ერთმანეთზე ჯიუტები (თავი 3)
ესეც ახალი თავი, მადლობა ვინც კითხულობთ და ბოდიში, რომ მეტის დადებას ვერ ვახერხებ თან ინტრიგაო და ვეცადე <3 -რისი, უნდა მეშინოდეს, შენი? ჰო აბა რა ელოდე - მითხრა ნაგლად არაფერი მითქვამს, მხოლოდ ბოროტულად გავუცინე -კაი ვთამაშობ - ბოლოს მაინც დაგვთანხმდა თამაშზე. -კაი, დედა ვარ დავიწყოთ - ხელი აწია მარიამმა - მოდი პირველი ლილე დაიხუჭოს- მე შემომხედა მარიამმა. ძალიანაც კარგი -კაი დავიხუჭე - ხელები ავიფარე და თავი ჩავხარე -ამის პატრონმა რა ქნას?- მკითხა მარიამმა -თვალებს გავახელ და ისე ვითყვი რა- ვერაფერს ვფიქრობდი იმ წამს -კაი გაახილე - მეც მალევე გავახილე თალები და გარემოს მოვავლე თვალი, მაინც არაფერი მომდიოდა თავში, უცბათ ერთმა აზრმა გამიელვა. -დაიჩოქოს და ხელი მთხოვოს, მთელი ემოციებით და რომანტიკით- დამპლურად გავიცინე -ლილე დაიხუჭე ორი წუთით - მთხოვა ვაკომ -კაი აჰა- დავიხუჭე ვიგრძენი, როგორ მომიახლოვდა ვიღაც -შეგიძლია გაახილო - ვიკას ხმა იყო, თვალები წრაფად გავახილე, ვაკო იდგა ჩემს წინ და იცინოდა -რა გაცინებს - გამიკვირდა რა იყო ისეთ სასაცილო, რომ ვაკოს ასეთ სახე ჰქონდა -სიურპრიზი - გაიწია ვაკო და მის უკან მდგომი სამე გამოჩნდა, რომელიც თვალებით მჭამდა. -მეტი ვერაფერი მოიფიქრე?- აბუზღუნდა, რამაც ჩემი გაცინება გამოიწყვია -იდეალური ფანტაზია მაქვს, ასე რომ ... -ხელით ვანიშნე დაიჩოქე თქო ჩემს წინ ჩაიმუხლა და მოემზადა. ირონიულად შემომხედა, რამაც მიმახვედრა, რომ რაღაცის დაბრეხვებას აპირებდა -ლილე, ჩემო ერთადერთო და ჩემო სიყვარულო, მომავალში კი ჩემო გოგოვ - ამის თქმა და ოვაციები ატყდა -ვოუუუუუუ- გააკანკალა მათეს, ყველა იცინოდა მხოლოდ მე მქონდა ირონიული სიფათი -გამაჟრიალა - თქვა სიცილით საბამ -დამაცდით?- მოეშალა ნერვები სამეს. -კაი, კაი მიდი გააგრძელე- ხელები აწია მათემ -ჩემო ცხოვრებავ, გამომყვები ცოლად?- ბეჭედი გამომიწოდა, რომელიც იმ წამს თითიდან მოიხსნა. უბრალო ბეჭედი იყო.ზედ მთები ეხატა და პატარა სახლი მთის ძირში.გამეღიმა -მმმ- ჩავფიქრდი ბეჭედი გამოვართვი და ბერა თითზე მოვირგე.- სამე ძვირფასო, კარკი ბიჭი ხარ, თუმცა არ შემეფერები შენნაირი ბაბნიკები არ მიზიდავს, ასე რომ... -თითქოს დანანებით შევხედე, თუმცა მაინც იგრძნობოდა ირონია. არაფერი უთქვამს, წამოდგა ჩემთან ახლოს მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა. -ეგ ეხლა ამბობ მასე, თორე ბოლოს სიგიჟემდე შეგაყვარებ თავს - მანაც იგივე სარკაზმული ტონით მითხრა -ძალიან ბანალური ხარ სამე ძვირფასო- მეც ჩუმად ჩავჩურჩულე. მისი ცხელი სუნთქვა ყელზე მეცემოდა და რაღაცნაირად მაჟრიალებდა. -კარგად უნდა იცოდე სვანების ამბავი, თუ იტყვიან ასრულებენ კიდეც- მითხრა და ყურის ძირში სველი კოცნა დამიტოვა. გამაჟრჟოლა, მანაც იგრძნო ჩემი რეაქცია გამიღიმა და ადგილს დაუბრუნდა.იდიოტი, იცის როგორ უნდა ამიშალოს ნერვები -კარგი სამე დაიხუჭე -კაი - თვალები დახუჭა -ამის პატრონმა რა ქნას? - დასვა კითხვა მარიამმა -რა ქნას და მოყვეს თავისი ყველაზე სასაცილო და თან უხერხული სიტუაცია, სადაც ჩავარდნილა დაწვრილებით - ბოროტულად გაეღიმა, თუმცა მან ხომ არ იციდა, რომ ეს თვითონვე იყო. -კარგი მიდი სამე დაიწყე მოყოლა - სიცილი აგვიტყდა, სამემ კი თვალები ჭყიტა -რააა მეე? ეეე უსამართოლობაა, მე ხო ვიყავი უკვე- აწუწუნდა, თუმცა ვაკო ატყდა მოყევიო მასაც სხვა გზა არ დარჩენოდა და დაიწყო მოყოლა -ესეიგი: გამოცდების პერიოდში ერთი ბიჭი გავიცანი, ნუ მე რა გავიცანი თვითონ გამეცნო კარგი ბიჭი იყო . -ისე ამბობ იყოვო, თითქოს მოკვდა- ჩავურთე სამეს ისტორიას კომენტარი. რამაც სამეს შემობღვერა გამოიწვია- კარგი ჩუმად ვარ- ხელები ავწიე მან კი მოყოლა განაგრძო -2 თვე კარგად ვმეგობრობდით, ხშირად იყო ჩემს საძმაკაცოში, თუმცა სულ ჩუმად იყო იშვიათი, რომ ხმა ამოეღო. მარტო, როცა ვიყავით კიდე არ ჩუმდებოდა, სულ მელაპარაკებოდა. თავიდან მაკვირვებდა მისი ეს საქციელი. ბოლოს ვიფიქრე, რომ მორცხვი იყო ან ჩემი სასტავი არ მოსწონდა, ამიტომ მოვეშვი ამაზე ფიქრს და ჩვეულებრივ გავაგრძელე მასთან მეგობრობა .ხოდა ერთხელ მითხრა ჩემთან წვეულებაა და წამოდიო, ვისაც არ მოგეხსენებათ გეტყვით, რომ წვეულებებზე ვგიჟდები, ხოდა რა თქმაუნდა დავთანხმდი . წვეულება ორ დღეში იყო, მითხრა რაღაც მაქვს თან შენთვის სათქმელიო, კაი თქო. მერე იმ დღისით საერთოდ აღარ გამოჩენილა, ვურეკავდი და არ მპასუხობდა, თავი დავანებე იქნება რა საქმე აქვს და ვერ მპასუხობს თქო.არც მეორე დღე არ გამოჩენილა. მესამე დღეს მომწერა ღამე 9 საათისთვის ჩემთან იყავიო. მეტი არაფერი დავეჭვდი ხო კარგად არის თქო ხოდა მივწერე, "როგორ ხაარ" თქო "კარგადო" და ვსო დამთავრდა.9 საათი იყო უკვე მასთან წავედი, ვერსად ვერ ვნახე ბოლოს მის ოთხაში ავედი. კარზე დავაკაკუნე არაფერი მიპასუხა, ამიტომ უბრალოდ შევედი. საწოლზე თავჩახრილი იჯდა "თემო კარგად ხარ" თქო ვკითხე, არაფერი მიპასუხა უბრალოდ თავი აწია. თვალები ჩასისხლიანებული და ჩაწითლებული ჰქონდა თავიდან ვიფიქრე ნარკოტიკი ხომ არ მიიღო თქო, თუმცა არაფერი ერტობოდა. რა გჭირს თქო ხოდა "შეყვარებული ვარო". "მერე მაგას რა ჯობია" თქო ხოდა "არაა ყველაფერი რთულადააოო" ვიფიქრე იმ გოგოს ალბათ სხვა უყვარს თქო, ვკითხე კიდეც, მაგრამ "არა უფრო რთულაადო" და უცბათ მომახალა "ბიჭები მომწონსო" შოკში ვიყავი, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია "არაუშავს" თქო, გაუხარდა "მართლა არაუშავსო"?? ხოდა არაა პრობლემა თქო, ხოდა ადგა და მაკოცა ამ დროს ოთხაში ვიღაცეები შემოვიდნენ და აი მანდ დაიმსხვრა ჩემი ქართველი ვაჟკაცის მენტალიტეტი. მეორე დღეს ყველა ჩემზე ლაპარაკობდა, ბიჭები მოსწონსო.- დაასრულა სამემ თხრობა -და თემო? -მეორე დღეს წერილი გამომიგზავნა და იმის მერე აღარ მინახავს. ვსო დასასრული მიდი ჰა იღადავეთ ეხლა- ყველას ეცინებოდ,ა თუმცა დამაინტერესა რა ეწერა წერილში -და წერილში რა ეწერა, ისიც უნდა თქვა -არავითრ შემთხვევაში - თავი უარყოფის ნიშნად გააქნია -უნდა თქვა -შევეკამათე -კი უნდა თქვა _ დამეთანხმა ვაკოც -არა - უარზე იყო -კი - საბამაც აგვიბა მხარი -კი - ვიკა -კი - მათე -კი- კესომაც თანხმობა განაცხადა -ვწუხვარ მათე, მაგრამ ძაან დამაინტერესა ასე რომ უნდა თქვა - უთხრა დამწუხრებით, მარიამმა -ჯანდაბა - ჩაილაპარაკა და ტექსტის გახსენება დაიწყო,. როდესაც დაასრულა ტექსტი ყველა სიცილისგან ძირს ვეგდეთ.თემოს წერილი კი ასეთი იყო ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.