შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და სიყვარული(სრულად)


11-06-2019, 13:59
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 2 251

სიყვარული - ეს ის გრძნობაა, რომელიც ადამიანთან მხოლოდ ერთხელ მოდის და რომელსაც შეუძლია ადამიანი გააბედნიეროს ან დაასევდიანოს. როდესაც ვინმე გიყვარს, ყველა უნდა გააქრო შენი და მისი სამყაროდან და არ უნდა მოუსმინო იმ უარყოფით აზრებს, რომლებსაც თქვენი "კეთილისმსურველები" გამოთქვამენ. მხოლოდ და მხოლოდ ორ ადამიანს უნდა დაუჯერო, შენს თავს და მას. საკმარისია დაიწყო შენი "გულშემატკივრების" უარყოფითი აზრების გათვალისწინება, რომ ყველაფერი ნგრევას დაიწყებს და საბოლოოდ ორი ადამიანის ურთიერთობა მიწასთან გასწორდება, ხოლო ის "გულშემატკივრები", რომლებიც მუდმივად ტვინს გიჭამდნენ, რომ ის გაგეკეთებინა რასაც გეუბნებოდნენ, ისევ ბედნიერები იქნებიან და თქვენ ორნი კი დაშორდებით, იჩხუბებთ, ერთმანეთს უნდობლობაში დაადანაშაულებთ(მართალიც იქნება), გაიხსენებთ ყველა ძველ წყენას და ვინ იცის, შეიძლება სამკვდრო-სასიცოცხლოდაც გადაემტეროთ ერთმანეთს. და გარკვეული დროის შემდეგ ასეთი ადამიანების შერიგება, მაინც არ იქნება მყარი, რადგან როგორც მოგეხსენებათ ყველაფერი ახალი ბევრად უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ზუსტად იგივე მაგრამ შეკეთებული.
საბოლოო ჯამში მივიღებთ ორ უბედურ და დეპრესიულ ადამიანს, რომლებიც ბედნიერი და უსაქმური ხალხით იქნებიან შემოფარგლულნი.
იცით რა? ნებისმიერი რამე ან ვინმე უნდა გაწირო იმისთვის რომ ბედნიერად გაატარო ეს ცხოვრება მასთან ვინც გიყვარს. როდესაც ამ საკითხს ეხება საქმე უნდა დაივიწყო ყველა და ყველაფერი და მიენდო გულს, გულს რომელიც არასდროს მიიღებს არასწორ გადაწყვეტილებას. იცით ამას რატომ გეუბნებით? საბედნიეროდ ასეთი რამ არც გადამხდენია და იმედია არც გადამხდება თუმცა არსებობს მრავალი მცდელობა იმისა რომ დაინგრეს ჩემი და იმ ერთადერთი და განუმეორებელი ადამიანის ურთიერთობა. მაგრამ არასდროს, არავის, არაფერი არ გამოუვა ჩვენს წინააღმდეგ, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: მე ის მიყვარს!
ახლა კი დროა მოგიყვეთ ჩემი რამდენიმე "სასიყვარულო" ისტორია, თუ შეიძლება ამ უკანასკნელის გარდა სხვებს სიყვარული ეწოდოს.
ჩემი "სასიყვარულო" ისტორიები ჯერ კიდევ პირველი კლასიდან იწყება, როდესაც ჩემი კლასელი მომწონდა. მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი და ფაქტობრივად მხოლოდ გარეგნულ მხარეს ვაქცევდი ყურადღებას. ძალიან მომწონდა, წერილებს ვწერდი, ის კი ტიროდა. რა ატირებდა ღმერთმა იცის. ჩემი ძმაკაცები აჩი არაბა და გიო ვარამა კი ყველანაირი გეგმის განხორციელებაში მეხმარებოდნენ, მათ შორის საჩუქრის "ჩუმ მიწოდებაში". გაიტყუებდნენ მთელ კლასს გარეთ და მე საჩუქარს და წერილს ვუდებდი ჩანთაში.
ეს ყველაფერი ორი წელი გაგრძელდა, შემდეგ კი მას თავი დავანებე და ვითომ აქ არაფერიო და ჩემზე ორი წლით უფროსი გოგო "შემიყვარდა", რომელიც შემდგომში ჩემს ლექსებში გხვდებათ როგორც ერთერთი მუზა. ოხ რა ლამაზი იყო. სიყვარული ავუხსენი, მაგრამ როგორც ყველა ნორმალურ გოგოს, მასაც ისეთივე რეაქცია ჰქონდა. შეიძლება სიცილით მოკვდა, მაგრამ ამავდროულად აშკარად ძალიან გაბრაზებული იყო. რაღაც პერიოდის განმავლობაში ვერ მიტანდა, ვძულდი, სოციალურ ქსელში დამბლოკა და მოკლედ ესეც ასე საშინლად დამთავრდა. გავიდა ორი წელი და ახალი ადამიანის მიმართ გამიჩნდა სიმპატია და სამი წლის განმავლობაში ის მომწონდა, თუმცა ამის შესახებ მან დღემდე არაფერი იცის და ვერც ვერასდროს გაიგებს ან რატომ უნდა გაიგოს? ახლა მაინც აღარ არსებობს მსგავსი გრძნობა(თუ საერთოდ შეიძლება გრძნობა დავარქვათ) და კარგი ნაცნობები ვართ.
რას ვგრძნობდი და რა ხდებოდა ბოლო ორი "სასიყვარულო" ისტორიის მიმდინარეობისას ჩემში? ოო, ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ამ პერიოდში პირველად მოხდა ისე, რომ ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნას, სხვა ოთახში და თან სიბნელეში ვარჩიე ყოფნა.ვფიქრობდი, ვფიქრობდი და თან ჩემი წარმოსახვები მქონდა, რომლებიც მეთვითონვე ვიცოდი, რომ არასდროს იქნებოდა რეალური.შეიძლება ითქვას, რომ აქედან იწყება ჩემი სევდიანი და შემდგომში სასაცილო ისტორიები. ახლა რომ ვიხსენებ ამ ყველაფერს, ძალიან მეცინება, რადგან სიმართლე რომ ვთქვათ არ არსებობს ტრაგედია კომედიის გარეშე და კომედია ტრაგედიის გარეშე.
და სამი წლის შემდეგ ვეზიარე ჭეშმარიტ სიყვარულთან ცოტათი მიახლოებულ გრძნობას. გრძნობას, რომელმაც გონება თან დამიბინდა და თან გამიხსნა, რომელმაც დამაწყებინა წერა, აღმავსო გრძნობებით, მაგრამ თან დარდით და უიმედობით, რომელმაც თან დამაბრმავა და თან თვალი ამიხილა, რომლის დროსაც ვეღარავის ვხედავდი იმ გოგოს გარდა. ანნა - ამ სახელის გაგონება და ჩემი გულის აჩქარება ერთი იყო. მიუხედავად იმისა რომ არც ვუყვარდი, არც ვძულდი და რბილად რომ ვთქვათ სულაც არ ვაინტერესებდი, მომდევნო სამი წელი გაჟღენთილი იყო ტანჯვითა და სიამოვნებით. მაზოხისტი არ გეგონოთ, უბრალოდ სასიამოვნოა როდესაც ვიღაც გიყვარს და ნამდვილი ტანჯვა-წამებაა როცა ამ ადამიანში ვერანაირ ემოციას იწვევ.
ამ მოთხრობაში რიგით მეორედ უნდა ვახსენო ვარამა და არაბა(გიო ვარამაშვილო და აჩი არაბიძე) რომლებიც ანნასთვის საჩუქარს ყიდულობდნენ(რა თქმა უნდა ჩემი თხოვნით), შემდეგ მე გადმომცემდნენ, მე კი ანნასთვის მიმქონდა. პირველად და არა უკანასკნელად უნდა ვახსენო ჩემი ერთერთი საუკეთესო ძმაკაცი თორნიკე ტოტიკაშვილი(ტოტიკა) რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ანნასთან დაკავშირებულ გრძნობაში და არამარტო ანნასთან. საერთოდ ყველასგან განსხვავებული იყო, არის და იქნება. ძალიან ბევრი ცხოვრებისეული საკითხის გადაწყვეტაში დამეხმარა. ეს პირველი ძმაკაცი იყო რომელიც გვერდში დამიდგა არამარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც, რადგან ძალიან კარგად ესმოდა ჩემი და მუდმივად ჩემს გვერდით იდგა. ახლაც კარგად ესმის ჩემი და ახლაც გვერდით მიდგას. მიუხედავად იმისა, რომ ორი წელია ქართულ პორტო ფრანკოში(ბათუმში) გადავიდა საცხოვრებლად, ჩვენს ძმობაში ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგან მანძილი ვერაფერს ნამდვილს ვერ დაანგრევს. მანძილი რა ჩემი ფეხებია და თან მითუმეტეს დღევანდელ დროში.ირაკლი ჩარკვიანს უთქვამს, დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობსო. მიუხედავად ჩემი მისდამი და მისი შემოქმედებისადმი დიდი პატივისცემისა, ამაში ვერ დავეთანხმები, რადგან მგონია რომ დრო ყველაფერს დაინდობს რაც ნამდვილია. მართალია თემიდან ცოტათი გადავუხვიე მაგრამ არ შემეძლო ეს ყველაფერი არ მეთქვა. რაც შეეხება ანნას, ჩემი პირველი მუზა იყო და სწორედ მისით დაიწყო ჩემი ლექსები. სამი წელი გასტანა მის მიმართ ამ "გრძნობამ" და ლექსებმა.
და რა ხდება მასთან დაკავშირებით დღეს?! არც არაფერი, უბრალოდ დიდ პატივს ვცემ და ვთვლი რომ ერთერთი გამორჩეული, შეუცნობელი და უბრალოდ საინტერესო ადამიანია. ხშირად მეკითხებოდნენ და მეკითხებიან: "არ ნანობ იმას, რომ წლები შესწირე იმ ადამიანებს ვისაც არ უყვარდი?" და ჩემი პასუხი ამაზე ცხადია ყოველთვის ერთია: არა! რადგან განვლილი 9 წლის განმავლობაში ამ ადამიანებისგან ბევრი რამ ვისწავლე და საერთოდ არ შეიძლება რაიმეს ტკივილის გარეშე მიაღწიო და იცით რატომ? ასე ცაში ყურებით არაფერი გამოდის და თუ ოდესმე მოხდა სასწაული და უმოქმედობის დროს ვიღაც გამოჩნდა და შენს გვერდით დადგა, მას ისევე ადვილად დაკარგავ, როგორ ადვილადაც მოიპოვე!
მას შემდეგ რაც ლექსების წერაც დავასრულე ანნაზე, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. პირველ რიგში მასთან დაკავშირებული ყველა ლექსი თუ გრძნობა წარსულს ჩავაბარე, იცით რატომ?! დავიღალე ამდენი უიმედობით და ტანჯვა-წამებით, მეც ადამიანი ვარ, შეიძლება ბევრისგან განსხვავებული, თუმცა მაინც ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები. და დადგა ის დრო როდესაც აღარავის მიმართ ვგრძნობდი რამეს და ზედმეტად უდარდელი გავხდი. მაგრამ სულაც არ მომწონდა ეს ყველაფერი, რადგან ჩემი ცხოვრების 90 პროცენტი ხელოვნებისგან შედგება. ეს გრძნობებიც, ზოგი ნამდვილი და ზოგიც გამოგონილი, ხომ ხელოვნების ნაწილია.
აღარც ლექსი, აღარც გრძნობა,
მუდამ მქონდა ღვინით თრობა.

მოკლედ უსარგებლო რომანტიკოსად ვიქეცი. ხო და სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა ის ერთადერთი და განუმეორებელი ადამიანი, რომელიც სიგიჟემდე შემიყვარდა და რომელსაც შევუყვარდი. და სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი და დეას ურთიერთობა და სიყვარული ისევ და ისევ თორნიკე ტოტიკაშვილის(ტოტიკას) დამსახურებაა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დეასთვის ყველაფერი მეთქვა: მაქსიმალურად დამაიმედა და შეიძლება ითქვას გარანტია მომცა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. და მართლაც ყველაფერი ასე გამოვიდა.
იცით როგორ მიყვარს დეა? არც იცით და ვერც ვერასდროს გაიგებთ, რადგან მისი მსგავსი ვერასდროს შეგხვდებათ, ყველასგან განსხვავებულია. ყველაზე ლამაზია, ყველაზე მშვებიერი, ყველაზე საყვარელი, ყველაზე ფაქიზი, ყველაზე ჭკვიანი და უბრალოდ განსაკუთრებული.
მე ის სიგიჟემდე მიყვარს, ვაღმერთებ და მის გამო ყველას და ყველაფერს დავთმობ და გავწირავ. დასრულდება თუ არა ოდესმე ეს ყველაფერი? დიახ, მაშინ როდესაც მოვკვდები!

და ბოლოს, იცით რა არის სიყვარული? როდესაც ერთი ადამიანის გამო მზად ხარ სხვა ყველაზე და ყველაფერზე უარი თქვა და იმ ერთ ჭეშმარიტს მიუძღვნა შენი ცხოვრება. მიყვარხარ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent