შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაადრევი სიკვდილი შესავალი & თავი პირველი : ჩვენი სიყვარული


9-06-2019, 18:58
ავტორი teona184
ნანახია 1 647

შესავალი

-ყველაფერი იწყება იმით, რომ ადამიანები იბადებიან, ნელ-ნელა მათ სხეულში იჭრება და ძვრება სიცოცხლე რომელიც წლობით რჩება მათში, მაგრამ ნეტავ რა აზრი აქვს ამას როცა მთელი სიცოცხლის მანძინლზე უფრო მეტ ტკივილს გვანიჭებს ვიდრე სიამოვნებას. ადამიანები ინდივიდუალურები არიან, ყველას აქვს რაღაც ნაკლი. ადამიანზე ხშირად ამბობენ რომ გრძნობები არ აქვს, რეალურად ასეთი ადამიანები არ არსებობენ. ადამიანი ვერ დაიბადება კეთილი ან ბოროტი, დაბადებისას არც ერთ ადამიანს აქვს სიკეთის ან სიბოროტის განსხვავება ის სადღაც შუაშია გაჩერებული, უმანკო ბავშვია რომელსაც არაფრის განსაზღვრა შეუძლია, არ შეუძლია საკუთარი თავი ამოიცნოს, უბრალოდ ფიქრიც არ შეუძლიათ, შემდეგ კი ყალიბდებიან, იზრდებიან, უჩნდებათ უამრავი გრძნობა. ამბობენ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ ეწვევა ადამიანსო, არ არის ასე, სიყვარული შეიძლება გეწვიოს ორჯერაც და სამჯერაც, თუ გრძნობ, არავინ იცის ეს ჩვენზე უკეთ. მხოლოდ ერთი რამ არ არის მართალი, ბოლოს აირჩევ იმას ვინც პირველია? არა სინამდვილეში აირჩევ იმას ვისკენაც გიბიძგებს გული, ვინც გიყვარს და ამას აღიარებ, არ გეშინია გამჟღავნდეს რომანი, სიყვარული, ან გეშინია რადგან შენი სიყვარული იდუმალია და არავინ უნდა შეიტყოს ამის შესახებ. არსებობენ ადამიანები რომლებიც დიდი სიცრუეა ჩვენს ცხოვრებაში, ვინც თავს ანგელოზად გაჩვენებს დღეების, თვეების, წლების მანძილზე და ბოლოს მაშინ როდესაც გგონია რომ, ის შენი ნაწილია, ის შენიანია, შეიტყობ, რომ გატყუებდა, სიცრუეში გაცხოვრებდა და ცხოვრებას გინგრევდა, მაგრამ იგებ მაშინ როცა უკვე ძალიან გვიანია, მაშინ როცა ვერ შეცვლი ვერაფერს.
-დრო, დრო ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ადამიანის ცხოვრებაში, ერთი წამიც კი მოსაფერებელია, არც ერთი წამის მეასედი არ უნდა გაფლანგო ტყუილ-უბრალოდ, ყველაფერი უნდა აწონ-დაწონო, იფიქრო, ბევრი იფიქრო, რომ არასწოორი გადაწყვეტილება არ მიიღო...
თავი 1
ჩვენი სიყვარული
2000 წლის 16 დეკემბერი (-ელეანორა)
-ზამთარი იყო, სიცივე, თბილად მეცვა, მაგრამ ყინვა ჩემს ტანში მაინც აღწევდა, ორ კვირაში ახალი წელი მოვიდოდა, მეგობრებს დაგეგმილი გვქონდა ახალი წლის ერთად გატარება და მოუთმენლად ველოდებოდით 31 დეკემბერს. ხელები გადაჯვარედინებული მქონდა და სიცივისგან ვკანკალებდი, კოჭებამდე თოვლში ძლივს დავდიოდი, დაბლა ვიყურებოდი, ფიქრებში იმდენად ვიყავი გადართული არაფერს ვაქცევდი ყურადღებას. უცებ მყარ, ათლეტურ სხეულს შევეჯახე, შემომხედა ოდნავ გაეღიმა მე დავიბენი, სირცხვილისაგან გაწითლებულმა დაუფიქრებლად, მაგრამ მოკრძალებულად გავუღიმე და სასწრაფოდ გავეცალე მას, თუმცა მისი სახე გონებაში განსხვხავებულად დამრჩა. სახლთან ბედნიერი მივედი, რადგან ამ სიცივის ატანა უკვე გაუსაძლისი იყო, სამი დაბალი კიბე ავიარე რომელიც ასევე თოვლით იყო დაფარული, და სახლში შესვლისთანავე სითბო მესიამოვნა, ბუხართან ჩამოვჯექი დიდ ჭიქაში ცხელი ჩაი გავიკეთე და წიგნის კითხვა დავიწყე, მაგრამ ხელს მიშლიდა იმ მომხიბვლელ ახალგაზრდაზე ფიქრი რომელსაც შემთხვევით შევეჩეხე, მისმა ღიმილმა დამაფიქრა, რას ნიშნავდა ეს?
2000 წლის 16 დეკემბერი (-დემეტრე)
-მეგობრის ძებნაში ვიყავი გართული, მოულოდნელად პატარა, ნაზი სხეული შემეჯახა, რომ დავხედე ისეთი ლამაზი იყო გამეღიმა, ქერა მოკლე თმა, კურნოსა ცხვირი და ულამაზესი ცისფერი თვალები ქონდა. მორცხვად გაიღიმა შეეცადა მისი ღიმილი მოკრძალებული ყოფილიყო, მაგრამ ნამდვილად არ გამოუვიდა, სწრაფად გამეცალა და ამაყად წავიდა ვცადე მაგრამ მზერას ვერ ვწყვეტდი.
ახალი წელი (-ელეანორა)
-დადგა სასუველი დღე, 31 დეკემბერი, ლამაზად ჩავიცვი, არასდროს მიზიდავდა ბევრი გრიმი, ამიტომაც მხოლოდ თვალის ფანქარი და ღია ტუჩსაცხი წავისვი. ბედნიერი გავემართე მეგობრებისაკენ, უკვე 12ის ნახევარი იყო მხოლოდ ერთი მეგობარი გვაკლდა გიგა და ისიც წუთი-წუთზე უნდა მოსულიყო. ზარის ხმა გაისმა კარში გიგა შემოვიდა და უკან მეგობარი ბიჭი მოჰყვა, რომ დავინახე ადგილზევე გავშეშდი, ავკანკალდი და თითქოს ჟრუანტელმა დამიარა ტანში, ეს ის იყო... ბიჭი რომელსაც გონებიდან ვერ ვიგდებდი... ისევ რაღაც გრძნობა მქონდა და ისევ გაურკვეველი. ახალი წელი ერთად აღვნიშნეთ ცოტა დავლიეთ და ბევრი ვიმხიარულეთ. ცოტა ხანში აივანზე გავედი, რამდენიმე წუთში გავიგე როგორ გამოვიდა ვიღაც აივანზე და ოდნავ ჩახლეჩილი ამავდროულად ბოხი ხმით წარმოთქვა მისი სახელი და გვარი.
-დემეტრე დადეშხელიანი
არც შევბრუნებულვარ ისე გავხედე და ნაზად გავუღიმე
-ელეანორა ყიფშიძე.
შემდეგ მისკენ შევბრუნდი და პირდაპირ თვალებში ჩავხედე, ისევ, ისევ ისე იღიმოდა როგორც მანამდე, მაგრამ მაშინ სიმპატიას ვგრძნობდი ახლა კი ცოტა მეტს, ან არც ისე ცოტას.
2000 წლის 28 მარტი (-ელეანორა)
ამ რამდენიმე თვის განვმალობაში ბევრი რამ შეიცვალა, ორივე ვგრძნობდით რაღაცას.
ვერც ერთი ვერ ვბედავდით სიმპატიის პირისპირ გამოხატვას, ყველა ნაბიჯს სიფრთხილით ვდგამდით. ერთ საღამოს შეკრებილი მეგობრებიდან მხოლოდ მე და დემეტრე დავრჩით უკვე გვიანი იყო და სახლში უნდა წავსულიყავი, დემეტრემ შემომთავაზა რომ სახლში დამტოვებდა, ძალიან მინდოდა, რომ წავეყვანე, მაგრამ მორიდებამ არ მომცა უფლება, რომ პირველივე შეთავაზებაზე დავთანხმებულიყავი, მეორედაც შემომთავაზა, ხოლო ამ ცდუნებას ვერ გავუძლებდი და დავთანხმდი. მაქანაში რომ ჩავსხედით აშკარად შევამჩნიე სხვა გზაზე მიდიოდა, ოდნავ შემეშინდა, ვერ მივხვდი რას ცდილობდა, მაგრამ მოთმინებით ველოდებოდი სად წავიდოდა. მანქანა ტყეში შეიყვანა, შიშისგან აკანკალებულმა ვეღარ გავძელი და ვკითხე სად მიდიხარ მეთქი, მიპასუხა რომ მოკლე გზა იცოდა. მივხვდი, რომ მისი ნათქვამი სრული სისულელე იყო, მაგრამ ხმა არ ამოვიღე. ათი წუთი მივდიოდით მანქანა გააჩერა და თქვა რომ დავიკარგეთ. სულ დამავიწყდა სირცხვილი ისეთი პანიკა ავტეხე ამ დროს ვამჩნევდი რომ დემეტრეს ჩემს ისტერიკაზე ეღიმებოდა ამაზე კი უფრო მეტად გავბრაზდი და უფრო მოვუმატე ყვირილს.
-მიყვარხარ
სასწაული ხმოთ წარმოთქვა ეს სიტყვა... იმ წამსვე გავჩუმდი და რამდენიმე წამით ხმა ვერ ამოვიღე
-რა?
-ელეანორა ყიფშიძე... შენი ქერა მოკლე თმა, შენი ცისფერი თვალები, შენი თეთრი ნაზი კანი, შენი სხეული, შენი სახე, შენი პანიკა, შენ, შენ მიყვარხარ ელეანორა და მჭირდები
ჩუმად ვიყავი, ხმას ვერ ვიღებდი თავი დავხარე და ცრემლები წამომივიდა მერე თვალებში შევხედე და ვუპასუხე
-მე შენ დემეტრე...
ეს სამი სიტყვა ძლივს ვთქვი გაოცებისგან აღელვებულმა და რა მოხდა შემდეგ ნამდვილად არ მახსოვს.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ დემეტრემ ხელი მთხოვა. აღუწერელი და საოცარი გრძნობა... დიდი ბედნიერებაა სიყვარული, ბედნიერებაც და თანაც გრძნობა რომელსაც განძრახ ვერც წამოიწყებ და ვერც თავს ვერ აარიდებ, რომელიც ისე გაჩნდება, ვერც გააცნობიერებ, თანაც ბევრი სახისაა, მტკივნეული, სასიხარულო ან ზოგისთვის სახარბიელო, მაგრამ უნდა მოუფრთხილდე, რადგან შეცდომები ვერ გასწორდება.
2002 წლის 4 სექტემბერი (-ელეანორა)
ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდის უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე ვარ და გადავწყვიტეთ შვილს ელისაბედი დავარქვათ რადგან გოგონაა, მე და დემეტრე საოცრად გახარებულები დავრჩით ეს ამბავი რომ შევიტყვეთ და წინ ბევრი გეგმებიც დავისახეთ.



________________________________________

ვიცი ჯერ ძალიან ბანალურია და ჩვეულებრივი მაგრამ მინდა ვთქვა რომ მინი რომანის მსგავსს ვწერ და შემდეგი თავები ბევრად საინტერესოდ განვითარდება, თანაც ბევრს პრეტენზია გაუჩნდა ერთფეროვან ისტორიებზე ამიტომ ვაპირებ სხვა ჟანრში განვავრცო და არ იყო მხოლოდ თინეიჯერთა რომანტიკა ... გთხოვთ აზრები გამოხატეთ კომენტარებში ვიმედოვნებ რომ მოგეწონებათ! <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent