ინორი.! (ლოცვა,ვედრება.) #1
ინორი.! (ლოცვა, ვედრება.) *** ცრემლებით სავსე ოთახი.. ვარდისფერ ფერებში გაწყობილი, მაგრამ მაინც შავი აურით დაფარული ოთახი. თეთრი ავეჯით იყო დატვირთული, კედელთან ახლოს საწოლი იდგა, ვარდისფერი გადასაფარებლით და დათუნიებით სავსე. კედელსა და საწოლს შორის კი ოთხად მოკეცილი გოგო. ლოყით იატაკზე მიყრდნობილი და აქვითინებული. -ღმერთო რისთვის? მე რატო მხვდა წილად ასეთი ცხოვრება? კი მარა რისთვის დავიმსახურე ასეთი სიცოცხლე.. გევედრები ღმერთოო.. აი მუხლებზე ვდგავარ.-უცებ მუხლებზე დაემხო, საწოლს იდაყვებით დაეყრდნო და დამდუღვრული თვალებით მზერა მაღლა ააპყრო.- გევედრები რა, დამეხმარე გთხოვ. ვიცი საშინელებები ვაკეთე, მაგრამ გევედრები ასეც ნუ გამწირავ, მაჩვენე გზა.. დამეხმარე უფალო.. გევედრები, მიხსენი ამ ჯოჯოხეთისგან..-ერთმანეთს მიტყუპული მტევნები დააშორა და ახლა სახე დამალა მათში, მთელი სხეულით ცახცახებდა. სხეულის ყოველი ნაწილი ტკიოდა..-რომ ვერ გავუძლო? ამ დანაშაულის გრძნობას რომ ვერ მოვერია უფალო? მჭირდები გესმის?! მჭირდები..საკუთარი ჯოჯოხეთიდან მიხსენი, გევედრეი.!.-მკლავები ერთმანეთს გადაადო, საწოლს დაეყრდნო და ცრემლებით დამბალი სახე დამალა.! *** აიანო მაისურაძე.. 13 წლის უდარდელი ბავშვია, რომელიც დედასთან ერად ერთ მყუდრო ბინაში ცხოვრობდა. ლამაზ სახეს მუდამ აწითლებული ლოყები უმშვენებს, მისი დანახვისთანავე სურვილს აღვიძებს გემრიელად დაჩქმიტო ისინი. ასე შორიდან ერთი დედის ნებიერა გოგოა! მუდამ ლაღი და მომღიმარი. არადა დამიჯერეთ სულ სხვანაირად არის საქმე.. -ანო ჩამოხვალ ეზოში?- აივანზე გასულმა მისი ეზოს ბავშვებს მოჰკრა თვალი. - თიკა, დედას ვეტყვი აბა..- სირბილით შებრუნდა სახლში და სამზარეულოში მოფუსფუსე დედას წელზე შემოეხვია. -დედი, ეზოში ჩავალ რა. -ქალს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ შვილმა არ მისცა გასაქანი.- ყველაფერი ვისწავლე, დავწერე დავალებები და რომ ამოვალ ჩაგაბარებ.. აუ გთხოვ რაა. გთხოვ... გთხოვ.-ბუთქუჩა თითებით ყელი გაიწელა და საყვარლად ააფახუნა თაფლისფერი თვალები. -კაი დე ოღონდ წინა ეზოს არ გასცდე..- ლოყაზე მოეფერა შვილს ქეთი და ეზოში გაუშვა.. გაზაფხულის სასიამოვნოდ თბილი საღამო იყო, უბანი სავსე დახვდა ბავშვებით და გახარებული შეუერთდა მათ.. ენერგიით სავსე იყო მაისურაძე, მიუხედავად იმისა რომ ფუმფულაა არასდროს არ აკლდებოდა წონის გამო თამაშებს და ლიდერიც კი იყო „ წრეში ბურთის“. -ანო მიდი აბა გაგორდი..-გვერდიდან ბიჭების სიცილი გაიგო. ერთი შეხედა და უსიტყვოდ გაშორდა ადგის.. -ბეგემოტი..-არ წყდებოდა მათი ხმა. მიკვირდა 13 წლის ბავშვს როგორ შეეძლო ასეთ რეაქცია ჰქონოდა რეპლიკებზე, მაგრამ მე არ მახსოვს ეზოში კამათი მოსვლოდა ბავშვებთან. მისკენ ნასროლ „ტალახს“ გმირულად იცილებდა ,თავისი მოთმინებით და ზედაც კი არ უყურებდა ხულიგნებს. -ანო რატომ არ ეუბები დედაშენს?- ბურთი იღლიაში ჰქონდა ამოჩრილი თიკას და სირბილისგან აწითლებულ სახეზე ხელს ინიავებდა. -რატომ უნდა ვუთხა? ილაპარაკებენ.. ილაპარაკებენ და მერე ხომ გაჩერდებიან?! არ მაინტერესებს მაგათი სისულელები, მე ხომ ვიცი, რომ ბეგემოტი არ ვარ.-ბოლო სიტყვები ჩუმად, თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა და ბავშვებს შეუერთდა.. ეზოში ჩასვლის შემდეგ ის ღამე ცრემლებით სრულდებოდა. რა ქმას პატარაა, რაც არ უნდა ამტკიცოს „არ მადარდებსო“ ,გულის სიღრმეში ხომ მაინც იცის როგორ ტკენს ყოველი მათი სიტყვა. -გოგო ბურთი ვისკენ ისროლე შენ?-ხელიდან ბურთი გამოგლიჯა ერთერთმა და ზევიდან დააშტერდა.. გვერდით ძმაკაცები ამოუდგნენ „სემიჩკის“ ფურთხებით, რომელსაც გოგონას სახეში ესროდნენ. -მე.. ძალით არ მინდოდა..-ხმა აკანკალებულმა უკან დაიხია და სათითაოდ გადახედა.. -გომბეშო..-პირში მზესუმზირის მარცვალი აათამაშა და პირდაპირ გოგნასკენ ისროლა რომელსაც სახეში მოხვდა, ხელის ზურგით მოიწმინდა ანომ, აფორიაქებული გულ-მუცელი დაიმშვიდა , საიდან ამდენი სიმშვიდე არ ვიცი. სამივეს გაუღიმა და ზურგი აქცია. „აიანო, მოვა დღე და ყველა ინანებს ამას.!“ -გულში ჩაწვეთებული ცრემლები იმდენად უწვავდა შიგნეულობას სიტყვასაც ვერ ამბობდა. სახლის კარები შეაღო. -უი უკვე ამოხვედი დე?-მისაღებში იჯდა ქეთი და თავის საქმეებს აკეთებდა. -ხო დე დავიღალე.. -სააბაზანოში შევიდა, კარები ჩაკეტა და ნიჟარას დაეყრდნო, აი აქ აღარავინ რომ აღარ უყურებდა, გადმოყარა მდუღარე ცრელები და საკუთან ანარეკლს დააკვირდა. „კი, მაგრამ რითი დავიმსახურე ამხელა აგრესია? მე ხომ მათთვის არაფერი დამიშავებია.! „ -უკვე ნიაღვარად მოსდიოდა ლოყებზე ცრემლები. -აიანო გამიღე კარები.!-დედის მკაცრი ხმა გაიგო. -რა იყო დე? -რატომ ტირი? -ბავშვებთან ვიჩხუბე და..-არ შეუხედავს დედისთვის ისე თქვა და მისაღებში გავიდნენ. -რამე უნდა ვიცოდე აიანო? -არა დე, ყველაფერი კარგადაა.. ხომ იცი არა ჩვენი ამბავი.. -კარგად ხვდებოდა რატომაც იყო ასედ დღეში მისი შვილი. დედაა და გრძნობს ყველა ტკივილს საკუთარივით. -დე გინდა ხვალ წავიდეთ ექიმთან? -ექიმთან რა გვინდა? -ანალიზები გავიკეთოთ რამე ჰორმონალური დარღვევა ხომ არ გაქვს, მერე კიდე დიატაზე დავჯდეთ მე და შენ. ზღვისთვის მოვემზადოთ. -მსუქანი ვარ ხო?-აწყლიანებული თვალებით ახედა.. -ფუმფულა ხარ.!-ლოყაზე წაეთამაშა. -წავიდეთ ხვალ.! -წავიდეთ.! -თავი კალთაში ჩაუდო.-აუ დე თმაზე მომეფერე რა.. -ნაწნავი დაიშალა და წაბლისფერი თმა მუხლებზე გადაფინა.-დე მამა როგორი იყო? -მამა?-მოგონებებმა ქალის მზერაში კინოს კადრებივით ჩიარა.-ძალიან კარგი დე.. მე და შენ ძალინ ვუყვარდით..-ნაღვლიანად გაუღმა.-ერთისული ჰქონდა როდის დაიბადებოდი.მუცელში რომ იჯექი, მხოლოდ მის დაძახებაზე ინძრეოდი.. სხვანაირი ურთერთობა გქონდათ.. -დე გიყვარს? -დაუსრულებლად მიყვარს.! - ცხვირის ნესტოები აუწვა ცრემლებმა. მტკიცედ თქვა და შვილისკენ დაიხარა, შუბლზე ათრთოლებული ტუჩები მიაკრო. -დედა აიანო რატომ დამარქვი? -ოო, მე და მამას იაპონური კულტურა გვიყვარდა ძალიან. ერთმანეთიც უნივერსიტეტში, იაპონურის ლექციაზე გავიცანით. ეს სახელი სამყაროში ორ მნიშვნელოვან რამეს აერთიანებს.-ინტერესით წამოდგა და მოუთმენლად გახედა დედას. -შენი სახელი იაპონურად სინამდვილეში „აია“-არის. „ნო“ მე დავამატე, უფრო გავალამაზე ასე, რომ ვთქვათ.-გაიცინა.- „ა“-არის სიყვარულის იეროგლიფი.დარწმუნებული ვიყავი ჩვენს შვილს ყველაზე დიდი სიყვარული ეცოდინებოდა, ამ გრძნობას მთლიანად დაიტევდა, ხოლო ცალკე „აია“-სილამაზეს ნიშნავს. აქაც დარწმუნებული ვიყავი, ჩემი აიანო ყველაზე ლამაზი იქნებოდა. და დიახ ჩემი აიანო არის ყველაზე ლამაზი.! -გულში სიცილით ჩაიკრა შვილი. -მე ლამაზი ვარ? -გულწრფელად იკითხა მაისურაძემ. -ულმაზესი დე.! ულამაზესი ხარ.! -გაბრწყინებული სახით უთხრა შვილს და სახის ყველა ნაკვთი დაუკოცნა. მეორე დილით დათქმულ დროს ენდოკრინოლოგიურ ინსტიტუტის შენობაში, დერეფანში ისხდნენ და თავის რიგს ელოდა დედა-შვილი. კაბინეტში შესულებს მაგიდასთან ლამაზი ქალი დახვდათ. -გამარჯობათ. -გამარჯობათ, დაბრძანდით. შენი სახელი?-გოგონას მიუბრუნდა. -აიანო.-მხიარულად უთხრა. -მშვენიერი სახელი გაქვს აიანო. მოკლედ ახლა მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ...-ანკეტას სახელი დააწერა და კალამი ლამაზ, თლილ თითებში აათამაშა.-მე მარტო ვერაფერს შევძლებ, შენ უნდა გამოიჩინო ყველაზე დიდი ნებისყოფა.. აქ მოხვიდე ახალი დიეტა აიღო და შემდეგ სახლში არ დაიცვა ის, დამერწმუნე ტყუილი ფულის ყრა იქნება. ხომ გინდა მაღაზიაშ შესულს ნებისიერი ტანსაცმლის ყიდვა შეგეძლოს, გინდა მხოლოდ იმას ყიდულობდე რასაც დიდი ზომა აქვს..? -მე, გპირდებით რომ ყველაფერს შევასრულებ.-აციმციმებული თვალებით გახედა ჯერ დედას და შემდეგ ნინო ექიმს.! -მშვენიერია. მოდი აბა სასწორზე დავდგეთ..-უკან გაჰყვა ექიმს.- ფეხსაცმელი გაიხადე აიანო და ისე დადექი.-ღიმილით დააჩერდა გოგონას, მალევე დადგა მრგვალ შუშის სასწორზე რომელმაც 81,500 აჩვენა.. -აი ნახე მალე აქ ისეთი რიცხვები ეწერება რომელიც გულს გაუხარდება, მთავარია მოინდომო ჰო..- ჯერ ანალიზების სია ჩამოუწერა პაციენტს, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გაეკეთებინა, შემდეგ პასუხებს დალოდებოდა და ისე ესტუმროდა დიეტოლოგს. და ამის შემდეგ იყო ხანგრძლივი ბრძოლა რომელიც ნებისყოფის გამარჯვებით დასრულდა. ორი წლის მანძილზე აიანო მაისურაძე მხოლოდ სკოლას სტუმრობდა და ცდილობდა სახლიდან ზედმეტად არ გამოსულიყო. უკვე მაღალ კლასებშია და სამეცადინოც ბევრი აქვს. გაზაფხულის თბილი დღე იყო, სახლიდან რომ გამოვიდა. რეპეტიტორთან მიიჩქაროდა. კიბეებზე ლაღად ჩამორბოდა, უცებ სვლა შეანელა და მეზობელ კარებთან წარსულიდან უსიამოვნო ადამიანი დახვდა.. -აიანო?-ბიჭს გაკვირვება ცხადად ეტყობოდა სახეზე. -დიახ.-მშვიდად უპასუხა. -აიანო როგორ დაქალებულხარ.. თან როგორი ლამაზი ხარ!-გასაღები გამოაძრო საკეტს და ჯიბეში ჩაიცურა. უკან გაჰყვა ბედნიერ გოგონას და კარგად უთვალიერებდა შავი აბრეშუმით დაფარულ სხეულს. პირველი კომპლიმენტი რომელიც ამდენი ხნის მერე მიიღო, ზუსტად იმ ადამიანისგან რომელმაც მთელი ბავშვობა ცრემლებად უქცია.კმაყოფილი ღიმილით გაეცალა ეზოს და გაჩერებაზე სასურველ ტრანსპორტს დაელოდა.. *** სკოლის დერეფანში, უბრალო ჯინსა და მაისურში გამოწყობილი გოგონები ხალისიანად მიაბიჯებდნენ. მათ წინ კი ნაცნობი სახე უცნობთან ერთად დინჯი ნაბიჯით მოდიოდნენ. მაისურაძემ ერთი შეავლო თვალი ახალ სახეს და ღიმილით ისევ მეგობარს მიუბრუნდა. -გიო არ დააგვიანო გაკვეთილზე, ხომ იცი პროექტი უნდა ჩავაბაროთ.-ანომ უკანა სვლით დაიწო სიარული და თან ისე ესაუბრებოდა კლასელს. შეპარვით კი უცნობს უთვალიერებდა სახის ნაკვთებს. -კაი ხო..-ხელი უდარდელად აიქნია და კედელს მოეფარა. სწორედ ეს უცნობი გახდა მთელი მისი ოცნებების დამანგრეველი! ასე ურცხვად გააფათურა ხელები მის სულში და მთლიანად მოსპო ის აიანო მაისურაძე, რომელიც მე ასე მომწონდა. თვალსადა ხელშუა გააქრო მხიარული, მეოცნებე გოგონა. რომელსაც სწამდა ჯადოსნური სიყვარულის. სჯეროდა რომ ნამდვილი პრინცები არსებობდნენ და მას რომელიმე იპოვნიდა... გაზაფხულის საღამოებს ახლა უკვე კარგ ნაცნობთან ატარებდა. მხიარული დღეები მუდამ ბედნიერად სრულდებოდა თემო ბელქანიასთან ერთად. პირველი სიყვარულიც ეწვია მალე ანოს და გონებით ზღაპრულ სამყაროში გადავიდა. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, თითქოს ლამაზი დასასრულიც უნდა ჰქონოდა მის ასეთ გრძნობას, მაგრამ მაისურაძე ვერ ცნობდა ცუდს და კარგს ადამიანში.! *** იმდენად გამოუცდელი იყო ურთიერთობებში, ადამიანებში რომ მათ ცუდს ვერ ხედავდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი ხელში ჩავარდნოდა თემო ბელქანიას მსგავს ადამიანს. რომელმაც მაისურაძის ბავშვური ბუნება, მიმდობლობა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. -ვაიმე თემო ეს რა გავაკეთე...-გონს მოსულმა პანიკამ შეიპყრო, თაფლისფერი თვალები ჩაუსისხლიანდა და სახეზე ერთიანად მოაწვა დარდი. -კაი რა, გეყოს ტირილი და მოდი ჩემთან. -შიშველ ხელზე მოხვია თავისი ბინძური მტევანი და თავისკენ დაქაჩა. -გეყოსმეთქი ტირილი.-მოთმინება დაკარგულმა უყვირა გოგონას და თავის შეცდომაში კიდევ უფრო გღმად დაარწმუნა. ურთიერთობის დასაწყისში არსებული თბილი ხმა ახლა მხოლოდ საშიშად ეჩვენებოდა აიანოს.! ხმა არ ამოუღია, ისე გადაბრუნდა მეორე მხარეს და ჩუმად განაგრძო ტირილი. -დღეიდან ჩემი გოგო ხარ, იცოდე ზედმეტი არ გაბედო. შემომხედე..- ცრემლით დასველებულ ლოყებზე წაავლო მტკივნეულად ხელი , გამობურცულ ბაგეები კი უხეშად დაუკოცნა. სახლში როგორ მივიდა არ ახსოვს. კართან დიდი ხანი შეყოვნდა, სახე დაალაგა და უცნაურად გაღიმებული შევიდა. -დე მოვედი..-შესასვლელში დააგდო ჩანთა და სააბაზანოში შევარდა. -გშია ანო? -აუ კი რაა. ვიბანავებ და გამოვალ..-მალევე მოიშორა ტანსაცმელი, სარეცხ მანქანაში შეყარა და თავად ცხელი წყლის ქვეშ დადგა. აი ის მომენტი თუ გქონიათ, ცხელი წყლის ქვეშ, ცრემლები უფრო მწველი, რომ ყოფილა?! მდუღარე წყლის ქვეშ იდგა , შუბლით კაფელს მიყრდნობილი. კარგად გრძნობდა ცრემლები როგორ უწვავდა სახეს, შემდეგ ყელსაც წვდებოდნენ და მკერდთან უჩინარდებოდნენ. ნუ გაკიცხავთ! ის ერთი გამოუცდენი გოგონა იყო, რომელიც მოატყუეს.. გამოიყენეს და გაანადგურეს. საკუთარი ხელით დაანგრევინეს მომვალი. -ღმერთო გამაძლებინე..-ერთი ამოიხრიალა და ჩაიკეცა, მუხლებში დამალა თავი. ტკიოდა, სცხვენოდა დედის, საკუთარი თავის და მამის რომელიც ყველაფერს ხედავდა. ყველაზე არეულ გრძნობებს განიცდიდა. ეშინოდა მისი მომავლის, ხუხულასავით დანგრეული ოცნებები არ ემეტებოდა. უნდოდა ისევ ის ლაღი და ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ კარგად იცოდა ეს აღარასდროს იქნებოდა. ვეღარ იქნებოდა ბედნიერი. გონს მოვიდა და მთელი სხეულის ხეხვა დაიწყო. ეზიზღებოდა ყოველი კანის ნაგლეჯი,ნეტა შესძლებოდა კანიდან ამოძრომა. ყველაზე რთული ადამიანის ცხოვრებაში ზუსტად ის გარდამავალი წამია, როცა სიკვდილის სურვილი გიპყრობს, ვენებში ეს სურვილი ისე ძლიერად რომ დაედინება, მომენტში შეიძლება საკუთარ თავსაც გადააბიჯო.! -დედი ხო კარგად ხარ?-კარებზე ფრთხილმა კაკუნმაც უზომოდ შეაშინა. -კი დე გამოვალ მალე.-კაცმა არ იცოდა საიდან ამხელა სიმშვიდე, საიდან ჰქონდა იმის უნარი ისე მოქცეულიყო თითქოს არაფერი მომხდარა. ყველაფერი ისევ ისეა როგორც ადრე ბედნიერ დღეებში. პირსხოც შემოხვეული ჯერ ოთახში გავიდა. სპორტულები ჩაიცვა.. -აუ დღეს არ წავალ ინგლისურზე რა.. -რატომ ანო?-წარბი ასწია ქეთიმ. -თავს ცუდად ვგრძნობ და გთხოვ რა..-ისე საუბრობდა საჭმელს თვალს არ აშორებდა. სცხვენოდა დედის.! -კაი, იცოდე მეორედ არ გააცდენ. მე დეიდაშენთან გავდივარ საღამოს მოვალ. რამე თუ გინდა მითხარი წამოგიღებ. გტკივა რამე? -არა, უბრალოდ მომივიდა და ხომ იცი.. -კაი..-შუბლზე აკოცა დედამ და მალევე დატოვა მარტო, თავის ტკივილთან. -„ეს რა ჩავიდინე, ღმერთო ეს როგორ გავაკეთე?! რა ნამუსით შევხედო დედას? „-გაფართოებული თვალებით შესცქეროდა ერთ წერტილს და გაუნძრევლად იჯდა.- „ ან ასეთს ვინღა მომიყვანს ცოლად..საკუთარი ცხოვრება ჯოჯოხეთად ვაქციე.. -ხელებში ჩარგო თავი და მხრები აუცახცახდა..-ერთი გამოსავალი მაქვს მხოლოდ. ბოლომდე თემოსთან უნდა ვიყო.. არ მაქვს უფლება მისგან წავიდე..-როგორ აშინებდა ეს ფიქრი რომ იცოდეთ! რა არის არა ცხოვრება?! ერთი ფეხის დაცდენა და ისე გიმეტებს ტკივილისთვის, ისე მოგანდომებს სიკვდილს როგორც არაფერი. არ გპატიობს ერთ შეცდომას, დაუფიქრებელ ნაბიჯს და ჯოჯოხეთს გიწყობს.. იმ დღის მერე აღარ უფიქრია არაფერზე, მთლიანად გაციებული გულით ცდილბდა დაეჯერებინა საკუთარი თავისთვის რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ბელქანიას სახლში იყვნენ მეგობრები შეკრებილნი..ჯოკერს თამაშობნენ და ერთობოდნენ, მხოლოდ აიანო იჯდა ჩუმად კუთხეში და სახეზე აკრული ღიმილით ადევნებდა თვალს..ფიქრებმა იმდენად შორს წაიყვანა, ისე შეიყვანა ღრმა მომავალში რომ შიშით გააკანკალა, სიცივემ დაუარა ძვალ-რბილში. -თემო შენს ჟაკეთს ავიღებ, შემცივდა.-ფეხზე წამოდგგა. -აიღე მაგრამ ამ ზაფხულში რადროს სიცივეა.?-ირონიულად, დამცინავი ტონით უთხრა.. არც ეხლა შეუმჩნევია, თბილ მატერიაშ გაყო მკლავები და კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა. საათი გავიდა, თამაშს მორჩნენ და ახლა ფილმი ჩართეს, გვერდით დაისვა ბალქანიამ „შეყვარებული“, ხმაურით აკოცა ყბაზე და ზიზღმა იმდენად დაუარა სხეულში მისი ნება, რომ ყოფილიყო ყველა იმ ადგილს დაიჯიჯგნიდა სადაც ეს „ადამიანი“ ეხებოდა! წყლის დასალევად წამოდგა.. -აუ გაიხადე რა ჯაკეტი არ მინდა შენი სუნი ჰქონდეს.-ადგილზე გაყინა მაისურაძე, ვერავინ წარმოიდგენდა რამდენად უჭირდა ამ დამცირების ატანა, რამდენჯერ კვდებოდა დღეში და ყველას ჯინაზე მაინც ცოცხლდებოდა. რამდენიმე წყვილი თვალი უყურებდა გოგონას, რომელიც უსიტყვოდ ემორჩილებოდა ბრძანებას, საკიდზე დაკიდა. ცრემლები უკან დააბრუნდა და შეცვლილი ხმით იკითხა. -წყალი წამოგიღოთ ? -ყველამ თავი გააქნია და მშვიდად შევიდა სამზარეულოში, ხელის კანკალით გახსნა ონკანი და ცრემლების ღვრით დალია წყალი. -არ მესმის რა გინდა ამ ყ*ესთან.-ზურგს უკან გიორგის ხმა გაიგო და შეცბუნებული შებრუნდა. -გიო წყალი გინდა?-დააიგნორა კითხვა. -არა.-გაბრაზებულმა უთხრა და საკუთარი ჯაკეტი მიაწოდა.-ჩაიცვი, მე არ ვარ წინააღმდეგი შენი სუნი ჰქონდეს..-თავისი ხელით მოაფარა და ცრემლები მოსწმინდა სახიდან.. -მადლობა.-ღიმილით დაბრუნდა ოთახში და თემოს შეხედა. არც კი შეუმჩნევია სხივისი მოსაცმელი რომ ეცვა გოგოს, არც აინტერესებდა აიანო მაისურაძე. -მე უნდა წავიდე, ლიკა რას იზამ დარჩები შენ? -კლასელს კითხა და ფეხზე წამოდგა. -რატომ მიდიხარ? აი მალე წავლენ ესენიც და ჩვენ დავრჩეთ.-მაღლა უსირცხვილოდ ამოხედა.. სირცხვილისგან გააჟრიალა ტანში.. ყველაზე მეტად ახლა გიორგის ცხვენოდა. -არა დედა მელოდება უნდა წავიდე.. -უხეშად უთხრა. -კაი მაშინ მეც წამოვალ ანო.-ფეხზე წამოდგა ლიკაც.დამშვიდობებისას ისევ უხეშად დაუკოცნა ტუჩები ბელქანიამ და გამოუშვა სახლიდან. ბოლოს ისე გამოვიდა რომ ლიკა, გიორგი და ანო ერთად დაეშვნენ დაღმართზე. ხმა არ ამოუღია , ფანჯარაში იყურებოდა, მთელი გონებით გადართული იყო ფიქრის რეჟიმში. აშინებდა მომავალი, ღამით რამდენჯერ აუღია დანა თავის მოსაკლავად. ისე გაიმეტებდა თავს წამითაც არ დაფიქრდებოდა, ყველაფერი იმდენად სულერთი იყო უკვე მისთვის. სწავლასაც აღარ აქცევდა ყურადღბას. ადრე მხიარული აიანო მაისურაძე მთლიანად შეიცვალა, ახლა ძალით თუ ამოგლეჯდი სიტყვას.. სიბნელეში, იჯდა თავის საწოლზე ლოტუსის ფორმაში და მთვარის შუქით განათებულ კედელს უყურებდა. გრძელი წამწამები დასველებული ჰქონდა, ცრემლებიც აღარსად ჩანდა, თითქოს შეეგუა საკუთარ განაჩენს და ახლა უბრალოდ წარსულ ოცნებებს იხსენებდა. -ყვველაფერი კარგად იქნება.! იქნებ ისევ ის თემო დაბრუნდეს, ვინც მიყვარდა?! იქნებ გაქრეს ეს უხეში ბიჭი მხოლოდ ჩემი ტკენა რომ ახარებს. ალბათ დაბრუნდება.. უნდა დარუნდეს თორემ უარესად გამიჭირდება მასთან მთელი ცხოვრება ყოფნა.! რა თბილი იყო, მოსიყვარულე. როგორ შეიძლება დამიანში ორი ასეთი პიროვნება ცხოვროდეს?! -ხელებით სველი სახე მომშრალა და თავი საწოლის საზურგეს მიადო.-უნდა შეიცვალოს.! *** საწოლში შიშველი გოგონა იწვა უსულოდ.. სადღა ჰქონდა შერჩენილი სული? თვალებ დახუჭული და ცდილობდა დაევიწყებინაა იმდროინდელი მდგომარეობა. ბელქანია უხეშად უკოცნიდა სხეულის ნაწილებს.. კბილებით უსერავდა კანს.ცალი ხელით იჭერდა მაისურაძის მტევნებს და უმოწყალოდ „ძალადობდა“.. -დავიღალე რა..-ცივად შეუშვა ხელი. -ან ხელი მომკიდე ან მაკოცე. რა ჯანდაბა გჭირს. ისე აღარ მიდ**ბა.-გაბრაზებული წამოდგა საწოლიდან და სააბაზანოში გავიდა. შვებით ამოისუნთქა და დაკბენილი სხეული მთლიანად დაფარა ტანსაცმლით. სანამ გამოვიდოდა ჩუმად გაიპარა სახლიდა. უკვე გაჩარებაზე იყო ჩამოსული ტელეფონი რომ აწკრიალდა. -რა ყ*ეობა გააკეთე გოგო. -სახლში წავედი.. -მერე ვინ გითხრა წადიო?-ბოლო ხმაზე ყვიროდა ბალქანია. -მე მეგონა მორჩი შენს საქმეს და აღარ გჭირდებოდი. -დავაი რა.-ერთი კიდევ შეიკურთხა და გათიშა. ღრმად ამოისუნთქა აიანომ, გაჩერებულ ავტობუსში ავიდა და მშვიდი მელოდიის ფონზე რომელიც ყურებში ესმოდა სახლში წავიდა. მას მერე ერთი კვირა გავიდა. არც ზარი, არც შეტყობინება არ მიუღია თემო ბელქანიასგან, მშვიდად იყო და შეგუებული იმ აზრს, რომ აღარ უნდა ეფიქრა სიყვარულზე, მოსიყვარულე ოჯახზე ოცნებაც შეეწყვირა. ისწავლიდა, კარიერას შეიქმნიდა და აუცილებლად გააჩენდა შვილს..ასე მაინც შეიქმნიდა „ლამაზი“ოჯახის ილუზიას. -აიანო რაღაც არ მომწონს შენი საქციელი ამ ბოლო დროს..-ოთახში დედა შევიდა და საწოლზე მოკეცილ შვილს დახედა.-სულ მოწყენილი ხარ, ხმას არ იღბ დე გიჭირს რამე? -საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. „სიმართლე ვუთხრა? რომ ვერ გამიგოს? იქნებ არ მაპატიოს?! არა ასე ვერ გავრისკავ, ისევ ჯობია მარტო გავუმკლავდე ამ დარდს, მისგან სიცივეს ვერ ავიტან. სჯობს ისევ ეგონოს რომ მისი შვილი ჯერ კიდევ სწორ გზას ადგას.“ საკუთარ თავს ბრძოლა მოუგო და კვლავ სიჩუმემ გაიმარჯვა.! -რავი აბა ცოტა გამოცდებზე ვნერვიულობ და თან ხომ იცი პროფესიაზეც ვერ ჩამოვყალიბდი და ხასიათში გადამდის.-ბედნიერი ღიმილი აიკრა სახეზე. დახმარებას ითხოვდა, ბოლო ხმაზე შველას ივედრებოდა და ერთადერთ გამოწვდილ ხელს არ ჩაეჭიდა. არ იყო იმდენად ძლიერი საკუთარი დედის იმედგაცრუებული თვალები დაენახა, ალბათ ვერც გაიმეტა ქეთის იმედები და ოცნებები ხუხულასავით დასანგრევად.! -მართლა დე? -მართლა...მართლა.-„ბედნიერმა“ გაიღიმა და ლოყებიც საყვარლად ჩაეჩხვლიტა. როგორ უნდა ატკინო ასეთ ადამიანს გული? როგორ უნდა გიამეტო ის ასეთი ცხოვრებისთვის?! -აუ დე მოდი თმა დამიწანი რა..- რბილ ხალიჩაზე, დედის ფეხებს შორის მოკალათდა, თვალები მიელულა ქეთის თითები რომ იგრძნო თმაში. -ხომ იცი რომ ჩემი იმედი ყველაფერში უნდა გქონდეს? არ არებობს დედამიწის ზურგზე ისეთი საქციელ რასაც დედა შვილს არ აპაიებს.! -როცა დედა ხარ და შენი შვილი 9 თვე მუცლით ატარე, სხეულშივე გრძნობდი მის გულის ცემას, რთულია მოტყუვდე.! კარგად ხვდებოდა შვილს რაღაც უჭირდა.! მაგრამ პასუცი არ გასცა.! **** მონატრებულო ჩემო მკითხველო,ცოტაც განაწყენებულო რადგან ასე ცუდად ვიქცეოდი ბოლო დროს.! დავბრუნდი.! დავბრუნდი ჩემი ემოციეით, ტკივილებით და დიდი სიყვარულით. ადამიანური გრძნობებით, შიშებით და ბოროტებით. იმედია მოგეწონებათ. :)) ისევ იქნებით ჩემი მკითხველი და აუცილელად შემატყოინებთ თქვენს აზრს ამ ახალი ისტორიის მიმართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.