არარსებული რაობა (ნაწილი 1)
25 გრადუსი სითბო იყო, ცა იდეალური, უღრუბლო ლურჯი. ჩემი საყვარელი ზედა მეცვა. ჩემს ოთახში ფანჯრიდან გავცქეროდი ბავშვებს რომლებიც ერთობოდნენ და მხიარულობოდნენ, აქა იქ თუ შეირხეოდა ხეებზე ფოთლები ისიც მშვიდად და ნაზად თითქოს შეუმჩნეველ ნიავს რომელიც არ ჩანდა ნაზად ეტრფიალებოდნენ. ბალახი მეტად ყოფდა მიწიდან თავს და მზის სხივებს ელამუნებოდნენ. დრო იმდენად შეუმჩნევლად გავიდა რომ ვერც კი მივხდი რომ ღამდებოდა. უეცრად ეზოში ატირებული ჩემი და დავინახე რომელიც მირბოდა მაგრამ თვითონაც არ იყო დარწმუნებული თუ სად უნდა გაქცეულიყო. უეცრად გაჩერდა რამოდენიმე წამის შემდეგ მუხლებზე დაეცა და ისევ გააგრძელა ტირილი. სასწრაფოდ წამოვდექი და მისკენ გავეშურე, ის ის იყო უნდა ჩავხუტებოდი და მეკითხა რამოხდა თქო და ამ დროს გავიგე რომ ჩემზე ტიროდა, ტიროდა არა იმიტომ მე მე ცოცხალი ვიყავი არამედ იმიტომ რომ მე მოვკვდი. ის ტკივილითა და დარდით ყვიროდა ჩემს სახელს… რამოდენიმე წამი გავჩერდი, აღარაფერი მითქვამს, ველოდებოდი როდის ამოიხედავდა და დამინახავდა მის წინ მდგომ სისხლსა და ხორცს მაგრამ რამდენეჯერაც ამოიხედა და ცრემლი მოიშორა რეაქცია არ ქონია. მე არასდროს გამოვირჩეოდი ემოციურობითა და თანაგრძნობით, მუდამ ჩაკეტილი და ფიქრებში გართული ვიყავი… ფაქტმა იმისა რომ ჩემი და მიყურებდა მაგრამ ტირილს აგრძელებდა მაფიქრებინა რომ ფსიქიკურად აურია. ეს ოჯახში მგონი გენეტიკურად გვაქვს, დედაც, ჩემი ძმაც, ორივე მათგანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ამ ფაქტის შემყურე მამაჩემმა კი მე და ჩემი და უბრალოდ მიგვატოვა. ამავდროულად მე მესმის მისი, თითქოს მეცოდება კიდეც, მაგრამ დატოვო ორი შვილი უპატრონოდ ვფიქრობ ასეთი ადამიანი არც კი იმსახურებდა წამიერ ბედნერებასა და ღიმილს მის სახეზე. ჩემი დის გაუთავებელმა ტირილმა დამღალა, ამიტომ სახლში შევბრუნდი საკუთარ თავს ვუთხარი არაუშავს დამშვიდდებათქო, მართალია ამის დიდი იმედი არ მქონდა მაგრამ თავს ვარწმუნებდი რომ ასე მოხდებოდა. კარებთან მისულს მივხვდი რომ ჩემი ქცევა არ იყო სწორი მაგრამ ჩემთან ნუგეშს ადამიანები ვერასდროს ნახავდნენ მითუმეტეს საკუთარი დაც კი. კარების ურდულს ხელი მოვკიდე მაგრამ ვერ ვიგრძენი, ეს იმ კარების ურდული არ არის რომელიც ჩვენს სახლს აქვს რადგან მუდამ ცივი და ჟანგიანია, უეცრად ამ ფაქტმა დამაბნია, ზემოდ ავიხედე საკუთარი სახლი როგორ დამავიწყდებოდა… კვლავ ვცადე ურდულისთვის ხელის ჩაკიდება მაგრამ ისევ ვერაფერი ვიგრძენი, ურდულს რომელიც მეგონა ხელი ჩავჭიდე სინამდვილეში ხელი არ ედებოდა პირიქით ჩემი თითები კარში შევიდა და აღარ ჩანდა. შევკრთი, ცოტა შემეშინდა რამოდენიმე წამი ვუყურებდი ჩემს მარჯვენა ხელს რომელზეც მხოლოდ ხელის მტევნის ნაწილიღა ჩანდა. უეცრად გონება გამინათდა და ვცადე გამეხსენებინა სახლიდან გამოსვლის დროს კარი ჩემით გავაღე თუ არა, სწორედ ამ წამს სწორედ მაშინ როდესაც მე ჩემი და დამტიროდა შემეშინდა. ვიგრძენი სიცივემ როგორ დამიარა მთელს სხეულში… ვცდილობდი ამომეშალა ის მომენტი როდესაც მე სახლიდან გამოსვლის დროს უბრალოდ კარში გავიარე. მე… ნუთუ, არა ეს ხომ სისულელეა, ეს აბსურდია ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარია, ავკანკალდი მაგრამ სხეულზე ამას ვერ ვგრძნობდი. ხელი შეშინებულმა გამოვწიე და ჩემი დისკენ მივბრუნდი რომელიც თავით მიწისკენ იყო დაშვებული და შუბლი ბალახებისგან გამწავენობოდა. მე აქ ვარ! აქ ვარ! შემობრუნდი, გთხოვ შემობრუნდი გესმის ჩემი? ნინო! ნინო ვაგრძელებდი ძახილს მაგრამ ჩემს დას არ ესმოდა, მასთან მივედი სწარაფად ჩავიმუხლე მაგრამ ბალახი ისევ მყისიერად იდგა მის ფესვებზე, თითქოს ჩემს ნაბიჯს ვერ გრძნობდნენ. ნინო აქ ვარ, შემომხედე, შენთან ვარ. ვცადე მხარზე ხელი შემომხვია მაგრამ ამას ვერ გრძნობდა, ვერც მე ვგრძნობდი… ნინო! ნინოოო… ჩემი ყვრილი მის ყვირილს ფარავდა მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, ჩემი ხმა არავის და არსად ესმოდა. ის მართლაც დასტიროდა საკუთარ დას ოღონდ არა ცოცხალს რომელიც მის წინ ჩამუხლული ბოლო ხმით ყვიროდა არამედ იმ დას რომელიც მოკვდა და ეს მე ვარ. გაურკვევლობაში ვიყავი, ვფირობდი ბევრს მაგრამ ამავ დროულად ვერ ვაზროვნებდი ფიქრები წამიერად იკარგებოდნენ ჩემი გონებიდან, უმალვე შლიდნენ მათ არსებობას. ვერც სიცევეს და ვერც სითბოს ვგრძნობდი, ვერაფერს ვგრძნობდი რაც სამყაროსთან მაკავშირებდა. ატირებული გავყევი ჩემს დას სახლში, კარებთან მისულს თვალები დავხუჭე და უბრალოდ ნაბიჯი წავწიე წინ, თვალების გახელა არ მინდოდა რადგან მეშინოდა იმ ფიქრების რასაც ვფიქრობდი, თვალი გავახილე, უკვე სალხში ვარ. ჩემი და არსად ჩანდა ოთახში, მისი ხმა მეორე სართულადან ისმოდა. შემეშინდა არ მინდა ასვლა და ჩემს ოთახში შესვლა, მაშინებდა იმაზე ფიქრი თუ იქ რა დამხვდებოდა, ნელანელა მივიწევდი კიბეზე, ჩემი ოთახის კართან მისულს უფრო ძლიერად მესმოდა ჩემი დის განწირული ტირილი. ავტირდი, ხელი კერებთან მივიტანე ოღონდ თვალები არ დამიხუჭავს, ნელანელა მივიწევდი წინ და ვხედავდი როგორ ქრებოდა ჩემი ხელი კარებს შიგნით. მე… ღმერთო ჩემო, ეს? ეს ხომ მე ვარ, მე! ჩემი და ჩემს უსულო სხეულს ეხუტებოდა, მისი ცრემლები სახეზე მეცემოდა, ჩემო საბრალო, ჩემო ერთადერთო ლამაზო, ეს რატომ დაგვემართა, მე ხომ მხოლოდ შენღა მყავდი, ჩემო საბრალო დაიკო, ეს რატომ დაგვემრთა, ეს რატომ ხდება… ჩემი და კვლავ აგრძელებდა მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ არ მახსოვს როგორ გავიდა ოთახიდან, როგორ გაიტანეს ჩემი სხეული, ერთდერთი რაც მახსოვს ის იყო რომ ჩემს სხეულზე ატირებული და იყო. თითქოს დრო გაჩერდა. ვერაფერს ვგრძნობდი. ცრემლები არ მქონდა არ ვიცი სად ქრებოდნენ. უბრალოდ ვიდექი, არვიცი რამდენ ხანს. დღე ღამეს, ხოლო მთვარე მზეს ანაცვლებდა, დღეები გადიოდა, მე კი ოთახიდან არ გამოვსულვარ, ვერ ვაცნობიერებდი რეალურად რახდებოდა. ბევრ კითხვას ვსვამდი მაგრამ პასუხები არ მქონდა. ჩემი სიარულის ხმა არსად ისმოდა, მხოლოდ სიჩუმე ყოველ კუთხეში, სიჩუმეს ჩემი დის ტირილი არღვევდა მხოლოდ. ფიქრებში გართულს შავამჩნიე როგორ ედებოდა მტვერი ჩემს ოთახს, მზე აღარ ათბობდა მისი სხივებით ჩემში აღარაფერს, ბუნება რომელიც მაჯადოებდა თავისი სილამაზით გაფერმკრთალდა. თითქოს ყველგან სიჩუმე და სიბნელე იყო. ვერავინ მხედავდა, ვერავინ მამჩნევდა, არავის ესმოდა ჩემი ძახილი. მე მოვკვდი, გარდავიცვალე არარაობად ვიქეცი აქაც, სიჩუმე მწველი, ბნელი და მკვლელი, არარსებული გრძნობების დევნით. ჩემი დის ნაბიჯები ხშირად უახლოვდება ჩემი ოთახის კარს, წამიერად შეჩერდებოდა, კარს ხელით ეხებოდა, შემდეგ უკან მიდიოდა. კიბეებზე ჩასვლის ხმას თან ერთვოდა ჩუმი ტირილი. შემდეგ ისევ სიჩუმე სუფევდა. ვაკვირდებოდი ოთახს სადაც გავიზარდე, სადაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავატარე. აქაურობა თითქოს შეიცვალა, კედლები აღარ ანათებდნენ, ნივთები აღარ ადგილებოდნენ აქეთ-იქით, ყველაფერი უძრავად და უსულოდ იყო. ფანჯრის მინებს დასტყოდობათ წვიმის წვეთები. თითქოს ყველაფერი ჩამკვდარიყო. დღეები კუთხეში ჯდომით გავატარე. ჩემს ქვეშ კი მტვერი ნელანელა ილექებოდა. თითქოს არავინ იყო არადა აქ ვიყავი. გამთენიისას მზე აღარ უყურებდა ჩემს ოთახს, სხივები აღარ შემოდიოდნენ ან მე ვეღარ ვგრძნობდი მას. ვიღაცამ სახლის კარები ძლიერ დაკეტა, თან გამიკვირდა რადგან ჩემს დას ეს არ სჩვევია, ფანჯრიდან გავიხედე, ჩემი და სადღაც მიდიოდა, უკან მოუხედავად ნელი ნაბიჯებით ტოვებდა სახლს. არვიცოდი როდის დაბრუნდებოდა. ვიგრძენი მისი შემხედვარე როგორ დამიმძიმდა შინაგანად არ არსებული სული, ძლიერი სევდა და ტკივილი ვიგრძენი, მეცოდებოდა ახლა ისიც სრულიად მარტო იყო ისევე როგორც მე. უბრალოდ მე მას ვხედავდი ის კი ვერა. შევესისხლხორცე ოთახს, არ მინდა გასვლა. კვლავ გავიარე კარში, ეს ყოველივე ჩემში შიშსა და ამავდროულად აღელვებას იწვევდა. სახლში სიჩუმე სუფევდა, არსად ისმოდა არაფრის ხმა, არაფერი შეცვლილა ყველაფერი ისევ ისე იდო და იდგა როგორც იყო. სამზარეულოში პურს ობი გასჩენოდა, ყველგან მტვერი, ნიჟარაში არეულობა იყო. შევცდი ყველგან ყველაფერი ისე არ იყო როგორ მახსოვდა ჩემი დის ოთახში ჩანთები დამხვდა ჩალაგეული, ის ლაგდებოდა და სადღაც მიდის, ნეტავ სად აპირებს წასვლას, ნუთუ მტოვებს? უსაზღვრო შიშით ავივსე რომ მარტო დავრჩებოდი, რამე უნდა მეღონა არვიცი რა მაგრამ რამე უნდა მექნა, ჩემს დას უნდა ეგრძნო ჩემი არსებობა ამ სახლში, ვერ მივცემ უფლებას რომ წავიდეს და დამტოვოს. ამ წამს მეტად გავიაზრე რომ შიში კი არა არამედ ჩემში არსებული ეგოიზმი ფიქრობდა ამას. ვერაფერს ვეხებოდი, არ იძვროდა ადგილიდან, რასც კი ვცდილობდი შევხებოდი, ყველაფერი მყარად და უძრავად იდგა. ჩემში მეტად მატულობდა პანიკა იმის რომ ჩემი და ვერ გაიგებდა ვერაფერს და წავიდოდა. არვიცი რატომ არ მომაფიქრდა აქამდე ეს აზრი მაგრამ სააბაზანოში გავიქეცი და სარკესთან მისულს ვლოცულობდი რომ დამენახა საკუთარი თავი, თვალები დავხუჭე, მეშინია. გამოთქმა იმედი ბოლოს კვდებაო მივხდი რომ მაშინ მოკვდა როდესაც საკუთარი უსულო სხეული ვნახე. აქაც არაფერი იყო, აქაც არსად ვჩანდი. სარკეში ყველაფერი ჩანდა ჩემს გარდა, გამწარებული ვურტყავდი ხელებს, მაგრამ არაფერი…. ავტირდი, შემდეგ ავყვირდი, ვყვიროდი ძლიერ მთელი არსებით. დავიღალე, საკუთარ თავს ვეკითებოდი თუ კი მოვკვდი მარტო რატომ ვარ? სად ხარ დედა? სად ხარ ლაშა? სად არიან ჩემი ოჯახის წევრები რომლებიც უკვე გარდაცვლილნი არიან, სად ხართ? სად! გამოჩნდით, ნუ მემალებით. მეც აქ ვარ, მეც გარდავიცვალე! ჩამუხუტე დედა, დამიძახე ისევ შენი პატარა ლამაზი გოგო რომელსაც თავზე ეფერებოდი და ნაზად კოცნიდი მე აქ ვარ დედა, დამეხმარე! სად ხართ? გამოჩნდით. გთხოვთ გამოჩნდით… თუ კი ეს სამოთხეა მაშინ დამაბრუნეთ ჯოჯოხეთში, ისტერიული სიცილი ამიტყდა, სამოთხე? ვერ გხედავ ღმერთო, შენც მემალები? ჩემი ცრემლ-ნარევი სიცილი კარის ხმამ გადაფარა, ჩემი და დამწუხრებული შემოვიდა სახლში, ხელში მეზობლისგან მოცემული თასი ეკავა, თასში შემწვარი თევზი იყო. მაგიდაზე დადო და ოთახში შევიდა. ორი დღე ისე გავიდა არც კი გამოსულა, რამოდენიმეჯერ შევხედე რომ დავრწმუნებულიყავი მის სუნთქვაში. ოთახში მძიმე სუნი მეტად მატულობდა თევზის გამო, თითქოს რაღაც მოკვდა. მთვარე მიილია, ვარკსვლავებიც ნელანელა გაქრნენ ციდან, ღრუბლები ახლა უფრო მეტად მვეთრად ჩანდნენ, შორს სადაც თვალისთვის ჰორიზონტის დასასრული ჩანდა ძალიან მკრთალად მოჩანდა ამომავალი სინათლე, სიბნელემ შთანთქა ყველაფერი, მაგრამ ნათელმა თითქოს ნელანელა დაუბრუნა ყველაფერს სისოცხლე. თითქმის ყველაფერს… ირგლივ სისუფთავე იყო, ჩემს დას ყველაფერი დაელაგებინა, აღარც შემაწუხებელი სუნი, აღარც მტვერი, ფანჯრებზე არსებული წვიმის წვეთები გამქრალან. სახლში მხოლოდ ჩემი დის ძლიერი სუნთქვის ხმა ისმოდა, უკვე ვიცოდი რომ მარტო ვრჩებოდი, ჩემი და მაგიდაზე არსებულ საბუთებს დაჰყურებდა და ხელში კალამს ათამაშებდა ვერ გადაეწყვიტა რა ექნა, დიდხნის ფიქრის შემდეგ ხელი მოაწერა და ღრმად ამოისუთქა, ჩემოდანს ხელი მოკიდა, საბუთები მასში ჩაალაგა, კარები გააღო გასვლის წინ შეჩერდა და უკან მობრუნდა, თვალები აუცრემლიანდა, ის ემშვიდობებოდა მის წარსულს, დანაკრგს, ტკივილს აქ დაღვრილ ცრემლებს, ახალი გზის დაწყებას აპირებდა მაგრამ ამავდროულად მე აქ მარტოობისთვის მტოვებდა. მე აქ ვარ, შემომხედე, გთხოვ , მე შენს წინ ვარ ატირებული ხმით მივუგე ერთადერთ დას, იქნებ იგრძნო რომ მე აქ ვარ, არ წახვიდე, ნუ დამტოვებ, ნუთუ ვერ მამჩნევ მეც შენს გვერდით, გთხოვ იგრძენი ჩემი არსებობა ამ უხილავ მხარეს მე ვყვირი რატომ არ გესმის, კარი დაიხურა. მძულხარ! მეზიზღები! დაბრუნდი უკან შემოაღე კარი გთხოვ. დაღამდა კარი კი მას აღარ გაუღია. ყველგან ბნელოდა, ყველგან საშინელი სიბნელე იყო, კარებთან ჩაცუცქული კედელს ვეხუტებუდო, ახლა სრულიად მარტო ვიყავი და მეშინოდა, ჩემს გვერდით არავინ იყო. ვერ ვწყევტ ფიქრს რომ ჩემმა და მიმატოვა, მაბრაზებს ის რომ მან ვერ შემამჩნია, ყვირილი მინდა, მინდა ისე ძლიერ ვიყირო რომ ყველამ გაიგოს რომ მე ისევ აქ, მე ისევ ვცოცხლობ… დღეები გადიოდნენ, თითქოს შეუმჩნევლად მაგამ ამავ დროულად იწელებოდნენ. ჩემს გარშემო ყველაფერი იცვლებოდა, არავინ მოსულა, არავის ვუკითხივარ, არც ჩემი და დაბრუნებულა. ეს აუტანელი სიმარტოვეა, იმდენად გრძელია თითოეული დღე, თოთიეული ყოველი ღამე, ეს ყველაფერი დაუსრულებელ, უსასრულობას ჰგავს. სახლში მტვერი ბინადრობდა, მტვერს ყველაფერი დაეფარა, თითქოს ყველაფერს დაეპატრონა. ყველა ოთახი ცარიელია, არცერთი ნივთი, არცერთი მოგონობება. ნივთები რომლებიც მოგონებებთან გამერთიანებდა აღარ არსებობს, ერთად ერთი რაც უძრავად დგას სახლია, და ისიც მარტოა ჩემს მარტოობასთან ერთად. შემოდგომა გავიდა, ჩემი ლამაზი ფერადი შემოდგომა, ვერც კი შეგამჩნიეთ ლამაზო ფოთლებო უჩემოდ დაცვივდით. ბუნება შეცვლილიყო, ხეები გაშიშვლებულან, თითქოს მორცხვობდნენ, ისინიც კი მებრალებოდნენ, მზის სხივები ვეღარ ათბობდნენ, ღამეები ბევრად გრძელი და ცივი ხდებოდა. თოვს, სიცივე ბევრად მატულობდა, მე ვერაფერს ვგრძნობდი, სახლში მოსაბეზრებელი სიჩუმე, გამაყრუებელი და დამღლელი იყო. ფიფქები მშვიად ეცემოდნენ მიწას, ყველაფერი გადათეთრებულია, თოვლმა არ დაინდო მიწა და მასაც დაეპატრონა. ფანჯრები ყინვისგან იბზარებოდნენ, და ციავ ნიავს ატარებდნენ, მტვერი ნიავზე ოდნავ ირხეოდა, აღარაფერი ჩანდა, ძლიერმა ქარმა ფანჯრები თოვლით დაფარა, კედლები გაყინულიყვნენ, სახლის სახურავიდან ზუზუნი ისმოდა, ქარი შემოჭრას ცდილობდა, მაგრამ სახლი ურყევად იდგა, არც კი იძვროდა. მზე ვეღარ აღწევდა სახლში, თითქოს ისიც დაპატარავებულიყო, მთვარე ბობოქრობდა. ცაზე მისი ამოსვლის დროს ყველაფერი ქარში ეხვეოდა თითქოს ყველაფერს ის განაგებდა. ბევრს ვფიქრობდ ჩემს დაზე, ნეტავ სად არის, ახლა რას აკეთებს, იქნებ ცივა, იქნებ ისიც აღარ არის, იქნებ ისიც გზაარეული სული გახდა. ვცდილობ გავიხსენო ყველაფერი კარგი ან ცუდი მაგრამ აღარაფერი მახსოვს, ვერ გავრკვეულვარ სად მიდიოდნენ მოგონებები, ნუღუ ყველაფერი მაშინ მოკვდა როცა მე მოვკდი? არა, ეს ყველაფერი სისუელელეა. თოვლი ნელანელა შორდებოდა მიწას, მისი არსებობა მხოლოდ მიწაზე ოდნავ იგრძნობოდა, დაეკარგათ ძალა იმისა რომ ისევ ფეხზე დამდგარიყვნენ, ისევ შემორტყოდნენ სახლებს გარშემო. ქრებოდნენ, მიწას ეკვროდნენ არსად მიდიოდნენ. მაგრამ გაქრებოდნენ. მთვარე რომელიც ცაზე მეფობდა, თითქოს დასუსტდა, ახლა უკვე მზემ ჩაანაცვლა. ხეები რომლებიც გაშიშვლებულიყვნენ ნელანელა ლამაზდებოდნენ, თითქოს ამაყობდნენ. თავს იწონებდნენ, ბალახი მეტად იღრწვოდა თავის ამოყოფას მიწიდან. ყველაფერი ნელანელა მწვანდებოდა და ლამაზდებოდა. მთვარე გაქრა, დაუძლურდა. მზემ სადავეები იგდო ხელთ და მეტად გზავნიდა მის სიმხურვალეს. თიტქოს ნაზს მაგრამ მწველს შევეგუე, ჩემს არარსებულ რაობას, ახლა მხოლოდ ვცდილობდი ყველაფერი ლამაზი დამენახა და ჩემებურად მეგრძნო. სიახლოვეს კი მხოლოდ მზესთან ვგრძნობდი, ყოველმისა გამოჩენას ფანჯარასთნ ღიმილით ვხდები. მაგრამ ღამე მთვარე მიპყრობს, მახსენებს ჩემს თავს, ჩემს განცდებს და უსაზღვრო ტკივილს. საათი უკვე დიდიხანია გაჩერებულიყო სახლში, რომლის ისრებიც ორ საათზე შეჩერებულიყვნენ. ზაფხული მოდის, თითქმის შემოვიდა, მალე დაბადებისდღე მექნება, ამ ყოველივემ გამახარა თუმცა ამავ დროულად სევდა მომგვარა. სხვენში ხმურმა დამღალა, თითქოს ვიღაც ჭერს ეხეთქება ძლიერ, თითქოს გასვლა უნდა მაგრამ ვერ გადის. თითქმის რვა დღიანი ხმაურის შემდეგ ჭერში ხმა აღარ ისმოდა. იმდნად შევეჩვიე ხმაურს რომ დანაკლისს ვგრძნობდი, ვიცოდი რომ მარტო არ ვიყავი, ახლა ისევ მარტო დავრჩი. ოთახში მზის სხივებზე მტვერი მეტად ჩანდა, ჭერზე ობობებს უსაზღვრო ქსელი გაებათ, აღარ მეშინოდა, ვერაფერს დამიშავებდნენ, იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული საერთოდ თუ იცოდნენ ჩემი არსებობა ამ სახლში. იქნებ მხედავენ? კარგი რა, სულელი ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.