შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამბიციური #1


13-04-2019, 12:30
ავტორი aleqsandra martishvili
ნანახია 1 455

1 თავი
თბილისში ახალი გადმოსული ვიყავი, ადრე ქუთაისში ვცხოვრბდი, იქ ბევრი მეგობარი არ მყოლია, რატომღაც ვერავინ მიგებდა და ისინი ჩემგან ძალიან განსხვავდებოდნენ. არასოდეს ვყოფილვარ ყურადღების ცენტრში, არადა სწორედ ეს იყო რაც მსურდა. ქუთაისში ცხოვრების პერიოდში, როცა ჩემი კლასელები სიგიჟეებს ჩადიოდნენ და ცხოვრებით ტკბებოდნენ, მე ჰოლივუდურ ფილმებს ვუყურებდი და ვოცნებობდი რომ ოდესმე ჰოლივუდის დიდების ხეივანში გავივლიდი, შთამბეჭდავი კაბითა და თვალისმომჭრელი მაკიაჟით. ყველას დავაინტერესებდი, ჩემზე ისაუბრებდნენ და შეშურდებოდათ ჩემი. მე დიდება მსურდა, რომელიც არ გამაჩნდა და რომლის მოპოვების სურვილიც მწვავდა.
ერთ საღამოსაც, მამა სამსახურიდან მოვიდა და გვამცნო, რომ ახალ ადგილზე გადაყავდათ სამუშაოდ, თბილისში. ეს ამბავი მეხივით დამეცა თავზე, თუმცა ეს მეხი დიდი ცვლილებების შესაძლებლობას მაძლევდა, შემეძლო ის გავმხდარიყავი, ვინც მსურდა. ცვლილებების სუნს იგრძნობდით ჭავჭავაძის გამზირზე, ჩემს სახლთან რომ ჩაგევლოთ, ეს სიგიჟედ ჟღერს , მაგრამ მე მართლა ვგრძნობდი.
შეგრძნება, რომ არ ვარ ჩვეულებრივი გოგო სულ მქონდა, მე რაღაც დიდი უნდა გამეკთებინა, რაღაც შთამბეჭდავი , რაც ყველას მიახვედრებდა ჩემს მნიშვნელობას. მოკლედ, ამბიციებით სავსე გოგონას, მოქმედების შესაძლებლობა მომეცა, მაისის ბოლო იყო, ასე რომ შესაცვლელად საკმაოდ დიდი დრო მქონდა.
დედას ვუთხარი, რომ ენდოკრინოლოგთან წასვლა მსურდა, რათა წონაში დამეკლო და ისიც სიხარულით დამთანხმდა. აღარ მოვყვები წუწუნს დიეტის სიმკაცრეზე და სირთულეებზე რაც წონის დაკლების პროცესს ახლავს, ამით მხოლოდ დაიღლება მკითხველი. დადგა სექტემბერი და მე უკვე იდეალურ ფორმაში ვიყავი, მქონდა იდეალური ტანსაცმელი და მაკიაჟის გაკეთებაც შემეძლო. მე უკვე '' მაგარი გოგო" ვიყავი, და მოქმედებისთვის მზად გახლდით.



№1  offline წევრი scooby doo pa pa

აუუუ რა მაგარია მიყვარს თავის თავში დარწმუნებული გოგოები ძალიააან
ახალს როდის დადებ?დამაინტერესა საკმაოდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent