შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელს ნუ გამიშვებ 7


13-04-2019, 17:41
ავტორი ლილეანა
ნანახია 2 304

სახლში წაავედი,თორნიკესთან დარეკვა აღარ მიცდია,ვიცოდი როცა საჭიროდ ჩათვლიდა თვითონ დამირეკავდა.მისი მოულოდნელი წასვლით ძალიან მქონდა იმედი გაცრუებული,ჩვენ ხომ პირველად უნდა შევხვედროდით მზის ამოსვლას სხვა გრძნობით,მაგრამ ის ადგა და წავიდა.ძალიან ვიყავი ძალაგამიცლილი,შხაპი მივიღე და უემოციოთ ჩავეშვი სავარძელში.ცოტა ხანში ანასტასიამაც გაიღვიძა და ახალი ენერგიით ავივსე.ის ჩემში ბედნიერებას სხივებივით აფრქვევდა,სვილი ყველაზე უმანკო და სათუთი ქმნილებაა ქალის ცხოვრებაში,რონელიც უანგარო სიყვარულით გიყვარს.მინდოდა იმ დღეს მარტო ჩვენ ვყოფილიყავით და სხვა არაფერზე მეფიქრა.მალევე სანდრომ დარეკა,მასთან ცივილიზებული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა,ვტრიალებდით მხოლოდ იმ გარშემო რაც მხოლოდ ანასტასიას ეხებოდა.არ ვიყავი ის ქალი ღალატის და დაშორების შემდეგ რომ იბოღმებება და ათასგვარ მასკარადს აწყობს.საკუთარი თავის ფასი ნებისმიერ სიტოაციაში უნდა იცოდე.
-ანა როგორ ხარ?
-კარგად შენ?რა ხდება?
ანასტასიას გამოვუვლი და სასწირნოდ წავიყვან.
-არ გამოვა,ჩვენ უკვე დავგეგმეთ დღე.
-შენ რა ჩემ შვილს არ მატან?
-კარჰად იცი რომ ეგ არაფერ შიაშია,უბრალოდ დღეს მინდა ჩემთან იყოს.
-კარგი მაშინ მითხარი რა გეგმწები გაქვს და მეც თქვენთან ერთად ვიქნები.
-სანდრო ეგრე ვერ იქნება,ხვალ წაიყვანე.მივხვდი საითაც მიყავდა ლაპარაკი.
გასაგებია ეომ არ გინდა სამივე ერთ სივრცეში ვიყოთ,მაგრამ ხომ იცი ხანდახან მაინც მოგვიწევს ხოლმე.
-ვიცი სანდრო მაგრამ ახლა არა,არ ვარ მაგ განწყობაზე.ვიცოდი ჯიბრში ჩამიდგებოდა და რომ მოსულიყო და მასთან ერთად მომხსომოდა სახლში ყოფნა,ვარჩიე ისევ ანასტასია გაესეირნებინა.სანდრო რომ მოვიდა ბავშვი ძიძას ჩავაყვანინე და მთელი დღე საბუთებში მქონდა თავი ჩარგული.ბევრი სამუშაო დამიგროვდა იმ დროს.თან მობილურისკენ ვაპარებდი თვალს, იმ იმედით რომ თორნიკე დარეკავდა.უკვე საღამოს შვიდი საათი იყო,ბავშვისთვის სასეირნო ამინდი შეიცვალა და წვიმას აპირებდა.
-სანდრო სად ხართ?არ მოდიხართ?
-რაიყო გაგახსენდა ქმარ-შვილი?გელოდებოდი როდის დარეკავდი,არა ჩვენ არ მოვდივართ,შენ მოხვალ.
-სანდრო რას ნიშნავს შენი ეს ლაპარაკი?
-რას და ანასტასია ჩემთან არის და თუ წაყვანა გინდა შენ მოხვალ.
გონება დამებინდა ბრაზი ყელში მახრჩობდა.ვცდილობდი თავი შემეკავებინა რომ არ მეყვირა.
-კარგი მითხარი სად ხართ,აშკარად მიკანკალებდა უკვე ხმა.
-საგარეჯოში,აგარაკზე.
-რაა,სანდრო გაგიჟდი.ეხლა მანდ რა გინდა ბავშვი რატომ წაიყვანე?
-შენ არ გკითხავ ჩემ შვილს სად წავიყვან,თუ ანასტასიაზე ღელავ მოდი.
რას ნიშნავდა ,,თუ ღელავ მოდი,,რატომ უნდა მეღელვა ბავშვი მამასთან იყო.მე ის მაღელვებდა ასეთ დროს საგარეჯოში რატომ წაიყვანა და მარტო როგორ მოუვლიდა.მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და დავადექი გზას .
როგორც იქნა გზა დამთავრდა და ეზოში შევედი.
-აი დედიკოც მოვიდა,შემომეგება სანდრო ბავშვით ხელში.ეს მდგომარეობა ალბათ ყველაზე სასიამოვნო შესახედი იქნებოდა შეყვარებული ქალისთვის,როცა ქმარ-შვილი ესე თბილად გეგებება სახლაი მისულს,მაგრამ მე უკვე აღარს სანდროზე შეყვარებული ქალი ვიყავი და აღარც მას ერქვა ჩემი ქმარი.ჩვენს შორის ღალატი იდგა,რომელმაც დიდი ხნის წინ გააძევა სანდრო ჩემი გულიდან და მისდამი სიყვარულიც იქ გაატანა იმ ქალთან სარეცელს რომ იყოფდა.
ანასტასია ჩემსკენ გამოწია,გამოვართვი და გასასვლელისკენ წავედი,სანდრომ ხელი მომკიდა და გამაჩერა.
-სად მიდიხარ ამ დროს,ესე არ გამოვა.
-სანდრო არ მიკითხავს შენთვის წავიდე თუ დავრჩე მეთქი.
-მე არ მინდა რომ წახვიდე.
-კარგი მორჩი რა ამ უაზრო სიტყვებს.
-რადგან ვამბობ არ მინდა მეთქი ესეიგი არც წახვალ.ტონს აუწია და ხელიც მაგრად მომიჭირა.
-სანდრო მორჩი გთხოვ ბავშვსს ეშინია.
-ხოდა სახლში შემოდი ვილაპარაკოთ და სამივე ერთად დავბრუნდეთ თბილისში.უბრალოდ დალაპარაკება მინდა.
დავთანხმდი და სახლში შევყევი,არ მინდოდა ანასტასია ჩვენი კამათის მომსწრე ყოფილიყო.როგორც კი კარის ზღურბლს გადავაბიჯეთ,კარები უცებ გადაკეტა,გასაღები გამოაძრო და ჯიბეში ჩაიდო.
-რას აკეთებ სანდრო,ხმა ამიკანკალდა და ცრემლები წამომცვივდა.
-შედი ოთახში,მშვიდად მითხრა და შესასვლელისკენ წავიდა.ანაატასია დააძინე,ეძინება ცოდოა და მერწ ვილაპარაკოთ.
-კარგი ვუთხარი და ბავშვი გავიყვანე დასაძინებლად.თავისთავად წამომიტივტივდა თავში ამ სახლთან დაკავშირებული მოგინებები,როგორი ბედნიერები ვიყავით,რამდენ ემოციას იტევდა აქაურობა ერთმანეთთან გაზიარებულს?მაშინ როდესაც ჩვენი სიყვარული სუფთა და წმინდა იყო,მან კი ყველაფერი წაბილწა,ხაზი გადაუსვა ისე თითქოს ღირებული არც ყოფილა.შეიძლება ვინმემ იფიქროს რომ მეც მოღალატე ვარ მაგრამ ყველაფერი ხომ შემდეგ მოხდა,მე ხომ უბრალოდ ცხოვრება გავაგრძელე.ფიქრებში წასული უცებ სანდრომ გამომარკვია,კარის ზღურბლზე დადგა და თავი კედელს მიაყრდნო,გვიყურებდა რაღაც სევდიანად,ანასტასიამაც დაიძინა.მე მზერა ავარიდე და ფრთხილად დავაწვინე ტასიკო.
-ანა გამოდი რა გთხოვ.
-ჩშშ..გამოვალ.
ზალაში გავედი,დივანზე მოვკალათდსი,ხელები გადავიჯვარედინე და მოსასმენად მოვემზადე..ის ჩემს წინ იჯდა ცოტა მოშორებით და უფლებაც არ ქონდა ახლოს ყოფილიყო.
-აბა გისმენ ბატონო სანდრო,ან იქნებ მოღალატე სანდრო,რონელი ჯობია?
-ანა მორჩი არასერიოზულობას.
-მითხარი სერიოზულად როგორ უნდა განვეწყო შენს მიმართ,ამდენი ხანი გავიდა რაც დავშორდით და დღეს პირველად მეუბნები რომ დალაპარაკება გინდა.რაიყო თამუნამაც მიგატოვა?
-ვიცი რომ შეცდომა დავუშვი,არანაირუ გამართლება არ აქვს ჩემს საქციელებს პატიებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია მაგრამ....
-რა მაგრამ,სანდრო აქ მოტყუებით თუ იმიტო მომიყვანე რომ კიდე გაქვს იმედი მე და შენ რაიმე საერთო კიდევ შეიძლება გვქონდეს მომავალში ანასტასიას გარდა,გეტყვი რომ სრული მარაზმია.მაშინაც გითხარი და ეხლაც ამას გაგიმეორებ,შენ ჩემს ცხოვრებაში იმ დღეს დამთავრდი და იმ დღეს დაესვა წერტილი სსიტყვა ჩვენს ,როცა შენი ღალატის შესახებ გავიგე.ძალიან გთხოვ ამ თემას ნუღარ დაუბრუნდები და მეტად ნუ დაამცირებ ნურც საკუთარ თავს და ნურც იმ ურთიერთობას რაც მანამდე გვქონდა.
-ანა ესეთი ადვილია შენთვის ამის თქმა რომ წარბსაც არ იხრი?
-ადვილი?სანდრო იცი მე რა დღეები გამოვიარე?აუცილებელია წარსულში დავბრუნდე და ყველაფერი გითხრა?
-მითხარი,ამის დედაც ... ღმწრთმა დამწყევლოს ესეთი არარაობისთვის.თქვა და მუშტი კედელს დაარტყა,სისხლი წასკდა მაგრამ მე ადგილიდანაც არ გავნძრეულვარ.
-რა გინდა ეხლა თვითგვემას მიეცე და ეს მე მაყურებინო?
-ანა შენი აზრით ყველაფერში მე ვარ დამნაშავე რაც ჩვენ შორის მოხდა?
-არა ასე არ ვფიქრობ,ერთი მხარე არასდროსაა დამნაშავე,მაგრამ შენ ჩემგან არაადროს გაკლდა არც სითბო,ყურადღება და არც სიყვარული გესმის?რომ გეღალატა,ჩემი ცხოვრების მძიმე მომენტში,თან როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა შენი თანადგომა და მხარდაჭერა.
-მესმის ანა რომ იმედი გაგიცრუე.
-რააა,შენი აზრით ეს მხოლოდ იმედის გაცრუებაა და მეტი არაფერი?არვიხი როგორ გადმოგცე ჩემი მაშინდელი სულიერი მდგომარება,იცი ვინ იყავი სანდრო ანას ცხოვრებაში?აი წარმოიდგინე ხმელეთზე ხეს ხომ მუდმივად სჭირდება წყალი,რომ გაიზარდოს,კვირტები გამოიბას,ყვავილი გაშალოს,გალამაზდეს,ცაში აიტყორცნოს და ამაყად იდგგეს,თავმომწონედ უმზერდეს ირგვლივ ყველას,მაგრამ ნახე წყალი რომ აკლდეს ისეთი დიდი ვეღარ გაიზრდება,დამჭკნარ კვირტებს გამოიბავს და მახინჯ ყვავილს გაშლის,უსნო შესახედი იქნება ჩია დედაკაცივით.რწმენადაკარგული დაბლიდან ახედავს ახვა გასხივოსნებულ ხეებს ნეტა თქვენი ბედი მე მომცაო.იცზოვრებს ესე დაღალული იმ წყლის წვეთებით,რომელიც ფესვების სულ ბოლო ძაფებში ექნება ნაწვიმარისგან დალექილი.შენ წყალი იყავი სანდრო ჩემთვის ეხლა მაინც გესმის?იცი ბოლო დრო რომეკ წყალს გთხოვდი?სითბოს და სიყვარულის წყალს,რონელსაც თურმე სინამდვილეში თამუნასთან ხარჯავდი.იცი რა ძნელია ადამიანს ყველაფერს რომ აძლევ ბედნიერებისთვის და სანაცვლოდ მხოლოდ შექცეულ ზურგს იღებ?
-ნუთუ ასეთი ძლიერი სიყვარულით გიყვარდი ანა?მკითხა და თავი ხელებში ჩარგო.ხო მიყავრდი სანდრო კარგია შენთვითონ რომ ამბობ ამას.რა გეგონა წახვიდოდი რა სახლში მოსულს ისე დაგხვდებოსი ვითომც არაფერი?შენ ყვწლა იმ საშინელი გრძნობიათვია ისე გამიმეტე რომ არც კი შეგეცოდე,ეხლა კი ყველაფრის მერწ წინ მიზიხარ და აფსურდულ შერიგებაზე მელაპარაკები.
-არ ვიმსახურებ პატიებას ანა.
-რა გაპატიო სანდრო ღალატი?იცი მოღალატე ადამიანი სამუდამოდ არის განწირული უნდობლობისთვის,ის ქალებიც კი რონლებიც თვალს ხუჭავენ ქმრის ღალატზე და ცხოვრებას აგრძელებენ მასთან ერთად მაინც ვერასდროს არიან მშვიდად,გულის სიღღმეში მაინც აქვთ ეჭვი და იცი რატომ?არ აქვს მნიშვნელობა ერთხელ უღალატე თუ ბევრჯერ,მოღალატე მაინც მოღალატედ რჩება და იმიტომ.
-იქნებ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო თორნიკეს რომ თავი არ გაეწირა და ცხივრების ბოლომდე ვალი არ დაედო ჩემთვის.
-სანდრო ცხოვრების ბოლომდე?ან რომელ ვალზე მელაპარაკები,შენ საკუთარ თავს იმის შანსიც კი არ მიეცი რომ როცა თორნიკე გამოიღვიძებდა მის წინ ყოფილიყავი,იქნებ და მოგცემოდა ცხოვრებაში ამ ვალის დაბრუნების შესაძლებლობა.შენ იმის მაგივრად რომ მაშინვე გამომტყდომოდი სიმართლეში,გული გამოიჭამე და ბოღმით დაბრმავდი იმიტომ რომ იცოდი თორნიკემ გაჯობა და შენ მსგავსად არასდროს მოიქცეოდი.იმის მაგივრად რომ ჩემთვის გეთქვა და ჩემთან გეპოვა შვება და თანაგრძნობა,თამუნასთან გაიქეცი და მოღალატე გახდი.სილაჩრეს უპატიებელი სეცდომაც დაამატე თან.
-ამ ყველაფრის მერე როგორ ხარ ესეთი ძლიერი რომ თვალიდან ერთი ცრემლიც კი არ მოგდის.
-შენ აქ მარტო ჩემი სიძლიერე დაინახე?ხო კაცებს არ მოგწონთ თქვენზე ძლიერი ქალები,ეს ახალი ამბავი არ არის.რაც არ გკლავს გაძლიერებს ხომ იცი.
-მართალი ხარ როცა გხედავდი უჩემოდ როგორ იყავი კარგად ეგოისტობა მიბყრობდა,მაინც საიდან მოიტანე ეს სიძლიერე?
-თორნიკესგან,მოკლედ მოვუჭერი პასუხი.სახეზე აღშფოთება და გაკვირვება ერთად გადაეკრა.
-ხო სანდრო თორნიკესგან,მან უგონოდ მყოფმააც კი შეძლო ამკვეყვანე იმ ჭაობიდან სადაც შენ დამტოვე ესე ღრმად ჩაფლული,საკუთარ თავს პირობა მივეცი რომ თორნიკეს გავაბედნიერებ რადაც არ უნდა დამიჯდეს და ასეც იქნება.
-რაა?სანდრო გაცეცხლდა და სკამს ამოკრა წიხლი.და მე ნა.უიზე გამიშვებთ ვითომ არც მიარსებია? და ეს არის თორნიკეს კაცობა და ღირსება?შენი აზრით იმ ამბავს შევეგუები რომ ჩემს მერე იმასთან იყო?
-ნუ ყვირი ბავშვს შეაშინებ.ჩემი აუღელვებელი ტონი კიდეც უფრო აგიჟებდა.ამ დროს მობილური ამოვიღე ჯიბიდან,თორნიკე რეკავდა.სანდრო ხელში მწვდა და გამომგლიჯა.
-ის არის ხომ? ამის დედაც...და უცებ მობილური სადღაც მოიფრიალა.
-მითხარი უკვე იწექი მასთან?მე აღარ მეკუთვნი?
-ეს შენ უკვე ნამდვილად აღარ გეხება.
-მაგასაც ვნახავთ ქალბატონო ანა.
-რას იზავ?აქ გამომკეტავ და იძულებით გამაჩერებ?თუ ისევ დამარტყავ და ამით შემაშინებ.
-როგორ მაინც არ ტყდები ანა და ისევ მაგ რქებით მეჯახები.
-ხო სანდრო იმ რქებით შენ რომ დამადგი ღალატის მერე.
ლენ-ნელა უკვე თენდებოდა.ვხედავდი როგორ სჭამდა საკუთარი შიგნიდან სანდროს.,ალბათ მისი სინდისი,კაცობა,ღირსება და ადამიანობა ერთიმეორეს არ ინდობდა და ერთად ესხმოდა თავს მის პიროვნებას.ცოტა ხნით ალბათ მიმეძინა კიდეც მანქანის ხმამ რომ გამაღვიძა.
-მამაშენი მოვიდა.მითხრა და კარის გასაღებად წავიდა.დარტყმის ხმა გავიგე და მერე მამაშემოვიდა,სანდეო საყელოდან ეჭირა.
-ანა სად არია შე არაკაცო
-აქ ვარ მამა.
-ვაა ისტორიის მთავარი გმირიც აქ ყოფილა.თქვა სანდრონ და კარისკენ გაიხედა საიდანაც თორნიკე შემოდიოდა.წავედი და მას მივეხვიე.
-იცოდე ჩემ შვილა ტუ კიდე რამე დაუშავე იცოდე თყვიას დაგაჭედებ ეხლავე შუბლში.ანასტასიას გაღვიძებოდა და ოთახიდან გამოვიყვანე.
-მოიცა ვატო რას ნიშნავს კიდევ?ბრაზმორეულმა იკითხა თორნიკემ და სანდეოაკენ წავიდა.
-გთხოვ ტოენიკე არ ღირა წავისეთ აქედან.
-რაიყო ანა საყვარლისთვია არაფერი გითქვამს?ცინიკოსის როლი მოირგო სანდეომ
-რას ბოდავ?მე რა არ ვიხი ანა?მკაცრად იკითხა თოენიკემ.
-რა არ ისი?შენ ნეტავ რა იცი გმირული თავგანწირვია გარდა.ძლიერია არა?ჰკითხა და ჩემაკენ გამოიხედა.მაგრამ ჩემთან ვერ გამოიჩინა ეგ სიძლიერე.
-ანა რასამბობს?ნუთუ..შე ახვ... ქალს როგორ მოერიე?ეოგორ გაბედე ქალზე ხელის აწევა.მე კიდე შენ კაცი მეგონე და შენ გამო სიცოცხლე გავწირე,კიდევ კარგი არ მოვკვდი თორემ ისე ხომ ვერ გავიგებდი შენნაირ ნაძირალას რომ ჩავაბარე ანას ცხოვრება.
მამას ვთზოვე ანასტასია სახლაი წაეყვანა,ჩვენც აღარაფერი გვესაქმებოდა იქ
-აბაროტი უჯვე ამიღე ხო?არ ცხრებოდა სანდრო და წამოდგომას ცდილობდა.
-ანა რასამბობს?
-იმის მაგივრად რომ ჩემთვია ეთქვა იმ სღეს რაც მოხდა დამიმალა და შვება ღალატში იპოვა.ვუთხარი თორნიკეს და თავი ხელებში ჩავმალე.ჩემი სიძლიერე სადღაც მოვისროლწ,ტირილი ამიტყდა.თორნიკეს ვეხვეწებოდი სანდროათვია მეტი აღარ დაერტუა თორემ ნამდვილად შემოაკვდებოდა.
-მე კიდე თავს ვიდანაშაულებდი სენს წინაშე სანდროსთან კაცურში ჩავიჭერი თქო და საკუთარ ღირსებას ვებრძოდი მთელი ეს დრო,ჩემი ანასადმი გრძნობები რომ ძველებურად მომეთოკა.შენ კიდე ნამდვილი ლაჩარი და მხდალი არარაობა ხარ.გაფრთხილებ კიდევ რომ გამოჩნდე ჩვენს აიახლოვეს იცოდე დედაბუდიანად აგაორთქლებ აქედან
თორნიკემ ხელი მომკიდა,მანქანაში ჩავახედით და გავეცალეთ იმ ადგილს.მთელი სხეული მიკანკალებდა,ხელები და ტუჩები საშინლად მქონდა დაბუჟებული და ისტერიულად ვიფშვნეტდი თითებს.ასე მაშინ მემართება ხოლმე ნერვიულობისგან საკუთარ თავზე კონტროლს ეომ ვკარგავ,ბავშვობაში გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ.ასე ბოლოს სანდროსთან დაშორებისას ვიყავი.თორნიკე მიხვდა მანქანა გააჩერა,გადმოვიდა და მეც გადამიყვანა.ჩემი ხელები მისაში მოიქცია და დამასაჟება დამიწყო.
-ასე უკეთესია?არ გრძნობ შვებას?აღარ ინერვიუკო გთხოვ.ის სენს ერთ ცემლადაც არ ღირს.ხომ იცი მე შენ გვერდით ვარ,აღარ მუვცემ მოახლოების უფლებას.
-უჯეთესია,ვყთხარი და მთწლი სხეულით ავეკარი.თორნიკე ჩვენ რომ მაშინ დავთანხმებოდით იმ ქორწინებას,მაშინ რომ ასე აფსურდათ მიგვაჩნდა იქნებ ცხოვრება უფრო ლმობიერი ყოფილიყო ჩვენი ყველას მიმართ და ნაკლებად დავტანჯულიყავით.
-ანა იცი როგორ არის?აწმყო ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე სიგნალებივით მინიშნებებს გვიგზავნის როგორ შეიძლება სჯობდეს ჩვენი მომავლიათვის,მაგრამ ჩვენ ხშირ შემთხვევაში ამას საერთოდ ვერ ვამჩნევთ და შედეგად რაც ხდება ცზოვრებია დაუნდობლობას მივაწერთ ხოლმე.არადა არც ისეთი ბოროტია სამყარო როგორც წრთი შეხედვით ჩანს,მთავარია სენ როგორი კუთხით და განწყობით შემოუვლი მას.ყველაფერი ისეთი ხდება ჩვენ გზაზე რისი გაძლებაც და გადალახვაც შეგვიძლია.ასე წავიდა ჩვენი გზა და უკან ყურებით ვერაფერა შეცვლი.
-ნეტავ იცოდე როგორ მიხარია თორნიკე ისევ ჩემთან რომ ხარ.
-მე ყოველთვის ვიყავი,ვარ და ვუქნები ანა.
-როგორ მიხვდით რომ აქ ვიქნებოდით?
-სახლში გვიანობამდე რომ აღარ საბრუნდი ვატომ დამირეკა.მერე ბიჭებს ვთხოვე ტელეფონის სიგნალები გადაემოწმებინათ და ასე.თან რომ არ მიპასუხე გამიკვირდა.
-ანუ ვატოს რომ არ დაერეკა დარეკვას არ აპირებდი ჩემთვის?ან ამიხსენი დილით სად გაქრი?
-რათქმაუნდა აგიხსნი ქალბატონო ანა!





მაპატიეთ ლოდინისთვის,ველი თქვენს შეფასებებს❤❤შეცდომებისთვის ბოდიშს გიხსით❤




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent