შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგ...(2)


11-06-2019, 02:30
ავტორი Stranger things
ნანახია 3 009

არ ინერვიულო როგორც კი მოვახერხებ შემოგივლით...ბაჩის აკოცე ჩემს მაგივრად ...მეც,ძილინებისა.-ხმა დაუთბა და რომ არ მცოდნონდა ჩვენს გავრდა აღარავინ არავინ იყო სახლში,სხვა მეგონებოდა...ცოლს ურეკავდა?წარბები შევკარი,შენ რაში გაინტერესებს!გავბრაზდი ჩემ თავზე. მალე ისიც გამოვიდა.
_____________________________________
თავი 2

-გავაგრძელოთ?-მითხრა და პირველად დავინახე მისი ღიმილი... საოცარი სიმშვიდე და ბედნიერება გადმომედო,მეც გავუღიმე და თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
დიდ ხანს ვითამაშეთ, შიგადაშიგ იცონოდა კიდეც ალბათ იმ ვიღაცაზე ნერვიულობდა ვისაც ასე თბილად ელაპარაკა და ახლა მოეშვა.
-შენ არავისთან არ გინდა დარეკვა?-მკითხა მე.
-არა... გაფრთხილებული მყავს ყველა რომ არ შემაწუხონ,დედაჩემს კიდევ გავუგზვნე შეტყობინება რომ კარგად ვარ.
-გასაგებია.-თქვა ხმადაბლა და კარტს ჩახედა.
-არადა ისე ძალიან მინდოდა ნორმალურად დამესვენა...-ვთქვი და იმ წამს ფანჯრიდან შემოსულ ელვის შუქს გავხედე.
-რთული სამსახური?
-ექიმი ვარ...პრაქტიკანტი...
-გასაგებია.
-და შენ?-ვკითხე მას შემდეგ რაც დავასკვენი რომ თვითონ არ აპირებდა თქმას.
-რთული სამსახური...-თავი გააქნია და გამიღიმა.-რამდენიმე დღით გამოვედი მაგრამ როგორც ხედავ მეც შენ სიტუაციაში ვარ.
-გეფიცები სამსახური მენატრება უკვე.-გამეცინა მე.
-განხრა?
-ქირურგობას ვაპირებ... საოცარი სამსახურია უბრალოდ საოცარი.-გავიმეორე და გამეღიმა.-მაგრამ ისეთი დამღლელია...ორი კვირით ძლივს გამოვაღწიე.
საკმაოდ გვიან დავამთავრეთ თმაში და დასაძინებლად დავწექით, მაინტერესებდა ბარგს ჩემოდანში რატომ ინახავდა და არ გადმოქონდა, სახლში მისი ნივთები არ ეწყო მხოლოდ ჩემი. უკვე ვიძინებდი თვალები რომ ვჭყიტე და უცებ წამოვყავი თავი.
-რა გქვია?-ვკითხე მოულოდნელად...წამის დაყოვნების შემდეგ სიცილი გავიგე, ბუბუნა და თბილი სიცილი.
-დემნა მქვია.-მითხრა ხმაში ისევ ისმოდა სიცილის ნოტები.-ახლა გაგახსენდა გეკითხა?-სახელი გონებაში კიდევ ერთხელ გავიმეორე.
-კი...-დავფიქრდი.-მე ახლა გამახსენდა და შენ თავშიც არ მოგსვლია გეკითხა?
-თეკლა...-თქვა მშვიდად.
-საიდან იცი?-ვკითხე და გაკვირვებისგან წარბები შევკარი.
-წიგნის ყდაზე გეწერა.-მითხრა და ხმამაღლა ამოისუნთქა.-დაიძინე.
ხმა აღარ გამიცია მშვიდად დავხუჭე თვალები და ჩამეძინა.
მეორე დღე წესით უფრო ჩვეულებრივი უნდა ყოფილიყო მაგრამ წვიმა გაძლიერდა და მასთან ერთად ჩემი ხასიათიც გაფუჭდა, ფანჯრიდან ვიყურებოდი ციყვს რომ მოვკარი თვალი, ეზოში სახლთან ახლოს მდგარი ნაძვის ტოტზე იყო შემოსკუპებული გამეცინა და სწრაფად გავვარდი გარეთ,..მაშინვე ვინანე, წამებში ისე დამძიმდა და დასველდა ჩემი ტანსაცმელი ნორმალურად ვეღარ ვმოძრაობდი, ფეხსაცმელები სულ დამისველდა და უკვე ჩემ თავს ვეჩხუბებოდი „იდეალური“ აზრისთვის, რომ ვიღაცის ხელი ვიგრძენი და სწრაფად შემოვბრუნდი სახლში.
-ისევ უხეშობ.-მივუბრუნდი წარბებშეკრული დემნას, მის გააბრაზებულ სახეს რომ წავაწყდი.ისეთი თაველბით მიყურებდა მგონი სახეზე ცისარტყელის ფერები გადამივიდა.
-შენ კიდევ ბავშვობ რა გინდოდა გარეთ ამ სიცივეში?ვერ ხედავ როგორი ამინდია?!-მითხრა და თავისით გამხადა სველი ჟაკეტი.
-ნამეტანი ხო არ მოგდის უცხოს კვალობაზე...მე და შენ როდის დავმეგობრდით?-ყოჩაღ ესე გააგრძელე...ჯერ თქვი ხოლმე და მერე იფიქრე, ეხლა ნახე ამის გაბრაზება.
-თეკლა მართლა ორი წლის ბავშვივით იქცევი რაა...სიცხემ რომ აგიწიოს ხომ ხვდები, აფთიაქში ვერ გავიქცევი.
-იმ ბიჭს არ გავხარ აფთიაქში რო მირბის ხოლმე.-გამეცინა და ჩემზე ორი თავით მაღალს ავხედე რომელსაც როგორც ყოველთვის სერიოზული გამომეტყველება აეკრა სახეზე.
-იმ გოგოს კვალობაზე ბევრს ლაპარაკობ წყლით რომაა გაჟღენთილი და ცოტაც და იატაკს დაალპობს.-წარბი ასწია დემნამ.-გამოიცვალე.-ხელით მიბიძგა საძინებლისკენ და კარი მომიხურა.
-დედას გამოგზავნილი ჯაშუშია უეჭველი.-ჩავიბუტბუტე და გამოცვლას შევუდექი.
-მოდი.-მითხრა ცოტა ხანში და ცხელი შოკოლადი მომაწოდა.
-ჩემთვის მოადუღე?..მადლობა...-ჩავიბუტბუტე და სწრაფად მოვსვი.
-ფრთხილად...-თვალები გაუფართოვდა და ჩემი გაფრთხილება სცადა.
-არაფერია ,ბავშვობიდან ასე ვსვამ .-გავუღიმე და კიდევ ერთხელ მოვსვი მდუღარე სითხე.
საღამოს დემნას სიტყვები გამართლდა, საშინლად მეწვოდა ყელი და თვალებიც მებინდებოდა.
-სიცხე გაქ არაა?-მკითხა და გვერდით მომიჯდა, ხმაში არც სიცილის ნოტები გამორევია და არც ნიშნისმოგებით უთქვამს,ტუჩები მჭიდროდ მოკუმა და ხელი აწია, შემდეგ შეჩერდა და თვალებში შემომხედა, წამით გავბრუვდი მაგრამ მივხვდი რომ მეკითხებოდა შეიძლებოდა თუ არა შემხებოდა...სწრაფად დავუქნიე თავი...ხო, ეხლა მკითხე და ნადირივით რო დამეტაკები ხოლმე არც მოგაფიქრდეს...სულ წვეტიანი აზრები როგორ უნდა გაწუხებდეს,ამ ფიქრებში ვიყავი დემნამ ხელის ზურგი რამდენიმე წამით რომ დამადო შუბლზე.-იწვი.
-შეგიძლია უბრალოდ წამალი მომიტანო.-ვუთხარი და ტუჩის კუთხე ჩავტეხე.-აფთიაქში გაქცევა არაა საჭირო კარადის უჯრაში მიდევს პატარა შავი ჩანთა და იქ უნდა იყოს.
დემნამ სწრაფად იპოვა ჩანთა და მომიტანა,გავხსენი, რამდენიმე წამალს შორის სიცხის დამწევი ვიპოვე და წყლის გარეშე დავლიე.
-არაუშავს მალე დაგიწევს.- მითხრა და პლედი მომაწოდა დივნის მეორე ბოლოდან.
-ციყვი იყო და მინოდა ახლოდნ მენახა.-ვთქვი ცოტა ხნის შემდეგ,მე ისევ დივანზე ვიწექი და ვცდილობდი თავის ტკივილისთვის გამეძლო,დემნა კი სავარძელში იჯდა და წიგნს კითხულობდა...წამით ისეთი გაოგნებული სახით შემომხედა ალბათ ეგონა ვბოდავდი მაგრამ მიხვდა რომ გარეთ გასვლის მიზეზი ვუთხარი.- პატარაობაში მამამ ციყვი მომიყვანა...-გამეღიმა მე.-პატარა და ყავისფერი იყო...
-არ შემშლია ნამდვილად ბოდავ.--გაეღიმა ბიჭს და მივხვდი რომ მისი გამოხედვა სწორად წავიკითხე...მოიცა რა თქვა?
-აღარ მოგიყვები.-შუბლი შევკარი და მეორე მხარეს გადავბრუნდი.
-ბოლოს რა დაემართა ციყვს?-მკითხა რამდენიმე წუთის შემდეგ, ძალიან ჩუმი ხმით
-გამექცა.-ვჩურჩულითვე ვუპასუხე.
-ციყვმა შეჩვევა არ იცის...ნუ იდარდებ როგორც არ უნდა გეცადა მაინც გაიქცეოდა.-გამიკვირდა რომ ამყვა.
აღარ მახსოვს როგორ დამეძინა, დილით მწველმა მზერამ გამაღვიძა თვალების გახელისთანავე დემნა დავინახე, წამით თვალები სულ ცოტა გაუფართოვდა თითქოს დამიბღვირა და აბაზანისკენ წავიდა...მიყურებდა?ალბათ აინტერესებდა როგორ ვიყავი...ჩემ საწოლში რატო ვარ?მოიცა დივანზე არ დამეძინა?..
-მადლობა რომ აქ გადმომიყვანე.-ვუთხარი აბაზანიდან გამოსულს, სველ თმაზე ხელი გდაისვა და შემომხედა.-მძიმე ვარ არ იყო საჭირო ჩემ საწოლზე დაგეძინა.
-კი წელი ჩამწყდა.-გაეცინა და სამზარეულოში შევიდა.
საუზმის მომზადების უფლება არ მომცა ისევ მქონდა სიცხე და პლედებში გახვეული ვიწექი.
კიდევ ორი დღე ისე წვიმდა წასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო მე კი დემნას შევეჩვიე, უფრო ხშირ-ხშირად ვალაპარაკობდით, გაცილებით ხშირად კი ვუყურებდი ხოლმე , მეც ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას, უხომდ გავხედავდი და ასე ვისხედით, შემდეგ ისევ მე ვაშორებდი თვალს.
დენი რომ მოვიდა იმდენად გამიხარდა წვიმა სულ გადამავიწყდა,მაშინვე ტელევიზორი ჩავრთე და ფილმის ძებნას შევუდექი. დემნასაც ყვარებია ფილმები და საბოლოოდ რაღაც ახალი სერიალი დავიწყეთ, დრო ისე გაგვეპარა საათს რომ შევხედე უკვე ღამის სამს აჩვენებდა, მაგრამ სერიალი გვაინტერესებდა და კიდევ ერთი სერიის ნახვაზე შევთანხმდით...
თვალები გავახილე და წამის მეასედში ვიგრძენი ზურგის ტკივილი, მჯდომარეს მეძინა და ბიჭის მხარზე მედო თავი, ჩუმად გავხედე დემნას...ეძინა,ისე მშვიდად სუნთქავდა...ძალიან ლამაზი მეჩვენა, გამახსენდა პირველივე ნახვაზე ქანდაკებას რომ შევადარე და წამით შურიც კი ვიგრძსნი მისი დახვეწილი ნაკვთების გამო,ჩემ აზრებზე გამეღიმა და თავი იმაში გამოვიჭირე რომ საკმარისზე მეტ ხანს მივშტერებოდი.
-არაა საჭირო ამდენი ყურება...შენ უფრო ლამაზი ხარ შეგიძლია უბრალოდ სარკეში ჩაიხედო.-თქვა და ნელ-ნელა გაახილა თვალები შემდეგ ჩემკენ მოაბრუნა სახე და დამაკვირდა... მე ისევ მის მხარზე მქონდა თავი ჩამოყრდნობილი და ქვევიდან ვუყურებდი, ისც გავიაზრე რა მითხრა, შეშინებულივით წამოვხტი და აბაზანისკენ გავემართე.
წვიმამ გადაიღო, მაგრამ ჩემ თავს ბედნიერებას ვერ ვატყობდი ,ხასიათი გამიფუჭდა და მიზეზს ვერც კი ვხვდებოდი რატომ.
-ვფიქრობ,ხვალ დილისთვის წასვლა შეგვეძლება.-მითხრა დემნამ ღიმილით,საღამო იყო ტელევიზორს ვრთავდი რომ სერიალი გაგვეგრძელებინა.კიდევ უფრო ამეშალა ნერვები, სერიალს უხმოდ ვუყურებდი მაგრამ არაფერი მესმოდა.
-თბილისში საშინლად ეცხელება.-ვთქვი ჩურჩულით,უკვე ვიძინებდით და მეც პირველი დღე გამახსენდა რომ ვნატრობდი არ გაეგონა ჩემი ნათქვამი.
-ეცხელება.-მიპასუხა იმავე ტემბრით როგორც პირველად.
არ ვიცი რამდენი დრო იყო გასული რაც ვცდილობდი დამეძინა მაგრამ ყოველი ჩემი ცდა მარცხით მთავრდებოდა, საწოლში ვერ ვისვენებდი და წამდაუწუმ გვერდს ვიცვლიდი, ვიცოდი რომ ბოლო საათებს ვატარებდი აქ და ეს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებდა დარდს.წამოვდექი და დივანს მივუახლოვდი.
-ჩაიწიე.-ჩავიბუტბუტე და ცხოვრებაში ყველაზე უცნაურ და ბოლომდე გაუგებარ ინსტიქტს მივყევი და დემნას გვერდით დავწექი. სიბნელეში მისი ნაკვთების გარჩევა ვცადე. მალე ცივი თითები ვიგრძენი კისერზე, ნაზად მეფერებოდა, შემდეგ კი თმისკენ წაიღო და კულული დაიხვია თითზე.ხმას არც ერთი ვიღებდით.
-სერიალს ვუყუროთ?-ვკითხე რამდენიმე წუთის შემდეგ და პულტს დავავლე ხელი.
-ვუყუროთ.-გამიღიმა და ტელევიზორს გახედა.
მეორე დღეს ჩემ საწოლში გავიღვიძე, გუშინდელ ღამეში ასი პროცენტით რომ არ ვყოფილიყავი დარწმუნებული ალბათ მეგონებოდა რომ მესიზმრა, დემნა იმ წამს გამოვიდა აბაზანიდან და ჩემკენ გამოიხედა, რომ დამინახა მეღვიძა შეყოვნდა და ჩემკენ წამოვიდა, თითქოს დენმა დამარტყაო ფეხზე წამოვხტი“დილამშვიდობისა-თქო“ ჩავიბუტბუტე და აბაზანაში შევვარდი.
დემნა სახლის უფროსს ელაპარაკებოდა რომ გამოვედი,ნივთები სწრაფად მოვკრიფე და მომლოდინედ შევხედე.საწოლის ქვეშიდან ბარგი გამოიღო, შემომხედა და შუბლშეკრული წამოვიდა ჩემკენ.
-დავრჩეთ.-მითხარ ძალიან ხმადაბლა, სუნთქვა შემკრა მეც მინდოდა დარჩენა მაგრამ ის გრძნობა რომ ის ჩემთვის სრულიად იცნობი იყო ისევ არ მაძლვდა მოსვენებას...გუშინ მშვენივრად ეხუტებოდი, გაჰყვიროდა ჩემი გონება.
-ვერ დავრჩებით.-ვუთხარი რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ.
დემნამ უეცრად ხელი ჩამკიდა და ჩემთან ერთად გავიდა სახლიდან, ხმა არ ამომიღია როცა კარი ისე ჩაკეტა რომ ხელი არ გაუშვია ჩემთვის და მთელი გზა ასევე გაიარა. მე გაბრუებული მივყვებოდი და მთელი გზა ისე გავიარეთ ვერც კი მივხვდი, მხოლოდ მაშინ გავიაზრე მანქანა რომ დავინახე. ცოტა მოშორებით კი ჩემი გამოძახებული ტაქსი იდგა.
-მე წაგიყვან.-მითხრა და საფულე ამოიღო, ტაქსთან მივიდა და ისე სწრაფად უთხრა რაღაც და გადუხადა რომ შეწინააღმდებაც ვერ მოვასწარი.
შემდეგ კარი გამიღო და თბილისამდე უხმოდ ვიმგზავრეთ, მე გაკვირვებული ვიყავი მისი საქციელით და თან არ ვიცოდი რა მეთქვა, შიგადაშიგ ვუყურებდი და მის მზერასაც ვიჭერდი, ეღიმებოდა და უხმოდ აგრძელებდა მართვას.
-თუ შეიძლება აქ გააჩერე, მეგობართან უნდა მივიდე.-ვუთხარი როცა უკვე თბილისის ქუჩებს მივუყვებოდით.
-მასთან მიგიყვან.
შეწინააღმდეგების გარეშე ვასწავლე გზა მარიამის სახლამდე... მანქანა რიმ გაჩერდა კიდევ ერთხელ ნათლად გავიაზრე ის რომ დემნა მიდიოდა, გავხედე და ღრმად ამოვისუნთქე.
-მადლობა რომ მომიყვანე.
-თეკლა...-დაიწყო და გამიღიმა, მაგრამ თითქოს რაღაც გაახსენდაო წარბები შეკრა და თვალები დახუჭა,ვერ მივხვდი რა მოხდა მაგრამ ისევ უხომდ დაველოდე რას იტყოდა.- შევხვდებით.-ჩემკენ მობრუნდა და კისრზე ნაზად ჩამომისვა თითები.
თავი დავუქინე და მანქანიდან გადავედი, გონზე რომ მოვედი მარიმთან ვიჯექი დივანზე და ცვივი ყავა მეჭირა ხელში.
-რა გჭირს ასეთი?-მკითხა სიჩუმით შეწუხებულმა გოგომ, თვალები დავხუჭე, თავი უკან გადავწიე და მაშინვე დემნას მოქნდაკებულმა სახემ გაიელვა ჩემ გონებაში.-მეგონა გაგიჟდებოდი და აქმდე უკვე გამოლანძღული გეყოლებოდი.
-არ გეჩხუბები, ხვალიდან რუსულის მასწავლებელთან რომ იწყებ სიარულს ისიც გეყოფა.
-ტელეფონზე ხომ აგიხსენი, მართლა შემთხვევით მოხდა.-დაიწყო თავის მართლება.
საღამომდე მასთან ვიყავი ფილმი ჩართო და ერთად ვუყურებდით მე კიდევ მაჯნც ერ ვისვენაბდი.
-რაღაც გჭირს.-დაასკვნა ისე რომ ტელევიზორსთვის თვალი არ მოუშორებია.
-არაფერია.
-რაღაც გჭირს- გაიმეორა.
თვალდახუჭულმა გავაქნიე თავი და ყველაფერი მოვუყევი,წინა ღამის გამოკლებით, გოგო მოულოდნელობისგან დიდი ხნით იჯდა ჩუმად.
-ის მაინც თუ იცი რა გვარია?-მე უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე .-ამხელა ექიმი ქალი ესეთი დაბდურა როგორ ხარ მიკვირს რაა.- თქვა მარიამმა და უიმედო გამომეტყველებით შემომხედა.



№1 სტუმარი Anna

იმედია ცოლ-შვილი არ ჰყავს ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent