შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და სიკვდილი(თავი 13) (დასასრული)


9-04-2019, 17:40
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 086

უკვე დაინახეთ რამდენჯერაც მოვკვდი, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე რომ თურმე ეს სიკვდილი სრული უაზრობაა. რამდენიმე თვეა რაც ამ გაურკვეველი ტიპის ნაწარმოებს ვწერ. ხოდა ახლა მინდა გითხრათ ერთი საოცარი რამ: თუ წინა თავები წაკითხული გაქვთ, ნახავდით რომ მუდმივად ვამბობდი, სიკვდილი ჭეშმარიტებაათქო, მაგრამ ახლა უაზრობად შევრაცხე ის. ალბათ გაურკვევლობაში ხართ, ალბათ გაოგნებულები ხართ და ჩემზე ფიქრობთ ვიღაც გიჟია ან ჩამოუყალიბებელიო. ზოგადად შეიძლება ორივეში დაგეთანხმოთ, რადგან ცოტა გიჟი ნამდვილად ვარ, ხოლო რაც შეეხება ჩამოუყალიბებლობას, ეს ისეთი რამაა, რაც ყოველი ადამიანის ცხოვრობაში ერთ რომელიმე თემას მაინც თან სდევს. ხოდა მოკლედ რომ გითხრათ, სიკვდილი ერთდროულად ჭეშმარიტებაც არის და უაზრობაც იმიტომ, რომ ბოლოს ყველას სიკვდილამდე მისვლა მის ჭეშმარიტებას ამტკიცებს, ხოლო მის შემდეგ ამქვეყნიურ სამყაროსთან სამუდამო დაშორებ და ამით ახლო ადამიანებში გამოწვეული გულის ტკივილი,ჩვენი მხრიდან უზარმაზარი უაზრობაა.

სანამ გადავალ ამ ნაწარმოების ბოლო ნაწილზე, მანამდე გეტყვით, რომ სიკვდილის, სუიციდის სურვილი, რომელიც მქონდა, აღარ მაქვს და მარტივად შეიძლება ითქვას რომ ეს იმ ერთადერთი და განუმეორებელის დამსახურებაა, რომელზეც მუდმივად ვფიქრობ და აღარ მაქვს აღარანაირი ინტერესი იმისა რომ ამგვარი უაზრობა მომინდეს.

არ ვიცი რა ხდება სიკვდილის შემდეგ, მე ფაქტობრივად ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და სხვების მსგავსად ვერც მე ვერკვევი ამაში. ხოლო რაც შეეხება ღმერთს და მის არსებობას, იცით რა? მისი არსებობის მწამს, მაგრამ არა იმის რომ ლოცვა, სტიქაროსნობა, ზიარება და ასე შემდეგ რაიმე საქმეს უშველის. არ შემიძლია ამ ნაწარმოებში არ ვახსენო ჩემთვის ერთერთი უახლოესი ადამიანი, ლევან დადუნაშვილი(51-ე სკოლის მოსწავლე), რომელიც ჩემზე მილიონჯერ უფრო რელიგიური და მორწმუნე იყო, თუმცა ვიღაც ბო*ებმა ის მოკლეს და არა მე. მე ცოცხალი ვარ, ის კი... ამის მერე როგორ უნდა მწამდეს ყოველივე იმის რასაც ეკლესია გვიქადაგებს.

სიკვდილი ჭეშმარიტებაა, სიკვდილი უაზრობაა და მოგიწოდებთ რომ არ გახდეთ იმ უაზრობის ნაწილი, რომელიც თქვენს უახლოეს ადამიანებს გაანადგურებს.



საღო ძმაო რქ, მართლა იცი რამდენი ემოცია დააგროვე შენ ჩემში? ყოჩაღ შენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent