მეფური სიყვარული (თავი 2)
მარიამ P.O.V: ჩავედი და ვუთხარი, რომ თანახმა ვიყავი იმ იმედით რომ ჩემს მშობლებს ცოტას მაინც გავახარებდი და მათ ღვაწლს ჩემს მიმართ ამით დავაფასებდი, მაგრამ რეალობა სხვაგვარი იყო. დედამ ცრემლიანი თვალებით შემომხედა მამა კი ისევ თავჩაღუნული იჯდა. ეს ყველაფერი ალბათ იმიტომ, რომ იცოდნენ რაც მელოდა, მაგრამ ეგ უცხო არ იყო მეც ვიცოდი რაც მელოდა. თავი გმირი მეგონა, მაგრამ გმირი არ ვიყავი ამ ყველაფერს საკუთარი ოჯახისთვის ვაკეთებდი. ჩემს ბავშვობაში, რომ ეკითხათ ვინ იყო გმირი ჩვენს მოხუც მეფეს ვიტყოდი, მაგრამ ნუთუ ჩემი გმირი ჩემი მსჯავრდებელი უნდა გამხდარიყო?ამ ყველაფერმა წამიერად გამიელვა თავში როდესაც დედა მოვიდა და ტირილით ჩამეხუტა . -არ მინდა , არმინდა არაა არც შენ არგინდა... გაგიშვებ სხვა ქვეყანაში გადადი და იქ დაიმალე. დედის სიტყები გულზე მალამოდ დამედო, როდესაც მისი გააფთრებული სახე დავინახე სიამაყით ავივსე მივხვდი, რომ არაფრის არუნდა შემშინებოდა. ამ დრომდე ვფიქრობდი, რომ დასაწყნარებელი მე გავხდებოდი, მაგრამ პირიქით დედა მუხლებზე ჩაიკეცა და გოდება დაწიყო. როდესაც ნესტანი კიბიდან მთქნარებით ჩამოდიოდა ხის იატაკის ჭრაჭუნმა ჩვენი ყურადღება მიიბყრო ნესი დედას მივარდა და ააყენა . -დედა დამშვიდდი გთხოვ ვერ ვხვდები რას აკეთებ? რის გამოხატვას ცდილობ ?ყოველთვის ძლიერი იყავი ახლა რა მოგივიდა? შენ გინდა გამხნევება თუ მარიამს ? მარიამზე ცუდად ხარ? იმის მაგივრად რომ გაამხნევო დასტირი თითქოს მკვდარი იყოს. არ იჩნევს მაგრამ განიცდის შენ ხომ არ თხოვდები? ბოლოს და ბოლოს ხვალ და ზეგ ისევ შენს საწოლში შენი ქმრის გვერდით გაიღვიძებ და მარიამი? წამოდექი და შენს შვილს დაეხმარე ასაწვლე ის რაც შენ ცხოვრებამ გასწავლა. ნესის სიტყვებმა თან სიამაყით ამავსო თან ცრემლები მომგვარა დედაც ადგა და თავის ოთახში ავიყვანეთ. დაბლა ჩამოვედი და მამას გვერდით დავჯექი -შენგან არ მოვისმენ რჩევა დარიგებებს მამი? -შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ , ჩემი ერთი თვალი, ჩემი გულის ნახევარი შენ თუ რამე მოგივა ვერ გავძლებ. კაცი ვარ არ ვტირი ჩუმად ვარ არ ვყვირი, მაგრამ როდესაც საქმე შვილებზე დგება ყველაზე უსუსურ არსებად ვიქცევი, ამიტომ გეუბნები არ შემიძლია შენი ნების წინააღმდეგ წასვლა ასე ვერ დაგაჭკნობ. დღეს საღამოს მიდის გურიკა ეტლით საზღვრის პირა სოფელში შენც მას გაყევი. საზღვარს აკონტროლებენ, მაგრამ იციან გზები საიდანაც შეძლებ რუსეთში გადასვლას იქ კი ჩვენს ნათესავებთან იქნები ისწავლი და აეწყობი. - არა მამა მერე თქვენ? რომ ვიცოდე, რომ ჩემი ქმედებებით თქვენ არ დაგაზიანებთ აუციელბლად წავიდოდი, მაგრამ არა იყოს ქორწილი დაე გავთხოვდე . ავდექი და ჩემს ოთახში ავედი ფიქრებში წასულს დამძინებია, როდესაც ცხსენების ხმა გავიგე ჩემს ჩუსტიკებში ფეხი წავყავი და ჩავირბინე. რამოდენიმე კაცი დავინახე უმალვე მივხვდი, რომ მეფის კარიდან იქნებოდნენ მაღალმა გრძელცხვირა კაცმა ფურცელი გაშალა და ამირანს მიაწოდა ამირანმაც ხმამაღლა დაიწყო კითხვა . -მივესალმებით ბატონი ამირანის ოჯახს, თუ კი თქვენი ოჯახი თანახმაა ჩვენი ბიჭისთვის გოგოს მოთხოვებაზე გთხოვთ თქვენი თანხმობა სდილზე სტუმრობით დაგვიდასტუროთ, პატივისცემით მეფე . ამირამნმა წაიკითხა თუა რა მსახურებს ანიშნა, რომ ყველაფერი გასაგები იყო და კარისკენ გააცილა მამამ შემომხედა, მაგრამ არაფერი მითხრა თავადვე ვყელაფერს მივხვდი, თავი დავუკარი და ოთახში ავედი თითქოს თვალებზე ცრემლი მომადგა, მაგრამ დავიღალე ამ ბანალურობით მტირალა გოგო არასდროს არ ვყოფილვარ .ღრმად ჩავისუნთქე და ჩემი კაბები გადმოვალაგე როდესაც კარები გაიღო -მარიამ რას აკეთებ ? -მეფის წერილი მივიღეთ დღეს ეტლი მოვა და გასაცნობად წაგვაბრძანებენ მინდა რომ კაბა ავარჩიო დამეხმარები? -წითელი . დაუფიქრებლად მითხრა ნესიმ -რატომ წითელი? ავიღე და ვუყურებდი , მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს ვამჩნევდი -იმიტომ რომ წითელი შენი ფერია . ნესი P.O.V: წითელი კაბა აიღო და ჩაიცვა. არ ვიცი რაუნდა ვთქვა, რომ მისი სილამაზე ზუსტად გადმოვცე. მისი სილამაზით ყოველთვის ყველა გაოცებული იყო, მაგრამ მასე ლამაზი მეც ვიყავი .იყო კიდევ რაღაც მარიამში რაღაც, რაც არავის არ ქონდა ახლაც კი, როდესაც ყველაზე სუსტი უნდა ყოფილიყო ყველაზე ძლიერი ქალი იყო. სარკეში იხედებოდა და თავის თავს აკვირდებოდა. არ ვიცი ჩვენი მომავალი სიძე ვინ იყო ან რა იყო, მაგრამ თუ მისი გემოვნებით ვიმსჯელებთ კარგი ოხერი იქნებოდა, რადგან როგორც ჩანს მანაც მარიამში ის დაინახა რაც ბევრს არ შეეძლო. -ამ კაბას ჩავიცმევ ჩემთვის მაინც სულ ერთია . სევდიანად შემომხედა თითქოს დანანებით -დაო მისმინე ჩვენ შენს გვერდით ვართ ჩვენ შენი მხრები ვართ, შენ ჩვენი ნაწილი ხარ, ვერაფერს გეტყვი ისეთ, რომ ტკივილი და დარდი შეგიმსუბუქო, ამიტომ სიტყვებით არ დაგღლი. შენ იცი ყველაფერი რა და როგორ არის ამიტომ გახსოვდეს, რომ გვიყვარხარ.ჩავეხუტე და ოთახიდან გავედი . მოვემზადე და საღამოს ეტლის ხმაც შემოისმა. ყველანი დაბლა ჩავედით დედა ძველებურად ლამაზი იყო, მაგრამ თვალები არუბრწყინავდა მამა თითქოს გატყდა, მაგრამ ოჯახის თავობას არ ღალატობდა მედგრად იდგა. მარიამიც გამოჩნდა სადად და ლამაზად იყო, როგორც მინდოდა ყველას ისე დაენახა მარიამი, როგროც მე ვხედავდი. არმინდოდა როგროც თოჯინა ყველას ისე აღექვა მის სისადავეში იყო ყველაზე დიდი ბრწყინვალება ... ახლა ის დრო არიყო, რომ ერთმანეთისთვის არაფრის მომცემი სიტყვები გვერხჯა, ამიტომ უჩუმრისპირად გავედით გარეთ. მამამ ბუხარი ჩააქრო ეტლში ჩავჯექით და წავედით. დრო იწელებოდა ჩემი გულის ცემაც იმატებდა წარმედგინა მარიამი რას გრძნობდა. საღამო ხანს მოსახლეობა გარეთ იყო გამოსული. ეტლის ფორთოჩკიდან ვიხედებოდი და ვხედავდი ყველა, როგორი იტნერესით უყურებდა მიმავალ ეტლს, ალბათ რამდენი ოჯახი ოცნებობდა ჩვენს ადგილას ყოფნას, მაგრამ რეალობა სხვნაირი იყო კარიბჭე გაიღო და ეტლიც შეგორდა. უზარმაზარი სასახლე იყო სადა და მდიდრული, ლამაზად მოპირკეთებული. მეფე არ გამოგვგეგებია, მაგრამ არც მოველოდი. ჩვენი მეფე კეთილი იყო, მაგრამ მაინც ავლებდა საზღვარს ხალხს შორის. მოკლედ შეგვიპატიჟეს და დიდ ოთახში შევედით. სადაც გრძელი მაგიდა დაგვხვდა უამრავი საჭმლით და სასმელით, თავსაფრიანი დედაკაცები წინ და უკან დაიარებოდნენ. მაგიდის გარშემო დავსხედით ზუსტად ისეთი გარემო იყო ფილმებში რომ არის გრძელი სკამები, ყვავილები, ლამაზი ჭაღები და ა.შ გაიღო კარები და მეფეც შემოვიდა ფეხზე წამოვდექით და მეფეს მივესალმეთ, მანაც თბილი ღიმილი გვაჩუქა და მის მეუღლესთან ერთად სუფრის თავში დაჯდა. დაძაბულობა იყო ყველაზე დიდი მოლოდინი მომავალი სიძის მიმართ გვქონდა, მაგრამ არსად ჩანდა. -მოგესალმები ამირან როგორ ხარ? ცუდად როგორ იქნები როდესაც გვერდს სამი ასეთი ლამაზი ქალბატონი გიმშვენებს. ორმაგად მიხარია დღევანდელი დღე, რადგან ჩვენი რძალი არა მხოლოდ კარგი ოჯახის შვილია, არამედ ულამაზესიც არის . -მადლობას გიხდით მეფეო ანალოგიურის თქმა შემიძლია თქვენთვისაც. მიუხედავად ამხელა განსხვავებისა მამამ იცოდა ვისთან როგორ უნდა ელაპარაკა, ამიტომაც ყოველი წრისთვის მისაღები იყო . თქვენი შვილი სად არის? -სიმართლე გითხრათ მოდის, ბოდიშს ვუხდი თქვნს ოჯახს უპასუხისმგებლობისთვის დილით ცხენით გავიდა და მას მერე არ მოსულა, ისიც ნერვიულობს მისთვისაც მნიშვნელოვანი გადაწყეტილება იყო. -რა თქმა უნდა პრობლემა არ არის. მამას და მეფის საუბრის დროს კარები გაიღო და პოტენციური სასიძოც შემოვიდა, დინჯად მოაბიჯებდა და როდესაც მოგვიახლოვდა თავი დაგკივრა შემდეგ კი მის განკუთვნილ ადგილას დაჯდა. მარიამ P.O.V: კარები გაიღო და გულის ცემა გახშირდა, ვერ ვიგებდი რა მჭირდა რა მანერივულებდა ვის ან რის მოლოდინში ვიყავი. ბიჭი შემოვიდა ლამაზი მხრებით, მაღალი, ლამაზი სახით, თმები დაბალზე ქონდა შეჭრილი, გრძელი წამწამები ამშვენებდა მის სახეს, ერთი შეხედვით წუნს ვერ დაუდებდი. ნელ ნელა მოაბიჯებდა, როდესაც მოვიდა თავი დაგვიკრა და თავის ადგილზე დაჯდა . -ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის განსაზღვრული არ მქონია, ჩემდა უნებურად მოხდა . -არაუშავს უმალ უპასუხა ამირანმა -მრიანი მას მირიანი ქვია დასძინა უმალ მეფემაც. -მირო მქვია მამა და სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, უხეშობაში თუ არ ჩამომართმევთ მითხარით რომელია ჩემი მომავალი მეუღლე? -მირო შვილო თითქოს უსაყვედურა მეფემ. -არ არის პრობლემა, თქვენი სურვილისამებრ მარიამია თქვენი მომავალი მეუღლე, ამირანმა ჩემსკენ მიუთითა. გამიკვირდა მისი ნათქვამი მან ამირჩია, როგორ შეიძლებოდა ეკთხა რომელი ვარ? მაგრამ მე და ნესის გვამსაგავსებენ და ეს ყველაფერი ამას დავაბრალე . ვცდილობდი მისთვის არ მეყურებინა, მაგრამ მის მზერას ვგრძნობდი და ვეღარ მოვითმინე გავბრაზდი და მეც შევხედე. თვალებში ვუყურებდი იმის იმედით, რომ მზერას სხვა რამეს ან ვიმეს მიაბრყრობდა, მაგრამ პირიქით თავი გვერდით გადახარა და უფრო ჯიქურად მომაშტერდა. გავბრაზდი ასეთი რამე როგორ შეიძლებოდა? ჯერ დაქორწინებულებიც არ ვიყავით და ასე რატომ მიყურებდა? თავი შეურაწყოფილად ვიგრძენი, ვიფიქრე ვსო ჩემი ბედი მეფის შვილის ხარჭობაა და ამის იქით ვერც წავალთქო. ვეღარ გავუძელი და მზერა სხვა რამეზე გადავიტანე . გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც წესისამრებს ვახშამი მივირთვით მამა და მეფე ზოგად ჭეშმარიტებებზე საუბრობდნენ შემდეგ კი ჯერი ჩვენს ქროწილზეც მიდგა -ყველაფერი წესისამებრ ჩატარდება ქორწილისაც ჩვენთან გადავიხდით, ყველაფერს ჩვენ მოვამზადებთ ხარჯების გაწევა არ დაგჭირდებათ. მარიამს მხოლოდ ის ევალება, რომ ღირსეული ცოლობა გაუწიოს ჩემს შვილს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბედნიერი იყოს ჩემს შვილთან ერთად მინდა, რომ ქორილი ორ დღეში იყოს თუ წინააღმდეგნი არხართ. გავვოცდი ორ დღეში რაუნდა მომესწრო ? მაგრამ მის წინააღმდეგ ვერ წავედი და თავი დავუკარი ამ დროის განმავლობაში მირო ისევ ისე მიყურებდა. უკვე გვიანი იყო და წასვლა დავაპირეთ .ყველაფერი კარგად იყო მეფეს თავი დავუკარი მიროსთვის კი არც შემიხედავს, რადგან ისევ მის მზერას ვგრძნობდი. უკვე ვერ ვიტანდი ვიცოდი თუ ბოლომდე ასეთი ჯიუტი იქნებოდა კარგი რამ არ მელოდებოდა. ეტლში ჩავსხედით და სახლში წავედით უსიტყვოდ შევედი და დავწექი მაგრამ ვერ დავიძინე . მიროზე ვფიქრობდი დღიური ავიღე და უკვე იმაზე დავიწყე წერა, როგორი ლამაზი იყო აქამდე არსდროს მყავდა ნანახი, ალბათ მარტოსული გათამამებული შვილი იყო. ანუ რა გამოვიდოდა? რადგან ქორწილია მე პირველი ხარჭა ვიქნებოდი? თუ მექნებოდა ცხოვრება, როგორსაც ბავშვობაში ვფიქრობდი საყვარელ ადამიანთან, რომელიც პირველ ადგილზე დამაყენებდა ყველგან და ყოველთვის? დღიური დავხურე და დავიძინე. მეორე დილას დიდი ამბები იყო. ჩემი ფორმების გასაზომად მოვიდნენ ვუთხარი რომ კორსეტიან კაბას არ ჩავიცვამდი. ჩემი ყველა ნათქვამი გაითვალისწინეს და კაბა საღამოსთვის მომიტანეს. ის დღე ძალიან სწრაფად გავიდა ვერაფერი გავიაზრე იმის გარდა, რომ მეორე დღეს ქორწილი მქონდა. დედა ჩუმად იყო და თითქმის არ მელაპრაკებოდა გულს მტკენდა, მაგრამ ვიცოდი მასაც სტკიოდა, ამიტომ ვერაფერი გავაკეთე . ისევ დავწექი და დავიძინე მალე გათენდადა ძილიც არ მეყო . ჩემს გასამზადებლად მოვიდნენ დღეს ხომ უგრძნობი თოჯინა უნდა ვყოფილიყავი .. ყველაზე მეტად ის მადარდებდა, რომ უნდა შემხებოდა მე ხომ არ მიყვარდა ვიფიქრე, რომ შემეხება ალბათ გული ამერევათქო. რამოდენიმე ბინძური სიტუაცია წარმოვიდგინე და თავი ცუდად ვიგრძენი გული ამიჩქარდა. ყელაფერს მეფე აკეთებდა ამიტომ ეს დღეც ჩვეულებრივი იყო ჩვენ მარტო ჩაცმა გვევალებოდა ეტლი მოვიდოდა და წაგვიყვანდა. დაახლოებით ორ საათზე ჩაცმა დავიწყე მაკიაჟი უბრალო გავაკეთებინე .ტუჩებზეც კი არაფერი წამისვამს, მინდოდა ბატონს მირიანს ეფიქრა იმდენად არ მაინტერესებდა,, რომ მაკიაჟის გაკეთებაც კი შემეზარა. დედამ დამიძახა და დაბლა ჩავედით ეტლში ჩავჯექით და სასახლეში წავედით. ეტლი ქვებზე ნელა მიგორავდა და ყოველ ორმეტრზე ღრმა იამკებში ჯერ ჩაგორდებოდა მერე ამოგორდებოდა. დიდი ვიყავი, როდესაც გავიაზრე, რომ რამდენი აღმართიც არის იმდენივე დაღმართი არსებობს, ამაზე ფიქრში ვიყავი გართული,როდესაც სასახლეში შევედით. ბევრი ხალხი იყო. მამამ ჩამომიყვანა და მიროსთან მიმიყვანა, რომელიც მეფის წინ იჯდა, როგორც ჩანს ჯვარი ჩვენთვის მეფეს უნდა დაეწერა. მირიანი წამოდგა და მამამ ჩემი ხელი გადასცა, ორიოდე სიტყვა უთხრა მისი ვალი მოიხადა და დავსხედით. ჩემთვის ყველაფერი ერთფეროვანი იყო ვცდილბოდი უგრძნობი ვყოფილიყავი, მირიანი არც მიყურებდა გამიკვირდა ვიფიქრე გუშინ უფრო ლამაზი ვიყავი? თუ გუშინ იმდენი მიყურა დაიღალა და დღეს აღარ მიყურებს. მეფემ საუბარი დაწიყო -დღეს ჩემი შვილის ქროწილია ჩემი მიროს, რომელიც წლები ნაანახი არ მყავდა. მე ის გავუშვი , როდესაც პატარა იყო,რადგან შემდგომ თქვენთვის მომავალი შეექმნა. იმედი მაქვს ჩემს მერე ის გაამართლებს თქვენს იმედებს . მინდა ჩვენს ლამაზ რძლას ვკითხო თანახმაა თუ არა? -თანახმა ვარ.ღმერთით ვიფიქრე გულში -მირო? -მეც თანახმა ვარ დაე იყოს ისე, როგორც შენ გინდა . ბოლო სიყვები ისე თქვა მარტო მედა მეფემ გავიგეთ გულიში რაღაც ჩამწყდა თითქოს მე მინდოდა მისი ცოლობა. მეფემ მისი ნათქვამი იყურადა. -ჩემი უფლება მოსილებით ცოლ-ქმრად გაცხადებთ.. ტაშის და ოვაციების ხმა იყო მირომ შულბზე მაკოცა . შემდეგ წესისამებრ ვიცეკვეთ ქართული ტრადიციული ცეკვა, ცეკვის დროს მირო თვალებში მიყურბდა, მთელი სხეული მიუხარდა ვერ ვიგებდი მოვწონდი თუ არა . ზედმეტი არაფერი უბრალოდ მისი მზერა ჩემს თვითშეფასებას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. ცეკვის შემდეგ საჩუქრები მივიღეთ ოქროებით ავივსე ამდენი ოქრო ერთად ნანახი არ მქონდა.. მისმა ძმამ მოგვილოცა და ლამაზი ბეჭედი მაჩუქა იმ მომენტში არც ისეთი საშინელი მეჩვენა როგროც ყოველთვის . ჰაერზე გავლა მომინდა და ბააღში გავედი სადაც შედარებით სიწყნარე იყო წყვდიადში ვიყურებოდი, როდესაც გვერდით მირო დამიდგა -გამარჯობა თავიდან თითქოს აქ მეორე სამყარო დაიწყო, რაღაც ჩვენი ცალკეული მყუდრო, სადაც მე ჩემი თავი ვიყავი. -გამარჯობა კიდევ ერთხელ მივესალმე მეც. -როგორ ხარ? -არც ისე კარგად დღეს ჩემი ქროწილია და ვერაფერს ვგრძნობ. -რა გინდა რომ იგრძნო? ხელები ჯიბეში ქონდა ჩაწყობილი და ისე მიყურებდა . ზედმეტად თავშეკავებული მეჩვენა მიდნოდა გამეგო მოვწონდი თუ არა -რაიმე მნიშვნელოვანი მაგრამ უკვე შემიბყრო იმედგაცურებამ. -კერძოდ რამ გაგიცრუა იმედები ? -არ ვიცი, თითქოს და ყველაფერი კარგია მაგრამ ვერ ვგრძნობ. -რას? იმდენად თავშეკავებული იყო, იმდემად მშვიდად მიყურებდა როცა მე გული გასკდომას მქონდა -გულიც კი არ მიჩქარის. გავთამამდი მეც, ვიფიქრე ამან როგორ უნდა მაჯობოსთქო. მომიახლოვდა და ჩემს წინ დადგა ჩემზე ოდნავ მაღალი იყო და თვალებში მიყურებდა -გულის აჩქარება ცუდია, მაგრამ შენ რატომ გინდა ნელა ფეთქავს? -საოცრად მშვიდია . მეტის თქმა მინდოდა, მაგრამ არ მითქვამს თითები ტუჩებზე დამადო ისე რომ მზერა არ მოუშორებია . -რატომ არ გისვია ტუჩსაცხი? თითებს ტუჩებზე მატარებდა -რაიყო ასეთი არ მოგწონს? ვეღარ მოვითმინე და ვკითხე თუ ჩემი ტუჩები მოსწონს ანუ მეც მოვწონვარ ვიფიქრე. -მომწონს . უფერულ ტუჩებში უფრო მეტ გრძნობას ვკითხულობ ვიდრე ტუჩსაცხით. მომწონს ძალიან მომწონს თითებს ტუჩებზე მისვამდა მეგონა, რომ ახლა მაკოცებდა, მაგრამ გვერძე გაიხედა ჩემი მოლოდინი ჩააქრო, ხელი გამიშვა პიჯაკი გაისწორა დაწავიდა . ჩემს თავთან დავრჩი და იმედ გაცურებით ტკბობა გადავწყვიტე, როდესაც ჩემი და მოვიდა. -დაო უკვე გვიანია ჩვენ წასვლას ვაპირებთ წამოდი დედას და მამას დამეშვიდობე, გული ისევ ამიჩქარდა და მშობლებთან მივედი დედასთან ერთად ცრემლები მდიოდა მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ მიყვარდა. ჯერი მამაზეც მიდაგა მითხრა რომ ჩემი მხარი იყო .შემდეგ ჩემი დაიკო და იგივე მოქმედება გაიმეორეს მიროსთან, როგორც ჩანს მეფეს და მის ცოლს უკვე დამშვიდობებულნი იყვნენ და წავიდნენ კიდეც. მიროსთან ერთად წავედი ოთახში ავედით და შევედით მუცელი მეწვოდა პეპლები არა, მაგრამ სპილოები ნამდვილად დადიოდნენ იმ დროს ჩემს მუცელში. ჩემთვის უცნობი მამაკაცი აბაზანაში შევიდა საწოლზე ჩამოვჯექი და ველოდი, როდის გამოვიდოდა დიდი ხანს მოუწია გაჩერება , საბოლოოდ კი გამოჩნდა. მომიახლოვდა ფეხზე წამოვდექი . ჩემთან ძალიან ახლოს იყო თაველბში მიყურებდა .. სირცხვილთ ვიწვოდი ნერვები მეშლებოდა, რომ ასეთი სუსტი ვიყავი. თვალებზე ხელი ჩამომისვა და შავი ტუში მომწმინდა, ჩემს ლოყებს და ტუჩებს ხელით ეფერებოდა -მე შენ არ მინდები, ჩემში გრძნობას ვერ აღძრავ ეს თქვა და ოთახიდან გავიდა. მოკლედ მეგობრებო ეს არის რაც არის.. <3 შეძლებისდაგავრად გავითვალსიწინე მინუსები გელოდებით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.