შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და სიკვდილი ( თავები 11, 12)


15-03-2019, 23:04
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 035

თავი 11

კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო ერთგულო მკითხველებო. ალბათ ძალიან დაგღალეთ ჩემი ცოტა არ იყოს და ბანალური ისტორიით და ემოციების გადმოცემით, მაგრამ სამწუხაროდ წერის დამთავრებას ჯერ არ ვაპირებ. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს თქვენთვის სათქმელი. ვინც დაიღალეთ ან სურვილი დაგეკარგათ იმისა რომ განაგრძოთ ამ წიგნის კითხვა, შეგიძლიათ მოისროლოთ შორს, მდინარეში, ზღვაში ან უბრალოდ ქუჩაში. იქნებ ჩემმა თანამოაზრე გიჟმა იპოვოს. ახლა კი ამ მოკლე შესავლის მერე, მთავარ სათქმელზე გადავალ.
პირველ რიგში გეტყვით რომ ამ თავის დაწერა ჩემი უახლოესი და ყველაზე ძველი მეგობრების დამსახურებაა. მათმა ზეწოლამ მეც მათსავით ეჭვებში ჩამაგდო, მიუხედავად იმისა, რომ მე იმ ადამიანის მჯერა რომელიც მიყვარს. ნუ გამკიცხავთ, ხომ იცით როგორი რამაა როდესაც შენი უახლოესი მეგობრის ზეწოლის ქვეშ ხარ, შეიძლება არ დაუჯერო მაგრამ რაღაც ეჭვები მაინც გაჩნდება შენში.
მოკლედ... რაღაც-რაღაცებით დავიღალე. იცით რითი? იმით რომ უკვე თვეები გავიდა იმის შემდეგ რაც დეა ვნახე. მიყვარს, მენატრება, მაგრამ... სამწუხაროდ არ სცალია და არ მხვდება.
ჰოო, ძალიან ცუდია როცა ადამიანს იმის გაკეთებას სთხოვ რაც არ შეუძლია, მაგრამ რა ვქნა, სიგიჟემდე მენატრება. აღარაფერი ვუთხრა ამაზე? აღარ მივწერო? დავიკიდო ეს ყველაფერი? არა, ამის გაკეთება ნამდვილი უაზრობაა, მითუმეტეს იმისთვის ვინც სიგიჟემდე გიყვარს. არ ვიცი წაიკითხავს თუ არა იმას რასაც ახლა ვწერ, მაგრამ ერთი რამ ცხადია რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამის წაკითხვით ჩვენი შეხვედრა ვერ შედგება. სწორედ ამიტომ მე და ბიჭებმა რაღაც მოვიფიქრეთ(მე მოვიფიქრე), რაღაც ისეთი რისი საშუალებითაც მას ვნახავ. არ ვიცი, შეიძლება ეწყინოს, გაუტყდეს და არ მოეწონოს ის რასაც გავაკეთებთ მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სხვა გზა აღარ გვაქვს დარჩენილი. რის გაკეთებას ვაპირებთ?! ამას ჯერ ვერ გეტყვით, რადგან შეიძლება ჩემმა ერთადერთმა და განუმეორებელმაც წაიკითხოს და სულაც არ მაწყობს რომ ჩვენ სამის გარდა ამასთან დაკავშირებით ვინმემ რამე იცოდეს. ზუსტად ვიცი, ამ ინფორმაციამ რომ გაჟონოს, ჩვენი გეგმა ჩაიშლება.
ერთი რამ მინდა იცოდეთ, ტყუილს ვერ ვიტან და თითქმის არასდროს ვამართლებ, ყოველშემთხვევაში მაშინ როდესაც ეს ტყუილი გამოუსადეგარია და უბრალოდ საქმეს აფუჭებს. იცით როდის ვუჭერ მხარს ადამიანის მოტყუებას? როცა ვიცი რომ რაღაცის არ თქმა ან ტყუილად თქმა მას დაეხმარება, არანაირ ზიანს არ მიაყენებს და ეს ტყუილი შეიძლება სიმართლედ გადაიქცეს. დანარჩენ შემთხვევებში მწარე სიმართლის ცოდნა სჯობს. სიმართლე რომ გითხრათ ტყუილის თქმა ყოველთვის არ არის საშინელი და გაუმართლებელი რამ, მაგალითად იმ შემთხვევებში რაც უკვე ჩამოგითვალეთ. ახლა იცით რა მინდა? მინდა რომ ის ჭეშმარიტი კარგად იყოს, განსაკუთრებით ჯანმრთელობის მხრივ. ხო და კიდევ ერთი რამ მსურს. მინდა რომ ის რაც მან მითხრა მისი ჯანმრთელობის შესახებ სრული აბსურდი იყოს, თქვენ არ იცით როგორ მინდა მითხრას რომ ეს ტყუილად მითხრა და კარგადაა. ახლა ამ ნათქვამის შემდეგ ზოგს დებილი ვეგონები, ზოგს უთავმოყვარეო, ზოგსაც გიჟი. ისე შეიძლება ითქვას რომ სიგიჟის ნიშნები ჩემში აშკარად შეიმჩნევა. აბა რატომ უნდა დაწეროს 16 წლის ბიჭმა საერთოდ სიკვდილის შესახებ ან რატომ უნდა გაუჩნდეს ამის სურვილი? ვისაც ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მაინც გგონივართ იმის გამო რაც ახლა ვთქვი, მაშინ შეგიძლიათ დამტოვოთ, ახლავე გაქრეთ, აორთქლდეთ ჩემი ცხოვრებიდან. იცით რატომ? საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობას არაფერი სჯობს და თუ ვინმე ფიქრობთ რომ ასეთი რაღაცის გაგების შემთხვევაში სიხარულზე მეტად ბრაზი და წყენა შეგაწუხებთ, მაშინ უგულო და მართლაც უთავმოყვარეო ადამიანი ყოფილხართ. კონკრეტულად არავის მივმართავ, უბრალოდ ასეთი "ვირთხები" ყველგან და ყოველთვის არსებობენ. ურთიერთობას იმ ადამიანთან რომელიც გიყვარს ტყუილი ვერ დაანგრევს, თუ ამან ვინმეს სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ვფიქრობ იმასაც გააჩნია ვინ იქნება ის საცოდავი.
ტყუილთან დაკავშირებით უკვე გაგაცანით ჩემი პირადი ჭეშმარიტება. მგონი საკმარისია ამაზე საუბარი. ახლა კი ერთ რამეს გეტყვით და კარგად დაიმახსოვრეთ ვინც ჩემი თანაამოაზრენი ბრძანდებით.
სიკვდილი ყველაზე დიდი ჭეშმარიტებაა, იცით რატომ? ბოლოს ყველანი ამ გზაზე ვდგებით, თუმცა უნდა ვეცადოთ რომ ეს გზა მაქსიმალურად გრძელი იყოს. უნდა ვიცოცხლოთ სანამ არსებობს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და სანამ ჩვენც მნიშვნელოვანი ვართ სხვებისთვის.

თავი 12

როგორც გითხარით მე და ჩემმა ძმაკაცებმა გადავწყვიტეთ იმ ჭეშმარიტთან მისვლა, თუმცა ალბათ ეს მომავალ კვირამდე არ გამოვა, რადგან არ სცალიათ. არ ვიცი რა მოხდება, როგორი რეაქცია ექნება, თუმცა როგორც იცით: "ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვამს." არ ვიცი რა წავუღო, რა მივუტანო, რა გაუხარდება. ჩემი ძველი ლექსების ჟურნალს მივუტანდი, მაგრამ... არ ვიცი იქნება თუ არა ეს კარგი საჩუქარი, რადგან იქ სულ სხვა გოგოებთან დაკავშირებული ლექსებია დაწერილი. აღარ განვაგრძობ ახნსას, ალბათ თქვენც ყველაფერს მიხვდით. ცოტა ხანში ამავე ჟურნალის ახალი ნომერი გამოვა, მგონი ერთ თვეში და მას აუცილებლად ვაჩუქებ. ადრე, სანამ ის შემიყვარდებოდა, რამდენიმე ადამიანზე პარალელურად ვწერდი, ხოლო ახლა სურვილიც კი არ მაქვს, რომ მის გარდა ვინმეზე დავწერო, რადგან ის არის ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი.

ახლა ცოტათი გადავუხვევ თემიდან და გეტყვით, რომ კლასში ვზივარ, საერო სკოლა ბინულის მე-10 კლასში, სადაც ერთადერთი პოეტი გახლავართ. სიმართლე რომ გითხრათ, მე ჩემს თავს მწერლად არ ვთვლი იმიტომ, რომ არ ვარ. იცით რატომ? მე მხოლოდ იმას ვწერ რასაც ვგრძნობ და რაც ჩემს თავს ხდება, ხოლო რაც შეეხება ფანტაზიის უნარს, მას ძირითადად არ ვიყენებ. ან რატომ უნდა გამოვიყენო, როდესაც რეალურ ისტორიაზე, გრძნობებზე და შეგრძნებებზე ვწერ?! რა საჭიროა ზედმეტი ფანტაზიის გამოყენება ავტორომანის წერის დროს?!

ისევ წინა თემას დავუბრუნდები და გეტყვით რომ საშინლად მენატრება ის ჭეშმარიტი, გაგიჟებული ვარ, გრძნობათა ქარცეცხლი აწვება ჩემს გულს და გონებას. ვკვდები, ვკვდები ისე მენატრება და რომ არ ვნახო ალბათ სულს განვუტევებ.



№1 სტუმარი mari

Au gio dzaan magari bichi xar,me vafshe ar davigale am istoriss wakitxvit,pirikit dzaan kaia <3<3<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent