შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინორი.! (ლოცვა,ვედრება.) #3

11-04-2019, 22:47
ავტორი Phoenix..
ნანახია 1 773

პირველი კურსის დასასრულს მთლიანად შეიცვალა აიანო მაისურაძე. მასში გაუფერულებული ძველი ანო მთლიანად გაქრა. გულში კი დარჩა დიდი ორმო, ამოუვსებელი ორმო.!
-მე იმისთვის არ გამიზრდიხარ დედა იმ ბიჭს გაჰყვვე ცოლად.-აკანლაებული ხმით დასდებდა შვილს ქეთი ოთახიდან-ოთახში.
-დედა მიყვარსდა და..
-ვინ გიყვარს დედი ის ბიჭი? უპერსპექტივო ყოფილი მოჭიდავე? ერთი ნახვითაც შევამჩნიე ვინც არის, საერთო რა გაქვს დედა იმ ბიჭთან? სხვადასხვა ინტერესები, ხედვა, ინთელექტი ნუ გამაგიჟე დედა დავიჯერო ვიზუალმა ასე დაგაბრმავა? -ხელებს გაოცებული იქნევდა ჰაერში. -მისმა ლამაზმა პირ-სახემ ასე როგორ დაგაბრმავა, რომ ცოლად მიჰყვებო. დედაა.-ბოლოს მკლავებში წვდა ერთადერთ შვილს და ერთ ადგილზე გააჩერა.
-დე ყველაფერი კარგად არის, ის კარგი ადამიანია.-ისეთი „მომატყუებელი სითბოთი“თქვა ეს რამდენიმე სიტყვა, რომ თვითონაც კი დაიჯერა.
-დედა გაიძულა რამე? დედა მითხარი არ დამიმალო.!
-არა დე ყველაფერი კარგად არის. –„გულწრფელად“ გაუღიმა..
შემდეგ იყო ქორწილი. კარგად დაფარული ტკივილი და სულში ჩაღვრილი ათასობით ცრემლი, მაგრამ თავიდანვე ვთქი რომ ეს გოგო კარგი მსახიობია. იმდენად შენიღბული საკუთარ თავსაც კი მშვენივრად ატყუებდა.
***
წლები მშვიდად გავიდა, უნივერსიტეტიც წარმატებით დაასრულა სამაგიეროდ ბატონმა ბელქანიამ სახლში დასვა, აბა ცოლს ხომ არ ამუშავებდა! ნელ-ნელა დაიკარგა აიანო, გაუფერულდა და ის ოდნავ შერჩენილი ფერებიც დაკარგა. თაფლისფერი თვალები ჩაუმუქდა და თმაში ჭაღარაც კი შეერია 23 წლის გოგოს. მისმი მეგობრები? გიორგი გველესიანი ბერად აღიკვეცა, ეს გადაწყვეტილება აიანო მაისურაძის ქორწილის შემდეგ დღეებში მიიღო. ვერ გაუძლო საყვარელი ქალის ბოლომდე დაკარგვას, საკუთრი თავი კი სხვისთვის არ ემეტებოდა. იცოდა ასეთი სიყვარული ერთხელ მოვიდა მის ცხოვრებაში და სამუდამოდ დარჩა. ამჯობინა მონასტერში წასვლა და მისთვის ლოცვაში გაეტარებინა მთელი დარჩენილი ცხოვრება. გულის სიღრმეში ალბათ მაისურაძემაც იცოდა გიორგის გრძნობები, თავის დროზე რომ შეემჩნია...

სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავდა, ფიქრებში გართული ერთ წერტილს იყო მიშტერებული.
-ბატონო მიქაელ..-ტელევიზორიდან ჟურნალისტის ხმა მოესმა. -როგორ აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას ასეთი ტრავმის შემდეგ?
-იცით მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოცნება აუხდენელი დარჩა, არ ვაპირებ გავჩერდე, ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები და მამისეულ საქმიანობას გავაგრძელებ.-ხმის გაგონებაზე ერთად შეგროვებული ჭურჭელი ხელიდან გაუვარდა. ხმა, ამ ხმას რა დაავიწყებს! ათასობით კაცშიც კი გაარჩევდა. წლების გავლიშ მიუხედავად, დღსაც კარგად ესმის ყურში, ის ბარიტონი ასე რომ გააძლებინა ცხოვრება. ტელევიზორთან მიირბინა და მის წინ მუხლებზე დადგა. უყურებდა მისთვის უცნობ პიროვნებას და დიდი ხნის წინ დამშრალი ცრემლები გამოჩნდა ისევ ღაწვებზე. -დავბრუნდები საქართველოში და გავაგრძელებ ცხოვრებას. ყველაფერი ხდება, არავინ ვართ დაზღვეული რაიმე უბედურებისგან და მე მწამს რომ ეს რაღაც ახლის.. დასაწყისი იქნება.-ღიმილით საუბრობდა და კამერაში ისე იყურებოდა თითქოს გრძნობდა მის მიღმა გაღიმებულ ქალს.
-ცოტა სიგიჟეა შენს ხმაზე შეყვარებული რომ ვარ ხო?!.-ასე გულწრფელად რამნდენი ხანია არ გაუღმია, ასეთი გულწრფელი დედასთნაც არ ყოფილა. სამზარეულოში დალეწილ ჭურჭელს დაუბრუნდა.
დაიჯერებთ 7 წლის განმავლობაში სხვა კაცზე ფიქრები არ შემოტევია,ახლა კი მთლიანად დაუარა სხეულში „აკრძალულმა ფიქრებმა“ . მთელი მისი არსება მოიცვა, პირველად ცხოვრებაში შიშის მაგივრად, თავისუფლებას გრძნობდა, ხომ შეიძლება მის გონებაში მაინც იყოს ლაღი, ბედნიერი. ერთმა ხმამ! ძველმა მაგრამ ყველაზე თბილმა დაუბრუნა ფერები და ისევ ლაღი აიანო დააბრუნა გონებაში.
-ფიქრებს ხომ ვერავინ წამართმევს.!-ჩაილაპარაკა და ნამსხვრევები ურნაში ჩაყარა.
ღამის თერთმეტი საათი სრულდებოდა საწოლში რომ შეწვა, მის გვერდით არსებული ადგილი ჯერ კიდევ თავისუფალი იყო და მაისურაძეც მშვიდად სუნთქავდა. კარის ხმაზე სწრაფად დახუჭა თვალები, თხელი საბნით ნახევრად დაიფარა სახე. ჩაიზნიქა მეორე მხარეც და სხეულზე შეხება იგრძნო.თეძოზე ასრიალდა ძლიერი ხელი და თან აიყოლა სპილოსძვლის ფერი ატლასის პენუარი. უფრო მიეკრო ქალს დიდი სხეული და სველი კოცნები დაუტოვა შიშველ მხარზე...
-მეძინება გთხოვ.-დაბალი ტონით თხოვა.
-კარგი.-უჩვეულო ხმით უპასუხა და თვითონ მალევე დაიძინა. დღეები ასე ნელა მიდიოდა, ბედნიერების ფიქრებით ირთობდა თავს. რა არის არა გონება? წამებში შეუძლია ისეთ ადგილას მოგახვედროს სადაც ცხოვრებაში შანსი არ გაქვს. გონებაში ისეთი ლაღი და ბედნიერი იყო. ლამპიონებით განათებულ ქუჩებში სეირნობდა და მაინც ერთ ადამიანს ხვდებოდა. ყველა ფიქრის დასასრულს, ბოლოში იმ ხმის პატრონი იდგა, რომელმაც შეძლო და ასე დაამახსოვრა თავი.!
-დედა საყიდლებზე გამომყვები? -მხრით ეჭირა ტელეფონი და თან იცვამდა.
-კი დე გამოგყვები. მოვემზადები და გავიდეთ.
-კაი..-ტელეფონი გათშა, სარკეში გაცრეცილ სახეს დააკვირდა. ლამაზი სახე თხელი ლოყებით, მსხვილი ვარდისფერი ტუჩებით და ნუშისფორმის ყავისფერი თვალებით უყურებდა სარკიდან. გრძელი წამწამები ლამაზად მოძრაობდნენ, ღიმილის დროს ყვრიმალები ეკვეთბოდა და გასაოცარ მთლიანობას ქმნიდა. ეს ტუჩები ისევ ისე ლამაზად იმზირებოდა, იცოდა რომ ერთ დღეს, ალბათ მასაც ექნება იმის ბედნიერება რომ შეეხოს სიყვარულით სხვის ბაგეებს, იგრძნოს ვნებით და სიყვარულით სავსე ამბორი..! ეს თვალები კი ელოდება გაბრწყინებას, ჩამქრალ თვალებში აუცილებლად აგიზგიზდება ცეცხლი და აუცილებლად მზერაც დიდი სიყვარულით იქნება სავსე.
ბევრი იარა დედა-შვილმა, უამარავი რამ შეიძინეს.მხიარული მიხვრა მოხვრით დადიოდნენ და ისევ ძველებურად შესცინოდნენ ერთმანეთს. ქეთის გვერდით ისევ ის პუტკუნა, ვარდისფერ ლოყება, თაფლისფერ თვალება გოგო იდგა.
-რა უადგილო ადგილას ააშენეს ეს კორპუსი რა..-ჩაიბურტყუნა მაისურაძემ და ლიფტის ღილაკს თითი მაჭირა.-არადა რა ლამაზი ხედი იყო ჩემი ოთახის აივნიდან.!
-თან ახალი მეზოელიც გადმოდის როგორც სჩანს.-თავით დიდ სატვირთო მანქანისკენ ანიშნა.
-ხოო ალბათ.-პატარა ძველებულ ლიფტში შევიდნენ და სასურველ ციფრს მიაჭირა თლილი თითი. საღამომდე დაიტოვა დედა სახლში, რამდენიმე სახეობის საჭმელი გააკეთა და ახალი ჭურჭელიც მოათავსა თაროებზე.
-ოჰ სიდედრიც აქ ყოფილა..-კარებში მაღალი სილუეტი გამოჩნდა, მუქ ჯინსსა და ღია ფერის მაისურში უფრო კარგად სჩანდა მისი ნაცრისფერი თვალები. ერთ დროს თავბრუ რომ დაახვია აიანოს.
-გამარჯობა თემო.-არც კი შეუხედავს სიძისთვის ისე მიესალმა.-მე წავალ დე, აღარ გჭირდები.
-დარჩენილიყავი, ერთად გვესადილა.-ლუდის ბოთლები დაალაგა მაგიდაზე და თვითონ სკამზე ჩამოჯდა.
-არა მადლობ, საქმეები მაქვს.-ჩაკოცნა ანო და მარტო დატოვა სახლში.
-შეჭამ რამეს?
-რრამე მსუბუქად რა, შუადღისისთ კარგად ვჭამე და..
-კაი სალათა გავაკეთე და.-მაგიდაზე ორი თეფში დადო, ისიც წინ დაუჯდა ქმარს.
„ყვლაფერი კარგად იქნება.! ‘-რატომ გაიფიქრა გონებაში ეს რამდენიმე სიტყვა არ ვიცი, უცებ გული დაწყდა.დაენანა საკუარი თავი ჩაფუშული ოცნებებით.
-აიანო, შენთან სერიოზული სამქე მაქვს.!- ჩანგალი ტეფშზე დადო და ცოლს ამოხედა.
-გისმენ თემო.
-შვილი მინდა.! -მეხის გავარდნასავით იყო ეს აიანოსთვის. ნამდვილად არ სურდა მისი შვილის მამა თემო ყოფილიყო. -უკვე რამდენი წელია ერთად ვართ და შვილი არ გვყავს.!-ხმა გამყინავი ჰქონდა ბელქანიას.დუმილს ვერ არღვევდა მაისურაძე, ან ენა როგორ მოუბრუნდეოდა იმის სათქმელად, რომ საერთოდ არ უნდოდა მისი შვილი.
-რამდენიმე დღეში წავალთ ექიმთან!-შეუვალი იყო.-თუ სამკურნალოა, ყველაფერს გავაკეთებთ და აუცილებლად გვეყოლება შვილი.-მაგიდაზე მიყინულ ქალის თხელ მტევანს, გადაუსვა თავისი დიდი ხელი და მუჭში დამალა.იცოდა რაც იქნებოდა ამის გაგრძელება. კიდევ ერთხელ დაკარგა სულის ნაგლეჯი. კიდევ ერთხელ ჩახედა სიკვდილს თვალებში და უკვე მერამდენჯერ ინატრა გაქრობა..
შუა ღამე იყო, მოაჯირს იდაყვებით დაყრდნობილი, გათიშული გონებით იდგა და უსასრულობაში, სიმშვიდეს, საკუთარ ნაწილს ეძებდა. გრილი ნიავი, სპილოსძვლისფერ ბრეტელებიან ღამის პიჟამას უფრიალედა და მთვარის შუქზე მისი გლუვი კანი ბზინავდა. თავი გვერდით გადახარა და მხარს ლოყით დაეყრდნო. არავის არ ადანაშაულედა მის ასეთ ცხოვრებაში. ვინც ყველაზე მეტად დააშავა ეს სწორედ თვითონ იყო და საკმარისად ისჯებოდა შეცდომებისთვის. საკუთარი გადაწყვეტილებით მოიწყო ამ ქვეყნიური ჯოჯოხეთი.
-მე რომ ცოტა ძლიერი ვყოფილიყავი, იქნებ სულ სხვანაირად ყოფილიყო ჩემი ცხოვრება.? -თავი გააქნია და მოსული ფიქრები განდევნა. აიანო მაისურაძე ფლობს ძალას რომლითაც ჰკურნავს საკუთარ თავს. მას აქვს ძლიერი სული, რომლის დამორჩილებაც სხვებისთვის შეუძლებელია.
***
მოპირდაპირე კორპუსში, ახლად გადმოსული მეზობელი ჩემოდნის ლაგებით დაღლილი, სასმლით ხელში გამოვიდა აივანზე და იქვვე სკამზე ჩამოჯდა. ბოლო სართულიდან მოჰყვ, მისი წინა კორპუსის თვალიერებას და მეხუთე სართულზე მზერა შეაჩერა. უცნაურმა ტალღამ დაუარა სხეულში, წელში გაიმართა და საზურგეს მოშორდა. კარგად დააკვირდა მოაჯირს მიყრდნობილ, ატლასის პიჟამაში გამოწყობილ ქალს. შორიდანაც კარგად ამჩნდევდა მთვარის შუქზე მოელვარე კანს. ქალს გრძელი ბროლივით ყელი, გამოკვეთილი ლავიწები ჰქონდა. ერთ მხარეს გადმოყრილი თმა, რომელიც სიბნელეში შავად მოუჩანდა. ბზინავ ნაჭერში კარგად მოსჩანდა ლამაზი მკერდის კერტები, სიგრილემ უფრო რომ გამოჰკვეთა და კაცს სისხლი აუდუღა ვენებში. ქალის სუსტ მტევანს დააკვირდა საკუთარ მხარზე რომ დააცოცებდა ლამაზ თითებს. ტაომ დაუარა სხეულში. ეცნობა ეს სახე, ეცნობა მაგრამ საიდან არ იცის.!
-გაიხსენე, გაიხსენე..-შულზე მიიჭირა ხელი და გონების ყველა კუნჭულში დაიწყო ხეტიალი. აი ისიც მუშტაეთის ბაღში აღმოჩნდა. გაოცებულმა ასწია თავი და მოაჯირს მიუახლოვდა. -ის არის.-თავისთვის ამოთქვა და კარგად დააკვირდა თავ ჩახრილ ქალს. -გიპოვე პატარავ.! -კმაყოფილების ღიმილი მაშინვე შეაშრა სახეზე, სასურველი ქალის უკან ნახევრად შიშველი მამაკაცი რომ დალანდა. კაცის შეხებამ ისე გააცოფა, თითქოს მისს საკუთრებას ეხებოდნენ.
ბელქანიამ შეატრიალა ცოლო და სახეზე დააკვირდა.
-კარგად ხარ? რატომ არ გძინავს?-ტუჩებისკენ გაიწია მაგრამ ლოყა დაახვედრა ანომ.
-ვერ დავიძინე..
-ალბათ კარგად ვერ დაგღალე..-ურეაქციოდ შეხვდა ქმრის უხამს ხუმრობას და თავის დაღწევა სცადა. წინააღმდეგობა იგრძნო კაცისგან.

***
მოგესალმებით <3 იმის მიუხედავად რომ ნაწყენი ვიყავი, თქვენი არააქტიურობის გამო მაინც დავდე დღეს ახალი თავი.. უბრალოდ მინდა ვიცოდე მოგწონთ თუ არა?! ძალიან გთხოვ ნუ გეზარებათ თქვენი აზრის დაფიქსირება. <3
მადლოა ყურადღებისთვის. <3

№1 სტუმარი სტუმარი Nita

Dges cavikitxe orive tavi.sainteresoa.gaagrzele aucileblad

№2  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი Nita
Dges cavikitxe orive tavi.sainteresoa.gaagrzele aucileblad

მადლობა, მიხარია რომ დაგაინტერესა და წაკითხვა გადაწყვიტე. <3 შაბათამდე სამწუხაროდ შემდეგ თავს ვერ დავდებ, მაგრამ თუ ხვალ გამოვნახე დრო აუცულებლად ავტვირთავ. <3

№3 სტუმარი სტუმარი მარი

კიკიიიიი საოცრებაა გააგრძელე

Dzalian kargia, aucileblad gaagrdzele <3 shemdegi tavi male dade raaa ❤️

№4  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი მარი
კიკიიიიი საოცრებაა გააგრძელე

Dzalian kargia, aucileblad gaagrdzele <3 shemdegi tavi male dade raaa ❤️

მადლობა ძვირფასო.. <3 ხვალ საღამოს თუ მოვახერხებ აუცილებლად დავდებ თუ არადა შაბათს არ გადავაცილებ. <3 მიხარია თუ მოგწონთ. <3

№5 სტუმარი მერო

არ შეწყვიტო რაა.... მე ძალიან მომწონს .მაინტერესებს მოვლენები როგორ წარიმართება.

№6  offline მოდერი Phoenix..

მერო
არ შეწყვიტო რაა.... მე ძალიან მომწონს .მაინტერესებს მოვლენები როგორ წარიმართება.

არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტ blush

№7 სტუმარი სტუმარი მარი მარი

აუ ძან მაგარია და თუ შეძლეფ უფრო დიდი თავები დადე და ხშირად ????????????????????????????????????????????????????

№8  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი მარი მარი
აუ ძან მაგარია და თუ შეძლეფ უფრო დიდი თავები დადე და ხშირად ????????????????????????????????????????????????????

მადლობაა,❤️ვეცდები გავზარდო თავები❤️❤️

№9 სტუმარი სტუმარი კატო

თემოს გამოსწორებაზე არ გიფიქრია?

№10  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი კატო
თემოს გამოსწორებაზე არ გიფიქრია?

არა! თემო არ შეიცვლება რადგან ესეთი ადამიანები არ იცვლებიან! მათ დმნ-ში რაც არია ის არც იცვლება!

№11  offline წევრი Rania

Droa aiano gons moegos da iluziashi cxovrebas moeshvass. Rac dasangrevia daingrevaa. Zalian zlelieri da sustia amavdroulad. Kargia zalian. Yochagggg
--------------------
Q.qimucadze

№12  offline მოდერი Phoenix..

Rania
Droa aiano gons moegos da iluziashi cxovrebas moeshvass. Rac dasangrevia daingrevaa. Zalian zlelieri da sustia amavdroulad. Kargia zalian. Yochagggg

ალბათ რაღაც მიზეზი სჭირდება იმისთვის რომ შიში გადალახოს! მადლობა ❤️

№13 სტუმარი ნათია41

ჩემო კარგო ძალიან მომწონს თან განსხვავებულია. აქ პილოტები და სტიუარდესები არ გყავს და არც ღრუბლებში დაწყებული თაბრუდამხვევი სიყვარული. ბავშვობის მძიმე დაღი ატყვია აიანოს და როგორ მინდა გაიქცეს მაინც თუ კი იმის სიმამაცე არ აქვს რომ დაუპირისპირდეს თემოს. ან რა აშინებს. იმედი მაქვს ნამდვილი სიყვარული მისცემს ბრძოლის ძალას.❤

№14  offline მოდერი Phoenix..

ნათია41
ჩემო კარგო ძალიან მომწონს თან განსხვავებულია. აქ პილოტები და სტიუარდესები არ გყავს და არც ღრუბლებში დაწყებული თაბრუდამხვევი სიყვარული. ბავშვობის მძიმე დაღი ატყვია აიანოს და როგორ მინდა გაიქცეს მაინც თუ კი იმის სიმამაცე არ აქვს რომ დაუპირისპირდეს თემოს. ან რა აშინებს. იმედი მაქვს ნამდვილი სიყვარული მისცემს ბრძოლის ძალას.❤

რათქმაუნდაა სიყვარული ისე ძალაა გვაპოვნინებს ხოლმე საკუთარ თავში რისი წარმოსგენაც არ გვქონდა..

№15 სტუმარი დიკო

ამ ისტორიის ფონზე კარგად ჩანს რამდენად აძლიერებს გოგოს მამა და ძმა ,მათი მხარდაჭერა , მითუმეტეს მაშინ როცა დედაც სუსტია და არ შეუძლია შვილის სათანადოდ დაცვა.. იმედია აია მალე იპოვის საკუთარი თავის გასაღებს რომელიც ღრმა ბავშვობაში დაკარგა
ძალიან კარგიაა აუცილებლად გაააგრძელე ეს თავი არ მეყოო 10 წელია მგონი ამ საიტზე დავძრომიალებ და ასეთი ცუდი რეაქცია პირველად მქონდაა პატარა თავზე:D:D

№16  offline მოდერი Phoenix..

დიკო

რათქმაუნა იპოვნისს გასაღებსაც და სიყვარულსაც,❤️❤️მალე დავდებ ახალ თავს❤️

№17 სტუმარი სტუმარი ნინო

წინა ისტორია ჯობდა ბევრად

№18  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი ნინო
წინა ისტორია ჯობდა ბევრად

ვისთვის როგორ, ვწუხვარ რომ არ მოგეწონა ეს ისტორია :(

№19 სტუმარი anna

ძალიან სუსტია და წინა საუკუნეში ჩარჩენილი აზროვნება აქვს ამ გოგოს. ბედნიერი რომ არ არის ეს მხოლოდ მისი ბრალია, აქ ვერც თემოს ვადანაშაულებ რადგანაც მთელი მათი ურთიერთობის მანძილზე პირიქით თვითონ ტვალთმაქცობდა და ატყუებდა რომ უყვარს. თემოს რომ არ უყვარდეს არც ცოლად მოიყვანდა, სექსი ისედაც ქონდა თუ მხოლოდ საწოლისთვის უნდოდა და მისი ცოლად მოყვანა არაფერში ჭირდებოდა, მითუმეტეს ამდენი წელი იმ ქალთან არ გაჩერდებოდა რომ არ უყვარდეს, ერთია როგორ გამოხატავს, ის ასეთია და არ თვალთმაქცობს აიანოსგან განსხვავებით. თემოს ასე ხელაღებით ვერ გავამტყუნებ, აიანოსთვის არაფერი დაუძალებია, არც მუქარით და შანტაჟით მოუყვანია ცოლად და თუ ეს გოგო მხდალი და უსუსურია, ეს მხოლოდ თავისი ბრალია და არა ამ ბიჭის. ტყუილში ცხოვრობს თვითონაც და ამბიჭსაც ტყუილში აცხოვრებს

№20  offline მოდერი guroo

ოხხ აიანო!!! სიხარული ახალმა განსაცდელმა ჩაანაცვლა, არა? შენი ბრალია, მხოლოდ შენი ბრალი!
მარტო ტკივილი და სინანულის გრძნობა არ კმარა. ჯერ უნდა აღიარო, რომ საკუთარი თავი მახვერპლად გაიღე. ამის მერე ყველაფერი დალაგდება. აღიარება სწორად მოქმედებასაც გაიძულებს. კიდევ კარგი, რომ არაებობს ისეთი რაღაცები შენს ცხოვრებაში, რაც მძაფრად შეგაგრძნობინებს უსუსურ რეალობას, ტკივილიანსა და მწარეს. საბოლოოდ მაინც აღიარებ! დაგელოდები... ვნახავ როდის და როგორ გააკეთებას ამას.

მომწონს!!!❤️

№21  offline წევრი elene2619

როგორი გოგო ხარ ❤️❤️ ძალიან ძალიან მომწონს ზოგადად შენი ყველა ისტორია და ესეც ძალინ მომეწონა ❤️❤️❤️
როგორც ყოველთვის ძალიან ემოციური და ცოტა მძიმე წასაკითხიცაა შენი ისტორიები, ასევე ძალინ მჭიდრო კავშირით რეალობასთან და ეს მომწონს ❤️❤️
მოკლედ გელოდები განვითარებით ❤️

№22 სტუმარი სტუმარი მაკო

ახლა წავიკითხე ყველა ერთად მომწონს მაგრამ გული დამეწვა ამ უსუსური გოგოს ცოდვით. როგორ დაბეჩავებულია ცოტა გაუმხიარულე და გაუფერადე ცხოვრება რააა ცოდოააა

№23 სტუმარი tiktak

ar minda cudi davwero da as getyvi swored ro gitxra.ra shuashia temo iqidan daviwyot ra unda shecvalos dzalit chaiwvina an rame gaaketa bichma miyvarxar meco gamomyvebio kio chemtan ginda kio da ra eqna am bichs dadzala rame idzalada tu ra qna rashia damnashave rashi eg ver gavige ar mesmis ra ro ar uyvardes ro ar undodes isedac iva isedac iyobdnen sawols shvilic ar emdomeboda.aq aris es gogo shteri ara debili adamians amdeni dzala ar gqondes dashorde da ar dadebilde ar vici .ar momwons es samjutxedi radgan temo arafer shuashia da ase cudi gaxdes mtrad aqcio .cota ise dawyo unda ro ar dachagro personajebi.me tu mkixav temo ara gamosasworebeli aq ai gamoasworo unda .me temostan momwons da ravi ras gagieb aba

№24  offline მოდერი Phoenix..

tiktak

სამწუხაროდ ასე მგონია ვერ გაგიგია რა წერია ამ ისტორიაში:/ არცერ წინადადებაში არ ამბობს აიანო რომ თემო ცუდია,აქ მხოლოდ და მხოლოდ არის გადმოცემული ამ გოგოს შეცდომა. როგორ შეეშალა და აირჩია სრულოად განსხვავებული ადამიანი.ია რომ აიანო თემოსთან თავისი ნებით იწვა არ აძლევს ამ ბიჭს იმის უფლებას რომ ასე მოექცეს,ყოველ ორ სიტყვაში დაამციროს! რატომ გგონიათ რომ თუ ბიჭს გოგო ცოლად მოჰყავს ის უყვარს?? არ არია ასე მითუმეტეს თემოს ნაირი კაცები დღეს ბევრი ბყავს საქართველოში!

№25 სტუმარი ტიკტაკ

Phoenix..

ეს მან აირჩია , როცა ეუბნებოდნენ ყველა და ცდილობდა გვერდში დადგომდა უარს იძახდა და გაყვა,იმდენად სუსტია ვერ ვიტან ასეთ სუსტებს ეს სისუსტე არა ეს სიდებილეა და თავის გამოშტერება კიდე უარესია თვითონ აირჩია თვითონ გააკეთა , როცა გამცირებს და ასე გიკეთებს მგონი იმდენი უნდა გესმოდეს რო მომავალში უარეს იზამს და ასე არ უნდა დაიდებილო თავი.ათასი გამოსავალია ათასი ადამიანი შანსი და გამოსვლა ამ შტერული თავის გაწირვისგან.ეხა ხო გამოსწორდება ეს ბიჭი რო გამოვიდა მე რას ვიძახი იცი ერთი ადამიანი აძლევს მეორეს შანს იყოს ცუდი გააფუჭოს ყველაფერი.ეხა თემო გახდება ცუდი ამათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.დამიჯერე თემოზე დიდი დამნაშავე ეს გოგოა თავისი უსუსურობით და თავის ვითომ დამცირებით.აბა ჰე ეს ჩემი აზრია რომელიც ვატყობ იმაზე მართალია ვიდრე ეს გოგო თემოსთან .ორივე დამნაშავეა ერთი არასდროსა დამნაშავე არაფერ საქმეში აბა ჰე წარმატებები

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent