შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინორი.! (ლოცვა, ვედრება.) #6-7


16-04-2019, 10:16
ავტორი Phoenix..
ნანახია 1 665

(თავი 6)
-იქნებ პირველ სიყვარულს ისიც ელოდება.-უეცრად, მისდაუნეურად გაუელვა ეს რამდენიმე სიტყვა თავში ონიანს და სახეზეც ფერებმა გადაურბინა. საღამო ხანს ჯერ მტრედის ფერი ედო ცას აივანზე რომ იჯდა და გარემოს აკვირდებოდა. -მგონი იმ ერთმა წუთმა, ის ერთი ნახვით შემაყვარა?! -უჩვეულო ფიქრებმა შორს გადაისროლა მისი გონება და ისევ უკან დააბრუნა, იმ წარსულში სადაც პირველად ნახა ეს ქალი.არ დავიწყებია ბზინავი, გრძელი წაბლისფერი თმა. ნატიფი თითები უმოწყალოდ რომ უჭერდა ერთმანეთს. მიქაელის ბაგეები ღიმილმა გააპო. მოაჯირს დაეყრდნო და ეზოს მოავლო თვალი.
-გამარჯობათ ქეთი დეიდა.-აივნიდან გადაძახა პროტუარზე მდგარ ნაცნობს.
-უი გამარჯობა მიქაელ.-ზემოთ ახედა და გახარებულმა გაუღიმა.
-როგორ ხართ?
-ცოტა სიცხეები მაწუხებს თორემ ისე რა მიჭირს. მმიქაელ ცუდად არ გამიგო, ამ დღეებში მინდა ჩემთან მოგიპატიჟო. და შენი საკონტაქტო ნომერი რომ მითხრაა.-ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მოემზადა პასუხისთვის.
-რათქმაუნდა ქალბატონო ქეთი.-ღიმილით გადმოხედა ონიანმა. და ნომერიც მალევე უკარნახა. რა არის არა მაინც დედა. რამდენჯერმე გაუელვა გულში ნეტა ესეთი ბიჭი მაინც შეჰყვარებოდა ჩემს გოგოსო. მამაკაცის ხელზე არსებული შარფი გაახსენდა და ამ ფაქტმ კიდევ ერთხელ ააფორიაქა.
-ჩავიწერე შვილო, ამ დღეებში შეგეხმიანები.
-კარგი, დაველოდები თქვენს ზარს.-ხელის ქნევით დაემშვიდობა და შვილს სახლში ააკითხა. ფრთხილად დააკაკუნა კარზე და იმდენად ღრმად იყო ჩაფლული ფიქრებში ვერც კი გაიგო როგოორ გაუღ კარები სიძემ.
-ქეთი კარგად ხარ?-მხარზე შეხებით მოიყვანა გონს თემომ.
-აჰ.. ჰო ჰო კარგად ვარ, თქვენ როგორ ხართ?
-მშვენივრად.-უპასუხა და სახლის კარეი დახურა, ისევ ტელევიზორის წინ დაიკავა ადგილი და სპორტულ არხს მიაჩერდა.
-დე აქეთ ვარ.-საძინებლიდან გამოსძახა.
-დე ცუდად ხომ არ ხარ?-აღელვებულმა მიხურა კარები.
-სახლი დავალაგე და ვისვენებ. რა კარგი ამინდია გარეთ..-გაიღიმა და ღია აივანს გახედა. რამდენიმე წუთის წინ შემჩნეული მეზობელი ისევ იქ იდგა.
-ჰო, მაგრამ ძალიან მაწუხებს უკვე ეს სიცხეები.-დაიწუწუნა ქეთიმ და სახესთნ გაშლილი მტევანი დაინიავა.
-ჩემი ტკბილი დედა.-სიცილით გაიწია დედისკენ და თავი კალთაში ჩაუდო.
-დედა რაღაც ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი.! უნდა ვიცოდე რამე?! -დამძიმებულმა ამოისუნთქა მაისურაძემ.
-არაფერი ქეთი უბრალოდ რაღაც დეპრესიულ ხასიათზე ვარ.
-დამელაპარაკე დედა, ასე როგორ შეიძლება ყველაფერს გულში იტოვებ. გაგისკდება ეგ გული ამდენი საიდუმლოებებით.
-ნეტავ..-დაიჩურჩულა.
-რა თქვი?-შვილისგან პასუხი რომ ვერ მოისმინა, გაშლილ თმაში თითები შეუცურა და ნაზად მოეფერა. -ეს ჩანთა ვისია? სადმე მიდიხართ?
-დღეს საღამოს თემოს თავისი მოსწავლები რამდენიმე დღით ბათუმში მიჰყავს. რაღაც ტურნირია და. -მშვიდად უხსნიდა ანო სიყუაცის, თან თითეით კაბაზე ეთამაშებოდა.
-ძალიან კარგია, ხოდა წამოდ ჩემთან. სახლში მარტო ხომ არ იქნები?
-აუ არა რა. დე მარტო მინდა ყოფნა. გონება გადამეღალა, ამდენი ფიქრისგან. სიმშვიდე მჭირდება.!
-არ მესმის შენი ანო. თუ უბედური ხარ, ამასთან რაღას ჩერდები? მე გაძლევ უფლებას სახლში დაბრუნდე. დედა შემომხედე..- გოგოს სახე ხელებში მოიქცია.-დაშორდი დე თემოს თუ არ გინდა მასთან ყოფნა..
-ალბათ ოდესმე ამის ძალა მეყოფა.-სევდიანი, ამღვრეული მზერით ახედა დედას და მხარზე ჩამოადო თავი. -ალბათ ამ გაუსაძლისად დიდ შიშსაც გადავლახავ დე. ალბათ ოდესმე გამომივა.!
***
აივანზე იდგა და ქუჩაში მიმავალ მეუღლეს ხელებ გადაჯვარედინებული უყურებდა. თითქოს ბელქანიამ იგრძნო ანოს მზერა და ამოხედა. ღიმილით დაუქნია ხელი და მზერით გააცილა. ალბათ ოდნავ თბილი რომ ყოფილიყო თემო ბელქანია არც აიანოს გაუჭირდებოდა მასთან ცხოვრება. ისევ აღმოცენდებოდა ის გრძნობა, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ მაისურაძის გულში ითესებოდა.! მშვიდად დაბრუნდა სახლში. გონებით გადაღლილი დაწვა საწოლზე და აი პირველად დაიძინა ასე მშვიდად. მთელი ღამე ვუყურებდი მის მშვიდ ძილს და მიკვირდა, მართლა ძალიან მიკვირდა ამდენი დარდით დამძიმებულს როგორ შეეძლო ასე უშფოთველი ძილი. სახე დამშვიდებული ჰქონდა და მშვიდად ფშვინავდა. მე კი თითქოს მის ძილს ვდარაჯობდი.!
***
სახლის კარები კი არ შეაღო ონიანმა შეგლიჯა და გაცოფებული შევარდა. პიჯაკი იქვე სავარძელზე მიაგდო. ნერვებ მოშლილი ბოლო ხმაზე ყვიროდა, იგინებოდა და ხელში მოხვედრილ ნივთებს აქეთ-იქით ისვრიდა. ყელზე ძლიერად წაჭერილი ჰალსტუხი ოდნავ მოუშვა და უწესრიგოდ დატოვა პერანგის საყელოზე. რამდენიმე ღილიც შეიხსნა თეთრი ქათქანა პერანგის და შარვლიდან ტოტებიც ამოიჩეჩა.
კარგად ხედავდა აივანზე მჯდარი, სკამზე ფეხებ აწყობილი ანო მეზობლის კონცერტს თავის სახლში. გაუკვირდა ასეთ აფეთქებას მისგან არ ელოდა..
-ნეტა რა გამიკვირდა, მე ხომ საერთოდ არ ვიცნობ მას. იქნბ მშვიდი სახე საერთოდ არაა ნამდვლილი და ნიღაბია. -ხელები გულზე დაიკრიფა და წამითაც არ მოუშორებია მზერა.
ოთახში სიარული რომ დაასრულა აივნის კარებთან გაჩერდა მიქაელი, მზერამ ზურგი აუწვა და მოპირდაპირე კორპუსისკენ გაიხედა. სადაც ქალი იყო, „მისი ქალი“ , არ ვიცი რატომ მაგრამ ონიანის გონებაში აიანო მაისურაძეს ზუსტად ასე ერქვა.!
ნატიფი თითები, ტუჩის კუთხეებთან დააწყო და ანიშნა გაიღიმეო. ქალის ასეთმა ქცევამ ააღელვა, სიბრაზისგან აკანკალებული ხელები ახლა ვნებისგან დაიძარღვა და რაც შეეძლო მაქსმალურად ახლოს მივიდა ქალთან.
-ენდორფინები არ დაგავიწყდეს.! -ანოს ხმამ კარგად მიაღწია მის აივანზე და მშვენივრად გაიგო რაც უთხრა. ხელებით მოაჯირს დაეყრდნო მამაკაცი და გამომწვევი მზერით გახედა, ვითომ ვერ მიხვდა?-მაგიდიდან პატარა შოკოლადი აიღო და ხელით ანიშნა..-შოკოლადი შეჭამე და ოდნავ მაინც დაგამშვიდებს.-წლების წინ წსორედ მის მიერ ნათქვამი სიტყვები გაუმეორა და კიდევ ერთხელ აჩუქა ღიმილი.!
ქალით მოხიბლული მიქაელი დადუმდა. ხმა ვერ ამოიღო ასე გაუნძრევლად იდგა და უყურებდა მაისურაძის ლამაზ სახეს. სევდიან ღიმილს კარგად უთვალიერედა ონიანი, თვალებ დაწვრილებული არ აშორებდა მზერას ანოს და ერთი პერიოდი მხოლოდ ბაგეებზე აკვირდებოდა. გონს რომ მოვიდა აივანი ცარიელი დახვდა.
-ღმერთო მე მას ვახსოვარ.! -თმაში შეიცურა ხელი.- ამის დედაც.. მას ვახსოვარ.-ახარხარდა და სიცილით ოთახში შევიდა.
***
მიქაელ ონიანისგან განსხვავებით მაისურაძე სააბაზანოში იყო ჩაკეტილი და ცხელი ჭავლის ქვეშ იჯდა. მუხლები ნიკაპამდე ჰქონდა მიტანილი და გაშტერებული ერთ ადგილს უყურებდა. ისევ აუვარდა ტირილი. ხმამაღლა ტიროდა და მომუშტულ მტევანს კბენდა სიმწრისგან.! ხელები მოიშორა სახიდან, რამდენჯერმე ტირილით ამოისუნთქა და ისევ დამალა სახე..
„-ასე ახლოს არ უნდა მივიდე მასთან. ასე დავღუპავ ჩემს თავს.! -მთელი ემოცია ამოაყოლა სიტყვებს და უცებ დამშვიდდა. შუბლით მუხლეს მიეყრდნო, ხელები კი უსულოდ ჩამოყარა.
***
(7 თავი)
დილით ჩიტების ჭიკჭიკმა გააღვიძა. თვალები ფშვნეტით გაახილა და ოთახს მოავლო მზერა, კვლავ სიმშვიდეა ძალიანაც კარგი. დასიებული ქუთუქოები ისევ ერთმანეთს შეუერთა და სიბლენეში ჩაიკარგა. რამდენი ხანია პარალელურ სამყაროს არ წვევია სტუმრად. მის გაფერადებულ ცხოვრებას გადახედა, სამწუხაროდ ისევ ისეთი ფერები აღარ დახვდა. გონებაშიც გაცრეცილი ცხოვრებიდან დააღწია თავი და დაბრუნდა უკან.! ნელა წამოდგა. აივნისთვის არც შეუხედავს ისე ჩამოაფარა ფარდა კარებს და ოთახი დატოვა. წყნარი მელოდია ჩართო ლეპტოპში და ბოლო ხმაზე აუწია, ყავა მოიმზადა. ეს დილა სხვებისგან განსხვავდებოდა. იმის მაგიერ რომ სიმშვიდე ეგრძნო საოცარ დაძაბული იყო. არც აივნის კარები გაუღია. მიუხედავად იმისა რომ ძალიან უყვარს დილის საათების იქ გატარება. საშუალო ზომის აივანი, რომელიც მის საძნებელს და მისაღებს აერთიანებდა, რკინის მოაჯირებით იყო შემოსაზღვრული, ერთ კუთხეში ქოთნის ყვავილი იწონებდა თავს შუაში კი კრინის მრგვალი მაგიდა იდგა ორი სკამით. დღევანდელი დღე კი სამზარელოში დაიწყო. სკამზე იჯდა,ყავის ფინჯანს დაჰყურებდა, ნელ-ნელა მუსიკას აჰყვა და ხმაც ამოიღო.თვალები დახუჭა და ტექსტს აჰყვა. რამდენიმე თეფში რომელიც ნიჟარაში იდო ამორეცხა და ფანჯარას მიუახლოვდა, თეთრი ტილოს ნაჭერი განზე გასწია და ისევ მეზობლის აივანს მიაჩერდა. მიქაელიც რათქმაუნდა იქ დახვდა, ყავის ფინჯნით და ხელში პლანშეტით. მშვიდად აკვირდებოდა კაცის სახეზე გამოსახულ ემოციებს. ოდნავ გვერდით გადახარა თავი და ქვედა ბაგე კბილეს შორის მოიქცია. ონიანმა როგორც ყოველთვის ქალის დაჟინებული მზერა იგრძნო და ფანჯრიდან ჯაშუშივით მოთვალთვალე აიანოს ღიმილით გახედა და თეთრი ფინჯანი მაღლა ასწია, მიესალმასავით! შერცხვენილმა მაისურაძემ სწრაფად ჩამოაფარა ისევ თეთრი ტილოს ფარდა და მოწყვეტით დაეშვა სკამზე. მომღიმარი სახით გაშლილ მტევანზე ჩამოდო შუბლი და თავი გააკანტურა.
შუადღე იყო დაწყებული ნაცნობი ნომრიდან ზარი რომ შევიდა მაისურაძის ტელეფონში.
-გისმენ გიო.-საერო სახელით მიმართა მეგობარს და გულში დიდი სიხარული იგრძნო.
-ანო თბილისში ვარ. -ქუჩიდან ესაუბრეოდა და მანქანების ხმაური ოდნავ ფარავდა თბილ ხმას.
-ძალიან კარგი, ჩემთან ამოდი თან დაისვენებ ცოტას და გნახავ.
-რაღაც საქმე მაქვს მოსაგვარებელი, ერთ საათში განვთავისუფლდები და აუცილებლად ამოგივლი. შენ მანამდე მომწერე მისამართი.
-კარგი..-ცოტა ხნით გაჩუმდა.-გამიხარდა რომ დამირეკე. -გულწრფელი ბგერები ამოუშვა აიანომ და გაიტრუნა.
-გეგონა დაგივიწყებდი?მითუმეტეს იმ სიტყვების შემდეგ? ანო.. ანო. ისევ ისეთი პატარა ხარ.! მიდი მომწერე მისამართი, რომ წამოვალ დაგირეკავ.
-კარგგი.!-ტელეფონი გათიშა და მაშინვე შეტყობინების წერა დაიწყო.კარებისკენ აფორიაქებული გაიქცა. ორი წუთით გაჩერდა ღრმად ჩაისუნთა და გააღო. ზღურბლზე გველესიანი დახვდა. მთლიანად შეცვლილი, შავ სამოსში გამოწყობილი, წვერიც მოშვებული და ჭაღარა შერეული.
-გიორგი.-აცრემლებულმა ახედა.რამდენი წელია არ უნახავს მეგობარი.
-შემომიშვებ ანო? -ხელები ოდნავ განზე გასწია და მეგობრის რეაქციას დაელოდა.
-შემოდი გიო შემოდი.. -განზე გადგა და გველესიანი სახლში შეატარა.-ხო შეიძლება ასე მოგმართო?
-მე და შენ ხომ მეგობრები ვართ ანო?! რა საჭიროა ოფიციალური საუბარი.. ნახე რა მოგიტანეე.-გაუღიმა მაისურაძეს და რამდენიმე ფილა შოკოლადი აჩვენა.. -როგორც მახსოვს ბოლო პერიოდში ხშირად ჭამდი ამას.
-ჰოო. მადლობა.-გამოართვა და იქვე სავარძლისკენ მიუთითა. -გიო მე არ ვიცი რას შეჭამდი, ხოდა მოკლედ ყველაფერი მოვამზადე.
-არაფერი არ მინდა ჯერ, ყავა დამალევინე მარტო რა.
-კარგი ახლავე მოვალ და დაგელაპარაკები კარგად. მანამდე დაისვენე შენ.! თუ გინდა აივანზე გავიდეთ.
-მოამზადე და ერთად გავიდეთ. -თქვა და სავარძელში მოკალათდა. -სად არის თემო?
-თავისი მოსწავლეები წაიყვანა ბათუმში რაღაც ტურნირი აქვთ და ხვალ ჩამოვა.
-აა, ცუდია მე მეგონა ვნახავდი დღეს. -ანომაც მალე მოამზადა ორი ფინჯანი ყავა შოკოლადები დაალაგა თეფშე, ხილთან ერთად ლანგარზე დააწყო და აივანზე გავიდა. უკან მიჰყვა გიორგიც. ერთმანეთის პიისპირ ისხდნენ და მონატრეულები შეჰყურებდნენ.
-გიო შენ როგორ ხარ? -ნიკაპით დაეყრდნო მტევანს.
-მშვიდად, თავისუფლად. მოდი ჯერ შენზე ვილაპარაკოთ. -თავისკენ მიაჩოჩა ყავის ფინჯანი და ძველ მეგობარს გახედა.
-ყველაზე დიდი შეცდომე წლების წინ დავუშვი.!-ერთი ამოისუნთქა და ნაღვლიანი ღიმილით გახედა გვეელესიანს. -თემო რომ გავიცანი, ძალიან გახარებული ვყავი ის დრო. თბილი იყო ჩემს მიმართ. მთელი ღამეები მწერდა და საოცრად მახალისებდა ხოლმე მისი ხუმრობებით. ისეთი ნაზი ქცევები ჰქონდა სულს მიმშვიდებდა.-წარსულის გახსენებამ ღიმილიც კი მოჰგვარა.! -როცა უკვე მის სიყვარულში დავრწმუნდი მაშინ დავთანხმდი ურთიერთობაზე. მერე თავს იგიჟებდა მუდამ თავის სახლში მეპატიჟეოდა. აღარც ვსეირნოდით და არც ერთად ვჩანდით ხოლმე სადმე. თითქოს მმალავდა. მის ქცევებს ვამართლებდი. ერთხელაც მისი დაჟინეული თხოვნით მოვხვდი მასთან სახლში. იმის მაგივრად ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო, ან რამით გაგვერთო თავი. იძულებით გამხადა ზედა. მე..-ხმა გაუწყდა.-მე ვერ ვეწინააღმდეგებოდი. თითქოს ჰიპნოზს მიკეთებდა და შეწინააღმდეგების უნარს მაკარგვინებდა. ასე გაგრძელდებოდა ერთ ხანს, შემდეგ უკვე შარვლებზე გადავიდა და ბოლოს მოხდა რამაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.-ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ნერვიულობოსგან გამშრალი ბაგეები ყავით დაასველა. -ერთად..
-გასაგებია შემდეგ..-გამკაცრებული ხმით გააწყვეტინა ლაპარაკი და შუბლით ხელს დაეყრდნო გველესიანი.
-შემდეგ შენც ხვდებოდი რაც ხდებოდა და მიზეზი რატომაც ამდენ რამეს ვითმენდი უკვე გითხარი. მიყვარდა გიორგი, მართლა მიყვარდა უბრალოდ იმდენად შეიცვალა რომ ბოლოს მისი მეშინოდა. აღარანაირი სითბო არ ჰქონდა შემორჩენილი ჩემს მიმართ.მხოლოდ საკუთარ სიამოვნბაზე ფიქრობდა და საერთოდ არ აინტერესებდა მე რა მტკიოდა. მიუხხედავად იმისა რომ რამდენჯერმე მითხრა მიყვარხარო საერთოდ ვერ ვგრძნობდი მის სიყვარულს. როგორ უნდა მოექცე შენს საყვარელ ადამიანს ასე? სიცოცხლე შემაზიზღა გიორგი.-ხმა დაეძაბა, ყელზე კაპილარები დაეტყო. ორივე ხელით ძლიერად იყო დაყრდნობილი მაგიდაზე და ემოციურად საუბრობდა.
- და მხოლოდ ამიტომ გაჰყევი ცოლად ხო?
-ხო.
-მე რატომ არ მითხარი. მე შენი მეგობარი არ ვიყავი აიანო? ასე როგორ მოიქეცი? მთელი ცხოვრება დაინგრიე.! გმაგებინე მე ან ლიკას რატომ არ გვითხარი. იქნებ დაგხმარებოდით.
-ვერ გეტყოდით! მეშინოდა თქვენი რეაქციის!მეგონა გამრიყავდით, გამკიცხავდით. მე კი მაშინ მხოლოდ თანადგომა მჭირდებოდა, ისედაც ვიცოდი რომ ცუდად მოვიქეცი და თქვენგან ლექციების მოსმენა უფრო დამძაბავდა.
-ხოდა ახლა ხომ ხარ გადასარევად.! -არ წყვეტდა უხეშობას.
-აი ხედავ..-მზერა სივრცეს გაუსწორა მაისურაძემ.
-ცხოვრება დაინგრიე და როგორ გელაპარაკო აბა? ხვდები რა ჩაიდინე? ახლა რატომ არ შორდები?
-ახლა? მეშინია.. ადრე ველაპარაკე ამ თემასთან დაკავშირებით. ისე ირიბად შევეხე დაშორებას და აბა თუ მიხვდები რა მითხრა?...-სიმწრით გაეცინა.-გაგანადგურებო.! ყველას ვეტყვი რომ ბო*ი არისო..არ გაგახარებო.-თავჩახრილი იმეორებდა თემოს სიტყვეს და ცხვირის წვერს არგადმოსული ცრემლები უწვავდა. -თან ჩვენი ნათესაავები. მამაჩემის მხრიდან დაიწყებენ ლაპარაკს უმამოდ ვერ გაზარდაო, რანაირი გაზარდაო და ვერ ავიტან ქეთის ვინმე ცუდად რომ შეეხოს. ამიტო.
-ისევ მსხვერპლს იღებ.-გიორგის ნათქვამი უპასუხოდ დატოვა და ქუჩას დააკვირდა.
-ყველაზე საშინელება კი იცი რა არის ?
-ამაზე საშინელება რა შეიძლება იყოს.-არ უყურებდა მეგობარს ისე ესაურებოდა.
-არსებობს.! სხვაზე ვფიქრობ.-დუმილის შემდეგ გაბედა და თქვა.
-სხვაზე?
-ჰო.-ნერვიულად წამოდგა ფეხზე გიორგი და მოაჯირს დაეყრდნო.
-ანო რა უნდა გითხრა არ ვიცი? ან ასეთი ოჯახხის შენარჩუნება როგორ გთხოვო?!
-არაფერი მითხრა, მე უბრალოდ ამ ყველაფრის თქმა მინდოდა. ვეღარ ვინახავდი ამხელა დარდს.! -გვერდით დაუდგა და მხარზე დაადო თავი. -მე საშინლად ცუდი ადამიანი ვარ! ვერც გავრბივარ და ვერც ვრჩები.უსუსური, მშიშარა ქალი ვარ რომელსაც ისიც კი ვერ მოუხერხეია რომ საკუთარი ბედნიერეისთვის იბრძოლოს.!-სივრცეს გაუსწორა თვალი მაისურაძემ, დანანეით უყურებდა გარემოს თითქოს სადღაც იმედს ეძებსო.!


***
დილამშვიდობისა ბავშვებო. მოკლედ დღეს ორი თავი დავდე რადგანაც ვერ მოვახერხებ პარასკევამდე ატვირთვაას, სამწუხაროდ ბებია გარდამეცვალა და ვერ მოვიცლი. იმედია გაიმგებთ. მადლობა ყურადღბისთვის, ველი თქვენს აზრს. <3



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ვიზიარებ თქვენს ტკივილს, ნათელი დაუმკვიდროს უფალმა .
ისტორია კი ძალიან მომწონს.

 


№2  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი მანანა
ვიზიარებ თქვენს ტკივილს, ნათელი დაუმკვიდროს უფალმა .
ისტორია კი ძალიან მომწონს.

დიდი მადლობაა❤️

 


№3 სტუმარი დიკო

ამ გოგოოს პრობლემების გადამკიდე საკუთარი აღარ მახსოვს.. აიანოსგან ესეც დიდი ნაბიჯია გიორგის რომ მოუყვა, მაგრამ მაინც უფრო დედამისის იმედი მაქვს რომ შეახვედრებს მიქაელს და ბრძოლის მიზეზს იპოვის ეს გოგოო

 


№4  offline მოდერი Phoenix..

დიკო
ამ გოგოოს პრობლემების გადამკიდე საკუთარი აღარ მახსოვს.. აიანოსგან ესეც დიდი ნაბიჯია გიორგის რომ მოუყვა, მაგრამ მაინც უფრო დედამისის იმედი მაქვს რომ შეახვედრებს მიქაელს და ბრძოლის მიზეზს იპოვის ეს გოგოო

ოოო ქეთი ისეთი მაგარი ქალია და ისეთებს გააკეთებს :D

 


№5  offline წევრი Rania

Viziareb mcuxarebas. Kargi iyo. Moutmenlad vrlo gagrzelebas
--------------------
Q.qimucadze

 


№6 სტუმარი Mako

Viziareb tqvens mcuxarebas

 


№7  offline მოდერი Phoenix..

Rania
Viziareb mcuxarebas. Kargi iyo. Moutmenlad vrlo gagrzelebas

მადლობა❤️ მიხარია თუ მოგეწონათ❤️

 


№8 სტუმარი Nene

Miqaeli mecodeba aseti susti qalistvis, 21 saukuneshi visga ukvirs qalishvilobis dakargva tavis droze dedamisistvis unda etqva da megobrebistvis da ese ar unda moqceuliyo es gogo... Tan amdeni weli cxovrobs monstrtan da axla maoigo xma... Sasaciloa... Megobrebi am gogosi bolo donis araraobebi arian xvdebodnen icodnen rogoric iyo is tipi temo misi qmari da titic ar gaandzries rom daxmarebodnen...

 


№9  offline მოდერი Phoenix..

Nene
Miqaeli mecodeba aseti susti qalistvis, 21 saukuneshi visga ukvirs qalishvilobis dakargva tavis droze dedamisistvis unda etqva da megobrebistvis da ese ar unda moqceuliyo es gogo... Tan amdeni weli cxovrobs monstrtan da axla maoigo xma... Sasaciloa... Megobrebi am gogosi bolo donis araraobebi arian xvdebodnen icodnen rogoric iyo is tipi temo misi qmari da titic ar gaandzries rom daxmarebodnen...

რაღაც მომენტაი მეგობრების ბრალიც არის, მათგან ოდნავ მეტი ყურადღება რომ ყოფილიყო უფრო მეტი ნდობა ექნებოდა აიანოს და შეიძლება ძალებიც მოეძებნება

 


№10  offline მოდერი guroo

ვიზიარებ...
დაძაბულობა მატულობს ჩემში.კულმინაციურ მომენტებს ველოდები ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent