შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაე (თავი 2)


10-04-2019, 00:23
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 226

-ვინ ვართ ჩვენ? -გადახედა შეკრებილებს. -ჩვენ ვართ აწმყო და ჩვენ ვართ მომავალი. როგორ მოვედით აქამდე? ვინ მოიყვანა აქამდე ერი? ჩვენ - ახალგაზრდებმა. ადამიანი დაბადებიდან რევოლუციისკენ მიისწრაფვის. ეს არის ბუნების კანონი - ევოლუცია. დააკვირდით ბუნებას, ერთ დღესაც იღვიძებს მიძინებული ვულკანი, მშვიდი წ....ბი დიდდებიან და იქცევიან ცუნამად. მიწა ირხევა, ტყდება და ანგრევს ყველაფერს, რაც კაცს უშენებია. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ბუნებამ მშვენივრად იცის, ზოგჯერ აღარაფრის გამოსწორება აღარ შეიძლება - ზოგჯერ, ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო. ჩვენც, ისევე როგორც ბუნებამ, ვიცით რომ უკვე აღარაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. ჩვენ არ გვჭირდება წინა თაობა. ერის სულმა განიცადა რევოლუცია, ჩვენ გვაქვს ახალი მოთხოვნები, ახალი იდეები. ჩვენ აღარ გვინდა გვერქვას ნაშთი. ჩვენ გვინდა ვიყოთ საწყისი ახალი ერისა. სამყაროს ერთადერთი კანონი აქვს - რევოლუცია. -დიდაქტიკური ჟესტიკულაციით საუბრობდა სცენის შუაგულში მდგარი გაბე.
გაბეს გამოსვლას ჟრიამული და ხმაურიანი შეძახილები მოჰყვა. ერთობის ნიშნად, მარჯვენა ხელს მაღლა სწევდნენ და მუჭად კრავდნენ.
-ეს იქნება ნამდვილი და ბოლო რევოლუცია ქვეყნის ისტორიაში. - ქვევიდან, შეპარული მოუსვენრობით თქვა სცენასთან ახლოს მდგარმა სანიმ.
-სანამ ადამიანი არსებობს, სანამ ადამიანი განიცდის ევოლუციას, მანამდე იარსებებს რევოლუცია. შეუძლებელია ის იყოს ბოლო. ყოველი შემთხვევისთვის, ადამიანი ვერ იქნება უკანასკნელი რევოლუციონერი. მხედველობაში იქონიეთ აპოკალიფსი. მისი ავტორი ბუნება იქნება და არა ჩვენ. -დაჟინებული, ვნებაანთებული თვალებით წარმოთქვა გაბემ.
-მე მაინც მგონია, რომ პროკლამაციები 21ე საუკუნეში ცოტათი სასაცილოც კია. -წინადადება ჩააგდო ევამ, რომელიც სიბნელეში, განცალკავებით იდგა.
გაბემ მშვიდად, აუღელვებლად მიატრიალა თავი მარჯვნივ და ოდნავ დაბლა, ევასკენ. ოდნავ ქვევიდან გახედა, წინ ჩამოყრილი დრედებიდან უყურებდა ევას. ეს უკანასკნელიც თვალს არ აშორებდა. შემდეგ, გაბე ისევ მიკროფონს მიუბრუნდა. საზოგადოებას კმაყოფილი მოლოდინით გახედა, თვალებით მათგან ეძებდა თითქოს პასუხს.
-ვინმეს ხომ არ სურს, უპასუხოს ევას?
-ყველას გვესმის, რომ 21ე საუკუნე სოციალური მედიის ეპოქაა, მაგრამ ასე ხომ ადვილად გვიპოვნიან?! -უკმაყოფილოდ გახედა ლეომ ევას.
-რაე ემზადება რევოლუციისთვის. ჩვენი მთავარი ძალა კი სიჩუმეა. ჩვენ ვართ არსაიდან. ჩვენ ვართ იქ, სადაც არ გველიან. ჩვენ ვართ ყველგან და არსად, გასაგებია? -მომენტალურად გახედა გაბემ ევას. -ჩვენ არც შეცდომებს ვპატიობთ ევა, იმედია მსგავსი კითხვებით აღარ გაგვანაწყენებ.
ევამ თვალი აარიდა გაბეს. ნერვიულად აათამაშა მარჯვენა ფეხი.
-ალბათ, მამაშენს მაგრად გაუ*რაკებენ, ხო? მის კლუბში გადავუღეთ პრეზიდენტს. -იკითხა ირიმ.
-მამაჩემი ქვეყანაში არ არის. ჩემთან მოვლენ.
-და შენ რას ეტყვი?
გაბეს ცალყბად გაეცინა.
-ყოველთვის მაინტერესებდა, ჩვენ რატომ უნდა გაბაროთ ყოველთვის ანგარიში, როცა შენ არცერთ შენს ნაბიჯს არ გვითანხმებ? დიქტატორი ხარ? -ამოხეთქა ევამ.
გაბემ სიბარეტს გაუკიდა, სცენიდან ჩამოვიდა და ევას მიუახლოვდა.
-არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება სჭირდებათ იმისთვის რომ რამეს მიაღწიონ. შენ მაგათ რიცხვს არ განეკუთვნები ევა, შენ ინფორმაციულადაც და მოქმედებითაც შეზღუდული უნდა იყო, რომ სისულელე არ გააკეთო. ასე რომ დიახ, შენთვის მე დიქტატორი ვარ. -სახე ახლოს მიუტანა გაბემ.
ევამ უმალვე აარიდა მზერა, წამებში კი ადგილი შეიცვალა, რომ გაბესთან ასე ახლოს არ მდგარიყო.
-კიდევ, ვინმეს რაიმე პრეტენზია ხომ არ აქვს ჩემთან? -გაიარა გაბემ ბრბოში.
-ჩვენ გაღიარებთ ორგანიზაციის ლიდერად, გაბე და არ გვინდა არეულობა. -წარმოთქვა ლეომ.
დარბაზში სრული სიჩუმე გამეფდა. ყველა ელოდებოდა გაბეს, რომელიც რამოდენიმე წამის განმავლობაში შეყოვნდა, შემდეგ კი, ისევ სცენაზე ავიდა.
-პრეზიდენტის ნაშიერზე რა ვიცით? -ჩასძახა მიკროფონში.
-ჯერ-ჯერობით არაფერი. წლები პარიზში ცხოვრობდა. აქ ყოველი მისი ნაბიჯი გვეცოდინება. -უპასუხა სანიმ.
-მაგას ჩემს თავზე ავიღებ, თქვენ მოეშვით. -დაასრულა გაბემ. -ნიღბები მოამზადეთ, გვიან ღამით ცენტრალურ უბნებს შევუტევთ. დილით, პარლამენტი მიიღებს მესიჯს, რომ მოსახლეობა დაუცველია. -ჩაიცინა გაბემ.
მის ნათქვამს ყველა ჟრიამულითა და ყიჟინით შეხვდა. ევასაც კმაყოფილება გამოეხატა სახეზე, ხოლო როგორც კი გაბეს მზერა იგრძნო, წამსვე დაასერიოზულა სახე.

***
პრეზიდენტის სახლში, სრული სიჩუმე სუფევდა. მხოლოდ მარიამი დადიოდა მოუსვენრად თავის ოთახში. სახეზე ანერვიულება ეტყობოდა. კარზე კაკუნის ხმა შემოესმა.
-შემოდი. -შვიდად გასძახა.
-თორნიკე გაღაბიანია მოსული, მარიამ. -შეატყობინა უნიფორმიანმა.
-შემოვიდეს. -გაუღიმა მარიამმა. -შემდეგ კი, სახე დაასერიოზულა. -3 წუთში. არა, სამში არა, 10 წუთში. -სააბაზანოში შევარდა გოგონა.
თმა გაისწორა, ცოტათი მაკიაჟიც შეისწორა. ოდნავ ღელავდა კიდეც. 2 წელი არ ენახა თავისი ბავშვობის მეგობარი. თუმცა, ეს აღელვება სხვა რამეც იყო, რაშიც საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდა.
სააბაზანოდან გამოვიდა და სავარძელში ჩაჯდა. თვალი მოავლო თავის ოთახს, თეთრი და იისფერი გამოიკვეთებოდა ოთახის ფერებში. აურა რბილი და კომფორტული იყო. კარის კაკუნის ხმაზე, ფეხზე წამოდგა გოგონა.
-შემოდით. -გააჟღერა ცოტათი ბოხი ხმა.
კარში შემოვიდა 180სმ. სიმაღლის, თითქმის მაღალი ახალგაზრდა. იქნებოდა 25-26 წლის. თვალები ღია თაფლისფერი და ოდნავ ჩაწითლებული ჰქონდა, გადაღლის შემთხვევაში კი, სიმწვანეც დაჰკრავდა. სახე ოვალური და ოდნავ ცინიკური, ან მომცინარი ჰქონდა. წარბები მოკლე და სქელი, ხოლო ცხვირი სწორი. ტუჩები სქელი და ფერმკთალი. კბილები კი იდეალურად მიწყობოდნენ ერთმანეთს, გაცინების დროს უგონოდ სიმპათიურიც კი მოგეჩვენებოდათ. თმა თხელი და ღია წაბლისფერი ჰქონდა, მოკლედ შეკრეჭილი. ეცვა საქმიანად - თეთრი პერანგი, ლურჯი ჰალსტუხით და იგივე ფერის კლასიკური შარვალი. მარჯვენა მაჯაზე საათი უფრო მეტად გამოჰკვეთდა მის საქმიან იერს. ფერების ფსიქოლოგიით გატაცებულ ადამიანს, მის დანახვაზე, ლურჯი გაუელვებდა გონებაში. დარბაისლური ნაბიჯებით შემოვიდა ოთახში და გულწრფელი, მონატრებული სიცილით გაემართა მარიამისკენ. ამ უკანასკნელს გულიც კი აუჩუყდა მის დანახვაზე.
-თორნიკე. -გაექანა მარიამი ახალგაზრდა მამაკაცისკენ და გადაეხვია.
- A la fin, tu es retourné, tu m’avais manqué.(1) -სიცილით გადაეხვია თორნიკე.
-Tu parles français? (2)-სიცილნარევი გაკვირვებით შეეკითხა მარიამი.
-Je me suis préparée spécialement pour toi.(3)
ორივეს ხმამაღალი კისკისი წასკდა.
-მართლა ძალიან მომენატრე. -გაუმეორა თორნიკემ, როცა სავარძელზე მოკალათდნენ.
-ერთხელაც არ ჩამოხვედი. -უკმაყოფილოდ აუბზუა ცხვირი მარიამმა.
-როგორ არა, შარშან ზაფხულში ხომ ვიყავი?! -ცალყბად ჩაიცინა თორნიკემ.
კარის კაკუნზე ორივემ კარისკენ გაიხედა.
-შემოდი. -გასძახა მარიამმა.
კარის ზღურბლზე უნიფორმიანი გამოჩნდა.
-რამეს ხომ არ მიირთმევთ? -მშვიდი ხმით იკითხა.
ახალგაზრდებმა ერთმანეთს გადახედეს.
-ცხელი შოკოლადი. -ერთხმად შესძახეს.
უნიფორმიანმა კარი მშვიდად მიხურა.
-რა ხდება აბა, მომიყევი შენი ამბები. -სავარძლის კიდეს დაყრდნობილ ხელზე ჩამოასვენა თავი მარიამმა და დაკვირვებული მზერით გახედა ყმაწვილს.
-სწავლას მოვრჩი. ეხლა ლექციებს ვკითხულობ და სასამართლო სხდომებს ვესწრები. მამაჩემს დიდად არ უნდა მის გზას გავყვე, მაგრამ ხომ იცი მოსამართლეობა ბავშვობიდან მინდოდა.
-ჰო. ახალი ამბები ნახე? -სახე აარიდა თორნიკეს მარიამმა.
-კი, მთელი ამბებია. -უხერხულად შეიშმუშნა თორნიკე.
-შენც ფიქრობ, რომ ოპოზიციიდან იქნებიან?
-პირველად ყველა მაგას იფიქრებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული.
-ანუ?
-არ ვიცი, მარიამ. დაველოდოთ გამოძიებას. თუმცა, მე მგონია რომ ეს არ იქნება ბოლო. ვინც ეს გააკეთა, შედეგებისთვისაც მზად არის. ნებისმიერ შემთხვევაში, მამაშენს დიდი ჩირქი მიაცხეს.
-კლინტონის და მონიკა ლევინსკის ქეისი გაიხსენე. -თვალებში შეაცხრა მარიამი.
თორნიკემ ცოტათი გაკვირვებული ღიმილით გამოხედა.
-საქართველოა, მარიამ. -ცოტათი ისტერიულს ჰგავდა თორნიკეს გაკვირვება. -ამერიკელებმა პრეზიდენტს აპატიეს, მაგრამ ლევინსკი დღემდე ამორალურ ქალადაა ცნობილი. და შენ ამბობ, რომ ფანატიკოსი მართლმადიდებლები, პრეზიდენტს სტრიპტიზ კლუბში გულაობას აპატიებენ?
-ამერიკაც თავისი არსით მორწმუნეა და ფანატიკოსიც კი. -ნიშნისმოგებით, თუმცა სხვათაშორის ჩაილაპარაკა მარიამმა.
-ხავსს ებღაუჭები, მარიამ. ყველაფერი მენტალურ დონეზე წყდება. ამის გამო პრეზიდენტის გადადგომას არ მოითხოვენ, მაგრამ ნაკლები დაფასება ექნება საზოგადოებაში. ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ?!
მარიამი ფეხზე წამოდგა, გაიარ-გამოიარა. თორნიკემ თავი გადააგდო საზურგეზე და მარიამს გააყოლა თვალი.
-რას ფიქრობ? -ჰკითხა ბოლოს.
-რაღაც ცუდს მიგრძნობს გული. ნეტავ, საერთოდ არ ჩამოვსულიყავი. -ამოიფრუტუნა მარიამმა და გვერდით მიუჯდა თორნიკეს.
კარზე კაკუნი გაისმა, ისევ. თორნიკემ მარიამს გახედა, რომელიც მოპირდაპირე კედელს მიშტერებოდა ჩაფიქრებული. ახალგაზრდა მამაკაცი წამოდგა, კარი გააღო და უნიფორმიანს ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქები გამოართვა.

***
-მგონი, ევა ზედმეტ კითხვებს სვამს. არ მესმის, რატომ უთმენ ამდენს?! -ნამდვილად შეფიქრიანებული სჩანდა ლეო.
გაბე ბართან იჯდა, ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა და ცალი თვალით ხალხს გაჰყურებდა. ლეოს კითხვაზე, მისკენ შეტრიალდა, ჭიქა პირთან მიიდო, ბოლომდე გადაუშვა სითხე ყელში და ბარმენს მიუსრიალა ცარიელი ჭიქა.
-რაღაცას მალავს. ვფიქრობ, რაღაც ისეთია, რაც სამომავლოდ დაგვჭირდება. -ოდნავ თვალები მოჭუტა გაბემ და ისევ ხალხისკენ გაიშვირა მზერა.
-საიდან დაასკვენი? -დაკვირვებულად ჩაეკითხა ლეო.
-ევა რევოლუციონერი არ არის, უბრალოდ შურისძიება უნდა. -უპასუხა გაბემ, ისე რომ ლეოსთვის არ გაუხედავს. ბარმენს ჟესტიკულაციით ანიშნა, რომ კიდევ დაესხა.
-შურისძიება? ვისზე? -სულ უფრო დაიბნა ლეო.
გაბემ ლეოს გახედა, ერთი გემრიელად გადაიხარხარა, ბეჭზე ჩამოჰკრა ხელი და ოდნავ შეანჯღრია.
-დეტალები, დეტალები, ძმაო. დეტალებს ჩაუღრმავდი. -კიდევ ერთხელ, ცალყბად გაიცინა გაბემ და ბარმენის მოწოდებული სასმელი ბოლომდე ჩაცალა.
წამოდგომას აპირებდა, როცა მხარზე ხელი დაადეს. გაბე გაბრუნდა, ორი კეპიანი ახალგაზრდა აეღობა მის თვალებს. გაბემ ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ელოდა კიდეც ერთი შეხედვით დაუპატიჟებელ სტუმრებს.
-გამარჯობა. გაბრიელ ევანისელი შენ ხარ? -იკითხა ერთ-ერთმა, მეორეზე ოდნავ მაღალმა.
გაბემ წარბების აწევით და ცალყბა ღიმილით დაუდასტურა ვინაობა, შემდეგ კი ცალი ხელით, მათგან ათიოდე ნაბიჯის მოშორებით, ოდნავ ამაღლებული სავარძლებით გარშემორტყმული მაგიდისკენ ანიშნა. ლეოც უკან გაჰყვა მათ.
-ჩვენ შსსდან ვართ. -დასტურად საბუთიც წარუდგინეს გაბეს. -ალბათ, გაიგებდით პრეზიდენტის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე. ზუსტად ამ ბარში მოხდა ეს შემთხვევა.
-კი, გავიგე. ბატონი ზურაბი ჩვენი ხშირი სტუმარია, დიდი პატივით ვიღებთ და ვუმასპინძლდებით. -ოდნავ ცინიკურად ჩაეღიმა გაბეს.
კეპიანებმა ერთმანეთს გადახედეს.
-კამერების ნახვა გვინდა.
-სიამოვნებით, მაგრამ აქ კამერები არ გვაქვს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. -უდარდელად, მხრები აიჩეჩა გაბემ. -მე მესმის, აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის ინტერესები, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გეხმარებით.
-კარგი. -ისევ გადახედეს ერთმანეთს კეპიანებმა.
-რამეს ხომ არ დალევთ? ან, რავიცი... -გოგონებისკენ ანიშნა თვალებით გაბემ.
კეპიანები ცოტათი შეყოვნდნენ.
-არა, უნდა წავიდეთ. სხვა დროს, ეცადეთ უფრო ყურადღებით იყოთ, როცა თანამდებობის პირი გეყოლებათ სტუმრად. -დაყენებული სიმკაცრით წარმოთქვა ოდნავ მაღალმა.
-აუცილებლად. -ფეხზე წამოდგა გაბე.
კეპიანები გასასვლელისკენ გაემართნენ, ორი-სამჯერ მოცეკვავე გოგონებს შეაპარეს მზერა.
-რა კვერცხები არიან, ტო. ამათი იმედი როგორ უნდა გქონდეს?! -ცხვირი აიბზუა ლეომ.
-ბევრად უფრო საინტერესო და დაძაბულ დიალოგს ველოდი. ეს იყო სექ*ი გათავების გარეშე. -უკმაყოფილოდ ჩაესვენა სავარძელში გაბე.

***
შხაპის ქვეშ, ცხელ წყალს შესჩერებოდა ევა. თვალები სულ ჩასწითლებოდა. იდგა გაუნძრევლად, არც თვალებს ახამხამებდა, არც სხეულს არხევდა. უმოქმედოდ შესჩერებოდა მის წინ აღმართულ ცარიელ კედელს. მისი კანი თოვლივით თეთრი იყო, გეგონებოდათ არასოდეს შეჰხებია მზის სხივი. ძუძუს თავები ღია ვარდისფერი ჰქონდა, მარჯვენა თავზე კი მრგვალი რგოლი ეკეთა. მომცრო ზომის მკერდი ჰქონდა, მხოლოდ ძუძუს თავების ფორმით მიხვდებოდით რომ ქალის იყო და არა კაცის. სუსტი, ბანანისებრი ტანი ჰქონდა. არც თეძო იყო გამოყოფილი, არც უკანალი. ფეხებს შორის, მოზრდილი ტატუ ეხატა, ლათინური ასო R. მასზე ხელი მოისვა გოგონამ, ქვედა ტუჩს უკბინა და კიდევ უფრო ღრმად შეაცურა ხელი.
-გაბე... -თვალები მინაბა ევამ. -გაბე...
-ევა, ისევ მანდ ხარ? -დაუკაკუნეს კარზე და ევაც მაშინვე გამოერკვა. სწრაფად გადაკეტა წყალი.
-ჰო, გამოვდივარ.
-რას აკეთებ ამდენ ხანს?! -მოესმა ისევ გაბრაზებული ხმა.
ევამ სწრაფად მოიცვა ხალათი და აბაზანის კარი გააღო. მის თვალებს დანაოჭებული, თითქოს ადრეულად დაბერებული ქალი აეღობა. სიგარეტი გაეჩრა პირში და ისტერიულად ახველებდა. ევას არც გაუხედავს მისკენ. სწრაფად გაუარა გვერდი და ოთახში შევიდა. კარი გადაკეტა, ერთხანს კარს მიეყრდნო. შემდეგ კი საწოლს მიუახლოვდა. საწოლის თავთან დადებულ ფოტოსურათს დახედა. ფოტოზე ახალგაზრდა მამაკაცი იყო გამოსახული, იცინოდა. გულწრფელი, ნამდვილი სიცილით. თვალები შემოდგომის ფოთოლივით, მოყვითალო მწვანე ჰქონდა. ევამ საჩვენებელი თითი გადაუსვა თვალებზე, შემდეგ კი ტუჩებთან მიიტანა და აკოცა.
-მხოლოდ შენთვის, ბუბა. -მაგრად დააჭირა თვალები ერთმანეთს ევამ და სწრაფად დადო ფოტო თავის ადგილას.
მალევე ჩაიცვა გოგონამ. მერე კი, სარკეს მიუახლოვდა. თავზე ნაჭრის შავი ნიღაბი ჩამოიცვა. მხოლოდ თვალები და ნესტოები ჰქონდა ამოჭრილი. ერთხანს ასე უყურა საკუთარ გამოსახულებას სარკეში, შემდეგ კი გადაიძრო. ხელი დასტაცა ზურგჩანთას და სწრაფად დაიძრა კარისკენ.
-სად მიდიხარ? ევა, სად მიდიხარ? -მოესმა ზურგს უკან ბოხი ხმა, მაგრამ ევამ პასუხად მხოლოდ კარი გაიჯახუნა.

***
*გიბრუნდებით სპეციალური გამოშვებით. წუხელ ღამით, უცნობი მოქალაქეები თავს დაესხნენ ცენტრალურ უბნებს. დააზიანეს ადგილობრივი მცხოვრებლების მანქანები, ქვები დაუშინეს საცხოვრებელი სახლების ფანჯრებს, წითლად შეღებეს ხეები, გზები, კორპუსის კედლები და სკვერების სკამები. მოსახლეობა პანიკაშია. ისინი მოითხოვენ შესაბამის რეაგირებას მთავრობის მხრიდან. ზოგი მათგანი კი უნდობლობას უცხადებს კონკრეტულად ზურაბ ერისთავს და აცხადებს, რომ ქვეყანაში მომხდარი არეულობა, პრეზიდენტის ყოფაქცევის პირდაპირპროპორციულია და საერთოდაც უარესს უნდა ელოდონ.*

-რაღაც ზომებს უნდა მივმართოთ, თორემ უარესდება მდგომარეობა. -ერთხმად აღიარეს პრემიერმა და უშიშროების მინისტრმა პრეზიდენტის კაბინეტში. ზურაბ ერისთავი კი მძიმედ სუნთქავდა და უკვე მესამე დამამშვიდებელს სვამდა.
-ეს არ არის ოპოზიცია. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ოპოზიცია არ არის. გადამოწმდა ყველა ვიდეო კამერა, არსად არ ჩანან. არსად არ ჩანან ეგ ძა*ლიშვილები. მხოლოდ ერთი-ორგან, ისიც ნიღბებით, გამორიცხულია რაიმე კვალზე გაგიყვანონ.
-ანარქისტები არიან? რა ჩემი *ლე უნდათ? -დაარტყა მუშტი მაგიდას პრემიერმა.
-შეიძლება სტუდენტები არიან?! -სახე გახსნა პრეზიდენტმა. -განათლების რეფორმებს გადახედეთ, რამე ხომ არაა შესაცვლელი? რა უნდათ ახალგაზრდებს?! სასწრაფოდ სხდომა უნდა მოვაწყოთ. -წამოდგა პრეზიდენტი.

***
-ალო, თორნიკე. რაღაც სიგიჟის ჩადენას ვაპირებ და ჩემთან ხარ?
-რას აპირებ, მარიამ? ახლა ქალაქგარეთ ვარ.
-ახალ ამბებს მოუსმინე? გული რაღაც სხვას მიგრძნობს. იმ კლუბში უნდა მივიდე, სადაც მამას გადაუღეს.
-გაგიჟდი, მარიამ? სახლში დარჩი, ხვალ გნახავ და განვიხილოთ ეს საკითხი.
-არა, უკვე გადავწყვიტე. რაც აქ ჩამოვედი, მარტო ამაზე ვფიქრობ. უნდა მივიდე, რაღაც მაინტერესებს.
-რა გაინტერესებს?
-არ ვიცი, უბრალოდ მინდა რომ იქ მივიდე.
-ხვალამდე მოითმინე, მარიამ. -შეევედრა თორნიკე.
საპასუხოდ კი, მარიამმა ყურმილი დაკიდა. ტელეფონი გამორთო, იქვე ლოგინზე დააგდო და ოთახი დატოვა.

მგზნებაზე ბიტების, ვიბრაციისა და წითელი შუქის ტანდები, გონებაზე დამბლას სცემდა მარიამს. გოგონა, რომელიც ოპერის, ჯაზისა და კლასიკური მუსიკის მელოდიას იყო ნაჩვევი, ცოტათი გაუჭირდა, მიეღო ის ეროტიული ენერგია, რასაც აქაური სიტუაცია სთავაზობდა მას. დაკვირვებულად შეათვალიერა ნახევრად შიშველი მოცეკვავეები და ერთხანს, თვალიც კი გაუშეშდა მათზე. ნელ -ნელა შეერია ხალხს, შემდეგ კი ბარს მიუახლოვდა. თითოეულ დეტალს აკვირდებოდა და ზოგ ადგილას თვალიც კი უშეშდებოდა. ზედმეტად სერიოზული იყო მისი გამომეტყველება, ამ ადგილისთვის შეუფერებელი. ბოლოს, ბართან ჩამოჯდა და არაყი შეუკვეთა, სულ ოდნავ მოსვა - სახე დაეჭყანა. ისევ მოცეკვავეებს დაუწყო თვალიერება. ძალიან მოსწონდა მათი მიხვრა-მოხვრა. მოსწონდა, როგორ ოსტატურად ტრიალებდნენ ბოძზე და ფიქრობდა, როგორი გამბედაობა სჭირდება იმის კეთებას, რასაც მოცეკვავეები ამდენი ხალხის წინ აკეთებდნენ.
მისგან ათიოდე ნაბიჯის მოშორებით, სავარძელში იჯდა გაბე. დაჟინებით უყურებდა მარიამს. კოჭიდან თმის ღერამდე ათვალიერებდა და რატომღაც, ტრადიციული ცინიკური ღიმილი აღარ ემჩნეოდა სახეზე. შემდეგ კი, წამოდგა. მიუახლოვდა ბარს და გვერდით მიუჯდა მარიამს. ამ უკანასკნელმაც გახედა, უხერხულად ჩაახველა და ცოტათი მოსვა არაყი. გაბე დაჟინებით უყურებდა, თვალს არ აშორებდა გოგონას და მარიამი სულ უფრო დაიძაბა. ბოლოს კი, გადაწყვიტა თავადაც იგივე გაეკეთებინა და თვალდაუხამხამებლად უყურებდა ბიჭს თვალებში. როგორც ჩანს, არცერთი აპირებდა დანებებას, საბოლოოდ მარიამს ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეებში, გაბეს კი ცალყბად.
-მგონი, პირველად გხედავ. -ისევ დაჟინებით ჩაშტერებოდა თვალებში გაბე.
-ეჭვიც არ მეპარება. -ლაკონურად მოუჭრა მარიამმა და კიდევ მოსვა არაყი.
-ვფიქრობ, ეს საშენო ადგილი არ უნდა იყოს. -კიდევ ერთხელ შეათვალიერა გაბემ მარიამი, რომელსაც საკმაოდ სოლიდურად ეცვა სტრიპტიზ ბართან შედარებით.
-რატომ? -ყოვლისმცოდნედ იკითხა გოგონამ.
-ზედმეტად ტურფა ხარ ამ ადგილისთვის. -დამცინავად ჩაიფხუკუნა გაბემ.
-ჰაჰ. -ირონიულად გაიცინა მარიამმა. -ადამიანების ამოცნობა შენი ძლიერი მხარე არ არის, გატყობ.
-მე კიდევ, პირიქით მგონია. -მზერა ისევ დაჟინებული ჰქონდა გაბეს.
-ეგრე რატომ მიყურებ? -თვალებში შეაჩერდა მარიამი.
-როგორ? -თვალიც არ დაუხამხამებია გაბეს.
-აი, ეგრე. -დაიბნა მარიამი.
-თითქოს, შენი შეჭმა მინდოდეს? -ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა.
-სულაც არა. -მოისროლა სიტყვები მარიამმა და სწრაფად ჩასრიალდა სკამიდან.
-სულაც არა. -გაიმეორა გაბემ და ცალყბად ჩაიცინა.
მარიამი ბარის მეორე მხარისკენ დაიძრა, მხოლოდ ერთხელ მოხედა უკან გაბეს, რომელიც ისევ ცალყბა ღიმილით უყურებდა გოგონას.

-მგონი ტუზი დაგვეცა, გაბე. -სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა გაბეს კოკა და ლეო.
-რას გულისხმობ?
-იცი ეგ გოგო ვინ არის? -ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა ლეომ. -მარიამ ერისთავი, პრეზიდენტის შვილი. თავისი ნებით ჩაგვივარდა ხახაში. -ჩაეცინა ლეოს.
გაბეს ჯერ გაკვირვება, შემდეგ კი კმაყოფილება გამოეხატა სახეზე. თვალებით მარიამს დაუწყო ძებნა. ბოლოს, იპოვა. ბარის მეორე მხარეს იდგა, ხელში არყის ჭიქა ეჭირა და გულდასმით ათვალიერებდა მოცეკვავეებს. გაბე ქვევიდან, შეპარული ცალყბა ღიმილით უყურებდა გოგონას. რაღაც ძალიან დიდმა და მზაკვრულმა აზრმა გაუელვა გონებაში.

(1) -როგორც იქნა, ჩამოხვედი, მომენატრე. (ფრანგ.)
(2) -შენ, ფრანგულად ლაპარაკობ? (ფრანგ.)
(3) -სპეციალურად შენთვის მოვემზადე. (ფრანგ.)



№1  offline წევრი Rania

Zalian sainteresoaaa. Yochagh. Ra daemqrta bubas da vin iyo gaurkveveliaa. Imedia male gagviziareb am idumal azrebs. Ai gabe jerjwrobit ar momconss. Diqtatori da cinikosiaa. Sheizleba vcdwbii. Vnaxotttt rogor ganvitardeba movlenwbii

Rae brckalebshi unda chasva sataurshi. Radgan organizaciis saxelia. Bodishi shenishvnistvis. Magram asea scori
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline მოდერი MoonDaughter

Rania
Zalian sainteresoaaa. Yochagh. Ra daemqrta bubas da vin iyo gaurkveveliaa. Imedia male gagviziareb am idumal azrebs. Ai gabe jerjwrobit ar momconss. Diqtatori da cinikosiaa. Sheizleba vcdwbii. Vnaxotttt rogor ganvitardeba movlenwbii

Rae brckalebshi unda chasva sataurshi. Radgan organizaciis saxelia. Bodishi shenishvnistvis. Magram asea scori

მადლობა, ჩემო კარგო რომ კითხულობ ❤️ ჰო, გაბე ნამდვილად ცინიკოსია. ყველა კარტი გაიშლება თანდათან ❤️❤️ სათაურს რაც შეეხება, რაე მხოლოდ ორგანიზაცია არ არის, ამიტომ დავტოვებ ასე ❤️❤️ მადლობა კიდევ ერთხელ ❤️

 


№3  offline მოდერი guroo

გაბეს ცინიზმი მკლავს!
ევას უსუსური გამოხტომები კიდევ მეთვითონ ცინიკოსად მაქცევს!

მაგრამ საინტერესო სიუჟეტია. მომწონს რაეს ამბოხი. უფროსწორად, ის მომწონს, რომ ზოგადად ამბოხდნენ. მაინტერესებს როგორ შეძლებენ მიზნის მიღწევას.

 


№4  offline მოდერი MoonDaughter

guroo
გაბეს ცინიზმი მკლავს!
ევას უსუსური გამოხტომები კიდევ მეთვითონ ცინიკოსად მაქცევს!

მაგრამ საინტერესო სიუჟეტია. მომწონს რაეს ამბოხი. უფროსწორად, ის მომწონს, რომ ზოგადად ამბოხდნენ. მაინტერესებს როგორ შეძლებენ მიზნის მიღწევას.

გუროო <3 მადლობა, რომ მომყვები <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent