შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი #17 (+18)


14-04-2019, 20:17
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 157

დამიანე*:

კარმის, ცხოვრებისეული ბუმერანგების და ასეთი მოროშილი რაღაცეების აღარ მწამს. საერთოდ აღარ მწამს აღარაფრის... ვინმე ან რაიმე რომ არსებობდეს, თუნდაც ის ენერგია რომელსაც თითქოს და შეუძლია ყველაფრის წარმართვა თუ მართვა...მე დღეს ამას არ ვიგრძნობდი.მისი თვალებიდან ტანჯულად გადმოღვრილ სითბოს არ ვიგრძნობდი... როდესაც ცხვირწინ მიჯახუნებული კარები გხვდება , როდესაც უარყოფილი და დანგრეული ხარ, ან ლუკმა გაჩხერილი მოწამლული კერძებით გაწყობილ სუფრაზე... შეშინებული ხელებს იქნევ რომ მას მოკიდო ხელი და ბოლოს ისიც ილუზიად გევლინება...ზუსტად ასეთი რამ დამემართა მისი დანახვისას. ჩვენს შორის არსებული ერთი მეტრი სანამ შეივსებოდა, მილიონმა აზრმა გამიელვა და თითოეული მათგანი დამტვრეულ შუშაზე დაწოლის ტოლფასი იყო. ამას ვერ ავიტანდი... ტყუილს შეჩვეული მის რეალურ სახეს ვერ ავიტანდი.
რამდენიმე საათში წარმადგენდნენ დიად მოსამართლესთან და გადაწყდებოდა, დამტანჯველი დღეების შემდეგ ჩემს რბილ ლეიბზე დავიძინებდი, თუ ხმელი მეტალის ნაგლეჯზე. ყველა ძვალი მტკიოდა, რაც კი გამაჩნდა. ერთ ადგილას მოსვენებას ვერ ვპოულობდი. თითქოს რეალობას ვეღარ ვეგუებოდი, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. ტვინი ზედმეტად დამძიმებული მაქვს არასახარბიელო ინფორმაციით, რაც სწორად აზროვნების უნარს საგრძნობლად მიქვეითებს. თითქოს, ყველაფერი ისეთივეა როგორიც იყო, მაგრამ სხვანაირია... თითქოს, ვეღარაფერს ვგრძნობ, მაგრამ ყველა გრძნობა ერთმანეთში არეული ერთად მაწვება. ზიზღი, სიყვარული, ღალატი, იმედგაცრუება... ყინულის თვალები თვალწინ მიდგას და ჩემს წინაშე იმსხვრევა, ეს არარეალურია. მახსენდება უბანში, ღამით, გაჩერებაზე... მაშინ, თითქოს მისი თვალის ფერში ეჭვი შემეპარა. მისი დაბნეული ხმა, რომ ეს ღამის განათების ბრალი იყო. ალბათ იმ საღამოს არ მელოდა. თითქოს მტკივა, მაგრამ მსიამოვნებს. თითქოს უბედური ვარ, მაგრამ სიხარულით და ბედნიერი ღიმილით ვერ ვხვდები ამ ფაქტს. თითქოს სამყარო გახდა სხვანაირი, მაგრამ ეს მე შევიცვალე, ჩემი რეალობა გახდა სხვანაირი. ცვლილება ყოველთვის სასიამოვნო არაა, უმეტესწილად ის დიდ ტკივილს უიგივდება და ახლა თავი დაკარგული მგონია...

ელიზაბეტი*:

ვგრძნობ, ოფლში როგორ ვიწურები და თვალებს ხამხამით ვახელ. საფერთქლები გაუსაძლისად მტკივა. რამდენიმე წუთი მჭირდება იმის გასაანალიზებლად, რომ მივხვდე სად ვარ. გახუნებული კედლები მეხსიერებას მიბრუნებს. ჭიქა წყალს ხელში კანკალით ვიღებ და ნელა ვსვავ. ფეხზე რომ ვდგები, ძვლები მიჭრიალებს, მტკივა. მინდა ისევ დავწვე და ძილს მივეცე, ოღონდ ამჯერად სამუდამოს.
-როგორც იქნა გამოფხიზლდი - აბესაძე უკმაყოფილო მზერით მიცქერდა.
-დამიანე...
-ელიზაბეტ, მოეშვი. გონება დაკარგე, უჭმელობის ბრალია. რაღაცეები მოვიტანე და...
-ხელით მაგიდაზე დაწყობილ ორ ქაღალდის შეკვრას გადასწვდა. იმის წარმოდგენაც კი, რომ მათში საჭმელი იყო ღებინების სურვილს მიმძაფრებდა.
-ვაფასებ, რასაც აკეთებ მაგრამ არ მინდა... მადლობა. - ამოვიჩურჩულე და კედელს მივეყრდენი.
-ისევ გონებას დაკარგავ და დამიჯერე, გულწასული ჩვენებას ვერ მისცემ. ცოტა მაინც შეჭამე.
-ჩვენება... დამიანე, სად არის?
-დაკითხვაზე, ცოტა ხანში შევაკითხავ.
-ახლა მის გვერდით არ უნდა იყო?
-აქ არავის ვიცნობ, მარტო ხომ არ დაგტოვებდი. - მხრები უხერხულად აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა. დაღეჭილი სალათის გადაყლაპვას მთელი ძალა დავატანე და კუჭმაც ავსება დაიწყო. მესიამოვნა, მაგრამ ახლა საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრი უადგილო იყო, როდესაც რურუას აქ სადღაც სასამართლოს უწყობდნენ. რაც შემეძლო სწრაფად დავასრულე სალათი და ფეხზე წამოვდექი. შედარებით მყარად ვგრძნობდი კიდურებს, მაგრამ სუნთქვა ისევ მიჭირდა.
-მეც მოვდივარ და არ შემეწინააღმდეგო.
-მაგის აზრი? კი, საერთოდ არ გიცნობ,მაგრამ ის მაინც ვიცი რომ დამიანეს გამო უკვე ყველაფერზე ხარ წამსვლელი, მათ შორის ცუდსაც ვგულისხმობ.
-ნიკა... - ყელში სევდა კვლავ დამიბრუნდა, დამრგვალება დაიწყო, რომ ერთ ბურთად შემკრალიყო და გავეგუდე.
-არაფერი თქვა, დანტეს ჯოჯოხეთის ბილიკზე გავლა ჩემს ძმაკაცს თავისი სურვილით არ გადაუწყვიტავს. შარი ხართ ქალები!
-ხმა ვერ ამოვიღე. სიტყვები გულში შხამიანი ეკლებივით მესობოდნენ. დამიანე თავის სასჯელს ამ ფერწასულ კედლებში იღებდა, მე საკუთარ ორგანიზმში. გრძნობები იქცა ჩემს სასჯელად.
-ხვალ გადაიყვანენ.
-რა?! - მოულოდნელობისგან ლამის ფეხი გადამიბრუნდა. წინ წასული სწრაფად მობრუნდა და მხრებზე ხელები მსუბუქად ჩამომაწყო. ოდნავ წელში მოიხარა რომ გამთანაბრებოდა და თვალებში ჩამაშტერდა.
-აი რას იზამ ახლა. არ გაჯიუტდე, ამისთვის ზედმეტად სუსტად ხარ. წადი დამიანესთან, შენი ნივთები იქ დატოვე და...ჯანდაბა, ამის გამო მომკლავს დამიანე!- თავი თვალდახუჭულმა უკმაყოფილოდ გააქნია. წარბები ერთმანეთს დაახლოვა და განაგრძო. - იაზრებ მაინც, რამდენად მნიშვნელოვანი როლი გიჭირავს დამიანეს ცხოვრებაში?! - თავი ვეღარ შეიკავა და დაიყვირა. უკვე რეაგირება აღარ მქონდა, მსგავს ამბებზე. თავისუფლად და უსიტყვოდ მივიღებდი ყველანაირ დამცირებას და ყვირილს. ამას ნამდვილად ვიმსახურებდი. გული შემეკუმშა. თვალები ცალი ხელით მოისრისა და ღრმად ამოისუნთქა.
-დასვენება გჭირდება. - ხმის კანკალით, ხმადაბლა მივმართე და თავი ჩავხარე. ფაქტი იყო, რომ გამოძინება ნამდვილად ესაჭიროებოდა. ამას მისი ჩავარდნილი თვალებიც ამტკიცებდნენ.
-სასამართლოს ნიშნავენ ხვალ. ვერ დავტოვებ, რამე რომ დასჭირდეს ყოველი შემთხვევისთვის, აქ უნდა ვიყო. უნდა წახვიდე მასთან, მისი საბუთები მოძებნო და წამოიღო.
ჩემი გონება ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად გადაეხარშა მიწოდებული ინფორმაცია და შეძლებისდაგვარად ახერხებდა კიდეც. იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, რომ სასამართლოზე რაიმე ცუდი მომხდარიყო. თავი უხმოდ დავუქნიე აბესაძეს. უკვე მისი მდგომარეობაც მაღელვებდა, იმდენად ფერწასული აკეთებდა თითოეულ მოძრაობას.
კართან მისული, ნელა შევბრუნდი მისკენ.
-ნიკა... რას ფიქრობ, დაუმტკიცებენ უდანაშაულობას?
-პატარა კავშირები მაქვს. უკვე ველაპარაკე მათ... მთავარია დამიანემ ის გააკეთოს, რაც ვუთხარი და შენც ყველანაირად უარყოფითი ჩვენება მისცე რაფაელზე. როგორც ხედავ, დღეს ეს გადაიდო... როგორმე გოგოლიძეს და რურუას საქმე ერთმანეთს უნდა დავაკავშიროთ.
-ბოლობოლო ზურიც ხომ რურუაა...
ჩემთვის ჩავიბურტყუნე. ტუჩები უხერხულად მოვკუმე და შენობა დავტოვე. უკვე ბინდდებოდა. არ მჯერა, რომ მთელი დღე ამ დაწყევლილ ადგილას გავატარე. სიმართლე რომ ვთქვა აქაურობის დატოვება არც მინდოდა. არ მინდოდა დამიანესგან შორს წასვლა. მისი სიტყვები, რომ ჩემი ნახვა არ სურდა, გაფუჭებული კასეტასავით მიტრიალებდა თავში. ყოველი თვალის დახუჭვისას კი, მისი ზიზღნარევი სახე საკუთარი თავის ზიზღს მმატებდა.
მისი სახლის კარი შევაღე თუ არა, ნაცნობმა სურნელებამ ნესტოები ამიწვა. სიგარეტის კი ამ ყველაფერს ამძაფრებდა. წარმოდგენა არ მქონდა, სად უნდა მეძებნა საბუთები, მაგრამ რაც მალე ვიპოვნიდი, ვხვდებოდი, რომ მით უკეთესი იქნებოდა. ყოველი შემთხვევისთვის დრო დილამდე მქონდა. საკუთარი ნივთები დივანზე დავაწყვე. გარშემო მიმოვიხედე და თვალებით ისეთ ადგილს დავუწყე ძებნა, რაც აქ ცხოვრების პერიოდში თვალში არ მომხვედრია. რეალურად კი მის პატარა, მყუდრო სახლში ასეთი ადგილი არ მეგულებოდა. საძინებელში შევედი და დალაგებას შევუდექი, ყველაფერი თუ მწყობრში იქნებოდა, ძებნაც გამიადვილდებოდა. ყოველი მის ნივთთან შეხება კიდევ ერთ ჭრილობას მიჩენდა ისედაც ნაფლეთებად ქცეულ გულზე. მისი ჩემდამი უარყოფა თავს არ მანებებდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენად ვიტვირთავდი თავს საქმით. ის მაინც არსად ქრებოდა.
ყველაფერი რომ მწყობრში დადგა, თვალი წყნარად მოვავლე ოთახს. თაროსთან მივედი, სადაც უკვე სუვენირად იდგა ჩემი და დამიანეს მიერ გამოცლილი რუსული “კალვადოსი”, რომელიც მამამისს მოპარა. გახსენებისას გამეღიმა, მაგრამ ტკივილი უფრო მეტი იყო, ვიდრე მოგონებებით გამოწვეული ბედნიერება. ცარიელი ბოთლი რამდენიმე წუთით ვატრიალე ხელში. ამ ცივ, შუშის ნაგლეჯთან შეხება და გახსენება, იმდენად დიდ სიამოვნებას და ტკივილს მანიჭებდა ერთდროულად, გაშვება რთული აღმოჩნდა. ყველაფერი გადავქექე, ყველა კუთხე, უჯრა. დამიანეს საბუთები არსად იყო. ვარიანტად სარდაფში ჩასვლა მქონდა დარჩენილი, რაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ვიცოდი, იქაურობის დანახვა კარგ ემოციებს ნამდვილად არ გამოიწვევდა ჩემში. ჩანთას ხელი დავავლდე და სწრაფად ჩავიარე კიბეები.
-უგემოვნოდაა მოწყობილი, ალბათ ბევრ რამეს შევცვლი. - მომესმა უცნობი ხმა, რომელიც სიცილით საუბრობდა. კიბეებზე სვლა შევაჩერე. სმენა დავძაბე და ჩაბნელებულ კიბეებს, რომლებიც სარდაფისკენ მიდოდა თვალი გავუშტერე.
-არ რისკავ? ხომ იცი, ვალები და მთელი ამბები აქვს აქაურობის პატრონს. - გოგოლიძეს ხმა ის ერთერთი იყო, რასაც ალბათ ყოველთვის ამოვიცნობდი. გული მაშინვე ამიჩქარდა.
-ყოფილ პატრონს. - პასუხი არ დაუყოვნა უცნობი ხმის პატრონმა.
-სწორად აღნიშნე.
-რაფაელ, მოდუნდი. ყველაფერი დასრულდა. შენ შენი მიიღე, მე ჩემი. აქაურობა კარგია, ხალხიც იცნობს უკვე. პოლიციას ამისთვის აღარ ეცლება და რაც შეეხება დამიანეს ვალებს, ციხიდან სხვანაირად გაისტუმრებს. - კვლავ გულისამრევი სიცილი, ეს უკვე გაუსაძლისი ხდებოდა - აქ არავინ მოაკითხავს.
-თუ ფიქრობთ, რომ აქაურობა უპატრონოდ რჩება, ძალიან ცდებით!
-არ ვიცი ამდენი გამბედაობა, სიმამაცე თუ სითამამე საიდან დამიგროვდა, მაგრამ ხმის ამოუღებლად კუთხეში მიმალული ვეღარ ვიდგებოდი. ხელები მიკანკალებდა, ამიტომაც მუშტებ შეკრული დავდექი ორი კაცის წინაშე. უცნობი მართლაც უცნობი აღმოჩნდა, მას ნამდვილად არ ვიცნობდი. აი რაფაელი კი... თავიდან გაოცებული, შემდეგ კი ირონიული ღიმილით შემომყურებდა.
- შენ ცდები, საყვარელო. - მომმართა უცნობმა. - ამ ადგილს ყავს პატრონი, მე. და შენ ვინ ხარ?
-შენი ყოფილი პარტნიორის მორიგი სათამაშო, ძ*კნა. - ამოისისინა რაფაელმა და საზიზღარი ღიმილის უკან გალესილი კბილები გამოაჩინა. მზად იყო ნებისმიერისთვის ჩაესო და მოეშხამა. როგორც ერთ დროს მე გამიკეთა. - ვიფიქრე, უკვე გაიქცა რუსეთშითქო.
-ამის უფლებას არ მოგცემთ! - დავაიგნორე რაფაელის უაზრო რეპლიკა და მათკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
-კარგი, იქნებ სხვა რამე მოგეცა? - ახარხარდა უცნობი.
-არ გირჩევდი, კოტე. სახეს ჩამოგპორჭყნის. - სიცილში აჰყვა რაფაელი. თავს საშინლად ვგრძნობდი. დაჩაგრული, სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. თვალებზე ცრემლები მომადგა ბავშვურად და ტირილის მეტი არაფერი მინდოდა. მაგრამ იმას ნამდვილად არ დავთმობდი, რის სრულყოფილებაში მოყვანასაც დამიანემ წლები დაახარჯა და ვიცოდი, იმ საშინელი გისოსებიდან რომ გამოვიდოდა აქაურობას ძალიან კარგად გამოიყენებდა. რათქმაუნდა, ნარკო დილერობით აღარ.
-არ მეგონა, რურუა ასე გულუხვად თუ უყოფდა თავის სათამაშოებს ძმაკაცებს. - მიუგო უცნობმა, რომელსაც როგორც გავიგე კოტე ერქვა. დამიანესგან ვიცოდი, რომ ეს იყო მისი მეწილე, რომლის ნდობაც საშინლად არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ენდო. გამოუვალი მდგომარეობის გამო. ჩემზე ისე საუბრობდნენ, თითქოს მათ წინაშე არ ვმდგარიყავი. დამიანეს სათამაშო ნამდვილად არ ვიყავი, მით უმეტეს არც არავისთან მიყოფდა.
-არ იცოდა, თორემ შენც იცი, რა ძუნწია ყველაფერში. ხუთ პროცენტს შენ უხდიდი, მე კი არა.
-საკმარისია! - დავიყვირე, როგორც შემეძლო და რამდენიმე წამით თვალები ერთმანეთს დავაჭირე. - არავის მასხრად ასაგდები არ არის დამიანე, მით უმეტეს თქვენი!
-ელიზაბეტ, რაღაც დიდ გულზე მეჩვენები. რა მოხდა, ასე მარტივად გაპატია დამიანემ?
-ამაზრზენი ხარ! - რაფაელის სიტყვებმა დამიანეს უარი კიდევ ერთხელ, მკაფიოდ შემახსენა. უნებურად გადმოვარდნილი ცრემლები სწრაფად მოვიწმინე. ემოციებისგან საშინლად ჩამოცხა. ზურგზე მოკიდებული ჩანთა, იქვე ძირს ჩამოვდე, ისე რომ მათთვის თვალი არ მომიშორებია.
-მე ამაზრზენი ვარ, შენ კი პირადი ცხოვრება არ გაგაჩნია. ამას ნამდვილად ამაზრზენობა ჯობს! - კვლავ მისი ხარხარი. კოტე დამიანეს კუთვნილ სკამზე მოკალათებული, ყველაფერს შორიდან ადევნებდა თვალს.
-არ მესმის, ადამიანობა საერთოდ არ გაგაჩნია?! ერთი სული მაქვს ციხეში როდის გნახავ.
-არა ძვირფასო, ვერ მნახავ. მანდ რურუას მიაკითხე ხოლმე. რათქმაუნდა თუ შენი ნახვა სურს.
-შენ...
-რა? მე საიდან ვიცი? ბევრი ნაცნობი მყავს, ძალიან. დაგავიწყდა?!
-ადამიანის გრძნობებზე თამაში ასე არ შეიძლება, რაფაელ!
-ამას შენ მეუბნები, თუ ნატალია? - გულზე ხელები დაიკრიფა და სავარძელზე მოწყვეტით დაეშვა. ასე მეგონა, წამი წამზე გავსკდებოდი.
-შენზე ყველამ ყველაფერი იცის. თავისუფლების წუთები დათვლილი გაქვს. - კმაყოფილების ღიმილმა გადამირბინა, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ ალბათ ჯობდა ეს არ მეხსენებინა და საიდუმლოდ დამეტოვა. ასე, შეუმზადებლად უფრო დიდ დარტყმას მიიღებდა. ახლა მე ვიყავი შურისძიებით შეპყრობილი, მინდოდა რაფაელისთვის ყველაფერი ორმაგად მეზღვევინა. მაგრამ რათქმაუნდა, რაც მას ელოდა, ეს იმის ნახევარიც არ იქნებოდა, რაც დამიანემ ან თუნდაც მე განვიცადე.
-რა თქვი?! - მისმა ნერვულმა სისტემამ როგორც ყოველთვის არ დააყოვნა და წარბიც უმალვე აუთამაშდა. კოტე წარბებაწეული უყურებდა სანახაობას.
-თინეიჯერი ბიჭის დაჭრა შენი მხრიდან სულელური საქციელი იყო.
-რა გააკეთე?! - როგორც ჩანს, კოტემაც არ იცოდა და გაკვირვება ვერ დამალა. იმის ძალაც არ მქონდა რომ ახლა მე მეცინა, არადა ნამდვილად სასაცილო მდგომარეობაში იყო რაფაელი ჩავარდნილი. გოგოლიძემ თვალები აატრიალა და მუხლებს დაეყრდნო.
-ელიზაბეტ, დამიანეს ძმა იმიტომ დავჭერი, რომ ზედმეტი მხიარულება მოგივიდათ.- ისე უდარდელად ჩაილაპარაკა, თითქოს ადამიანის სიცოცხლეს კი არა, ჩვეულებრივ სათამაშოს წასთამაშებოდა.
-მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ! რომ გაგიცანი იმ დღიდან შენი თავის გარდა არავინ გადარდებდა და შენი დის სიკვდილის ღამე არ გამახსენებინო!
-ერთ დროს შენც ასე ფიქრობდი! - კბილებში გამოსცრა, ფეხზე წამოდგა და ნელ ნელა მომიახლოვდა. - იცი რას გეტყვი? ძალიან არ მაინტერესებს, ვის რა უთხარი. შენ უკვე აღარაფერი დაგეჯერება. არ ვნანობ შენს გაცნობას, პირიქით ამან რამხელა სიამოვნება მომანიჭა, მგონი შენც ხედავ. არ ვნანობ, რომ ანას სიკვდილის ღამეს შენზე ძალა ვიხმარე. არ ვნანობ, რომ დამიანესთან მიგაქსიე, ამით ხომ შენც ერთობოდი?! - წამით შეყოვნდა, თითქოს რწმუნდებოდა რომ საკმარის ტკივილს მანიჭებდა გახსენებით და არც ცდებოდა. ტუჩები დამბლა დაცემულივით მიკანკალებდა.- არ ვნანობ ზურის დაჭრას, ნეტავ საერთოდ სასიკვდილოდაც გამემეტებინა. ასე ხომ უარესად დავტანჯავდით ჩვენ ბიჭს?! და რაც მთავარი, არ ვნანობ, რომ ყველაზე შეუფერებელ მომენტში გამხილე. მე თუ მკითხავ ზუსტად შესაფერისი მომენტი იყო. შენ შენი მოგეზღვა. გაგაფრთხილე, არ უნდა შეგყვარებოდა ეგ ბიჭი და შენც მოგებული დარჩებოდი, მაგრამ არ დამიჯერე. სანაცვლოდ ბედნიერი, ევროპული წყვილის ცხოვრება მოიწყვეთ! არ ვნანობ, რომ ახლა, აქ კოტესთან ერთად ვარ და სიამოვნებით დავეხმარები, ამ ადგილის რესტავრაციაში. აი შენ კი...- თითი შემსკენ გამოიშვირა და მკერდზე მომადო. ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. ენა გადაყლაპული მქონდა. ჩემს წინ ნამდვილი სატანა იდგა, ამაში მეორე აზრი არ არსებობდა. - ჯობია აქედან გაქრე საერთოდ და რუსეთში ცხოვრება მოიწყო, თორემ კარგად მოგეხსენება, ყველგან გიპოვი, თუ რურუას სახელს შენ პირიდან არ მოიშორებ!
- შენი არ მეშინია.
-ეს გამოწვევაა?! - თვალები ისე უელავდა, როგორც ჯოჯოხეთიდან აღზეებულ ეშმაკს, ზუსტად ვიცოი ახლა რაღაც ცუდი მოხდებოდა, მაგრამ აზროვნების უნარი წამრთმეოდა.
-რაც თქვი სიმართლეა? - ამ ხნის განმავლობაში მეორედ ამოიღო კოტემ ხმა და რაფაელს პასუხის მოლოდინში მიაჩერდა. გოგოლიძეს საშინელი ღიმილი სახიდან არ შორდებოდა, ნამდვილი იარლიყივით ჰქონდა არტყმული და იდიოტივით იღიმოდა. ერთ ადგილას გაქვავებული ვიდექი და რაფაელის მხრიდან საპასუხო დარტყმას ველოდი.
-კარგი რა კოტე. ჩემი ცოდვები ისე შეიცხადე, თითქოს შენ მამა აბრამის ბატკანი მყავდე.
-ასე არ არის... მაგრამ, არ ფიქრობ რომ მეტისმეტია?
-რა არის მეტისმეტი. ეს გოგო შეგეცოდა?!
-ეს ის გოგო არ არის ვის გამოც დამიანეს გონება ჰქონდა არეული?! - ახლა, ორი მამაკაცის ხელი ჩემსკენ იყო გამოშვერილი. სცენა და წითელი განათება მეკლდა სრული სპეკტაკლისთვის.
-და ეს ის ქალია, ვინც უკვე მერამდენე წელია, მიყვარს.
-ძალის ხმარება სიყვარული არ არის, რაფაელ...- ხმადაბლა ამოიბურტყუნა კოტემ და უფრო მჭიდროდ აეკრო საზურგეს. თითქოს გოგოლიძისგან გამოსროლილი ბრაზისგან თავის დაცვას ცდიობდა. მათ საუბარში ტელფონი ამიზუზუნდა. ყურზე მივიდე თუ არა, პასუხი არ მქონდა გაცემული, რომ აბესაძეს ხმა ჩამესმა.
-არაფერი თქვა,კითხვები არ დამისვა, უბრაოდ რაც შეიძლება სწრაფად წამოდი მანდედან. დანარჩენს მე მივხედავ.
-კავშირი შეწყდა. აგონიაში მყოფნა სწრაფად შევინახე ტელეფონი. რაფაელი ავისმომასწავლებლად მომშტერებოდა. ხმის ამოღებას არ ვაპირებდი თუმცა ასე მარტივად მათგან ვერც წავიდოდი.
-თქვენი საქმის თქვენ იცით, მაგრამ მე მითქვია... ცუდი განზრახვები არ შეგრჩებათ.
-ისევე, როგორც შენ არ შეგრჩა, ¨ყინულის პრინცესა!¨
ჩემი ყალბი ზედმეტ სახელის ხსენებისას გამაჟრიალა.. თავის დაკარგვის დრო ახლა ნამდვილად არ იყო. ნიკა ტყუილად არ დამირეკავდა. ნერწყვი მძიმედ ჩავყლაპე, საკუთარ ჩანთას ხელი დავავლე და გასასველისკენ გავედი. რამდენიმე კიბე მქონდა ავლილი, რომ თეთრმა განათებამ უმალვე დამაბრმავა. რეფლექსებმ მოქმედება დაიწყე და დასაჩრდლად ხელი ავიფარე. აბესაძე უსწრაფესად მომმვარდა და მკლავში ხელი ჩამავლო. ვაანალიზებდი, რომ გარეთ უარესი ამბავი იქნებოდა. უყოყმანოდ დავუქნიე თავი და სწრაფად ავიარეთ დანარჩენი კიბეები.
არ შევმცდარვარ, ორ პოლიციის მანქანას, გაოთხმაგებუი რაზი ახლდა თან. ვიფიქრე, მე მიჭერენ მეთქი და თავი ჩავხარე. კითხვების დასმას არ ვაპირებდი. მაგრამ იმედი გამიცრუვდა, როდესაც გვერდი მძიმე ნაბიჯებით ჩამიარეს და სარდაფში ელვის სისწრაფით ჩავარდნენ.
- ყოჩაღ, კარგად იმუშავე. - მსუბუქად გამიღიმა ნიკუშამ. გონზე ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი, თვალები ოფისის ჩასავლელზე მქონდა გაშტერებული და ვცდილობდი ორგანიზმიზთვის სუნთქვა მეიძულებინა. რამდენიმე წამსი, ორ ორა კაცმა იდი ალიაქოთით მოიყვანა რაფაეი და კოტე. რამდენიმე წამით შეყოვნდნენ კიდეც, რადგან გოგოლიძე წინააღმდეგობის გასაწევად ფეხებს აქეთიქეთ პატარა ბავშვივით იქნევდა. მინდოდა ბედნიერებისგან მეცინა, მეხტუნავა, რაიმე მაინც მეთქვა, სანაცვლოდ გაქვავებული ვიდექი და მომხდარს ვაანალიზებდი. ნიკუშა მომშროდა, რამდენიმე ნაბიჯი მათკენ გადადგა და წელში გაიმართა. ასე, ალბათ ორ მეტრსაც კი აღწევდა თავისი მედიდური აღნაგობით.
- თქვენ ბრალი გედებათ განზრახ მკვლელობის მცდელობაში, შანტაჟსა და ძალადობაში. გაქვთ დუმილის უფლება, ყველაფერს რასაც იტყვით შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.
ნიკუშამ მარტივი ხელის მოძრაობით ანიშა, რომ რაფაელი იქიდან გაეყვანათ. ლანძღვა გინებით ჩატენეს მანქანაში გოგოლიძე და კარი მიუხურეს. თვალს ვერ ვწყვეტდი. ფანჯრის მიღმაც კკი ვხედავდი, როგორ მჭამდა თვალებით და ახლა მიღიმოდა, მაგრამ მისი ღიმილის უკან უფრო მეტი სისასტიკე იმალებოდა, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო. აბესაძეს ხმამ გამომაფხიზლა, როგორც იქნა თვალ მოვწყვიტე მანქანას და მისკენ მივბრუნდი. ახლა, კოტეს ესაუბრებოდა.
- კი მაგრამ, მე რაღა დავაშავე?
აბესაძემ გარშემო მიმოიხედა. რომ დარწმუნდა, ყველა რაფაელზე იყო ორიენტირებული, კოტეს ხელი დაავლო და ორ ფორმიანს, როელთაც მჭიდროდ ეჭირა თავი დაუქნია. მათაც მაშინვე დატოვეს თავიანთი პოსტი. ყველაფერს თვალს ისე ვადევნებდი, ტითქოს რომელიმე მძაფრ-სიუჟეტიან ფილმს ვუყურებდი. მაგრამ ფაქტია, რეალობა ფილმზე ბევრად უარესი აღმოჩნდა.
- მართალი ხარ, არანაირი სამხილი არ მაქვს შენზე. მაგრამ, რას ფიქრობ, შენი აზრით შეგარჩენდი ძმაკაცის ღალატს?
ყალბი ღიილით დააჯილდოვა ნიკუშამ. აფართხალებული კოტე სწრაფი ნაბიჯებით მიათრია მეორე მანქანამდე და თავისი ხეით ჩააყუდა.
- გოგოს მე მივხედავ, დაგეწევით.
ბრძანება გასცა.
ჯერ კიდევ შოკირებული ვიდექი და ვერ ვიაზრებდი მომხდარს.
- როგორ...
- მარტივად. - ხელი ჩანთაზე დამავლო, მომახსნევინა, გახსნა და შიგნითა პატარა ჯიბე ამოატრიალა. თვალებს არ ვუჯერებდი. გაფართოებუი გუგებით მივჩერებოდი შავ თითისტოლა მოწყობილობას. ყბა ჩამომმვარდნოდა.
- შენ რა... მოსასმენი აპარატი ჩამიდე?! - ხმადაბლა ამოვიჩურჩულე. ემოციებს ვერც გამოვხატავდი. ერთიანად ავდუღდი.
- ვერ გამამტყუნებ. არ გენდობოდი. მე რა ვიცოდი, იქნებ რაფაელთან შენი ფეხით მიხვიდოდი ყველაფრის შემდეგ და ქეიფს დაიწყებდით?! მაგრამ, შედეგი აშკარად გამოიღო ჩემმა უნდობლობამ... ყველაფერი გარკვევით ისმის, რაც შენ, რაფაელმა და კოტემ ისაუბრეთ.
გაოგნებული ვისმენდი მის სიტყვებს და ვცდილობდი სიწყნარე შემენარჩუნებინა. გონებას ვაიძულე რამდენიმე წუთის წინ მომხდარში დავებრუნებინე. ყველაფერი ხელახლა მოვისმინე. გამაჟრიალა, როდესაც გავიაზრე, რომ მხოლოდ აბესაძემ კი არა, მთელმა განყოფილებამ შეიტყო ჩემი წარსულის შესახებ. მაგრამ დიდ იმედს ვიტოვები, ამ კონკრეტულის შესახებ არავინ არაფერს მკითხავდა. მთავარი იყო, რომ რაფაელი ჩაჯდა.
- მითხარი, რომ იქიდან თავს ვეღარ დააღწევს.
- ვეღარ დააღწევს. დაწყნარდი. იპოვე საბუთები?
- მე...- დაბნეული ავლაპარაკდი. - ზემოთ არ არის, აქ ჩამოვედი მოსაძებნად და...
უხმოდ შევედით ორივე სარდაფში. იისე ჰქონდათ აქოთებული აქაურობა იმ რ ვირთხას, რომ სუნთქვა უარესად გამიჭირდა და ღებინების შეგრძნება გამიმძაფრდა. მხოლოდ დამიანეზე შემეძლო ახლა ფიქრი. ოთახი გავიყავით. ნახევარ ნაწილს მე ვქექავდი, საწერი მაგიდის და უჯრების მხარეს კი აბესაძე. ასეც ჯობდა. ჩემს მდგომარეობაში, ისე ვიყავი ახლა, საკუთარ თავს არ ვენდობოდი. შესაძლო იყო, რომ გამომრჩენოდა, ის რასაცვეძებდით.
- როგორ ჩაიარა დაკითხვამ? - ხმადაბლა შევაპარე, დიდი ხნის წინ თვში გაჩენილი კითხვა. თვალი მაინც არ გამისწორებია მისთვის. მაგრამ ვიგრძენი, როგორ გასწორდა მხრებში დოინჯი შემოირტყა და ღრმად ამოისუნთქა. გამოდის, ვერაფერი იპოვა.
- ხმა არ ამოუღია, სულ ადვოკატი საუბრობდა.
- ასე ხომ არაფერი გამოვა?!
- რაღაც მხრივ კარგია, ჩვენ სამს რომ ერთი პროფესია გვაერთიანებს.გარკვეული ვართ მსგავს ამბებში. - უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და დივანზე ჩამოჯდა - ყოველთვის ვეუბნებოდი, დამიანე არ გინდა, მოეშვი ამ საქმიანობას. მაგრამ თავისას არ იშლიდა. კაზინოში სიარულივითაა ეს ამბავი, რაც უფრო მეტ ფულს შოულობ, მეტი და მეტი გინდება. - ხელი აიქნია და თვალები მოისრისა. - აი შენი კიდევ არ მესმის. ელიზაბეტ მაისაშვილის წარსული შევისწავლე, ანუ შენი. როგორც შემეძლო და გავარკვიე რომ იქ დაგიმთავრებია უნივერსიტეტი. ხელმეორედ რაღატომ ჩააბარე, ასე ძალია გიყვარს სწავლა? ან, ყალბი საბუთებით რომ დადიოდი, არ იცოდი მაინც როგორ რისკავდი?!... ისე, კი შენ და დამიანე ერთნაირები ხართ. რისკის მოყვარულები. თქვენით ეძებთ შარს.
- რამე უნდა თქვას... თავი უნდა დაიცვას. - დავაიგნორე მისი გამოძიება და რურუაზე ავლაპარაკდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემს წარსულზე საუბარი სახარბიელო შედეგს ნამდვილად არ მომიტანდა.
- ვიცი, მისი სიტყვის გარეშე არაფერი გამოვა. მაგრამ ხომ გეუბნები,ხმას თუ იღებს ან უაზრობებს ბოდავს, ან გიჟივით იცინის.
- მომეცი მასთან საუბრის უფლება. - შევევედრე და მივუახოვდი. - აქ არ არის მისი საბუთები...
- ხვალ ნახავ, სასამართლოზე. ოღონდ არ ვიცი ჩემი ჩანაფიქრი რამდენად მოგეწონება. რაც შეეხება საბუთებს, უეჭველი წყნეთში ექნება. ავალ ახლავე და წამოვიღებ. ჩემთან ერთად წამოდი, გზაში გაგაცნობ გეგმებს.

თავი უხმოდ დავუქიე. ჩანთა მოვიკიდე და მანქანისკენ გავყევი. ხელში მოსასმენი მოწყობილობა ავათამაშე და გავუწოდე.
- მგონი, ეს აღარ მჭირდება. - შეძლებისდაგვარად გავუღიმე. ღიმილით გამომართვა და ფორმის შიდა ჯიბეში მოითავსა.
- წარმოუდგენელია. 24 საათზე ოდნავ მეტში შეძელი სრულიად წაშლილი შეპუტაცია ისევ აღგედგინა.
- იმედია ისევ ¨ყინულის პრინცესას¨არ დამიძახებ.
- ეგ ნატალიას უხდებოდა. მართლა ვამბობ, ნდობა დამიმტკიცე. მაგრამ არ ვნანობ ცუდად თუ გელაპარაკე. დამიანეს გულის ტკივილს ვერასოდეს გაპატიებ...


დამიანე:



ყველაფერი ერთბაშად დამატყდა თავს.
შარშანდელი შემოდგომა, წლევანდელი ზამთარი და კიდევ მომავალი წლის შემოდგომაც.
ყველაფერზე ერთად მქონდა საფიქრალი.
როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინ, როგორი სევდიანი ახლა და როგორი უბედური მომავალში..
შესაძლოა მხედველობაც წაერთმია ღმერთს ჩემთვის, სმენის უნარიც, საუბრის შესაძლებლობაც, თუმცა ზუსტად ვიცი, გრძნობებს არასდროს წამართმევდა და სწორედ ეს იყო ჩემი სასჯელიც.
ასეთი უბადრუკი, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.
არსებობდა კი რეალურად ღმერთი?!
ფიქრებში ჩაფლული მივშტერებოდი საკუთარ გათეთრებულ ხელებს. უკვე თენდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მალე სასამართლო მექნებოდა. ნიკუშამ კარგად დამარიგა, რაც უნდა მესაუბრა. თავი ყველანაირად უნდა მემართლა. სიმართლე, რომ ვთქვა, ამის ხალისი დიდად არც მქონდა, მაგრამ აქედან გასვლად ალბათ ღირდა. შემდეგ სხვა, უფრო რთული სატანჯველი მელოდა. პირველი, უნდა გამერკვია რაფაელის დის შესახებ, რომლის გამოც ასე ღრმად შეტოპა. მეორე, ნატ...ელიზაბეტის კავშირები გოგოლიძესთან. მესამე, მინდოდა ეს თუ არა, ირადად ელიზაბეტთან საუბრის გარეშე ამ ყველაფერს წერტილი არ დაესმებოდა.
კარგი, მზად ვიყავი ამისთვის. მზად ვიყავი, რომ ისე მოვქცეულიყავი, ერთხელ მაინც როგორ ნიკუშამ მითხრა და აქაურობას სამუდამოდ დავმშვიდობებოდი. როგორ მინდა ყველაფერი ერთ ამოსუნთქვაში გვარდებოდეს. სუნთქვის მეტს საერთოდ აღარაფერს გავაკეთებდი. არც მეყვარებოდა და აღარც ჩემს პრინციპებს გადავაბიჯებდი უმისამართოდ.
ლითონის კარზე კიდევ ერთი მეტალის ხმაურიანმა შეხებამ მაიძულა საკუთარ თავთან განმარტოებული იდელიისთვის თავი დამენებებინა. მთვალებში შევხედე ფორმიანს, რომელიც მთეი სახით მეუბნებოდა, რომ დრო იყო, საჯდომი ამეწია და გავსულიყავი. წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია. წყნრად წამოვდექი და კარებს მივუახლოვდი...

ელიზაბეტი:


მწარე ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდა. შეიძლება, ამ ყველაფერს ფიქრებიც არ ვუწოდო და შავბნელი აზრები დავარქვა, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ეჯახებოდნენ, მომავალი კი, არსად ჩანდა.დაბნეული დიდი სივრცის წინ აღმოვჩნდი… სიცარიელეში… მარტო… მხოლოდ და მხოლოდ. ერთი სიამოვნებაღა დამრჩა, გავიხსენო ის დღეები, რომლებსაც, სამწუხაროდ, განმეორება აღარ ემუქრება… დღეები, როდესაც დამიანესთან ხელიხელ ჩაკიდებული დავდიოდი, მხარი მხარს გვქონდა მიდებული, ფეხიც–აწყობილი…ეს ყველაფერი რათქმაუნდა მეტაფორულად. რეალურად ჩვენ ამაზე მეტნი ვიყავით და ამავდროულად ეს ¨ჩვენ¨ აღარ არსებობდა.
მუხრუჭების ხმამ მიმახვედრა, რომ უკვე ადგილზე ვიყავით. ნაცნობ გარემოს თვალი მოვავლე და მივხვდი რომ მანქანიდან გადასვლა არ მინდოდა. ნიკუშას დაბნეულმა გავხედე, რომელიც არ ჩქარობდა მოძრაობას. ჰორიზონტისთის თვალი გაესწორებინა და გამოზმილად სუნთქავდა.
- რაფაელმა რაც თქვა, ყველაფერი სიმართლეა?- ამოილაპარაკა და თავი ჩახარა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და თავი დავუქნიე. უკვე ვხვდებოდი, რაც უნდა ეკითხა და ერთიანად ვიძაბებოდი.
- როდის მოხდა ეს?
- სადღაც სამი წლის წინ.
- რამდენჯერ?
- ნიკა...- თავი დანანებით გავაქნიე. ჩემს ხმას ვედრბის ტონი უფრო ჰქონდა, ვიდრე ჩვეულებრივი მიმართვის.
- კარგი, გადმოხვალ?- მიხვდა, რომ ამაზე საუბარი არ მსურდა და კბილები კბილებს მკაფიოდ დააჭირა.
- არ ვიცი...- სერიოზულად დავფიქრდი. ამ სახლში ყველა ნატალიად მიცნობდა. რამდენად კარგი იდეაა იყო ეს განა?!
აქ დარჩენა საფიქრალს დამიმატებდა. ასე რომ თავი ყოყმანით დავუქნიე და მასთან ერთად გადავედი. ვხვდებოდი, უკვე საკმაოდ გვიანი იყო და უფროს რურუასაც კარგად მოეხსენებოდა ეს. ეზშივე შეგვეგება. ნიკუშა თავისი შვილივით მოიკითხა და ღიმილით გადმომხედა. თვალებით ჩვენს უკან ვხვდებოდი დამიაეს ეძებდა და ნელნელა ისედაც დანაოჭებულ, მოხუცებულ სახეზე კოპები უჩნდებოდა.
- ლაშა, უნდა ვილაპარაკოთ. - მხარზე ხელი მოკიდა აბესაძემ. შიგნით უხმოდ შევედით. მთეი ოჯახი უკვე ფეხზე იყო. ზური მხიარულად შემეგება როგორც ყოველთვის. სოფომ კი გულში ისე ჩამიკრა, საკუთარი თავი შემზიზღდა. ყველა ოჯახს აქვს თავისი მინუს ლიუსები, მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით ვიცოდი. - დაიანეს სასწაული ოჯახი ჰყავდა. მათგან არ უნდა გარიყულიყო...
სანამ სოფოს და ზურის ფორმალურ კითხვებზე ვცემდი პასუხს, თვალი მამაკაცებისკენ გავაპარე და ლაშას სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ უკვე ეთქვა ნიკუშას დამიანეს ამბავი. წარმოდგენა არ მქონდა, რამდენად ბევრი ინფორმაცია მიაწოდა. ღრმად ამოვისუნთქე და ყალბი ღიმილით მივუბრუნდი სოფოს, მაგრამ დამაგვანდა როგორც ვატყობდი მთელი ყურადღება ნიკას სიტყვებზე ჰქონდა გატანანილი. სახიდა ფერი წაერთვა და ოდნავ შებარბაცდა. ლაშა მაშინვე მკლავებში ეც ქალს და იქვე დააჯინა. აბესაძემ თავი დამიქნია და ზურის მივუბრუნდი.
- რაღაცაში დამეხმარები?
- კი...მაგრამ რაღაც ვერ გავიგე. - ამოიბურტყუნა როდესაც მისაღებ ოთახს საგრძნობლად ჩამოვშორდით- რა დამავიწყებს შენ ცივ, ლურჯ თვალებს. ახლა კი...
- მომწვანოა. - სათქმელი დავუსრულე და თავი ჩავხარე, რომ ცრემლები არ გადმომცვივნოდა თინეიჯერი ბიჭის წინ.თუმცა, უკვე სრულწლოვანი იქნებოდა, რაც გავიცანი მის შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა...
- ეგ რანაირად?
- ლინზების შესახებ გსმენია? - ოდნავ გავუღიმე. გაიკრიჭა და თავი დამიქნია. ვხვდებოდი, ამ საუბარში უკვე დამიანეს ოთახს ვუახლოვდებოდით. სააბაზანს რომ ჩავუარეთ სხეულზე ტაომ დამაყარა. არ ვიყავი დარწმუნებუი, საძინებელში შესვლა მინდოდა თუ არა. ამ სახლში კარგი მიზეზით არასდროს მოვსულვარ...
- იცი სად ინახავს დამიანე თავის საბუთებს?
- რომელ საბუთებს?!
- დაბადების მოწმობას და მსგავს წვრილმანებს...
- ოთახში ერთი, ორ უჯრიანი კომოდი აქვს. მანდ თუ იქნება რაიმე... დანარჩენი ტანსაცმლის კარადაა.
- შემომყევი რა... - ფაქტიურად შევევედრე ზურის და ხელი ძმასავით ჩავჭიდე. თავი დაბნეულმა დამიქნია და შევედით. ისევ ნაცნობი სუნი, მოგონებების ნაკადი და ამ ბავშვის ძლიერი ხელი რომ არა, დავეცემოდი.
- კარგად ხარ?
- კი უბრალოდ...
- კარგი ახლა, მითხარი. აღარ ვარ პატარა. იქიდან ვიცი რომ სპეციალურად გამომიყვანე. სად არის დამიანე და რათ გინდათ შენ და ნიკუშას საბუთები?!
- დაჭკვიანებულხარ. - მიხდი რომ თვალსა და ხელს შუა გაიზარდა კულულა, მოყვითალო ფერის თვალება ბიჭი და გულში მეღიმებოდა. - მოტყუებით არ გამომიყვანიხარ. რახან პატარა აღარ ხარ, გეცოდინება რომ ნერვიუობის გამო ადამიანები კარგად ვეღარ ფინქციონირებენ. აქ შემოსვლა არ მინდოდა მარტოს. - გამოვუტყდი და ორივე ხეით თმები ყურებს უკან გადავწიე.
- და დამიანე?
- რაღაც გაუგებრობა მოხდა და დროებით დაიჭირეს. მაგრამ ხომ იცნობ ნიკას, გამოვიყვანთ. საბუთები ამისთვის გვჭირდება.
- კარგი რა... რა გაუგებრობა. და ამას ყველაე გვიან რატომ მაგებინებთ. მისი ნახვა მინდა.
- ზური, პირველ რიგში საბუთები მომაძებნინე. შემდეგ ნიკუშას მე დაველაპარაები და დარწმუნებული ვარ დამიანეს ძალიან გაუხარდება შენი ნახვა.
თავი დაბნეულმა დამიქნია. სწრაფად მომშორდა და უჯრებში ქექვა დაიწყო. ერთ ადგილას მიყინული ვადევნებდი მის ყველა ქმედებას და თავს ძლივს ვიკავებდი რომ ცრემლებად არ დავცლილიყავი. ეს მარტოობის, შიშის, დაკარგვის, დაბნეულობის, განწირულობის და გარდაუვალობის უცრემლო ტირილი იყო.
ყველა საჭირო საბუთით ხელში დავბრუნდით მისაღებ ოთახში. ხმას არავინ იღებდა. სიჩუმეს მხოლოდ სოოს შიგდაშიგ ვაი-ს ძახილი არღვევდა. ხელში გაზეთი დაეჭირა და სიგრილის მიუხედავად ინიავებდა. ზედმეტად მგღზნობიარობამ თავისი გააკეთა და თვალები კვლავ გამებერა. იმის წარმოდგენა უმძიმესი იყო, თუ რა ტკივილს გრძნობდა ახლა ოჯახი. ნიკუშამ ძურის ხელი გადახვია და ყალბი ღიმილით აუქექა თმები. ალბათ, ზურისიც მესმოდა. ისე ექცეოდა ყველა, თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყო, რომელიც თავისით ვერაფერს აანალიზებდა. მისნაირ სიტუაციაში ხომ უამრავჯერ ვყოფილვარ მეც.
- ლაშა დამიჯერე, სასამართლოზე შენ ყოფნა არ არის სავალდებულო. ამით დამიანე უფრო დაბნევა, ისედაც არ არის კარგად.
- მეუბნები,რომ ჩემი ბიჭი არ არის კარგად და გინდა სახლში ვიჯდე ნიკა?! - წინადადება ძლივს ააწყო სოფომ და წელში გაიმართა.
- ზუსტად მაგას გეუბნებით. მენდეთ, ხომ იცით ვერკვევი ასეთ საქმეებში. დღე დღეზე გამოუშვებენ და მერე საერთოდ, ალბათ დაგიბრუნდებათ კიდეც.
- ნატალიამ მითხრა, რომ სერიოზული არაფერია და გაუგებრობაა. რა საჭიროა სასამართლო? - იკითხა ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრმა. ნატალიას ხსნებეისას მე და აბესაძემ ერთმანეთს შევხედეთ და თავს დავდებ, ერთნაირად უხერხული მხერები გავცვალეთ. თავი ჩავხარე, ამისტვის გალება ნამდვილად მიჭირდა.
- ასეცაა, ზური. უბრალო ფორმალობები. - გაუღიმა ნიკუშამ. მზერა ჩემს ხელში მყოფ საბუთებზე შეაჩერა და თავი დააქნია.
- კარგი, ახლა დაგტოვებთ. ხვალ მეთვითონ დავრეკავ, ან დამიანე დაგირეკავთ. თქვენი თბილისსში ჩამოსვლა ამ მომენტისთვის არ ღირს.
- როგორც შენ მეტყვი შვილო. პოლიციელი ხარ...მაგრამ ხვალ თუ არ დარეკავთ რომელიმე, საღამოთივე ჩამოვალთ.
- დავრეკავთ, დავრეკავთ.
- რთულია სოფო, იმის გაანალიზება რომ უკვე ზრდასრული შვილები გვყავს. - სევდაშერეული ხმით ამოიბურტყუნა ლაშამ და აბესაძეს თავი დაუკრა მადლობის ნიშნად. ისეთი საზიზღარი სიჩუმე მეფდებოდა ყოველი თქმული წინადადების შემდეგ, ტითქოს ოთახის შუაში მიცვალებული ესვენა და ყველა პატივისცემით ეკიდებოდა სიტუაციას. თავს საშინლად ვგრზნობდი. ერთი სული მქონდა აქედან წავსულიყავით და სურვილიც მალევე ამიხდა. ხმის ამოუღებლად ჩავჯექი მანქანაში, ხელები წინ დავაწყვე და თავი ჩამოვადე. გახშირებულ სუნთქვას ვერაფრს ვუხერხებდი. ნიკუშამაც ერთი ამოიხვნეშა, ხვდებოდა რო იმაზე საშინელი სიტუაცია იყო ვიდრე ჩანდა.
- ლამის გული წამივიდა იმდენი ტყუილი ვილაპარაკე ამ ნახევარ საათში. როგორ ახერხებდი ერთი წელი ტყუილების თქმას, მასწავლი?
მისი ხმა არ იყო დამცინავი, ხუმრობდა. მაგრამ ისეთი მზერით გავხედე, მიხვდა რომ ეს ხუმრობა ნაკლებად სახალისოდ მეჩვენებოდა.
მთელი გზა ხმა არც ერთს ამოგვიღია. ჩემი ზურგჩანთით დამტოვა დამიანეს კორპუსთან, მითხრა რომ გამოძინება არ მაწყენდა ხვალინდელი დღისთვის და სწრაფად მოშორდა იქაურობას. ლამის ნიკუშაზეც დამეწყო ღელვა. რაც ვხედავდი, მგონი რომ საერთოდ არ მოუხუჭავს თვალი.


დამიანე:

მთავარი დარბაზისკე მიმავალი გზა საშინლად გამეწელა. საკუთარი მძიმე, ფეხმოთრეული ნაბიჯების ხმის გარდა არაფერი მესმოდა. აურა ისეთი იყო, რომ სულს შეგიძრავდა ადამიას და არსებობის სურვილს დაგიკარგავდა. ასეც იყო, ნამდვილად არ ინდოდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეარსება, მაგრამ აას რა სიცოცხლე ერქვა. უსულოდ, უემოციოდ დარჩენილ ყოფნას ცივ მიწაში წოლა მერჩივნა. მკვდარს არაფერი ესმის, ვერაფერს გრძნობს. ვერც იმას, ხუთასი სახის მატლი, ჭია როგორ ჭამს ძალიან ნელა იმ ყველაფერს, რაც სიცოცხლეში ხელს უწყობდა. ნეტავ რადენი ხანი სჭირდებათ გულის მთლიანად შესაჭმელად? ალბათ დღეები, შეიძლება თვეც კი. აი ადამიანი კი ნამდვილი სულიერი კანიბალია. სიტყვიერად, ან თუნდაც საქციელით, ისე რომ კბილსაც არ წამოჰკრავს ფიზიკურად შენს გულს და სხეულს, წამებში გაგინადგურებს უზომოდ წითელ ოვალური ფორმის ორგანოს, ისე რომ შეიძლება ხმაც არ აუკანკალდეს და ნამუსმაც სრულიად არ შეაწუხოს.
დარბაზი ჩემთვის უცნობი ხალხით ნელნელა ივსებოდა. ყველაზე ადრე მე მომიყვანეს, რაღათქმაუნდა. არადა, ფილმებში ნანახი მაქვს, რომ პოტენციური დამნაშავე ყოველთვის ბოლოს გამოჰყავთ. ნასწავლიც. მაგრამ ამ საშინელ ქვეყანაში, სადაც საშინელი მორალებით ცხოვრობს ხალხი, ყველაფერი უკუღმა კეთდება. გონებაში ვიმეორებდი აბესაძის სიტყვებს. უკვე დამეზეპირებინა კიდეც რაც უნდა მეთქვა. თვითონ ნიკუშას ვერსად ვხედავდი. იმედი მქონდა ადვოკატთან აგვარებდა საქმეებს, რადგან არც ის ნაცნობი, სათვალიანი კაცი არ ჩანდა.
- მსჯავდებული რურუა დამიანე. - გამომაცხადეს და მსვლელობაც დაიწყო ჯანდაბა ნიკუშა სად ხარ! ადვოკატი უკვე თავის პოზიციაზე იყო და რაღაცას ინტერესით ფურცლავდა. მოსამართლე ისე მათვალიერებდა, თითქოს ყველა ნაკლის შესწავლა უნდოდა ჩემს შესახებ. დანარჩენი დამსწრეები დიდად თავს არ იწუხებდნენ შემოხედვით. თავიან საქაღალდეებს ბეჯითი ბავშვებივით ჩაჰკირკიტებოდნენ.
- ფიცავთ რომ სიმართლეს იტყვით და არაფერს სიმართლის გარდა? - მანიშნა მოსამართლემ და ცნობილი ჩაქუჩი, რომელიც ასე ძაიან მიყვარდა ერთ დროს და რამდენიმე პრაქტიკულ ლექციაზე უაზროდ მიკაკუნებია, ხეს მძიედ ჩამოჰკრა. არასდროს მესმოდა, რა დატვირთვა უნდა ჰქონოდა ამ ტრადიციულ ჟეზტს, აგრამ ალბათ ვერც ვერავინ გაიგებს, სანამ ჩემს ადგილას არ აღმოჩნდება. ეს ვითომ ჩვეულებრივი ხის ხეზე დარტყმის ხმა ისე გაბრუებს და გაშინებს ადამიანს, თუ ცოტა მამაცი არ ხარ, შესაძლოა შერცხვე კიდეც. მოსამართის სიტყვებს დავუბრუნდი და ჩემთვის ჩამეცინა. რაზე უნდა დამეფიცა, ჯვარზე, რომელიც არასდროს მკეთებია თუ იმ ღმერთზე რომლის არსებობაც რამდენიმე თვით, სრულიად ტყუილად ვიწამე?!
- ვფიცავ, ვფიცავ...- ასეთი ტონით ნამდვილად არ მინდოდა აგრამ ნათქვამს ვერ შევცვლიდი. ჩემმა ადვოკატმა ერთი ამოიფრუტუნა და თავი ჩახარა. ვერ ვხვდები სად იპოვა აბესაძემ ყველაფრით უკმაყოფილო ადვოკატი?!
- თქვენ ბრალი გედებათ ნარკოტიკების გაყიდვასა და მკვლელობაში. უარყოფთ თუ ადასტურებთ ამ ფაქტს? - წვრილი სათვალე უშნოდ შეისწორა და თვალი თვალში გამიყარა..
- ვუარყოფ.
- იცნობდით თუ არა ანა გოგოლიძეს?
წარბები ერთმანეთს დავაახლოვე. ეს წესით რაფაეის და უნდა ყოფილიყო. როდის მოასწრო ამ ნაბი·ვარმა ჩვენების მიცემა?!
- პირველად მესმის.
- რაფაელ გოგოლიძეს?
- ჩემი მეგობარი იყო.
წიგნაკი უხეშად გადაფურცლა და რაღაც ჩაინიშნა.
- გთხოვთ დეტალურად მოგვიყვეთ, რა კავშირები გქონდათ კოტე ჭუმბურიძესთან და რაფაელ გოგოლიძესთან. ასევე, როგორ აღმოჩნდა თქვენს სარდაფში ნარკოტიკი?
- წარმოდგენა არ მაქვს.
- დეტალურად, ბატონო რურუა.
უკვე სასაცილო ხდებოდა, ის ფაქტი, ოველი წინადადების დასასრულს როგორ აწვალებდა თავის სათვალეს. სულ დამავიწყდა ის რომ კოტე უნდა დამედანაშაულებინა, თავი უნდა მემართლა. რაფაელი ყვეაზე ცუდ ადამაინად უნდა გამომეყვანა მსოფლიოში და შანტაჟი მისთვის დამებრალებინა, როდესაც დარბაზში აბესაძესთნ ერთად შემოსული ელიზაბეტი დავიახე. თვალებს დაბნეული აცეცებდა ქეთ იქეთ და ყველაფერს აკეთებდა, ოღონდაც ჩემთვის არ შემოეხედა.
- ჯანდაბა ნიკუშა! რა ჯანდაბას აკეთებ?!- ამოვიჩურჩულე ჩემთვის და მუშტები შევკარი.
- უკაცრავად, ხმამაღლა თუ შეიძლება. - მომმართა მომაბეზრებელმა მოსამართლემ. უკვე ვნანობდი, რომ იურიდიული დავამთავრე. ამ სფეროში საშინელი ხალხი ტრიალებს. ყველას თვალები მეუბნებოდნენ რომ საუბარი უნდა დამეწყო მაგრამ ენა ჩამვარდნოდა. ვერ გავაანალიზე, როგორ მომიახლოვდა ნიკუშა და ბორკილებისკენ დაბლა დაიხარა. ვითომ შემიმოწმა, გაითამაშა და ხმადაბლა ჩურჩული დაიწყო:
- ხომ გახსოვს რაც უნდა თქვა. ახლა რაღაცეები მოხდება, რისი წინააღმდეგიც იქნები, მაგრამ არ გაგიჟდე და გადაირიო, იცოდე!
თვალები დამიბრიალა. ტუჩები გაპობილი დამრჩა. რაზე საუბრობდა საერთოდ?! იმაზე სწრაფად მომშორდა, ვიდრე წამების წინ მომიახოვდა და თავის ადგილას დადგა.
ადვოკატმა ხაურით გაასრიალა ხის ძველი სკამი უკან და ფეხზე წამოდგა. რა ხდება?! პიჯაკი ნელა შეისწორა, თითქოს დროის გაყვანას ცდილობსო და როგორც იქნა ხმა ამოიღო.
- მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ ბატონო მოსამართლე. - მოწიწებით და ფორმალობით მიმართა. - თუ უფლებას დაგვრთავთ, მოწმედ ვიძახებთ მსჯავდებულის, დამიან რურუას საცოლეს.
ვისო?!... არ მეგონა, იქვე თუ არ მომეკვეთებოდა ფეხები, როდესაც ტრიბუნა, ზუსტად ჩემს გვერდით ელიზაბეტა დაიკავა. ხელები უკანკალებდა და თითებს როგორც ყოველთვის აწვალებდა. გული გაასმაგებით მიცემდა. ნიკუშას გავხედე, რომელიც თავს არას ნიშნით მიქნევდა და დაწყნარებისკენ მიმითითებდა. ანუ ყველაფერი ასე იყო დაგეგმილი, არა?!გვერდიდან ვუყურებდი ერთ დროს საყვარელ ქალს და ვხედავდი ჩემს თავს მასში. ერთად გატარებულ დღეებს და ღამეებს. ცრემლებს და სიცილებს. ბორკილებით შემკული ხელები ხის ტრიბუნას ჩამოვკარი. უცბათ ზიზღნარევი ტალღა მომაწვა ყელში და ძლივს შევიკავე თავი,ცრემლები არ წამსკდომოდა.
თვალი მოვაშორე, თავი ჩავხარე და თვალები რამდენჯერმე კარგად დავხუჭე. ისე თითქოს დაძინებული სხეუის გამოღვიძებას ვცდილობდი. მაგრამ ეს ხომ საუბედუროდ რეალობაა...
- ფიცავთ, რომ სიმართლეს იტყვით და არაფერს სიმართლის გარდა? - მიმართა დაზეპირებული სიტყვებით.
- ვფიცავთ. - ხმაც უკანკალებდა. ხელებს უფრო და უფრო ვუჭერდი ტრიბუნას, რომ თავი გამემყარებინა.
- უარყოფთ, რომ თქვენი საქმრო ნარკოტიკებით ვაჭრობდა და თავის პროდუქტს კორპუსის სარდაფში ინახავდა?!
- ვუარყოფ.
- მტკიცებულება თუ გაქვთ?!
- წინა დღისით, სანამ მას დააკვებდით, ზუსტად მაგ სარდაფში ვიყავით. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომ იქ მსგავს არაფერი იყო. ეს ყველაფერი მისი ძველი მეგობრის, კოტე ჭუმბურიძეს მოწყობილია, რომელსაც საკმაოდ ბევრი მიზეზი გააჩნდა, იმისთვის, რომ დამიანე ასე გაეწირა. - ჩახველა და ხმა გაიმყარა. წუთი-წუთზე ველოდებოდი, ვულკანის აფეთქებას. - შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მეც და დამიანესაც კარგად მოგვეხსენება, რომ კოტე ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ბანდასთან იყო შეკრული, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მეგობრობდა რურუა მასთან.
- მადლობას გიხდით თქვენი ჩვენებისთვის. იცნობთ თუ არა რაფაელ გოგოლიძეს?!
დარბაზში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, ასე მეგოა დახრილი თავი რომ ამეწია, მხოლოდ მე ვიქნებოდი. ხმამაღლა ამოისუნთქა ეიზაბეტმა და კიდევ ერთხელ ჩაახველა.
- ვიცნობ.
- ჩვენ გვაქვს სამხილი, სადაც ბატონი რაფაელი თქვენთან დიალოგისას თავისით აღიარებს საკუთარ დანაშაულებს: ძალადობას, მოზარდის განზრაზ მკვლელობის მცდელობას და შანტაჟს. ადასტურებთ თუ არა?
- ვადასტურებ.- აკანკალებუი ხმა ექოდ გაისმა დუმილით გაჟღენთილ დარბაზში. მოსამართლის სიტყვებზე ვეღარ შეველი თავჩახრილი ყოფნა. თვალებშ ცრემლებ ჩაგუბებული წინ იყურებოდა და რობოტივით სუნთქავდა თუმცა არც ისე კარგად გამოსდიოდა. როგორ შეეძლო, ყველაფრის შემდეგ კიდევ ამდენი ტყუილის თქმა?!
- შესვენება. სხდომა საღამოს ექვს საათზე განახლდება.
პულსირება ალბათ ასს მქონდა მიღწეუი. ცხელი ჰაერი ყელს მიწვავდა. ახლა წყაიც არ მიშველიდა. როგორც არ უნდა გამეფუჭებინა სიტუაცია, არ მანაღვლებდა. ისედაც უკვე გამქრალ და ცოდვებით სავსე, ტალახში ამოსვრილ და ფეხ გადავლილ მის სულს მეტის დამატების უფლებას ვერ მივცემდი. სუსტია, ყველა ის კაცი, ვისაც ქალის მიმართ ოდესმე გრძნობები გააჩნდა.
- ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ მომისმინოთ!- ზუსტად ვიცოდი, წინააღმდეგობას გამიწევდა და მეტყოდა, რომ სათქმელი საღამოსთვის შემენახა, მაგრამ საღამომდე არ მოვიცდიდი. ხმის ამოღება არ ვაცადე, დაუყოვნებლივ გავაგრძელე. ოღონდ ისე, რო ელიზაბეტისთვის არ შემიხედავს. დაჟინებული მზერით ვუყურებდი მოსამართლეს და თვალებით ვცდილბდი როგორმე თავის სკამისთვის დამებრუნებინა. - მე არ ვადასტურებ იმას, რაც ამ ქალმა ისაუბრა. არც ჩემი საცოლეა, არც კოტეს იცნობს. ყველაფერი პირიქითაა, რაც ითქვა. ადვოკატის ჩარევას ვითხოვ ჩემს საქმეში!
დავასრულე თუ არა, თვალი ნიკუშასკენ და ჩემი ადვოკატისკენ გამექცა, რომლებიც გვერდიგვერდ იდგნენ. ელიზაბეტი ჩურჩულით, ჩემი მიმართულებით რაღაცას მესაუბრებოდა, მაგრამ არ მესმოდა. აბესაძემ თავი სინანულით გამიქნია და შუბლზე ხელი მიიბჯინა. ადვოკატმა კი ღრმად ამოისუნთქა და უკვე იმედ დაკარგულმა, რომ ჩემი საქმე წასული იყო, ფორმალურად საბუთებს ჩახედა.




ვიცი, დამაგვიანდა მაგრამ უმიზეზოდ არ გამიჭინაურებია ასე. შემინდეთ :დ იმედი მაქვს, ისიამოვნებთ. ველი თქვენს შეფასებებს!



№1  offline წევრი Hickie

სულ ჩასაფრებული ვარ ხოლმე და აი ეს დღეც. როგორც იქნა. იმედია მიზეზი გქონდა მართლაც დაგვიანებისთვის მაგრამ ისეთი დიდი გემრიელი თავი იყო ვერ გაკრიტიკებ.
ეს რეები იბოდიალა ბოლოს დამიანემ, ასე გამწარებულია ელიზაბეტზე რომ თავისი ტავი აღარ ადარდებს?
გავგიჟდი რაა. სასწაულად წერ!!!

 


№2  offline მოდერი Moonlight17

დიდი მადლობა საყვარელო ❤️❤️ რაც შეეხება დამიანეს, კიდევ კარგადაა, რომ უარესებს არ აკეთებს :(
Hickie
სულ ჩასაფრებული ვარ ხოლმე და აი ეს დღეც. როგორც იქნა. იმედია მიზეზი გქონდა მართლაც დაგვიანებისთვის მაგრამ ისეთი დიდი გემრიელი თავი იყო ვერ გაკრიტიკებ.
ეს რეები იბოდიალა ბოლოს დამიანემ, ასე გამწარებულია ელიზაბეტზე რომ თავისი ტავი აღარ ადარდებს?
გავგიჟდი რაა. სასწაულად წერ!!!

 


№3 სტუმარი სტუმარი anukii

რატომ მგონია რომ უარესი ჯერ კიდევ წინაა? არადა თითქოს ყველაფერი მოხდა უკვე

 


№4  offline მოდერი Moonlight17

რავიცი, რაგითხრა, რით გაგახარო :დ
სტუმარი anukii
რატომ მგონია რომ უარესი ჯერ კიდევ წინაა? არადა თითქოს ყველაფერი მოხდა უკვე

 


№5 სტუმარი zvini

კარგი რააა მართლა კარგი რაა. ცოტა აზრზე მოვიდეს დამიანე. მართლა უყვარს ამ გოგოს მტკიცდება კიდეც. ძალიან მაგრად წერ

 


№6  offline მოდერი Moonlight17

მადლობა ❤️
zvini
კარგი რააა მართლა კარგი რაა. ცოტა აზრზე მოვიდეს დამიანე. მართლა უყვარს ამ გოგოს მტკიცდება კიდეც. ძალიან მაგრად წერ

 


№7  offline წევრი anamaria♡

შოკირებილივარ ყოველჯერზე ინტრიგას მინერგავ და ვიძაბები ერთისულიმაქ როდისდაიდება ახალი თავი ყოველთვის აღბრთოვანებით ვკითხულობ და რაცმთავარია და რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს არაჩვეულებრივი გადმოვემის უნარი გაქ რაც ისტორიას ძალიან საინტერესოს ხდის????????????

 


№8  offline მოდერი Moonlight17

ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის ❤️❤️
anamaria♡
შოკირებილივარ ყოველჯერზე ინტრიგას მინერგავ და ვიძაბები ერთისულიმაქ როდისდაიდება ახალი თავი ყოველთვის აღბრთოვანებით ვკითხულობ და რაცმთავარია და რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს არაჩვეულებრივი გადმოვემის უნარი გაქ რაც ისტორიას ძალიან საინტერესოს ხდის????????????

 


№9 სტუმარი Likuna

აუუუ შეიძლება ისეთი თავი დაიდოს რომ არ დამაჟრიალოს და არ დამაციოს??? მარა არა! შენ ხომ არ ხარ სიმშვიდის მოყვარული მწერალი! ვგიჟდები შენს სერიოზულ მიდგომაზე, აღწერაზე დაყვაფერზე. რაც შეეხება ისტორიას, ძალიან დავინტერესდი რა მოხდა ელიზაბეტსა და რაფოს შორის წლების წინ. უკვე მერქმდენე თავია ნამიოკებიტ გვავსებ და აიი როგორც იქნა თქვა მაგ ცხოველმა რომ ელიზაბეტზე ძალა უხმარიაა თან დის სიკვდილის დღეს. როგორი არაკაციააა. იმედია ყველაფერი გაირკვევა მალე და დამიანე მიხვდება რომ ამ გოგოს ცუდი არუნდ მაგისთვის

 


№10  offline მოდერი Moonlight17

არ ვიცი როგორ გადმოვცე სიტყვებით, რა ემოციებსაც ჩემი მკითხველი იწვევთ ჩემში! ძალიან დიდი მადლობა ამისთვის!!! ერთერთი მოტივის მომცემნი ხართ ჩემთვის ❤️❤️❤️
Likuna
აუუუ შეიძლება ისეთი თავი დაიდოს რომ არ დამაჟრიალოს და არ დამაციოს??? მარა არა! შენ ხომ არ ხარ სიმშვიდის მოყვარული მწერალი! ვგიჟდები შენს სერიოზულ მიდგომაზე, აღწერაზე დაყვაფერზე. რაც შეეხება ისტორიას, ძალიან დავინტერესდი რა მოხდა ელიზაბეტსა და რაფოს შორის წლების წინ. უკვე მერქმდენე თავია ნამიოკებიტ გვავსებ და აიი როგორც იქნა თქვა მაგ ცხოველმა რომ ელიზაბეტზე ძალა უხმარიაა თან დის სიკვდილის დღეს. როგორი არაკაციააა. იმედია ყველაფერი გაირკვევა მალე და დამიანე მიხვდება რომ ამ გოგოს ცუდი არუნდ მაგისთვის

 


№11 სტუმარი ფეფო

დავიწყოო?! არ დავიწყო...დავიწყოო?! ჰოდა დავიწყე და დავიწყეეე :დ :დ :დ :დ რამდენი ყოფილა,სანამ მე ბოლოში ჩამოვალ იმედი მაქვს დაამთავრებ :)

 


№12  offline მოდერი Moonlight17

შენ თუ ის ფეფო ხარ, ვინც მე მგონია სიხარულისგან გავლურჯდები ახლა. ❤️
ფეფო
დავიწყოო?! არ დავიწყო...დავიწყოო?! ჰოდა დავიწყე და დავიწყეეე :დ :დ :დ :დ რამდენი ყოფილა,სანამ მე ბოლოში ჩამოვალ იმედი მაქვს დაამთავრებ :)

 


№13  offline წევრი ნანა73

ამაფორიაქე... ვერ გეტყვი ვისზე უფრო ვნერვიულობ, პერსონაჟებზე თუ ავტორზე... ❤️

 


№14  offline მოდერი Moonlight17

უდიდესი მადლობა, ცოტა რთული შემთხვევა გეთანხმები :დ <3
ნანა73
ამაფორიაქე... ვერ გეტყვი ვისზე უფრო ვნერვიულობ, პერსონაჟებზე თუ ავტორზე... ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent