შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იზაბელა +18 {9}


17-04-2019, 00:20
ავტორი Natiiaa33
ნანახია 5 968

_რთულია წინასწარ განსაზღვრო შენი გადადგმული ნაბიჯის მართებულობა, შენ მხოლოდ ფიქრობ, წინასწარ რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ვერასდროს გააკეთებ ას პროცენტიან გათვლას. სამყარო მოულოდნელობებითაა სავსე, არიცი რა დროს რას გიმზადებს, ზოგადად ერთმა წამმა შეიძლება შეგიცვალოს მთელი ცხოვრება, ბედს ნუ დააბრალებთ. ის რომ არ გაეკეთებია ასე, რომ არ ექნა და სხვა. ფეხი რომ გადაბრუნდება მერე ადვილად ვაკეთებთ დასკვნებს. ბედს არასდროს არავინ არ გვიწერს, თვითონ ვხდებით ჩვენი ბედის მწერლები. მე შესაძლოა ჩემს პერსონაჟებს ვუწერ ბედს, ასე მინდა და იმიტომ, თორემ შენ, მე ან მას, ადამიანს, ვერავინ ვერასდროს ვერ შეუქმნის ბედისწერას. ყველაფერი მის გონებაზე და შესაძლებლობებზეა დამყარებული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იზაბელამ თვითონ შეიქმნა ის ბედი რაც მას უნდოდა, ზოგჯერ დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილებები უფრო, სწორ გზაზე გვაყენებს ვიდრე ბევრი ფიქრის დროს მიღებული. სწორი გათვლა გააკეთა თუ არასწორი, თვითონ ასე სურდა, სხვის გადაწყვეტილებებს ხშირად ვაკრიტიკებთ, ანალოგიურ სიტუაციაში ჩვენ რას ვიზავდით? ერთმა პასუხმა შეცვალა მთელი მისი ცხოვრება, თეთრ კაბაში გამოწყობილი, გაოგნებული მზერით იდგა დიდი სარკის წინ და თავის თავს ათვალიერებდა. არც მას სჯეროდა, ყველაფერი ისეთი სისწრაფით მოხდა, რომ სიზმარში ეგონა თავი და ვერ აცნობიერებდა რეალობას. თავში ერთ ფრაზას იმეორებდა -სჯობს მასთან იყო ვისაც მთელი გულით უყვარხარ და არა მასთან ვინც შენ გიყვარს მთელი გულით, რადგან მას ყველაზე ადვილად შეუძლია შენი განადგურება. _ასეც იყო, დეისაძის სიყვარულმა გაანადგურა, ახლა მხოლოდ ის პატარა ციცქნა უხალისებდა ცხოვრებას მუცელში, რომ ჰყავდა. არაფერი აინტერესებდა მის გარდა. იმის წარმოდგენა, რომ დედა გახდებოდა ყველაფერს ავიწყებდა.
ფიქრებში გართულს, ციალა ბებოს ხმა მოესმა.
-შვილო გამოდი, მოგაკითხა მანქანამ.
-ახლავე ბებო.
_გუგას გამოგზავნილმა მანქანამ სალონში წაიყვანა. სადა მაკიაჟი გაიკეთა, თმა დაიხვია და ლამაზად ეყარა კულულები ზურგზე. ძალიან ლამაზი იყო, საოცრად მომხიბვლელი დიდ გრანდიოზულ კაბაში გამოწყობილი. სალონიდან გასულს, გუგას მზერა შეეჩეხა. ღიმილიანი სახით, გაბრწყინებული თვალებითა და გაოცებული მზერით უყურებდა. არც თვითონ გამოიყურებოდა ცუდად, ძალიან უხდებოდა თეთრი ჩოხა, წვერი გაიპარსა და საერთოდ შეეცვალა სახე.
-ქალბატონო იზაბელა მზად ხართ?
-ვნერვიულობ გუგა, მეშინია და ყველა გრძნობა ერთად მაქვს არეული.
-დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება.
_ხელი ჩასჭიდა და მანქანამდე მიიყვანა. ხელმოწერის ცერემონია ქალაქის მთავარ პარკში იმართებოდა, ირგვლივ უამრავი ადამიანი, ყველა ტაშით შეეგება წყვილს. იზაბელამ არც ის იცოდა, ვინ იყო მისი მეჯვარე. მაგიდასთან მისულმა თამო, რომ დაინახა სიხარულით ლამის იტირა. მაგრად ჩაეხუტა და დიდხანს არ უშვებდა ხელებს. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ სვანეთში წავიდნენ. იზაბელას ფეხმძიმობის გამო, გუგამ ვერტმფრენი იქირავა, უამრავი ლამაზი ფოტო გადაიღეს და საუკეთესო საქორწილო ვიდეოც გამოვიდა. გვიან მოუწიათ დაბრუნება, პირდაპირ სასტუმროში წავიდნენ სადაც გუგას ნომერი ჰქონდა დაჯავშნილი. შესვლისთანავე გაიძრო ფეხსაცმელები და კაბით დაწვა ლოგინზე.
-სიზმარი მგონია
-არც მე მჯერა საყვარელი ქალი გახდა ჩემი ცოლი.
-მუცელი მტკივა, მგონი გადავიღალე.
-იზაბელა
_გაოგნებული უყურებდა გუგა და სიტყვებს ვეღარ უყრიდა თავს.
იზაბელასთან მივარდა, ლოგინთან ჩამოჯდა და სახეზე მოხვია ხელები.
-დაბლა არ დაიხედო, გთხოვ კაბას არ დახედო. კარგად იქნება ყველაფერი
-რამოხდა, ნუ მაშინებ
-სისხლდენა გაქვს. დაწყნარდი არ იტირო იცოდე, ბავშვზე იფიქრე.
_გუგას ხელი მოიშორა და დაინახა მისი თეთრი კაბა სისხლით იყო დასვრილი. ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებია.
-წამიყვანე, სასწრაფოდ საავადმყოფოში წავიდეთ.
_ხელში აყვანილი ჩასვა მანქანაში, გიჟივით ატარებდა. იზაბელა კი თავისთვის რაღაცეებს ბუტბუტებდა.
-არა, არა შენ კარგად უნდა იყო. ვერ დამტოვებ, უფლება არგაქვს, ჩემი სიცოცხლის ნათელი სხივი ხარ, ჯერ მხოლოდ შენი არსებობის ცოდნა მასულდგმულებს და ამ იმედსაც ნუ დამიკარგავ დე. სიცოცხლეს ნუ გამინადგურებ გთხოვ. იცოცხლე, იცოცხლე დედი. შენთვის მიღირდა სიცოცხლე და ახლა რა აზრი ექნება უშენოდ, მაშინ მეც გამიყოლე და არდამტოვო აქ. იქ მოგივლი დედი, იქ ჩაგკიდებ მაგრად ხელს და მფარველ ანგელოზად დაგიდგები მთელი ცხოვრება.
_ცალი ხელი მუცელზე ედო და ეფერებოდა, მეორე ხელით ცრემლებს იწმენდდა. ცდილობდა ღრმად ესუნთქა და არ ენერვიულა.
-მივედით პატარავ.
_ხელში აყვანილი შეიყვანა და სასწრაფოდ საკაცეზე დააწვინა. საოპერაციოში შეიყვანეს, ცდილობდნენ სისხლდენა შეეჩერებიათ. გუგა წინ და უკან დადიოდა დერეფანში, ადგილს ვერ პოულობდა არ იცოდა რა ექნა. პირველი რაც მოაფიქრდა თამოს დაურეკა. ერთ საათში თამოც მივიდა და ექიმიც გამოჩნდა.
-იზაბელას ახლობლები ხართ?
-დიახ ქმარი ვარ, როგორარის.
-სისხლდენა შევაჩერეთ მაგრამ
-მაგრამ რაა
-ბავშვს თუ არ მოვაშორებთ შეიძლება ორივე დაიღუპოს. დედა უარზეა და ვერაფრით გადავათქმევიეთ, ამბობს ბავშვს თუ მომაშორებთ თავს მოვიკლავო. სასწრაფოდ სისხლი გვჭირდება, ჰემოგლობინი ძალიან დაბალი აქვს.
-მემაქვს მისი ჯგუფის სისხლი.
-კარგი გამომყევით და სისხლი ჩააბარეთ.
_ისევ საავადმყოფო, ადგილი სადაც დრო ჩერდება, ირგვლივ ქლორის და წამლების სუნი, საშინლად ვერ იტანდა იზაბელა საავადმყოფოებს. უფრო ცუდად ხდებოდა, სუნთქვა უჭირდა და ყველაფრის ხალისი ეკარგებოდა. საოპერაციოდან პალატაში გადაიყვანეს. ისევ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა სისხლდება დაწყებოდა და მუცელი მოშლოდა. სასტიკ უარზე იყო, სიკვდილსაც კი თანხმდებოდა ოღონდ ბავშვი არ მომკვდარიყო. თავის თავზე ერთი წამით არ უფიქრია, მხოლოდ იმას იზახდა დედა უნდა გავხდე, ბავშვი არ მომიკლათო. სულ ციცქნაა, ერთი თითისოდენა და უკვე სიცოცხლისთვის იბრძოდა. მთელი ძალით მიკროდა დედის საშვილოსნოს და არშორდებოდა.
თამო შევიდა პალატაში, ლოგინთან ჩამოჯდა და ხელი მაგრად მოკიდა.
-რატომ არ მომიყევი?
-როგორ მეთქვა, ისიც არვიცი მშობლებს როგორ ვუთხრა
-ბავშვი ვისია
-არმინდა ამაზე ლაპარაკი
-ვერ დავიჯერებ, რომ თქვა გუგასიაო
-არა, ირაკლის ბავშვია.
-რააა? დეისაძის?
-სამწუხაროდ.
-ბავშვი არ უნდა?
-არ იცის. მე არ უნდივარ, ცხოვრება დამინგრიეო მიძახდა და ალბათ ბავშვზე, რომ გაიგებს გაგიჟდება.
-ჯობია იციდეს.
-არვიცი რა ჯობია და რა არა. გუგას გარეშე არაფერს ვიზავ. ხო მართლა სადაა გუგა?
-სისხლი ჩააბარა, უნდა გადაგისხან
-გუგამ? ანუ გუგას მესამე რეზუს უარყოფითი აქვს? ოხ გუგა
-რამოხდა?
-გუგა იქნებოდა ის უცნობი მაშინ ვინც გადამისხა სისხლი.
-უიი მე რატომ ვერ მივხვდი, თუმცა სად მქონდა მაგაზე ფიქრის დრო.
_საუბრის დროს გუგამ გააღო კარი.
-შეიძლება ქალბატონებო?
-მოდი ჩემო იდუმალო მხსნელო
-რა გაგიკეთეს ასეთი?
-რატომ არ მითხარი მაშინ სისხლი შენ რომ გადამისხი?
-რა საჭირო იყო აფიშირება?
-საჭირო იყო!
-ოხ იზაბელა. როგორი ჯიუტი ხარ.
-გუგაა
-რა?
-ირაკლის ვუთხრა ბავშვზე?
-მაპატიე
-რა გაპატიო
-უკვე ვუთხარი
-გაგიჟდი? უჩემოდ როგორ უთხარი?
-საჭიროება მოითხოვდა, მე შენი ქმარი ვარ და არა ბავშვის მამა. ანალოგიურ სიტუაციაში, რომ ვიყო ალბათ გავგიჟდებოდი გვიან, რომ გამეგო. საოპერაციოში როცა შეგიყვანეს მაშინ დავურეკე.
-რა გითხრა?
-მოვდივარო და გამითიშა.
-მაოცებ გუგა. როგორ შეგიძლია ასე წყნარად იყო?
-მიყვარხარ იზაბელა. გგონია ვხუმრობ? როცა ადამიანი ასე ძლიერად გიყვარს, მხოლოდ მის ბედნიერებაზე ფიქრობ. შენი აზრით უნდა ვიეჭვიანო როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ? არა იზაბელა. შენ თუ კარგად არ იქნები, ვერც მე ვიქნები კარგად. ეს ბავშვი არ არის ჩემი, მაგრამ ყოველთვის საკუთარზე მეტად მეყვარება და იცი რატომ? ორმაგ პასუხისმგებლობას მანიჭებს და იმიტომ. მე თავიდანვე გითხარი, შენგან არასდროს არაფერს მოვითხოვ, ისიც ბედნიერებას მანიჭებს, რომ შემიძლია შენზე ვიზრუნო.
-ალბათ ამ სიკეთეს ვერასდროს გადაგიხდი.
-ჩშშშ. ნუ სულელობ პატარავ. ეცადე დაიძინო ახლა, მედა თამო გავალთ. არ შეიძლება გადაღლა შენთვის.
_პალატიდან გამოვიდნენ და დერეფანში სკამზე ჩამოსხდნენ.
-შენ რასაც აკეთებ დღეს ამას არავინ არ იზავს გუგა.
-ნეტავ მეტის გაკეთება შემეძლოს. როცა ბედნიერს ვხედავ გული მითბება.
-აი გამოჩნდა ამ ჯოჯოხეთის მიზეზიც.
-მე დაველაპარაკები.
_ირაკლი მძიმე ნაბიჯებით მოდიოდა დერეფანში. თამოს დანახვისას ფეხს აუჩქარა. ვითომც გუგა იქ არ არსებობდა, თამოს მიესალმა და ლაპარაკი დაიწყო.
-იზაბელა როგორაა?
-სუსტად
-და ბავშვი? _ცოტახნიანი პაუზის შემდეგ ძლივს ამოღერღა.
-სიცოცხლეს ებღაუჭება. ალბათ სიკვდილი არ უნდა.
-ვიღაც კაცმა დამირეკა, ალბათ ექიმი იყო
-მე ვიყავი
-შენ? შენ ვინ ხარ?
-გუგა აფხაზავა
-ხო და ვინ? რა გესაქმება იზაბელას გვერდით?
-მე მისი მეუღლე ვარ
-რაა? ღადაობ ხო? გამორიცხულია.
-რატოა გამორიცხული?
-იზაბელა არ გათხოვდებოდა, თანაც თუ შენ ხარ ქმარი ბავშვი ჩემი როგორაა? რა ჯანდაბას თამაშობს ეგ გოგო?
_გუგამ ვეღარ მოითბინა და ყელში წვდა, კედელზე ააკრა და წყნარად დაუწყო ლაპარაკი.
-შე არაკაცო ახლა კარგად მისმინე, იცოდე იზაბელას ან ბავშვს შენი მიზეზით რამე, რომ მოუვიდეს ვერავინ გადაგარჩენს ჩემგან. არ გაბედო და მსგავსი სისულელე იზაბელას არ უთხრა. იცი როგორ უყვარხარ? შენ კი რა გაუკეთე. ისეთ ქალს როგორიც იზაბელაა ისე, რომ ვუყვარდე როგორც შენ, გავაღმერთებდი. შენ კი? არაკაცი ხარ გესმის? იცი დღეს ქორწილი გვქონდა, ქორწილი და თეთრი კაბა სისხლით ჰქონდა სულ შეღებილი. კვდებოდა და მაინც ბავშვზე ფიქრობდა. ექიმები ამბობენ თუ აბორტს არ გავუკეთებთ შეიძლება ორივე დავკარგოთო გესმის? მაინც არამბობს ბავშვზე უარს. სიკვდილი ურჩევნია, სიკვდილი და ხვდები შენ რამეს? ახლა პალატაში შეხვალ და თუ გაბედავ მის განერვიულებას გპირდები მოგკლავ ისე, რომ არც დავფიქრდები.
-გუგა შეეშვი გთხოვ. ეს ის ირაკლი არაა ვისაც ვიცნობდი. ის ირაკლი არასდროს მოიქცეოდა ასე. იზაბელას უბრალო ფრჩხილის ტკივილზე აფთიაქებს ატრიალებდა წამალი, რომ მიეტანა და როგორ შეიძლება ეს ის ირაკლი იყოს.
_ირაკლის არაფერი უთქვამს, პალატის კარი შეაღო და იზაბელასთან შევიდა.
-როგორ ხარ?
-კარგად _მშვიდად უპასუხა და თავი ფანჯრისკენ გაატრიალა.
-რატომ არ მიყურებ
-ცუდად ვხდები
-გეზიზღები?
-არვიცი. შენი ზიზღის დრო არ მაქვს, არც შენზე ფიქრის. შენ ჩემ ცხოვრებაში აღარ არსებობ.
-და ბავშვი? ის ხომ ჩემი სისხლია.
-ის ჩემია, მხოლოდ ჩემი. ვალდებული ვიყავი შენთვის მეთქვა, მაგრამ ამ ბავშვს შენ ვერასდროს ნახავ, არ გაქვს უფლება
-ანუ გათხოვდი?
-კი
-უსიყვარულოდ?
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია შენს ცხოვრებაში აღარ ვარ, თვალში აღარ გაგეჩხირები და ნათიასთან ურთიერთობას არ გაგიფუჭებ.
-დაუფიქრებლად გითხარი მაშინ ყველაფერი. შეძლებ მაპატიო?
-ძალიან მარტივად. შენ ჩემთვის აღარ არსებობ დეისაძე.
-ასე მალე დაივიწყე ყველაფერი?
-შენი დამსახურებით.
-იმედია ჩვენი პატარა კარგად იქნება.
_მუცელზე დაადო ხელი და იზაბელამ მაშინვე გააწევია.
-ჩემი პატარა! ჩემია ჩემი!
-ბავშვს არ მანახებ, რომ გაჩნდება?
-თვეში ერთხელ. ისიც ცოტა ხნით
-მაგაზე მერე დავილაპარაკოთ. მთავარია კარგად იყოთ
-ირაკლი გადი რა, საშინლად მეძინება.
-კარგი, გამოჯანმრთელებას გისურვებ.
_პასუხი აღარ დაუბრუნებია, თავი გვერძე გააბრუნდა და თვალები მილულა...




დაგვიანებისთვის ბოდიში მაგრამ რაღაც ისე ვერ ვწერ როგორც საჭიროა, ამბოლოს მუზამ მიმტყუნა..შემდეგი თავი გპირდებით ძალიან კარგი იქნება..მადლობა თქვენ



№1 სტუმარი დგ

არადა წინა თავში კი თქვი ბანალურად არ განვითარდება მოვლენებიო, ჩემი ვარაუდი კი გამართლდა უსიყვარულოდ გათხოვდა, თან ვითომ ირაკლის დაურეკა გუგამ რომ კითხო წაივაჟკაცა ამით იზაბელას თვალში პლიუსი დაიწერა, მე შენთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს უბრალოდ მაგარი სულელი გმირები გყავს ერთი სიტყვით მაგარი ჩამოუყალიბებლები არიან არ იციან რა უნდათ.

 


№2  offline მოდერი Natiiaa33

დგ
არადა წინა თავში კი თქვი ბანალურად არ განვითარდება მოვლენებიო, ჩემი ვარაუდი კი გამართლდა უსიყვარულოდ გათხოვდა, თან ვითომ ირაკლის დაურეკა გუგამ რომ კითხო წაივაჟკაცა ამით იზაბელას თვალში პლიუსი დაიწერა, მე შენთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს უბრალოდ მაგარი სულელი გმირები გყავს ერთი სიტყვით მაგარი ჩამოუყალიბებლები არიან არ იციან რა უნდათ.

წინ ძალიან დიდი ისტორიაა და თქვენ შეიძლება სხვაგვარათ ხედავთ მოვლენებს, მე სხვაგვარად ასერომ ვერ შეგეკამათებით

 


№3 სტუმარი ეკე

განსხვავებული ისტორიაა.. ჩახლართული სიუჟეტი და დამაინტერესებელი მოვლენები ხდება. მომწონს ძალიან❤

 


№4 სტუმარი D1

Amaze didi sisulele cxovrebashi ar wamikitxavs.
uemocio, upantazio, uperuli sisulelea.
vapshe emociebi ar chans.
yvelaperi ise male xdeba...
tavidan normalurad daiwye da ra jandabaa.
movida daxeda wavida
mivida gatxovda mokvda
ai sruli uazroba

 


№5  offline მოდერი Natiiaa33

D1
Amaze didi sisulele cxovrebashi ar wamikitxavs.
uemocio, upantazio, uperuli sisulelea.
vapshe emociebi ar chans.
yvelaperi ise male xdeba...
tavidan normalurad daiwye da ra jandabaa.
movida daxeda wavida
mivida gatxovda mokvda
ai sruli uazroba

არავინ გაძალებთ წაკითხვას ;))

ეკე
განსხვავებული ისტორიაა.. ჩახლართული სიუჟეტი და დამაინტერესებელი მოვლენები ხდება. მომწონს ძალიან❤

❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent