შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოზინაყი(სრულად)


14-04-2019, 20:54
ავტორი tasusuna
ნანახია 4 560

გამარჯობა ჩემო მკითხველო!
როგორი მადისაღმძვრელი სურნელი მოდის შენგან,ნუთუ თან გოზინაყს ჭამ და თან მკითხულობ?!
გეყოს ახლა, ეგ ახალი წლისთვისაა და ყველა არ გეჭმება!
დაუტოვე სხვასაც,კარგი?
წინასაახალწლო განწყობა ისე მომედო მთელ სხეულზე,
ისე შემომახვია მისი თბილი,თაფლიანი და ნიგვზიანი ხელები,
დარწმუნებულივარ,
ამას შენც გადმოგდებ და,
გაგიორმაგებ სიხარულს..
წარმოგიდგენია?!
იმის მაგივრად რომ
ახლა,
უხასიათოდ ვიყო,გატკბილული ხელებით ვკრებ ასოებს და,ტექსტი ერთი ამოსუნთქვით გამომყავს.
იმდენმა გრინჩმა
იზრუნა,რომ ჯადოსნური დღე გაფერმკრთალებულიყო,ჩემი გოზინაყიანი თითებიც კი არეყოფა ჩამოსათვლელად,
მაგრამ,
ამ დღის ჯადოქრობაც ხომ ზუსტად ესაა?
კაეშანივით შემოხვეული მელანქოლია რომ
ერთი ხელის მოსმით განდევნოს და
გაგაკაშკაშოს მომენტალურად.
ჰოდა,მეც ასე დამემართა!
აბა მზად ხარ ჩემი წინასაახალწლო ამბავი მოისმინო?
თუმცა,დარწმუნებულივარ გულისყურით არ მისმენ!
ჰმ,არც გაბედო ჩურჩხელის დამალვა,
ვხედავ როგორ აცმაცუნებ პირს და ძაფიც ახლოში მიგიმალავს,
ვითომდა ვერ დავინახავდი!
ამაზე პასუხს დედაც მოგთხოვს,სამზარეულოში რომ მიატოვე საცივის მზადებაში გართული.
მანამდე კი,
წარმოიდგინე 31 დეკემბრის დილა,
სუსხიანი,
ცივი და,
რაღაცნაირი,
მარტოსული..
მთელი ათი წუთი,ან იქნებ მეტიც, ჭიდილში გავატარე,
სიზმარი იყო თუ რეალობა ტელეფონის გაბმული ზარი,
რომელიც არადა არ წყდებოდა!
ჯანდაბა!
როგორც იქნა გადავწყვიტე და თვალი გავახილე,
საწოლში მიკარგული ტელეფონი ძლივს მოვძებნე და
"ვაიმე რეკავს"-ს ზარს უხასიათოდ ვუპასუხე.
-გისმენთ ბატონო ვახტანგ!-რაც შემიძლია არაზიზღნარევ ხმას ვიყენებ და საკუთარ გასაცოდავებულ სახეს სარკეში ვუყურებ.
-15 წუთში სამსახურში გამოცხადდი,შენდასამწუხაროდ, ლიას გაცხარებულ მუშაობაში მოუნდა გათხოვება და სატრფოსთან ერთად გაიპარა გუდაურში,ასე რომ, მის მაგივრად დღეს შენ
იმორიგევებ,სანამ ამოიოხრავ , გეტყვი,რომ მხოლოდ ექვსამდე მოგიწევს მუშაობა, მერე დაკეტავ და,
მთელი კვირა დაისვენებ!-უცებ მაყრის და ისე მითიშავს,სუნთწვასაც ვერ ვასწრებ!
აი ეგრე!
ახალი წელიც ასეთი უნდა!
ისეთი განწყობით ვიცმევ და გავდივარ სახლიდან,
იმედია ვახტანგი ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, თორემ,ჩემი გატანჯვისთვის სასჯელი არუნდა ასცდეს ნამდვილად..
საბედნიეროდ,
მაარკეტი,
სადაც ვმუშაობდი,
ჩემი პატარა,მოცუცქნული ბინიდან ახლოს იყო და,
მართლაც 15 წუთში მორიგეობა გადავიბარე ნიადან და,
საცოდავად მივუჯექი სალაროს.
20 კვადრატული, რომელსაც ვახტანგი მის მამა-მარჩენალს ეძახის,დახლ მაცივრებთან და სტენდებთან ერთად კიდევ ერთ მომსახურე პერსონალს იტევს.
დღეს აკაკი შემდხვდა-სამყაროში ყველაზე. ჩუმი,უწყინარი,კეთილი,უბოროტო ადამიანი.
მასთან ერთად მუშაობა კომფორტულია, უშეცდომოდ აკეთებს მის საქმეს და კონტაქტშიც ნაკლებად შემოდის.
აკაკი კონსულტანტია,
ალბათ, ყველაზე სუფთა ადამიანიც კი, მთელ ისტორიაში.
აკურატულად აფასოვებს და წონის პროდუქციას,მისი წყალობით ვახტანს ჯიბე საკმაოდ შესქელებულიაქ და ჩვენც ბონუსებიც, შესაბამისად.
დღეს ცოტა უჩვეულოდ აქტიური მეჩვენება და, გაკვირვებული ვადევნებ თვალს მის ქმედებებს.
დილიდან ისეთ პრესში ვმუშაობთ ორ საათში უკვე მთლიანად მაქვს ენერგია გამოცლილი .
ალკოჰოლური და გაზიანი სასმელის, ტკბილეულისა და ხილის სექციები თვალსა და ხელშუა გვიცარიელდებოდა და, აკაკიც ქანცგაწყვეტილი ავსებდა მათ.
-შეგენაცვლები ერთი საათით-ვთავაზობ და ვდგები, ისეთი დაღლილია, მთანხმდება და ვნაცვლდებით.
ორწუთიანი თავისუფლება გვაქვს,
აკაკისაც ცოტა ფერი მოუვიდა სახეზე.
-დღეს რა გეგმები გაქვს?-ხომ ვამბობ, შესამჩნევად აქტიურიათქო,გამიკვირდა, თუმცა არ ვიმჩნევ,ენერგეტიკულს ვატარებინებ და ვიხდი.
-მეგობრები ვიკრიბებით საღამოსთვის და, დალევას ვაპირებთ.-სრულიად ბუნებრივად ვატყუებ და ჩემ თავზე გული მწყდება, რაში მჭირდება ვერ ვხვდები.
მაგრამ, არმინდა, უსუსური,მარტოსული გამოვჩნდე მასთან..-შენ?-ნაძალადევი ღიმილით ვაყოლებ.
ხასიათი უფრო მიფუჭდება,ისეთი გამჭოლო მზერააქვს, დარწმუნებლივარ გამომიჭირა, ისედაც ყოველთვის მაფრთხილებს დედა, ტყუილი არ გამოგდისო.
მზერას ვაშორებ და შემოსულ კლიენტს ვემსახურები.
საკუთარი თავის მცხვენია,
ერთ საათს მთელ დღედ ვწელავ და თითქოს ამით ვცდილობ დანაშაულის გამოსყიდვას,
აკაკისაც აღარაფერი უკითხავს,
მხოლოდ 5 საათისთვის, როცა დახლებს კვლავ სჭირდებოდა განახლება, შემენაცვლა და,
აქაც წუთიერი კომუნიკაცია გვქონდა.
ისეთი დაძაბული ვიყავი, გეგონება, სახელმწიფო მნიშვნელობის ტყუილი მეთქვა, მაგრამ,
მაინც მრთგუნავდა,
ვერ ვისვენებდი.
უხალისოდ ჩავამთავრე დღე და შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილ ვახტანგს დაღლილი სახეებით დავხვდით.
თვითონ კი იყო აჟიტირებული,
რაენაღვლება,
რაც მთელი წელი არუვაჭრია,
ისამოვიღეთ ნახევარ განაკვეთზე.
-კარგი ბავშვები ხართ,ვამაყობ თქვენით!-შეგვაქო მისი ჭკუით..
არადა,ცუდი ადამიანი მართლა არარის,
ყოველთვის გვითვალისწინებს და, სხვა მაღაზიებისგან განსხვავებით, დანაკლისს ხელფასზე არ გვაკლებს.
ეს დიდი პლუსი აქვს..
კეთილია, მაგრამ, ის, ცოტა ფულიან ხალხს რაც აქვს, შესამჩნევი ქედმაღლობა მაინც დაჰკრავს..
საფულიდან ორ 100 ლარიან კუპიურას იღებს და გვაძლევს.
-დღევანდელი თავგანწირულობისთვის და, გილოცავთ ახალ წელს!-ხელს გვართმევს და გამოვდივართ.
ცოტა გაოგნებულები ვართ,
ვახტანგისგან ამხელა ბონუსს არ ველოდით,
მთელი დღის დაძაბულობა ოდნავ მეხსნება და ვდუნდები.
აკაკი მის მინიატურულ
მანქანასთან დგას და ინტერესით მაკვირდება,
ხელს ვუწევ და წასვლას ვაპირებ,
თუმცა,მიძახის და მიახლოვდება.
-ნატ,თუ წინააღმდეგი არხარ,ჩემთან გეპატიჟები,7-8 ვიქნებით სულ, ჩემი უახლოესი მეგობრები-მორიდებით იწყებს და მირჩევნია აქვე გამისკდეს მიწა.
მიხვდა..
ანდა ბევრი რა ფიქრი სჭირდებოდა ამას,
ვახტანგისგან ხო მაინც ეცოდინებოდა ყველას, რომ ქალაქში მარტო ვცხოვრობდი და,ერთადეერთი ადამიანი, რომელთანაც კონტაქტი მქონდა, ჩემგან კილომეტრების მოშორებით იყო..
-გამიხარდება თუ დამთანხმდები, თან რაღაცების გამზადებაში დამეხმარები, წარმოდგენა არ მაქვს გოზინაყი როგორ კეთდება-თითქოს ცდილობს დამიყოლიოს და თავი საჭიროდ მაგრძნობინოს.
გოზინაყზე მთელი დღის ნაშიმშილები კუჭი თავს მახსენებს,
ვორჭოფობ,
ჯერკიდევ მგონია,რომ ვეცოდები და,
მაგიტომ მეპატიჟება,
მაგრამ,
თვალები სულ სხვას მეტყველებს.
-გთხოვ!-აყოლებს და ვნებდები.
მისგან ნაძალადევი საქციელი გამორიცხულია,
გულწრფელობა თითოეულ სიტყვაში იგრძნობოდა,
ჩემი თანხმობით გახარებულია და გულღიად მიღიმის.
-მაშინ, ახლა სახლში დაგტოვებ და ცხრისთვის გამოგივლი,კარგი?-მითანხმდება და 5 წუთში უკვე ბინაში ვარ.
მისი ხასიათი გადმომედო,თითქოს,დღევანდელი უსუსური ტყუილიც გადამავიწყდა და,
გამოცარიელებულ ოთახებს თვალი მოვავლე.
"ოთახები"ცოტა უხეში ნათქვამია,
ჩემი 33 კვადრატი ერთი საძინებლით,აბაზანითა და,
მისაღებ-სამზარეულო-სამყოფელისგან შედგებოდა,რომელიც ერთ სივრცეშიიყო თავმოყრილი და თუ კარგად დააკვირდებოდი, სიმყუდროვის განცდასაც გიტოვებდა.
დედას წასვლამდე მხოლოდ გაცემენტებული კედლები იყო,
ის, რასაც ახლა ვუყურებდი,
ჩემი და მისი მუხლჩაუხრელი მუშაობის დამსახურებაიყო...
ფიქრს ტელეფონის ხმა მაწყვეტინებს,
ეკრანდე დედას სახე ჩნდება და გუნება საბოლოოდ მიკეთდება.
მთელი დღის ანგარიშს იბარებს და მშვიდდება.
გადაღლილი,გატანჯული სახეაქ,ყოველდარეკვაზე მინდა რამით მაინც გავახარო,
მაგრამ...
-დღეს ვახტანგიმ დაგვასაჩუქრა-ვეუბნები და ვუცინი.
მისთვის ჯერ არ მითქვამს რომ საღამოს სტუმრად ვარ მიპატიჟებული,
მერიდება კიდეც,რა არის დასამალი...
-დედა, გოზინაყი როგორ მოვამზადო?-მოულოდნელად ვეკითხები და ისე იცინის,ლამის ხაზებს გამოყვეს.
-აი რა არის ეხლა აქ სასაცილო?!-ვითომ ვბრაზდები და მეც მეცინება.
ჩემი მოუხერხებლობის გამოა 50 კილოს რომ ვერ ავცდი და ლამის დედიწას ძლივს რომ ვაჩნდი.
-სტუმრად ვარ დაპატიჟებული და ხელცარიელი ვერ მივალ-ვაწყვეტინებ სიცილს და მის რეაქციას ველი.
მგონია რომ გაუკვირდება, ან კითხვებს დამაყრის,
თუმცა,
ამის მაგიერ,
რეცეპტის კარნახს იწყებს და,
მეც, ტელეფონის პროგრამაში ზედმიწევნით ვიწეერ ყველაფერს.
ცოტა ხანში მითიშავს და მაღაზიაში ჩავდივარ.
ერთი გოგო სალაროსთან დაღვრემილი,გატანჯული სახით იჯდა და ჩემი თავი მახსენდება,
ალბათ,მასაც როგორ სძულს ახლა,ახალ წელს მუშაობა..
საჭირო მასალებს ვიღებ და ვახტანგის ნაჩუქარი ფულით დამატებით არაყს,რამოდენიმე ენერგეტიკულსა და გაზიან სასმელს ვყიდულობ.
მინდა მეც შევიტანო სამზადისში წვლილი და მხოლოდ გოზინაყით არ მივიდე აკაკისთან.
სახლში გაჭირდებით ამაქვს ყველაფერი,
დედას ისევ ვურეკავ და პირდაპირ რეჟიმში ნაბიჯ-ნაბიჯ ვიწყებ მზადებას.
ხასიათი 360 გრადუსით შემეცვალა,
ისეთი აღფრთოვანებული ვარ, გეგონება ინდაური ესესაა მოვხარშე და საცივის კეთებას ვიწყებო.
ადენსაც ვერ გავბედავ, აშკარად, გოზინაყიც საკმარისია ექსპერიმენტისთვის.
ნიგოზს, თხილსა და მიწისთხილს ზომიერად ვხალავ და, ნახევარს გარჩევისას ვჭამ.
დედა ისე მიყურებს, თავი ლუვრში გამოდებული საუკუნოვანი ექსპონატი მგონია,
თვალები უციმციმებს და გახარებულია,თვითონაც რაღაც იტალიურ კერძს აკეთებს და,
თან მიყურებს.
-თაფლი ისე წამოადუღე რომ არ დაგეწვას, მუქ ოქროსფერს რომ მიიღებს,ყველაფერი დააყარე და აი მერე იწყება მთავარი.-წარბს ნიშნისმოგებით მიწევს -მაშინ გამოჩნდება თუ რამე გამოგყვა ჩემი.
დედა საუცხოო კულინარია,
მისი გამზადებული კერძებისთვის მთელ სიცოცხლეს დავთმობ,
უბრალოდ შემწვარ კვერცხსაც კი ისეთი ოსტატობით ამზადებდა,გაოცებულს ტოვებდა ყველას.
ძალიან მტკივა გული, რომ დღეს უმისოდ მიწევს სამზარეულოში საახალწლოდ მზადება.
ვცდილობ მოწოლილი გრძნობები ცოტა ხნით გადავმალო და კამერას სახეს ვარიდებ.
ამასობაში წაბლის თაფლის არომატი მთელ ბინას ედება და ლამის გული წამივიდეს.
ჩემი გაკრახმალებული რეცეპტორები სამბას ცეკვაას იწყებს.
თხილეულს ტაფაზე ვყრი და ვურევ,
ჯერჯერობით ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს,
დედაც მაქებს,
როგორც კი მასა ერთმანეთს ერევა, ვრთავ და წინასწარ დასველებულ ხის დაფაზე ვასხამ .
-ახლა რა ვქნა?-სასოწარკვეთილი ვუყურებ,მგონიყველაზე რთული ახლა იწყება.
-დააცადე გაგრილდეს და მერეუნდა დაჭრა რომბებად,ოღონდ თუარ დაგემორჩილა,ჩათვალე, სულ ტყუილად იწვალე!-სულ მთლად მზაფრავს დედა და წამებს ვითვლი სანამ გაგრილდება.
ამასობაში აკაკიმ მაცნობა, რომ ერთ საათში გამომივლის, მე კიდევ არც გადამივლია.
ავნერვიულდი,თითქოს პაემანზე მივდიოდე,
მოუსვენრობას დედაც მამჩმევს მაგრამ, არაფერს მეუბნება.
საბედნიეროდ, ჩემი გოზინაყის ტანდემი წარმატებით სრულდება სა ლამაზ თეფშზე ვანაწილებ.
ნაჩქარევად ვივლებ და საძინებელში გავდუვარ.
მის მოსვლამდე 18 წუთია დარჩენილი.
წარმოდგგენა არ მაქვს რა ჩავიცვა,
ასეთ შეკრებაზე ფაქტობრივად პირველად მივდივარ და ისიც არ ვიცი,
სპორტულად მისვლა რამდენად სწორია.
ვითრგუნები.
მაგრამ,მაინც არ ვაძლევ დღევანდელი საღამოს გაფუჭების უფლებას საკუთარ ფიქრებს.
სრულ 10 წუთში მზად ვარ და ,
აკაკიც მირეკავს.
ამოსვლას ვთხოვ,პარკებთან ერთად გოზინაყს ვერ ჩავიტან,
ჩემი მოუხერხებლობის ამბავი რო ვიცი,
ტრამვაატოლოგიურში გავატარებ ახალ წელს.
პარკებს წარბშეკრული უყურებს და ბრაზდება,
მის სახეზე მეცინება,
აკაკისგანსიბრაზეს პირველად ვხედავ.
-თუ სტუმარი ვარ, საჩუქარიც მომაქვს.-ჩემს ქმედებას ვამართლებ და გოზინაყიანი თეფშით ვტოვებ ბინას.
აკაკი ისევ ბრაზობს.
მანქანას უსიტყვოდ მართავს,
მისი რეაქცია მახალისებს და განწყობა საბოლოოდ მიმაღლდება.
გოზინაყიც მადისაღმძვრელად გამოიყურება.
-სტუმართმოყვარე სულარყოფილხარ, რაც მოდი დაბღვერილი მიყურებ.-ღიმილით ვიწყებ საუბარს.
სახე ოდნავ ულბება,
დედას შეტყობინება მომდის, ამიტომ ის ღიმილს მხოლოდ წამით ვკრავ თვალს.
"რაო აკაკიმ?!"სიცილის სმაილებით მწერს დედა და თვალები მიფართოვდება,
არც კიუკითხავს და არც მე მიხსენებია მისი სახელი,
საიდან მიხვდა?!
-"გამიბრაზდა,ჩემი სიკვდილი თუ გინდოდა გოზინაყით რაღატომ გადაწყვიტეო"-სწრაფად ვკრეფ და სახე გაცისკროვნებული ვიხედები აკაკისკენ,
მგონი,
გაბრაზებამ გადაუარა,
სადღაც შეუხვია და შეაჩერა.
-ჩემი მეგობრების არ შეგეშინდეს,ძალიან აქტიურები არიან და შეიძლება დაგღალონ.-თვალებში იყურებს და მიხსნის.
არადა,საიდან უნდაიცოდეს აკაკიმ,
ხალხი,ხმაური,საზეიმო განწყობა ახლა სიცოცხლეზე მეტად რომ მჭირდება.
თავსვუკრავ და ფეხით ავდივართ მეორეზე.
ისეთი ხმაური გამოდის ბინიდან,
ვიბადრები ომენტალურად.
კარებში 20 წლამდე გოგო გვეგებება და პარკებს გვართმევს.
მესალმება, მეცნობა და პირდაპირ გოზინაყს იღებს.
-უგემრიელესია!-ცერს მოწონების ნიშნად მიწევს და დივანზე ჩამწკრივებულ ახალგაზრდებს მაცნობს.
ყველა ერთნაირია-მხიარული,ლაღი,თავისუფალი.
აკაკიც თითქოს შესვლისთანავე ადაპტირდება და,
სრულიად სახეცვლილი მიდგება წინ.
იცინის და,
მასზე ერთი თავით დაბალ ბიჭს მუსიკაზე ხმის ჩაწევას სთხოვს.
სიჩუმეს მიჩვეულს ცოტა მეუხეშება ერთბაშად ხმაური,
თუმცა არ ვიმჩნევ.
კარშიდამხვდური- ნინი და მისი და სუფრას ანახლებენ და ვსხდებით.
სუფთა,გულღია ხალხთან გახსნა არ მიჭირს,
ადვილად შევდივართ კონტაქტში.
აკაკი მაქსიმალურად მაქცევს ყურადღებას,
მაგრამ,
ეს არ მაღიზიანებს,
მსიამოვნებს.
არ ვსვამ, თუმცა,
მეგობრული გარემო მათრობს და მაბრუებს.
ვდუნდები და თითქოს,ვთავისუფლდები.
-ხომ არ მოიწყინე?-სასმელმოკიდებული აკაკი მომიბრუნდა და თვალები შემომანათა.
ცისფერი თვალები ჰქონია,
ლამაზი ჭრილი და, ღრმა,თბილი მზერა.
-არა,პირიქით,მადლობა რომ აქ მომიყვანე!-ვუღიმი და ენერგეტიკულს ვსვამ.
მის მზერას დროდადრო ვგრძნობ,თუმცა,არ ვიმჩნევ.
თავს არ ვიტვირთავ ზედმეტი ფიქრით, მინდა მაქსიმალურად ვისიამოვნო დღევანდელი დღით.
მალე ნინი ცეკვასიწყებს და ყველას იყოლიებს.
აკაკის ასეთ გახსნილს პირველად ვხევად და მისდამი სიმპატია მიჩნდება.
კეთილგანწყობამ სახე იცვალა თითქოს და,
სულ სხვა თვალით შევხედე.
საათი 12 რომ უახლოვდება,
გული მიჩქარდება.
10 წუთია დარჩენილი, გული სწრაფად მიცემს.
აკაკი თბილად მიღიმის და ხელს მიწვდის,
უნდა ვეცეკვო.
ვთანხმდები,
უხარია.
სახე უცისკროვნდება და თვალები უბრწყინავს.
ჩემ თავზე ვბრაზდები, აქამდე მისი თვალები რომ არ შემიმჩნევია, არადა,თითქმის ნახევარი წელია რაც ვიცნობ.
-ძალიან ლამაზი ხარ ნატ.-მის "ნატ"-ს მხოლოდ ახლა მივაქციე ყურადღება,
მგონი,სულ ასე მეძახდა,დღეს და ახლა კი, სულ სხვანაირად გაიჟღერა.
მგონი, ყურადღებაა საჭირო რომ ადამიანებდი მეტი დავინახოთ..
კომპლიმენტი მახარებს...
მუსიკას თავისუფლად ვყვები,
ცეკვა სულ მიყვარდა,
გემოვნებიან მუსიკას დედამ შემაჩვია და,
არც ეს მუსიკა ჟღერდა ცუდად,მითუმეტეს,
მათ გარემოცვაში.
ნინი უცებ თიშავს მუსიკას და საათს აჰყურებს.
ჩვენც ვხვდებით და,
ყველა ერთად,
ათიდან უკუსვლით ხმამაღლა,
ბედნიერები,
თავისუფლები ვითვლით.
ამდენი წლის მერე პირველად მიხარია 0 და,
"გილოცავთ"..
დედას სამზარეულოდან ვურეკავ და ვულოცავ,
აკაკის არ ახსენებს,
თუმცა, ვიცი მომწერს.
თავშეყრის ადგილას რომ ვბრუნდები,
ყველა ზის და მხოლოდ აკაკია ფეხზე,
ჭიქა ამაყად დაუკავებია ხელში და,
სადღეგრძელოს ამბობს.
თან მიყურებს და,
მიღიმის.
-ახალი წლის ახალ საწყისს, ახალი იდეებითა და მისწრაფებებით , ახალი გრძნობებით გაუმარჯოს! - ამბობს და სვამს.
მეისევ კარებში ვდგავარ და მის სიტყვებს ვიაზრებ.
ამდროს, დედას შეტყობინება მომდის.
"ახალი გრძნობებიო?შეხედე,თურმე რა სადღეგრძელოები სცოდნია აკაკის?!"- მიცინის და გაოცებული დავყურებ ეკრანს.
თურმე არ გამითიშია..
მცხვენია,მაგრამ რისი, არ ვიცი..
მგონი დედა მომავალს და,
გასავლელ დღეებს ხედავს და,
თუ აკაკიმ მისი მოწონება დაიმსახურა, მიხარია.
აკაკის გვერდით ვჯდები,
ვიღიმი,
-გაუმარჯოს!-მტკიცედ ვამბობ და ვსვამ!!!
ახალ წელს, ახალი გრძობებით გაუ-მარ-ჯოს!
____
მთელი სამი თვით და ორი კვირით დამიგვიანია დადება და,
რომ აღმოვაჩინე ასე ეულად,ვორდში დასრულწბული,დაუდებელი ისტორია,
მაინც გადავწყვიტე დამედო.
ცოტა დაგვიანებული საახალწლო სურნელი შემოვიტანე,იმედია,მოგეწონებათ.
მომენატრეთ და,
ჰო,
თქვენი:ანასტასია!



№1  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ჰაიკო
არ მიყვარს გოზინაყი, ძალიან ტკბილია.
:D:D

???????????? დიდად არც მე, მაგარია ძაან

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

აი მე კი ძალიან მიყვარს გოზინაყი და ეს პაწაწუნა ისტორიაც მომეწონა.
ტასუსუნა შენს ისტორიებში ყოველთვის განსაკუთრებული სითბო იგრძნობა. კითხულობ და გათბობს.
ხშირად გაგვანებრივე შენი სითბოებით

 


№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ქეთი
აი მე კი ძალიან მიყვარს გოზინაყი და ეს პაწაწუნა ისტორიაც მომეწონა.
ტასუსუნა შენს ისტორიებში ყოველთვის განსაკუთრებული სითბო იგრძნობა. კითხულობ და გათბობს.
ხშირად გაგვანებრივე შენი სითბოებით

ქეთი,თქვენკი მე მათბობთ ❤️❤️ მადლობა! ❤️❤️ მიხარია,რომ მოგწონთ

 


№4 სტუმარი ფეფო

მიყვარს გოზინაყი...გავთბი,პატარა და საყვარელი ისტორია იყო. :))

 


№5  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ფეფო
მიყვარს გოზინაყი...გავთბი,პატარა და საყვარელი ისტორია იყო. :))

მადლობა! ❤️❤️

 


№6 სტუმარი Wilson

Saswaulad mominda axali weli.^_^ :((

 


№7  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Wilson
Saswaulad mominda axali weli.^_^ :((

ნამდვილად.. ❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი Rania

Martalia gozinayi armiyvarss. Magram am istoriis cakitxvis shemdeg mgoni davicyeb sheyvarebass. Zalian sayvarliba iyoo. Shen ki yovel jerze izrdebiii
--------------------
Q.qimucadze

 


№9  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Rania
Martalia gozinayi armiyvarss. Magram am istoriis cakitxvis shemdeg mgoni davicyeb sheyvarebass. Zalian sayvarliba iyoo. Shen ki yovel jerze izrdebiii

❤️❤️❤️ მიხარია თუ წინსვლა შესამჩნევია..
მადლობა ჩემო კარგო ❤️

 


№10  offline წევრი scooby doo pa pa

ვერ ვიტყვი გოზინაყზე ვგიჟდებითქო მაგრამ უნდა ვაღიარო ნამდვილი საოცრებაა ეს ისტორიაც ასეთი იყო,ახალი წელი ახალი ცხოვრების და გრძნობების ახალი დასაწყისია
ძალიან მომეწონა და ძალიან ვისიამოვნე

 


№11  offline ახალბედა მწერალი tasusuna

scooby doo pa pa
ვერ ვიტყვი გოზინაყზე ვგიჟდებითქო მაგრამ უნდა ვაღიარო ნამდვილი საოცრებაა ეს ისტორიაც ასეთი იყო,ახალი წელი ახალი ცხოვრების და გრძნობების ახალი დასაწყისია
ძალიან მომეწონა და ძალიან ვისიამოვნე

მადლობა რომ მოგეწონა, თქვენი თითოეული სოტყვა მახარებს და , გულს ითბობს ❤️❤️❤️

 


№12  offline მოდერი ენემი

ტასუნა???? მომენატრე♡♡ ჰო ამ ისტორიას რაც შეეხება საყვარლობაა ახალი წელი ჩემთვის წელიწადის ნებისმიერ დროს სასიხარულოა და მთელი თვეები ვემზადები ხოლმე :D გოზინაყიც ისეთივე ტკბილია როგორიც ეს ისტორია
პ.ს ასეთ ტკბილ ისტორიას წერ და გოზინაყი არ გიყვარს?:D

 


№13  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ენემი
ტასუნა???? მომენატრე♡♡ ჰო ამ ისტორიას რაც შეეხება საყვარლობაა ახალი წელი ჩემთვის წელიწადის ნებისმიერ დროს სასიხარულოა და მთელი თვეები ვემზადები ხოლმე :D გოზინაყიც ისეთივე ტკბილია როგორიც ეს ისტორია
პ.ს ასეთ ტკბილ ისტორიას წერ და გოზინაყი არ გიყვარს?:D

ისეთი მაგარია, სრულფასოვან სიამოვნებას ვერ ვიღებ :( მომზადების პროცესი უფრო მიყვარს ვიდრე მშემდეგ მირთმევა ❤️❤️
შენ კი, მადლობა თბილი სიტყვებისთვის ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
ახალი წელი მეც ძალიან, ძალიან მიყვარს

 


№14  offline წევრი Taattu

ძალიან საყვარელობა და ტკბილობა იყოო heart_eyes
ახალი წელი მომანდომა
და განწყობა შემიქმნა... relaxed
შენი რამდენიმე ისტორიაც წავიკითხე
და მართლა ძალიან მომწონს ყველა
მსუბუქი და კარგი წასაკითხია heart_eyes heart_eyes

 


№15  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Taattu
ძალიან საყვარელობა და ტკბილობა იყოო heart_eyes
ახალი წელი მომანდომა
და განწყობა შემიქმნა... relaxed
შენი რამდენიმე ისტორიაც წავიკითხე
და მართლა ძალიან მომწონს ყველა
მსუბუქი და კარგი წასაკითხია heart_eyes heart_eyes

თათუ,მადლობა ჩემო კარგო, მსუბუქ, ადვილად წასაკითხ ისტორიებში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა, სხვა ჟანრის წერაც მსიამოვნებს.
მადლობა ❤️❤️❤️

 


№16  offline წევრი TamoTi

რა საყვარლობა იყოო♥♥თავიდან ბოლომდე სულ ღიმილით ჩავიკითხე♥♥♥

 


№17  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Tamuna Gogaladze
რა საყვარლობა იყოო♥♥თავიდან ბოლომდე სულ ღიმილით ჩავიკითხე♥♥♥

სალომე,სულ გაიღიმე !! ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent