მე რომ მიყვარს (სტასია & ლუკა) დასასრული
ეროვნულებიც კარს მოადგა ყველას და ერთმანეთისთვის თითქმის ვეღარც იცლიდნენ, ხან ერთი იყო გასული რეპეტიტორებთან ხან მეორე და ბედნიერები იყვნენ ერთმანეთს თუ დღეში ერთხელ მაინც გამოელაპარაკებოდნენ ხოლმე მოკლე დიალოგით. გართობა რა ხილი იყო დაივიწყეს, იყვნენ ისევ თბილისში და იხრუკებოდნენ საწყლად, რა გართობაზეა საუბარი როდესაც ჭამასაც ვერ ასწრებდნენ ხოლმე და სახლში მისულები გათიშულები ეცემოდნენ საწოლზე. ლუკას, სტასიას და გიოს ბიზნესზე უნდოდა ჩაბარება, ლიზას და დიტოს სამედიცინოზე აი კოტეს იურიდიულზე, საბას კი - ჟურნალისტიკურზე. რაც მთავარია ყველა საქართველოში რჩებოდა და სწავლის გაგრძელებას უცხოეთში არ აპირებდნენ, რა ქნან ვერ გაძლებენ უერთმანეთოდ და ეგეთი არც მომავალი უნდათ და არც არაფერი. ამასობაში სტასიას მშობლებიც ჩამოვიდნენ, მაგრამ რომ ვთქვათ ამ ფაქტმა დიდი გავლენა მოახდინა-თქო მოგატყუებთ. ახლაც როგორც ადრე ხან მშობლიურ სახლში ხან კი გიოლას და ლიზას სახლში რჩება, გააჩნია რომელ რეპეტიტორთან იყო და რომელ სახლში უფრო მალე მივიდოდა დასვენება, რომ მოესწრო. ლუკა? ლუკა დიდი უსაქმურივით დაყვებოდა ხოლმე სტასიას და მასწავლებლიდან გამოსულს სულ ხვდებოდა, მოკლედ მძღოლის როლს ასრულებდა და ორივე ბედნიერი იყო ცოტახნით მაინც რომ ნახულობდნენ ერთმანეთს. ასე ტანჯვაში გალიეს მთელი ორი თვე და აი უკვე დღე-დღეზე გამოცდებიც უწევდათ. როგორც იქნა გადააგორეს ეს ეროვნულებიც და შვიდივემ ამოისუნთქა. გადამწვარებს ას პროცენტიანი გრანტის აღნიშვნის თავიც არ ქონდათ ამიტომაც რომ მიესვენნენ საწოლს მთელი ერთი დღე არ ამდგარან იქიდან. ბოლოს ისევ ახალი ენერგიით დატვირთულები წამოიშალნენ და მილოცვები და მოსიყვარულებები დაიწყეს -სად ხარ? - გაისმა ტელეფონში ლუკას ხმა -სახლში ვარ ბავშვებთან ერთად -მეც მანდ ვარ და გამოდი გნახო - მეც გახარებული წამში ავვარდი, ლიზას თვალებით ვანიშნე ლუკასთან გავდივარ-თქო და მხიარული გავემართე მანქანისკენ რომელიც სახლთან ახლოს ეყენა -რა ქენი? - ყველანაირი გამარჯობის გარეშე მივედი და პირველი ეს ვკითხე -სრული დაფინანსება მოვხსენი - ამაყი გამეჯგიმა -ყოჩაღ - გახარებულმა შევყვირე და ტაში დავუკარი - ჩემგან საჩუქრად ერთ კოცნას მიიღებ - თვალი ჩავუკარი და მონატრებულ ბაგეებს დავეწაფე რომელთან შეხების შემდეგაც პირდაპირი საგზურით ასტრალში წავედი. ლუკამაც სწრაფად მომხვია თავისი ძლიერი მკლავები წელზე და მთელი სხეულით ამიკრა ტანზე - ვსიო - მძლივს მოვწყდი მის გემრიელ ტუჩებს და პირი გავაწკლაპუნე - აბა სად მივდივართ? -ერთ ძალიან მაგარ ადგილას, დაიძინე შენ თუ გინდა და რო ჩავალთ გაგაღვიძებ - მოწყვეტით მაკოცა და ადგილი დაიკავა ჩემს გვერდით, მძღოლის სავარძელზე, შემდეგ თითებში ჩემი ხელი მოიქცია, ტუჩებთან ახლოს მიიტანა და მოფერება დამიწყო. გონება დაბინდული ვაკვირდებოდი მის პროფილს და ისეთი აფორიაქებული ვიყავი მეგონა გული მკერდიდან ამომიხტებოდა. როგორ მომეკიდა რული ვერ ვიგრძენი მაგრამ იმას მივხვდი რომ გათიშული გონებით მალევე გადავეშვი სიზმრების სამყაროში. დილით უცხო ოთახში გამომეღვიძა ლუკას გვერდით, თვალების სრესით მოვათვარიელე არემარე და ლუკას გაღვიძება დავიწყე -ლუკინო, ლუკაჩო, ლუკსიტ - ვანჯღრევდი და შედეგი რომ არ გამოღო - მარგიანო - დავუყვირე და ფეხი იმ დონეზე ვკარი ეს მუტრუკი საწოლიდან გადავარდა -ვაიმე - საწყლად ამოიზმუვლა და ნატკენი გვერდის დაზილვა დაიწყო - რა გაღრიალებს გოგო? -ოო აბა ვერ გამოგაფხიზლე დაა... -მერე წიხლი უნდა გეკრა? - უცებ ამობობღდა საწოლზე - უკეთესი გაღვიძების ხერხს მე გასწავლი - თვალები ამიჟუჟუნა და ბაგეებზე ისე დამეწაფა მძლივს მოვწყდით ერთმანეთს - ამის მერე ასე გამაღვიძე ხოლმე - თვალი ჩამიკრა და თავისი ჰოლივუდის ღიმილით დამაჯილდოვა -მთვარეზე მო*მა არ გინდა - მეც ავუჟუჟუნე თვალები და ავკისკისდი -უზრდელო - გამებუსხა -დედა რა გაიგო შენმა ყურებმა?! - ხელოვნურად შევიცხადე და მერე ბალიში გავუქანე - ამაზე უზრდელური სიტყვები არ გაგიგია ხო?! -რა იყო დღეს რა ჭკუაზე გაიღვიძე რო დამალურჯე ეს კამფეტივით ბიჭი -ვაიმე ჩემი საწყალი კამფეტივით ბიჭი- და კიდევ ერთხელ ვაჩუქე კოცნა - სად ვართ? -ჩემთან -იიი მართლა?! - ლ დავურბილე და თვალები ავატრიალე - ტერიტორიულად სად ვართ?! -სვანეთში -აუ მართლა? - გამიბრწყინდა თვალები, ბავშვობიდანვე მეკეტება სვანეთზე -ხო რა გაგიკვირდა? ასეთი სვანი ბიჭი მითრიე - თვალები ამიჟუჟუნა -ხო აი სულ მე გითრიე რა -ბევრს ნუ მეტლიკინები და მოწესრიგდი შუსტრად -ხომ ვერ განმანათლებთ და მეტყვით რითი ან როგორ მოვწესრიგდე? -საჭირო ნივთები აბაზანაში დევს - თვალი ჩამიკრა და ეშმაკურად გამიღიმა -ტანსაცმელიც? -ხო -ხარაშოო - სიტყვა გავწელე და სწრაფად შევქანდი აბაზანაში. იქ ერთი დიდი ჩემოდანი დამხვდა თეთრეულით და ტანსაცმლით სავსე- მეღადავები? - თვალების ტრიალით გავვარდი ლუკასთან -რა? - საწოლზე იყო წამოკოტრიალებული და ისევ იმ ღიმილით მიმზერდა მე რომ მიყვარს -ამდენი ტანგა ტრუსიკი რამ გაყიდინა? -ვიფიქრე მოგიხდებოდა - ქვედა ტუჩი ენით დაისველა -კაი ერთი-ორი მესმის რო გეყოდა მაგრამ ყველა ასეთია და რამე ნორმალური არ გიყიდია? -შენი ლამაზი საჯდომისთვის შემენანა ნიფხავის ყიდვა - უკანალზე ხელი მომარტყა და ოთახიდან სწრაფად გაშპა -ვირო - მაინც შევყვირე და სიცილით შევბრუნდი აბაზანაში. ისეთი სიცხეები იყო ტემპერატურას სვანეთიც ვერ ანეიტრალებდა ამიტომაც მხოლოდ ლუკას მაისური გადავიცვი რომელიც უზარმაზარი იყო და ფლატუნით ჩავიარე კიბეები -ღმერთო შენ მომეცი გაძლება - ხელები ზეცაში აღაპყრო და შემდეგ ანთებული თვალებით კიდევ ერთხელ ამათვარიელა - ძალით მიკეთებ ხო? -რას? - გაკვირვებულმა შევხედე და ვერც მოვასწარი გააზრება ისე ამაფრიალა ხელში და დახლზე შემომსვა თვითონ კი ჩემს ფეხებშორის მოთავსდა და ხელები ჩემს გარშემო დააწყო -იმდენი შენი მაისურიდან მაინც ჩემი ჩაიცვი და ახლა შენი ლამაზი სხეულით დატანტალებ უდარდელად და გონებას მირევ -და შენ რომ დატანტალებ წელსზემოთ შიშველი და ისედაც გაგანია ზაფხულში რომ მითუხთუხებ ჰორმონებს ამ პატარა გოგოს კარგია? -მერე მე რო გითუხთუხებ ჰორმონებს ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ შენც აბაროტი უნდა ამიღო -ნუ დებილობ რა - დავეჭყანე -ერთი მაკოცე და გავჩუმდები - ტუჩები საყვარლად გამობზიკა -ისე ხო არ გკოცნი რა - თვალები ავუტრიალე და მის ტუჩებს ჩემი შევაგებე -უგემრიელესი ხარ - კოცნებს შორის ამოილაპარაკა და ბარძაყზე ხელი მომიჭირა, ჩემმა კვნესის ნოტებმაც არ დააყოვნეს და სწრაფად გააპეს სივრცე -შენ კიდე უსექსუალურესი - გავეკრიჭე დებილურად -ოჰ სტასია... სტასია.... როგორ მაგიჟებ ნეტა იცოდე -ვიცი - ისევ ისე ვეკრიჭებოდი -კარგი ჩამოხტი თორე შემომეჭმები - ტუჩზე კბილებით დამწვდა -ვიცი - ისევ ისე ვეკრიჭებოდი -კარგი ჩამოხტი თორე შემომეჭმები - ტუჩზე კბილებით დამწვდა -თითქოს მე ამოვხტი აქ - ავბუზღუნდი და დახლიდან ჩამოვბობღდი - კარგი მომშორდი ახლა და საჭმელს გაგიკეთებ - გავაგდე სამზარეულოდან და ისიც სწრაფად მოკალათდა დივანზე, ძლიერი მკლავი თავქვეშ ამოიდო და ტელევიზორის ყურება დაიწყო. მეც სწრაფად მოვამზადე საჭმელი, სუფრა გავშალე და ჩემს ლუკაჩოს დავუძახე -მზად არის - მალევე გაისმა მძიმე ნაბიჯების ხმა და სამზარეულოში შემოყო თავი -ეს ყველაფერი შენი ლამაზი ხელებით გააკეთე? - თლილ თითებში მოიქცია ჩემი ხელები და ნაზად მომეფერა -აჰამ - ამაყად გავეჯგიმე -ჩემი საოცრება ხარ - მოწყვეტით მაკოცა, თვითონ სკამზე დაჯდა მე კი მის მუხლებზე მომათავსა -ასე როგორ ვჭამო - ამოვიბუზღუნე -მე გაჭმევ - გამიღიმა, ზუსტად იმ ღიმილით მე რომ მიყვარს და თავს მაკარგვინებს -ასე თუ გააგრძელებ შენ ღიმილს აქვე და ამ წამსვე მოვკვდები - ამოვიოხრე და ხელით დავინიავე -ვაიმე ჩემი ჰორმონებ ათუხთუხებული გოგო ვინარისო ვინაო -ვაიმე ლუკა მარგიანო სანამ მაგ სიტყვებს ძმრად ამოგადენ მანამ გაჩუმდი და ჭამა დაიწყე - თვალები დავუბრიალე. როგორც ყოველთვის ახლაც ვლაზღანდარაობდით და ისე გავლიეთ მთელი დღე ვერ გავიაზრეთ. შუა ღამეს გადაცილებული იყო ოთახში რომ ავედით და დაწოლა დავიწყეთ. -უნდა დამაიმპოტენტოს ეს ახალგაზრდა კაცი - მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი -საკუთარ თავს გაუჩალიჩე თორე მე სულ არ მომწონს ეს თეთრეული - მხრები ავიჩეჩე და საწოლში შევძვერი. მთელი სხეულით ლუკას ავეკარი და მოწყვეტით ვაკოცე -შენი აზრით ამ მთასავით კაცს ეგ მეყოფა?! - თვალები ამიჟუჟუნა და ჩვეული ჟინით დაეწაფა ჩემს ტუჩებს. კოცნას შეყოლილები სწრაფადვე გავეხვიეთ ვნების ქარცეხლში და მალევე მთელს ოთახში ლუკას ხვნეშის და ჩემი კვნესის ხმა ისმოდა. აქტის დასასრულს ღონე მიხდილი მივესვენე ლუკას სხეულს და მის სურნელში გახვეული სწრაფადვე ვესტუმრე მორფეოსს. გაღვიძებისას თმაზე მოფერებას ვგრძნობდი და ისე მსიამოვნებდა პატარა ფისოსავით ავკრუტუნდი, თვალები მალევე გავახილე და მზერა გავუსწორე მარგიანის თვალებს რომელიც გაბრწყინებული მიმზერდა და ყურებამდე გაკრეჭილი იყო -აბა როგორ გრძნობს თავს ჩემი სისხლდაღვრილი ქალი? - თვალები ამიჟუჟუნა -მშვენივრად - მადლიანად გავიზმორე - შენ? -ვგრძნობ რომ ვენებში სისხლის მაგივრად ახლა უკვე შენ მოძრაობ და გუშინდელის მერე არ ვიცი როგრ შევიკავო თავი და არ შეგიგრძნი ყოველ წამს -და ვინ გითხრა რომ თავის შეკავება გჭირდება? - ალბათ უკვე ჭინკები მიხტოდნენ თვალებში -ოჰ გავუგეთ გემო ნამდვილ სიამოვნებას და ვეღარ ვმშვიდდებითო -ჩემთვის აი ეგ ღიმილიც კი ნეტარებაა, ღიმილი რომელიც მე მიყვარს -მე კი შენ მიყვარხარ, მთელი ჩემი არსებით - სწრაფად დამეკონა ბაგებზე და კიდევ ერთხელ ამაფრინა მეცხრე ცაზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.