იზაბელა +18 {4}
_ზაფხული ნელ-ნელა მოიპარებოდა. თბილისში უკვე იგრძნობოდა სიცხე, ჩახუთულობა და სულის შემაღონებელი სუნი, გვერძე გამვლელიდან, რომ მოდის.. 224 პალატაში იწვა იზაბელა, გონს ისევ ვერ მოსულიყო..უკვე მესამე ფიზიოლოგიური ხსნარი ედგა, ათას ანალიზს უკეთებდნენ და ცდილობდნენ დაედგინათ რა სჭირდა. გინეკოლოგიურმა შემოწმებამ დაადასტურა, რომ იზა ისევ ქალიშვილი იყო, მაგრამ მის სხეულზე საეჭვო დაზიანებები გაფიქრებიებდათ, რომ მისი გაუპატიურება სურდათ.. სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა ექთანი პალატიდან, იქვე მდგომ ორ პოლიციელს ესაუბრა, რომლებიც იზაბელას გაღვიძებას ელოდებოდნენ დასაკითხად.. აშკარად რაღაც ისეთი უთხრა, რამაც პოლიციელების დაინტერესება გამოიწვია და ორივე მათგანი პალატაში შევიდნენ.. -ქალბატონო რამე მოხდა? ჩემი შვილი გონს მოვიდა? _მირა ექთანს მივარდა, მკლავებში ჩაავლო ხელები და ანჯღევდა..მავედრებელი თვალებით უყურებდა, ცრემლებს ძლივს იკავებდა სუნთქვაც კი უძნელდებოდა.. -არა ისევ უგონოდაა. დანარჩენს მე ვერ გეტყვით, სამართალ დამცავები მალე გამოვლენ და მათ კითხეთ.. _ექთან ჩამოეშვა და პალატის კართან ჩამოჯდა..რამდენიმე წუთში პალატიდან პოლიციელები გამოვიდნენ..ხელში გამჭვირვალე, მჭიდროდ დახურული პარკი ეჭირათ და მობილურით ვიღაცას ესაუბრებოდნენ.. -იქნებ ვინმემ ამიხსნას რა ხდება? -ქალბატონო, ექთანმა შეგვატყობინა, რომ სისხლის ანალიზის აღების დროს შენიშნა პაციენტის ფრჩხილებში მოთავსებული კანი..ჩვენც როგორც უტყუარი ნივთმტკიცებად ამოვიღეთ და კანის უჯრედებზე ჩატარებული დნმ-ის ანალიზის საფუძვლებზე დადგინდება ეკუთვნის თუ არა ის ბრალდებულ დეისაძეს.. -პასუხი მალე იქნება ცნობილი? -დედა.. _პალატიდან ჩახრინწული ხმით ნათქვამი სიტყვები მოესმათ და მირა მაშინვე პალატაში შევარდა.. -დედიი, დეე...იზაბელა..შვილო კარგად ხარ? -თავი მტკივა _გაუღიმა დასამშვიდებლად. -რამინდა აქ? რამოხდა? -არგახსოვს? -როცა გახსენებას ვცდილობ თავი მტკივა. -არიფიქრო, დაწყნარდი და მოდუნდი. -მითხარი გთხოვ რამოხდა? -ირაკლიმ... -იკა, ბოლოს კარვებში ვიყავით და შემდეგ.. -შემდეგ შენი გაუპატიურება სცადა. -იკამ? დედა ხვდები რას ამბობ? -ჩემი თვალით ვნახე შვილო როგორ იწექი მის გვერდით ნაცემი და თან სრულიად შიშველი.. -დედა მეღადავები? სადაა იკა? ის მაგას არასდროს არ იზავდა. -დააპატიმრეს, განყოფილებაშია..იმედია იქ დაალპობენ. -დედა გაგიჟდი? ჩემო იკა? შეუძლებელია..წყეული იყოს ამის ჩამდენი, რას გვერჩის. ის არასდროს არ დამადებს თითს თუ მე არ მინდა! ირაკლი დეისაძე არ გავს ქუჩის ნაბიჭვრებს და ბიჭი რომელიც 10 წელია ჩემთან ერთად იზრდება საკუთარი შვილივით უნდა გიყვარდეს დედა! უნდა ხვდებოდე, რომ ის ამას არ გააკეთებს. _ხელზე დამაგრებული კათეტერი მოიგლიჯა, ოდნავ წამოიკივლა ტკივილისგან. ლოგინიდან წამოჯდა და ჩაცმა დაიწყო.. -იზაბელა რას აკეთებ? გაგიჟდი? დაწექი სასწრაფოდ.. -პოლიციის განყოფილებაში თუ არ წამიყვანთ ამ ფანჯრიდან გადავხტები. -შვილო გაჩერდი გთხოვ, კარგი როგორც გინდა, წავიდეთ. -გვეტყვი ბოლოს და ბოლოს რა გაუკეთე საწყალ გოგოს? რამდენი მოწმე იყო იქ გახსოვს? სჯობს აღიარო.. -მოწმე? რისი მოწმე ბატონო პროკურორო? იმის რომ იზაბელა მე ჩავაგდე ისეთ დღეში? გინდათ მითხრათ, რომ გოგოს რომელსაც ათი წელია ვიცნობ და დასავით მიყვარს ეგეთ საშინელებას გავუკეთებდი? -ასეთი სცენები ჩვენთან არ ჭრის, ტყუილად გგონია გულს აგვიჩუყებ მაგ შეთხზული ფრაზებით...წყალი დალიე იქნებ გონს მოხვიდე, რომ შემოვალ სჯობს სიმართლე მომიყვე.. _ირაკლი სიბრაზისგან ანათებდა, ფეხზე წამოვარდა და გიჟივით იქცეოდა, მუშტებს ურტყავდა მაგიდას და იგინებოდა.. -იზაბელასგამო ადამიანს მოვკლავ და თვითონ ხელს როგორ დავაკარებდი ეს დედა მოტყნული...ტვინი არავის გაქვთ? ამის ჩამდენს თუ თქვენ ვერ იპოვით მე ვიპოვი და ავკუწავ ნაწილებად, გავანადგურებ, არვაცოცხლებ გესმით? _სუსტად იყო, პალატაში ლოგინზე ჩამომჯდარი სუფთა ტასაცმელს ელოდა როდის მიუტანდა მირა..გული საშინლად ტკიოდა. იცოდა რა საშინლად იტანჯებოდა ახლა იკა. ყველაზე მეტად მისი ჩახუტება და დამშვიდება სჭირდებოდა. ერთი სული ჰქონდა როდის გააღწევდა იმ დაწყევლილი კლინიკიდან და როდის დაინახავდა დეისაძეს.. მკაფიო ნაბიჯების ხმა გაისმა დერეფანში, შემდეგ სახელურის ჩამოწევის ხმა და პალატაში ფრთხილად შევიდა.. -დეე მოხვედი? -კი მოვედი _ბოხი ხმის გაგონებაზე კარისკენ გაიხედა.. -შენ? აქ რას აკეთებ? გაეთრიე ახლავე აქედან.. -ახლა კარგად მისმინე. იცოდე თუ იტყვი, რომ ირაკლის შენზე არ უძალადია როგორც კი პოლიციის შენობიდან ფეხს გადმოდგამს მაშინვე შენს თვალწინ მოვკლავ.. -შენ ხომარ გადაირიე? რაპრობლემა გაქვს ირაკლისთან? მეხომ მიმწარებ სიცოცხლეს და ახლა იკას მიადექი? -შენ იმიტომ გამწარებ, რომ მაგით ირაკლის ვტკენ გულს..ალბათ თავს იდებილებ და ვერ ხვდები, რომ შენზე ჭკუა ეკეტება ისე უყვარხარ და ანალოგიური შენც.. -როგორც და-ძმა და არაფერი განსაკუთრებული, ახლა კი გაეთრიე და არც იფიქრო მაგ სიტყვების გამეორება.. -კარგი თუ ირაკლი არ გყოფნის მირასაც თან მივაყოლებ იცოდე.. -არგაბედო რომელიმეს რამე დაუშავო თორემ ჩემი ხელით მოგკლავ გეფიცები.. -მაშინ ის გააკეთე რასაც გეუბნები..აბა შენიცი მე წავედი.. -დაიცადე! -... -შენ მოაწყვე ხო? შე შენ გააკეთე ეს ყველაფერი. -უჰჰ რა გულუბრყვილო ხარ, როგორ გვიან ხვდები ყველაფერს.. _ჩაიცინა და კარს მიღმა გაუჩინარდა... როგორც იქნა მირაც მოვიდა..თვალზე მომდგარ ცრემლს ძლივს იკავებდა იზაბელა..სწრაფად ჩაიცვა და პოლიციაში წავიდა. ქუჩაში საშინელი საცობი იყო. სული დაელია ლამის სანამ იქამდე მიაღწია..დასაკითხ ოთახში შეიყვანეს.. -შეგიძლიათ მოგვიყვეთ რა მოხდა? -ბოლოს კოცონთან ვისხედით, ყავას ვსვავდით, რომ არ დაგვძინებოდა ჩვენ კი პირიქით საშინლად მოგვერია ძილი..ორივე ჩვენს კარვებში დავბანაკდით..მის შემდეგ ბუნდოვნად მახსოვს შეხება, შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა ამიტომ ფრჩხილები ზურგზე ჩამოვუსვი ინსტიქტურად მერე კი დამარტყა, ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, მის შემდეგ არაფერი მახსოვს.. -ვერ დაინახეთ? -ხელის აფარება მოასწრო, თანაც ისე საშინლად მეძინებოდა თვალებს ვერ ვახელდი.. -ის ყავა რაში გესხათ? -თერმოსში -სულ დალიეთ? -არა, ორი დღე უნდა გვემყოფინა.. -ალეკო მოდი _კარიდან დამხმარეს გასძახა.. -სასწრაფოდ თერმოსებში არსებული ყავის ანალიზი მომიტანეთ -დიახ, როგორც იტყვით.. -შეიძლება იკა ვნახო? -დასაკითხ ოთახშია..წინსწარი დაკავების იზოლატორში გადავიყვანთ და შემდეგ ორი წუთით ნახავთ..მანამდე მისი ადვოკატიც მოვა, რომ ესაუბროს.. თქვენ კი ბოლო კითხვას დაგისვავთ და შემდეგ ჩვენებას ხელი მოაწერეთ.. ირაკლი დეისაზე ცდილობდა თქვენს გაუპატიურებას? -არვიცი, არდამინახავს.. -მადლობა. შეგიძლია გახვიდეთ. _დერეფანში სკამზე ჩამოჯდა, მირაც გვერდით მიუჯდა და თმაზე ხელი გადაუსვა.. ყურადღება კარისკენ მოექცა, ყველა იქით იყურებოდა.. კარებში მაღალი, შავთმიანი გოგო შემოვიდა..წელში გამოყვანილი შავი კაბა ეცვა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, შავი ტრენდული სათვალე ეკეთა და რაც თვალში მოგხვდებოდათ ღია წითელი პომადა, რომელიც დიდ ტუჩებს უფრო კარგ შესახედაობას აძლევდა..საოცარი სუნამო ესხა..გვერდით, რომ ჩაგივლიდათ უნებურად მაინც მიიქცევდა ყურადღებას.. -გამარჯობა..დეისაძის ადვოკატი გახლავართ ნათია გასვიანი. გთხოვთ მისი ოთახისკებ გამიძღვეთ.. _პოლიციის თანამშრომელიც კი დაიბნა და ხმა არ ამოუღია ისე გაუღვა წინ. პროკურორი ზეწოლას განაგრძობდა როცა ადვოკატი შევიდა.კომფორტულად მოკალათდა და საუბარი დაიწყო -ბატონო პროკურორო მე მისი ადვოკატი ნათია გასვიანი გახლავართ. თქვენ არ გქონდათ უფლება დაკითხვა ადვოკატის მოსვლამდე დაგეწყოთ, მით უმეტეს ზეწოლას ახდენთ ჩემს კლიენტზე და გთხოვთ ათი წუთით დაგვტოვოთ რადგან ჩემს კლიენტს უნდა ვესაუბრო.. _პროკურორი უყურებდა ამაყად მოსაუბრე ადვოკატს და ვერაფერს ამბობდა..თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და ოთახი დატოვა.. -მოკლედ მე უკვე გაგაცანი ჩემი თავი, ახლა შენ გისმენ.. -ირაკლი დეისაძე, უკვე გეცოდინება რა თემასთან დაკავშირებით მოგიწევთ ჩემი დაცვა.. -ასე თუ ისე ვიცი მაგრამ მინდა შენ მოგისმინო.. -არაფერი არ მახსოვს გარდა იმისა, რომ მირას კივილმა გამაღვიძა და ჩემს გვერდით იზაბელა სრულიად შიშველი იწვა, საშინელ მდგომარებაში. -შესაძლოა ეს ვინმეს გაეკეთებია? ვინ იცოდა იქ რომ იყავით? -არავისთვის არ გვითქვამს.. -აბა პოლიციამ და მშობლემა როგორ გაიგეს? ვინ შეატყობინა პოლიციას? -არ უთქვამთ.. -საინტერესოა.. არ იდარდო 100% დარწმუნებული ვარ ამ საქმეს მოვიგებთ.. -ასეთი დარწმუნებული როგორ ხართ? -ორი წლის დაწყებული მაქვს საადვოკატო პროფესია..არცერთი საქმე არ წამიგია ჯერ..დარწმუნებული ვარ რასაც ვამბობ. _ოროკურორი ისევ საკუთარ ადგილს დაუბრუნდა. -დაასრულეთ საუბარი? -დიახ -ანუ შემიძლია თავიდან დავკითხო.. -რათქმაუნდა. ერთი სათხოვარი მაქვს..იზაბელას ჩვენება მომიტანეთ. -დაკითხვის დასრულებისთანავე. -კარგით დაიწყეთ. -რა მოხდა იმ დღეს? რამ გაგხადათ იძულებული გოგოს ასე მოქცეოდით? -ბატონო პროკურორო ჩემი კლიენტი ეჭვმიტანილია, ჯერ მისი ბრალეულობა კითხვის ნიშნის ქვეშაა და გთხოვთ კითხვები უფრო კორეტულად დასვათ.. -გავითვალისწინებ, ახლა კი პასუხს ველოდები.. -წეღანაც ვთქვი და ახლაც ავღნიშნე, ბოლოს ყავას ვსვავდით და საშინლად გვეძინებოდა..მის შემდეგ არაფერი მახსოვს..შემდეგ მირას კივილის დროს გამოვფხიზლდი.. -შეგიძლიათ ჩვენებას ხელი მოაწეროთ.. -ბატონო პროკურორო შეიძლება თქვენს კაბინეტში ვისაუბროთ? -დიახ წამობრძანდით.. _კაბინეტში შევიდნენ, ადვოკატი კომფორტულად მოკალათდა სავარზელში, ფეხი ფეხზე გადაიდო და სწრაფად ჩაიკითხა იზაბელას ჩვენება.. შემდეგ ფეხზე წამოდგა, წინ და უკან გაიარ გამოიარა და პროკურორთან კითხვით გადავიდა.. -ქალბატონი მირა დაკითხეთ? -საჭიროებას ვერ ვხედავ. -ნუთუ? არამგონია ჩემი შეხსენება გჭირდებოდეთ, მაგრამ როგორ გაიგო პოლიციამ მათი ადგილ სამყოფელი როცა არავინ იცოდა? -ქალბატონმა მირამ დაგვირეკა -არც მან იცოდა, როგორ გაიგო? თქვენ კი არც დაკითხეთ..იზაბელას ჩვენებაში წერია, რომ ფრჩხილებით ზურგი დაუკაწრა..შეამოწმეთ ირაკლის ზურგი? ან თუნდაც სხეული დაუთვალიერეთ? -არა. არ გამხსენებია -როგორ თუ არ გაგხსენებია? ზეწოლას ახდენთ მაშინ როცა საქმეს ნახევრადაც ვერ აკეთებთ? საოცარია პირდაპირ! ორივე მათგანი აღნიშნავს, რომ ყავის დალევის შემდეგ დაეძინათ..განა ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? -ჭკუას მარიგებთ? -აუცილებკობას რომარ წარმოადგენდეს გავჩუმდებოდი..გთხოვთ დაკითხოთ ქალბატონი მირა და მეც დამასწროთ. -კარგი როგორც გინდათ. _მირა დასაკითხად შეიყვანეს..ნათია კედელს მიეყრდნო და ყურადღებით უსმენდა. -როგორ გაიგეთ თქვენი შვილი სად იყო და დეისაძე რას უპირებდა? -შაკომ მითხრა -ვინ არის შაკო და რა გითხრათ? -მითხრა, რომ დაინახა იზაბელა მანქანაში უგონოდ იწვა, თვითონ კი ტელეფონზე ლაპარაკობდა დღეს ჩემს სურვილს ავისრულებ და იზაბელა ჩემი გახდებაო..ჩვენი მეზობლის ბიჭია შაკო -საინტერესოა.. იზაბელას ჩვენებაში არ უხსენებია, რომ იქ მოიტაცა და ისე წაიყვანა.მან გითხრათ მათი ადგილსამყოფელი? -შემდეგ დაგვირეკა, ადგილის მისამართი გვითხრა და ჩვენც პოლიციასთან ერთად წამოვედით.. -კარგით, ხელი მოაწერეთ ჩვენებას და თავიაუფალი ხართ.. -შაკოს როდის დაკითხავთ? მგონი უნდა ხვდებოდეთ საქმეში დამნაშავის ვინაობას.. -ასე ვერაფერს ვიტყვით..დნმ-ის პასუხი ხვალ გვეცოდინება ეკუთვნის თუ არა იზაბელას ფრჩხილის ქვეშ აღმოჩენილი კანი დეისაძეს. -უტყუარი სამხილიც გვაქვს ანუ. ირაკლის ექსპერტიზაზე როდის წაიყვანთ? -გადაყვანილია უკვე ირაკლიც და იზაბელაც. -ხომ არ დაიგვიანეთ? -არც თუ ისე. -კარგი მე დაგტოვებთ. ეს ჩემი ბარათი და დამიკავშირდით თუ რამე იქნება ცნობილი.. თანაც სასამართლომ მოსმენა სამ დღეში ჩანიშნა. -ეგ პირველი მოსმენა. -და ბოლოც..საქმეს პირველივე მოსმენაზე დავახურიებ! -როგორ მოახერხებთ. -მე ჩემი მეთოდები მაქვს. მითუმეტეს ჩემი კლიენტის უდანაშაულობა აშკარაა და ამას ადვილად დავამტკიცებ.. _კაბინეტი დატოვებამდე პროკურორს ირონიული სახით შეხედა და უთხდა -იქნებ შეამოწმოთ ირაკლის მობილურიდან გამავალი და შემავალი ზარები იმ დღისით..მადლობელი ვიქნები. _კარი გაიჯახუნა და წავიდა.. შაკო დაიბარეს დაკითხვაზე, ჯიუტად იმეორებდა დავინახე იზაბელა გონწასული იყო ის კი ტელეფონზე ვიღაცას დიდი სიხარულით ეუბნებოდა იზაბელას მალე გავჟიმავ, სულ ცოტა დარჩაო.. იზაბელა თავს საშინლად გრძნობდა, ექსპერტიზის შემდეგ საკუთარ ოთახში ჩაიკეტა და საათობით ტიროდა. ფიქრობდა რა ექნა..მართლა რომ მოსკლათ მირა და იკა ვერ გადაიტანდა და საკუთარი ხელით მოიკლავდა თავს..ისევ გაჩუმება არჩია..იკას ადვოკატზე ამყარებდა იმედებს. საოცარი ქალი იყო და იმედი ჰქონდა დაიხსნიდა ირაკლის. ფეხებმოხრილი იწვა ლოგინზე. ცრემლები თავისით სცვიოდა, გამომეტყველება ერთ წერტილზე ჰქონდა გასწორებული როცა მობილურზე ესემესი მიუვიდა. -გაფრთხილებ, სასამართლოზე თუ არ იტყვი რომ ირაკლიმ შენზე იძალადა და შენი გაუპატიურება სცადა, ჯერ ირაკლის მოვკლავ მერე დედაშენს და შენ ისე გიხმარ ვეღარავინ აგაწყობს. სიყვარულით ირაკლის დაუძინებელი მტერი. _ტელეფონი გაიშინა და კედელს მიანარცხა, გიჟივით წამოხტა ფეხზე და ყველაფერი დაამტვრია. ლოგინში რგავდა თავს და ბოლოხმაზე ტიროდა... უფრო საინტერესო თავებისკენ მივიწევთ..იმედია მოგწონთ..მადლობა ვინც კითხულობთ ძალიან მახარებს თქვენს შთაბეჭდილებებს რომ მიზიარებთ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.