ჰაერში #2
ჰაერში ყოფნა ძნელია, თუ მარტო ხარ თუ არ გყავს დამჭერი თუ არ ენდობი თუ არ გიყვარს თუ არ უყურებ თვალებში. მერე ძიმდები და ადვილად ეშვები მაგარ მიწაზე. აქ ? ამ ისტორიაში ? არავინ დაცემულა მწარედ. “კლინიკა-იმედი” 1 დღის შემდეგ ნიამ გაიღვიძა. საბას დაასწრო. ყოველთვის,ყველა დროს ახერხებდა ეს გოგო საბაზე ადრე გამოფხიზლებულიყო და საბაზე თვითონ ეზრუნა. პალატაში პირველი სანდრო შევარდა. -ნია! გოგო! -აქ ვარ,ჰო_თვალებს ძლივს ახელს და ეღიმება,როცა აღელვებულ სილუეტს ხედავს. -რა აქ ხარ,გოგო რახდება გამაგებინებ ? როგორ ხარ ? რამე გტკივა ? ხოიცი ყველაფერს ავაწრიალებ,ოღონდ შენ მითხარი,რაც გინდა!იცი,როგორ გადარჩი ? იცი მაინც ? ვაფშე გახსოვს ვინ ხარ ? კარგი ხო,მერეც მომიყვები,როგორ ხარ?!_მშვიდდება,ხელებს აჩერებს და შუბლზე კოცნით ისევ ბურდღუნებს. -არაფერი,ყველაფერი კარგადაა ჩემთან, როგორაა ის ? რასშვება? -ძინავს_თავს ხრის. -რა ხდება,ალექსანდრე?! შემომხედე!_ანერვიულებული ცდილობს წამოდგეს,თუმცა საკმარისი ძალა,რაღაც აპარატურის სადენები და ბოჭორიშვილის მკლავები ამის საშუალებას არ აძლევს. იგრძნო,რომ რაღაც ვერ იყო,რადგან ყოველთვის გრძნობდა სანდროს და საბას ცუდ მდგომარეობას. -არაფერითქო,ბლე*დ! არ დაიწყო ახლა არაფერი, შენთვის ზედმეტი ლაპარაკი არ შეიძლება, ძლივს გადარჩი,ხვდები მაინც ? ძლივს,ნია! ძლივს! მაგრად მიყვარხარ და იცოდე,რომ მთელი სამყარო გელოდებით! ეხლა დაიძინე! -ალექსანდრე,მოდი ! მოდი აქ, ნუ მიდიხარ! მაინც გავიგებ! მაინც ვერ მოასწრო ხელის ჩაკიდება, ესმოდა,მაგრამ არ შებრუნდა. არ შებრუნდა,რადგან ნიამ იგრძნო და ვერ მოატყუებდა მაშინვე ტყდებოდა და ახლა, ამ დროს მაშინვე ვერ მოკლავდა. სწრაფად გამოვიდა და ექთანს უთხრა,რომ ახლა შეეძლოთ მისი დაძინება. ნია დააძინეს,საბას თვითონ ეძინა. მიუხედავად მისი “გაგუდული ძილისა და გათიშვისა”,მასთან დევდარიანი შეუშვეს. 10 აპარატურაზე შეერთებული,ფერდაკარგული მეგობრის დანახვამ ნინაზე იქვე იმოქმედა და კართან ჩაიკეცა. კანკალით შეეცადა წამოდგომას და ადგა. მივიდა, ძლიერად მოეხვია და მასზე ჩურჩული დაიწყო. -საბუ,სად ხარ,მოდი რა,მოდი! ნიამ გაიღვიძა, გიგრძნო და სანდროც 2წუთში გამოვიდა,რომ დაეძინებინათ. ხომ,იცი რომ ვერ გადაგიტანს, ვერ გაუძლებს შენ,რომ რამე დაგემართოს, აქ,რომ ასე დაგინახოს უსულო და უფერო სულ გაგიჟდება და საერთოდ აღარ მიაქცევს თავისთავს ყურადღებას. რომ გამოიღვიძო მერე რა პასუხი გაგცეთ ? ჩვენ ვერ გაგიძლებთ, ორივეს ერთად! მოდი,რა! გაიღვიძე რა! გეყოს რა ! ადექი რა! იხუმრე რა ! შენით ისუნთქე რა ! ჩვენთვის! ადექი რა, ადექი! გამოიღვიძე! ამდენი ძილი შენ არიცი,რა მარტო მე შემიძლია ასე ძილი და სხვას არავის! რომ მეჩხუბებოდი სულ გამოუღვიძებლად ძილზე, შენ რას მიკეთებ,საბუ ? იცოდე არ დანებდე,თორემ არასდროს,არასდროს არ გაპატიებ! ყველაფერს გაფიცებ, გაიღვიძე ! შენით ისუნთქე და ისევ ისე გაგვიცინე. მაგრად მიყვარხარ და ვერ გადაგიტანთ. კანკალით და შეუჩერებელი ცრემლებით აკოცა შუბლზე და დატოდა ვა ოთახი,რადგან მეტს ვერ გაუძლებდა. გასვლისას კედელთან ჩაკეცილ ბოჭორიშვილს მიუჯდა და მხარზე თავი მიადო. -სან,რა გვეშველება ? -ჩუ! გვეშველება! ოღონდ ორივე გადარჩეს და რაც უნდათ ის უქნიათ! -ბექა გავიდა ? -ჰო,ყავას მოვიტანო -მეც წავალ სასადილოში სწრაფადვე იპოვა სამიზნე. სამიზნე,რომელიც თავიდანვე ამოიღო ტირივით. “ტირმაც” მალევე შეამჩნია და მისკენ წამოვიდა. -მოდი აქ_ერთი ხელის მოსმით დაისაკუთრა დასუსტებული სხეული და ზედ აიკრო. დევდარიანი ? მიეკრო და თითქოს სიმძიმე მოიხსნა, თითქოს ამოისუნთქა. ყავას სვამდნენ და საუბრობდნენ. -ნიამ უკვე იგრძნო ხო ? -ჰო და აზრზე არ ვარ,როგორ უნდა ავუხსნათ,ბექა_ტირილით ამოიკვნესა და “ლურჯები” უფრო ჩაუწითლდა. -ავუხსნით რა, მე ვეტყვი და ვაფშე მაგათმა აქამდე როგორ გაძლეს დღემდე ვერ ვხვდები ტო -ვერც მე,მაგრამ ჩვენ ვისზე რას ვლაპარაკობთ ? -მე და შენ უერთმანეთოდ წარმოუდგენელია,შენც ხოიცი,ნი -არ გამოსულიყავი ტირით და წარმოსადგენიც მექნებოდა -გახსოვს ?_ოდნავი ჩაცინებით დაეწვრილა თვალები გამრეკელს და გამომცდელი მზერით შეხედა საყვარელ ქალს. -მაგას რა დამავიწყებს,სულელო! “ტირი და სამიზნე” იმ დროს ნინა 14 წლის იყო. დაქალებთან ერთად იყო პარკში, დიდი სანაცნობო წრე ჰქონდათ, ამიტომ იქვე მათ მეგობარ ბიჭებთან მივიდნენ ტირში და უფასოდ ათამაშებდათ… დევდარიანის დაქალებმა სულ ჩამოხსნეს თაროზე რაც ელაგა,თვითონ კი იარაღის დაჭერაც არ იცოდა წესიერად,მიზანზე ლაპარაკი ზედმეტია. ბავშვობიდანვე ასეთი იყო,არასდროს იმჩნევდა რამე თუ არ გამოსდიოდა. თავისთვის უმიზნებდა,მონდომებით და უცებ იგრძნო,რომ გვერდით ვიღაც მიუახლოვდა და უყურებს. და მაინც რამდენი შეუძლია მზერას ? თვალებს ? როგორ შეუძლია მთელი სხეულის აკანკალება და წვა ? მე ვერ აგიხსნით იმ დროს,რა სჭირდა დევდარიანს ან რა იგრძნო,უბრალოდ იცოდა,რომ ჯერ ასე არავის არ შეუხედავს მისთვის. მერე ? უარესი ან აუტანლად სასიამოვნო მოულოდნელი შეხება მთლიან ხელზე, მოეხვია, ისე თითქოს ართმევდნენ ისე თითქოს ახლა იცნობდა და უკვე გაშვება აღარ უნდოდა. ხელებმა თავისით გაიკვლიეს გზები,თავისით დაიკავეს ადგილები და მხარზეც თავისუფლად დაიკავა ადგილი გამრეკელის თავმა. მთლიანად გადაეხვია ბექა ნინას და ყურთან მთელი სიფრთხილით უთხრა,რომ მიზანი აეღო და ესროლა. მერე ? ერთად ისროლეს და რაც არუნდა გასაკვირი იყოს ზუსტად მოარტყა დევდარიანმა “ყველაფერს”. გახარებულმა,მთელი ბედნიერებით შეხედა ღიმილით და დამუნჯდა. ღრმა,ყავისფერ და ჭინკებიან თვალებში მისმა მზერამ იმდენად დააბნია,პირველად მის ცხოვრებაში რაღაცის თქმა უნდოდა,თუმცა ვერ “გაბედა”. ბექა ? ბექამ “ყოჩაღო”,იარაღს ხელი დაავლო და რვავე გასროლით ყველაფერი წააქცია,რაც თაროზე ელაგა. რვავე გასროლა ზარივით იყო ნინასთვის,რომლის ახსნა არც ნინას აქვს და არც მე. ეგ დრო ? ალბათ,ყველაზე დიდი გამოცდა იყო ნინას ცხოვრებაში. უბრალოდ მხოლოდ იმას გეტყვით,რომ იმ დროს ნინამ კიარა ბექამ ამოიღო მიზანში ანგელოზი და ზუსტად მოარტყა. იმის მერე ? დაიწყო ყველაფერი, ასე ავსებდნენ ყოველდღე,ყოველ საათს,ყოველ წუთს და ყოველ წამს ერთმანეთს. ბექა ყველაზე ყურადღებიანი და ამავედროს ყველაზე მიუწვდომელი იყო. იყო დრო,როცა ერთმანეთის ნახვას ვერ ახერხებდნენ ,მაგრამ გამრეკელი სულ იყო, ყველგან, ნინას გვერდითაც და გულშიც. მათი სიყვარული ? მართლა ყველაფერია. იმ მზერიდან,იმ შეხებიდან და იმ წამიდანვე იგრძნეს ორივემ აფრენა და აღარ დაშვება. იყო ორივე ერთმანეთის ანგელოზები იყვნენ. ნინას სიყვარული,ხომ აუხსნელია,მაგრამ ბექასი ? მაგას თვითონ, ბექაც კი ამბობდა და ხშირად ეკითხებოდა, “ ასე რატომ მიყვარხარო” ამ კითხვაზე პასუხი ? თვითონ ღმერთმაც არიცის *ინტერვიუ-მეორე* -ქალბატონო,ელენე მიხარია,რომ დასთანხმდით ინტერვიუს -დროულად,თუ შეძლებთ მოხარული ვიქნები,ხომ გესმით -დიახ! შეგიძლიათ გაიხსენოთ დაზარალებულების თავდაპირველი შეხვედრა ? ზოგადად მათზე რას გვეტყვით ? -აუფ! ვერ არიან ეგენი რა, რადიკალურად განსხვავებულნი არიან ერთმანეთისგან,თუმცა ყველაზე მეტად ესმით ერთმანეთის. ორივემ ზუსტად იცის რომელი რას გრძნობს და რას ითხოვს, რაღაცნაირად არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან, ეს არც ბანალური სიყვარულია და არც რომელიმე წყვილის ისტორია. საბა ნიამ ყველაზე ადრე გაიცნო,ნუ ეს გვიან გავიგეთ,თუმცა ასეა. საბა და სანდრო ბავშვობის ძმაკაცები არიან,ეს უბრალოდ მერე გავიცანით ჩვენ ერაძე. ნია ოჯახთან ერთად იყო ჩამოსული ზღვაზე, სწორედ იმ დროს,როცა ნინა და სანდრო გაიცნო. ერთ-ერთ რესტორანში ყოფნისას ატყდა ჩხუბი,რა დროსაც გამოირთო განათება და მოკლედ შეიქმნა სრული აურზაური,სადაც დაიკარგა მოცეკვავე ნია და საბამ პირდაპირი მნიშვნელობით გამოათრია დარბაზიდან. ბურდული არ იყო იმ კატეგორიის გოგო,რომ ბიჭები გაეშველებინა ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ იმ ჩხუბში შემთხვევით “მოჰყვა”,რაც ერაძემ დააფიქსირა და იმ დროიდანვე ხელიდან არ გაუშვა. ამის შემდეგ უაზროდ გადაეკიდნენ ერთმანეთს,ყველას ჩუმად და შეუმჩნევლად. საბა ყოველთვის მარტო “უთვალთვალებდა” უკარება ნიას მთელი ზაფხულის განვმალობაში! ერაძემ ყველაფერი იცოდა ბურდულის შესახებ,ბურდულმა კი არაფერი სულის გარდა. საბა “დაიჭერდა” ნიას მარტო, ისაუბრებდნენ,დახოცავდნენ ერთმანეთს და მერე მთელი 1 კვირა ფიქრობდნენ ამ “შეჭმა-გლეჯვაზე”,განა უთანხმოება ჰქონდათ ან ვერ უგებდნენ ერთმანეთს ? ან უბრალოდ ბავშვობდნენ ? არა, არაფერი ესეთი,თვითონაც არ იცოდნენ რატომ ხდებოდა ეს ასე,თუმცა ფაქტია,ამით იყვნენ ყველაზე ბედნიერები. ზაფხული მიიწურა,ბურდულს ეგონა,რომ ჰკარგავდა და ძალიან იჩხუბეს. მერე ერაძე გატყდა და “სიყვარულში” ორივე გამოუტყდა ერთმანეთს. მერე ? ერაძე წავიდა, თავისი პრინციპების და მომავლის გაურკვეველი შიშის გამო,რისგამოც ნია დაიმსხვრა და სამუდამოდ ჩაკეტა გული. გული,რომელიც მხოლოდ საბამ გახსნა და დატოვა. ეს იყო და ეს. მერე ? დრო გავიდა და ისევ შეხვდა,დევდარიანის დაბადებისდღეზე. ეგ დღე ? ცხოვრებაში არ დაავიწყდებათ არცერთს. ყოველშემთხვევაში ნია ისე ჰყვებოდა, პირდაპირ ემჩნეოდა,ყველაზე დიდი გამოცდა იყო მისთვის ეგ წუთები. იმის მერე ისევ ისე არიან,ოღონდ ახლა დინებას მიჰყვებიან. ერაძემ იცის,რომ ნიას გარეშე უბრალოდ ვერ გაძლებს,ბურდულმა კი პირიქით. ამაზე მეტი რა მოგიყვეთ ? ვერ შევძლებ! -უღრმესი მადლობა! არც კი ვიცი,რავთქვა,ასეთი ვრცელი ინფორმაციისთვის! რას გვეტყვით ნუცა აბაშიძეზე და ალექსანდრე ბოჭორიშვილზე ? -ნუცა სანდროსთვის დაიბადა და პირიქით. ნუცამ და სანდრომ პირველად უნივერსიტეტში ნახეს ერთმანეთი. ნინასთვის უნდა მიეკითხა, უცებ ეზოში წინ,რომ გადაუხტა უცნობი გოგო. ნუცა ყოველთვის ამაყი,პრინციპული და ჯიუტი იყო,ყველას ეხმარებოდა და ზოგადად ისეთი გოგოა,როგორიც სანდროს სჭირდებოდა და გააგიჟებდა. ზედმეტად ერთმანეთში იყვნენ,ყოველთვის ერთად საუბრობდნენ და არ სჭირდება მათ ურთიერთობას ზედმეტი ახსნა,უბრალოდ სანდრო ნუცასია,ხოლო ნუცა სანდროსი. -ხომ,მაგრამ ჭორები გოგოზე სახელად “ლიზაზე” რას ნიშნავს ? -ამაზე, უკვე სანდროს ჰკითხეთ. -სანდრო ზარებსაც არ პასუხობს და როგორ ?_უხერხული სიცილით ჩაეცინა ახალგაზრდა ჟურნალისტს. -ანუ ვერც მე გაგცემთ პასუხს,რავქნა_ნაზად გაუღიმა ზეცაშვილმა. -ბოლო კითხვა მაქვს და გაგიშვებთ,ბოდიშით ამდენი კითხვისთვის -არაუშავს,გისმენთ -თქვენზე და ვაკო პაპასკირზე რას გვეტყვით ? -რადგან მთელი სამეგობრო “გამომკითხეთ”,ბოლო ჩვენ და აკო დავრჩით,ამიტომ გეტყვით,რომ აკოს უზომოდ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი და არც ჩვენზე გაუჭირდება საჭირო ინფორმაციის მოწოდება_ღიმილით ჩამოუყალიბა ზეცაშვილმა და სკამიდან ადგა. -ბექა გამრეკელიც არ მომცემს ინტერვიუს ? -მადლობა თქვით,გამრეკელმა მე და ნინაც,რომ გამოგვიშვა. ნუცა და ჩემი ინტერესი,რომ არა არვიცი რას გამოცემდით პირველ წიგნად_ბოლო სიტყვა უთხრა, აკოს ნომერი ფურცელზე დაუწერა,მიაწოდა,წამოვიდა და იქვე მდებარე კაფეში შეხვდა პაპასკირს. -როგორ ჩაიარა ? _ჩაშავებული თვალებით ახედა ვაკომ და მაშინვე მოედო ყველაფერი მთელ სხეულზე ზეცაშვილს. -ყველაფერი ვუთხარი მოკლედ, ისე რომ აღარ შეგვაწუხონ რა და თან ახალგაზრდა ჯგუფია, ჩვენი თანდასწრებით დაბეჭდავენ -საერთოდ არ მომწონს ეგ ამბავი,ელენე -ელენეს ნუ მეძახი -კარგი ხო,უბრალოდ ვეღარ ვაკონტროლებ თავს რა -ვიცი,ვერც მე,დანარჩენები მოდიან ? -ხო,გამოგვყარეს კლინიკიდან,საბამ კიდევ ვერ გაიღვიძა, დედამისი ქალს აღარ გავს და მამამისი ვაფშე, მის ძმაზე საუბარი აღარ მაქვს რა და კაროჩე ერთი ამბავია,ელე -გაივლის, აუცილებლად,გაივლის! -მოვედით!_კაფის კარი გაიღო და აკომ შემოაბიჯა თუარა გარშემო მიხვრა-მოხვრა დაიწყეს ყველამ ერთად. -შე*ჩემა, რო არ იხტუნავო და ისე შემოა*ვა არ გინდა ?_ღრენით გამოეკიდა უკან ბოჭორიშვილი. -ოო,ალექსანდრევიჩ დამიწყნარდი რა და მიხედე იმას, რომ გაიბლანდა_ხელი აუქნია და უკან, კარში ჩამოკიდებულ ფარდაში გაბლანდულ ნუცაზე ანიშნა. -ვუთხარი წინ იარეთქო და იყოს ეხლა იქ,მივიდე არა ის_გასაგონად თქვა ბოჭორიშვილმა და მთელი კაფეც მასთან ერთად ელოდა პასუხს ნუცასგან,რომელიც საბოლოოდ ვერ მიიღეს. -ბექა არ იღებს ტელეფონს_სიგარეტს მოუკიდა დევდარიანმა. -ეგ დადე, არაა საჭირო!_მკაცრი ტონით მიმართა პაპასკირმა. -კაი,ბექაც მოგივლის,თხა ხარ მაინც_ისევ ჩაიქნია ხელი იორდანაშვილმა. -ნუც, იმ ჟურნალისტმა რა გამი*რაკა საქმე ?_მოფერება დაიწყო ბოჭორიშვილმა. -მერავიცი -ნუცა! -ოო,ინტერვიუ უნდა -მერე ? თქვენც მაგარი დებილები ხართ რა -ო მი*ჯვი რა! რამდენი წლისაა ეგ გოგო,ელე ?_აკო დაინტერესდა ჟურნალისტით. -აუ, დაიწყო რა_ხელი აიქნია ნინამ. -თავი მისკდება რა, მაგრად მენატრებიან და ვაფშე რა მოხდა აზრზე ვართ რომელიმე ?_ჩაძიება დაიწყო ტრადიციულად ბოჭორიშვილმა. -საქმეც მაგაშია,რომ არავინ არ იცის რა მოხდა -ან ეგრე როგორ გაწირეს ერთმანეთი -მაგათზე გიჟები არავინ არიან -ტიპებს 2ჯერ გაუჩერდათ გული,როგორ უნდა გადავიტანოთ ეს ? -მთავარია საბამ გაიღვიძოს და მაგას დავეძებთ ?_ერთიანად მოუხაზა ყველა კითხვას ელემ. -უეჭველი უნდა ვუთხრათ რაა, ზედმეტი პანიკების გარეშე_დამაჯერებელი ტონი მიიღო ტრადიციულად სანდრომ და ხელები გააჩერა. -ვინ ეტყვის ? -ნინა!_ერთხმად განაცხადეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.