შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს შესახებ (4-თავი)


6-06-2019, 14:01
ავტორი ხმელიძე
ნანახია 1 331

წერილი არ იყო დაწერილი სუფთა ფურცელზე და ამის დანახვამ მისი გახსნის სურვილიც გამიქრო და წაკითხვისაც.გავაღე კარები და შევედი სახლში მერე ჩემი ოთახიდან ავიღე მობილურის დამტენი და გადავწყვიტე ტანზეც გამომეცვალა.ოთახი დავტოვე და სახლიც დავკეტე.გამოსვლისას წერილი შევნიშნე მაგრამ ისევ არ ავიღე.გზა გავაგრძელე და ელენასთან შევედი.მობილურის დატენვას ვაპირებ მაგრამ
-საინტერესოა დამტენი ხომ მოვიტანე სად გაქრა? ჯანდაბა ნუ თუ სახლში დამრჩა გამოცვლისას.კარგი ისევ წავალ რა ვქნა ლუს სასწრაფოდ უნდა დავურეკო!
ისისააა კარები უნდა გამეღო და ხმაური გავიგე რომელიც სადარბაზოდან მოდიოდა.კარები ჩუმად გამოვაღე თითქმის შეუმჩნევლად მაღალი მამაკაცის სილუეტი შევნიშნე შეამოწმა წერილი ისევ იქ იყო თუ არა.უკვე ვშინდები გარეთ გასვლა აღარ მინდა.ველოდები როდისგაქრება ეს სილუეტი რომ გავიდე ჩემთან სახლში.დაახლოვებით 10-წუთი ველოდე მერე გავედი ჩემთან შევედი და დამტენი ავიღე როდესაც უკან გამოვბრუნდი წერილიც ავიღე და ელენასთან სახლში შევედი.მერე დავფიქრდი ეს ყველაფერი ისე გავაკეთე მე ძვლივს მესმოდა ჩემი სუნთქვის ხმა.მოკლედ მობილური დამტენზე შევაერთე და მის ჩართვას დაველოდე.როგორც იქნა ჩაირთო მაშინვე კონტაქტებში შევედი და ლუს დავურეკე.
ზარი გადის
...
პირველ ცდაზე არ მპასუხობს .კიდევ ვრეკავ ამჯერად იღებს
-ლოყებჩხვლეტიას ვუსმენ
-ძალიან ცუდად ვარ
-მოიცა რამე ცუდი გითხრა?
-არა იქ არ წავსულვარ
-რატო?
-გრძელი ამბავია ლუ მაგას მერე მოგიყვები
-პირდაპირ მთავარაზე გადადი
-სასწრაფოდ ჩემთან მოდი
-უკვე გზაში ვარ არ ინევიულო კარგი?
-კარგი გელოდები-ჩემს ხმაში უიმედობა შევნიშნე.
გადავწყვიტე მის გარეშე წერილი არ გამეხსნა.ახლა ვზივარ და ველოდები ლუს რომელიც ღმერთმა იცის მის საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან ხორციელი სიამოვნებით იყო დაკავებული.20-წუთში ლუც მოვიდა და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.მოყოლისას ტირილი ამიტყდა რამოდენიმეჯერ ისევ კანკალმა ამიტაცა ჰაერი ისევ არ მყოფნის.ჩემი მეგობარი კი ცდილობს მომასულიეროს ფანჯრისკენ ვანიშნე ხელით და იქ მიმიყვანა გამოაღო ფანჯარა და კანზე ცივი ნიავი ვიგრძენი,მესიამოვნა ძაალიან.ისევ მწყობრში დგება ყველაფერი.
-მოდი რა წერილი გავხსნათ
-მისმინე ამ წერილში შეილება ბევრი რამე ეწეროს რამაც შეიძლება უფრო ცუდად გაგხადოს
-დაიწყე წაკითხვა
-იქნებ დაგვეწვა?
-ლუ დაიწყე კითხვა კარგი?
-ლოყებჩხვლეტია,მომისმინე შენ არ ხარ -სიტყვა შევაწყვეტინე
-მე მზად ვარ იმისთვის რაც შეილება ეწეროს ამ წერილში ლუ.უბრალოდ გთხოვ კარგი?
-კარგი ვიწყებ
დუმილით დავეთანხმე
და ის იწყებს წერილში ჩაწერილი პირველი სიტყვების წაკითხვას:,,დარწმუნებული ვარ არაფერი გახსოვს,იმიტომ რომ ისეთი მთვრალი იყავი საკუთარი სახელი და გვარი არ გემახსოვრებოდა.შენს საქცილეს იმ წუთასვე მიგიხვდი როგრც კი ქმედება დაიწყე.არ იფიქრო რომ შენი საქციელით მე ვშინდები პირიქით უფრო მეტი ძალა მეძლევა იმისათვის რომ კიდევ ერთი გვამი შევვმატო სასაფლაოს. უნდა ვისაუბროთ ოღონდ მხოლოდ მე და შენ ზედმეტი ხალხის ჩარევა არ გვინდა!წერილს შენი სახლის კარებთან დაგიტოვებ სადაც შეხვედრის დრო და მისამართი იქნება მითითებული...სიყვარულით უცნობი მამაკაცი..."
ვიღაც მესაუბრება.ხმა არ მესმის ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დრო მოვიდა შეცდმოსთვის პასუხი ვაგო!
-მაგრამ რომელი შეცდომისთვის?-თავი ვეღარ შევიკავე და ელენაზეც აღარ მიფიქრია თვალებიდან ცრემლები წამსკდა.მაგრამ რატომღაც ისე ცუდად არ ვარ როგორც მანამდე
-ანასტასია გესმის ჩემი ხმა?
-ანასტასია კარგად ხარ?
-შემომხედე!გესმის შემომხედე!
-ამის ატანა უკვე შეუძლებელია ცუდად ვარ -ვყვირი ლუს კი ხელით ვიშორებ
-დამშვიდდი მე შენთან ვარ!
-უნდა მომკლას გესმის?მაგრამ რისთვის არ ვიცი!
-დამშვიდდი გთხოვ.შენი მესმის მე აქ ვარ .ლუ შენს გვერდითაა ის მიხედავს პრობლემებს აახლა ჩამეხუტე-ჩემსკენ წამოვიდა რათა ჩამხუტებოდა მაგრამ შევაჩერე
-არ ვიცი როგორ უნდა გავიგო?მირჩიე რამე თორემ მე თვითონ მოვიკლავ თავს იქამდე სანამ ის უცხო მამაკაცი მომკლავს გაიგე?
ჩემსკენ წამოვიდა და ამჯერად აღარ მემორჩილება და მეხუტება ,ძლიერად მეხუტება და მამშვიდებს!ვცდილობ მოვიშორო მაგრამ არაფერი გამომგდის.ბოლოს ვეხუტები ისევე ძლიერად როგორც ის.რამოდენიმე ხანი ასე ვართ
-ანასტასია რა მოგივიდა?
-ელენაა?მაპატიე გაგაღვიძე
-მორჩი სისულელეებს და მითხარი რა გჭირს.
მე ხმა არ ამომიღია ლუმ დაიწყო მოყოლა მაგრამ ზოგი რამ შეცვალა.მაგალითად ის მომენტი როდესაც შავპალტოიან მამაკაცს ვესაუბრე დიალოგი სულ სხვანაირად მოუყვა.წერილის შესახებ კი არაფერი არ აუთხრა
-ანასტასია ამაზე ნერვიულობ?
-კი საყვარელო ელენა
-დამშვიდდი საყვარელო ყველაფერი გაივლის
-თავს როგორ გრძნობ?
-ძილმა მიშველა
-ახლა საჭმელს გაჭმევ და უკეთ გახდები ბევრად.
ელენას საჭმელი ვაჭამე ლუსაც და მერე ჩემთან გავედით.ელენა კი სახლში მშვიდი და დაწყნარებული დავტოვეთ.
-ფსიქოლოგთან უნდა მიხვიდე
-დარწმუნებული ხარ?-ამ დროს ჩემს საწოლს ვალაგებდი
-კი.გიშველის დარწმუნებული ვარ!
საწოლის დალაგებას მოვრჩიდა ზედ ისე დავეცი როგორც მკვდარი.რამოდენიმე წუთის შემდეგ ვუპასუხე
-გიჯერებ.ისევ
-ანუ როგორც ყოველთვის.-გამიღიმა და მისი არაჩვეულებრივი ღიმილით გამათბო.
თავი ფანჯარაში გავყავი და გრილ ნიავს მივანდე ყველაფერი.უცებ შუქი ჩაქრა მივხვდი ლუ იქნებოდა.მდგომარეობა არ შემცვლია
ლუ ჩამეხუტა
-ლოყებჩხვლეტია მიიღებ შენს საყვარელ ადამიანს დღეს?
-ნუ სულელობ მაგას რა კითხვა უნდა.-ხმაში ალერსი შევურიე.
-მიყვარხარ ხომ იცი
-რათქმა უნდა
-ხვალ მეც გამოგყვები ფსიქოლოგთან მარტოს არ გაგიშვებ.
-ხვალ არ მუშაობ?
-არა.
-არც მე,ხვალ დასვენება მაქვს.
-ძალიან კარგი იქიდან ალექსანდრეს გავუაროთ და ყველაფერს მოგვიყვება.
-კაარგიი ლუ როგორც იტყვი-და ლოყაზე ვაკოცე უფრო მეტად ჩავეხუტე და მის მკლავებში ჩამეძინა
...



№1  offline წევრი ხმელიძე

cheryl blossom
ოოო სანტერესოა რომელ გვამებზე ლაპარაკობს უცნობი მამაკაცი საინტერესოა და ველოდები ახალ თავს

ეგ ჯერ ადრეაა stuck_out_tongue_winking_eye მაგრაამ შევეცდებიი დიდი ხანი არ გალოდინო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent