შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა


11-04-2019, 16:56
ნანახია 1 347

-გაცივდები, ჩაიცვი,- მითხრა მზრუნველი ხმით და სიგარეტს გაუკიდა. არა-მეთქი, ვუთხარი და ღრმად შევისუნთქე მისი სუნამოს სურნელით გაჟღენთილი ჰაერი. ჰაერს სურვილი მოჰყვა, ფართო ნაბიჯით შემოაბიჯა სხეულში და თავისი გასაოცრად დიდ ხელისგულში მოიქცია გული. გული ახლა თითქოს ქვიშის საათი ყოფილიყოს, სისხლი წვეთ-წვეთად იცლებოდა და ცარიელ სხეულზე სულ უფრო ნაკლებად შემწევდა ზემოქმედების ძალა.
ერთმანეთისთვის ათასობით სიტყვა გვქონდა სათქმელი. კითხვები თითქოს ნისლი ყოფილიყოს, ისე გვაწვებოდა ბაგეზე, მაგრამ ყველა ბგერას ეძინა.
ფეხი წამოჰკრა მხართეძოზე წამოწოლ მენატრების, გვერდი აუარა მჭირდებისა და მიყვარხარს, არ ვიცი, მისი დაჭიდება ემძიმა თუ პირიქით, ნამეტანი ეპატარავა აქამდე ნათქვამი, კაცობრიობისათვის ცნობილი, ყველა სიტყვა ერთად აღებული.
ქარი ამომიდგა მხარში, მის გაყინულ სხეულს მივეყრდენი. სამყარო მიყვებოდა ძველისძველ ზღაპარს. ქარს ოქროსფერი კაბის კალთა აეწია და შემოდგომის ფოთლებივით აგროვებდა ყველა წყენას, ყველა საყვედურს, ყველა ტკივილს, ყველა იმედს, ყველა მოლოდინს და გაზაფხულზე ამობიბინებული ბალახივით ედებოდა ქუჩებს სითბო. ჩვენს შორის კი ტყის განაპირას მდგარი ერთადერთი გაშიშვლებული ხესავით დარჩენილიყო მხოლოდ სიყვარული და მიუხედავად იმისა, რომ მას არც ფოთლები ჰქონდა, რომ წვიმის დროს თავი შეგეფარებინა და არც ნაყოფი, რომ მშიერსა და მოწყურებულს პირი გაგესველებინა, ის მაინც იყო განუზომელი მნიშვნელობის, რადგან ყინვისგან შეციებულ ბეღურას უწონო სხეულის დასვენება შეეძლებოდა. და რადგან სიტყვები იყო თან ძალიან ბევრი და თან მეტისმეტად ცოტა, რომ რამის თქმა შეგვძლებოდა, მან ისევ გაიმეორა ახალფეხადგმული ბავშვივით არამყარი: გაცივდები და ჩაიცვი.
მე კი უმისობა უწყლობასავით მაწუხებდა და გამშრალი პირით ვერ შევძელი პასუხის გაცემა, თორემ ვეტყოდი:
-მზე რომ მოკვდეს და ყველა სხივი დამარხონ ქარიშხლებმა, როცა ჩემთან ხარ, ვერაფერი შემაციებს,- მაგრამ მე მქონდა მონატრებისაგან გამშრალი სხეული და მხოლოდ ღიმილი ჩამოვკიდე ჩვენს გაძარცვულ ხეს, როგორც ობლის ნაძვის ხეზე ჩამოკონწიალებული დედის ნაქონი ერთადერთი სათამაშო.

ქეთი გაბინაშვილი



№1  offline წევრი Rania

Gmerto chemoo. Zalian magariaaaa. Arviciმზე რომ მოკვდეს და ყველა სხივი დამარხონ ქარიშხლებმა, როცა ჩემთან ხარ, ვერაფერი შემაციებს,- მაგრამ მე მქონდა მონატრებისაგან გამშრალი სხეული და მხოლოდ ღიმილი ჩამოვკიდე ჩვენს გაძარცვულ ხეს, როგორც ობლის ნაძვის ხეზე ჩამოკონწიალებული დედის ნაქონი ერთადერთი სათამაშო.amaze rogiri komentari unda gavaketooo. Arachveulebriviaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline მოდერი guroo

ოჰოოო!!! რა საოცარი წინადადებები ეწერა... მაგარია!❤️

 


Rania
Gmerto chemoo. Zalian magariaaaa. Arviciმზე რომ მოკვდეს და ყველა სხივი დამარხონ ქარიშხლებმა, როცა ჩემთან ხარ, ვერაფერი შემაციებს,- მაგრამ მე მქონდა მონატრებისაგან გამშრალი სხეული და მხოლოდ ღიმილი ჩამოვკიდე ჩვენს გაძარცვულ ხეს, როგორც ობლის ნაძვის ხეზე ჩამოკონწიალებული დედის ნაქონი ერთადერთი სათამაშო.amaze rogiri komentari unda gavaketooo. Arachveulebriviaaa



მადლობა. მიხარია, რომ მოგწონთ.

guroo
ოჰოოო!!! რა საოცარი წინადადებები ეწერა... მაგარია!❤️


მადლობა <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინი

რა კარგი ხარ ადამიანო ❤❤ შენ დაწერილ ისტორიას წავიკითხავ დიდი სიამოვნებით !

 


სტუმარი ნინი
რა კარგი ხარ ადამიანო ❤❤ შენ დაწერილ ისტორიას წავიკითხავ დიდი სიამოვნებით !


<3 <3 მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent