო მართლა მე მარგო დევდარიანი ვარ 17 წლის, არ მყავს არც მშობლები და არც და-ძმა, ვცხოვრობ თბილისის პატარა ბინაში , ალბათ გაინტერესებთ რატომ შევიცვალე სკოლა სახლი და ყველაფერი ერთდროულად ? ამაზე პასუხს მალე გაიგებთ... სკოლაში შევედი და თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი შემდეგ კი დავიძარი ჩემი კლასისკენ, ყველა გაოცებული თვალებით მიყურებს და ყვეალს აინტერესებს მეთორმეტე კლასში რატომ გადავწყვიტე სკოლის გამოცვლა. კლასში შევედი და ამ დოს ზარიც დაირეკა , ყველა მერხი დაკავებული იყო და ფეხზე დგომა მიწევდა, კლასის ტვალიერებით ვიყავი გართული როდესაც კლასში მასწავლებელი შემოვიდა როგორც გაირკვა დამრიგებელია -გამარჯობათ ბავშვებო, კლასში ახალი მოსწავლე გვყავს იმედი მაქვს კარგად შეეწყობით ერთმანეთს. მარგო მალე მოიტანენ მერხს და მაგიდას და დაჯექი შემდეგ კი დაიწყო საგაკვეთილო პროცესი და ჩემი მერხიც მოიტანეს სულ ბოლოში ვიჯექი და მთელ კლას ვათვალიერებდი, განსაკუთრებულ ყურადღებას არავინ არ იქცევდა, ფირქებში ვიყავი გართული როდესაც წინა მერხიდან ბიჭი მომიტრიალდა -ჰეიი მარგოო -გამარჯობა -მე აკო ვარ -მარგო სასიამოვნოა -ჩემთვისაც, მარგო რატო გაცვია სულ შავები? მისი ირონიული ხმა უკვე ნერვებს მიშლიდა თუმცდა პირველივე დღეს ჩხუბს ნამდვიალდ არ ვაპირებდი, ამიტომ მისი კითხვა დავაიგნორე და ფანჯრისაკენ გავიხედე. ამასობაში ზარიც დაირეკა და ბავშვები წამოიშალნენ, ყველა ცდილობდა ჩემთან დალაპარაკებას თუმცა ზოგს ერიდებოდა ზოგიც მხოლოდ შორიდან ყურებას ჯერდებოდა. დამთავრდა ბოლო გაკვეთილიც და სახლისაკენ გავემართე, როგორც ყოველთვის ყურსასმენები გავიკეთე და ნელა მივსეირნობდი. საბედნიეროდ სახლთან ახლოს მაქვს სკოლა და გზაში დიდ დროს არ ვკარგავ. კორპუსში შესვლისას მეზობლები დიდი ინტერესით მაკვირდებოდნენ, და მეც უბნის მთავრი ჭორიკნებიც ამოვიცანი მათში... სახლში შესვლისას გამოვიცვალე და ყავისთვის წყალი დავაგდი, სამეცადინოდ დავჯექი და ვერც კი გავიგე დრო როდის გაივდა სანამ "მაღვიძარამ" საღამოს9 ზე არ დარეკა და არ მაუწყა ,რომ სამსახურში უნდა წავიდე, ჩემი განკუთნილი შავი ტანისამოსი ჩავიცვი და გავემართე აღმაშენებელზე, ერთ-ერთ ბარში ვმუშაობდი მიმტანად, უკვე საკმაოდ დაღლილი ვიყავი წინ და უკან სიარულით როდესაც ბარში აკო დავინახე ალბათ მის საძმაკაცოსთან ერთად, სხვა გზა არ მქონდა შეკვეთის ასაღებად უნდა მივსულიყავი. -გამარჯობათ -გამარჯობათ. ისე მიპასუხა ზედაც კი არ შემოუხედავს -რას მიირთმევთ? -ორმაგი ვისკი -კარგით ბარმენს შეკვეთა მივაწოდე და იქვე ჩამოვჯექი სანამგამზადდებოდა, ყველა ეწეოდა, სვამდა, ცეკვავდა, მათზე ვფიქრობდი როდესაც ფიქრებიდან გოგას ხმამ გამომიყვანა -მარგოოო მზადაა შეკვეთა ნუ ალოდინებ -უი ჰო მიმაქ ახლავე, მომეცი სკამიდნა ჩამოვხტი და ლანგარი ხელში ავიღე. -ინებეთ თქვენი ორმაგი ვისკი მხოლოდ ახლა ინება ვაჟბატონმა შემოხედვა -მარგოო? აქ რა გინდა? -რავიცი აკო შესაძლოა აქ ვმუშაობ? ნეტა რა მინდა აქ? -რატო მიფრქვევ გაცნობი პირველი წამიდან ირონიას? რატომ მიშლი ნერვებს -ბოდიშით ბატონო აკო,კლიენტთან ზედმეტი საუბრის უფლება არ გვაქვს , თუ სხვა რამე არ გსურთ დაგტოვებთ თავი დავუკარი და გამოვტრიალდი ბართან კი დარინე დავინახე, ჩემი შემცვლელი უცებ გადავკოცნე და გასახდელში გავედი, გამოვიცვალე ყურსასმენები გავიკეთე და სახლისაკენ გავემართე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.