შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ შენ?!(2)


15-04-2019, 22:15
ავტორი kesane123
ნანახია 1 766

ლილესთვის რომ გეკითხათ ბედნიერება რაფერიაო, დაუფიქრებლად გეტყოდათ რომ ბედნიერება ყვითელია. ყველაფერი რაც უყვარს ყვითელია, მზეც, ბანანიც, ანანასით მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანს გეტყოდათ რომ მზესუმზირების გამო უყვარდა ყვითელი. მისთვის ბედნიერების მომტანი ფერია ყვითელი მაგრამ როდიდან? ამაზე პასუხი არ ჰქონდა. მე კი ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ ქალბატონ ლილეზე, გინდათ? რათქმაუნდა გინდათ! აი იმ დღეს როცა დემეტრემ ლილე გაიცნო, სულაც არიყო წვიმიანი დღე და სულაც არ ყოფილან ისინი ფუნიკულიორზე, დეაკოსთან იყვნენ სახლში. 12 წლის ქალბატონები ოთახში იყვნენ, ლილეს ყვითელი ზედატანი ეცვა და გარეთაც რომ გაიხედავდით ბევრ ყვითელ ფერს სეამჩნევდით, შემოდგომა იყო. გაკვეთილებს სწავლობდნენ როცა დეას სახლში ხმაური ატყდა და მანაც თალები აატრიალა და გაიცინა.
-დეა რახდება?
-ჩემ ბიძაშვილთან მოვიდნენ მაგის ძმაკაცები, ცოტახანში გავიდეთ და გაგაცნობ.-მართლაც ცოტახანში გავიდნენ და 15-16 წლის ბიჭები რო დაინახა ლილემ აწითლდა ერთიანად. მითუმეტეს მისი ძმა თუ ამას გაიგებდა ნამდვილად აღარ გაუშვებდა დეასთან, ჰო აი ასეთი მკაცრი და მესაკუთრე ძმააა ანდრია ჟღენტი.-ეე ხალხოო.
-ღლაპუც როგორხარ?-იკითხა თაფლისფერთვალებამ და დეას ჩაეხუტა.-ეე შენ ახალი ღლაპუცა ხარ?
-ამას ღლაპუცა არუწოდო თორემ რო გაიგებ ვინარის ინანებ შენ სიტყვებს მიშ.
-ვინხარ გოგო ამისთანა ა? ახლა ართქვა მინისტრის შვლი ვარო ან რამე ეგეთი.
-უარესი მიშ.-სიცილით უთხრა დეამ და ლილეც აიყოლია.
-ნუ აზვიადებ დეაკო.-გაიცინა ლილემ.-მე ლილე ჟღენტი ვარ.
-ამის დედაც, უარესი ყოფილხარ გოგო შენ.-გაიცინა ნიკუშამ.-შენ ძმას როგორ გავხარ ტოო.
-არ ვგავარ.-თავი გააქნია სიცილით ლილემ.
-შენ მწვანე თვალები გაქვს, დანარჩენით გავხარ.-დემეტრემაც ამოიღო ხმა და ლილესაც აუფანცქალდა ბავშურად გული.
-მართალია.-ამოილუღლუღა ლილემ და სახლთან გაჩერებულ მანქანას ფანჯრიდან გახედა.-მე წავედი.
-რითი მიდიხარ პატარა პუტკუნა ქალბატონო?-გაეკრიჭა და ენა გამოუყო მიშომ.
-მამამ მომაკითხა.-მანაც იგივე ჟესტი გაიმეორა, ყველას დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა. ეგ იყო და ეგ, მას შემდეგ აღარც ბიჭები უნახავს და მას შემდეგ შეუყვარდა, შემოდგომა და ყვითელი ფერი.
.........
ღამე გამოეღვიძა ლილეს, გაახსენდა ყველაფერი და უბრალოდ გაეღიმა,მის გვერდით მწოლიარე პატარას გადახედა რომელიც მშვიდად იყო წასული ძილის სამყაროსკენ, პატარა აპრეხილი ცხვირი ჰქონდა და კუპრივით შავი თმა, ცისფერი თვალები და დიდი ატმისფერი ტუჩები. ნამდვილ ანგელოზს მოგაგონებდათ. ხელი მისი სახისკენ წაიღო და ფრთხილად მოეფერა ლოყაზე, მერე კი მასთან ახლოს მიიწია, მისი პატარა სხეული ჩაიხუტა და ისევ დაიძინა, მაგრამ გვერდით ოთახში მართას რა დააძინებდა? მთელი ღამე იწრიალა საწოლშ და ბოლოს რომ მიხვდა ვერ იძინებდა, ფრთხილად წამოდგა და აივანზე გავიდა. ღამის თბილისს გადახედა და ჩაეღიმა. ერთი შეხედვით ძლიერი, ყველაფრის ამტანი, უემოციო მართა ჟღენტიც ტყდება ხანდახან. იოანეს უემოციობა აგიჟებდა ჩვენ ქალბატონს მაგრამ მაინც ღირსეულად იტანდა ყველაფერს. ისე დაათენდა თავზე ვერაფერი გაიგო, დილის ცხრა საათზე ანდრიას აივანზე გამოსვლამ მოიყვანა გონს.
-მთელი ღამე აქ იჯექი?-კითხა ძმამ და გვერდით მიუჯდა.
-ვერ დავიძინე.-ოდნავ გაუღიმა და ისევ ხედს გახედა.
-რამე არის რაც უნდა ვიცოდე?
-მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ იოანე გუშინ არ გამიცვნია.-ძმას ლოყაზე აკოცა და ოთახში შევიდა. ანდრიას ჩაეღიმა მაგრამ ლილე რომ გაახსენდა ისევ მოეღუშა სახე. როგორია იცოდე რომ შენ დას კავშირი შეიძლება ჰქონდეს ყოფილ ნარკომანთან და მითუმეტეს მაშინ თუ ეს კაცი შენი ძმაკაცი იყო და იცი როგორიც არის. თავი გააქნია და დეაკოზე დაიწყო ფიქრი, როგორ იწურება ეს პატარა გოგო მისი დანახვისას არა? რომ შეეძლოს მვიდოდა ხელს დაავლებდა და აღარასდროს გაუშვებდა მაგრამ არ შეუძლია, მათ შორის ზედმეტად დიდი ბარიერია, ისევე როგორც ლილეს და დემეტრეს შორის. წამოდგა, კომპანიაში წასასვლელად მოემზადა და მამამისთან ერთად სახლიდან გავიდა. ნატალი, მართა, ლილე და ლანა, ერთად ერთობოდნენ. მართას ტელეფონზე უცხო ნომრის ზარი, ეკრანს ხელი გადაუსვა და სიცილით გასცა პასუხი.
-გისმენთ.
-მართა გცალია?-იოანეს სიცილნარევი ხმა გაიგო და უცებ დასერიოზულდა.
-კიი რახდება?
-სროლა უნდა გასწავლო დაგავიწყდა?
-აუ კიი, 10 წუთში მზად ვიქნები და გამომიარე.
-კაი.-თქვა და გათიშა. მართა ორ დაინტერესებულ თვალს შეეჩეხა და თვალები აატრიალა.
-იოანემ სროლა უნდა მასწავლოს, წავედი გავემზადები და ნუმიყურებთ ეგეთი თვალებით.-კიბეზე ადიოდა და ლაპარაკობდა. ნატალიმ და ლილემ ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ. მართა სწრაფად მოემზადა, შავი სპორტული ელასტიკი, შავი ნაიკის ტოპი, ბოტასები და შავი ლენონები გაიკეთა. იარაღი აიღო, კლეჩატი „სარუჩკა“ მოიცვა და თავისი გაკეთებული იასამნის სუნამო იპკურა. ტელეფონზე ესემესი მოუვიდა და მაშინვე ჩაირბინა კიბე დედას დაუძახა წავედიო და კარი გაიხურა. ჭიშკართან შავ სპორტულებში გამოწყობილი იოანე რომ დაინახა მანქანაზე აყუდებული, მომაკვდინებელი ღიმილითურთ ლამის გული ამოუვარდა.-გამარჯობა.-უთხრა, გადაკოცნა და მორცხვათ გაუღიმა.
-გამარჯობა.-მანქანის კარი გამოუღო და ისიც მაშინვე ჩაჯდა. მთელი გზა სამარისებულ სიჩუმეს მხოლოდ ორივესთვის საყვარელი მუსიკა არღვევდა.
-სად მივდივართ?-ქალაქიდან რომ გავიდნენ მხოლოდ მაშინ იკითხა მართამ.
-ტყეში. იარაღი გაქვს?
-მაქვს.-უთხრა და წელიდან გამოაცურა EKOL ES 66 CO2 ტიპის იარაღი.-აბა როგორია?
-ჩემი უკეთესია.-გაიცინა და წელიდან M-1911 ამოაძვრინა.
-45 კალიბრიანია, უხმაუროდ ისვრის და ხშირად იყენებენ ქილერები. უდაოდ საშიში და კარგი იარაღია.-მართა ლაპარაკობდა, თან ათვალიერებდა იოანე კი კმაყოფილი ღიმილით აკვირდებოდა.
-მოგწონს იარაღები არა?
-ერთგვარი დაინტერესებაა.-იარაღი იოანეს დაუბრუნა და ფანჯარაში გაიხედა.
-პროფესიით რა ხარ?
-ისე მეკითხები თითქოს არიცოდე კოლეგავ.
-საშიში ქალი ხარ.
-უფრო საშიში იურისსტი ვარ და კიდევ უფრო საშიში დედა ვიქნები.-გაიღიმა და მოზუზუნე ტელეფონს დახედა.-გისმენ.
-სად ხარ?
-იოანე სად ვართ?
-ვინ არის?-იკითხა იოანემ და მართას გადახედა.
-ანდრიაა.
-უთხარი სოფელში მივყავარ ნაძვებშიო.
-ანდრიი, სოფელში მივყავარ ნაძვებში.
-რატო?-ანდრიას ღიმილნარევი ხმა მოესმა.
-სროლა უნდა მასწავლოს.
-კაი.-თქვა და გათიშა. იოანეს გადახედა რომელიც უემოციოთ იჯდა მერე კი გზას გახედა რომელიც სოფელში შედიოდა. მთავარი გზიდან გადაუხვია მანქანამ და ვიწრო გზაზე დაიწყო სიარული, ცოტახანში სასაფლაო გამოჩნდა, შემდეგ კი დიდი ფიჭვნარი. მანქანა გააჩერა და ორივე გადავიდნენ. იქვე პატარა ბიჭები ისხდნენ, იოანე რომ დაინახეს წამიშალნენ და სათითაოდ დიდი სიდინჯით მიესალმნენ.
-ბიჭებო რაც გითხარით დამახვედრეთ?
-იმ ხესთანაა ყველაფერი.-უთხრა ერთერთმა და იმწამს მოსული გოგოებისკენ გაიხედა.
-იოანეეე.-დაიყვირა ერთ-ერთმა და იოანესკენ გამოიქცა ზედ შეახტა და ლოყები დაუკოცნა.-როგორ მომენატრეე.
-ნინ როგორხარ?
-კარგად იო შენ როგორ ხარ?
-კარგად პრინცესა.-შუბლზე აკოცა და მერე მართას გახედა.-ეს მართაა, ჩემი ძმაკაცის და და ჩემი მეგობარი, სროლა უნდა ვასწავლო. მართაა ეს ჩემი ნათესავია ნინი, ეს სოფო და სესო სად არის?
-როგორც ყოველთვის სახლშია წიგგნებს ვერ მოსწყდა.
-სამედიცინოზე აბარებს არა?
-ჩააბაარა უკვე, შედეგებს ელოდება მერე თბილისშ წამოვა.
-ჰოდა ჩემთან იცხოვრებს.-გადაჭრით თქვა იოანემ და ამაყად მდგარ მართას გახედა.-წამო დავიწყოთ.-უთხრა და ხელით ნაძვნარისკენ ანიშნა. ყველაზე გამხმარ ხესთან მიიყვანა და მონიშნულ წერტილს დააკვირდა, თეთრი საღებავი აიღო და წრეები შემოხაზა. სამი წრე გააკეთა და მართას შეხედა. ტყვიებით დატენა იარაღი და ჯერ თვითონ დაუმიზნა ხეს და ისროლა, ზუსტად მიზანში დააჭედა ხეს ტყვია. მერე მართა მიუშვა.-აბა მოსწავლევ როგორი მიზანი გაქვს ვნახოთ.-მართა სტარტზე დადგა, იარაღი გადატენა და ისროლა. მეორე რგოლთან ჰქონდა ნასროლი.-არცისე ცუდია.-წარბები აქაჩა იოანემ და მართას უკენ დადგა, მარცხენა ფეხი წინ გადაადგმვინე, მარჯვენა უკან, მიზანი ააღებინა თან უკნიდან ეკროდა, მართას სუნთქვა გაუხშირდა, იგრძნო იოანემ ეს და გაეღიმა, მის ხელებს თავისი შეახო.-ისროლე.-ჩასჩურჩულა და გასროლის ხმაც გაისმა, ზუსტად მიზანში ჰქონდა ნასროლი.-ეს უკვე კარგია. ახლა ჩემი იარაღით სცადე.-თავისი იარაღი გაუწოდა და მანაც ისევ ისროლა, ისევ მიზანში მოარტყა და თან არაერთხელ. ბოლოს უკვე ტყვიები რომ გამოელიათ და ხეც საგრძნობლად დაიჩიჩქნა, იოანე ხერხი მოიტანა და ხე გადაჭრა.
-რატომ მოჭერი?
-გამხმარი იყო ვერ დაინახე?-გაიცინა იოანემ.-ეს ხე ბევრ ადამიანს გამოადგება შეშად.წამო ახლა სესო უნდა გაგაცნო.-გაუღიმა და ისევ ბავშვებისკენ წაიყვანა სადაც კიდევ უფფრო მეტი მოზარდი ნახეს.-სეს.-დაუძახა იოანემ და წამში წამოვარდა გოგო პუტკუნა და საყვარელი, იოანეს მოეხვია და მალევე მოშორდა.-პუტკუ როგორხარ?
-ჩემი იო.-ლოყაზე აკოცა.-კარგად ვარ შენ როგორ ხარ?
-კარგად ვარ პუტკუ, დედაშენი როგორ არის?
-გელოდება.-თავი ჩახარა და ცრემლი გაუკრთა თვალებში.
-მართა, ეს სესილია ჩემი ნახევარ და. სეს ეს მართაა, ჩვენი ანდრიას და.
-ბევრი მსმენია შენზე.-გაუღიმა სესიმ და ხელი ჩამოართვა.
-სასიამოვნოა.-მართამაც გაუღიმა.
-სეს, თბილისში ჩემთან ჰო იცხოვრებ პატარავ?
-რახან ასე მთხოვ.-თვალები აუფახუნა სესომ.-თორნიკე სად არის?
-როგორც ყოველთვის სვანეთშია, დედასთან ერთად წავიდა მთელი ზაფხულით.
-ჩვენთან არ წამოხვალ? დედას მოენატრე.
-არა დღეს ვერ წამოვალ.-გაუღიმა და მანქანა გასაღებით გააღო.-ამ კვირაში ჩამოვალ ისევ კარგი?
-ნუმა ართქარვენ იო.(არ დაიკარგო იო.)
-არ დავიკარგები პატარავ. კარგად ბიჭებო.-ლოყაზე აკოცა სესის, ნინისაც დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა. მალევე დაძრა მანქანა და ცოტახანში თბილისის გზასაც დაადგნენ. არცერთი იღებდა ხმას, ისევ ის მუსიკა და ისევ ტელეფონის ზუზუნი ჩამავალი მზის ფონზე.
-გისმენ მაა.
-სად ხარ მართა?
-ახლა წამოვედით თბილისში მაა მალე ჩამოვალთ.
-ლილე სად არის არ იცი მაა?
-არა, რახდება მამა?-შეშფოთება დაეტყო ხმაში მართას და იოანესაც გადაედო მისი მღელვარება.
-შუადღის მერე ვეღარ პოულობენ და შენ ძმას სადაცაა მოვკლავ.-თქვა დავითმა და ტელეფონი გათიშა.
-რახდება?
-ლილე დაიკარგა მგონი ანდროს ბრალია.-ერთიანაად აკანკალდა მართა. იოანემ მაშინვე ტელეფონი აიღო, ანდრიას ნომერზე დარეკა და ხმამაღალზე ჩართო.
-გისმენ.-გაისმა განერვიულებული ხმა.
-რა უთხარი ლილეს?-იკითხმა დევდარიანმა მკაცრად.
-ისევ ვიჩხუბეთ, მერე მითხრა ასე თუ გააგრძელებ სისულელეს გამაკეთებინებო, მეც ვუთხარი ან იმას აირჩევ თავის დროზე ან მეთქო და შენ თუ ჩემზე უარის თქმა შეგიძლია მე შენთან საერთო არაფერი მაქვსო, სახლიდან გავარდა და ვეღარ ვპოულობ იოანე გავგიჟდები!-უკვე ღრიალებდა ჟღენტი.
-ყ*ე ხარ სხვა ვერაფერს გეტყვი.-უთხრა და გაუთიშა, მერე სადღაც დარეკა.
-გისმენთ.-ბოხი ბარიტონი გაისმა ტელეფონში.
-ლილე შენ გყავს?-ყველანაირი შესავლის გარეშე იკითხა იოანემ და ძარღვები დაებერა.
-რა მე მყავს მართლა გამო*ლევდი შენ? რახდება ამიხსნი?-უკვე გაბრაზებული დადეშქელიანის ხმა გაისმა.
-ლილე დაიკარგა და ამჟამად შენს მეტი ეჭვმიტანილი არ მეგულება.
-ლილე მარტო ანდრიას და კიარა, დავითის შვილია გასაგებია?! და საერთოდ რას გიხსნი? მეც მაგარი ვარ რა!-თქვა და გათიშა. სხვაზე ვერაფერს გეტყვით მაგრამ იმ წამს რომ დუღდა დადეშქელიანი ბრაზისგან ეგ დანამდვილებით ვიცი. როგორ გაბედეს და მის ლილეს შეეხნენ? ყველას დასუფფიქრებლად მოკლავდა თუ საჭირო გახდებოდა, ლილე ხომ, ყველანაირი ბარიერის მიუხედავად მისთვის ყველაფერს წარმოადგენდა?! იცით ყველაზე საშინელი ამ ამბავში რა არის? რატომ გაიყო განუყოფელი სამეგობრო და რატომ იქცნენ მტრებად? ადამიანი რომელიც დემეტრეს ძმის და რძლის მკვლელი გახლდათ, იოანე დევდარიანის ნათესავი იყო, აი იმ ხალისიანი ნინის ძმა. იოანემ და მისმა ოჯახმა არ გაამართლა ლევან ბრეგაძე და დარჩა ყველანაირად გარიყული საკუთარი მშობლებისგანაც კი. ჰოდა ერთ დღესაც კაიფში მყოფმა საკადრისი მიიღო და თავადაც ეზიარა გარდაუვალ ბუნებრივ მოვლენას, სიკვდილს. თქვენ შეიძლება ვერ გამიგოთ რადგან მე ვთქვი „საკადრისი მიიღოთქო“ მაგრამ რაცარუნდა დიდი ცოდვა იყოს ეს ჩემთვის, მე ასე მგონია რომ ზუსტადაც სიკვდილის ღირსი იყო ბატონი ლევანი. ოდესმე თუ სამეგობრო შეიკვება ეს მხოლოდ იმ საოცრების გამო მოხდება რასაც სიყვარული ჰქვია. გაგიჟებული დადეშქელიანი მხეცური გამომეტყვეებით მიიწევდა „შავი დარბაზისკენ“ სადაც ეგულებოდა მისი ლილე. მართალიც აღმოჩნდა, ზოგადად ამბობენ გულს მიენდე და ის მიგიყვანს საყვარელ ადამინთანო, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, საითაც გული მიუწევდა იქ წავიდა და მაინც ამაყად მჯდარი, ტუჩგახეთქლი, ლოყადაწითლებული საყვარელი ქალი რომ დაინახა, მასში მყოფმა მხეცმაც გაწყვიტა ჯაჭვი.
-აკაკიი!-ბოლო ხმაზე იღრიალა დემეტრემ და ყველას მზერა მიიპყრო, ლილეს კი ჩაეცინა და თავი ჩახარა.
-რატომ ღრიალებ შვილო?-ბიძამისის ირონიული ხმა მოესმა და ძარღვები დასკდომაზე გაუხდა.
-ან ახლავე გაანთავისუფლებ ან აქვე და ახლავე ჩაგაძაღლებ და დამერწმუნე დავითიც არ დაგაკლებს.-ისევ ღრიალებდა ბიჭი.-შენ ლეკვებს უთხარი ნუ იმალებიან და ისე ნუ მიმიზნებენ ზურგში, არაკაცური საქციელია!-უკვე ირონიული გაუხდა ტონი, ლილესკენ გაიხედა და თვალი ჩაუკრა.
-აქედან უბრალოდ ვერ წახვალ ორივემ ვიცით, ან ორივე მოკვდებით ან მე მოვკვდები.
-ნამდვილი შეშლილი ხარ.-გაიცინა დემეტრემ.-ჩემნაირ ფსიქოპატს როგორ ეწინააღმდეგები ბიძიკო?-ხარხარი მორთო და საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაიტრიალა.-შენი ყველაზე დიდი სისუსტე იცი რაარის აკაკი? ისე მიძალიანდები საკუთარი გეგმებით და სტრატეგიებით ვერც კი ხვდები რომ შეშლილებს გეგმები და სტრატეგიები არ გვაქვს და სპონტანურები ვართ.
-შენ ახლა ჩემი წესებით ითამაშენ ძმიშვილო.
-მე სხვის წესებს არ ვემორჩილები ბებერო ძაღლო. ძაღლიც კი შენზე უკეთესია აკაკი ბატონო. ახლა კი სანამ არ მომიკვლიხარ დავით ჟღენტის თვალის ჩინი და ნაბოლარა გოგონა უნდა წავიყვანო და პატრონს ჩავაბარო, მერე კი გავსწორდებით!-მოკლედ მოუჭრა და ლილესკენ წავიდა.
-ერთი ნაბიჯიც რომ გადადგა აქვე და ახლავე მოგკლავ დემეტრე დადეშქელიანო!
-იცი? ძალიან გაბოროტებული ხარ რომ ბაბუამ გვარი არ მოგცა. ამის ერთადერთი მიზეზი კი ის იყო რომ შენ მისი შვილი არ ხარ! შეიგნე ბოლობოლო რომ დადეშქელიანებთან საერთო არაფერი გააქვს და დაახვიე ჩვენი ცხოვრებიდან.-სიცილით და ხელების ქნევით ელაპარაკებოდა და თანდათან ცხოველდებოდა. აკაკი დადუმდა, დემეტრე კი ისევ ლილესკენ წავიდა, ხელები გაუხსნა და ფეხზე წამოაყენა, აკაკისს მტრული მზერა სტყორცნა და ლილესთან ერთად გასასვლელისკენ წავიდა მაგრამ უცებ ყურები დაუგუბდა, ყველაფერი ერთი გასროლის ხმამ მოიცვა, ყველა ფერი გაქრა თითქოს და ყველაფერი ნაცრისფერმა და თეთრმა ჩაანაცვლა. ლილე გაჩერდა, ყვითელ მაისურზე წითელი ლაქა ნელნელა უდიდდებოდა უმცროსს ჟღენტს და ხელი ჭრილობისკენ წაიღო, საკუთარ სისხლიან ხელს დახედა და მუხლები მოეკვეთა, დემეტრე მასთან ჩაიმუხლა და მის ჭრილობას ხელი დაადო.-ისუნთქე პატარა ქალბატონო! ასე ევრ დაგვტოვებ გესმის?!-ეს იყო ბოლო სიტყვები რაც გაიგო, მერე კი ყველაფერი შავმა მოიცვა ლილეს გონებაში. დემეტრემ აზროვნების უნარი არ დაკარგა და სწრაფად აიტაცა ლილეს სხეული ხელში, თან მანქანისკენ მიდიოდა და ნაბიჯს უჩქარებდა. ლილე წინა სავარძელზე დასვა და ღვედი შეუკრა.-ჯანდაბა ლილე, ჯანდაბა!-დაიღრიალა და მძღოლის ადგილი დაიკავა. მაშინვე ნიკუშას დაურეკა.-ნიკა.
-რახმა გაქვს რახდება?
-ლილე დაჭრა აკაკიმ, საავადმყოფოში მიმყავს, ბიჭებს დაურეკე აკაკის მიხედონ შავ დარბაზშია, შენ და მიშო რესპუბლიკურში მოდით, თან დავითას დაურეკე, სწრაფად!.-ყველაფერი ერთად მიაყარა თან ლილეს ჭრილობაზე ედო ხელი რომლიდანაც დიდი რაოდენობით სისხლი მოდიოდა. ნიკამ უხმოდ გათიშა და მაშინვე შეასრულა მეგობრის ნათქვამი, დემეტრე რომ იქ მივიდა ბიჭები უკვე იქ დახვდნენ, საოპერაციოს წინ სკამზე იჯდა და ერთ ადგილს იყო მიშტერებული, თეთრი პერანგი და ხელები სულ სისხლიანი ჰქონდა. მალე დავითი და ბიჭებიც შემოვიდნენ დერეფანში და მდგომარეობა იკითხეს. უფროსი ჟღენტი დემეტრეს გვერდით დაჯდა და დემეტრემაც იგრძნო მისი სიახლოვე.-შენ ხომ ყველაფერი იცი დავით? ვიცი რომ ლილე კარგად იქნება მაგრამ აკაკი როგორ მოვკლა ის იცი? ისევ ყვითელი მაისური ეცვა და მასზე წითელი ფერი საერთოდ არ მომეწონა. ასე არ უნდა ყოფილიყო, აკაკის ჩემთვის უნდ ესროლა და არა ლილესთვის.-უკვე ფეხზე იდგა კედელზე იყო მიყრდნობილი და ისე ელაპარაკებოდა ჩაფიქრებულ დავითს.-ჯანდაბა!-იღრიალა და კედელს მისცხო მუშტი, საავადმყოფოდან ჩქარი ნაბიჯებით გავიდა და გარეთ სკამზე დაჯდა, ანდრია მიჰყვა და სიგარეტი მიაწოდა, მანაც ღერი ტუჩებ შორის მოიქცია და სისხლიანი თითებით მოუკიდა.
-გონზე მოდი დადეშქელიანო!-შემოუძახა ანდრიამ და ჩამწვარი სიგარეტი იქვე მოისროლა, ფეხზე წამოდგა და ისევ შიგნით შევიდა, ისევე დინჯი ნაბიჯებით როგორც დავითი მოიქცეოდა. ყველას ლილე სტკიოდა, კოსტა გაგიჟებული დადიოდა აქეთ-იქით, დავითი იჯდა და სახე ხელებში ჩაერგო, ანდრია იდგა და საოპერაციოს კარებს ისე შეჰყურებდა გეგონებოდათ სადაცაა იქიდან ლილე გამოვაო, მართა და ნატალი არ ტიროდნენ, ვერ დაიტირებდნენ ცოცხალ ადამიანს, ეს არ შეეძლოთ ჟღენტის ქალბატონებს. ბიჭები ისხდნენ ამდენი ხნის შემდეგ ყველა ერთად, ნიკუშა, მიშო, ვატო, იოანე, კოსტა, ანდრია, დათა და ახლა უკვე დემეტრეც. მის სიხლიან ხელებს უყურებდა და თვალებში ცრემლები გაუკრთა, თავი ხელებში ჩარგო და რამდენიმე ობოლი ცრემლი გადმოუშვა თვალებიდან. მხოლოდ ის და ანდრია ტიროდნენ, მხოლოდ ის და ანდრია განიცდიდნენ სულის ტკივილს, თითქოს სათითაოდ აგლეჯდნენ ყველა ორგანოს, ძარღვს და ყველა ძვალს უტეხდნენ, უხერხავდნენ და სხეულის ყველა ნაწილს სათითაოდ უკლავდნენ. თითქოს უხილავი ძფებით იყვნენ დაკავშირებულები ლილესთან და ეს ძალიან კარგად იცოდნენ. წამით ერთმანეთის ჩაწითლებულ თვალებს შეეჩეხნენ, ყველაფერი თვალებით უთხრეს ერთმანეთს და ისევ ჩახარეს თვაები. მაინც ვერ პატიობდნენ ერთმანეთს, ლილეს გამოც კი. 3 საათი ელოდნენ ოპერაციის დასრულებას, ბოლოს კი როგორც იქნა გამოვიდა და როცა მომლოდინებს გაუღიმა ყველამ შვება იგრძნო. ნიკა, მიშო და დემეტრე სწრაფად გაეცალნენ ტერიოტიას და შავი დარბაზისკენ წავიდნენ. ისევ გაცხოველებული, გამწარებული, შინაგანად დაჯიჯგნული, მკაცრ ნაბიჯებს დგამდა დადეშქელიანი და მისი ჩაწითლებული თვალები ყველაფერზე მეტყველებდნენ. გარეთ მისი ბიჭები დახვდნენ, თავი დაუკრეს ერთმანეთს და დარბაზში შევიდნენ. სკამზე დამჯდარი აკაკი რომ დაინა პირველი რაც მოაფიქრდა სიცილი იყო. ხმამაღლა ხარხარებდა და თან ისე მიდოდა გაკვირვებული კაცისკენ.
-მართლა გიჟი ხარ დადეშქელიანო!-თავი დანანებით გააქნია აკაკიმ.
-შენ კიდევ სულელი.-ძლივს ამოთქვა სიცილისგან მოკეცილმა და უცბათ გასწორდა წელში. გეგონებოდათ ამ ადამიანშ ორი პიროვნება ცხოვრობს და გაორება სჭირსო. ერთი წამის წინ სიცილით კვდებოდა ახლა კი იდგა გაცხოველებული თვალებით, დაბერილი ძარღვებით და შეკრული მუშტებით.
-რისი ღირსი ხარ ახლა შენ? ქალით მოდიხარ ჩეამდე აკაკი? როგორ დაეცი ასე?-თავი დანანებით გააქნია, მაინც არ ივიწყებდაქ ჩვეულ ირონიას.-არაკაცი ხარ! -თქვა და უკან შებრუნდა, მაგრამ აკაკიმ „სიკვდილთან“ შეგებება არჩია.
-კაცობაზე შენ ნუ მელაპარაკები, ღლაპო!
-ღლაპი რომელსაც შენზე დიდი გავლენა აქვს და შენზე მეტად სცემენ პატივს!
-მაგრამ მაინც ჩასვრილი ლაწირაკი ხარ რომელსაც იარაღი სათამაშო ჰგონია. ყველაფერი რასაც მიაღწიე დავითის დამსახურებაა და ეს შენ კარგად იცი.
-ერთი სიტყვაც, ერთხელაც ახსენებ ჟღენტების სახეს და აქვე ჩაგაძაღლებ!
-რაიყო? კარგად ერთობი ქალბატონ ლილესთან? არადა როგორი პატიოსანი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს არა? ისე ყოველმეორეს უშლის ფეხებს თუ მხოლოდ შენ გერგო ეგ პატივი? მისნაირი კახპა გოგოები როდის აქეთ გიზიდავს? ჯერ კოსტაო, მერე შენ, გემოვნება ნამდვილად აქვს ლილეჩკას არა?-ირონიულად ლაპარაკობდა, დემეტრეს კი ნელნელა ეწყვიტებოდა ყველა ძარღვი, ბოლო უკვე პიკი იყო, ერთი ჩაიცინა და ისეთი მუშტი უთავაზა ყბაში, აზრზე ვერ მოვიდა აკაკი.
-ყველა შენნაირი და დედაშენისნაირი ნუ გგონია ნაბი*ვარო! კარგად დაიმახსოვრე, ლილეს კიდევ ახსენებ და შენი საქმე წასულია გაიგე შე დედამო**ნულო?-ისევ ურტყამდა და უღრიალებდა, ბოლოს მოშორდა და მისი სკამი გადააყირავა.-მომაშორეთ ეს აქედან სადმე წაიყვანეთ, აზრზე მოიყვანეთ და საზღვარგარეთ გაუშვით ისე რომ თუ ჩამოვიდა ჩემი ხელით მოვკლავ, გააფრთხილეთ!-თქვა და სწრაფად გავიდა დარბაზიდცან, მანქანაში ჩაჯდა ბიჭებთან ერთად და სახლში წავიდა. საავადმყოფფოში ყველა ელოდა ლილეს გამოფხიზლებას, დავითი მშვიდად იყო, იცოდა რომ დემეტრე ყველაფერს გააკეთებდა და საჭიროდ აღარ ჩათვალა თავისი ბიჭების გაგზავნა, აი ანდრიას კი რა გააჩერებდა? სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და დემეტრეს სახლისკენ წავიდა. დემეტრემ განა არიცოდა რომ მიაკითხავდა ანდრია? კარი რომ გაუღო ოდნავადაც არ გაკვირვებია, სახლში შეუშვა და მისაღებში შეიყვანა.
-ვინ იყო?-ყველანაირი შესავლების გარეშე კითხა ანდრიამ.
-აკაკი.
-სად არის?-კბილებში გამოსცრა და იქვე კედელზე დაკიდულ მწვანე თვალებს დააკვირდა რომელიც ძალიან გავდა ლილეს თვალებს. გარშემო კი ყვითელი ფონი ჰქონდა აღებული.
-ნაცემია და საჭირო ადგილას მიყავთ.-აუღელვებლად უთხრა და ვისკის ჭიქა დაუდგა წინ.
-შენ როგორ გაიგე?
-ინტუიცია.
-ნახატს რაქვია?-კედელზე დახატულ ნახატზე მიანიშნა.
-„რატომ შენ?“-ჩაიცინა და ანდრიას მზერა გაუსწორა.
-რამდენი ხანია გაქვს?
-დაახლოებით 10 წელია.
-მას შემდეგ რაც ლილე გაიცანი არა?-თვალებში ჩააშტერდა და დემეტრემაც თვალებში ყველაფრისმთქმელი მზერით შეხედა ძველ ძმაკაცს და ბავშობის მეგობარს.-გასაგებია.
-როგორ არის?
-მალე გამოფხიზლდება.
-კარგია, თუ არაფერი ემახსოვრება არაფერი უთხრათ.
-ერთ დღეს ეს ყველაფერი მოგვარდება ჰოიცი?-სოცრად ბილი ხმით კითხა ანდრიამ და თბილი მზერით გახედა დემეტრეს.
-მოგვარდება მაშინ როცა იოანე გონს მოვა.-ამოიოხრა.-ის დაწყევლილი ღამე რომ არა...-თვალები ცრემლით აევსო.
-ისევ წამალზე ხარ?
-თვეში ერთხელ ან ორჯერ ვიკეთებ.
-არ დაანებებ?
-ნელნელა ვანებებ.
-პირველად როდის გაიკეთე?
-დაკრძალვიდან 2 დღის შემდეგ.
-ჰო იცი დავითა ლილეს არ გაგაკარებს მაგის გამო.
-შენ გამაკარებ?-გაიცინა და ვისკი მოსვა.
-მაინც და მაინც შენ რატომ უნდა ყოფილიყავი მის ცხოვრებაში?-თავი ხელებშ ჩარგო და ამოიხვნეშა.-ჩემ ლილეს გააუბედურებ.
-მე თავად არ გავეკარები მას სანამ ჩემი თავში ცხოველს არ დავიმონებ და ეს შენ კარგად იცი. მე ჩემ სიტყვებს და პრინციპებს არ ვუღალატებ, თუ ვამბობ რომ არ გავეკარები ასეც არის!
-იოანეს ენატრები იცი?
-მალე ყველაფერი მოგვარდება, მე 1 ძმა დავმარხე და არა 5! არვიცი რამდენ ხანში მაგრამ მალე ყველაფერი მოგვარდება.-თქვა გაიცინა და ანდრიას გადაეხვია.-ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის, ჩატალე ეს საუბარიც რ ყოფილა, უბრალოდ გთხოვ ლილეს ჩემგან ნუ დაიცავ, მე თავად ვიცავ საკუთარი თავისგან.-უთხრა დაკარი გაუღო, ანდრიამ სახლი დატოვა და ისევ საავადმყოფოში წავიდა.
……….
ლილეს დაჭრიდან 2 თვე იყო გასული, დემეტრე ჩაწყნარდა მხოლოდ შორიდან ადევნებდა თვალს ლილეს. ყოველ ღამით ექიმის ნებართვით მძინარე ლილესთან შედიოდა, უყურებდა, თმაზე ეფერებოდა და მიდიოდა, ყოველ ღამით ეღვიძებოდა ლილეს და გრძნობდა სასიამოვნო მამაკის სუნამოს სუნს რომელიც არც ანდრიასი იყო, არც მამისის და არცერთი მისი ნაცნობის. ფიქრობდა მეჩვენებაო მაგრამ რაიცოდა რომ დემეტრე არასდროს ტოვებდა? მაგრამ ბოლო 1 თვე ის საერთოდაც არ გამოჩენილ, არსად, მხოლოდ ის გახდა ცნობლი რომ ქვეყნიდან გავიდა. თანდათან ჭრილობაც შეხორცდა და გაჩნდა ნაიარევი რომელიც მის მარცხენა გვერდზე თავხედურად მოკალათებულიყო. ლილე გახდა, ჩამოხმა, საავადმყოფოს საჭმელმა და ნერვიულობამ თავისი ქნა. იცოდა ყველაფერი ასე არ დამთავრდებოდა, კიდევ მოაკითხავდნენ ნებისმიერ მათგანს, ან უბრალოდ უაზრო შიშები ჰქონდა მაგრამ ხომ შეიძლება ასე მომხდარიყო არა? იქნებ და ანდრიას დამართნოდა რამე? ამას ნამდვილად ვერ გადაიტანდა, ანდრია მისი ყველაფერი იყო, ყველა გარდამტეხი წუთი. დილით ადრე გაიღვიძა და სამზარეულოში ჩავიდა. ლანა მართლაც დემეტრეს ძმიშვილი აღმოჩნდა მაგრამ რამდენად შეძლებდა მისთვის მიეშვილებინა არიცოდა, მისი რთული ცხოვრებიდან გამომდინარე. და მაინც სად იყო დემეტრე? უკვე მარტი იყო, 9 თვე იყო გასული იმ ამბიდან, თბილისში ამინდის ტემპერატურამ იმატა, 9 თვის განმავლობაშ ლილეს ის უცნაური სუნამოს სუნი არ უგვრძნია, არავისთან, არავის სიახლოვისას. არც საყვარელ შავ თვალებს გადაყრია და ყველაფერი თითქოს ჩაწყნარებული იყო მაგრამ ეს სამარისებული სიჩუმე არავის ხიბლავდა დიდად. მართა? მართა შორიდან უყურებდა იოანეს უემოციობას და შინაგანად ნადგურდებოდა, ნორმალურად აღარც ულაპარაკიათ. მართას სტკიოდა...იოანესაც სტკიოდა ოღონდ არ აჩენდა, ბოლოს იოანემაც გადაწყვიტა ანდრიასთან ლაპარაკი და ზუსტდ ახლა 5 მარტს, ყველა წყნეთისკენ დაიძრნენ, ერთმანეთისთვის მოიცალეს და დროსაც აღარ კარგავდნენ. მართამ ბოლო საქმეც რომ მოიგო, კაბინეტი გამოიხურა და 1 თვიანი შესვენების უფფლება მისცა საკუთარ თავს. წყნეთში დიდი აჟიოტაჟით ავიდნენ და საღამომდე მოეწყვნენ. ყველა ერთობოდა, იოანე განსაკუთრებით მხიარულად იყო რაც არავის გამორჩენია, არც მართას და ეს ფაქცი ძალიან ახარებდა. საღამოს ბუხართან ისხდნენ და თავს სასუსნავებით და ალკოჰოლით ირთობდნენ, მხოლოდ ლილე არ სვამდა, გაიძახოდა ალერგია მაქვსო და წვეთიც არ დაულევია სანამ ანდრიამ ლუდი არ დაანახა. მერე უკვე მანაც დაიწყო დალევა. ჰოო ეს ერთადერთი სასმელია რომელიც ლილეს საშინლად აწითლებას და სახის ქავილს არ იწვევს. უკვე 11ის ნახევარი იყო, როგორც ყოველთვის ყველას ლილე და კოსტა ართობდნენ, მითუმეტეს თუ მთვრალები იყვნენ.
-ნეტავ დათაც წამოსულიყო.-ამოთქვა მართამ და ძმას მიეხუტა.
-შენი გულის წიაღისეული.-ჩაიფრუტუნა სიცილით კოსტამ.
-ტიპს მთელი ბავსობა დათა ევასებოდა.-გადაიხარხარა ვატომ, ანდრიამ კი იოანეს გადახედა რომელსაც ძარღვები ჰქონდა დაბერილი და წამში ბღვერა დაიწყო.
-იო წამო ორწამს რაღაც საქმე მაქვს.-თვალი ჩაუკრა ანდრიამ, იოანემაც ამოიოხრა და მას გაყვა. გარეთ გავიდნენ და სიგარეტს მოუკიდეს.-აბა მოყევი რამდენიხანია ჩემ დას ეტრფი?-გაიცინა და ისე კითხა.
-ორი წელი ხდება.-გაიღიმა და ნაპასი დაარტყა.-და ვაბშე რეაქცია არ გაქვს?
-შენზე მეტს ვის უნდა ვენდო?-მხრები აიჩეჩა.-ვიცი წყვილებს შორის ხშირად ხდება გაუგებრობები და იმას არგეტყვ არასდროს აწყენინოთქო. მხოლოდ ღალატი და ტყილი შემიძლია აგიკრძალო, დანარჩენს იმედია თავადაც ხვდები.-მხარზე ხელი მეგობრულად დასცხო და გადაეხვია.-მიდი და უთხარი, დროს ნუღა კარგავ.
-არადა მეგონა იფეთქებდი.-გაეცინა იოანეს.
-შენ სახეზე ღიმილის გამომწვევი მიზეზი თუ ჩემი დაა წინ როგორ აღვუდგე ამ ყველაფერს? მართალია ჩემი ერთი ნაწილი ფეთქავს და ინგრევა იიტომ რომ ჩემს საყვარელ დას შენ გინაწილებ მაგრამ დავითასნაირი ნაწილი ობიექტურ დასკვნებს აკეთებს.-ისევ გაიცინა და სახლში შევიდნენ. მართამ გაკვირვებულმა გადახედა მოხარხარე ბიჭებს და იოანეს მზერა რომ დააფიქსირა გაწითლდა, ახურდა, დედამიწას მოწყდა და ბრინჯივით დაიბნა. ანდრიას გადახედა თვალი რომ ჩაუკრა და მერე ლილეს ლუდის წიქა გამოსტაცა და ცივი ლუდი მის გახურებულ სხეულს იმდენად ეამა თვალები მინაბა.
-გავგიჟდები, გავგიჟდები ნამდვილად გავგიჟდები!-ხელების სავსავით წამოდგა და სამზარეულოში შევიდა, სპეციალურად მისთვის ნაყიდი არაქისის კარაქი გამოიღო, გვირილების გამოსახულებიან თასში ჩადო და კოვზით გაიქანა პირისკენ. ისევ მისაღებში გავიდა და მოხარხარე ძმას და იოანეს მტრული მზერა სტყორცნა.-გაგიხმეთ თავი! ამოწყდით ერთდ დღეს! არ გეღირსოთ ნორმალური მთავრობა!-თან ილანძღებბოდა და თან ჭამდა.-რა გინდა ღმერთო მე მეღადავები არა? სხვა საღადაო ვერავინ ნახე? ჩემ დას ეღადავეთქო გეტყოდი მარა ამასაც მგრად აჩმორებ და რავქნა ახლა მე?-საწყალი სახე მიიღო და ზემოთ აიხედა თითქოს ღმერთი იქ ეგულებოდა.-გამოჩნდი მაინც შე დალოცვილო რო ზიხარ მანდ გლავნათ და აკონტროლებ პერიმეტრს.-უცებ გაშტერებულ ხალხს გახედა და ისევდაიბღვირა.-ამოწყდით ერთ დღეს!
-ამოისუნთქე.-ახარხარდა იოანე.
-შენც ამოწყდი!-შეუღრინა და ისევ თავის „სიყვარულს“ ანუ არაქისის კარაქს მიუბრუნდა თვალებგაბრწყინებული.
-რას მერჩის ტოო.-ისევ იცინოდა.
-რას მიჟუჟუნებ მაგ თვალებს საფლავის მშიერი ჭიასავით?-ისევ იღრინებოდა მართა. დანარჩენები კი ღიმილით აკვირდებოდნენ მათ ჩხუბს.
-რაო?-ისევ ხარხარდა ბიჭი.-საფლავის მშიერი ჭიები თვალებს აჟუჟუნებენ?
-აუ ანდრია გააჩერე რაა.-ამოიწუწუნა და მოცინარ ძმას გახედა.-ესეც იცინის ღმერთოოო! როგორ დაგიწყევლო ჯიში და ჯილაგი ა?-სანამ მართა ენას არ აჩერებდა და ილანძღებოდა იოანემ ანდრიას თვალი ჩაუკრა მანაც თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად და იოანეც ფეხზე წამოდგა, მართასთან მივიდა, მისკენ დაიხარა და სანამ მართა აზრზე მოვიდოდა მის ტუჩებს ფრთხილად შეეხო. ნელა და ფრთხილად სძალავდა პირველ, ნეტარ კოცნას მის ბაგეებს და სულაც არ რცხვენოდა ამის. მერე უცებ მოშრდა, თვალებდაჭყეტილ გოგოს მომაკვდინებლად გაუღიმა, ლურჯი თვალები აუციმცმა და ლოყაზე მიაკრა ტუჩები.
-მიყვარხარ ტკბილო.-ჩასჩურჩულა და ისევ აკოცა.
-მოიცა რა?-თვალები დახუჭა და თავი გააქნია ეგონა მეჩვენებაო მაგრამ გამოსახულება რომ არ გაქრა ანდრიას გადახედა.-ეგ ამ გიჟმა იციას და მაინც ასე იღიმის?-იოანემ თავი დაუქნია თანმობის ნიშნად და მომლოდინე მზერა მიაპყრო.-ახლა შველის თვალებით მიყურებს, გავგიჟდები ახლა, ნამდვილად გავგიჟდები. მოიცა ახლა პასუხს ელ;ი ჰო? რათქმაუნდა პასუხს ელი, მოიცა აზრზე მოვიდე. მოიცა რახდება საერთოდ? ახლა ამნ მე მითრა მიყვარხარო? თან მაკოცა და არაქისის ჭამაში შემიშალა ხელი? ღმერთი გიწყრება იო, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მე ძალიან კეთილი ადამიანი ვარ გპატიობ.-ტიტინს რომ მორჩა ამოისუნთქა და ცოტახანს თვალები დახჭა, მერე ისევ გაახილა.-ღმერთო ისევ არ ქრება.-მაღლა აიხედა ცრემლიანი თვალებით. მერე ისევ იოანეს მიაპყრო მზერა და მაგრად მოეხვია.-შე იდიოტო რა ნამუსით მეკითხები მაგას? დამპალი ეს! რთქმაუნდა მეც.-ყელში აკოცა და იოანემაც ხელში აიტაცა საყავრელი ქალის სხეული.
-ვაიმე გენაცვალეთ თქვეეენ.-არარსებულ ცრემლებს იწმენდდნენ კოსტა და ლილე, მერე გაიცინეს და ორივეს გადაეხვივნენ.-რადგან გეღირსათ და აღიარეთ რაღა გვიჭირს?
-შენც მალე გღირსებოდეს დაო.-ამის თქმა იყო მართას მხრიდან და ყველას ჩაჩუმება, მართას გაღიმებული სახე და ანდრიას ეშმაკური ღიმილი, მაგრამ იოანეს რას გამოაპარებდით?
-აბა ლილეჩკა შენ ვინ გინდა რომ შეეხოს შენ გულს?-წარბები აუთამასა.
-რომ გითხრა გაგიჟდები ამიტომ საიდუმლოდ დავტოვებ იო.-ლოყაზე აკოცა და მართას მოეხვია.-ენას ამოგგლეჯ.-ჩუმად უთხრა და ისევ მოცილდა. ისევ დემეტრეზე ფიქრებმა წაიღეს. ისევ მისი თვალები ელანდებოდა თვალების დახუწვისას, მისი ღიმილი, დიდი წითელი ტუჩები, მკაცრი გამოხედვა და სწორი მამაკაცური ცხვირი. მისი მხრები და მკლავებიც რომლებიც ჩასახუტებლად ეძახდნენ, თითებიც რომლების სეხებაც იმდენად უნდოდა კანი ერთიანად ეწვოდა. მაგრამ სად იყო დემეტრე? არ იცის! არავინ იცის!



მეტი ფიზიკურად ვერ დავწერე <3 დიდი მალობა ყველა კომენტარის ავტორს <3 ცხოვრებას მიხალისებთ <3 შემიფასეთ და შემდეგიც მალე იქნება <3



№1 სტუმარი სტუმარი მაშო

აუ რა მაგარია <3 ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ <3

 


№2  offline წევრი kesane123

სტუმარი მაშო
აუ რა მაგარია <3 ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ <3

მადლობ <3

 


№3  offline წევრი scooby doo pa pa

ვაიმეეეე შენზე მაგარი მე არ ვიცი კიდევ ვინ არის
ისე მეც და დედაჩემსაც უნდა რომ სროლა ვისწავლოთ,და გამოგვიგზავნე იო :დ :დ

ძალიან მომეწონა და ახალ თავს ველი მოუთმენლად

 


№4 სტუმარი სტუმარი ციკო

ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიაზე,დეაკო სად გამიქრე?შემდეგ თავში უეჭველი ჩასვი..ძაან მაგარი ხარ,თოთოეული პერსონაჟი შემაყვარე რაც იშვიათად ხდება.დადეშქელოანმა ვაფშე გადამრია,რა სიყვარულიააა შემდეგ თავში ეგეც ჩასვი რააა..მიყვარხარ შენც და შენი პერსონაჟებიცცც....

 


№5 სტუმარი Lela

Male dade raa.

Male dade raaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent