შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აუტანელი მეზობელი (სრულად)


13-04-2019, 11:18
ავტორი Lily Morgan
ნანახია 13 315

ზამთარი - ეს ის წელიწადის დროა, როცა ყველა ბედნიერია, როცა ცდილობ ყველაფერი ცუდი წინა წელს გაატანო, როცა ბავშვების ( და არა მხოლოდ ბავშვების) სურვილები ხდება, როცა ყველას სახლი საზეიმოდ არის მორთული და ხალხი ფაციფუცით დადის ერთი მაღაზიიდან მეორეში, რომ ყველაფრის ყიდვა მოასწროს და არაფერი გამორჩეს,ბავშვები კი ყოველ დილით სახლის ფანჯრებიდან ამოწმებენ თოვლი მოვიდა თუ არა. როცა მუდამ დაღლილი, მოუცლელი მშობლები თავიანთი პატარებისთვის დროს პოულობენ და არდადეგებს მათთან ერთად ატარებენ, როცა მთელი ოჯახი უკუთვლას იწყებს და ახალი წლის დადგომას ღიმილით ულოცავენ ერთმანეთს, როცა ბავშვები გათენებას მოუთმენლად ელოდებიან და ერთი სული აქვთ როდის გახსნიან საჩუქრებს, რომლის გამოც ცდილობდნენ, რომ მთელი წელი კარგად მოქცეულიყვნენ.
* * *
თბილისში ახალწლამდე ორი კვირით ადრე თოვლი მოვიდა და არემარე თეთრმა ფიფქებმა დაფარეს. ბედნიერი ბავშვები მშობლებს გარეთ გასვლას აიძულებდნენ. ზოგი სახლს რთავდა საახალწლოდ, ზოგს კი სათამაშოდ საერთოდ არ ეცალა და ჩვეულ რიტმში აგრძელებდა მუშაობას.
აბულაძეების ოჯახშიც დიდი ფუსფუსი იყო. ქრისტინე და გეგა სიხარულით აწყობდნენ უზარმაზარ ნაძვის ხეს. გოგონამ სასტუმრო ოთახისკენ მომავალი საშუალო სიმაღლის, ჭაღარა, მოწესრიგებული და ლამაზი მოხუცი შენიშნა და აღტაცებით ჰკითხა:
-ბები, ხომ მაგარია?!
-ძალიან ლამაზია ბებოს პატარა გოგონა - ღიმილით უპასუხა ქალმა.
-ბებო უკვე 25 წლის ვარ, პატარა კი არა დავბერდი.
-მაშინ მე რაღა ვთქვა.
-ნეტა შენს ასაკში მეც ასეთი ვიყო და ხმა თუ ამოვიღო! - გაიკრიჭა ქრისტინე და ბებოს აკოცა.
-ნუ ხარ აფერისტი. ბებომ კარგად იცის ამ ოჯახში ვის უყვარს და ვის არა... - ირონიულად გაუღიმა გეგამ და ახლა ის მოეხვია ქალს.
-რომ იცის, იმიტომ არ გაჩუქებს არაფერს ახალ წელს - თვალი ჩაუკრა ძმას და დამცინავად გაუღიმა.
-ყველაფერზე ნუ ჩხუბობთ, თორემ არც ერთს არ გაჩუქებთ არაფერს! -სიცილით უთხრა და-ძმას, რომლებიც პატარა ბავშვებივით კინკლაობდნენ - მე უნდა წავიდე და არ დახოცოთ ერთმანეთი. ლელა და იკა დღეს გვიან მოვლენ.
-აუუ... - მაშინვე მოიწყინა ქიტიმ - ბოლოს როდის ვივახშმეთ ერთად?! არ შეიძლება ასე...
-საჩუქრებს რომ გყიდულობენ, მაშინ ხომ ხარ ბედნიერი?! - ცალყბად გაუღიმა ძმამ.
გოგონამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბებიამ არ დაანება:
-ახლა გავბრაზდები იცოდეთ! წავედი მე და გაფრთხილებთ, ერთმანეთი არ დახოცოთ! - ჩანთა აიღო და სახლიდან გავიდა.
ქრისტინე თავის ოთახში ავიდა, გამოიცვალა და ისევ დაბლა ჩავიდა, რომ ჩანთა აეღო და წასულიყო.
-სად მიბრძანდებით, ქალბატონო?
-შეყვარებულთან - მობეზრებული სახით მოტრიალდა გოგონა.
-გაგიყვანო ლენასთან? - ირონიული ღიმილით ჰკითხა ძმამ.
-ასეთი დაუჯერებელია, რომ შეყვარებული შეიძლება მყავდეს?
ბიჭმა დამცინავად გადახედა და გოგონამ თვალები აატრიალა.
-გმადლობთ, ჩემითაც მივაგნებ - უთხრა და ცხვირაბზუებული გავიდა სახლიდან.
მთელი დღე დაქალთან ერთად გაატარა. დროის გასვლა ვერც კი იგრძნო და გვიან გაახსენდა სახლში წასვლა. თავის ძმას ურეკავდა, მაგრამ როგორც ყოველთვის ტელეფონს არ პასუხობდა.
-მერე გამლანძღავს, რატომ არ დამირეკე, წამოგიყვანდიო - ჩაიბურტყუნა, ლენას დაემშვიდობა და მთვარისა და ლამპიონების შუქით განათებულ ქუჩას მშვიდად გაუყვა.
ბნელ მოსახვევში შეამჩნია, რომ სამი ბიჭი შემოხვეოდა გარშემო ვიღაც ძირსდაგდებულ ადამიანს და ხმამაღლა იცინოდნენ.
-ალბათ ვიღაც გოგო გამოიჭირეს დამპლებმა... - ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა - მაგათ ვაჩვენებ! - იქვე რამდენიმე მსხვილი ქვა აიღო, ჯიბეები გაივსო და სროლა დაუწყო სათითაოდ.
ბიჭები მაშინვე მობრუნდნენ. ქრისტინე სახეებს ვერ ხედავდა, მაგრამ მიხვდა რომ ძალიან გაბრაზდნენ.
-ამ წამს დიდ შარში გაეხვიე, ლამაზო! - სამივე მისკენ წამოვიდა, გოგონა კი რაც ძალა და ღონე ჰქონდა ესროდა ქვებს და ისინიც ტკვილისგან დაიღრიალებდნენ ხოლმე.
-ჩემთან ჩხუბს არ გირჩევთ, ბიჭებო. იმ ადამიანს თავი დაანებეთ და დაგინდობთ! - მთელი თავდაჯერებით უპასუხა აბულაძემ.
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუტყდათ. ერთ-ერთი მათგანი წინ წამოვიდა და გოგონას მიმართულებით გაიქნია მუშტი, მაგრამ მან მაშინვე მოიგერია და ხელი ისე გადაუგრიხა, რომ უცნობს სიმწრის ცრემლები წასკდა. ახლა მეორემ ცადა ბედი, მაგრამ საბოლოოდ მუშტი აქეთ მიიღო ყბაში. მესამემ კი ჭკუა იხმარა და გოგონასთან ჩხუბის მაგივრად, მეგობრებთან მივიდა დასახმარებლად და სამივენი მალევე გაეცალნენ იქაურობას.
ქიტის ჩაეცინა და იმ ადამიანთან მივიდა, ვინც აქამდე ჰყავდათ მიმწყვდეული. საწყალი კუთხეში იჯდა და სულს ითქვამდა.
-ბოდიში, რომ ვერ დაგეხმარეთ! - მოესმა სასიამოვნოდ ბოხი ხმა და მიხვდა, რომ ის ვიღაც გოგო კი არა ბიჭი იყო - და მადლობა, რომ გადამარჩინეთ.
-რა პრობლემაა - ღიმილით უპასუხა და წამოდგომაში მიეშველა.
-ესეიგი გოგო ხარ?! - ჩაეცინა და ქრისტინეს მხარზე მოხვია ხელი, რომ არ დაცემულიყო.
-როგორც ხედავ, კი... საავადმყოფოში მიგიყვანო?! - გამოიყვანა ლამპიონების შუქზე და აბულაძის ყურადღება მაშინვე მიიქცია ბიჭის გარეგნობამ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ არჩევდა მის სახეს.
-არა, ლამაზო, ჩემითაც გავუმკლავდები - თვალი ჩაუკრა და კიდევ უფრო მაგრად დაეყრდნო ქრისტინეს მხრებზე.
-თუ კიდევ ერთხელ დამიძახებ ლამაზოს, იცოდე ხელს გაგიშვებ და ჩემს გზაზე წავალ უკანმოუხედავად - განრისხებული მზერა მიაპყრო გოგონამ და უცნობს წელზე მოხვია ხელი, რომ არ გავარდნოდა.
-ჯერ ერთმანეთი მაინც გაგვეცნო ლამაზო, პირდაპირ ხელების ფათურზე რომ გადავედით - ეშმაკურად გაუღიმა გოგონას, ტყავის ქურთუკი გაისწორა და სისხლი მოიწმინდა ტუჩის კუთხიდან.
ქიტის ნერვები მოეშალა, ხელი გაუშვა და უკვე უცნობის ხელსაც იშორებდა მხრიდან, რომ ბიჭს სიცილი აუტყდა.
-კარგი, კარგი, დამშვიდდი! უბრალოდ ვიხუმრე - უთხრა და ცხვირზე ჩამოჰკრა თითი.
-სახუმაროდ ნამდვილად არ გაქვს საქმე! - ტროტუართან მიიყვანა და დასვა, რადგან უკვე აღარ შეეძლო ამხელა სიმძიმის გაძლება. - თუ საავადმყოფო არა, მაშინ ახლავე გამოგიძახებ ტაქსს და წადი სადაც გინდა.
-არ შემიძლია... რაც კი ფული მქონდა, სულ წამართვეს იმ ბიჭებმა.
-ისე ის ღლაპები როგორ მოგერივნენ? - სიცილით ჰკითხა ქიტიმ - არადა ეგ კუნთები კი გაყრია ბატიბუტივით, მაგრამ თუ ვერ გამოიყენე, რად გინდა?!
-ჯერ ერთი, სამი ერთზე იყო და მერე მეორეც, ნასვამი ვიყავი და არ მქონდა ჩხუბის თავი, ნახევრად მეძინა.
-ნასვამს არ ჰგავხარ - ეჭვის თვალით შეათვალიერა აბულაძემ.
-იმდენი მირტყეს, როგორ არ გამოვფხიზლდებოდი… ისე ასე ჩხუბი სად ისწავლე?
-მოიცა ჯერ ტაქსთან დავრეკავ და მერე მაგის მოსვლამდე ვილაპარაკოთ. ფულს მე გადაგიხდი! - ამოიღო ტელეფონი, ბიჭს მიაწოდა,რომ მისამართი ეკარნახა და რომ გათიშეს დაიწყო - ბავშვობიდან ბიჭური და ასე ვთქვათ ქაჯი ვიყავი. მგონი ყველა სპორტის სახეობაზე მივლია. ხოდა რამდენიმე წელი ბოქსზე და კარატეზე დავდიოდი.
-არადა ერთი შეხედვით საყვარელი გოგო ხარ - გაეცინა ბიჭს.
ბევრი საუბარი ვერ მოახერხეს, რადგან ტაქსი მალევე მოვიდა, გოგონამ ფული გადაუხადა მძღოლს და მერე ბიჭს დაეხმარა, რომ მანქანაში ჩამჯდარიყო.
-ხო მართლა, დამავიწყდა რომ მთავარი მეკითხა: რა გქვია?
-რა მნიშვნელობა აქვს - გაეცინა ქიტის და კარები დახურა - მშვიდობით უცონობო! - ხელი დაუქნია და ტაქსიც დაიძრა.
გოგონამ კი წყნარად, ღიმილით გააგრძელა გზა და მალე თვითონაც შინ იყო.
* * *
-ძილისგუდავ, გაიღვიძე! - გეგამ პატარა დას ბალიში მოუქნია თავში.
-დამანებე თავი... - ზურგი აქცია ქრისტინემ ძმას.
-კაი, საჩუქრებზე მარტო წავალ - უთხრა და ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ გოგონა მაშინვე წამოფრინდა.
-მოიცადე, მოიცადე! თხუთმეტ წუთში მზად ვიქნები. - წამოხტა და აბაზანაში გაქანდა თავის მოსაწესრიგებლად.
ოც წუთში გეგას მანქანით მიუყვებოდნენ გზას. დიდხანს არჩევდნენ საჩუქრებს მშობლებისთვის, საყვარელი ბებიისთვის, მეგობრებისთვის და ერთმანეთისთვისაც. რამდენიმე საათში ისევ შეხვდნენ ერთმანეთს მოლში უკვე ნაყიდი საჩუქრებით და საჭმელად დასხდნენ.
-აუ საშინლად დავიღალე! - ოხრავდა ქიტი.
-სულ როგორ წუწუნებ. - მობეზრებული სახით ჩაილაპარაკა გეგამ.
-გაჩუმდი და ვჭამოთ რა. - შეუბღვირა ძმას და კუთვნილ საჭმელს დაწვდა.
-ისე შენ ხო მორჩი ყველაფრის ყიდვას? - ჰკითხა ბიჭმა.
-კი, კი ყველაფერი ვიყიდე.
-მე კიდევ რაღაც დამავიწყდა. მანქანის გასაღებს მოგცემ და იქ დამელოდე, კარგი?
-რა პრობლემაა. - მხრები აიჩეჩა გოგონამ და როცა ჭამა დაასრულეს, გამოართვა ძმას გასაღები და დაბლა ჩავიდა.
თავისი ნაყიდი საჩუქრები უკანა სავარძელზე დააწყო, თვითონ ძმის მოსვლამდე საჭესთან დაჯდა და სიმღერები ჩართო. ცოტახანში მეორე მხარეს კარები გააღეს და მანქანაში სრულიად უცხო ადამიანი ჩაჯდა.
-სასწრაფოდ თქვენი დახმარება მჭირდება. მომდევენ და დროზე უნდა გავიქცეთ აქედან.
-მოიცა, რა? - ვერ გაიაზრა ბიჭის ნათქვამი.
-დაძარი მანქანა!
-რა იყო კრიმინალი ხარ და პოლიცია მოგდევს?! - აღშფოთებულმა გადახედა უცნობს.
-არა უარესი, დაახლოებით ათი ბიჭი მომსდევს და ყველანი დანებით. იცოდე, რომ არც შენ დაგინდობენ.
-იცოდე, კარგად ტარება არ ვიცი! - ეს უთხრა აბულაძემ და მანქანა დაქოქა. მალე უკვე სამშვიდობოს იყვნენ და გოგონამაც ერთ-ერთ მოსახვევში გააჩერა - ამიხსენი რა ჯანდაბა მოხდა.
-ეს შენ არ გეხება! - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა.
-მე თუ არ მეხება, რას ჩამიხტი მანქანაში?!
-მოიცადე, შენი ხმა მეცნობა ძალიან... - გონება დაძაბა უცნობმა და ეშმაკური ღიმილი მოეფინა სახეზე - ლამაზო!
გოგონამაც მხოლოდ ახლა იცნო ბიჭი, შეათვალიერა და შეამჩნია რომ სინათლეზე კიდევ უფრო სიმპათიური იყო. შავი თვალები,ასეთივე შავი თმა, გრძელი, საშუალო ზომის ტუჩები, იდეალური ტანი( თუმცა ეს წინაზეც არ გამორჩენია ქიტის) და რაც მთავარია, სოცარი ღიმილი ჰქონდა. ისევ შავი ტყავის ქურთუკი ეცვა.
-მერამდენედ გადაგარჩინო - დამცინავად უთხრა ქიტიმ - ამჯერად რა შარში გაეხვიე?! კრიმინალი ხარ?
-დღის სინათლეზე უფრო სექსუალური ყოფილხარ - უთხრა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
-გადადი მანქანიდან! - კარებს გადაწვდა ქიტი გასაღებად.
-ჯერ შენი სახელი უნდა მითხრა, ლამაზო! - უკეთესად მოკალათდა სავარძელში.
-ლამაზოს ნუ მეძახი! - ბრაზი ერთიანად მოაწვა გოგონას.
-სახელს არ მეუბნები და აბა როგორ მოგმართო.
-თუ კიდევ სადმე არ გადამეყრები, არც დაგჭირდება ჩემთვის სახელით მომართვა. - ირონიულად გაუღიმა - ნახვამდის!
ამ დროს ქიტის ტელეფონი აზუზუნდა.
-ალბათ გეგაა! - შიშით ტუჩი მოიკვნიტა და არც შემცდარა. თვალები დახუჭა და ისე უპასუხა - ხო გეგუ... უბრალოდ გავისეირნე... არაფერი არ მოსვლია კაცო მანქანას... კარგი, კარგი მოგწერ მისამართს! - მესიჯი გააგზავნა და სახე ხელებში ჩარგო - ნამდვილად მომკლავს.
-შენი შეყვარებულია? - სახე მოეღუშა ბიჭს.
-რა შენი საქმეა! წადი ახლა აქედან, თორემ იმან ჩემზე ათჯერ უკეთესად იცის ჩხუბი. თან მის მანქანაში რომ დახვდები უფრო გადაირევა. - გზას გახედა და ცდილობდა, რომ ბრაზი გაეკონტროლებინა.
ბიჭი მანქანიდან გადავიდა, კარი დახურა და უკვე წასვლას აპირებდა, მაგრამ უკან მობრუნდა და მინაზე დაუკაკუნა ქიტის.
-რა გინდა? - გაბრაზებულმა ჩაწია მინა და მწვანე, ანთებული თვალები შეანათა ბიჭს.
-შენს სახელს მაინც გავიგებ, ლამაზო! - ლოყაზე ხმაურიანად აკოცა სახტად დარჩენილ გოგოს, მერე თვალი ჩაუკრა და წავიდა.
-თავხედი! - დაიყვირა, როცა აზრზე მოვიდა და ხელი საჭეს დაარტყა - შენი თავი მაცემინა და მეტი არ მინდა არაფერი! - მაგრამ ბრაზი მალე შიშმა ჩაანაცვლა, რადგან დაინახა მისი ძმა ტაქსიდან რომ გადმოვიდა წარბებშეკრული - ღმერთო გადამარჩინე! - თვალები ზეცისკენ აღაპყრო მუდარით და ძმას შეშინებულმა გაუღიმა.
მთელი გზა თავჩაღუნული უსმენდა ქრისტინე ძმას.
-ბოდიში! - ქვედა ტუჩი გამობურცა და დიდი, მწვანე თვალები შეანათა გეგას, როცა მანქანა სახლის წინ გააჩერა.
-უბრალოდ იმიტომ გავბრაზდი, რომ გაუფრთხილებლად წაიყვანე მანქანა. - მიხვდა ბიჭი, რომ ზედმეტად გაბრაზდა და თავი დაიმშვიდა, მერე კი ღიმილით დაამატა - ახლა გავჩუმდები, თორემ შენი ხელი ჩემს მტერს მოხვდეს. - წაბლისფერი თმა აუჩეჩა გოგონას და მანქანიდან გადავიდნენ.
საღამოს ლენამ დაურეკა და ახალი ამბავი მოახსენა:
-მოკლედ კვირის ბოლოს არის ჩემპიონატი წყალბურთში და ჩემი ძმაც მონაწილეა. ძალიან მთხოვა გამომყევიო, მარა მარტო რა ვაკეთო და შენც წამოდი.
გოგონაც დათანხმდა დაქალს და მერე მთელი ღამე ჭორაობდნენ. ქიტიმ იმ უცნობზეც უამბო ყველაფერი და ამასობაში ისე დაათენდათ,რომ ვერც გაიაზრეს.
* * *
ჩემპიონატის დღეც დადგა. ქრისტინე საღამოსთვის მოემზადა და დანიშნულების ადგილამდე გეგამ წაიყვანა. დარბაზის შესასვლელში ლენას მოჰკრა თვალი და ღიმილით გააგრძელა გზა. დაქალები ერთმანეთს მოეხვივნენ და დარბაზში შევიდნენ ადგილების დასაკავებლად. გოგონები პირღიები დარჩნენ კონკურსანტების ნახვისას.
-აუ რა ტანები აქვთ! - ისხდნენ და სათითაოდ აფასებდნენ ყველას ტანს ჩემპიონატის დაწყებამდე.
-უფრო ხშირად გამოვყვეთ ხოლმე შენს ძმას - სიცილით უთხრა ქიტიმ, მაგრამ ეს ღიმილი უცბად შეახმა სახეზე - ლენა, იქ ის ბიჭი დგას წინა დღეებში, რომ გიყვებოდი. წყალბურთელია?! - დაქალს დაანახა ის უცნობი და ლენა აღფრთოვანებული დარჩა.
-ასეთ ბიჭს არ ეუბნებოდი სახელს? - პირი დააღო დაქალმა - გაგიჟდი მგონი შენ!
ქიტის აღარაფერი უპასუხია, ჩუმად იჯდა და ბიჭს უცქერდა. ისეთი იდეალური სხეული ჰქონდა. საოცრად გამოიყურებოდა.
ამ დროს ბიჭმა დარბაზი შეათვალიერა და თვალში აბულაძე მოხვდა, რომელიც მას პირღია უყურებდა. ჯერ გაუკვირდა, მერე კი გაეცინა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
-სპეციალურად მიკეთებს! - თავის დამშვიდება სცადა გოგონამ, მერე ბიჭს დაეჯღანა და მზერა აარიდა.
მალე თამაშიც დაიწყო. ლენას ძმა და ის უცნობი მეტოქეები იყვნენ. თამაში უცნობის გუნდმა მოიგო, თან როგორც ეტყობოდა ეს ბიჭი ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში. ხანდახან გოგონას გამოხედავდა ხოლმე და თვალს უკრავდა. თამაში რომ დამთავრდა, გოგოები გარეთ გამოვიდნენ და ქრისტინე თვალებით ეძებდა უცნობს,მაგრამ ვერსად ვერ ნახა და ცოტა ნაწყენი წამოვიდა.
* * *
-დილა მშვიდობისა! - მიესალმა ოჯახს ახალგაღვიძებული ქიტი.
-იცი რომ საფრთხობელას გავხარ?! - სიცილით ჰკითხა ძმამ და პირველი მიუჯდა მაგიდას - იმედია აღარავის ველოდებით. ძალიან მშია.
სხვებიც დასხდნენ და საუზმეს შეექცნენ.
-უი იცით ახალი მეზობლები გვეყოლებიან მალე - სასხვათაშირისოდ თქვა გეგამ, მაგრამ ბებია და მშობლები მაშინვე დაინტერესდნენ.
-მოიცადე ჩვენს გვერდით რომ ჭკადუების სახლია, ის გაიყიდა? - იკითხა დედამ და ბიჭმაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
-წეღან შეჰქონდათ ნივთები. - დაამატა გეგამ.
-ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე ვინ ყიდულობს ახალ სახლს?! - ახლა ბებიამ გაიკვირვა.
-ალბათ უნდოდათ, რომ ახალ წელს ახალ სახლში შეხვედროდნენ - უპასუხა ქიტიმ.
-გავიდეთ მერე და დახმარება შევთავაზოთ, თან გავიცნობთ კიდეც ახალ მეზობლებს - შესთავაზა იკამ ოჯახს და ყველას მოეწონა ეს აზრი.
-მე ვმუშაობ და უჩემოდ წადით - უთხრა გოგონამ მამას.
ჭამის შემდეგ ქრისტინემ გაზიანი სასმელი მოიმარაგა და ოთახში ავიდა. ქართული ფილოლოგია დაამთავრა, ასე რომ შეკვეთებს იღებდა და სხვადასხვა ტექსტებს არედაქტირებდა. ლოგინზე წამოწვა, ლეპტოპი მოიმარჯვა, გაზიანი სასმელი ტუმბოზე დადგა და საქმეს შეუდგა. დაახლოებით, ორი საათი ასწორებდა შეცდომებს, შემდეგ კი დაიღალა და ცოტახანს წამოდგომა და ოთახში გავლა გადაწყვიტა. გარეთ გაიხედა და მის მოპირდაპირე ფანჯარაში ზურგით მდგარი ბიჭი დაინახა.
-ვნახოთ აბა ვინ გადმოვიდა ჩემს მოპირდაპირე ოთახში - ინტერესით დაელოდა როდის მოტრიალდებოდა ახალი მეზობელი და მალე მართლაც შემობრუნდა - არ არსებობს! - პირი დააღო აბულაძემ.
უცნობმაც შეამჩნია ქრისტინე და ჯერ გაიკვირვა, შემდეგ კი გაეღიმა და გოგონას ხელი დაუქნია. გოგონა გაშეშდა და პირდაღებული უყურებდა ახალ მეზობელს. ბიჭს გაეცინა, ხელით აჩვენა პირი დახურეო, თვალი ჩაუკრა და ფანჯარას მოშორდა.
-არ არსებობს! არ არსებობს! არ არსებობს! - სასწრაფოდ დაბლა ჩაირბინა, მაგრამ სახლში ბებიის გარდა არავინ დახვდა - მართა ბებო, სად არის ყველა?
-ახალ მეზობლებთან გადავიდნენ ნახევარი საათის წინ. სხვათაშორის გეგამ მომწერა, ძალიან კარგი ხალხიაო და ხვალ საღამოს ჩვენთან დავპატიჟეთო. - ღიმილით თქვა ბებიამ - რამე გინდოდა?
-ესეიგი უკვე დაპატიჟეს? ღმერთო რა დავაშავე?! - თავისთვის ჩაიბურტყუნა, მერე კი ბებოს მიუბრუნდა ღიმილით - არაფერი ბე, მეთქი მეც გავყვებითქო, მარა სხვა დროს გავიცნობ მეზობლებს. - და ისევ თავის სამუშაოს დაუბრუნდა.
გვიანობამდე მუშაობდა და ცდილობდა, რომ ფანჯარაში არ გაეხედა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, როცა გეგა ამოვიდა მასთან ოთახში.
-იცი რა მაგარი ხალხი გადმოვიდა?! ძალიან საყვარელი ოჯახია, მარა ძალიან დავიღალე ამ ყუთების თრევით - დის ფეხებთან გაიშხლართა საწოლზე და თვალები დახუჭა. - რა კარგია დასვენება!.. აუ იმათ ისე ერიდებოდათ, მარა დედამ და მამამ გამწურეს. თვითონ ისხდნენ და ეჭორავებოდნენ თამარის და ლაშას. მე და ანდრია კიდევ დავათრევდით იმ ყუთებს. ესეიგი თამარი და ლაშა მშობლები არიან. ძალიან საყვარელი წყვილია და ანდრია მათი შვილია. დაახლოებით ჩვენი ასაკისაა და თან წყალბურთელია. კიდევ ჰყავთ პატარა გოგონა - ანა, მაგრამ ის ბებია-ბაბუასთან გაუშვიათ არდადეგებზე.
-ძალიან კარგი თუ ასე მოგეწონა ყველა - გაუცინა უფროს ძმას და მერე ჰკითხა - ჩვენთან დაპატიჟეთ?
-კი, აბა?! ხვალ საღამოს მოვლენ ჩვენთან. სხვათაშორის თამარის და ლაშას ძალიან უნდათ შენი და ბებოს გაცნობა. - ეს უთხრა და საწოლზე კარგად მოკალათდა - ცოტახანს აქ ვიწვები და მერე გადავალ ჩემს ოთახში.
ქრისტინე ისევ სამუშაოს მიუბრუნდა და მხოლოდ ღამის სამ საათზე იგრძნო დაღლილობა. თავის ძმას გადახედა, რომელიც ისევ ისე იწვა და გაეღიმა. ნელა შეაღვიძა და ძლივს გააგდო ოთახიდან. შემდეგ დასაძინებლად მოემზადა და უკვე ლოგინში უნდა ჩაწოლილიყო, როცა ბნელ ოთახში ლაზერმა დაიწყო ციმციმი. გოგონამ თავიდან დაიგნორება სცადა, მაგრამ ლაზერს პირდაპირ თვალებში ანათებდნენ.
-მოვკლავ! - გაბრაზებული წამოხტა და ფანჯარა გამოაღო - იცოდე ხელებს მოგამტვრევ და კარგად იცი, რომ არ გამიჭირდება - გასძახა ახალ მეზობელს, რომელსაც თავი გადმოეყო ფანჯრიდან და ეშმაკურად იცინოდა.
-დამშვიდდი, ლამაზო! - ლაზერი გათიშა და გოგონა შეათვალიერა - მთვარის შუქი ძალიან უხდება შენს კანს, რამდენიმე ადგილს კარგად გამოკვეთავს.
გოგონა მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ერთი თხელი პენუარის ამარა იდგა ფანჯრის წინ და თან მთვარის შუქიც ისე კარგად ურტყამდა, რომ ყველაფერი მშვენივრად ჩანდა. სასწრაფოდ დაავლო ფარდას ხელი და შემოიხვია, ,,უცნობს’’ კი სიცილი აუტყდა.
-კარგი, ნუ ბრაზობ! - მისი დამშვიდება სცადა ბიჭმა - თუ გინდა სადმე გავისეირნოთ.
-შანსი არ არის!
-კარგი რაა. წამოდი!
-ძილინებისა - ეს უთხრა და ფანჯარა მიუხურა - აუტანელი ვინმეა!
დიდხანს ილანძღებოდა ანდრიას მისამართით, ბოლოს კი როგორც იქნა ჩაეძინა.
* * *
ქრისტინე ზარის ხმამ გამოაფხიზლა. თავიდან დააიგნორა, მაგრამ არავინ რომ არ მივიდა, წამოდგა, ხალათი მოიცვა და კარები გააღო.
-გამარჯობა! გამოწერილი ამანათი ჩამოვიდა თქვენს მისამართზე და აქ მომიწერეთ ხელი ჩასაბარებლად.
-ახლავე - ხელი მოუწერა და ამანათი შეიტანა. - როგორც იქნა ჩამოვიდა - ოთახში ასვლამდე სახლი შეათვალიერა, მაგრამ შინ არავინ იყო - ალბათ იკა და ლელა სამსახურში წავიდნენ და გეგამ ბებო წაიყვანა ბაზარში რაღაცების საყიდლად დღევანდელი ვახშმისთვის.
ოთახში ავიდა, ამანათი გახსნა და იქ საკუთარი საცვლის და ლიფის მაგივრად, ბიჭის საცვალი დახვდა. დაიბნა და კიდევ ერთხელ ჩახედა ყუთს, მაგრამ მისი ნივთები ნამდვილად არსად არ იყო. ამ დროს ვიღაცამ ფანჯარას კენჭების სროლა დაუწყო. გოგონამ ხალათი შეისწორა, ფანჯარა გააღო და მის მოპირდაპირე მხარეს ის მომღიმარი უცნობი დაინახა თავისი ლიფით ხელში.
-კარგი გემოვნება გაქვს. წითელი ფერი ნამდვილად მოგიხდება. - აუფრიალა ლიფი.
-აი მე კი იგივეს ვერ ვიტყოდი შენზე - ახლა მან გამოაჩინა ბიჭის საცვალი - საერთოდ არ მოგიხდება ეს საცვალი.
-მაგის გარეშე უკეთესი ვიქნები, ხო?! - გადაიხარხარა ბიჭმა.
-და როდის უნდა გავცვალოთ ამანათები? - დააიგნორა მისი რეპლიკა.
-ჯერ-ჯერობით შენი ნივთები ჩემთან იქნება.
-იცოდე, არც მე დაგიბრუნებ შენსას! - ნიშნის მოგებით უპასუხა ქრისტინემ.
-შეინახე, ლამაზო, შეინახე - ცალყბად გაუღიმა, მერე გოგონა შეათვალიერა და უთხრა - ისე ხალათი არ გიხდება - თვალი ჩაუკრა და ფანჯარა მიხურა.
აბულაძე გაცოფებული იყო. შევარდა აბანოში, მოემზადა და გამოიცვალა, მაგრამ მთელი დღე გაბრაზებული დადიოდა.
საღამოს ყველაფერი მოამზადეს და დათქმულ დროს ახალი მეზობლებიც ეწვივნენ. თამარი და ლაშა ძალიან მოეწონა ქიტის, თუმცა ანდრიას დანახვაზე იბღვირებოდა. სუფრას მიუსხდნენ და დიდხანს საუბრობდნენ.
-ანდრო, გაიცანი ეს ჩემი დაა - ქრისტინე. ქიტი, ეს კი ჩვენი ახალი მეზობელია - ანდრია.
-სასიამოვნოა - მოჩვენებით გაუღიმეს ერთმანეთს.
ამ დროს ლელამ გადაუჩურჩულა ქიტის გაზიანი სასმელი დაამატეო და გოგონაც სამზარეულოში გავიდა. ცოტახანში ანდრიაც შემოვიდა.
-წყალი დამალევინე რა.
-არ ხარ ღირსი! - შეუბღვირა აბულაძემ.
-იცოდე ვეტყვი შენებს, რომ წყალს არ მასმევ და მერე ვის გალანძღავენ ვნახავთ - თავისი საფირმო, ეშმაკური ღიმილით შეხედა და გოგონამაც მრისხანე მზერა მიაგება, ზედა თაროდან ჭიქა გადმოიღო, წყალი დაუსხა და ბიჭს გაუწოდა.
რამდენიმე ბოთლი გაზიანი სასმელი აიღო და უკვე გასვლას აპირებდა, მაგრამ ანდრიამ გააჩერა.
-საცვლები როდის გავცვალოთ?
-თუ ძალიან მოგწონს, დაიტოვე! დარწმუნებული ვარ მოიხდენ ორივეს - ეს უთხრა და სამზარეულოდან გავიდა.
ვახშამმა კარგად ჩაიარა, შემდეგ კი ქალები მაგიდის ალაგებას შეუდგნენ, იკა და ლაშა სასტუმრო ოთახში საუბრობდნენ, ბიჭები კი რაღაცას უყურებდნენ ტელეფონში და ბოლო ხმაზე იცინოდნენ. გვიანობამდე იყვნენ ერთად და შემდეგ დაიშალნენ. ქრისტინე დაღლილი ავიდა ოთახში, გამოიცავალა და მაშინვე ჩაეძინა.
* * *
მეორე დღეს ლანას მესიჯი დახვდა. სახლში ეპატიჟებოდა. ისიც მოემზადა და წავიდა. დასხდნენ და ქრისტინემ ყველაფერი დაწვრილებით ჩამოუკარკლა მეგობარს.
-ესეიგი, შენი საცვალი და ლიფი ახლაც მას აქვს? - პირღია უსმენდა გოგონა.
-კი და ძალიან მიშლის ნერვებს!
-ისე, ძალიან სიმპათიური ბიჭია და დარწმუნებული ხარ რომ არ მოგწონს?! - წარბები აათამაშა ლანამ.
-მომწონს კი არა, ერთ დღეს შემომაკვდება! - მისი ეშმაკური ღიმილის წარმოდგენაზე კიდევ უფრო მეტად ბრაზდებოდა.
მთელი დღეს იჭორავეს და გვიან დაიშალნენ.
-გეგა ისევ არ გპასუხობს, ხო? - გაბრაზდა ლანა - მარტო ხომ არ გაგიშვებ ასეთ დროს?! დარჩი ამაღამ.
-არა, არა წავალ! არაუშავს, გავივლი ცოტას ფეხით. თან ხო იცი, რომ მე არაფრის არ მეშინია. - დაემშვიდობა დაქალს და წავიდა.
გზის ნახევარიც არ ჰქონდა გავლილი, როდესაც ძლიერი წვიმა დაიწყო.
-ბედიც ასეთი უნდა! - გაბრაზდა აბულაძე.
უყვარდა წვიმა, მაგრამ ამ საღამოს ძალიან ციოდა და თითოეული წვეთის დაცემაზე აკანკალებდა. ამ დროს გვერდით მანქანა გაჩერდა.
-ჩაჯექი! - მაქანიდან ანდრიამ გაუღიმა.
-შანსი არაა - გზა გააგრძელა ქიტიმ - სულ რომ ცა დაიქცეს, მაინც არ ჩავჯდები შენთან ერთად მანქანაში.
იყინებოდა და ძალიან უნდოდა, რომ მანქანაში ჩამჯდარიყო, მაგრამ სიამაყე არ აძლევდა ამის საშუალებას.
-ნუ იბუტები, თორემ შენი სიამაყე ვერ გიშველის, სიცხე რომ ორმოცამდე აგიწევს - ნიშნის მოგებით უთხრა.
გოგონამ გზას გახედა. დაახლოებით თხუთმეტი წუთის სავალი ჰქონდა დარჩენილი და მანამდე მართლა აიკიდებდა რამეს. ჯობდა ცოტახნით საკუთარი სიამაყე დაევიწყებინა და მანქანაში ჩამჯდარიყო, მაგრამ თითქოს საკუთარ სხეულს ვერ იმორჩილებდა.
-არ მინდა! - აიბზუა ცხვირი და ისევ განაგრძო გზა.
მთელი სხეული უცახცახებდა და სულ სველი იყო. ტუჩები გალურჯებოდა და სახე გაყინვოდა. ანდრომ მანქანით ჩაუარა და გოგონას ეგონა რომ წავიდა, მაგრამ ბიჭმა იქვე კუთხეში გააჩერა და გადმოვიდა. გოგონას მხარზე გადახვია ხელი და მანქანაში ფაქტობრივად ძალით ჩასვა, ღვედი გაუკეთა და საჭეს მიუჯდა. უკანა სავარძელზე თავისი ქურთუკი ედო. ქიტის მისი გახადა და საკუთარი მოაცვა. სახლამდე ცოტა გათბა გოგონა. მალე ანდრიამ მანქანა ზუსტად მის კარებთან გააჩერა.
-მადლობა! - ოდნავ,მაგრამ შესამჩნევად გაუღიმა გოგონამ და ბიჭის ქურთუკის გახდა დაიწყო, მაგრამ ანდრიამ არ დაანება.
-დაიტოვე და მერე მიზეზი მექნება, რომ შენს ოთახში შემოვიპარო - ამის გაგონებაზე გოგონამ გაკვირვებული სახით გადახედა - ვიხუმრე, ვიხუმრე! არ მცემო! - გაეცინა ბიჭს და ქიტის მიუახლოვდა. საკუთარი ტუჩები მისასთან ძალიან ახლოს მიიტანა, მაგრამ შემდეგ ოდნავ მაღლა აიწია, შუბლზე აკოცა და ისევ უკან დაიხია. - მგონი სიცხეს გადარჩი!
-აუტანელი ხარ! - გაეცინა, თავის ქურთუკს ხელი დაავლო და მანქანიდან სახლამდე სირბილით გაიქცა.
ანდრია ღიმილით უცქერდა გოგონას, მერე კი მანქანა დააყენა და თვითონაც სახლში შევიდა.
* * *
ქრისტინე სიცივის შეგრძნებამ გამოაფხიზლა. საბანი ეხურა, მაგრამ მაინც იყინებოდა. მთელს სახეზე ახურებულიყო. ადგა, ოთახში შუქი აანთო და უჯრაში თერმომეტრს დაუწყო ძებნა. ამ დროს რაღაც ხმები მოესმა, გაიხედა და ფანჯრაში შემომძვრალი ანდრია დაინახა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - თვალები გაუფართოვდა ქიტის.
-ღმერთო, ამ პენუარში რომ გხედავ, ვეღარ ვაზროვნებ. - ფეხის ფრჩხილიდან თმის ბოლო ღერამდე, ნელა და დაკვირვებით შეათვალიერა გოგონა.
-თვალები მაღლა მაქვს! - მობეზრებით უთხრა აბულაძემ, მარა ჩხუბისთვის ზედმეტად სუსტად იყო, თერმომეტრი აიღო და ლოგინში ჩაწვა. - ახლა წადი, გთხოვ.
-რა ხმა გაქვს, გაცივდი? - გვერდით მიუჯდა ქიტის.
-არ ვიცი, ალბათ... ძალიან მცივა. - კანკალებდა გოგონა.
-ღმერთო, თითქმის 39 გაქვს სიცხე - გაკვირვებულმა დახედა თერმომეტრს - შენებს ხო ყველას სძინავთ?
-კი, რა იყო?
-დამელოდე - ფანჯრიდან გადაძვრა და ცოტახანში თავისი საბნით და რაღაც წამლით დაბრუნდა - ეს დაიფარე და წამალი დალიე, სიცხის დამწევია. მე კი ჩავალ და ჩაის მოგიმზადებ. მანამდე შენ თბილად იწექი!
გოგონას უნდოდა ეთქვა არ შეწუხდეო, მაგრამ ანდრია უკვე ოთახიდან გასულიყო. ცოტახანში დიდი ჭიქით დაბრუნდა.
-ამაზე დიდი ჭიქა ვეღარ იპოვე?! - გაეღიმა აბულაძეს - მადლობა.
-ცოტა დამაგვიანდა, ხო? უბრალოდ რაღაცებს ვერ ვპოულობდი. - ჩაი ტუმბოზე დაუდგა და გვერდით მიუჯდა - გათბი?
-ისე რა.
ბიჭმა ხელით მოუსინჯა შუბლი.
-ისევ ცხელი ხარ. ჩაი დალიე - ჩაი ძალით დაალევინა, ჭიქა გადადო, ფეხზე გაიხადა, გვერდით მიუწვა და თავის მკლავებში მოიქცია - ახლა გათბები.
-ჩემს ოთახში რატომ გადმოძვერი?
-ვერ ვიძინებდი და შენს ოთახში შუქი რომ აინთო, ვიფიქრე ვესტუმრებითქო. - გაეკრიჭა გოგონას.
-ისე სუსტად ვარ, რომ ვერც გირტყამ. - წარბები შეკრა ქიტიმ.
-ახლა ჩამეხუტე და გათბი, ჩხუბი სხვა დროს იყოს. - უპასუხა ანდრიამ და ნიკაპი თავზე დაადო.
-შენზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ანდრია გქვია, შარში ხშირად ერევი და ჩემს მეზობლად ცხოვრობ და ახლა შენს გვერდით ვწევარ და გეხუტები.
-შენ ეტყობა გაგიარა სიცხემ, რაღაც ლაპარაკის ხასიათზე მოხვედი. - ზემოდან გადახედა ბიჭმა.
-კაი რა. მე მართლა გეუბნები. რამე მაინც მომიყევი შენზე.
-კარგი, მე ანდრია გაჩეჩილაძე ვარ. 26 წლის. ვთამაშობ წყალბურთს.შარში არც ისე ხშირად ვეხვევი, როგორც შენ წარმოგიდგენია და ნამდვილად შენს მეზობლად ვცხოვრობ. მგონი ამაღამ საკმარისია. შეგიძლია დაიძინო - თვალები დახუჭა ბიჭმა და გოგონა უფრო მაგრად მიიხუტა.
-კი,მაგრამ... - წუწუნი დაიწყო აბულაძემ.
-ოღონდ ამაღამ ნუ მომიშლი ნერვებს და თუ გინდა ხვალ დილით ორმაგად დამაყარე - შეევედრა აბულაძეს.
ქიტის გაეცინა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს და მალე ჩაეძინა.
ანდრიას ძალიან ადრე გაეღვიძა. მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო, მაგრამ ლურჯი ცა ნელ-ნელა უკვე უფერულდებოდა. გოგონას დახედა, რომელსაც მშვიდად და ღრმად ეძინა. ხელით მოუსინჯა შუბლი. ნორმალური ტემპერატურა ჰქონდა. ძალიან მოსწონდა გოგონას ღია წაბლისფერი, სწორი თმა, მისი მწვანე თვალები და იდეალური სხეული. ვეღარ გადაეწყვიტა წასულიყო თუ ამ მშვენიერებით დამტკბარიყო და მერე კვლავ ნერვები მოეშალა მისთვის. ბოლოს გადაწყვიტა ცოტახანს ვიწვები და მერე წავალო, მაგრამ მის ყურებაში ჩაეძინა.
ანდრია კივილის ხმამ გამოაფხიზლა. ქიტი ლოგინში აღარ იწვა. ოთახი მოათვალიერა და ფანჯარასთან საბანშემოხვეული და თვალებგაბრწყინებული აბულაძე დაინახა.
-რა გაკივლებს? - ნამძინარევი ხმით ჰკითხა ბიჭმა.
-თოვს, თოვს, თოვს!
-აუ ჩემი! - სახეზე ბალიში დაიფარა - გიჟი ხარ, ვფიცავ! - ისევ სცადა დაძინება, მაგრამ გოგონამ მუშტების რტყმა დაუწყო მხარზე.
-რა დაგიშავე? რატომ მირტყავ? - აღშფოთდა ანდრია.
-ეს იმისთვის რომ წუხელ გვიან შემომივარდი და ლოგინშიც უკითხავად ჩამიხტი - უპასუხა ქიტიმ - აეგდე ახლა და წადი - ძალით ააყენა ლოგინიდან, თავისი საბანიც მისცა, ფანჯარამდე მიაცილა და გასვლამდე ლოყაზე აკოცა - ეს კი იმისთვის რომ წუხელ მომიარე და არ დამტოვე! - მერე კი ფანჯრიდან ისე გადაუშვა, სიტყვა არ ათქმევინა.
მთელი დღე სახლში იჯდა აბულაძე, ჩაის მიირთმევდა და თბილ საბანში იწვა. დღეს წუხანდელთან შედარებით ბევრად უკეთესად იყო, მაგრამ თავს მაინც სუსტად გრძნობდა. მთელი დღე თოვდა და გოგონასაც ბავშვურად უხაროდა. სამ დღეში ახალი წელიც მოდიოდა და ერთი სული ჰქონდა ოჯახის წევრებს საჩუქრებს როდის აჩუქებდა.
საღამოს გეგამ ჩაი შეუტანა დას და ახალი ამბავი ახარა.
-იცი ახალ წელს ჩვენთან ერთად ვინ შეხვდება?
-ვინ?
-გაჩეჩილაძეების ოჯახი! - გახარებულმა უპასუხა - ხომ მაგარია?! მშობლებმა უკვე დაპატიჟეს. - ქიტის სახე მოეღუშა. თამარი და ლაშა ძალიან მოსწონდა, მაგრამ ანდრია აღიზიანებდა და ახლა მის საყვარელ დღესასწაულზეც ნერვებს დააწყვიტავდა - შენ როგორ ხარ?
-ბევრად უკეთ. ხვალ უკვე კარგად ვიქნები და რაღაცებისთვის უნდა წავიდე მაღაზიაში. წამოხვალ?
-კი წამოვალ და თან გაჩეჩილაძეებისთვისაც ვიყიდი საჩუქრებს.
-არსად დაგეკარგოს ის ანდრია! - გაბრაზებულზე წამოსცდა ქიტის.
-რას ერჩი? რა დაგიშავა ასე რომ ბრაზდები? - გაიკვირვა გეგამ.
-არ ჩანს ნორმალური ტიპი - დაიბნა გოგონა.
-შენ ნორმალური ჩანხარ,მაგრამ ხარ?! არა! ამიტომ ასე ნუ განსჯი ხალხს - სიცილით უპასუხა ძმამ და სანაცვლოდ მოქნეული ქოშიც იხვედრა - ტკბილი ძილი, დაიკო! - თვალი ჩაუკრა ქიტის და ოთახიდან გავიდა.
-ეს მეორე თავხედი. იპოვეს ერთმანეთი ამან და ანდრიამ. შეთქმულება მომიწყვეს რომ ნერვები მომიშალონ თუ რა ხდება?! - საკუთარ თავთან დაიწყო ლაპარაკი, მერე კი ამოიოხრა და ჩაის ჭიქა აიღო.
* * *
დილით ცუდმა სიზმარმა გამოაფხიზლა.გული გამალებით უცემდა, ოფლში ცურავდა და ხარბად ისუნთქავდა ჰაერს. ადგა და აბანოში შევიდა. წყალი რომ გადაივლო, გამოიცვალა და ისევ ლოგინში ჩაწვა. ჯერ დილის ექვსი საათი იყო და გარეთ ბნელოდა. ისევ იმ სიზმარზე ფიქრობდა. უკვე მერამდენედ ესიზმრება აღარ იცის, მაგრამ ყოველ ჯერზე ისევ ისე ეშინია. ყველაფერი ისეთი ცხადი იყო, რომ სინამდვილეს უფრო ჰგავდა.
-აუ იქნებ ანდრიას ეღვიძოს... ვინმეს უნდა ველაპარაკო, თორემ გავაფრენ - სასწრაფოდ ადგა და ფანჯრიდან გადაიხედა.
სინათლე არ ენთო და უკან გამობრუნებას აპირებდა,მაგრამ ფანჯარასთან ამოძრავებული ლაზერი დაინახა, რომელიც შემდეგ ოთახში გაუჩინარდა. თვალები გაუბრწყინდა და მეზობლის ფანჯარას რამდენიმე კენჭი ესროლა. ანდრიამ თავი გამოყო და ქიტის გაკვირვებული უყურებდა.
-არ გინდა გავისეირნოთ? - შესთავაზა აბულაძემ.
-დიდი სიამოვნებით, მაგრამ შეიძლება ვიკითხო, რით დავიმსახურე ეს პატივი? - ცალყბად გაეღიმა ბიჭს.
-არ შეიძლება! - მოკლედ მოუჭრა გოგონამ - ჩაიცვი და ჩავიდეთ.
ცოტახანში ორივე ტროტუარზე მისეირნობდა.
-რატომ არასდროს არ გძინავს? - სიჩუმე პირველად ქიტიმ დაარღვია.
-რავი, დღეში ოთხი საათიც რომ ვიძინო, მყოფნის. და თან ძირითადად დღისით მძინავს ხოლმე. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა - შენ რატო არ გძინავს, ლამაზო?
-ვაიმე, ამ ლამაზოს გამო, ერთ დღესაც იქნება, ჩაგილეწავ კბილებს!
-მიდი! - კბილები დაუკრიჭა ანდრიამ და სახე ქიტისთან ახლოს მიიტანა.
-დღეს არა. ხასიათზე არ ვარ!
-შენ არ ხარ ჩხუბის ხასიათზე?! - თვალები გაუფართოვდა გაჩეჩილაძეს -ისევ სიცხე გაქვს?
-არა, უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე და სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ.
-მოყევი და მოგეშვება.
გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა-ამოისუნთქა და მოყოლა დაიწყო:
-ბავშვობიდან ძალიან ხშირად მესიზმრება ერთიდაიგივე საშინელი სიზმარი. თავიდან პატარა ბავშვი დარბოდა სახლში და მთელი ოჯახი მას შესცქეროდა ღიმილით. ქალმა ბავშვი აიყვანა და მეორე სართულზე წაიყვანა დასაძინებლად. მოულოდნელად ყველაფერი წითელი ფერით შეიმოსა. ვიღაც კაცი ძლივს ამობობღდა და ქალს უთხრა, რომ სასწრაფოდ ბავშვი აეყვანა ხელში და რაც შეიძლება მალე უნდა გაქცეულიყვნენ. და როცა მან იკითხა, რა ხდებაო, კაცმა შიშით უპასუხა, რომ ყველაფერი იწვოდა. მერე უკვე ბავშვის განწირული ტირილი, და მშობლების კივილი მესმოდა, რომლებიც შველას ითხოვდნენ და უცბად გამეღვიძა. - ქიტის არ უნდოდა რომ ეტირა, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა - ბავშვობიდან ძალიან ხშირად მესიზმრება ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველთვის ერთნაირად მოქმედებს ჩემზე და ოდნავადაც არ მიმსუბუქდება ის შიში და ტკივილი. მაგრამ არ ვიცი რატო!
ბიჭმა დიდხანს უყურა მის ცხარე ცრემლებს და გაყინულ, პატარა, წითელ ცხვირს, მერე კი მიიხუტა.
-დამშვიდდი! ყველაფერი კარგადაა და ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარია!
-ვიცი, ვიცი, მაგრამ მაინც მეშინია ხოლმე. - ქიტიმაც მოხვია წელზე ხელები და ცოტახანში დამშვიდდა კიდეც.
სახლებთან დაახლოებით რვა საათისთვის დაბრუნდნენ, როცა უკვე თენდებოდა.
-მადლობა - ღიმილით უთხრა აბულაძემ.
-კოცნას აღარ მივიღებ?! - ქვედა ტუჩი გადმოაგდო ბიჭმა.
-არც იოცნებო! - დამცინავად უთხრა გოგონამ და სახლისკენ გაბრუნდა, მაგრამ ანდრიამ მხარზე მოჰკიდა ხელი, მოაბრუნა და მის ტუჩებს დაეწაფა.
ქიტი გაუაზრებლად აყვა, მაგრამ მერე საკუთარი თავი გამოაფხიზლა და სახეში გაშლილი ხელი გაუქანა.
-მწარე ხელი გქონია! - ლოყის სრესა დაიწყო.
-მე ახლოს მოგიშვი და შენ როგორ გამოიყენე?! თავი დამანებე! - გაბრაზებული შევარდა გოგონა სახლში და ოთახის კარი გაცოფებულმა მიიხურა - ჩემი ნდობა ხომ ცუდად გამოიყენა და თან პირველი კოცნაც წამართვა... აუტანელი ადამიანია!
სასაუზმოდ ოთახიდან არ გასულა. იწვა და ისევ იმ კოცნაზე ფიქრობდა. დრო და დრო ტუჩებზე თითებს გადაისვამდა და ეღიმებოდა, მაგრამ მერე ისევ ბრაზი აწვებოდა და სახე ეღუშებოდა. იცოდა, რომ ვერ ბრაზდებოდა ანდრიაზე და ეს უფრო მეტად აცოფებდა.
შუადღეს გეგა მორიდებით შემოვიდა ოთახში.
-დაიკოო... რაღაც უნდა გითხრა და არ მეჩხუბო.
-გისმენ!
-დღეს ვერ წამოვალ შენთან ერთად მაღაზიებში და ხომ მაპატიებ?
-ხომ დამპირდი... - სახე კიდევ უფრო მოეღუშა გოგონას, რადგან ეგონა რომ ძმასთან ერთად მაინც გაერთობოდა და გულს გადააყოლებდა.
-ვიცი, მაგრამ ჩემი ძმაკაცი რომ არის ნიკა, იმან გაიკეთა ბრმა-ნაწლავის ოპერაცია და ბიჭები მივდივართ სანახავად.
-კარგი, კარგი. არ ინერვიულო, წავალ ჩემით და მომიკითხე ნიკუშა. - თბილად გაუღიმა ქიტიმ ძმას - გინდა შენს მაგივრად მე ვუყიდო გაჩეჩილაძეებს რამე?
-აუ მშობლებს კი და ანდრიას მე ვუყიდი, კარგი?!
-კი ბატონო.
-ჯიგარი ხარ რა! - მოეხვია დას და ოთახიდან გავიდა.
გოგონას გაეღიმა, ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.
ქუჩის მეორე მხარეს უნდა გადასულიყო, მაგრამ მოსახვევიდან მომავალი მანქანა შენიშნა და გაჩერდა. იქვე პატარა გოგონა დაინახა, რომელსაც ბურთი გადაუვარდა გზაზე და გოგონაც ასაღებად გაიქცა. ქიტის თვალები გაუფართოვდა, სასწრაფოდ ეცა ბავშვს და სანამ მანქანა დაეჯახებოდა, მანამდე გადმოიყვანა.
მძღოლი შეშინებული გადმოვიდა.
-რამე ხომ არ დაემართა ბავშვს?
-არა, არა! ყველაფერი კარგადაა - დაამშვიდა კაცი აბულაძემ, მაგრამ ამ დროს თვითონ უფრო ცუდად იყო, ისე აუჩქარდა გული.
-ძალიან დიდი მადლობა შვილო, რომ ორივე გადაგვარჩინე ამხელა უბედურებისგან . ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანი ხარ! - დაემშვიდობა კაცი და წავიდა.
ბავშვი შეშინებული იჯდა და ჩუმად ტიროდა.
-კარგად ხარ, პატარავ?! - თბილად გაუღიმა ქრისტინემ.
-კინაღამ...კინაღამ მანქანა დამეჯახა... - შეშინებული, დიდი თვალებით შეხედა გოგონამ.
-დამშვიდდი, კარგი? შენ კარგად ხარ და არაფერი გჭირს. - იქვე მიგდებული ბურთიც აიღო და ბავშვს მიაწოდა - აი შენი სათამაშოც მთელია და შეგიძლია თამაში გააგრძელო, ოღონდ გზაზე არ გადაირბინო, სანამ არ დარწმუნდები რომ მანქანა არ მოდის, კარგი? - თავზე ხელი გადაუსვა და გოგონამაც თავი დაუქნია, თანხმობის ნიშნად.
-მადლობა! - ჩაეხუტა ბავშვი - იმედია ისევ შევხვდებით!
-გინდა სახლამდე მიგაცილო? - ჰკითხა ქიტიმ.
-არა აქვე ვცხოვრობ.
-მეზობლები ვართ და არ გიცნობ?! - გაუკვირდა აბულაძეს.
-ახლახანს გადმოვედით. აი იმ სახლში ვცხოვრობ - და თითი გაიშვირა გაჩეჩილაძეების სახლისკენ.
-მოიცა, შენ თამარის და ლაშას შვილი ხარ? - თვალები გაუფართოვდა ქიტის.
-დიახ - თავი დაუქნია გოგონამ - შენ საიდან იცნობ ჩემს მშობლებს?
-მე შენი მეზობელი ვარ. შენმა დედიკომ ბევრი მიამბო შენზე. ვიცი რომ ანა გქვია და მალე სკოლაში უნდა შეხვიდე. - ღიმილით უთხრა აბულაძემ და მერე დაამატა - ახლა უნდა წავიდე, მაგრამ ისევ შევხვდებით, კარგი?! - ცხვირზე თითი დაჰკრა ბავშვს და ფეხზე წამოდგა.
-კარგი! - გაუღიმა გოგონამაც და მერე უცბად დაამატა - სულ დამავიწყდა რომ მთავარი მეკითხა: რა გქვია?
ქრისტინეს გაეცინა. მისი და ანდრიას პირველი შეხვედრა გაახსენდა და მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ანა ძალიან ჰგავდა ძმას.
-ქრისტინე მქვია,მაგრამ შეგიძლია ქიტი დამიძახო.
-მაშინ დროებით, ქიტი! - ხელი დაუქნია ბავშვმა.
-დროებით! - გაუღიმა და გზა განაგრძო.
დიდხანს არჩევდა საჩუქრებს და ბოლოს ცელოფნებით დახუნძლული გამოვიდა ქუჩაში. სახლისგან შორს არ იყო, მაგრამ საჩუქრების ტარება ეზარებოდა და ქუჩისკენ წავიდა ტაქსის გასაჩერებლად, როდესაც ველოსიპედი დაეჯახა და შიშისგან ყველაფერი გაუვარდა ხელიდან.
-ვაიმე, ბოდიში, ბოდიში! - სასწრაფოდ გადმოვიდა ველოსიპედიდან და გოგონას ცელოფნების აღებაში დაეხმარა - უბრალოდ იქით იდექით და არ მეგონა...
-არ არის თავის მართლება საჭირო. ჩემი ბრალი იყო - თავი აწია აბულაძემ და მაშინვე ცისფერი, ლამაზი და შეშფოთებული თვალები შეეფეთა.
-იმედია არაფერი გატყდა - უხერხულად გაეღიმა ბიჭს.
-იმედია, თორემ ჩემი ძმის ყბიდან ვერ ამოვალ და მერე მთელი კვირა უნდა ვუსმინო სხვადასხვა ხუმრობას ჩემს დაბდურობაზე - სიტყვა დაამთავრა და ერთი ცელოფანი ლამის ისევ დაუვარდა, მაგრამ ბიჭი მიეხმარა.
-წამოდი გაგაცილებ და ჩემს დანაშაულსაც გამოვისყიდი. შორს ცხოვრობ?
-არ არის საჭირო! - მაშინვე იუარა აბულაძემ.
-ან გაგაცილებ ან ზუსტად იმ თანხას დაგიბრუნებ, რაც ამ ყველაფერში ერთად გადაიხადე.
-კარგი, კარგი. მაშინ გამაცილე. ფულს არანაირად არ გამოგართმევ.
-ძალიან კარგი! - ყველაფერი გამოართვა და მერე სთხოვა - აუ ოღონდ შენ ჩემი ველოსიპედი წამოიყვანე რა.
-რა პრობლემაა. - გაეკრიჭა გოგონა - აუ შეიძლება დავჯდე?
-კი ბატონო - გაეცინა უცნობს - მაგრამ ჯერ შენი სახელი მითხარი.
-ქრისტინე,მაგრამ მეგობრები ქიტის მეძახიან.
-სასიამოვნოა, ქიტი. მე საბა მქვია. - ცელოფნები ერთ ხელში მოიქცა და მეორე ჩამოსართმევად გაუწოდა.
სახლამდე ბევრი ილაპარაკეს ფილმებზე, წიგნებზე, მუსიკაზე და სახლამდე ისე მივიდნენ ვერ გაიგეს.
-ძალიან გამიხარდა ქიტი შენი გაცნობა. -გაუღიმა საბამ.
-მეც ასევე - აბულაძემაც ღიმილით უპასუხა.
-თუ გინდა ნომრები გავცვალოთ და გნახავ ხოლმე - შესთავაზა ბიჭმა.
-რატომაც არა! - ნომრები გაცვალეს, დაემშვიდობნენ ერთმანეთს და დაიშალნენ.
ქრისტინემ ყველაფერი ოთახში აიტანა და დაღლილი წამოწვა ლოგინზე, მაგრამ ფხაკუნის ხმა გაიგო და მალე ოთახში ანდრია შემოხტა.
-არ შეგიძლია ნორმალური ადამიანივით კარებიდან შემოხვიდე?! - შეუღრინა აბულაძემ.
-იმ ბიჭთან ერთად რას აკეთებდი? - ნელი ნაბიჯებით წამოვიდა გოგონასკენ.
-რა შენი საქმეა. შენ ვინ გეკითხება? - ხელები მკერდთან გადააჯვარედინა.
-იცი საერთოდ ვინ არის?! - სვლას არ წყვეტდა - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კანონიერი ქურდის შვილია და სასტიკად გიკრძალავ მასთან მიახლოებას!
-არ მაინტერესებს შენი აზრი, გასაგებია?! მე შენ არ გეკუთვნი და შესაბამისად არც შენს ჭკუაზე სიარულს ვაპირებ. ვისთანაც მინდა, იმასთან ერთად ვივლი - თვითონაც მბრძანებლური ტონით უპასუხა, მაგრამ უკან მაინც დაიხია და კედელს მიეყუდა.
-ნუ მაბრაზებ, ქრისტინე!
-თორემ?! - ხელი ჰკრა გოგონამ, გასწორდა და წინ თავაწეული დაუდგა ბიჭს.
-რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?!
-და შენ რატომ ხარ ასეთი აუტანელი?!
-კარგი, როგორც გინდა ისე მოიქეცი. ეს შენი ცხოვრებაა და ვისთან გექნება ურთიერთობა შენი გადასწყვეტია, მაგრამ უბრალოდ ფრთხილად იყავი, კარგი?! - წყნარად უთხრა ანდრიამ, ლოგინზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო - ჯანდაბა, არ ვიცი შენზე ასე ძალიან რატომ ვნერვიულობ...
ქიტის თვალები გაუფართოვდა და დადუმდა. გაიაზრა, რომ ძალიან მოსწონდა ბიჭის ასეთი დამოკიდებულება მისდამი და ძალიან მოუნდა რომ მისულიყო და ეკოცნა, ან ძალიან მაგრად მოხვეოდა, მაგრამ თავი შეიკავა. ბიჭი წამოდგა და მუშტებშეკრულმა უთხრა:
-უბრალოდ დაივიწყე, რაც ახლა მოხდა და როგორც გინდა ისე მოიქეცი...
აბულაძე ძალიან ეცადა, რომ მის გასვლამდე მოეთმინა, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა, მივარდა, ხელები კისერზე შემოხვია და მის ტუჩებს ხარბად დაეწაფა. ანდრიას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა, ხელები წელზე დააწყო და კოცნაში აჰყვა.
-ბები, შეიძლება შემოვიდე? - მოისმა კარებს გარეთ ხმა და წყვილი ერთმანეთს მოშორდა.
-მოიცა ბე, კარებს გაგიღებ - დაუყვირა გოგონამ - ფანჯრიდან გადასვლას ვერ მოასწრებ და ლოგინის ქვეშ დაიმალე - უთხრა გაჩეჩილაძეს ჩურჩულით და თვითონ კარებისკენ წავიდა.
-რა მოხდა მართა ბებო? - კარები გააღო და იქვე დადგა.
-წამოდი რა, შვილო და დალაგებაში მომეხმარე.
-ახლავე გამოვიცვლი და ჩამოვალ. - თბილად გაუღიმა მოხუცს და ოთახში შებრუნდა, მაგრამ ბიჭი იქ აღარ დახვდა.
ქიტი ცოტახანში სამზარეულოში ჩავიდა და გაოცებისგან პირი დააღო. ანდრია და მართა ერთად ისხდნენ და ჩაის მიირთმევდნენ.
-გამარჯობა! - ღიმილით მიესალმა ბიჭი და თვალი ჩაუკრა.
-ბებო, მე და შენ არ უნდა დაგველაგებინა? - დააიგნორა გოგონამ მისი მისალმება.
-რა დროს დალაგებაა, ხედავ რა კარგი სტუმარი გვეწვია?! - მხარზე ხელი დაადო ბებიამ ბიჭს და მერე დაამატა - საზამთროს მურაბას მოვიტან და ახლავე მოვალ.
გავიდა თუ არა მართა ოთახიდან, ქიტიმ ხელები მკერდთან გადააჯვარედინა და ჰკითხა:
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!
-დაგიმტკიცე რომ კარებიდანაც შემიძლია შემოსვლა. - სკამის საზურგეს კმაყოფილი მიეყუდა და ფეხი ფეხზე გადაიდო - ძალიან გემრიელი ტუჩები გაქვს, რომ იცოდე.
-აქ ჩემი ნერვების მოსაშლელად მოხვედი?! - შეუღრინა აბულაძემ, მაგრამ მაშინვე გაჩუმდნენ, რადგან ბებია შემოვიდა ოთახში.
-ქიტი, მოდი შენც დაგვეწვიე. - ღიმილით უთხრა მართამ და ჩაი დაუდგა მაგიდაზე.
-აი, გასინჯე შვილო! უგემრიელესი საზამთროს მურაბაა და ძალიან მოგეწონება. - თეფშით დაუდო მურაბა ანდრიას და თვითონაც დაჯდა.
-აუ ძალიან გემრიელია, მართა ბებო! დღეს მოკლედ ყველა ტკბილით მანებივრებს. - ღიმილით თქვა და თვალი ქრისტინესკენ გააპარა.
გოგონას ჩაი გადაცდა და ხველა აუტყდა.
-რა იყო ბები, რა დაგემართა? - შეწუხებული სახით მივიდა ქალი შვილიშვილთან და ხელი მოუსვა ზურგზე.
-არაფერი ბებო, ჩაი გადამცდა უბრალოდ - განრისხებული თვალებით გახედა ანდრიას, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა.
-ისე ძალიან მაგარია, ახალ წელს რომ ერთად ვატარებთ. - ისევ გაჩეჩილაძემ დაიწყო ლაპარაკი.
-ეგ მართლა კარგი მოიფიქრეს, შვილო - ღიმილით უპასუხა ბებიამ.
-ხვალ ხომ მზადების დღეა? ხოდა დილიდან გამოვალ თქვენთან და მოგეხმარებით საჭმლის მომზადებაში. სხვათაშორის, უგემრიელეს ქათმის სალათას ვაკეთებ.
-ესეიგი საჭმლის მომზადებაც გამოგდის? - თვალები გაუბრწყინდა მართას.
-დიახ. ჩემი მომზადებული საჭმელიც მზარეულივით შეუდარებელია - ამაყად უთხრა ქალს და მერე ორივეს სიცილი აუტყდა.
-გოგოებს ძალიან მოსწონთ როცა ბიჭებმა საჭმლის მომზადება იციან - კისკისით უთხრა მართამ და შვილიშვილს მიუბრუნდა - ხომ მეთანხმები?!
-ყველას გემოვნება ინდივიდუალურია - მოკლედ უპასუხა ქიტიმ.
-მართალია! ზოგს მკაცრი ბიჭები მოსწონს, ზოგს ჯიუტი, ზოგს ინტელიგენტი, ზოგს კი მზრუნველი - ისევ აბულაძეს გახედა და ჩაიღიმა.
-ნამდვილად ასეა, შვილო. მაგრამ აი ეს ზედმეტად მკაცრი ბიჭები რატომ მოსწონთ, საერთოდ არ მესმის. ბიჭი, რომელიც ყველაფერს აგიკრძალავს უნდა მიატოვო.
-მართალი ხარ, ბებია. ბიჭი ზედმეტად არ უნდა შეიჭრას გოგოს პირად სივრცეში! - კვერი დაუკრა ქრისტინემ.
-მეც ორივეს გეთანხმებით. ბიჭი ყველანაირად უნდა ენდობოდეს გოგოს და შესაბამისად არაფერს არ უნდა უკრძალავდეს. მაგრამ ხომ არსებობს რაღაცები, რისგანაც ბიჭი გოგოს დაცვას ცდილობს და ეს აკრძალვა გოგოს მიმართ უნდობლობისგან კი არ არის გამოწვეული, არამედ გარემო პირობებიდან წამოსული შესაძლო საფრთხისგან.
-მაგაშიც გეთანხმები, შვილო. მაგრამ მაშინ მართლა ყველაფერი უნდა აუკრძალო. შეიძლება სახლიდან გავიდეს და მანქანამ დაარტყას. ეგეც ხომ საფრთხეა, მაგრამ რას იზამ. სახლში ხომ არ გამოკეტავ! - მშვიდი ტონით უპასუხა მართამ.
-აბსოლიტურად გეთანხმები, ბებო. თან ქალები ისეთი სუსტებიც არ ვართ, როგორც მამაკაცებს წარმოუდგენიათ.
-სუსტ არსებად გოგოს, დიდი ხანია აღარ მივიჩნევ. ერთმა გოგომ ჩემს თვალწინ სამი ბიჭი გალახა და გააქცია. იმის მერე რა სუსტი არსებები, რის სუსტი არსებები... - სიცილით თქვა ანდრიამ და აბულაძესაც გაეღიმა.
-შენ გოგო კი არა, ვიღაც ქაჯი შეგხვედრია! - ხუმრობით უთხრა ქალმა და ანდრია ლამის სკამიდან აყირავდა, იმდენი იცინა.
-სამი ბიჭი არამგონია ტყუილად ეცემა. ალბათ ჰქონდა მიზეზი. შეიძლება თავს იცავდა ან საერთოდაც სხვის დაცვას ცდილობდა - შეეპასუხა მართას შვილიშვილი.
-ჩვენ ეგ უკვე აღარ ვიცით, მაგრამ ვინმე შენნაირი გადარეული იქნებოდა - ღიმილით დაამატა ბებომ - შენც იმიტომ იცავ ასე!
ანდრია ლამის ცუდად გახდა იმდენი იცინა. მერე ცოტახანს კიდევ ისაუბრეს და დაიშალნენ. წასვლამდე ჯერ მართა ბებოს ჩაეხუტა ანდრია.
-ძალიან მიხარია, რომ გაგიცანით. ძალიან მაგარი ადამიანი ბრძანდებით! საყვარელი, კეთილი და მხიარული. - ღიმილით უთხრა ბიჭმა ბებიას.
-გაიხარე, შვილო. შენც უსაყვარლესი ბიჭი ხარ. ხშირად გამოგვიარე ხოლმე!
-აუცილებლად! - ჩაეხუტა ქალს და მერე ქრისტინე გადაკოცნა. თან ყურში ჩასჩურჩულა - მადლობა ტკბილეულისთვის - უკვე გადიოდა სახლიდან, მაგრამ მოულოდნელად შემობრუნდა და ღიმილით დაამატა - მართა ბებო, ხვალ დილიდან თქვენთან გამოვცხადდები და როგორც დაგპირდით, დაგეხმარებით ყველაფერში. ოღონდ თქვენ სანაცვლოდ თქვენი საზამთროს მურაბით უნდა გამიმასპინძლდეთ.
-აბა რას ვიზამ, შვილო! - ღიმილით უპასუხა ქალმა და ხელი დაუქნია.
* * *
დილით ქრისტინე ხმაურმა გააღვიძა. თავიდან დაიგნორება სცადა, მაგრამ ბრახუნი არ შეწყდა. ნახევარდ მძინარე ადგა და ოთახის კარები გააღო.
-დილა მშვიდობისა! - ღიმილით მიესალმა ანდრია, მივიდა და გოგონას ტუჩის კუთხესთან აკოცა - კიდევ კარგი გაიღვიძე. სანამ შენ ოთახთან არ ამოვედი ქვაბებით და ერთმანეთზე არ ვაბრახუნე, მანამდე ვერ გაგაღვიძე. - მერე კი თვალები პენუარისკენ გაექცა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
-თავხედი და აუტანელი ადამიანი ხარ! - გაბრაზდა აბულაძე და კარები ცხვირწინ მიუჯახუნა ბიჭს.
გაბრაზებული შევარდა აბანოში, თავი მოიწესრიგა, გამოიცვალა და დაბლა ჩავიდა.
- დღეს ბევრი საქმეა - სამზარეულოში ფუსფუსებდა ანდრია და ბოსტნეულს ჭრიდა - შენ დალაგება გერგო წილად. მე და ბებიაშენს კი მზარეულობა. ახლა მაღაზიაშია გასული. კი ვუთხარი მე გავალთქო, მაგრამ ვერაფრით დავითანხმე. დანარჩენები ბაზარში წასულან დილით.
-იცი რას გიზამ? დაგიჭერ და ყველა ძვალს სათითაოდ დაგამტვრევ! ჯერ გამაღვიძე, მერე მოხვედი და ისე მაკოცე, გეგონება შენი შეყვარებული ვიყო და მერე თავხედურად დამაშტერდი.
-შენ რას ამბობ, არ გიკოცნია ჩემთვის ეგრე... - ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-პირველი შენ დაიწყე! - ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა ქრისტინემ.
-კაი, ქრისტი. ბოდიში... - ქვედა ტუჩი გადმოაგდო და ისევ ბოსტნეულს მიუბრუნდა.
-აუტანელი ხარ! - თვალები მობეზრებით აატრიალა და სამზარეულოდან გავიდა.
ცოცხს ეძებდა, როცა ზარმა დარეკა და ქრისტინეც კარების გასაღებად წავიდა.
-გამარჯობა! - წინ მომღიმარი საბა დახვდა.
-როგორ ხარ? - ღიმილით მოიკითხა გოგონამ.
-კარგად შენ?
-მეც კარგად. შემოდი, კარებთან რატომ დგახარ? - სახლში შეიპატიჟა აბულაძემ.
-ახლა მეჩქარება, უბრალოდ აქვე ვიყავი და ვფიქრე ვნახავთქო. თან მობილური გამიფუჭდა და შენი ნომერიც დავკარგე, ხოდა ვეღარ შეგეხმიანე.
კარებთან ანდრია გამოვიდა, ცალ მხარზე ტილო გადაეკიდა და გოგონას ხელი გადახვია.
-გამარჯობა! - მიესალმა საბას - საყვარელო, საჭმელი დაიწვება და სასწრაფოდ გახედე რა. ვერ დავუმუღამე ამ თქვენს გაზქურას - უცბად შეაფხიზლა გოგონა.
-კი, მაგრამ... - რაღაცის თქმა უნდოდა ქიტის, მაგრამ ბიჭმა გააწყვეტინა.
-თუ დაიწვება, მართა ბებო გაგიჟდება!
-მოვალ ახლავე - ღიმილით უთხრა საბას და სამზარეულოში გაიქცა.
-თქვენ ვინ ბრძანდებით? - სერიოზული ტონით ჰკითხა ანდრიამ.
-მე საბა ვარ, ქიტის მეგობარი - ხელი გაუწოდა ბიჭმა.
-მე მისი შეყვარებული ვარ, ანდრია. სასიამოვნოა - ანდრიამაც ჩამოართვა ხელი გაჩეჩილაძეს - სახლში შემოგიპატიჟებდით, მაგრამ სათანადო ყურადღებას ვერ მოგაქცევთ, რადგან საახალწლოდ ვემზადებით და თან სამზარეულოში, რახან დღეს განსაკუთრებით თბილა და რამე, ხო ხვდები... ცოტას ვმაიმუნობთ - მთელი სერიოზულობით დაამატა.
-არა, არაუშავს. მაინც უკვე მივდივარ. მეც მეჩქარება, სახლში უნდა მივეხმარო ჩემებს.
ამ დროს ქრისტინეც დაბრუნდა.
-ბოდიში, ანდრიას ლამის გაუფუჭებია საჭმელი და რომ არ მეშველა, ვერ დავტოვებდი. - ღიმილით უთხრა საბას და მერე დაამატა - ანუ არ შემოხვალ?
-არა, არა, მადლობა. აღარ შეგიშლით ხელს! ნახვამდის. - უხერხულად გაუღიმა და წავიდა.
ქიტი წამით დაიბნა, მერე კი გაბრაზებულმა ახედა ანდრიას.
-რა უთხარი?!
-ვუთხარი, რომ ანდრია მქვია და საახალწლოდ ვემზადებით. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა და სამზარეულოში გავიდა.
-იცი რომ საჭმელი ლამის დაწვი?
-ვიცი - ისე უპასუხა,ვითომც არაფერი - სპეციალურად ავუწიე, რომ გასულიყავი.
აბულაძე მის კარგად გამოლანძღვას აპირებდა, მაგრამ მართა შევიდა სამზარეულოში და ორივე გაჩუმდა.
-მოვედი ბავშვებო! ქრისტინე, შენ ისევ არ დაგიწყია დალაგება? ნახევარი დღე გავიდა უკვე და ვეღარ მოასწრებ მერე. სასწრაფოდ მიხედე საქმეს.
-ახლავე ბებიკო. ოღონდ შენ არ იჩხუბო! - ლოყაზე აკოცა და სამზარეულოდან გავიდა - როგორი დამპალი ადამიანია - ბურტყუნებდა თავისთვის და თან საჭირო აღჭურვილობას თაროებიდან იღებდა.
უკვე დაღამებული იყო, დალაგება რომ დაამთავრა. მერე სუფრა გაშალეს და ახალ წლამდე ერთი საათით ადრე მეზობლებიც გადმოვიდნენ. ანამ ქრისტინე დაინახა თუ არა, თვალები გაუბრწყინდა და მისკენ გაიქცა.
-ქიტიი - მოეხვია ბავშვი გოგონას და ისიც გახარებული ჩაეხუტა.
-როგორ ხარ, პატარავ?
-ძალიან, ძალიან კარგად.
-მოიცადე, თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს? - ჩაეძია მთელი ოჯახი.
-ეს ჩვენი საიდუმლოა! - კისკისით უპასუხა ორივემ.
მერე ანი აბულაძეების ოჯახის დანარჩენ წევრებსაც გააცნეს. ბოლოს ცხელი კერძები დადეს სუფრაზე და ყველანი გარშემო დადგნენ.
-ვიწყებთ უკუთვლას - დაიყვირა ანდრიამ და ყველამ ერთად დაიწყო - 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 და გილოცავთ ახალ წელს! - ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ულოცავდნენ.
მერე საჩუქრების გაცვლა დაიწყეს. ყველა ბედნიერი იყო და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. მხოლოდ ანდრიას და ქრისტინეს არ მიუციათ ერთმანეთისთვის საჩუქრები.
-დავსხდეთ ახლა და დავილოცოთ! - დაიძახა იკამ და ყველა სუფრასთან მივიდა.
მთელი ღამე ლაპარაკობდნენ, ცეკვავდნენ, სვამდნენ. ანა და ქრისტინე ერთად იჯდნენ და ყოველ წამს კისკისებდნენ. უკვე თენდებოდა, როდესაც ცოლებმა მთვრალი ქმრები დასაძინებლად წაიყვანეს და წყნარად, საყვარლად ჭუკჭუკებდნენ. მართა ბებომ დაახლოებით ერთი საათის წინ აიყვანა დაღლილი ანა და ალბათ თვითონაც ჩაეძინა. მაგიდასთან მხოლოდ ანდრია, გეგა და ქიტი დარჩნენ. გეგა საშინლად დამთვრალიყო და უკვე ერთ სიტყვას ვეღარ იძახდა გამართულად.
-ოთახში ავიყვან, თორემ აქ ჩაეძინება. - უთხრა გოგონამ ანდრიას, გეგას ხელი მხარზე გადაიდო და მისი აყენება სცადა.
-არა, ჯერ კიდევ უნდა დავლიო! - ღიმილით უთხრა დას და არაფრით არ გაჰყვა.
-წამო გეგუშ, ავიდეთ და ხვალ ნაბახუსევი რომ ვიქნებით, ერთად გადავკრათ ხაში და თუ გინდა ლუდიც. ოღონდ ახლა მაგრად მეძინება ძმა და დავიშალოთ რა. წამოდი ოთახამდე აგიყვანთ... - ანდრიამ მეორე ხელი გადაიდო მხარზე.
-აა შენ თუ გეძინება, მაშინ რაზეა ბაზარი. ხვალ გავაგრძელოთ - ძლივს თქვა სათქმელი და ოთახში გაჰყვა ორივეს.
გეგა დააწვინეს, საბანი დააფარეს და ოთახიდან ჩუმად გამოვიდნენ.
-შენთვის საჩუქარი მაქვს - ღიმილით უთხრა ანდრიამ.
-მეც მაქვს - გოგონამაც ღიმილით უპასუხა.
სასტუმრო ოთახში ჩავიდნენ, დივანზე დასხდნენ და ყუთები გაცვალეს. ჩაიხედეს თუ არა შიგნით, ორივეს სიცილი აუტყდა.
-მეღირსა ჩემი ნივთები?! - სიცილით იკითხა ქიტიმ და თავისი ლიფი და საცვალი ახლოდან შეათვალიერა - მხოლოდ ფოტოებში და შენი ფანჯრიდან მაქვს ნანახი. კაი რამე გამომიწერია.
-გემოვნება გაქვსთო, ხომ გითხარი უკვე?! - მერე კი თვითონ ამოიღო თავისი საჩუქარი - ჩემი საცვალი! როგორც იქნა მეღირსა - აღფრთოვანებულმა შეხედა და მერე დაამატა - სხვათაშორის შენს ყუთში სხვა საჩუქარიც დევს.
-სხვათაშორის შენთანაც.
-პირველი შენ ნახე - მაშინვე დაასწრო ანდრიამ და ქიტიმაც ყუთში დაიწყო ხელების ფათური.
ყუთიდან ე.წ. ,,Dream catcher’’ ანუ სიზმრის დამჭერი ამოიღო.
-არ ვიცი ეს რამდენად გიშველის... მე ბავშვობიდან მწამს, რომ ის ნადმვილად შველის ცუდ სიზმრებს. და ჩემი აზრით, მთავარია რწმენა!
-ძალიან დიდი მადლობა! ხომ ხედავ, ხანდახან შეგიძლია საყვარელიც იყო?! - გაეკრიჭა ბიჭს და მერე დაამატა - ახლა შენ გახსენი.
ანდრიამ ყუთიდან პატარა ცელოფანი ამოიღო, რომელშიც ოქროსფერი ლაზერი იდო.
-ვიფიქრე, რომ ლაზერები მოგწონს და... - უხერხულად გაუღიმა ქიტიმ, მაგრამ გაჩეჩილაძის გაბრწყინებული თვალები რომ დაინახა, მიხვდა რომ ტყუილად ნერვიულობდა.
-აუ რა მაგარი ხარ! - მოეხვია გოგონას და მერე უთხრა - ვგიჟდები ლაზერებზე. უძილობა ბავშვობიდან არ მასვენებდა. ხოდა პატარა რომ ვიყავი, ბებიაჩემმა ლაზერი მაჩუქა, ღამე დროს გაგაყვანინებსო. იმის მერე ჩვევად მაქვს, ღამე ლაზერის აქეთ-იქით ციმციმი. თან ვგიჟდებოდი ბებიაზე. მასსავით არავინ მიყვარდა. დედას თუ არ ვუჯერებდი, ბებიას ეძახდა და მერე მისი ხათრით მიმორჩილებდნენ.
-და რატომ გიყვარდა განსაკუთრებულად? - დაინტერესდა აბულაძე.
-არ ვიცი. რაღაც სხვანაირი იყო. თითქოს ერთნაირები ვიყავით.ძალიან კეთილი, საყვარელი, თბილი, მომთმენი და ლაღი ქალი იყო. მასში ყველაზე მეტად ის მიყვარდა, რომ თავისუფლებისკენ ისწრაფვოდა და არ უყვარდა, როცა ვინმეზე იყო დამოკიდებული. ჩემთვის სამაგალითო ადამიანი იყო.
-ვერ ვიტან, როცა ბებიებს უხეშად ელაპარაკებიან. ყველაზე მეტად გულს მათი დაღვრემილი და მოწყენილი სახეები მიკლავს. ყოველთვის ვცდილობ, რომ ოდნავ მაინც გავაღიმო მართა ბებო.
-შევამჩნიე და მეც ძალიან მიყვარს ბებიაშენი. რაღაცნაირად პირველივე დღიდან ანა ბებო გამახსენა და ამან კიდევ უფრო შემაყვარა მართა ბებო. - გაუღიმა გოგონას, მერე დაამთქნარა და მის მუხლებზე დადო თავი - სასმელის წყალობით გაბრუებული ვარ და თავი არ მაქვს, რომ ნერვები მოგიშალო. ამიტომ ამაღამ საყვარელი ბიჭი ვიქნები! რამეზე მელაპარაკე რა, ოღონდ არ იწიკვინო ისე, შენ რომ იცი ხოლმე... - ჩაეცინა და თვალები დახუჭა.
-რა ვქნა ახლა, ჭეშმარიტ ღმერთზე გელაპარაკო? - თვალები მობეზრებით აატრიალა.
-აუ იცი დღეს საბას რა ვუთხარი?! ვუთხარი, რომ მე შენი შეყვარებული ვარ... - ღიმილით თქვა, მაგრამ თვალები არ გაუხელია.
-რაა?! - თვალები გაუფართოვდა ქიტის - შენ საერთოდ სრულ ჭკუაზე ხარ? ეს რატომ უთხარი?!
-იმიტომ, რომ ასეა საჭირო - მობრუნდა, თვალები გაახილა და გოგონას ქვემოდან ამოხედა - ჯერ ერთი, ის კანონიერი ქურდის შვილია და საშიშია. მერე მეორეც, მაცოფებს ის ფაქტი, რომ მან შეიძლება შებმა დაგიწყოს.
-და ხომ იცი რომ შენი საკუთრება არ ვარ? საერთოდ ვინ გგონია შენ შენი თავი?!
-მგონი შენზე ლამაზი ქალი არ შემხვედრია ცხოვრებაში! - ისე გაუღიმა, თითქოს გოგონას ხმამაღალი ტონი არ გაუგია და ისევ დახუჭა თვალები, გოგონა კი გაოგნებული დატოვა - ახლა რამდენიც გინდა იყვირე, ყველაფერი მაინც იავნანასავით ჩამესმის ყურში.
-აქ არ დაიძინო! - მაშინვე წამოახტუნა გოგომ. თავისუფალი ოთახი აღარ იყო, ამიტომ თავის ოთახში აიყვანა - ამაღამ აქ დაიძინებ.
-შენს გვერდით?! - გაეკრიჭა ბიჭი - ხოდა ის ლამაზი პენუარი ჩაიცვი რა.
-ნერვებს ნუ მიშლი გაჩეჩილაძე, თორემ თუ წამოვა გაშლილი მარჯვენა, ვეღარ გამოფხიზლდები ორი დღე - საჩვენებელი თითი ცხვირწინ აუფრიალა.
ბიჭმა ზედა და ფეხსაცმელები გაიხადა. მისმა დაკუნთულმა სხეულმა, ქრისტინე დააშტერა.
-რა იყო, მეც პენუარი ხომ არ მაცვია? - მაშინვე დახედა თავის ტანს და მერე სიცილი აუტყდა.
-აუტანელი ხარ რა! - ხელი აიქნია და ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ ბიჭმა ხელი დაუჭირა და ერთი მოძრაობით აიყვანა ხელში, საწოლამდე მიიყვანა და დააწვინა.
-ამაღამ აქ იძინებ! - მოკლედ მოუჭრა გოგონას და თავისი მძიმე ხელი დაადო წელზე, რომ სადმე არ გაქცეოდა.
-სატანა ხარ!
-რაც გინდა ის ვიქნები, ოღონდ დამაძინე... - თვალები დახუჭა ანდრიამ.
-ვერ გამაჩუმ... - სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული აბულაძეს, რომ ბიჭი მის ტუჩებს დააცხრა. ზედა და ქვედა ბაგე სათითაოდ დაუკოცნა. გოგონას უნდოდა, რომ როგორმე მოეშორებინა თავიდან, მაგრამ სხეულს ვერ იმორჩილებდა და კოცნაში აჰყვა. ანდრია ტუჩებიდან ნიკაპზე გადავიდა და იქიდან კისერს ჩაუყვა. კისერზეც დაუტოვა რამდენიმე სველი კოცნა, მერე კი მოშორდა და კმაყოფილმა დახუჭა თვალები.
-აი თუ ვერ გაგაჩუმებ!
ქიტის ხმა აღარ ამოუღია. ჯერ კიდევ იაზრებდა რა მოხდა და როცა ყველაფერი გაანალიზა, ანდრიას უკვე ღრმად ეძინა.
* * *
გაჩეჩილაძე ძლიერმა თავის ტკივილმა გამოაფხიზლა. თავიდან ვერ გაიაზრა სად იყო, მაგრამ მალევე გაიაზრა რომ ქიტის ოთახში იყო და მის გვერდით იწვა. გადახედა გოგონას, რომელსაც მშვიდად ეძინა და ღიმილი შეეპარა. მერე ნელ-ნელა გაახსენდა წუხანდელი ღამე და ღიმილი სახეზე შეახმა.
-ბარემ სიყვარულიც ამეხსნა და ხელი მეთხოვა... რეები ველაპარაკე - თავში ხელში შემოირტყა და ჩუმად გაპარვა გადაწყვიტა.
ტანსაცმელები უცბად გადაიცვა, მაგრამ ფანჯარა გაღებული არ ჰქონდა გოგონას ხმა რომ მოესმა:
-შანსი არ გაქვს! - ნელა გადმობრუნდა და ლოგინზე წამოჯდა - რა ხმაურანად იცი ჩაცმა.
-თავი მისკდება და არ იყვირო რა... - მუდარით სავსე თვალებით შეხედა და იქვე სავარძელში ჩაესვენა.
ამ დროს ოთახში გეგა შემოვიდა, მაგრამ ისიც ცუდად რომ იყო ეტყობოდა.
-თქვენ გღვიძავთ უკვე? - ძალიან შეწუხებულმა თქვა - თავი საშინლად მტკივა, ხალხო.
-არ გადავუშვათ ლუდი ჟანგიან ყბაში? - გაუბრწყინდა თვალები ანდრიას.
-აუ ბაზარი არაა. წავიდეთ! - სიხარულით დაეთანხმა გეგაც - ისე სად დაიძინე წუხელ?
-მეე... - დაიბნა უცბად - მე დივანზე მეძინა, მარა რომ გამეღვიძა, მხოლოდ შენი და იყო ფხიზლად და აქ ამოვედით, რომ არ გაგვეღვიძებინეთ.
-კაი, კაი წავიდეთ! - ადგა გეგა და ოთახიდან გავიდა.
-წავედით. - ღიმილით დაეწია გაჩეჩილაძეც, ისე რომ ქიტისკენ არც გაუხედავს.
-კიდევ რამდენ ხანს გაექცევი ამ ლაპარაკს?! - თავისთვის ჩაეცინა გოგოს და მერე აბანოში შევიდა, რომ წუხანდელი ტანსაცმელი გამოეცვალა.
სასტუმრო ოთახში რომ ჩავიდა, დაინახა რომ მართა დივანზე იჯდა, მთელი ოჯახი და ანდრია მის გარშემო შეკრებილიყვნენ და კისკისებდნენ. გეგამ დას მოჰკრა თვალი და ღიმილით დაუძახა.
-ჩვენი ბავშვობის სურათებია. მოდი, ნახე რა!
გოგონაც ინტერესიანი მზერით მივიდა და თვალი შეავლო ფოტოებს. ერთი ალბომი სავსე იყო გეგას და ქიტის სურათებით. ბებია თითოეულ სურათს აღწერდა და ქრისტინეც ღიმილით ათვალიერებდა. მერე მეორე ალბომი აიღო მართამ, რომელიც იკას და ლელას სურათებით იყო გატენილი. დაწყებული ბავშვობიდან, დამთავრებული ლელას ორსულობის ფოტოებით. ერთ-ერთ სურათში იკასთან და ლელასთან ვიღაც უცხო ქალი იდგა, რომლის სახე ძალიან ეცნობოდა ქიტის.
-ბებო, ეს ვინ არის? - თითი დაადო ქალს. უფროსებს სახე მოეღუშათ და მოწიყინეს.
გოგონას ძალიან, ძალიან ეცნობოდა უცხო ქალის სახე, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა საიდან. თვალები დახუჭა, რომ უფრო კონცენტრირებულიყო და თვალწინ ის ხანძარი დაუდგა. თვალები აუცრემლიანდა და ხელი დაავლო ალბომს. სურათი ამოიღო და თვალებთან ახლოს მიიტანა, რომ დარწმუნებულიყო თავის ვარაუდში. მერე წამოხტა და მშობლებს მივარდა:
-ეს ქალი ვინ არის?! - ქრისტინეს გულისცემა გაუხშირდა და თვალებზე ცრემლები მოადგა.
-რა მოხდა, შვილო? ასე რატომ გადაგრია ამ ფოტომ? - მორიდებით ჰკითხა იკამ.
-მამა, ახლავე უნდა მითხრა ეს ქალი ვინ არის... მე... მე ის მესიზმრება... თან ძალიან ხშირად... - ანერვიულდა და სხეული აუკანკალდა - მესიზმრება რომ სახლში ხანძარია და ვიღაც კაცი მისი და ბავშვის გადარჩენას ცდილობს... ყოველ გაღვიძებაზე ვტირი და მეშინია... ამიტომ უნდა ვიცოდე, ვინ არის ეს ქალი?! - მუდარით და ცრემლებით სავსე მზერა მიაპყრო მშობლებს.
-ის ჩემი დაა - აკანკალებული ხმით უპასუხა ლელამ და ცრემლებით აევსო თვალები.
-და აქამდე რატომ არ გითქვამს ჩვენთვის მის შესახებ? ან მე რატომ ვხედავ სიზმრებში?! მართალია, ბოლომდე ვერ აღვიქვამ მის სახეს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს ქალია.
-ქრისტინე, ის 25 წლის წინ დაიღუპა... ის ძალიან ახალგაზრდა იყო. გათხოვდა და ქმარ-შვილთან ერთად ახალ სახლში გადავიდა. მაგრამ უბედური შემთხვევა მოხვდა და ხანძარი გაჩნდა... - ძლივს აბამდა წინადადებებს ერთმანეთზე და ყველა შეძრწუნებული უსმენდა. იკა ამშვიდებდა, მაგრამ თვითონაც აცრემლებოდა თვალები, მართა კი თავისთვის ჩუმად ქვითინებდა.
-და ვერავინ გადარჩა? - დედის წინ დაიხარა და ხელი ხელზე მაგრად მოჰკიდა.
ქალი დადუმდა, ქმარს გადახედა და ტირილს უფრო უმატა.
-კი... - გაბზარული ხმით თქვა - მისი შვილი გადარჩა. მამამისმა გარეთ გამოიყვანა და მერე ჩემს დასთან შებურნდა, მაგრამ უკან არც ერთი აღარ გამოსულა.
-და რა ბედი ეწია ბავშვს? - გული დაუმძიმდა ქრისტინეს ამ ისტორიით.
ლელამ ვერაფრის თქმა ვეღარ შეძლო. ხმამაღლა აქვითინდა და ქმარს მოეხვია. იკამაც ვეღარ შეიკავა თავი ცრემლებისგან. შვილისკენ გამოიწია და მისი ხელები საკუთარში მოიქცია.
-მგონი მოვიდა დრო, რომ სიმართლე გაიგო. უკვე ზრდასრული ადამიანი ხარ და ვიცი რომ შეძლებ ყველაფრის გაანალიზებას... - გაჩუმდა და ლელას გახედა, რომელმაც ქმარს ტირილით შეხედა და თავი ოდნავ, მაგრამ შესამჩნევად დაუქნია, კაცი ისევ მობრუნდა და განაგრძო - შენ ხარ ის ბავშვი! ირინას და ერეკლეს ქალიშვილი... - უფროსებმა თავი დახარეს, მხოლოდ ახალგაზრდები იცქირებოდნენ შეშფოთებულები.
-რაა?! - მაშინვე მოწყვეტით დაეცა ძირს გოგონა და ცრემლებით სავსე თვალები ერთ წერტილზე გაუშეშდა. ჯერ კიდევ იაზრებდა იკას ნათქვამს - რას ლაპარაკობთ, ხალხო?! - მზერა მშობლებზე გადაიტანა, მაგრამ მათ რომ ხმა ვერ ამოიღეს, ბებიას გახედა - მართა ბებო, ეს სიმართლეა? - ქალმა ნელა დაუქნია თავი და პირზე ხელი აიფარა, რომ ხმამაღლა არ ატირებულიყო - არა...არა... არ მჯერა... თქვენ ხართ ჩემი მშობლები!..
ხმა არავინ ამოიღო. ქიტი წამოდგა და სახლიდან გავიდა.
-სად მიდიხარ, შვილო? - მიაძახა იკამ გასვლამდე.
-ჰაერი მჭირდება... - მოკლედ უპასუხა და კარები გაიხურა.
-შენ შენი მშობლები დაამშვიდე და ქრისტინეს მე მივხედავ! - სწრაფად გადაუჩურჩულა ანდრიამ გეგას, მანაც თავი დაუქნია და გაჩეჩილაძე მაშინვე უკან გაჰყვა გოგონას.
უკვე მანქანას ქოქავდა, როდესაც ბიჭი გვერდით მიუჯდა. ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ. ქიტის ჩხუბის თავი აღარ ჰქონდა და ხმა არ ამოუღია, ისე მოწყდა ადგილს. დიდხანს და ჩუმად მიდიოდნენ გზაზე. მანქანა ისეთ ადგილას დააყენა, საიდანაც მთელს ქალაქს ხელისგულივით უცქერდა. ცოტახანს ჩუმად იჯდა, თითქოს უფროსების ყველა სიტყვას ახლიდან იხსენებდა, მერე კი საჭეს ხელი მიარტყა და ატირდა. ანდრიამ ხელი ხელზე დაადო, მაგრამ ხმა არ ამოიღო, რადგან იცოდა, რომ სანამ ქიტი ემოციებისგან არ დაიცლებოდა, მანამდე არავის არ მოუსმენდა. ნახევარი საათის შემდეგ ოდნავ დამშვიდდა და ქვითინი შეწყვიტა.
-წამოდი უკან გადავჯდეთ. - უთხრა ბიჭმა, მანქანიდან გადავიდა და მალე ორივენი უკანა სავარძელზე მოთავსდნენ.
ანდრიამ ხელი გადახვია და მკერდზე აიკრა ქრისტინე.
-რატომ არაფერი არ მითხრეს აქამდე? რატომ?! - ისევ წამოუვიდა ცრემლები, მაგრამ ამჯერად ხმამაღლა აღარ უქვითინია, უბრალოდ ანდრიას მოეხვია და ერთ წერტილს დააშტერდა.
-შენი რეაქცია გასაგებია, მაგრამ მათი მხრიდანაც უნდა შეხედო სიტუაციას. ლელამ და იკამ, ადრე ვერ გითხრეს, რადგან ბავშვი იყავი, მერე კი ალბათ შეეშინდათ... ზუსტად იმის შეეშინდათ, რაც ახლა ხდება! - თავზე ნაზად უსვამდა ხელს და მშვიდი ტონით ესაუბრებოდა - სამივეს რომ საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ, ეს ძალიან კარგად იცი... ახლა შენ გადაწყვიტე მათთან როგორი ურთიერთობა გინდა.
-აქ ვიყოთ რა. მთელი დღე აქ ვიყოთ! - თავი გაჩეჩილაძის მუხლებზე მოათავსა და თვალები დახუჭა.
-იმდენ ხანს ვიყოთ, რამდენ ხანსაც გენდომება. - ლოყაზე მოუსვა ხელი და მერე სავარძელზე გადადო თავი.
* * *
სახლთან შუაღამეს დაბრუნდნენ. ამჯერად საჭესთან ანდრია იჯდა.
-შემოგყვე? - ჰკითხა ბიჭმა.
ქრისტინეს ხმა არ ამოუღია. რამდენიმე წუთს ჩუმად იჯდა, მერე კი გაჩეჩილაძეს მიუბრუნდა.
-არა, მადლობა - ოდნავ გაუღიმა - ოდესმე მაინც მომიწევს მათთან პირისპირ საუბარი და თან უკვე ყველაფერი გადავწყვიტე.
ანდრიამ გაუღიმა, მერე გოგონასკენ გადაიწია, მისი სახე საკუთარ ხელებში მოიქცია, შუბლზე აკოცა და უთხრა:
-ყველაფერი კარგად იქნება! - თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს - ხომ გჯერა ჩემი?! - აბულაძემ თავი დაუქნია - ხოდა მერწმუნე, რომ ყველაფერი მალე გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება, გესმის?! - ქიტიმ ისევ დაუქნია თავი და მანქანიდან გადავიდნენ.
ბიჭმა გასაღები მისცა, ჩაიხუტა და წარმატებები უსურვა.
-შეიძლება ისინი შენი მშობლები არ არიან, მაგრამ ოდესმე გიგრძვნია ეს?! აი ამ კითხვაზე დაფიქრდი კარგად და შენით გადაწყვიტე. თუ რამე დამირეკე, არ მოგერიდოს! - გაუღიმა და იქამდე ფეხი არ მოიცვალა ადგილიდან, სანამ გოგონა სახლში არ შევიდა, შემდეგ კი თავადაც დაბრუნდა ოჯახში.
ქრისტინე თავდახრილი შევიდა სახლში. ყველა სასტუმრო ოთახში იჯდა. თვალები შეშუპებოდათ ტირილისგან და როცა კარებში მდგარი გოგონა დაინახეს, წამოვარდნენ და გახევდნენ, რადგან არ იცოდნენ რა უნდა ექნათ. მხოლოდ გეგა მიუახლოვდა მას, სახე ააწევინა და ოდნავ გაუღიმა.
-ძამიკო! - მოეხვია და მის მხარზე აქვითინდა. ბიჭმაც ვეღარ შეიკავა ცრემლები.
მშობლები და მართა ბებო, დარცხვენილები დადგნენ და-ძმის წინ. ქიტიმ ძმას გაუღიმა და ახლა მშობლებს მოეხვია, რომლებიც ჩუმად ტიროდნენ. მერე კი საყვარელ ბებიას ჩაეხუტა გემრიელად.
-მაპატიეთ! ყველამ მაპატიეთ, რომ ასე მოგექეცით! - გაბზარული ხმით მიმართა ოჯახის წევრებს - თქვენზე კარგი ვინ მყავს ამ ქვეყანაზე?!
-შენ გვაპატიე, შვილო, რომ ასეთი მნიშვნელოვანი რაღაც დაგიმალეთ - ისევ დახარა თავი ბებიამ.
-უკვე გაპატიეთ, ბები. აღარ ინერვიულო, კარგი?! - თავი ააწევინა და ლოყები დაუკოცნა.
-თქვენ კი რაც არ უნდა იყოს, ჩემი მშობლები ხართ და ამას ვერაფერი შეცვლის! ჩემი დედ-მამა ალბათ უბედნიერესები არიან, რომ თქვენს ხელში გავიზარდე. - ერთმანეთს კიდევ დიდხანს ეხუტებოდნენ, ბოლოს კი დასაძინებლად დაწვნენ, რადგან ყველა საშინლად დაღლილი იყო.
დილით ძმის შემოძახილებმა გამოაფხიზლა. ამ დროს ოთახში გახარებული გეგა შემოვარდა.
-ქიტი, ქიტი, ქიტი! - მივარდა დას.
-რა ხდება? - ნამძინარევი ხმით იკითხა.
-არ დაიჯერებ და კახეთში მივდივართ ერთი კვირით! - გოგონას თვალები გაუნათდა და ლოგინზე წამოჯდა.
-დაიფიცე? იცოდე თუ მატყუებ, ვერ გადამირჩები - საჩვენებელი თითი აუფრიალა წინ, მაგრამ ღიმილი მაინც შეეპარა.
-არა, მართლა გეუბნები. შვებულება აიღეს დედამ და მამამ და გაჩეჩილაძეებიც დაპატიჟეს უკვე. ხოდა ყველა ერთად მივდივართ! - ტაში შემოკრა და ოთახიდან გავარდა, მაგრამ მერე ისევ შემოყო თავი - ჩანთა ჩაალაგე და ჩაიცვი. კახეთი გვიხმობს! - დაამატა და ისევ გავარდა.
ქრისტინე წამოხტა, აბანოში თავი მოიწესრიგა, ჩაიცვა, თმა აიკრა, მერე ჩემოდანი ჩაალაგა და დაბლა ჩავიდა. მშობლები და ბებია თბილად მოეხვივნენ გოგონას, მერე კი გეგა შემოვარდა მისაღებში.
-მოკლედ აბულაძეების ოჯახო, გაჩეჩილაძეები მზად არიან და გველოდებიან. უკვე გადავწყვიიტე, რომ იკა,ლელა, ლაშა, თამარი და ანა ერთი მანქანით წახვალთ, დანარჩენები მეორეთი.
ეს იდეა ყველას მოეწონა, ჩანთები აიღეს, სახლები ჩაკეტეს და მანქანებში გადანაწილდნენ.
-აუ, მე რომ ქიტოსთან მინდა? - ტირილი დაიწყო ბავშვმა და ანაც მეორე მანქანაში გადასვეს ფანჯარასთან.
გეგა და მართა წინ დასხდნენ, უკან კი ანდრია, ქრისტინე და ანა.
-რომ იცოდე უკვე ვეჭვიანობ - გადახედა ბიჭმა ბავშვს - მგონი ქრისტინეში გამცვალე - ცხვირი აიბზუა.
-ქიტო შენზე საყვარელია! - ენა გამოუყო ანამ და გოგონას ჩაეხუტა.
-იცოდე რომ მთხოვ რამე მიყიდეო, აღარ გიყიდი - ანდრიაც დაეჭყანა და ხელები გადაიჯვარედინა.
-მე ვუყიდი! - ახლა ქიტიმ გამოუყო ენა გაჩეჩილაძეს და ანას ღიმილით თვალი ჩაუკრა.
-ოჰ...არ დაგეკარგოთ ერთმანეთი - სახე დამანჭა და მერე დაამატა - ხოდა გავცვალოთ, მე - გეგა და შენ - ანა.
-ანას სანაცვლოდ, გეგას მოგათხოვებ კიდევაც თუ გინდა - სიცილით უპასუხა ბიჭს.
-თუ მათხოვებ, კარგ ბიჭზე მაინც გამათხოვე - ქვედა ტუჩი გამობურცა ბიჭმა.
-მე რას მიწუნებ ერთი?! - გაკვირვებულმა გადახედა გეგას.
ყველამ გულიანად იხარხარა, მერე კი მართა ჩაერია საუბარში და ღიმილით უთხრა ანდრიას:
-ისე ლაპარაკობ, გეგონება მართლა აპირებ გეგას ხელის თხოვნას.
-საღოლ, ბებო! - გადაიკისკისა ქრისტინემ.
-ისე, მე ძალიან მიყვარხარ და დიდი სიამოვნებით მეყოლებოდა შენნაირი სიძე. - თავის ქნევით ჩაილაპარაკა ბებიამ და გზას გახედა.
ანდრიამ და ქიტიმ ერთმანეთს გადახედეს. ბიჭი ოდნავ, მაგრამ შესამჩნევად იღიმოდა.
-თავხედი - თავისთვის ჩაიბურტყუნა აბულაძემ და ანასკენ მიბრუნდა.
გოგოებს მალევე ჩაეძინათ. ანას ქრისტინეს მუხლებზე დაედო თავი, ხოლო ქიტის ანდრიას მხარზე ჩასძინებოდა.
როცა გოგონას გაეღვიძა, უკვე სახლთან იყვნენ. ჩანთები გადმოიღეს და სახლში შევიდნენ. კახეთში ბლომად თოვლი მოსულიყო და გარშემო ყველაფერი გადათეთრებულიყო. ანას ძალიან უხაროდა ამდენი თოვლის ნახვა. ოთახები გადაინაწილეს, ნივთები ამოალაგეს და სასტუმრო ოთახში ჩამოვიდნენ.
-ქალბატონები სამზარეულოში წამობრძანდით - დაიწყო ბებიამ ხალხის გადანაწილება - იკამ და ლაშამ შეშა შემოიტანეთ, ანდრიამ და გეგამ კი პროდუქტები გადმოიღეთ მანქანიდან - მაგრამ უცბად გაკვირვებულმა დაამატა - ის გადარეული სად გაქრა?
-გეგაზე თუ ამბობ, ჩაეძინა - უპასუხა ქრისტინემ.
-ხოდა შენ გაყვები ანდრიას და პროდუქტებს მოიტანთ - მბრძანებლური ტონით უთხრა მართამ და პასუხს არ დაელოდა, ისე შევიდა სამზარეულოში.
გოგონამ ამოიხვნეშა, ქურთუკი შემოიცვა და ანდრიას უკან გაჰყვა. ავტოფარეხში შევიდნენ და ცელოფნები გადმოალაგეს.
-აბა, ლამაზო, ეს ერთი კვირა როგორ დავგეგმოთ?
ქრისტინემ თვალები აატრიალა და ანდრიას მიუბრუნდა.
-ეცადე, რომ თვალში არ მომხვდე და დამერწმუნე, საუკეთესო ერთი კვირა მექნება! - ნაძალადევად გაუღიმა და რამდენიმე ცელოფანს ერთად დაავლო ხელი.
-უჩემოდ მოიწყენ - კმაყოფილი სახით გადმოხედა.
-მე შენს ადგილას ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი! - თვალი ჩაუკრა და ავტოფარეხიდან გამოვიდა.
-სულ ასეთი უხეში რატომ ხარ? - წუწუნით აედევნა უკან, მაგრამ ხანდახან ღიმილი ეპარებოდა ხოლმე.
სახლში შევიდნენ და მართამ ორივე დაიხმარა, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დაეწყოთ.
-აუ, ქიტო, შენს ძმას ძინავს და ვერაფრით გავაღვიძე, ხოდა არ გინდა მე და შენ გავისეირნოთ და აქაურობა დამათვალიერებინო? - მართას წინ თხოვა გაჩეჩილაძემ გასეირნება.
-ხვალ წადით შენ და გეგა რა - სახე დამანჭა აბულაძემ.
-ბებო, რა წესია ახლა ეს! გადით და გაისეირნეთ. მანქანის გასაღები იკას გამოართვით. - ბებოს აბრიალებულმა თვალებმა გაჭრა და გოგონა დაითანხმეს.
გასაღები აიღეს, მანქანაში მოკალათდნენ და ნელა გაუყვნენ გზას. ერთ მინდორზე ლამაზი კაფე-რესტორანი გაეკეთებინათ და იქ გააჩერეს მანქანა, მაგრამ შენობაში არ შეუშვეს.
-რატომ არ გვიშვებთ? - გაუკვირდა ქრისტინეს.
-ვწუხვარ, მაგრამ ქორწილისთვის დახურეს დარბაზი და თუ მოსაწვევი არ გაქვთ, ვერ შეგიშვებთ - უპასუხა დაცვამ.
-უსამართლობაა... - გაბრაზებული გამობრუნდა აბულაძე, მაგრამ იქვე მდგარმა ბიჭმა გააჩერა, რომელიც აქამდე მათ საუბარს უსმენდა.
-გამარჯობა - გაუღიმა წყვილს - მე ნოე გასვიანი ვარ და თქვენ?
-მე ქრისტინე ვარ - გაუღიმა გოგონამ - ეს ანდრიაა - ორივემ ხელი ჩამოართვა და ქიტიმ დაამატა - თქვენც არ გიშვებენ?! რა უსამართლობაა. არადა უბრალოდ თითო ჭიქა ყავის დალევა გვინდოდა. თან ანდრია პირველად არის კახეთში, მე კი ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ეს ადგილი და მეთქი მასაც ვაჩვენებთქო. თქვენ პირველად ხართ აქ?
-კი, პირველად ვარ და სიმართლე გითხრა, დღეს ჩემი ქორწილია - გაიკრიჭა ნოე - და ძალიან გამიხარდება თუ თქვენც შემოხვალთ და ჩვენს სიხარულს გაიზიარებთ - აბულაძე გაშრა, ანდრიამ კი სიცილი ძლივს შეიკავა.
-დიდი სიამოვნებით შემოვალთ - გაჩეჩილაძემ უპასუხა გოგონას მაგივრად, ხელი ჩაჰკიდა და ნოეს შეყვა შენობაში.
შენობა შიგნიდანაც ისეთივე ლამაზი იყო, როგორც გარედან. თითქმის ყველაფერი ხის მასალისგან იყო დამზადებული. ერთ კუთხეში ბუხარი გაეკეთებინათ და ცეცხლი აეგიზგიზებინათ. ბევრი ხალხი არ იყო. დაახლოებით თხუთმეტი ადამიანი იქნებოდა. პატარძალიც ძალიან უბრალოდ, მაგრამ ძალიან კარგად გამოიყურებოდა.
ნოემ წყვილს დაუძახა და აწ უკვე მეუღლე გაეცნო.
-ბავშვებო, გაიცანით ჩემი ცოლი, მია. - ღიმილით გადახედა მის გვერდით მდგარ, თეთრ, სადა კაბაში გამოწყობილ გოგონას.
-გამარჯობა - ხელი ჩამოართვეს ქიტიმ და ანდრიამ ღიმილით - რა ლამაზი ხარ - ღიმილით უთხრა გოგონამ.
-ვაიმე, მადლობა! - გაუცინა მიამ - შენ კი ძალიან საყვარელი ხარ. რა გქვია?
-მე ქრისტინე ვარ, ეს კი ანდრიაა. - ღიმილით უპასუხა და მერე დაამატა - ძალიან უხდებით ერთმანეთს! ბედნიერებას გისურვებთ.
-დიდი მადლობა - გაუცინა გოგონამ და ნოეს ახედა მოციმციმე თვალებით, რომელმაც საპასუხოდ გაუღიმა, მერე კი ისევ დაუბრუნდნენ ახლადშეძენილ მეგობრებს - თქვენც უსაყვარლესები ხართ ერთად!
-არა, არა ჩვენ ერთად არ ვართ - მაშინვე იუარა ორივემ და უხერხულად შეიშმუშნენ.
მთელი ღამე ცეკვა-სიმღერაში, ჭამაში და მხიარულებაში გაატარეს. ნოეს და მიას ძალიან მოეწონათ ორივე და ყველა რომ დაიღალა, დასხდნენ და ყავა მიირთვეს.
-აბა, როგორ გაიცანით ერთმანეთი? - ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო ქიტიმ.
-გადავარჩინე! - ნოე წელში ამაყად გასწორდა და კმაყოფილი სახით გაიღიმა.
აბულაძემ დამცინავი ღიმილით გადახედა ანდრიას, რომელმაც მაშინვე აარიდა მზერა მის თავდაჯერებულ სახეს.
-და კახელი რომელი ხართ? - თემა შეცვალა გაჩეჩილაძემ.
-არც ერთი, უბრალოდ ინტერნეტში ვნახეთ ეს რესტორანი და ისე მოგვეწონა, რომ აღარც დავფიქრებულვართ. თან ოჯახს ხვალ თბილისში გავამგზავრებთ და ჩვენ თაფლობისთვეს ტკბილად გავატარებთ აქ. - უპასუხა მიამ და თვალი ჩაუკრა გასვიანს.
-ნუ მაგიჟებ! - ჩუმად გადაუჩურჩულა გოგონას. ზუსტად ამ დროს ნელი მელოდია ჩაირთო და ნოე წამოხტა - მეცეკვები, ცოლო?
-სიამოვნებით! -ხელი ჩაჰკიდა და საცეკვაოდ გაჰყვა ბიჭს.
-ჩვენც ხომ არ გვეცეკვა? - გაეკრიჭა ანდრია და ხელი გაუწოდა.
-რატომაც არა. ბოლომდე გავერთოთ! - წამოდგა, მხარზე დააწყო ხელები და თავისი ფეხი ბიჭისას ააყოლა.
ერთმანეთს უყურებდნენ და ხანდახან უღიმოდნენ. სიმღერა რომ დამთავრდა, გაჩეჩილაძემ მსუბუქად მიიზიდა გოგონა და ყურში ჩასჩურჩულა:
-შენ მე მოგწონვარ! - კმაყოფილი ღიმილით მოშორდა, ახლად დაქორწინებულებისკენ წავიდა და დაემშვიდობა - ძალიან დიდი მადლობა ამ ტკბილი საღამოსთვის! ჩვენ უნდა წავიდეთ, მაგრამ იმედი მაქვს ისევ შევხვდებით ერთმანეთს.
-ჩვენც ძალიან გაგვიხარდა თქვენი გაცნობა. მადლობა თქვენ, რომ ჩვენი ბედნიერება გაიზიარეთ! - უთხრა ნოემ, მერე ნომრები გაცვალეს და გარეთ გამოაცილეს სტუმრები - აბა, ნახვამდის - ხელი დაუქნია ორივემ და როცა მანქანა იმ ადგილს მოწყდა, ერთმანეთს გადახედეს და სიცილით გამოაჯავრეს ორივეს - ჩვენ ერთად არ ვართ... - მერე კი მიამ დაამატა ღიმილით - აშკარად უყვართ ერთმანეთი!
-მალე ჩვენც დაგვპატიჟებენ ქორწილში, მარა მანამდე, ჩვენს საქმეებს მივხედოთ - წარბები აუჟუჟუნა და დარბაზის კარები გაუღო.
* * *
სახლში გამთენიისას შევიდნენ. დაქანცულები და დაღლილები მეორე სართულზე ავიდნენ და საკუთარი ოთახებისკენ აიღეს გეზი, მაგრამ სანამ ანდრია კარებს მიიხურავდა, ქრისტინე დაეწია და კოპებშეკრულმა უთხრა:
-არ მომწონხარ და ტყუილად ნუ ოცნებობ, გასაგებია?! - ხელები მკერდთან გადააჯვარედინა.
-დარწმუნებული ხარ? - ღიმილით ჰკითხა და როცა გოგონამ დარწმუნებით დაუკრა თავი, მისკენ დაიძრა ნელი ნაბიჯებით, სანამ კედელთან არ მიიმწყვდია და მის სახესთან ძალიან ახლოს არ მიიტანა თავისი სახე.
-რრ...რას აკეთებ? - ძლივს ამოილუღლუღა აბულაძემ.
-გამოწმებ! - მისი ტუჩებისკენ წავიდა და ძალიან, ძალიან ახლოს გაჩერდა.
ქრისტინეს სუნთქვა გაუხშირდა, ყველაფერი დაავიწყდა, ფიქრები აერია, მხოლოდ ბიჭის ტუჩებს უყურებდა და ხმას ვერ იღებდა.
-ძალიან მადის აღმძვრელად გამოიყურება შენი ტუჩები - ხმადაბლა უთხრა გაჩეჩილაძემ და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
გოგონამ საკუთარ თავს დანებების საშუალება არ მისცა, გამოფხიზლდა, ბიჭს კისერზე შემოხვია ხელები, თავი გვერდით გადაწია, ტუჩები გამობურცა და სველი კოცნა დაუტოვა ყბის ქვემოთ. მერე მოშორდა და კმაყოფილმა უთხრა:
-ახლა გამოჩნდა ვინ არის შესამოწმებელი! - გაუღიმა და მეორე მხარეს მიბრუნდა, რომ ოთახისკენ სასწრაფოდ წასულიყო და თავი მალე დაეოკებინა.
-ქრისტი, შენი ოთახი მეორე მხარეს არის - ჩაეღიმა ბიჭს და კარის ჩარჩოს მიეყუდა.
-მმ... ხო, მართალია - მიბრუნდა და დაბნეული გაუყვა დერეფანს - უბრალოდ დავიღალე ქორწილში - ნაბიჯებს აუჩქარა და რამდენიმე წამში შევარდა ოთახში.
ლოგინზე გაიშხლართა და თავი ბალიშში ჩარგო.
-დებილი ხარ, ქრისტინე, დე ბი ლი! - თავში ხელი შემოირტყა, მერე კი წუწუნით გამოიცვალა, ლოგინში ჩაწვა და მაშინვე გაითიშა.

დილით ანა შემოვარდა ოთახში და აბულაძის ლოგინზე დაიწყო ხტუნაობა. გოგონა ძლივს მოვიდა აზრზე და ნელა გადმოტრიალდა. ბავშვის დანახვაზე გაეღიმა და თვალები მოისრისა.
-რა ენერგიაზე ხარ დილიდან!
-აუ იცი, უკვე ეზოშიც ვიყავით მე და გეგა საგუნდაოდ და იმდენი გუნდა ვესროლე, რომ სულ სველი შემოვიდა სახლში. - კისკისით მოუყვა ყველაფერი.
-ყოჩაღ, რაც კი ნერვები მოუშლია ჩემთვის, ყველაფრის სამაგიერო ერთად გადაგიხდია შენ - სიცილით უპასუხა და გაშლილი ხელი გაუწოდა - ჩაარტყი! - ანამაც სიხარულით დაარტყა თავისი პატარა ხელის გული და მერე აკისკისდა.
-უი სულ დამავიწყდა რაზე გამომაგზავნეს - დასერიოზულდა უცბად - ჩვენ მანქანით მივდივართ სასეირნოდ და არ წამოხვალ?
-აუ ანუშკი, არ გეწყინოს, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ და არსად წამოსვლის თავი არ მაქვს.
-კარგი, არაუშავს. ჩვენ საღამოს ვიგუნდაოთ ერთად, კარგი?
-აბა რას ვიზამთ! უნდა გავაბანძოთ გეგა და ანდრია.
-აუ რა მაგარი იქნება - გადაიკისკისა და ოთახიდან გავიდა.
დაახლოებით ნახევარი საათი ისევ იწვა აბულაძე და ძილის შებრუნებას ცდილობდა, მაგრამ ვერაფრით ვეღარ დაიძინა და ადგომა გადაწყვიტა. დილის რიტუალები ჩაიტარა და პირველ სართულზე ჩავიდა.
სამზარეულოში მოღიღინე ანდრია დახვდა და გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა:
-შენ არ წახვედი? - მისი ხმის გაგონებაზე, გაჩეჩილაძეც არანაკლებ გაკვირვებული მობრუნდა.
-იგივე კითხვა მაქვს მეც - სამზარეულოს მაგიდას მიეყუდა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა - მე დაღლილი ვიყავი და დავრჩი.
-იგივე პასუხი მაქვს მეც - უპასუხა და ორივეს გაეღიმათ.
-შემწვარ კვერცხს ხომ მიირთმევ? - ჰკითხა ბიჭმა და მაცივრის კარი გააღო.
-სიამოვნებით! - თავი დაუკრა და მერე დაამატა - მოგეხმარო?
-ნუ ნერვიულობ, კვერცხს როგორმე შევწვავ! შენ დაბრძანდი - ტაფასთან არ მიუშვა და გოგონაც მხრების ჩეჩვით მიუჯდა მაგიდას.
მალე ანდრიამ ყველაფერი დააწყო და თავადაც დაჯდა.
-აბა, გამისინჯე! - ამაყად დაუდო თეფში წინ და ჩანგალიც მიაწოდა.
ქრისტინემ პატარა ლუკმა ჩამოაჭრა კვერცხს, სული შეუბერა და პირში ჩაიდო. ჯერ სახე დაემანჭა, მერე კი გაჩეჩილაძეს ახედა, რომელიც გაბრწყინებული თვალებით ელოდებოდა მის პასუხს:
-აბა, როგორია?! - აბულაძემ ცერა თითი აუწია და ძალით გაუღიმა, მაგრამ ანდრიას სიცილი რომ აუტყდა, გაბრაზდა და აბანოში გავარდა.
გამწარებული დაბრუნდა და კოპებშეკრული დაუდგა წინ ბიჭს.
-აუტანელი ადამიანი ხარ!
-მლაშე იყო, ხო? - სიცილს უმატა და გული რომ იჯერა, წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა გოგონას - კარგი, კარგი, აღარ ვიზამ მეტ... - ბოდიშის მოხდა დააპირა, მაგრამ ქიტიმ ჭიქა გამოართვა და სახეში შეასხა.
-ახლა ბარი ბარში ვართ - კმაყოფილმა უთხრა და მიბრუნდა, რომ სამზარეულოდან გასულიყო, მაგრამ ბიჭმა ხელი მოკიდა და ერთი მოძრაობით მოაბრუნა მისკენ, მკლავები სასწრაფოდ შემოხვია ხელებზე, რომ ვერ განძრეულიყო და ნიშნისმოგებით აუწია წარბები - გამიშვი, ვირო! - მაშინვე აფართხალდა აბულაძე, მაგრამ ვერაფრით მოიშორა.
-ანუ ახლა ასეთი წესებით ვთამაშობთ, ლამაზო? - ღიმილით წავიდა მისი ტუჩებისკენ და გაჩერდა - ამჯერად აქ არ დავამთავრებ - ეს უთხრა და დაეწაფა მის ბაგეებს.
თავიდან აფართხალდა ქრისტინე, მაგრამ მერე თვითონაც ვეღარ შეიკავა თავი. ხელები კისერზე დააწყო, წამით მოშორდა, მაგიდაზე შემოჯდა და ფეხები წელზე შემოხვია. ანდრიას ზედა წამში ისროლა და კოცნა განაგრძო. გოგონას კი გაჩეჩილაძემ გადააძრო მაისური და ტუჩებიდან, ნიკაპზე გადავიდა, მერე კისერზე და ბოლოს მკერდზე დაუტოვა რამდენიმე სველი კოცნა. აბულაძემ ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია, რომ კვნესა არ აღმოხდენოდა, მაგრამ რამდენჯერმე ვერ შეძლო თავის შეკავება. მისი ხმა კიდევ უფრო აღაგზნებდა ბიჭს და ლამის ჭკუიდან შეიშალა. თვითონაც ვერ გაიაზრა როგორ, მაგრამ შეძლო თავის შეკავება და ღიმილით მოშორდა გოგონას, რომელიც ჯერ ისევ ვერ მოსულიყო აზრზე და განაბული იჯდა.
-ძალიან ტკბილი ხარ! - ტუჩები გაილოკა ბიჭმა, ყელზე ნელა და ვნებიანად აკოცა და გაზქურისკენ მიბრუნდა - ახლა ვჭამოთ, თორემ ძალიან მშია - ზედა გადაიცვა და მანამდე არ მიბრუნდა, სანამ ქრისტინემ არ ჩაიცვა, მერე კი უკვე ნორმალურად შემწვარი კვერცხი დაუდო და თვითონაც გვერდით მიუჯდა - დღეს დილით ანამ მახარა, რომ საღამოს მე და გეგა უნდა გაგვაბანძოთ - უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, მაშინვე დაიწყო ბიჭმა საუბარი.
-მართალია! - ღიმილით უთხრა და თავი ამაყად დაუქნია - გაგანადგურებთ!
-ვერ ეღირსებით!
-მაგასაც ვნახავთ! - მზერა გაუსწორა გაჩეჩილაძეს და საჩვენებელი თითი აუფრიალა, მერე კი ყავა მოიდუღა და ოთახისკენ წავიდა - მე სამუშაო მაქვს და არ მოიწყინო! - ხელი აუფრიალა და სამზარეულოს კარებში გაუჩინარდა.
* * *
საღამოს ბავშვები გარეთ გაცვივდნენ. ანი და ქრისტინე შეშების უკან ჩაიმალნენ და გუნდების შეგროვება დაიწყეს.
-დავინდოთ? - სერიოზული სახით გადახედა აბულაძემ ბავშვს.
-არა! - ასეთივე სერიოზულობით უპასუხა ანამ და ღიმილით გავარდნენ გუნდების სასროლად.
ანი გეგას გაეკიდა და ქიტი ანდრიას. ისეთი ბრძოლა იყო, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. ერთმანეთს დასდევდნენ და თოვლის გუნდებს აჭმევდნენ. ანამ, რომ ვეღარ მოახერხა გუნდების აღება, გაიქცა და გეგაც უკან გაეკიდა. ანდრიას კი დიდი გუნდა ეჭირა და გოგონას ამაყად უღიმოდა:
-წეღან ლამის დამახრჩვე, იმხელა გუნდა მაჭამე და ახლა ჩემი ჯერია! - ეს უთხრა და მაშინვე გაეკიდა. ძალიან ეცადა აბულაძე, რომ გაქცეულიყო, მაგრამ წელზე ჩაავლო ხელი და მისკენ მიიზიდა. ქიტიმ გუნდა შეაზილა სახეში და თავი დაიძვრინა, მაგრამ გაცოფებული ანდრია ახლა უფრო ჩქარა გაეკიდა და მალე დაიჭირა კიდევაც. გოგონა აფართხალდა და უფლება არ მისცა გუნდა სახესთან მიეტანა, მერე კი უკნიდან, კოჭებს მაღლა ფეხი მოუქნია რომ წაქცეულიყო, მაგრამ ანდრიამ ხელი დაავლო და ისიც თან გაიყოლა. აუტყდათ სიცილი და დაღლილები ცოტახანს ასე იწვნენ. მერე გაჩეჩილაძე გადაბრუნდა და გოგონას ზემოდან მოექცა.
-აუ გთხოვ, არ მაჭამო რა ეგ გუნდა! - პირზე ხელი აიფარა ქიტიმ.
-ისე ახლა კარგი მომენტია, რომ სამაგიერო გადაგიხადო - ჩაიცინა ბიჭმა - მაგრამ უკეთესი მომენტია იმისთვის, რომ ჩემს გრძნობებზე გითხრა!.. - ცოტახანს დადუმდა და გოგონას გაკვირვებული თვალები რომ დაინახა, ისევ დაამატა - მოკლედ... შემიყვარდი, ლამაზო!
აბულაძეს თვალები უფრო მეტად გაუფართოვდა და ხმა ვერ ამოიღო. ცოტახანს ასე ჩუმად იყო, მერე კი რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ანას კისკისის ხმა გაიგონა და გაჩუმდა. ორივე სასწრაფოდ წამოხტა და ბავშვს ყურებამდე გაკრეჭილები დახვდნენ.
-მე დავამარცხე შენი ძმა! - ამაყად უთხრა ანამ გოგონას.
-შენ წარმოიდგინე და მეც! - კმაყოფილმა უპასუხა და ბავშვი ხელში აიყვანა.
-აუ იცი რამდენი გუნდა ვაჭამე?! - ბედნიერი უყვებოდა გამარჯვების ამბავს, მერე კი უთხრა - აუ, ქრისტო, ცივა!.. შევიდეთ და დანარჩენს იქ მოგიყვები - მოეხვია ანა და სახლში ერთად შევიდნენ.
აბულაძეს ანი გვერდიდან არ მოუშორებია, რომ ანდრიასთან პირისპირ არ დარჩენილიყო. გოგოები გვიანობამდე უყურებდნენ მულტფილმებს და ბოლოს ანას ქიტის მხარზე ჩამოეძინა. გოგონა ღიმილით წამოდგა, თავი ბალიშზე დაადებინა, საბანი დაახურა და სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად.
-რატომ არ გძინავს? - უკნიდან ბებიის ტკბილი ხმა მოესმა.
-არ მეძინება, ბებიკო და შენ?
-ვერც მე ვიძინებ, შვილო! - გათბობასთან ჩამოჯდა და დაამატა - ჩაი ხომ არ დაგველია?
ქიტიც მაშინვე დათანხმდა მის შემოთავაზებას, ორი ჭიქა ჩაი მოამზადა, ერთი მართას მიაწოდა და მეორეთი ხელში წინ დაუჯდა მას.
-შვილო, შეიძლება რაღაც გკითხო? - შეპარვით ჰკითხა მოხუცმა და როცა გოგონამ თავი დაუქნია, განაგრძო - შენ და ანდრიას ერთმანეთი მოგწონთ, ხო?
აბულაძე ჩაი გადაცდა და ლამის დაიხრჩო, მერე კი ბებიას ახედა გაკვირვებული თვალებით:
-საიდან მოიტანე, ბე?! - ამ კითხვაზე მოხუცს ჩაეღიმა.
-შენ მე სულელი გგონივარ გოგო?! - იწყინა მართამ - განა მე არ ვყოფილვარ ახალგაზრდა და განა მე არ მყვარებია? ბაბუაშენს პირველი მე ავუხსენი სიყვარული. - ამაყად უთხრა და მერე ორივეს გაეცინა - ჩვენ სამმა რომ ერთად დავლიეთ ჩაი, მაშინ მივხვდი, რომ თქვენს შორის რაღაც ხდებოდა.
-თვითონ უკვე გამიმხილა თავის გრძნობების შესახებ, მაგრამ არ ვიცი რა უნდა ვუთხრა... - თავი ხელებში ჩარგო ქრისტინემ და ცოტახანი ასე იჯდა - და შენ როგორ მიხვდი, რომ ბაბუა გიყვარდა?
-სიმართლე გითხრა, არ ვიცი... უბრალოდ ნელ-ნელა ვგრძნობდი, რომ მიყვარდებოდა და ერთ დღეს მივედი და ყველაფერი ვუთხარი. როცა საქმე სიყვარულს ეხება, აუცილებლად გულს უნდა მოუსმინო და ყველაფერი დალაგდება თავში! - ხელი ხელზე დაადო, მერე კი წამოდგა, ჭიქა მაგიდაზე დადგა და კარებისკენ წავიდა - იმედი მაქვს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ!
-შენ გინანია ოდესმე, რომ ბაბუა შეგიყვარდა?! - ჰკითხა მოულოდნელად და მართაც კარებში გაჩერდა.
-მასთან ერთად გატარებული არც ერთი წუთი არ მინანია! - ეს უთხრა და ოთახიდან გავიდა.
აბულაძემ სახე ხელებით მოისრისა, მერე ჭიქები გარეცხა, ანა თავის ოთახში დააწვინა და მისი ოთახისკენ წავიდა. ანდრიას კარებთან გაჩერდა და ნერვიულად დაიწყო ტუჩის კვნეტა.
-გულს უნდა მოვუსმინო! - ამოილუღლუღა და ბიჭთან შევიდა - ანდრია - ჩუმად დაიძახა მისი სახელი, მაგრამ ვერაფერი გააგონა - ანდრია! - ოდნავ უფრო ხმამაღლა თქვა, მაგრამ გაჩეჩილაძემ ყურიც არ შეიბერტყა, ბოლოს კი მობეზრებულმა გოგომ ფეხში ხელი ჩაარტყა და ისიც მაშინვე წამოხტა.
-რა მოხდა? - ნამძინარევი, მაგრამ გაკვირვებული სახით მიაშტერდა აბულაძეს.
-რაღაც მინდა გითხრა - მის გვერდით ლოგინზე ჩამოჯდა და თვალები დაბლა დახარა.
-რამე ხომ არ მოხდა? - შეშინდა ბიჭი და მაშინვე გამოფხიზლდა.
-რა უნდა მომხდარიყო... - გაბრაზებულმა ამოხედა, მერე კი ამოისუნთქა და დაამატა - მაცდი?!
-რა უნდა გაცადო, ლამაზო?! - ისევ დადო თავი ბალიშზე - მეთქი რამე მოხდათქო და შემეშინდა.
-მოხდა, მოხდა! - ხმას აუწია ქიტიმ - შემიყვარდი და ეგ მოხდა... - მიახალა და ოთახიდან გავარდა.
თავისი ოთახის კარები მიიხურა და გაბრაზებული ლოგინზე ჩამოჯდა.
-აუტანელი და იდიოტი!
ელოდებოდა რომ ბიჭი შემოვიდოდა, მაგრამ არავინ არ ჩანდა.
-გულს მოუსმინე და ჩემი ფეხები! - წამოხტა და საბნის გადასახდელად მიბრუნდა - რა მინდოდა საერთ... - სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ თვალებგაბრწყინებულმა ანდრიამ მისკენ შემოაბრუნა და მაშინვე დააცხრა მის ბაგეებს. ხელში აიყვანა, გახარებულმა დაატრიალა და რამდენჯერმე მოწყვეტით ისევ აკოცა.
-ყველაზე გიჟი, სექსუალური და საყვარელი ადამიანი ხარ!
-შევიფერებ - გაიპრანჭა და სხეულზე აეკრა - აუ, დავიძინოთ რა - ეს უთხრა და მაშინვე ტანსაცმელი გაიძრო, მერე დიდი ზედა გადაიცვა და ლოგინში ჩაწვა.
-ის საცვალი და ლიფი გაცვია, რომ გამოიწერე ხო? - ქვედა ტუჩი მოიკვნიტა - ხომ გითხარი ძალიან მოგიხდებათქო. - ქიტი გაიკრიჭა.
- ჩაწვები თუ დავურეკო საბას? - კისკისით უთხრა.
-მაგის ნომერი ისევ გაქვს?! - წამში დასერიოზულდა გაჩეჩილაძე.
-აბა რა გეგონა, ასეთი ბიჭის ნომერს წავშლიდი?
-მაინც აღარ გიპასუხებს და რამდენიც გინდა ურეკე - ცალყბად გაიღიმა და გვერდით მიუწვა აბულაძეს.
-ესე იგი, იმ დღეს შენ გააქციე, ხო?!
-შეიძლება! - მხრები აიჩეჩა და ხელები მოხვია გოგონას - ახლა დავიძინოთ, თორემ დილით ადრე მაქვს ასადგომი, რომ ჩემს ოთახში გადავბრძანდე!
-ამ ამბავს მერე წესიერად მომიყვები იცოდე! - საჩვენებელი თითი აუფრიალა ცხვირწინ.
-ძილინებისა - უდარდელად გაუღიმა და თვალები დახუჭა.
-არ მეხუმრება!
-არც მე! - ეს უპასუხა და დანარჩენი წუწუნისთვის აღარ მოუსმენია.
უბრალოდ უზომოდ ბედნიერმა მოიქცია საყვარელი ქალი მის მკლავებში და ტკბილად დაიძინა. ქრისტინეც ბოლოს დანებდა და მალე მასაც გაღიმებულს ჩაეძინა.
* * *
ორი კვირის შემდეგ:
-არ მჯერა, რომ როგორც იქნა ჩვენებს ვუთხრით! - გაეკრიჭა ქიტი და ქუჩაში მის გვერდით მიმავალ ბიჭს ხელი ჩაჰკიდა.
-ყველა ასე მალე თუ გაიაზრებდა და აღიქვამდა ამ ამბავს, არ მეგონა - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-მგონი ბებოს ოინები იყო და ჩვენამდე მან შეამზადა ისინი! - დაეჭვებულმა გადახედა მომღიმარე ანდრიას.
-მაშინ მადლობა მართა ბებოს!.. - გაიკრიჭა და ერთ-ერთ კაფესთან გაჩერდა - ყავა ხომ არ დაგველია?!
-სიამოვნებით! - შევიდნენ და ერთ-ერთ მაგიდასთან დასხდნენ.
-ახლა ერთ რაღაცას გეტყვი და არ მეჩხუბო, კარგი? - უთხრა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ანდრიამ.
-გისმენ! - ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო ბიჭს.
-გახსოვს მანქანაში რომ ჩაგიხტი და თავიდან რომ ვერ გიცანი? - თავი დახარა ბიჭმა - სინამდვილეში მაშინვე გიცანი და არავინაც არ მომდევდა, უბრალოდ მინდოდა გამეცანი, ხოდა რაც პირველად მომაფიქრდა, ის ტყუილი გითხარი.
-აუტანელი ხარ! - წარბებშეკრულმა უპასუხა, მაგრამ სიცილი ვერ შეიკავა და გადაიკისკისა - და უფანტაზიოც, უკეთესი ტყუილით რომ ვერ ჩამიჯექი მანქანაში.
-ამაში ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ შეგედავები - სიცილით უთხრა და თითი ცხვირზე ჩამოკრა - მიყვარხარ!
-მე უფრო მეტად - ანდრიას ხელი ხელებში მოიქცია და მერე კისკისით დაამატა - ისე რომ გკითხავენ, როგორ გაიცანით ერთმანეთიო, რას ეტყვი?
-პრინცმა გადამარჩინათქო! - წამწამები ააფახულა და ორივე იმხელა ხმაზე ახარხარდა, რომ ყველა მათ მიაჩერდა.
ზოგს მათ დანახვაზე ეღიმებოდა, ზოგი - იმანჭებოდა და ჩუმად ლანძღავდა, ზოგიც კი - გიჟები არიანო და საუბარს აგრძელებდა. მაგრამ მთავარი იყო, რომ ამ ორ გიჟ ადამიანს, ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ და ძალიან კმაყოფილები იყვნენ მათი უბრალო, მაგრამ ბედნიერი ისტორიის დასაწყისით.

დასასრული!
******
დაგიბრუნდით ახალი გიჟებით ^_^
ვაიმე არ მჯერა, რომ ეს ისტორია დავამთავრე.მინდოდა,რომ უბრალოდ ტკბილი და საყვარელი ისტორია გამოსულიყო. იმედი მაქვს მოგეწონებათ.
ძალიან ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს თქვენი აზრი მოვისმინო! მიყვარხართ ძალიან <3 <3 <3



№1  offline წევრი დარინა

მთელი ისტორიის კითხვის მანძილზე სახიდან ღიმილი არ მომშორებიაა, იმდენად საყვარლები იყვნენ რომ ჩხუბობდნენ ლამის პირი გამეცია სიცილისგან, ერთი ძალიან ლაღი და კარგი ისტორია გამოგივიდა, მომეწონა, ასეთი საყვარელი ისტორიები კიდევ ბევჯერ შემოგვთავაზე, წარმატებები.

 


№2  offline წევრი Lily Morgan

დარინა
მთელი ისტორიის კითხვის მანძილზე სახიდან ღიმილი არ მომშორებიაა, იმდენად საყვარლები იყვნენ რომ ჩხუბობდნენ ლამის პირი გამეცია სიცილისგან, ერთი ძალიან ლაღი და კარგი ისტორია გამოგივიდა, მომეწონა, ასეთი საყვარელი ისტორიები კიდევ ბევჯერ შემოგვთავაზე, წარმატებები.

ძალიან დიდი მადლობა, დარინა heart_eyes heart_eyes heart_eyes ძალიან გამახარე შენი თბილი კომენატარით! blush heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი mariami

ძალიან საყვარლობა ისტორია იყო ♡♡.შეუძლებელია წაიკითხო და პოზიტივით არ აივსო ..სხვა ისტორიებსაც გადავხედე და რამდენიმე მეცნო კიდეც ...მიყვარს ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორიები ორიგინალური დასასრულით ♡♡♡

 


№4  offline წევრი Lily Morgan

mariami
ძალიან საყვარლობა ისტორია იყო ♡♡.შეუძლებელია წაიკითხო და პოზიტივით არ აივსო ..სხვა ისტორიებსაც გადავხედე და რამდენიმე მეცნო კიდეც ...მიყვარს ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორიები ორიგინალური დასასრულით ♡♡♡

ვუაიმე blush blush აი, ძალიან დიდი მადლობა ასეთი დადებითი შეფასებისთვის heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი Tamo

კარგად წასაკითხი ისტორია იყო და ვისიამუვნე,კიდევ ბევრი რა ასეთი ისტორიები და ოდნავ დიფი

 


№6 სტუმარი Wilson

Es ra sisayvarle wavikitxe dilit.xval ro shualedurze venrviulobdi egec ki damaviwya...mteli dge gonebashi chamijda.jer xo andro chemi sayvareli saxelia da meore aseti gansxvavebuli da chemeburi...uuff ra usamartloa es cxovreba :D kargi iyo dzalian madloba didi <3

 


№7  offline წევრი Lily Morgan

Tamo
კარგად წასაკითხი ისტორია იყო და ვისიამუვნე,კიდევ ბევრი რა ასეთი ისტორიები და ოდნავ დიფი

მადლობა, თამო! blush heart_eyes heart_eyes ვეცდები, რომ კიდევ დავწერო მსგავსი ტიპის ისტორიები blush

Wilson
Es ra sisayvarle wavikitxe dilit.xval ro shualedurze venrviulobdi egec ki damaviwya...mteli dge gonebashi chamijda.jer xo andro chemi sayvareli saxelia da meore aseti gansxvavebuli da chemeburi...uuff ra usamartloa es cxovreba :D kargi iyo dzalian madloba didi <3

აუ, როგორ გამახარე რომ იცოდე რა grin blush წარმატებები შუალედურებზე! heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent