წვიმის მთელი სილამაზე მის ხმაშია. (1)
11წლის წინ ამ დღეს გავიცანი იგი. მაშინაც წვიმდა როგორც ახლა. საღამო იყო ჩემს საყვარელ ადგილას გადავწყვიტე წასვლა რომელიც საკმაოდ მაღალი იყო და მთელ ქალაქს დაჰყურებდა. წვიმიან ამინდში მიყვარდა ლამაზი ხედით ტკბობა. ისეთი სილამაზე იშლებოდა რომ თვალს ვერ მოსწყვეტდი. წვიმის წვეთები ხმაურიანად ეხეთქებოდა მიწას. ამჯერად მას ქარიც მოჰყვა , რომელიც საოცარ ბგერებს გამოსცემდა. მეც მაღლობის კიდეზე ჩამოვჯექი და უფლება მივეცი წვიმასს რომ დავესველებინე. ვგრძნობდი როგორ დასრიალებდა წვიმის წვეთები ჩემს სახეზე. აქ ყოველთვის სასაუბროდ მოვდიოდი მხოლოდ წვიმა თუ მისმენდა თანაც ისე რომ პრეტენზიებს არ გამოთქვამდა თუმცა სასაცილო იქნება წვიმამ რომ მიპასუხოს თანაც პრეტენზიით მაშინ მართლაც გიჟი ვიქნები. ვესაუბრებოდი წვიმას ვუყვებოდი იმ სისულელეებს რაზეც ვფიქრობდი და რასაც ვგრძნობდი. წვიმამ იკლო ეტყობა დაიღალა ჩემი მოსმენით -კაი რა წვიმავ ახლა არ შეწყდეე გთხოვ, თორემ მალე ზაფხული მოვა და ხშირად ვეღარ ვისაუბრებთ. შეიძლება გიხარია კიდეც -უცებ ხმამაღალი სიცილი გავიგონე. ხმა ჩემს უკნიდან მოდიოდა, მეც წამოვდექი და შევბრუნდი. ჩემს წინ ძალიან სიმპატიური ბიჭი იდგა. ისე იცინოდა ძლივს სუნთქავდა. -ვინ ხარ? -ვკითხე აუღელვებლად -რა მნიშვნელობა აქვს მთავარია შენსავით გიჟი არ ვარ და წვიმას არ ვესაუბრები სისულელეებს -ისევ სიცილს აგრძელებდა -რაო რას ეუბნებოდი? შენც არ გინდა ჩემი მოსმენაო ხო? გიჟები მინახავს მაგრამ ასეთი რომელიც წვიმას და ქარს სერიოზულად ესაუბრებოდეს ამგვარ სისულელეებს მხოლოდ შენ გხედავ. -მე თუ გიჟი ვარ, შენც გიჟი გამოდიხარ. ამ შუაღამისას ასეთ ამინდში ამ სიმაღლეზე მხოლოდ ჩემნაირი თუ ამოვა და როგორც აღნიშნე გიჟი ვარ და არც შენ გამოხვედი ნორმალური. -ნორმალური როგორ ვიქნები როცა შენნაირ გიჟს ვესაუბრები? -მიპასუხა და ისე გამიღიმა ჟრუანტელმა დამიარა. შემდეგ ისიც კიდეზე ჩამოჯდა და მეც ჩემს ადგილის მივუბრუნდი. -აქ პირველად ხარ? არასდროს მომიკრავს შენთვის თვალი- ვკითხე დაინტერესებულმა. აქამდე მართლა არასდროს შემხვედრია რომ შემხვედროდა დამამახსოვრდებოდა ისეთი სიმპატიურია. -არა მე როდესაც ქარია მაშინ ამოვდვარ ხოლმე და ვესაუბრები , შენ ხომ წვიმასთან მოდიხარ ხოლმე და დღეს ორივე ერთადაა ამიტომ შევხვდით ერთმანეთს -მითხრა და ისევ სიცილი დაიწყოოო ისე იცინოდა თუ დამცინოდა რომ მეგონა ვერ ამოისუნთქავდა -მე სერიოზულად გეკითხები -ხანდახან აქ გამთენიისას ამოვდივარ ხოლმე და მზის ამოსვლით ვტკბები. დღეს უბრალოდ მომინდა ამოსვლა თორემ შენნაირი გიჟი არ ვარ რომ ამ შუაღამისას აქ მოვიდე ხოლმე ასეთ ამინდში. არაფერი მითქვამს თვალებში ვუყურებდი. თაფლისფერი თვალები ქონდა ისეთი რომ ამ ღამეშიც ძალიან ანათებდა. გამეღიმა -ეგრე ნუ იღიმი თორემ ბაყაყს გავხარ -მითხრა სიცილით -ჰჰ..არაფერიც, უბრალოდ ჩემი გშურსს შენზე ლამაზი ღიმილი რომ მაქვს.-მივუგე სერიოზული სახით -ისე ერთი გიჟი მეგობარი არ მაწყენდა, აბა რას იტყვი? -გიჟთან მეგობრობა, თანც ისეთთან როგორიც მე ვარ კარგს არაფერს მოგიტანს. მერე წვიმის მაგივრად შენ გესაუბრები ხოლმე და ინატრებ ახლა ჩემს მაგივრად ისევ წვიმას ესაუბროს ოღონს ახლა მომცილდესოო -ჩემს პასუხზე ისევ სიცილი დაიწყო. -არა პატარა გიჟო, შენი მოსმენა არ მომბეზრდება. -მართლა? -ჰო მართლა. მე შენ არ მოგატყუებ. -გამიღიმა. ეს ღიმილი მე გადამრევს თუ არ წავალ -კარგი. დღეიდან მეგობრები ვართ! -და შენი სახელი? ხომუნდა ვიცოდე? -მკითხა დაინტერესებულმა -ამერიკა -ჩემს სახელზეე ახარხარდა ,მეც მხარი გავკარი. -რა თქმა უნდა. გიჟს ნორმალური სახელი ვერ ერქმეოდა. -და შენ? -ნოაჰი -ლამაზი სახელია -ჰო ნორმალურებს წესიერი და სახელები გვქვია ლამაზო. -გამიცინა -კარგი წავალ. ხვალ დილით უნივერსიტეტში ვარ წასასვლელი გამოძინება მჭირდება. -რომელ კურსზე ხარ? -პირველ კურსზე ვარ. -მე მესამე კურსზე ვარ, ამერიკა. -მის პასუხზე გამეცინა -კარგი. ჩემი წასვლის დროა. -მე წაგიყვან ამ შუაღამისას მარტო ვერანაირად ვერ გაგიშვებ -გაიღიმა ხო აი ახლა ეს ღიმილი შემიწირავს. -კარგი. მანქანაში ჩავსხედით შავი საკმაოდ ლამაზი მანქანა იყო. მისამართი ვუკარნახე და წავედით. ძალიან სწრაფად მივდოდით მე ჩუმად ვიყავი და ვტკბებოდი. ამდროს მკვეთრად დაამუხრუჭა -შენ ნორმალური ხარ? -მკითხა გაოცებულმა -არ ვარ. შენ არ მითხარი გიჟი ხარო?-გავუღიმე ნიშნის მოგებით. -ისე სწრაფად მივდოდით და არ შეგეშინდა საერთოდ -გაოცებას ვერ მალავდა -მიყვარს სიჩქარე -კარგინ მაშინ...-დაძრა მანქანა და ისეთი სისწაფით წამიყვანა 10 წუთში სახლში ვიყავი. დავემშვიდობე სახლში ავედი, გამოვიცვალეე და დასაწოლად მოვემზადე. ________________________ პირველი თავია ამიტომ პატარააა შემდეგი უფრო დიდი იქნება❤️ იმედი მაქ დაინტერესდით და მოგეწონათ❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.