შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბლაბუდა (მეექვსე თავი)


17-04-2019, 13:17
ავტორი murachashvili
ნანახია 3 975

მე და ელენეს საუბარი მობილურზე შემოსულმა ზარმა შეგვაწყვეტინა.
- სად ხარ გოგო, ამდენ ხანს? - აშკარად მოთმინების ფიალა ავსებული ლამის გაჰკიოდა თიკო.
- საავადმყოფოში, ხომ გითხარი დილას.
- დედაშენი ვნახე, ჯერ კიდევ არ მოსულაო რომ მითხრა, ვინერვიულე.
- როდის აქეთ ღელავ ჩემზე?! - სიცილი ვერ შევიკავე.
- ნუ ხარ აუტანელი. მშვიდობაა?! ჩემი ნიკუშაც საავადმყოფოში გადაიყვანეს და მეც მჭირდება დაქალი! - ჩემ პასუხს ისევ არ დაელოდა, საკუთარ პრობლემებზე გადავიდა.
- კი, მაგრამ, ისედაც საავადმყოფოში არ იყო?
- რაღაც გართულდაო, ოპერაცია დასჭირდა და მისთვის სასურველი ექიმი ღუდუშაურში ყოფილა.
- ჩვენ ბოდიში, ექიმების შერჩევის თავი თუ აქვს, არ ყოფილა ცუდად.
- კაი რა, დეა, ვინ იცის როგორ სტკივა!. - აქსუტუნდა თიკო.
იქვე მწოლიარე გაფითრებულ ელენეს გავხედე, აშკარად მისმა მონათხრობმა იმოქმედმა, აბა ისე რას ვერჩოდი, სრულიად უცნობ ვაჟს?!
- ფრთხილად იყავი, თიკო. ეგ შენი ნიკუშა ვინმე ნაძირალა არ გამოდგეს! - თავი მაინც ვერ შევიკავე, ჩურჩულით ჩავძახე მეგობარს.
- კარგი რა, ყველაფერში ცუდს როგორ ხედავ, - გაკაპასდა თიკო - უნდა მოვემზადო და საავადმყოფოში წამოვიდე.
- სად საავადმყოფოში?
- ღუდუშაურში, ოპერაციას უკეთებენ მეთქი, არ მისმენდი?! - გამოვიდა მდგომარეობიდან.
- კი, მაგრამ აქ ვის ნახავ, იცნობ ვინმეს?! - საბოლოოდ დავიბენი.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! მოვალ და გავიცნობ, სხვა თუ არაფერი, ამბავს მაინც გავიგებ რეგისტრატურაში.
- ნუ სულელობ, ამბის გასაგებად რომ არ გამოხვიდე, მე აქ არ ვარ?! მოვიკიხავ. - მის გადარწმუნებას მთელი მონდომებით ვცდილობდი.
- მაინც ვერ მოვისვენებ, მანდ მინდა ყოფნა! - დავიფიცებ მართლა ტიროდა, ხმა ვეღარ ამოვიღე, მოთმინებით ველოდი როდის დამშვიდდებოდა.
- კარგი, ჰო, წამოდი, როცა მოხვალ, მომწერე და მეც შენთან ვიქნები.
- მეგობარი იყო? - ტელეფონი გავთიშე თუ არა, ჩამეკითხა ელენე.
- დაქალი.
- შეყვარებულია?
- იმ ტიპს არც კი იცნობს, წარმოდგენა არც აქვს ვინაა. თქვენსავით ონლაინ... - გაღიზიანებას ვერაფრით ვმალავდი.
- ჩვენსავით?! - სახე მოეღრუბლა ქალს - შენ რატომ ღელავ, მის გამო გეშინია?
- არ უნდა ვღელავდე?
- არა.
- ამას თქვენ მეუბნებით?! მართლა ასე ფიქრობთ?
- კი, გგონია შენი მეგობარი ვერ ხვდება რომ რისკავს? რა თქმა უნდა ხვდება და კარგადაც იაზრებს სად ყოფს თავს, მაგრამ უღირს.
- რას ქვია უღირს, რომ მოატყუოს, რომ ატკინოს?
- ხომ შეიძლება სხვაგვარადაც მოხდეს?! იქნებ არც ატკინოს, იქნებ გაუმართლოთ და მართლა იპოვოს ის ერთად-ერთი?
- არ გეწყინოთ, მაგრამ მეოცნებე ხართ.
- ოცნება ცუდია?
-თუ ეს ყველაფერი ილუზიაში გადავა?..
- მართლა გჯერათ საკუთარი სიტყვების, დეა?!. - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე - გგონია, ტვინი ამირია და ვერ ხვდებოდი რა მემართებოდა? არა, მინდა გითხრა რომ არც კი უცდია. რა თქმა უნდა, ვხვდებოდი, მაგრამ განზრახ დავიბრმავე თვალები. მისგან წვეთ-წვეთად ვიღებდი ყოველ დღე მორთმეულ ტკბილ შხამს და ერთიანად ვიჟღინთებოდი მისით. თავით მივექანებოდი მისკენ, ერთი წამითაც კი არ დამიშვია, იმის ილუზია, რომ შევუყვარდებოდი, ან მე მექნებოდა მის მიმართ რაიმე გრძნობა. ვერთობოდი, გესმის? დრო გამყავდა, ის კი ვერ გავთვალე, რამდენად გამოცდილი მოთამაშე მედგა წინ. საკუთარ მაქინაციებში ავიხლართე და შედეგიც შესაბამისი მივიღე.
- გინდათ დამარწმუნოთ, რომ თქვენს მოხიბვლას არ ცდილობდა, არ გაჯერებდათ, რომ უყვარდით და თქვენს გამო ოჯახს დაანგრევდა?!
- ცდებით, დეა, არაფერი მსგავსი ჩვენს შორის არ ყოფილა. უბრალო მოკითხვები, ხუმრობები, ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემების განხილვა.
- არაფერი არ მესმის. აბა რამ მიგიყვანათ ამ შედეგამდე?
- არ ვიცი, ვერ ვხსნი. დედას გეფიცები, ნიკუშას ვფიცავარ, ვფიქრობ და ვერ ვხვდები.
- არ მესმის, დამაბნიეთ. შეგიძლიათ ისევ გააგრძელოთ თხრობა?
- რა თქმა უნდა. ყოველგვარი ფამილარობის გარეშე, ჩვენი მომოწერა ჩვეულებრივ გაგრძელდა.
- ჩვეულებრივში რას გულისხმობთ, შეგიძლიათ დაწვრილებით მიამბოთ?.
- როგორ გითხრა, ასე დაწვრილებით მეც არ მახსოვს.
- იქნებ სცადოთ?
ელენემ თვალები დახუჭა, სახე მოღრუბლვოდა, შუბლშეკრული მოვლენათა აღდგენას ცდილობდა.
- მეორე დღეს სამსახურში მივედი თუ არა, მესენჯერი ჩავთრე. რა თქმა უნდა დამხვდა ფოტოც და მონაწერიც.
- რას შვრები, ჩემო ლამაზუკა?! - ალბათ მიხვდა ჩემ სავარაუდო რეაქციას და ამ სიტყვას ღიმილიც მოაყოლა - მუშაობ უკვე?
- კი. დილიდან დავიწყე, დღეს რთული დღეა შედარებით. - დიდხანს არ ვალოდინე პასუხზე.
- ბრძოლები გაქვს ესე იგი.
- უფრო შეხვედრები.
- ანუ, პაემნები, რანდევუ?!
- პაემანს და საქმეს არ ვურევ! - გავაკრაჭუნე კბილები.
- გაგა-პაემნებ, გათხოვილი ქალი ხარ, შენთვის არ შეიძლება! - თითი დამიქნია მუქარით ღიმილმა.
- კიდევ კარგი შემახსენე.
- მე რომ არ გყავდე რა, - შეიქო თავი - ჩემი ლამაზუკა, დღეს როგორ ფორმაში ხარ, შავი კაბა?
- კიდევ კარგი დაგეკონტაქტე, რა მეშველებოდა შავი კაბა ნამდვილად არაა.
- რა ბედი გქონია ხედავ?! რა ვარსკვლავზე დაიბადე, ტო... - თავის ქებასთან ერთად არც ჟარგონები დაავიწყდა.
- სხვათაშორის გამთენისას ვარ დაბადებული, ვარსკვლავები აღარ იყო.
- აუ, გააღვიძე დედა, ეგრე ადრე რა იყო?!
- ეღვიძა. ვერ გათვალეს ჩემი დაბადება მარტივი სულაც არ იყო, იმ ღამით მამაჩემს ორი ავარია მოუვიდა.
- გარბოდა სახლიდან თუ რატომ?
- თარიღები აურიეს, ეგონათ სექტემბერში დავიბადებოდი. მთიულეთში დედაჩემის ნათესავებთან იყვნენ წასულები, ქეიფობდნენ და „ბუხოი“ მთიულებმა ვეღარ გათვალეს, ცოლი როცა მშობიარობდა, ქმარი საჭესთან რომ არ უნდა დაესვათ. თბილისში ჩამოსვლამდე, გზაში მოასწრეს ავარიები. - მეც არ ვიცი რატომ ვუყვებოდი ჩემი დაბადების ისტორიას.
- თვე აერიათ მაგარია! - რამდენიმე სიცილის ღიმილი მოაყოლა მოწერილს.
- ასეა, დიდი ადამიანები 9 თვე ვერ ჩერდებიან. - კმაყოფილი გავეკრიჭე.
- რატომ, უტყდებათ დიდი ხანი მუცელში ყოფნა?
- სულ ორი კვირით ავცდი, ასე გამოვიდა, ეტყობა დამცხა.
- კი არ დაგცხა, მუზები გაწუხებდნენ და კალამი არ გქონდა. - ამჯერად საკუთარი ხუმრობით კმაყოფილი, თავად გამეკრიჭა - მე რა მაგარ ვარსკვლავზე გავჩენილვარ, შენ რომ გაგიცანი, ჩემი ლამაზი?!
- შენი დაბადებისას ნამდვილად ენთო ვარსკვლავი? - მისი მოფერება არ შევიმჩნიე, ისევ ჩვენ დაბადების თემას მივუბრუნდი.
- კი, ტო.. ვარსკვლავების ენთო და შუქებიც პალატაში, მეც ღამე გავჩნდი.
- ზაფხულში თუ ზამთარში?
- 11 დეკემბერს. შენ?
- 26 აგვისტოს.
- ჩემი შვილია 9 აგვისტოს.
- ამართლებს ზოდიაქოს, აქვს ლომის ხასიათი?
- კი, სულ ლიდერობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, მე ვცდილობ თავში არ აუვარდეს, ვაკონტროლებ, არ მიყვარს ამპარტავანი ადამიანები.
- ლომი ამპარტავანი ვერ იქნება. რამდენიც არ უნდა აკონტროლო, ლიდერი ყოველთვის ლიდერად დარჩება.
- კი, მაგრამ მაინც.
- ჩემი შვილიც აგვისტოს დასაწყისშია დაბადებული, ცოტა შებანჯღალება მასაც სჭირდება. უფრო იმიტომ, რომ ზედმეტად თვითდაჯერებული არ იყოს. თუმცა, სადაც არ უნდა მოხვდეს, სულ რომ ჩუმად იჯდეს, მაქსიმუმ 15 წუთი ჭირდება ადაპტაციისთვის და ყურადღების ცენტრშიც ექცევა. დღემდე ვერ ვიგებ ამას როგორ ახერხებს.
- ესეც მასეა, ცოტა ხანს უყურებს და მერე თავის ჭკუაზე მიყავს „პარადი“. მაგრამ მაინც არ მომწონს, გოგოა და პრანჭია, მაინც ქარაფშუტაა.
- ქალი პრანჭია უნდა იყოს. მაგაში ცუდი რაა?! მე ის უფრო მაღიზიანებდა, ყველაფრის მცოდნის იმიჯი რომ მოირგო. თუმცა მაგაშიც სკოლის ფაქტორი უფრო იყო, ვიდრე მისი. გააფეტიშეს და აუვარდა თავში.
- ქალი მაინც პეპელაა, ფარფატი უყვარს. ლომმა მიწაზე დინჯად და მყარად უნდა იაროს. - მდედრობითი სქესის კრიტიკას მაინც არ წყვეტდა - სხვა რას შვრები?
- არაფერს, ყავაზე გავედი.
- გაამოს.
- მადლობ.
- სხვა რა ხდება, ჩემო ტკბილო? - საფირმო მოფერება არ დაავიწყდა.
- არაფერი. - მისი რეპლიკა არ შევიმჩნიე.
- ჩემი ტკბილი ლამაზი, გაკოცე თბილ გულში. - ზუსტად ხვდებოდა რომ მაღიზიანებდა. ️- აუფ. ეს ნაწილი არ უნდა წამეკითხა ხომ?! დამავიწყდა.
- ჩემი ტკბილი, ყველასთან ასეთი თბილი ხარ?
მის რეპლიკაზე პასუხის გაცემა საჭიროდ აღარ ჩამითვლია.
- მიპასუხე, ელენეეეეე! - აშკარად უმტყუნა ნებისყოფამ.
- თბილი? - მისმა შეფასებამ გულწრფელად გამაოცა - თბილი არ ვარ. არ მიყვარს ზედმეტი ემოციების ფრქვევა, ალბათ ამიტომაც მგონია, რომ თამაშობ.
- რა სისულელეა, მე არ მიყვარს თამაში, მართლა. ჩემთან მართლა ასეთი ხარ, დიდი სითბო მოდის შენგან.
- ხუმრობაში აყოლა სითბოში გერევა.
- ძალიან საყვარელი ხარ, ყოველ შემთხვევაში ჩემში ასეთ გრძნობას იწვევ. მაგ ასაკში არ ვარ რამე ამერიოს. ძალიან თბილი და საყვარელი მანდილოსანი ხარ ჩემთვის.
- ️რამხელა არზაა. არადა მე სულელმა სრული სერიოზულობით ჩავიკითხე.
- სრული სერიოზულობით მოგწერე, ჩემი ტკბილი ხარ.
- კარგი, ეს მივხვდი რომ აღარ წავიკითხო. თუ რამე განსხვავებულს მომწერ, მიმანიშნე მაინც.
- ყველაფერი უნდა წაიკითხო რასაც გწერ, გაიგე?!
- აუფ. ეხლა ჩაიცუცქე კიდეც?
- რა თქმა უნდა, შენც ჩაიცუცქე გავტოლდეთ.
- მაღლები მაცვია, გამიჭირდება. რა მაგის პასუხია და სიმაღლით რამხელა ხარ?
- 180, შენ?
- 178.
- ქუსლებზე თუ სუფთა?
- ბოდიშის მოხდით თუ შეიძლება, სიმაღლეში გასაზრდელად დახმარებას არ ვსაჭიროებ.
- კარგი სიმაღლეა. მართალია ქალისთვის მაღალია, მაგრამ მე მიყვარს.
- ჩემ თაობაში უფრო იშვიათი იყო ასეთი სიმაღლე. ეხლა უფრო მაღალი თაობა წამოვიდა.
- კი, ეხლა „ნამყენები“ ბევრნი არიან. მაღალს ყველაფერი უხდება, კლასიკური განსაკუთრებით. - ალბათ. თუმცა ბავშვობაში ხშირად დაცინვის ობიექტიც ვყოფილვარ. სკოლაში ყველა მე მეტოლებოდა, დღემდე მახსოვს ბიჭების ემოცია, 10 კლასში უცებ რომ გამასწრეს სიმაღლეში, ჭკუაზე არ იყვნენ სიხარულით.
- ჩემი ლამაზი, შავი კაბა მაგრად მომწონს შენზე.
- სხვა არ გინახავს და რათქმა უნდა მოგეწონება.
- რატომ, შავი შარვალიც გიხდება.
- ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ რომ არ გკითხო არ შემიძლია, რას საქმიანობ, რატომ გაქვს ამდენი თავისუფალი დრო? - საუბრის თემის შეცვლა ვცადე.
- ფეიბუქის ქოლ-ცენტრი ვარ.
- მსგავსი სამსახურიც არსებობს?
- სინამდვილეში თავდაცვის სამინისტროში ვარ, ოღონდ სამოქალაქო შტატით.
- მერე სოციალურ ქსელზე შეზღუდვა არ გაქვთ, თუ პირიქით ესაა თქვენი საქმე?
- არა, მობილურით ვარ, კომპიუტერში დაბლოკია.
- მე ასე ვიცოდი, რომ თავდაცვის თანამშრომლები ტელეფონებს თიშავდნენ.
- ადრე ვაბარებდით, ახლა აღარ.
- სამოქალაქო შტატით რატომ ხარ, ასაკის გამო?
- არა, ბევრია სამოქალაქო, არ მინდოდა გასამხედროვება, ბევრჯერ შემომთავაზეს.
- მართლა? არ მეგონა ასეთი რამ ნებაყოფლობითაც თუ ხდებოდა.
- კი, როგორ არა.
- ძალოვანში რომ ხარ ფოტოებზეც გეტყობა. ცხელ წერტილებში გიწევდა ყოფნა?
- არა, მე არ მეხებოდა.
- კარგია, მაგ მხრივ მაინც იქნებოდნენ ოჯახის წევრები მშვიდად.
- რა საგიჟეთია იცი? გარედან ჩანს ლამაზად თორემ ერთმანეთის ძირის თხრის მეტს არაფერს აკეთებენ, ამათი დედები!...
- ლამაზად არც ვხედავ. იმაზე კარგად ვარ ჩახედული ვიდრე გგონია.
- თავები უნდა დააჭრა ამათ, 12 წელია ამ სიბინძურეს ვუყურებ.
- მარტივია რაღაცაზე გაბრაზება, თუმცა ზოგჯერ ემოციების აყოლა ისევ შენთვისვეა საზიანო.
- აქ მე ომი მაქვს გადატანილი, ჩემი უფროსი ნაცემი მყავს. ბავშვს ვფიცავარ, თანამშრომელმა ძლივს გამაგდებინა ხელიდან. საბედნიეროდ მართალი ვიყავი, სუფთა, და ვერ გამაგდეს, თვითონვე არ აწყობდა ამ ამბის გამჟღავნება. ამასვე შეექმნებოდა პრობლემები.
- მე სხვა კუთხით გეუბნები. ჩემზე უკეთესაც იცი, მაგ სისტემიდან წამოსულ ადამიანს როგორ უყურებენ, ისიც ბევრჯერ მინახავს, როგორ გაუქეზებიათ, შენ ისეთი ნიჭიერი ხარ, ისეთი კარგი, ბევრად მეტს იმსახურებ და აქ როგორ ცდებიო. ვიღაც აყვება, იჯერებს, და ისე მიდის სამსახურიდან, რომ შედეგზე არც ფიქრობს. თუმცა როცა საქმე საქმეზე დგება, იმ ბევრად მეტს არავინ სთავაზობს.
- რა ნიჭიერი გაუნათლებლობის ბუმია.
- ბუმია თუ რაცაა, აბა ჰკითხე თავი რა გონიათ.
- რომ გონია ფაქტი სახეზეა, თავდაცვა აღარ არსებობს, ფორმალურობაა ყველაფერი.
- ფორმალობა ეძახე და ფუნქციები კი გაქვთ დიდი.
- კარგი რა, ბოზებით და ჩამშვებებითაა აქაურობა სავსე.
- ვისაც რისი ნიჭი აქვთ, ისე ცხოვრობს.
- ეგ, ნიჭი არაა, ეგ არაკაცობაა. ნიჭი სწორად ცხოვრებით მიღწეული წარმატებაა.
- ვიღაც კაცობით აღწევს, ვიღაც - არაკაცობით. თუმცა ისიც ფაქტია, არაკაცები არავის არ უყვარს, ადრე თუ გვიან მოიშორებენ.
- ყველას თუ ჩაუშვებ, ძირს გამოუთხრი და ყველასგან ქრთამს აიღებ, ყველაფერს მიაღწევ.
- როცა ადამიანი საქმის გაკეთებაში კარტოფილს აიღებს ქრთამად, დიდ მატერიებზე საუბარს ვერ მოთხოვ.
- კაი, ტო... ასეთებიც არიან?! რა შარში ვართ.
- არ იღელვო, ზოგიერთი უფრო დაიხვეწა, სულ კარტოფილზე ხომ არ იმუშავებენ.
- ერთი მაგათიც. ახლა რას აკეთებ?
- ხელშეკრულებას.
- გაკოცე თბილ გულში.
- მსგავს წინადადებებზე აღარ მოგწერ, პირდაპირ გამოვტოვე ეს ნაწილი.
- ოკ. მალე მოიშორებ მაგ ხელშეკრულებას?
- არა. თან ვკითხულობ.
- აუ, რა შარში ხარ, აანალიზე ამდენი რაღაც.
- ჩემი საქმე ეგაა.
- ოკ, მიდი იმუშავე, შეცდომა არ გაგეპაროს, ხომ იცი არ გეპატიება.
- საქმეში ნამდვილად არა.
- მეც მაგას ვგულისხმობდი, ტკბილო.

გაითვალისწინა ჩემი ნათქვამი, იმ დღეს აღარ შევუწუხებივარ, სამაგიეროდ მეორე დილითვე დამხვდა მონაწერი:
- როგორ ხარ?
- არამიშავს. შენ?
- კარგად, რატომ არაუშავს, ვერ ხარ ხასიათზე?
- არა. ამინდის მიხედვით ვიღრინები. - შუბლშეკრულმა გავხედე ფანჯრიდან გადახრილს ხეებს, ქარი გულისწამღებად ზუზუნებდა. რ გარედან ისევ მესმოდა ქარის ზუზუნი, ასე რომ თს მიფუჭებდა ხასიათს.
- ამინდი ჩემზეც მოქმედებს, მაგრამ არ ვიღრინები, შენგან განსხვავებით. კანარებზე უნდა იყო და სულ კარგ ხასიათზე იქნები. - გამეკრიჭა საკუთარი სიტყვებით კმაყოფილი.
- კარგია კარგი ცხოვრება, მაგრამ სადაა.
- საკუთარ სახლში ცხოვრობ, თუ კორპუსში?
- არა. კორპუსში, არ თქვა სახურავზე მოაწყვე პლიაჟიო.
- თბილისში მოსულა, ნახევარი თბილისი ასე იღებს რუჟს და მერე ბლატაობენ ანტალიაში ვიყავითო.
- გიჟს ვგავარ?
- არადა ვერ ვიტან რუჯს, მაშინვე ვიწვები.
- მე კი მიყვარს, მაგრამ ამის გამო სახურავზე ვერ დავწვები. მით უმეტეს რომ, არც ასე მარტივად გადამდის და დიდხანსაც ვინარჩუნებ. სულ სამი-ოთხი დღე და სასურველ ფერზე ვარ.
- ერთ საათში ცეცხლი მეკიდება, ისე ვიწვები.
- იხმარე დამცავი კრემი და ეგაა. პირველი მიღება ჭირს, თორემ მერე მარტივია. ეჩვევა სხეული. - პატარა ბავშვივით ვარიგებდი.
- რა კრემი, რუჯზე ვაფშე არ ვწვები, უბრალოდ მოძრაობაში ვიწვებ, ვერ ვიტან სიცხეს, მზე კარგია რომ ანათებს, თორემ სიცხე მძულს.
- არც მე ვწვები, სიცხეში გულის წასვლამდეც კი მივდივარ. ამიტომაც ვერ ვიტან ზღვას.
- სიგრილეს რა სჯობს. - მთიანი სოფლის ულამაზესი ფოტო ჩამომიგდო.
- ეჰ, კარგია დასვენება, მაგრამ ახლა იმდენი სარბენი მაქვს, რა დროს რუჯია.
- წაისვი კრემი და გზაში მიიღებ.
- კაბრიოლეტით არ დავდივარ.
- გადაჭერი „ბარგალკით“ და ეგაა, კრეატიული იქნება.
-აბა რა, აღსრულებაში საპლიაჟე ფორმით მისვლა მაგარი კრეატიულია.
- ლასტებით რომ შეხვალ ტყაპა-ტყუპით. არ შეგეშინდეს, საგიჟეთში ვერ წაგიყვანენ, ასათიანი დაიკეტა.
- დამამშვიდე, თუმცა მანდვე გაქვს გლდანში. ლასტებით არა, შპილკებით მივალ და ბარემ გიჟად კი არა სტრიპტიზიორად ჩამთვლიან.
- გიჟს სტრიპტიზიორი ჯობია. - გაიკრიჭა კმაყოფილი.
- მამაკაცისთვის კი, თუმცა ჩემთვის გიჟი უფრო მისაღებია.
- მოერიდეთ, გიჟი „ალფა ჯგუფიდან“.
- „ალფა ჯგუფიდან“ გიჟები არ უკვირთ. მიჩვეულები არიან.
- რატომ ასათიანის ფილიალია?
- დაახლოებით.
- ასეთი ქაოსია?
- აქ ადამიანი თუ იცინის, ავადმყოფად თვლიან.
- ანუ უკვე გააფრინაო?! გულში იცინე შენზეც მასე არ იფიქრონ. - გაიკრიჭა ღიმილი.
- სამწუხაროდ მიმიკა მეცვლება და თვალებზე მეტყობა.
- მერე ერთი ტარიანი დაატრიალეთ ხოლმე დილით და მთელი დღე კარგ ხასიათზე იქნებით.
- ამათ ტარიანი არ ჭირდებათ, ისედაც არ აკლებენ ფრენას.
- კარგი თანამშრომლები გყავს?
- განყოფილებაში კი, საბედნიეროდ ერთმანეთს არ ვჭამთ. დანარჩენის რა გითხრა. თუმცა პირში არავინ მაგინებს, იმედია არც ზურგს უკან.
- რამდენი ხართ ოთახში?
- ოთხი, თქვენ?
- სამი. ყავა მიირთვი?
-ეხლა ვსვავ, თან მძღოლს ველოდები რომ გავიდე.
- სად მიდიხარ?
- აღსრულება, სასამართლო. ალბათ ნოტარიუსებიც...
- აუ, რა შარში ხარ, საგულშემატკივროდ წამოვიდე?!
- არა მგონია, მაგის დრო გქონდეს.
- დღეს არა, ვხალ ან ზეგ შეიძლება თუ მუშაობ.
- სასტიკად გაწერილი გრაფიკი მაქვს, ჩემთან შეხვედრა ასე მარტივი არაა. შაბათ-კვირა სრულად ჩემ შვილს ეკუთვნის.
- რა დავაშავო, შენი დაცვა რომ დამჭირდეს?
- გეშლება, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი ვარ, დამნაშავეებს არ ვიცავ.
- ვააახ! მანქანაზე საბურავს დაგიშვებ და იქვე დაგელოდები.
- ძვირი ღირს საბურავები, რას მერჩი?
- მე გიყიდი, ერთად წავიდეთ მერე.
- მე ახალია არ მინდა, ძველი მირჩევნია.
- ოკ, ძველი იყოს მეორადი, უფრო იაფი დამიჯდება.
- მავნებელო, ბოროტო, დროა მოვიკითხო მძღოლი, მგონი დავავიწყდი.
- ჩემი ტკბილი.
- წიწაკის სტიკერი არსებობს?
- არამგონია, წიწაკა კლიენტებისთვის, ჩემთვის თბილი ხარ.
- კლიენტები არ ითხოვენ, შენ გჭირდება.
- ჩემი ტკბილი წიწაკა.
- ბულგარულში არ აგერიო, მეგრული ვარ.
- არ მოქმედებს იმდენად თბილის ვარ მეც, ვანეიტრალებ.
- კარგია, გაგიმართლა. გავედი მგონი მეღირსა წასვლა.
- ოკ, ჭკვიანად. ჩემი ლამაზი ტკბილი. გაკოცე ჩემ თბილ გულში...
- წახვედი?... მოხვედი ტკბილო? - რამდენიმე საათშუ დაბრუნებულს ისევ დამხვდა მისი მესიჯი.
- კი.
- ჩემო ტკბილო წიწაკა, რა ხდება ქალაქში, გქონდა „რაზბორკა“??
- ნუღარ იტყვი, რუსთაველზე გასვლას ზუსტად ორი საათი მოვანდომე.
- დღეს და ხვალ ასე იქნება. - დამამშვიდა.
- სულ დამავიწყდა 26 მაისისთვის რომ ემზადებოდნენ. მთელი სანაპირო ჩაკეტილი დამხვდა, ძვილს მივაღწიე რუსთაველამდე.
- ჩემი ლამაზი, ტკბილი.
- საკმარისად გაშინაურდი, აღარ გინდა ეს ტკბილი.
- ადამიანი გულთან, რომ მოვა ადამიანურად მიყვარს თბილად საუბარი და ნუ ბუზღუნებ სულ.
- უცნაურია, როგორ შეგიძლიათ ასე.
- მრავლობითში რატომ? - ჩემი „თ“ არ დააიგნორა.
- ზოგადად მამაკაცები ვიგულისხმე.
- სხვისი არ ვიცი, მე პირადად უხეშად მიმართვა ისედაც არ მიყვარს თუ არ გამაჭედინეს, მიყვარს იუმორი, ტბილი ურთიერთობა! ესეც ჩემი მოკლე დახასიათება. - გაიკრიჭა კმაყოფილი.
- განვავრცო?
- მიდი, საინტერესოა შენი შეფასება.
- უცნობ ქალებთან ფლირტაობა, განსაკუთრებით ისეთებთან ვინც, ფოტოებზე მოგწონს და აზრადაც არ მოგდის, რომ რეალურ ცხოვრებაში სულ სხვანაირია.
- მარტო ფოტო რა სისულელეა! მე შენი საუბრიდან გამომდინარე უფრო გამიჩნდა ინტერესი რომ გაგიცნო ახლოს, რადგან ძალიან საყვარელი ხარ!! ყოველ შემთხვევაში ჩემში ასეთი გრძნობა გამოიწვიე!!
- რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება.
- მე სიმართლეს გეუბნები და შენ გინდა დამიჯერე და გინდა არა.
- მხოლოდ ჩემზე ხომ არაა საუბარი. ახლა ისეთი ვქენი აშკარად კარგა ხანს ეყოფათ სასაცილოდ. - მეც კი ვერ ვჩერდები და გულიანად ვკისკისებ.
- რაქენი?
- კარებში თანამშრომლის გამოტარებაში, ლამის ვიტრინა ჩამოვიღე ისე შევასკდი მხრით.
- რაგბზე ხარ? - რამდენიმე გაღიმებული სმაილი გამოგზავნა.
- დამცინე რა გენაღვლება, სულელივით ვხარხარებდი. ტკივილი ვისღა ახსოვდა.
- ჩემი ხიფათაა.
- ხიფათა კი არა დეგენერატი ვარ. გუშინ ფოლდერების წარწერებით თვალიერებაში ლამის სახით მივეტყეპე ჩარჩოს, დღეს - ეს. აშკარად დავისიცხე.
- გათიშული დადიხარ, თინეიჯერი რომ იყო, იფიქრებდნენ შეყვარებულიაო!
- არადა დღეს პანაშვიდზე მივდივარ, იმედია მიცვალებულს მე არ გავასწრებ. - საუბრის თემის შეცვლას ვეცადე.
- ვინ დაგეღუპა?
- მე არავინ, თანამშრომლის სიმამრი. ფრთხილად შედი გვირგვინები არ მიყარ - მოყარო. - დამარიგა.
- იმედია ექსესების გარეშე ჩავათავებ.
- წრე სამჯერ არ დაარტყა, ერთია მიზანშეწონილი.
- მთავარია ყვავილების ნაცვლად ბამბანერკა არ მივიტანო, სხვა ყველაფერს მაპატიებენ. - ვფხუკუნებდი ისევ მე.
- თუ დაგხვდა ახალ კუბოში წამომჯდარი მერე ნახე. - სავარძლის ფორმის საკაცის ფოტო ასე წამებში სად იპოვა არ ვიცი, მაგრამ ისიც მოაყოლა.
- იმედია ხელსაც არ დამიქნევს.
- ვააა, ელენეო, რომ წამოიძახოს!
- მომენტებში, რომ ვაკვირდები, მართლა ვერ ვარ დალაგებული. ბავშვობიდან ასეთი უაზრო ვარ. ვიღაც რომ წაიქცეს, დახმარების მაგივრად სიცილი მიტყდება. საკუთარ თავზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. პანაშვიდებზე აღარაფერს ვამბობ. ტვინი უკუღმა მაქვს მოწყობილი. სპეციალურად უკან ვდგებოდი ხოლმე. არადა, თითქოს ჯინაზე ყვავილები იყო თუ გვირგვინი სულ მე მტენიდნენ. მივდიოდი ასე გაკრეჭილი.
- ბევრს ეცინება მაგ დროს.
- ძალით კი არ მინდა, მისით ხდება. ჩემისთანა დაცურებული სანათესაო მყავს, ერთად თუ მოვხვდით, ვეღარ მიხვდები პანაშვიდზე ხარ თუ ქორწილში.
- როდის უნდა გაგიცნო? ინტერესში ჩამაგდე.
- არ გირჩევ, წავედი, მეჩქარება.
- ხვალ ან ზეგ მნახე ცოტახნით, მანქანაში ვისაუბროთ.
- ასეთ სულელს ვგავარ?
-რა შუაშია?
- თავშია. მეგონა შეთანხმებულები ვიყავით, ერთმანეთს არ ვხვდებით.
- ოკ, როგორც გინდა. - საუბარი აღარ გაგვიგრძელებია, გათიშა მესენჯერი.

- მართლა აღარ ეცადა შეხვედრას?! - ამხელა დიალოგის შემდეგ ვერ ვიჯერებდი, რომ ასე მარტივად დაასრულა საუბარი.
- ყოველ შემთხვევაშია აღარ უთხოვია. როგორც უკვე აღვნიშნე მეორე დღეს 26 მაისი იყო, ვისვენებდი, კარგი მზიანი ამინდი იყო, სახლში რა მოგვასვენებდა, ნიკასთან ერთად აღლუმზე წასვლა მქონდა დაგეგმილი, შემდეგ საწანწალოს რა დაგვილევდა, დედა-შვილი დღის სასიამოვნოდ გატარებას ნამდვილად მოვახერხებდით.
აღლუმი ტრადიციისამებრ თავისუფლების მოედანზე ტარდებოდა, უკეთესად დასანახად ხალხის ნაკადში ნელ-ნელა მივიკვლევდით გზას.
სწორედ ამ დროს დაიწკრიალად ტელეფონში მესიჯმა.
- როგორ ხარ? - მწერდა შაკო.
- მადლობა კარგად. დღევანდელ დღეს გილოცავ.
- მადლობა ტკბილო, შენც გილოცავ, რას შვრები?
- წიწაკის ჯიშს ვარჩევ შენთვის. - წარა-მარა სიტყვა ტკბილოზე ტვინში მასხამდა, პასუხის მისაწერად სულ რამდენიმე წამით გავჩერდი და წინ წასულ ნიკუშას ჩამოვრჩი.
- მარტო ხარ თუ ვინმეც გახლავს?
- შვილთან ერთად დავწანწალებ.
- სად დასეირნობ?
- ოოო. დიდი გეგმები გვაქვს.
- მაღაზიას არ გამაზავ, თან რომელი არ გიყვართ ქალებს.
- რა ვქნათ. რაც გვიყვარს მართლა გვიყვარს.
- ჩემთვის წიწაკა არ დაგავიწყდეს. - უკნიდან მამაკაცის ჩახინწული ხმის გაგონებაზე შევკრთი.
გაოცებულმა მოვიხედე, არც მეტი და არც ნაკლები, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შაკო უკან მედგა.
- არა. არ მავიწყდება. ჩინური წიწაკააო მაგარი, მითხრეს. - ვეცადე დაბნევა არ შემჩნეოდა, პატარა გოგონას მივაჩერდი მისთვის მარჯვენა ხელი ამაყად რომ ჩაეკიდა.
- ჩემ შაქარს ვერცერთი ვერ აჯობებს, ქოთნითაც რომ იყიდო მაინც. - ალალად, თბილად შემომცინა.
- დაიმშვიდე თავი.
- შენც შვილთან ერთად ხარ?.
- კი, წინ წავიდა. - წინა რიგში მდგომ ნიკას გავხედე, თვალებს ისე აცეცებდა აშკარად მეძებდა, შორიდანვე დავუქნიე ხელი და როგორც კი დავრწმუნდი რომ შემამჩნია, ისევ შაკოს მივუბრუნდი.
- ვერასოდეს ვიფიქრებდი, ამხელა ვაჟი თუ გეყოლებოდა.
- დიდი არაა, თექვსმეტის ხდება. - რატომღაც სულ ვაპროტესტებდი ნიკას გაზრდას - შენ რამდენი წლის ხარ პატარა პრინცესა?
- ცხრის. - მეტიჩარა ხმით გამეპრანჭა გოგონა.
- ჩემო წიწაკა, არ მეგონა აქ თუ შეგხვდებოდი, მართლა გამიხარდა შენი ნახვა.
- მეც. - იმდენად თბილად ჟღერდა მისი წარმოთმული „ ჩემო წიწაკა“, რომ ღიმილი ვერ შევიკავე.
- აუ, მა.... გაივლიან, - ხრიგინით მომავალ ჯავშან-ტრანსპორტიორებს გააყოლა თვალი გოგონამ - ხომ დამპირდი, დაგსვავო, მივიდეთ რა!. -ცქმუტავდა ბავშვი.
- ბოდიში, ელე... - ბავშს გაჰყვა შაკო.
- გიო, გიო!... - შორიდან ვხვედავდი როგორ შეჩერდა ერთ-ერთი ჯავშან-ტრანსპოირტიორი, შაკომ გოგონა ხელში წამებში აიტაცა და ჯარისკაცს გადააწოდა, ვაჟმა ლუქთან დასმული გოგონა ძლიერად მიიხუტა. აღტაცებული ბავშვი დამსწრე საზოგადოებას მთელი მონდომებით გვიქნევდა ორივე ხელს.
შაკოს ჩემთვის არ ეცალა, სიყვარულითა და უსაზღვრო სიამაყით უმზერდა ბედნიერ შვილს. თვალებით მეც მოვძაბნე ნიკა და მისკენ წავედი.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან საონტერესოა, როგორც შენი სხვა მოთხრობები, მაგრამ ძალიან გვიან გვიან დებ მავიწყდება ხოლმე წინა ნაწილები, იქნებ იფრო ხშირად დადო თუ მოახერხებ :)))

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ablabudaa
ძალიან საონტერესოა, როგორც შენი სხვა მოთხრობები, მაგრამ ძალიან გვიან გვიან დებ მავიწყდება ხოლმე წინა ნაწილები, იქნებ იფრო ხშირად დადო თუ მოახერხებ :)))

მიხარია რომ მოგწონს, რაც შეეხება თავების ხშირად დადებას, მაქსიმალურად ვეცდები, თუმცა ვერ დაგპირდებით kissing_heart

 


№3 სტუმარი ია

მომწონს,მომწონსს

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

dakarguli
როგორ ველოდები დასასრულს რომ ერთიანად წავიკითხო. მიყვარს ყველა თქვენი ისტორია ❤ დარწმუნებული ვარ ესეც ძალიან კარგი იქნება, ისევე როგორც დანარჩენები

ძალიან კინდა, რომ ცდად ღირდეს და მოლოდინი არ გაგიცრუო.

ია
მომწონს,მომწონსს

მიხარია, მიხარიხარ kissing_heart

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

dakarguli
არ გამიცრუებს დარწმუნებული ვარ, თქვენს ისტორიებს თავისებური "პიწი" აქვს ჩემთვის.
ისეთებია ბევრჯერ რომ მივუბრუნდი და წავიკითხე ❤ და რომ მიყვარს "ჭირვეული სტუმარი" განსაკუთრებულად

ძალიან მიხარია ამის მოსმენა. დიდი მადლობა kissing_heart

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

Დადგმული მეგონებოდა ეს სცენა ან მოთვალთვალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent