შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკვეთილი მისია /სრულად/


11-06-2019, 18:07
ავტორი Someone wandering
ნანახია 5 618

''როცა მეფეს ესხმი თავს ჯობია არ ააცილო''
ომარ ლითლი

რა აქვთ საერთო ისტორიის მთავარ გმირებს?
1)ყველას ინტერესის სფეროს წარმოდგენს საკუთარი პროფესიის დაცვა.
2)ყველა მათგანს აკავშირებს მთავარი-დაკვეთილი მისია.
********
-ევა დაუჩქარე,სამსახურში გვაგვიანდება-ყვირის ოთახში მყოფი დაქალი და კოლეგა კატო
-მზად ვარ,მოვრჩი ყველაფერს.
-არაპუნქტუალურო!
-ეგ მე მაკადრე?-შეიცხადა
-სწორედ რომ ეგრეა.
-მზად ვარ და შეეშვი ბევრ ლაპარაკს. გასაღები არ დაგავიწყდეს. გახსოვს სად დადე?
-როდის დამვიწყებია?!
- 2 წლის წინ,კლუბიდან რომ ვბრუნდებოდით ჩემი გასაღები მთვრალმა ტაქსიდან მოისროლე,შენი კი,თურმე ბინაში გქონდა დატოვებული. 3 თვის წინ კინაღამ დაიწვი,როდესაც გასაღებს გახურებულ მიკროტალღურ ღუმელში ეძებდი
-გვეჩქარებოდა ჩვენ.
-''როცა მეფეს ესხმი თავს ჯობია არ ააცილო'' ხომ გახსოვს კატუშ
- შენ და შენი დევიზი რაა. მთელი 8 წელია ამას ვისმენ
-დამიჯერე, გამოგადგება.
-გამოადგი ფეხი,თორემ სახლში ჩაგკეტავ დედა მომიკვდეს.
-მეც მაქ გასაღები ისე-აღნიშნა ევამ- ქერა ხარ თხემიდან ფეხამდე.
-ლამაზი,ტანადი,ჭკვიანი ქერა თხემიდან ფეხამდე-შეუსწორა და ჩაიცინა
-თვითდაჯერებულობის სინდრომო გამოდი ჩემი დაქალის ორგანიზმიდან
-არ ესმის,გასულია მომსახურების ზონიდან.
კოლეგები ოფისისკენ მიმავალ გზას გაუდგნენ, ისინი პიარ-მენეჯრები არიან.
********
-ბატონო ვაჩე თუ შეიძლება აწიეთ თქვენი უკანალი და სასადილოდ ჩამობრძანდით-უყვირა საწოლში მყოფ ძმას ნიამ.
-აუ ნია თუ ავდექი დედა მომიკვდეს სიცოცხლეს გამოგასალმებ. ამ დილაადრიან რა ჯანდაბა გინდა ჩემთან?
- ადექი ახლა, არ მომიშალო ნერვები
-მე ვარ 28 წლის ზრდასრული მამაკაცი,როგორც მინდა ისე მოვიქცევი და ათასჯერ გეუბნები ჩემ ოთახში დაუკაკუნებლად ნუ შემოდიხარ და რა გაღრიალებს კიდეეე?
-ვაიიმეე ჩემი ბიჭი გაბრაზდაოოო, ვინ არისო ჩემი დათვის ბელიო-ძმას მიუახლოვდა და ლოყებზე აკოცა
-აუ, გადიი გოგოო, ელზა სად არის? საჭმელი მან უნდა მოამზადოს და არა შენ,რას დამადექი ამ დროს სახლში?-მოიშორა პატარა დაიკო
-მერედა ვინ გითხრა რომ საჭმელი მე მოვამზადე?
-ჰოო არ გაგიკეთებია თუ?
-მოკლედ, ელზა სამზარეულოშია,შენ გელოდებით ზარმაცო
-ეს მე კი არ ვარ ზარმაცი შენ ხარ თავხედი
-მეე?თავხედი? ეს რა მაკადრე ძამიკო
-აბა რომელი ნორმალური ადგება ამ დროს ადამიანს სახლში?
-რომელი ნორმალური მე მნახე ჩემ თავს გაფიცებ
-პრინციპში მართალი ხარ. ახლა კი ქვევით ჩადი
-კაი რა იყო, რას მაგდებ
-გოგო, გამაღვიძე და ახლა აღარც ჩაცმის საშუალებას მაძლევ?
-კაი ხო ჩავდივარ, ნუ მებღვირები შენი ჭირიმე.
-ღმერთო მომეცი გამძლეობა-ჩაილაპარაკა ვაჩემ
-ჩვენში დარჩეს და გავიგონეე
ნახევარ საათში ვაჩე სამზარეულოში ჩავიდა,იქ მოფუსფუსე ელზა და ნია დახვდა.
-გამარჯობა ელ-მიესალმა ქალს
-გაგიმარჯოს ვაჩე
-ელზა, ამ ხისთავიანს რა ჯანდაბა უნდა 7 საათზე რომ დამადგა სახლში?-მზერა დისკენ გააპარა,რომელიც სასადილოდ მოემზდა
-რა იყო ვაჩიკო, მქონდა მიზეზი-თავი ჩახარა პროფესიონალმა მსახიობმა
-რამდენჯერ გაგაფრთხილე ნუ მომმართავ მაგ სახელით მეთქი-შეუღრინა
-არ ვიცი ვაჩე შვილო, ასე მითხრა,სახლში მოვიწყინეო-ჩაიცინა ქალმა
-მერედა აქ გასართობი ბაღი ნახე გოგო?
-ბავშვები გვაკლია,თორემ ნამდვილად გასართობი ბაღია-არ ჩამორჩა ძმას
-ჩემ მოთმინებას ცლი ნია!
-დამტენზე შეგაერთებ და ენერგიაც მოგემატება
-მშობლები მოსაკლავი მყავს სამსახიობოზე რომ ჩაგაბარებინეს შენ.
-არავის აქვს უფლება ჩემ ცხოვრებაში ჩაერიოს.
-არა ჰოო? ახლა ისეთს შემოგცხებ რომ ნახავ მერე ვის რა უფლება აქვს შენ ცხოვრებაში
-შემომცხებ და მეც ისეთს მოგიქნევ გაგაგორებ დაჭრილი დათვივით
-კარგით ბავშვებო ისადილეთ-ჩაიცინა ელზამ
-ელზა დაგვტოვე გთხოვ-უფროსი ხომერიკი მიუბრუნდა
-ახლავე
-ნია შენ თავს ვფიცავარ მოთმინება ამომეწურა,უკვე მერამდენედ მადგები სახლში ხან 6,ხან 7 საათზე, ავფეთქდები მალე. ან თუ მოდიხარ რამით მაინც დაკავდი ეს დედა ნატირები, მაინც და მაინც ჩემთან რომ შემორბიხარ გასაღვიძებლად
-ამდენად გაწუხებ ვაჩე?-სადღაც გაქრა ის ხალისიანი გოგო. მისი დის ასეთი სახის დანახვისას თავი შეძულდა ვაჩეს
-მოდი ჩემთან...ჰოო მოდიი რას მიყურებ მამა აბრამის ბატკანივით-მუხლებზე დაისვა ნია-ახლა კი მითხარი, რამე გაწუხებს? ხომ მითხარი მიზეზი მაქვსო?-ნიკაპით მხარზე დაეყრდნო დას
-ხო, მაქვს
-მერედა მითხარი გოგო რას შემშალე ამხელა კაცი
-სინამდვილეში გუშინაც აქ დავრჩი...
-რაა?
-მათქმევინებ ახლა? ისედაც მიჭირს-ძმას მოშორდა და მის წინ დაიკავა ადგილი
-კაი,გისმენ-ბიჭი დაიძაბა
-გუშინ მე და ნიკა ვიყავით კლუბში, გავერთეთ,ცოტა დავლიეთ კიდეც. თუმცა მან აშკარად ბევრი დალია,რატომღაც მე დებილს გასეირნება მომინდა...ჰოდა ის მეუბნება რომ ვეღარ ითმენდა და მაშინვე მისი უნდა გავმხდარიყავი, აზრზე ვერ მოვედი ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი...-თვალები დახუჭა და ცრემლი გადმოუგორდა
-რა მოხდა? არ გადამრიო მითხარი რომ იმ არაკაცმა არაფერი დაგიშავა თორემ სიცოცხლს გამოვასალმებ!-ღრიალებდა ფეხზე წამომხტარი ვაჩე-ნიაკო, ნიიი, ჩემო ლამაზო მითხარი რამე დაგიშავა?-სახე მის ხელებში მოიქცია და სევდიანად შეხედა, გული ეწვოდა.
-არა.ცდილობდა,მაგრამ ვიღაც ბიჭი გამოჩნდა და ცემა, მან წამომყვანა ტაქსით, მშობლებთან ასე ვერ წავიდოდი. ინერვიულებდნენ,თან მეტყოდნენ ხომ გაფრთხილებდით რომ მაგ ბიჭთან ურთიერთობა შეწყვიტეო, მართლებიც არიან. 1 წელი ტყუილად დავკარგე, რა ბრმა ვიყავი, ღმერთო-ტირილი დაიწყო გოგომ, ვაჩემ სიბრაზისგან კბილები გააჭრიალა და ნიას მოეხვია
-გპირდები ის ვეღარ შეგეხება! ვეღარასდროს! გეფიცები.
-გთხოვ, რამე შარში არ გაყო თავი, გევედრები ვაჩე. ხომ იცი როგორ გენდობი, მიყვარხარ, არ მინდა რამე მოხდეს
-მე და შარი? ღადაობ ნიი? შენ მაგაზე არ იდარდო ჩემო ტკბილო. ახლა კი ცრემლები შეიმშრალე, ასეთს ვერ გიყურებ. თავი ხელში აიყვანე.
-მიყვარხარ. ეს გახსოვდეს კარგი?
-როგორ არ მიყვარს ეს სენტიმეტალურობები-ჩაიცინა-მეც მიყვარხარ ჩემო სიცოცხლის აზრო.
-აბა შე თავხედოო?
-თავხედიც ხარ,ზოგჯერ.
-შენ კიდევ უხეში.
-ოღონდ,ზოგჯერ.
********
ვაჩემ ნია სახლში წაიყვანა,თავად კი ნიკას მიაკითხა, საქმეს ყოველთის ისე აგვარებდა,რომ მის საყვარელ ადამიანებს საფრთხე არ შექმნოდათ,ამას არც ვინმეს გააგებინებდა,ყველაფერს თავად აწესრიგებდა.
-ვაა ვაჩეე?
-სახლში შეეთრიე-შეუღრინა და საყელოში ხელი წაავლო
-ეეეე, რა ხდება ტოო
-მეორედ ჩემ დას შეხვდები, ან დაელაპარაკები და ციხეში ამოგალპობ
-ესე იგი ჩაგიკარკლა არა??
-შენი ბო*ი დედაც მოვ**ან-მუშტი მოუქნია და თითი დაუქნია-მეორედ ნიას აღარ შეეხები,თორემ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ გასაგებია?
-შენი და ისედაც ფეხებზე მეკიდა,მხოლოდ ფული მაინტერესებდა,წაათრიე ეგ კახპა, შენთან გყავდეს
-შე პიდარასტოოო, შენ მოგი**ან სუყველაფერი-გამეტებით ურტყამდა ნიკას,ბოლოს კი შეჩერდა,თმაში მოქაჩა და ჩაჩურჩულა-როცა მეფეს ესხმი თავს ჯობია არ ააცილო. აქ მეფე მე ვარ,შენ კიდევ მათხოვარი ხარ, შენი ადგილი იცოდე, ჩემ საკუთრებას აღარ გაეკარო თორემ, სიკვდილს მოგანატრებ ციხის კედლებში შე საცოდავო,ამაზე პირადად მე ვიზრუნებ.
-კარგი ჰოო, გასაგებიაა. გამიშვი და წადი ჩემი სახლიდან
-წავალ აბა რას ვიზამ! ნაგავი ხარ-მისკენ წაიწია
-კიდევ უნდა დამარტყა? დატოვე ჩემი სახლიი
-ყველაფერთან ერთად ლაჩარიც ყოფილხარ, შე სირო-მიაფურთხა და ბინა დატოვა
********
ოფისში ყოფნის დროს საზღვარგარეთ მყოფმა კლასელმა დაურეკა,დაახლოებით ნახევარ საათი საუბრობდნენ,მონატრებული ალექსის ხმის გაგონება ძალიან ესიამოვნა ევას,ძველი დრო გაიხსენეს და შორიდან კატოსაც გადაწვდნენ ხუმრობის დროს. საუბრის დასრულების შემდეგ კარში მდგომი კატო შეამჩნია ევამ,ღიმილით დაემშვიდობა მონატრებულ კლასელს და კატოს მიაჩერდა ღიმილით.
-აბა თუ გამოიცნობ ვინ დარეკა?
-ბრეტ პიტი იყო, ანჯელინას ვშორდები და ცოლად მომყავხარო
-ახლოს ხარ
-ჯონი დეპმა შემოგთავაზა სექსი
-აუუ უარს არ ვიტყოდი,მაგრამ არც ეგ-ტუჩი მოიკვნიტა
-აბა რა აღგზნებული დედალივით იყურები,მეგონა ვინმემ რამე შემოგთავზა. რავიცი მე ვინ დარეკა ვანგა ვარ?
-იდიოტო ეგ წინასწარმეტყველი იყო
-მეც ვიცი რომ წინასწარმეტყველი იყო,ხოდა საიდან ვიწინასწარმეტყველო ვინ დაგირეკა? ეს ვიგულისხმე. ვინ იყო მითხარი,თუ არა და სამუშაოს გავაგრძელებ არ მცალია სალაზღანდაროდ
-უყურე ერთი ამას,მე ვლაზღანდარობ თურმე-ტუჩები დაბრიცა-ალექსი იყო,იტალიიდან ჩამოსვლას ჯერ ვერ ვგეგმავო,კლასელები ძალიან მომენატრეთო.
-ალექსი? ააა,ის პუტკუნა,დიდლოყება ბიჭი,სულ რომ შოკოლადს ვართმევდი,შენ მაინც არ გჭირდება მეთქი? ვაიმე,რა დამპალი ბავშვი ვიყავი-ჩაიცინა
-პუტკუნა უძახე შენ და იცი რა ვიდზეა? -თვალები დააწვრილა ევამ
-წონას ნუ ეხები რა,ისედაც მომატებული 5 კილო ნერვებს მიშლის-ამოიბუზღუნა
-აუუუ ახლა რა გამახსენდა იციი?
-აბაა გადმოაფრქვიე შენი ბრძნულია აზრები
-დავიწყოთ-ევა ისეთი გამომეტყველებით იდგა,თითქოს ამინდის პროგნოზს აცხადებდა-სიტუაცია მე და რევიშვილი რესტორანში,გასულ წელს.
-გოგო ეს რომელი სიმღერაა,ეს კაცი რომ მღერის?-ამბობს უჭკვიანესი კატო
-ფილმი რომ არის ''შერეკილები'' იქიდანაა-ვპასუხობ უაღრესად განათლებული მე
-ეგ რომელია?
-აიი გაფრინდაა გაფრინდაო რომ იძახიან ის
-უიმე გოგო ეს მომღერალი კაცი გაფრინდაა?-თან სრული სერიოზულობით და ინტერესით რომ მეკითხები და იმ კაცისკენ იშვერ თითს. ვითომ 1-მა ჭიქამ დაგაშტერა? ნუ შტერი ისედაც კი იყავი,მაგრამ ეს სასმელი ბოლოს გიღებს და ვერ გაიგე დაიკო
-შენ ვის რას ეუბნები გოგო, 1 კვირის წინ დათოს დაბადების დღეზე იმდენი დალიე, უნიტაზს ეჩურჩულებოდი და 5 საათამდე თავი არ აგიწევია რაც ჭამე, იქვე მოინელე.
********
ბატონი ნუგზარ ახალაძე ევას ოჯახის ახლობელი იყო,ისიც დიდ აპტივს სცემდა ამ ადამიანს,ძალიან უყვარდა და მისგან განებივრებული ამ ადამიანს ყოველთვის პატივისცემით ხვდებოდა. დღეს ნუგზარის დაბადების დღე იყო,მთელი ოჯახით მასთან წავიდნენ,თუმცა უნდა ღინიშნოს ისიც,რომ ჩაკეტილი კაცი იყო ნუგზარ ახალაძე,იყო ისეთი რამ, რასაც სხვებს არ უზიარებდა,საკუთარ ნაჭუჭში იყო გახვეული,არც არავინ ფიქრობდა მისთვის დისკომფორტის შექმნას,ამის სურვილი ნამდვილად არავის გააჩნდა.
-ეს რა ხალხი მესტუმრა,ჩემო კარგებო-ევასა და თავუის მშბლებს გადაეხვია კაცი და სუფრაზე მიიპატიჟა,სადაც ბევრ მამაკაცს მოეყარა თავი,ასეთი ყრილობები დიდად არ უყვარდა ევას,დაღლილობას იწვევდა მასში,გასნაკუტრებით მაშინ,როდეაც სამსახურიდან დაღლილი მოდიოდა. ტელეფონში კატოს ნომერს ეებდა,როდესაც დაურეკეს,ბოდიშ მოიხადა და გარეთ გავიდა.
-გისმენთ.
-გამარჯობა,ევა შენგელია ბრძანდებით?-კაცის ხმა იყო.
-დიახ,თქვენ ვინ ბრძანდებით?-თვალები დააწვრილა,როდესაც ამაზრზენი სიცილის ხმა მოესმა
-კითხვა დაგისვამ ჩემო კარგო. შენი ოჯახი ხომ გიყვარს?
-მიყვარს...რა ხდება?-ვერ ხვდებოიდა რა ხდებოდა,დაპროგრამებულივით გასცა პასუხი
-ხვალ შუადღის 2 საათზე იმ მისამართზე მოხვალ სადაც მოგწერ, შენი ოჯახის კეთილდღეობისთვის აჯობებს ის გააკეთო რასაც გეტყვი,მშვიდობით.
-კი მაგრამ,ვინ ბრძანდებით....ალო...ალო-იყვირა-ჯანდაბაა-თავზე ხელები შემოიწყო და სახლში რამდენიმე წუთის შემდეგ შევიდა.
ღამით ვერ მოისვენა,ტელეფონის ავტორზე ფიქრობდა,ამდენი ფიქრისგან თავი ატკივდა. როგორც იქნა 2 საათიც მოვიდა და დათქმულ მისამართზე მივიდა. ერთ-ერთი მიტოვებული შენობის კარი შიშით შეაღო თუ არა,ცხვირ-პირზე ნაჭერი ააფარეს და უგონო მდგომარეობაში სკამზე თოკით მიაბეს. როგორც კი გონს მოვიდა მის წინ,სავარძელზე მოთავსებულ ნიღბიან კაცს მიაპყრო მზერა
-ახლა პირს გაგითავისუფლებთ,მაგრამ ყვირილი არ გაბედო-თითი დაუქნია კაცმა და ევამ თავი დაუკრა.
-რა გინდათ ჩემგან?-ამოიტირა
-მხოლოდ ერთი რამ,ერთი ბიზნესმენის, ვაჩე ხოემრიკის სახლში უნდა მოახერხო რომ მოხვდე და საბუთები წამოიღო,სავარაუდოდ კაბინეტში ექნება შენახული,ეს საბუთები ჩემთის ძალიან მნიშვნელოვანია.
-მე რა შუაში ვარ? -გაკვირვებულმა შეხედა
-როგორც ჩანს თავში ხარ,შენ უდანაშაულო ხარ,უბრალოდ სანდრო წყაროსგან ვიცი,რომ სხარტად მოაზროვნე და მოხერხებული გოგონა ხარ ევა,თუ ოჯახის კეთილდღეობა გსურს,ეს საბუთები ჩემს ხელში უნდა აღმოჩნდეს
-ჩემს ოჯახს ხელი არ დააკაროთ-გაიბრძოლა,თუმცა მიხვდა რა უაზრო იყო ქმედება
-თუ მისიას შეასრულებ არც არაფერი მოხდებ ევა-კაცმა ხელები გაშალა
-რა გარანტია მაქვს,რომ შემეშვებით?-ქვემოდან ამოხედა კაცს
-სიტყვაზე უნდა მენდო! მე სიტყვის კაცი ვარ.
-ხო,აბა რა. როგორ კანონიერადაც მოქმედებთ ვხედავთ-ირონიულად ამოილაპარაკა
-ბევრი ლაპარაკით საქმეს ნუ გააფუჭებ ევა,მთავარია საქმე. ყველაფერი მოვიფიქრე,მოსამსახურის თანამდებობა განთავისუფლდა ხომერიკის ოჯახში,ეს ბიჭი მარტო ცხოვრობს,ასე რომ ხელსაყრელი შანსი გეძლევა,რომ დამხმარის პოზიცია დაიკავო,მთელი სახლში შენს განკარგულებაში იქნება.
-ყველაფერი დაგიგეგმავთ-აღშფოთბა ვერ დამალა გოგომ და ზიზღნარევი მზერა მიაპყრო კაცს
-რა თქმა უნდა-კაცმა გაიღიმა,თუმცა ნიღბით შეუძლებელი იყო გარჩევა თუ რა ეწერა სახეზე,მხოლოდ მისი ცივი,ცისფერი თვალები ჩანდა.
-სანაცვლოდ სოლიდურ თანხასაც მიიღებ
-ტრ*აკში გაირჭვეთ ეგ თქვენი ბინძური ფული-იყვირა გოგომ,სანაცვლოდ კი სილა მიიღო,ობოლი ცრემლი გადმოუვარდა
-ბერვს ნუ ტლიკინებ მეთქი!
-მე სამსახური მაქვს!
-რამდენიმე თვე შებულება აიღე,აგინაზღაურებ.
-არ მჭირდება მეთქი ეგ ბინძური ფული-მკაცრად ამოილაპარაკა.
-ე.ი. შევთანხმდით. მისამართს ტელეფონზე მოგწერ.
-სხვა გზა მაქვს?-ზიზღნარევი მზერა კვლავ გაუსწორა კაცს და როგორც იქნა ამ ადგილიდან თავი დააღწია. სახლში მისული სააბაზანოში შევიდა და რამდენიმე საათი იქ იმყოფებოდა...
მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა.
********
-გისმენთ-ტელეფონი აიღო ოფისში მყოფმა ვაჩემ
-ბატონო ვაჩე ელზა ვარ,სამწუხაროდ სამსახურიდან უნდა წავიდე
-ელზა რა ხდება? ტირი?
-იცით...რატი,ჩემი ბიჭი მოხვდა ავარიაში,ძალიან მძიმედ არის,მე უბრალოდ არ შემიძლია მისი დატოვება,მხოლოდ მე დავრჩი.
-ელზა,რა თანხაც საჭიროა მითხარი კარგი? ახლავე გადმოგირიცხავ.
-სამსახურიდან რომ მივდივარ როგორ დავფარავ...
-ბიძია პეტრეს იმხელა ამაგი აქვს ჩემ ოჯახზე,რომ თანხა სალაპარაკო არ არის.
-მეუხერხულება,მაგრამ...ბოლომდე დაგიბრუნებთ. პეტრე ალბათ საფლავში ტრიალებს-ტირილს განაგრძობდა ქალი
-ანგარიშის ნომერი გადმომიგზავნე ელზა, ყველაფერს მე მოვაგვარებ,დაწყნარდი და შვილს მიხედე,პეტრე ბიძიამ მე ჩამაბარა თქვენი თავი.
-ღმერთმა გაგაძლიეროს შვილო
-ნუ ღელავთ,რატი ძლიერი ბიჭია. ახლა არ მცალია,საღამოს გამოვალ და მოგინახულებთ.
3 დღის განმავლობაში ეძებდა ვაჩე ხომერიკი მოსამსახურეს,რომელიც ელზას მაგივრობას გაუწევდა,პასუხი ჯერაც არ მოსვლოდა,ამ ხნის განმავლობაში ნია იყო მისი დამხმარე ძალა. ელზა და თავისი ქმარი მის ოჯახში 15 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, პეტრე 2 წლის წინ გარდაიცვალა,თუმცა მხოლოდ ვაჩემ და მამამისმა იცის,რომ პეტრე მოკლეს. ვაჩემ ელზა თავისთან წაიყვანა,როდესაც მარტო გადავიდა საცხოვრებლად. 3 დღეა რატი რეამინაციაში იმყოფება,მკურნალობა სჭირდება,ამიტომ ვაჩეს მოტხოვნით თურქეთში გადაგზავნიან. ხომერიკების ოჯახი მათ გვერდით იმყოფება და ელზას ამხნევებს.
-ვაჩე ხომ კარგად იქნება?-ცრემლები მოადგა ნიას,რატის ძმად აღიქვამდა
-კი ჩემო პატარავ აბა რა, რატი ძლიერი ბიჭია-ხელები მოხვია დას
-ელზა ყველაფერი კარგად იქნება, ძლიერი ქალი ხარ-ამშვიდებდა ლალი,ხომერიკების დედა.
-ძლიერი უნდა იყო ელზა-გვერდში ამოუდგა უფროსი ზურა ხომერიკიც.
********
-არ ვიცი ევა, რა გითხრა-დაქალს გადაეხვია კატო
-ვაჩე ხომერიკს უნდა დავურეკო.
-ყველაფრით დაგეხამრები ხომ იცი?
-სამსახურში შვებულება ავიღე-ნერვიულად ამოილაპარაკა-მთავარია დედ-მამა კარგად მყავდეს...=თქვა თუ არა ტელეფონი მოიმარჯვა და ადრესატთან დარეკა
-მოგესალმებით, სამსახურის თაობაზე გაწუხებთ.
-გასაგებია, გასაუბრებაზე ჩემს დას ესაურბეთ,თავად არ მცალია.
-როდის შემიძლია რომ...
-ხვალვე მობრძანდით, მე მივლინებაში ვიქნები, სახლში ჩემი და დაგხვდებათ-ვაჩე უემოციო პასუხებს ისროდა,თან ძალიან ეჩქარებოდა
-კარგით,მადლობა.
ევამ გამწარებული მზერა მოავლო კატოს
- წესიერად ლაპარაკიც არ მაცადა
-ნეტავ იცოდეს ვის ხელშია მაგ ბიჭმა, ეგეც მეცოდება,იქნებ რა საბუთებია და როგორ უფუჭდება საქმე?
-ჩემი ბრალია ასე რომ ხდება?-ტირილი დაიწყო ევამ-სხვა გზა არ მაქვს.
-ვიცი ევა,ბოდიში ჩემო საყავრელო-მიეფერა კატომ
-შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა-გაეღიმა
-არც არაფერი-გაეცინა კატოს-აუ,იცი რა მოვიფიქრე? პიცა შევუკვეთოთ
-ღმერთო ესროლე ერთი ტომარა პიცა ამ გოგოს
-ეპიტაფიაზე დააწერეთ ''გარდაიცვალა პიცის ზედმეტი დოზის მიღების გამო''
-თან დავამატებ ''სიყვარულით კოლეგა ევასგან''.
2 თავი
კატომ 8 საათზე გაიღვიძა,საწოლზე წამოჯდა და მძინარე ევას გადახედა.
-ევა, ჩქარა ხანძარია ვიწვით-კიოდა განწირული ხმით
-ვაიმე ხანძარია, ვიწვით, 1 ვედრო წყალი შემასხით-კიოდა გოგო და მოკლე პენუარით მანამ დარბოდა ბინაში,სანამ რეალობა არ გაანალიზა,შემდეგ კი მკვლელი მზერა იატაკზე გაწოლილ ევას მიაპყრო
-გოგო შენ ნორმალური ხაარ? რამე რომ დამმართნოდაა? ფანჯრიდან რომ გადავმხტარიყავიი?
-მაგას არ იზამდი ევა, საკუთარი თავი ყველა და ყველაფერზე მეტად გიყვარს
-ნუ ეგ კი მართალია,მაგრამ არ იცი რას მოვიმოქმედებდი ამ დროს,თან იცი რომ ემოციური ვარ,!
-აუუ ეს მართლა კარგად მოვიფიქრე
-შენი ტვინი მეტს ვერ წვდება მართალია. უფანტაზიო ვირიშვილი ხარ
-ვირები შენ ფერმაში მოიკითხე რა
-ხოდა მოვიკითხე უკვე.
დიდხანს საუბრობდნენ გოგონები,იცინოდნენ კიდეც,მაგრამ ევას დღევანდელი შეხვედრა ახსენდებოდა და თვალზე ცრემლი ადგებოდა,ძლეირი უნდა ყოფილიყო,ის საბუთები მოეპოვებინა და ამ საქმიდან მალე გასულიყო,ის მხიარული ევა არ უნდა დაკარგულიყო.
- დღეს ჩემი პირველი დღეა ჩემ 'ახალ სამსახურში'-ბოლო სიტყვაზე გაამახვილა ყურადღება-რა ჩავიცვაა? აზრზე არ ვარ, არ უნდა დავიგვიანო
-დაიკიდე,ტრუსით და ბიუსჰალტერით წადი-სერიოზული სახით უყურებდა კატო
-აი, ბუნების უდიდესი შეცდომა ხარ. შენი მშობლები მეცოდებიან ერთადერთი შვილი რომ ყავხარ და ისიც ასეთი განუვითარებელი. ''ბონობო'' ხარ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით
-უი, ჩემი საათი მომეცი ,შენთან რომ დამრჩა... მოიცა,მოიცა ''ბონობო'' რაღა ჯანდაბაა?
- ''ბონობო'' არის ორ ფეხზე მოსიარულე მაიმუნი-მაინც გაეცინა და კატოს იგნორი მიიღო პასუხად- კატო, შენებს რატომ არ მოიკითხავ ხოლმე?
-როგორ არ ვიკითხავ? გუშინ დედაჩემს ველაპარაკებოდი 1 საათი
-გოგო ბონობოები ვიგულისხმე მე-გაიცინა ევამ და მხრები აიჩეჩა,საპასუხოდ კი ბალიში მიიღო
-აუ,ისე როგორ ტეხავს 26 წლის ქალბატონები ქალიშვილები რომ ვართ
-რაიყო ჯგუფურისკენ ხომ არ იხრები შენ? ისე აგიციმციმდა თვალები
- ღმერთო რა დაგიშავე ამას რომ გადამყარე?
-ეგ დედაჩემს უთხარი, რას შემომიყვანა საერთოდ ბაღში
-რა დედაშენის ბრალია ასეთი რეგვენოზავრი რომ გაჩნდი?
-მართალია არც დედაშენის ბრალია ასეთი ბინძური აზროვნება რომ გაქვს
-ევა მაგაში არ გეთანხმ,ები, იცი?! ხშირად ვფიქრობ,რომ დედაჩემი ჩემზე ორსულად რომ იყო პორნოებს უყურებდა, აბა ასეთი მაგარი ფანტაზიორი როგორ ვარ ამ საქმეში?
-საქმეც ეგაა, რომ მხოლოდ ფანტაზიამდე მიდის შენი ფიქრები,მოქმედებამდე კი ვერა. წავედი ახლა მოვემზადო, არ მინდა პირველივე დღეს დავაგვიანო-ამოისუნთქა
-წადი,ინავარდე-ჩაეღიმა
-აბა სულ გასართობად მივდივარ ვაჩე ხომერიკის სახლში,მოსამსახურედ სამუშაოდ
საბოლოო არჩევანი ევამ ჯინსის კომბინიზონსა და თეთრ ტოპზე აარჩია, ყველაზე კომფორტულად თავს სპორტულ ტანსაცმელში გრძნობდა, ახლაც არ უღალატა ჩვეულებას.
********
-ვაჩე აეროპორტში არ დაგაგვიანდეს-გაძახა ძმას ნიამ
-მოვრჩი ნიი, მაგრამ ჩემი მობილური სად დევს, ვერ ვნახე
-სამზარეულოშია,მაგიდაზე
-ვიპოვე. მალე ჩამოვალ, არ მოიწყინო-დას მოეხვია
-აუ დარწმუნებული ხარ,რომ არ გინდა აეროპორტში გამოგყვე?
-დარწმუნებული ვარ ნია-თავზე აკოცა
-უიი მართლა შენი ახალი დამხმარე როდის მოვა?
-აუუ ჩემი ეგ ვის გაახსენდა, წესით ნახევარ საათში აქ უნდა იყოს, ხომ გააცნობ ყველაფერს? იცოდე გამოკითხე რაც საჭიროა,მე წესიერად ვერ დაველაპარაკე
-აბა რას ვიზამ ძამიკო, რა ჰქვია?-ახლაღა დაფიქრდა ვაჩე,რომ გოგოს სახელიც კი არ იცოდა და თავი ყველაზე სულელად შერაცხა
-აუ, ისაა...
-არც გიკითხავს ხოო?-თვალები დაუბრიალა ძმას
-არ მიკითხავს ხო, რაში მაინტერესებს? დაიკიდე რაა
-აუ ვაჩეე რა ფეხებზე სავით ლაპარაკობ
- და მაგიტომ, მოვა და გაეცანით ერთმანეთს, მერე კი მეც გავიგებ რა ჰქვია-თქვა სიცილით და დას ისევ მოეხვია
-მიყვარხარ, თას გაუფრთხილდი
-კარგი რა იყო, გეგონება სასაკლაოზე მიდიოდე
-გაწყინა შენ ჩემმა მოფერებამ, ცუდი გოგო, ცუდიი
-აუ რა ბავშვი ხარ ვაჩიკოო-გაიცინა ნიამ
-ნუ მომმართავ მაგ სახელით მეთქი ნიაა!
-ახლა კი აღარ ხარ ბავშვი, რა იყო რა სახით მიყურებ-ჩაიბურტყუნა-გნებდები-ხელები აწია დანებების ნიშნად და ძმას ლოყაზე აკოცა
-მშვიდობით მგზავრობა ვაჩიი...კო...-ვაჩემ თვალები დაუბრიალა- ვაჩე-შეასწორა სიცილით.
*******
-მოგესალმებით, მე ევა შენგელია ვარ, თქვენი ახალი დამხმარის პოზიციაზე სასაუბროდ მოვედი.
-დიახ, გელოდი. მე ნია ხომერიკი ვარ, ვაჩეს და.
-დიახ ვიცოდი,რომ თქვენ დამხვდებოდით.
-სახლში შევიდეთ-თბილად გაუღიმა გოგომ. დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნრნ,გამოკითხა ყოველივე ის რაც საჭიროდ მიაჩნდა ნიას და სახლში გაუშვა. გასაუბრება უშუალო ევასთვის ნამდვილად მომგებიანი აღმომნდა, 7 კანდიდატიდან ის შეარჩია ნიამ და მეორე დღეს სამუშაოს დაწყებას შეუდგა.
ევას ცოტა არ იყოს გაუკვირდა,რომ ორსართულიანი სახლი,სრულებით არ გავდა ისეთს,როგორიც უმსხვილეს ბიზნესმენს ვაჩე ხომერიკს შეეფერებოდა, სახლი ძალინ მყუდრო და დახვეწილ ფერებში იყო მორთული, სამზარეულო ნათელ ფერებში იყო მოწყობილი,რაც ევას ძალიან მოეწონა, მისთვის მთავარი იყო,რომ სახლში თავი კომფორტულად ეგრძნო,თუმცა შემდეგ დაფიქრდა,რომ ახლა ნამდვილად დამხმარე ქალის ფიქრები აწუხებდა, თუმცა ისიც მალავე გაახსენდა,თუ რა მისიით იმყოფებოდა იქ.
-მაშ ასე,ევა შენ გევალება საკვების მომზადება და სახლის მოწესრიგება, 700 დოლარი გექნება ხელფასი,ერთი შემაფერხებელი არის ის,რომ ამ სახლში უნდა იცხოვრო,თუმცა ამას განცხადებაში გაეცნობოდი. კვირაში 6 დღე იმუშავებ, კვირას დაისვენებ.
-დიახ,ჩემთვის ყვეალფერი მისაღებია, გმადლობთ.
-გთხოვ თქვენობით ნუ მესაუბრები,თორემ თავი 80 წლის მგონია-ჩაიცინა ნიამ და ევას გაღიმებაც შეძლო. ევას ძალიან მეწონა ის,თუმცა მისი პროფესიის ქალბატონისთვის ემოციების კონტროლი უმნიშვნელოვანესი იყო.
-კარგი ნია, ჩემი ოთახი სად არის?
-რა თქმა უნდა, წამოდი-მეორე სართულზე ავიდნენ-აი ეს არის შენი ოთახი,ახლა დაისვენე. როგორც იცი ვაჩე 2 დღეში ჩამოვა,მანამდე მე ვიქნები აქ.
-კარგი,გასაგებია-ევამ როგორც გაიგო ვაჩეს კაბინეტი პირველ სართულზე სამზარეულოს გვერდით ოითახში იყო,ხოლო საძინებელი მისი ოთახის გვერდით. ამან ნამდვილად არ გაახარა,რადგან მასთან ახლოს მოუწევდა ყოფნა,თან კაბინეტი პირველ სართულზე იმყოფებოდა. ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებინა,რომ ამ საქმიდან რაც შეიძლება იმაზე მეტი სარგებელი მიეღო,ვიდრე ნუგზარს წარმოედგინა. 2 დღე წინ ჰქონდა,სანამ ვაჩე საქ-ში დაბრუნდებოდა,ნიასთან სიახლოვე კი ამაში ხელს შეუწყობდა.
********
-ბატონო ,ვაჩე ხომერიკი თურქეთში გაემგზავრა.
-რატომ გაემგზავრა?
-პეტრე ამაშუკელის ვაჟი, ავტოავარიაში მოჰყვა და თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ
-პეტრე ამაშუკელის?-თვალები გაუფართოვდა კაცს,წარსულის მოგონებები ამოუტივტივდა
-დიახ ბატონო
-გასაგებია...-ჩუმად ჩაილაპარაკა კაცმა-ევას შესახებ რა ისმის?
-რამდენიმე საათის წინ ევა შენგელია მივიდა ვაჩე ხომერიკის სახლში
-ძალიან კარგი, თავის საქმეს იმედია მალე შეასრულებს,შემდეგ კი მასთან ყველანაირ კავშირს გავწყვეტთ.
********
2 დღის განმავლობაში ევამ ბევრი რამის გაგება ვერ მოახერხა, კაბინეტი დაკეტილი იყო, შესაბამისად დოკუმენტებს ხელშ ვერ ჩაიგდებდა, სამაგიეროდ ნიასთან დალაპარაკებით შეიძლებოდა რამის გაგება.
-ევა, დღეს ჩემი ძმა ჩამოდის 4 საათზე.
- გასაგებია, საუზმე გამზადებულია,სახლიც დავალაგე,მხოლოდ ბატონი ვაჩეს ოთახი და კაბინეტი დამრჩა დასალაგებელი.
-იცი, მისი ოთახი მხოლოდ მაშინ არ ჩაკეტილი,როდესაც აქ არ იმყოფება, არც მე ვიცი ასე რატომ იქცევა,როგორც წესი ყველაფერს კაბინეტში ინახავს-ჩაიცინა ნიამ
-დიახ, კაბინეტიც ჩაკეტილია.
-ზოგჯერ მგონია რომ ვაჩეს რაღაცის ეშინია. ის ძალიან გაწონასწორებული,თუმცა ვირზე თუ შეჯდა ვერავინ ჩამოიყვანს-იცინის-ჩემზე ჯუტიც კი არის
-რამდენი წლის ხარ ნია?
-მე 24 წლის ვარ,ვაჩე ჩემზე 4 წლით უფროსია. პატარაობიდანვე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ნამდვილი და-ძმური-გოგოს სახე გაებადრა-ახლა 2 დღეა არ მინახავს და ისე მომენატრა,თითქოს 2 დღის მაგივრად, 2 წელი გასულიყოს. შენ არ გყავს დედმამიშვილი?
-არა, მე დედისერთა ვარ-გაიღიმა ევამ.
-კარგი. აი უკვე 4 სრულდება, წესით მალე უნდა მოვიდეს, დღეს ძალიან მინდა აქ დარჩენა,თუმცა მშობლებთან უნდა წავიდე, უკვე 1 კვირაზე მეტია აქ ვარ.
-აი, მგონი მოვიდა ბატონი ვაჩე-ნია ფეხზე წამოიჭრა და როგორც კი მისაღებში მომავალი ძმა დაინახა, შეახტა, ვაჩემ წონასწორობა ძლივს დაიცვა
-ნიაკო, კინაღამ წავიქეცი-ყელში აკოცა დას და ჩაიცინა
-მომენატრე ვაჩიიკოო-ჩაიცინა ნიამ და ძმას უფრო აეკრო, პატარა ბავშვივით ფეხები წელზე ჰქონდა შემოხვეული
-რამდენჯერ გაგფრთხილე,რომ....-ვაჩემ ახლა დაინახა ევა-თქვენ დამხმარე ხართ არა?
-უიი ევა, სულ დამავიწყდა-მაშინვე მოშორდა ნია ძმას
-გამარჯობა, მე ევა შენგელია ვარ-გაიღიმა ევამ,საპასუხოდ მხოლოდ ვაჩეს უემოციო სახე მიიღო
-ხოო, ჩემი ვინაობა ისედაც იცით
-ვაჩეე-ნიამ ძმას გადახედა
-რა იყო ნია? ჩემი ვინაობა ისედაც იცის, მე ოთახში ავდივარ-ჩემოდნებს ხელი დაავლო და კიბეებზე ავიდა
-ზოგჯერ ასეთიც არის-მხრები დანანებით აიჩეჩა ნიამ
-არაუშავს-სიმწრით გაიღმა ევამ, იმდენად გაბრაზდა ამ თავხედ ბიჭზე, რომ ფიქრებში უკვე 100-ჯერ აკუწა კატოს მიერ სახლში შეძენილი დანით.
********
ევა სამზარეულოში იყო,როდესაც უკან ვიღაც ამოუდგა,შიშისგან ოდნავ შეჰყვირა.
-რა ჯანდაბააა?-შეიკურთხა გაკვირვებულმა ვაჩემ
-უბრალოდ,შემეშინდა-ჭურჭლის რეცხვა განაგრძნო
-მშია, საჭმელი რა არის?
-ომლეტი,კვერცხი,სალათა...
-რა ჯანდაბაა გემოვნება არ გაქვს? მოაშორე აქედან ვერცერთს ვერ ვიტან, პიცა გააკეთე-თვალები აატრიალა გაბრაზებულმა ვაჩემ და გოგოს ზურგი აქცია
-რაც ნიამ მითხრა ის გავაკეთე-არ დააკლო ევამ, გაკვირვებულმა ხომერიკმა უკან გამოიხედა
-ჯერ ეს ერთი, ქალბატონი ნია-გოგოს მიუახლოვდა-მერე მეორე, ვინ მოგცა უფლება,რომ ჩემ ნებას არ ემორჩილები?
-ნიამ მითხრა,რომ თქვენობით არ მიმემართა,ხოლო რაც შეეხება საუზმეს,მე ის გავაკეთე რაც იმ დროს ჩემმა უფროსმა მითხრა
-ხოდა ახლა მე ვარ შენი უფროსი-იღრიალა ვაჩემ
-რა გაყვირებთ?-შეუტია ევამ
-ახლავე პიცა გააკეთე
-გავაკეთებ, ბატონო ვაჩე-''ბატონოზე'' ყურადღება გაამახვილა და გულში ჩაიცინა. ვაჩემ სიმშვიდე შეინარჩუნა და იქაურობას გაეცალა
-1:0 ჩემს სასიკეთოდ-ვაჩემ ევას ბურტყუნს ყური მოჰკრა და ჩაიცინა,მიხვდა რომ ამ გოგოსთან ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრება რთული იქნებოდა.
********
ნია საყვარელ კაფეში წავიდა. წარმოიდგენთ ვის ხედავს? ნამდვილად ვერა,რადგან თავადაც ვერ წარმოიდგენდა. გიორგი,თავისი კურსელი,რომელიც 2 წელია უგონოდ არის შეყვარებული მასზე,კაფეში იჯდა, ნამდვილად უკვირდა თუ როგორ შეეძლო ამ ბიჭს ასე ჰყვარებოდა ის,როდესაც თავად ყურადღებას არ აქცევა, არ ესმოდა მისი და არც სურდა გაგება, ბევრჯერ უთხრა,რომ მისგან საპასუხო გრძნობას ვერ მიიღებდა თუმცა დაიჯერა? არა! ხოდა დაიწვას სიყვარულის ცეცხლში. კაფეში ისე შევიდა,სახიდან ხელი არ მოუშორებია, მოშორებით მდგარი მაგიდისკენ აიღო გეზი,უეცრად თავზე ვიღაც წამოადგა, ოფიციანტი ეგონა და ისე რომ ხელი არ ჩამოუღია,შეკვეთა დაიწყო
-გამარჯობა,ალუბლის ნამცხვარი და კაპუჩინო მინდა. ნუ, დარიშხანიც გემოვნებით-ჩაიცინა-ბოლო მოვიტყუე
-დარიშხანი გემოვნებით?-ბოხი ბარიტონი მოესმა,აიხედა და ვის ხედავს? გაწითლდა,გალურჯდა,გაყვითლდა. ეს ის ბიჭი არ იყო, გაუპატიურებისგან რომ დაიცვა? კი ნამდვილად ის იყო. ბიჭმა ადგილი მის წინ დაიკავა, ნია დიდად კომპლექსიანი არც არასდროს ყოფილა,არც ახლა დაბნეულა
-აჰჰ ოფიციანტი მეგონეთ
-მაგას უკვე მივხვდი-ბიჭმა ტუჩის კუთხე ჩატეხა
-თქვენი სახელი?
-რეზი წულაია-ბიჭმა გვარიც მიაყოლა
-გასაგებია-ნია გაბრაზდა, რატომ არ ეკითხება სახელს? ჰმმ
-მე ნია ვარ ხომერიკი-თავად წარიდგინა თავი
-როგორ გრძნობ თავს ნია?-გოგოს სახელი რაღაცნაირად წარმოთქვა, ფაქტია ნიას სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა
-მშვენივრად-ჩაიცინა
-კარგი და შეიძლება გავიგო ვის ემალებოდი?
-მეე...-ჩაიცინა-ჩემი კურსელი არის აქ, რომელსაც ვუყვარვარ და...
-ჰმმ, როგორც ვატყობ თაყვანისმცემლებს ვერ აუდიხართ-ბიჭმა ჩაიღიმა,ისეთი საყვარელი იყო,ნიამ ტუჩი მოიკვნიტა
-დიახ, როგორც ვატყობ ეგრეა-თავისი იდიოტი შეყვარებული გაახსენდა. გგონიათ ასე მალე დაივიწყა? არა,რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანის დავიწყება რამდენიმე კვირაში შეუძლებელია,თუმცა ისეთი გოგო არ იყო,რომ ვინმეს გაკიდებოდა, ამ ტკივილსაც აიტანდა.
-მადლობა მინდა გადაგიხადო მაშინდელი საქციელისთვის-ნერვიულად ჩაიცინა
-სამადლობელი არაფერია,არაკაცების ადგილი სანაგვეშია-ტუჩის კუთხე ჩატეხა. ოფიციანტიც მოვიდა
-ორი ალუბლის ნამცხვარი და კაპუჩინო-შეუკვეთა ბიჭმა
-შენც ალუბლის გიყვარს? და კაპუჩინო?
-დიახ, ეგრეა, არ გეგონოს რომ რადგან შენ შეუკვეთე მეც მაგიტომ მოვიქეცი ასე-ღიმილი სახიდან არ მოუშორებია. ღიმილი ამ ბიჭს სავიზიტო ბარათია, უკვე დაასკვნა ნიამ.
-არა, რატომ უნდა ვიფიქრო ეგრე-გოგო ცოტა არ იყოს დაიბნა
-რავიცი,გოგოებს კაცი ვერაფერს გაგიგებთ-მხრები აიჩეჩა რეზიმ და ტუჩი გადმოაგდო
-მაგაში გეთანხმები,მაგრამ მე, მე ვარ! სხვებს რომ მადარებენ არ მიყვარს.
-რამდენი საერთო გვაქვს,ვერც კი წარმოიდგენ.
-კარგი, არ წარმოვიდგენ.
-ამაღამ ჩემზე იფიქრებ.
-აჰჰჰ, ეგ საიდან დაასკვენი? ვანგა ხარ?-ჩაიფხუკუნა გოგომ
-კარგი რა, ვანგას მადარებ ამ ანგელოზ ბიჭს?
-უფრთო ანგელოზო,რამდენი წლის ხარ?
-ბიჭებს ასაკს არ ეკითხებიან
-აჰჰ, მეგონა ეგ ქალებზე იყო
-ჩემთან კაცების შემთხვევაშიც ეგრეა, თუ გაინტერესებს გაიგე
-მაგდენადაც არ მაინტერესებს-თქვა თითქოს უემოციოდ
-დაგაინტერესებს
-რა თავდაჯერებული ხარ შენ
-ეგრეც უნდა იყოს
-არც მე ვარ ნაკლები-აღნიშნა გოგომ
-მეორედ გეუბნები,ვერც კი წარმოიდგენ რამდენი საერთო გვაქვს-ბიჭმა ჩაიცინა და ხელი მაგიდაზე მოათავსა.
********
-გემრიელი პიცა იყო-აღნიშნა ვაჩემ
-გმადლობთ. თქვენი კაბინეტი და ოთახი არ დამილაგებია,რადგან ჩაკეტილი იყო.
-კარგი ხომ არ მატყუებ?-ცინიზმით წარმოთქვა-მეც ვიცი,რომ ჩაკეტილი იყო
-როდის შემიძლია დავალაგო?-გვერდი აუარა ვაჩეს უხეშ რეპლიკას
-ხვალ დაალაგე, დღეს საქმე მაქვს
-კარგი-ევა წასვლას აპირებდა,როდესაც ვაჩემ ხელი მკლავში მოკიდა,არ ელოდა ამიტომ გაკვირვებული მზერა მიაპყრო კაცს
-რამე გნებავთ?
-შენ მინდიხარ-ცინიზმით აღსავსე მზერა მიაპყრო გოგოს,გულში კი იცინოდა,მოსწონდა როდესაც გოგოებს ასე ეთამაშებოდა, თავქარიანი ბიჭი არასდროს ყოფილა,თუმცა ამ სტილის გართობა მის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა.
-მე გინდივართ?-თვალი თვალში გაუყარა ევამ,რომელსაც არ გამოპარვია ვაჩეს თვალები,რომელიც ნამდვილად გაკვირვებულ იყო გოგოს გამბედაობით,თუმცა მალევე გააკონტროლა ემოცია
-ნუ ღელავ საყვარლობას არ გთავაზობ-ხელი უხეშად შეუშვა და სიცილი დაიწყო
-იქნებ მეც მკითხოთ, საერთოდ მინდა თქვენი საყვარლობა?-მხრები აიჩეჩა ევამ
-ყველა ჩემზე ოცნებობს-ჩაიცი.ნა-შენ არავინ არაფერს გეკითხება-თითი დაუქნია
-მე ყველა არ ვარ
-მართალია, შენ განსაკუთრებული ჯიშის არსება ხარ-ევა გამწარდა, ახლა მას ''არსება'' უწოდეს? თავი როგორმე უნდა შეეკავებინა,თორემ უკვე ატყობდა,რომ ერთხელაც კარგად გამოლანძღავდა ამ კაცს.
-ყველა დამხმარეს ასე აგდებულად და ცინიზმით ელაპარკებით?-გულწრფელად კითხა
-კითხვების დასმა აკრძალულია.
-განცხადებაში არ ეწერა ამ წესის შესახებ-წარბები აწკიპა ევამ
-განცხადებაში არც ის ეწერა,რომ ამდენად სიმპათიური ვარ
-და მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
-ნუ, შენთვის არც არაფერი-ევამ უკვე აღიარა რომ ვაჩე ხომერიკი,ნამდვილად მამაკაცური იყო, თავის ოდნავ მოზრდილ წვერში, ტანიც იდეალური ჰქონდა, ფიტნესში დადის? ნუ, რატომაც არა, ფულში ცურავს
-შემიძლია წავიდე?-თქვა მობეზრებით
-წადი,წადი-ხელი აუქნია-და ხო კიდევ,მოგატყუე
-რა მომატყუეთ?
-ის რომ მინდიხარ-ტუჩის კუთხე ჩატეხა
-ვაიმე, გული იმდენად მეტკინა, წავალ თავს მოვიკლავ-ქვედა ტუჩი გადმოაგდო ევამ,ისე რომ ცინიკური მზერა არ მოუშორებია კაცისთვის
-შენ თუ ჩემი სიტყვები ამდენად გტკენს გულს აქ როგორ იმუშავებ?-ახლა ვაჩემ გადმოაგდო ქვედა ტუჩი
-მაგას თქვენ არ დაგეკითხებით
-არა, მოსკოვს დაეკითხები
-მხოლოდ ჩემ თავს დავეკითხები-თქვა და გაბრუნდა
-მაგასაც ვნახავთ თავხედო!
*******
3 თავი
ვაჩე ხომერიკი გაწონასწორებული,ზრდილობიანი,თუმცა ფიცხი პიროვნებაა. მისთვის მთავარ ფასეულობას საკუTარი ბიზნესი წარმოადგენს,ის ძალიან შრომისმოყვარეა და ჯერ კიდევ 25 წლის ასაკში მოახერხა,რომ კომპანიის სადავეები საკუთარ ხელში აეღო,3 წლის განმავლობაში კომპანია ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან განავითარა,მშობლები მისით ძალიან ამაყობენ.რაც შეეხება ოჯახს,დედასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს,მისი სამაგალითო პიროვნება სწორედ ქალბატონი ნინოა,რომელიც შვილს მუდამ გვერდში უდგას და მის ინტერესებს ყოველთვის წინა პლანზე აყენებს,რჩევებს კი როგორ და ძმას,ისე აძლევს,მათ შორის სხვაობა სულ რაღაც 18 წელია,დღესაც ძალიან ახალგაზდულად გამოიყურება 46 წლის ქალბატონი. რაც შეეხება ზურა ხომერიკს,შვილთან ურთიერთობა ბოლო 2 წლის განამვლობაში დაეძაბა,სხვა რიგმა პრობლემებმა და ტრამვებმა არ მისცა საშუალება მათ,რომ ურთიერთობა კვლავინდებურად მტკიცე ყოფილიყო,თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით,რომ მამა-შვილი ერთმანეთს მტრობს. რაც შეეხება ნიას,ვაჩესთვის უსაყვარლეს გოგონას,მის დას, მათი ურთიერთობა ძალიან თბილია,ვაჩეს არასდროს შეუფერებია იმ კოჭებხვრეტია ძმის როლი,რომელიც დას შეყავრებულთან ურთიერთობას უშლის, ან მსგავს სისულელეებს, ამ ასაკიდან ისინი დიდი ხანია გამოვიდნენ,თუმცა ამ მხრივ ნია არასდროს ყოფილა დისკომფრტში,პირიქით ისინი პირველ რიგში ერთმანეთის მეგობრები არიან,შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთის შესახებ ყვეალფერიც კი იციან,დასამალი ნადმვილად არაფერი აქვთ. ერთმანეთი ძალიან უყვართ,ორივეს შეუძლია საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დადოს მეორეს გადასარჩენად. თუმცა აღსანიშნავია ისიც,რომ ორივე ძალიან ფიცხია,თუ გაბრაზდნენ ჯობს ერთმანეთს გაერიდნონ,რადგან სახლში ბევრჯერ შეწირულა მსხვრევადი ნივთები მათ ჩხუბს. ვაჩეს სამეგობრო წრე დიდია,მითუმეტეს ბიზნესმენის,თუმცა ერთადერთი ძმაკაცი ჰყავს,რომლის იმედიც ყოველთვის აქვს-აბელ იობიძე. ის შეარცხულია ქალთა გულთამპყრობელობით,რომელიც გამოუსწორებელი მექალთანეა,თუმცა ძალიან ჭკვიანი და საკუთარი საქმის პროფესიონალია,ის ვაჩეს კომპანიაში მუშაობს პიარ-მენეჯერად.
ევა შენგელია გაწონასწორებული,შრომისმოყვარე და ფეთქებადი ხასიათის ქალბატონია,მიზანს ყოველთვის აღწევს,თვლის,რომ საქმეს რომელსაც ხელს მოკიდებს ბოლომდე უნდა მიიყვანოს,წინააღმდეგ შემთხვევაში დროს ტყულად დაკარგავს,ის კი ფიქრობს,რომ დრო ფულია. მშობლებთან კარგი ურთიერთობა აქვს,თუმცა ხშირად ევრ ნახულობს საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე,ყოველთვის სურდა დედმამიშვილის ყოლა,თუმცა ქალბატონ ნათიას საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემების გამო ერთი შვილის მეტი არ გაუჩნდა,ამიტომ მზე და მთვარე ევაზე ამოსდიოდათ. მარგამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ევა გათამამებული გოგონა იყო და თავს ევლებოდნენ, სულაც არა, პირიქით მას დამოუკიდებლად ცხოვრებას აჩვევდნენ, ყოვლთვის ეუბნებოდნენ რომ სხვას მოქცეოდა ისე როგორ ისურვებდა რომ მას მოქცეოდნენ,ხშირად დარიგებაც მიუღია მათგან,ბევრიც გაუთვალისწინებია,თუმცა საბოლოოდ მაინც საკუთარ თავთან რჩებოდა მარტო და იწყებდა ფიქრს,თუ როგორ ეპოვა გამოსავალი. საკუთარი პროფესია 15წლის ასაკში აირჩია. ფეთქებადი ხასიათი მამისგან დაჰყვა,თუ ვინმემ გააბრაზა თავიდან ცდილობს,რომ მშვიდად მიიღს,თუმცა ბოლოს ნამდვილად საშინელებას ჩადის,თუ მეტოქემ შეუტია,ისიც არ თმობს. მისი გულის მესაიდუმლე დაქალი და კოლეგა კატო რევიშვილია,ისიც დედისერთაა,ისინი ერთმანეთს დებად მიიჩნევენ და ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთთან გვერდში დასადგომად.
********
-კატო,შენი აზრით ის კაცი რატომ მტრობს ვაჩე ხომერიკს?
-ან პირადი მოტივი ამოძრავებს,ან ბიზნესშია საქმე.
-როგორც თავად მითხრა ლევანი ჰქვია.
-თავისთავად გვარს არ გეტყოდა,ისიც საკითხავია ლევანი ჰქვია თუ არა.
-ჯანდაბას-თაი გააქნია გოგომ- არაფერი დამიწყია,ის საბუთები ვერ ვიპოვე,კაბინეტში ერთხელ შევაღწიე,როდესაც ვალაგებდი და სახარბიელო ვერაფერი ვნახე,ყველაფერი ახლა იწყება...
-აქედან მეც დაგეხმარები,ხომ იცი რამეს თუ ნახავ დამიკავშირდი,ჩემ კავშირებს გამოვიყენებ
-არ ვიცი,რა უნდა ვნახო ასეთი? მინდა მალე დასრულდეს ეს საქმე.კაბინეტი კიდევ როდესაც ის არის სახლში მაშინ არ არის დაკეტილი,თორემ გასაღებს სულ თან დაატარებს,წარმოგიდგენია? თითქოს ვირთხები შეუცვივდებოდეს ახლა იქ და გამოჭამდნენ საბუთებს.
-საბუთები იმაზე ძვირფასია ვიდრე ჩანს ევა,ამას უნდა ხვდებოდე.
-მართალია,მასეა.
-ფრთხილად იყავი არავინ გამოგიჭიროს.
-ვის ეუბნები?-ოთახი მოათვალიერა ევამ,ვინმე სხვას ხომ არ ესაუბრებაო-მე? მე მკადრებ მაგას? არ მიცნობდე მაინც რევიშვილის ქალო, მე რომელმაც დედაჩემს ოქროს საათი ისე მოვპარე ბანკეტზე და ისე დავაბრუნე თავის ადგილას, რომ დღემდე არაფერი იცის, მამაჩემს ისე მოვპარე 1 საათით მანქანა,ვერაფერი გაიგო და შენ ისე გატყუებდი 15 წლის ასაკში, დიეტაზე ვართქო,დღემდე არაფერი იცოდი,მაშინ როდესაც ორივე დიეტაზე უნდა ვყოფილიყავით და საწყალი შენ 3 კვირა წიწიბურაზე,კიტრზე და კარტოფილზე იყავი...-ბოლოს გაიაზრა რაც თქვა და თვალები სიმწრით დახუჭა-ბოლო არ უნდა მეთქვა...
-შენ...შენ მატყუებდი?მთელი 3 კვირა სული კინაღამ გამძვრა, შენ ჯინაზე არ მინდოდა რომ დიეტა შემეწყვიტა დაა.....მოგკლავ-ყავა მაგიდაზე დადო და ევას გაეკიდა,შემეგ დაიჭირა და ზემოდან მოექცა. 10 წუთი ასე დასდევდნენ ერთმანეთს,სანამ არ გაიაზრეს,რომ სადარბაზოში იდგნენ და ერთმანეთს ისე უყვიროდნენ მეზობლები შეყარეს,შემდეგ დარცხვენილები ერთმანეთს ასწრებდნენ რომ სახლში შეცვენილიყვნენ.
********
-ვაჩე,ნია ვარ, დღეს კლუბში წავიდეთ რა,მთელი 2 კვირაა გეხვეწები-ამოიბუზღუნა ტელეფონში
-შენ რაღაც ამ კლუბს ცუდად ახსენებ-დაინტერესდა ვაჩე
-რაღაცას ბოდავ რაა,უბრალოდ წასვლა მინდა,ძალიან დავიღალე ეს დღეები,ხვიჩას დაედო ჩემი ცოდვა გამაწამა სპექტაკლზე
-დღეს აბელი ჩამოდის,ამერიაკში იყო წასული ბიზნეს პარტნიორებთან შესახვედრად და არ ვიცი რამდენად მოვახერხებ. რა სპექტაკლს დგამთ?
-მერე აბელსაც ვუთხრათ და წავიდეთ რა კლუბში. ''რომეო და ჯულიეტას'' ვდგამთ, ეს სიბანალურე არ შემიძლია რაა
-''რომეო და ჯულიეტა'' სიბანალურეა გოგო? მერედა იქ უნდ აკოცო ვინემს?-თვალები მოჭუტა ვაჩემ,თითქოს ნია დაინახავდა
-რაიყო პირველად ვკოცნი პარტნიორს?-გაიკვირვა ნიამ
-აი რატომ არ მინდოდა შენი სამსახიობოზე ჩაბარება
-ნუ ღელავ ძმაო, ზასაობას არავინ გვთხოვს, ერთი კოცნა არაფერია. რომელ საათზე ჩამოდის აბელი?
-ეგღა მაკლია ახლა იქ მოზასავე გნახო,ამის დედაც-შეიკურთა ვაჩემ-4 საათზე ჩამოდის
-რა გჭირს ბიჭო შენ, რას იგინები-ჩაიცინა ნიამ-კარგი,5-ზე კლუბში მივდივართ ანუ....-გაიწელა
-ჯანდაბას შენი თავი ნია ხომერიკო-ჩაიცინა ვაჩემ და თავი გააქნია
-ვისი და ვარ,ხომ არ გავიწყდება?
-მარტო ჩემი....მომისმინე, ის ნაძირალა ხომ არ გაწუხებს?-ხმა დაასერიოზულა
-ნიკა? არა,არც მოუწერია და არც დაურეკია...რითი დააშინე ასე-ნერვიულად ჩაიცინა
-ეგ უკვე შენ აღარ გეხება
-იცი ვინ ვნახე კაფეიშ რამდენიმე კვირის წინ?-გაიღიმა
-ნია,თუ არ მეტყვი თავისთავად არ მეცოდინება-თვალები აატრიალა
-კარგი ხო,რა უჟმური ხარ ზოგჯერ შენ. აი ის,ტაქსით რომ მომიყვანა სახლში იმ დღეს...
-მართლა? რაზე ისაუბრეთ მერე?-გაუკვირდა
-რავი არაფერზე,იქ დათუნა დავინახე და მაგას ვემალებოდი ამ დროს თავზე დამადგა და ოფიციანტი მეგონა-გადაიხარხარა-მერე ვსაუბრობდით რა...
-დათუნა ვინაა?-დაინტერესდა-და რატომ ემალებოდი
-დათუნა მაისურაძე...რომ ვუყვარხარ არ გახსოვს? ადრე გიყვებოდი მაგაზე...-მიხვდა რომ ეს არ უნდა წამოეროშა
-ხო მახსოვს,რამეს ხომ არ გეუბნება ზედმეტს? ეს დამალობანა რა საჭიროა აბა
-არაფერი ზედმეტი ძმაო,აუ რავიცი არ მინდოდა შეხვედრა.
-კაი გაკოცე,უნდა გავთიშო ახლა
-მოიცადე, შენი დამხმარე როგორ მოგწონს?
-გემრიელ საჭმელს აკეთებს
-არ ელაპრაკები ხოლმე? იცი რა კარგი მოსაუბრეა?
-რაში მაინტერესებს? საჭორაოდ არ ამიყვანია სამსახურში და არც მცალია
-ჭორაობას არც არავინ გულისხმობდა,ისე ვიკითხე თუ ესაუბრები
-კი ვსაუბრობთ...საჭმელზე-ჩაიცინა
-არ მომიკვდე მშიერი-ხმა მოისაწყლა-მეც გკოცნი,შეხვედრამდე.
********
4 საათზე აბელს აეროპორტში ვაჩე დახვდა და თავისთან წავიდნენ. სახლში შესულს გემრიელი სუნი ეცათ,აბელმა თვალები მინაბა,რაზეც ვაჩემ გულიანად გადაიხარხარა
-წამოდი ვისადილოთ და მერე ლუბში წავიდეთ,თორემ ნია გულს გამოგვიღებს
-რა გემრიელი სუნია...-აბელი სამზარეულოში შეიჭრა-ელზაკო რა ხელი გაქვს შენ გენაცვ....უკაცრავად-ელზას ნაცვლად ხელში მომღიმარი ევა შერჩა
-არაუშავს
-ახალი დამხარე ავიყვანე-მეთქი ხომ გითხარი?
-აუ ხო, დამავიწყდა...როგორ არის ელზას შვილის მდგომარეობა?
-მკურნალობს,შედეგი აქვს. ევა სადილი გაგვიმზადე
-ახლავე ბატონო ვაჩე
-შეგირცხვა ნამუსი ვაჩე. არ უნდა გამაცნო ეს ლამაზი გოგო?-გაიცინა აბელმა.
-სახელი უკვე იცი და...ევა გაიცანი ეს აბელია,ჩემი ბიზნეს პარტნიორი-ხელი აბელისკენ გაიშვირა
-მარტო ბიზნეს პარტნიორი?-წარბები აწკიპა-ბავშვობის ძმაკაცი და გულის მესადუმლე აბელ იობიძე-გაუღიმა
-სასიამოვნოა,სადილს ახლავე გავაწყობ-ევამაც გაუღიმა. ბიჭები კი მისაღებში გავიდნენ.
-აუუ რა გოგოა ბიჭო...-ვაჩემ სიტყვის დასრულებ არ აცადა
-გეყოს აბელ, ახლა დამხმარეებსაც უნდა გადასწვდე? კლუბში რომ წავალთ იქ აყარე ნაშობა-თვალები მობეზრებუით აატრიალა
-რა გინდა , აღვნიშნე რომ ლამაზი გოგოა,თორემ რამეს კი არ ვაპირებ-ამოიბუზღუნა
-ოჰ,თორემ უარს იტყვი ახლა სიამოვნებაზე
-უარს არ ვიტყვი,მაგრამ ძმაკაცის დამხმარეა მაინც ხომ ხვდები რა-ჩაიცინა
-დამხმარეა,საცოლე კიარა -გაიცინა ვაჩემ-მაგრამ არ მინდა ახლა შენი გამოხტომები,ნაშები სხვაგან ნახე თუ ძმა ხარ. თან ევა არ ჩანს მასეთი გოგო
-შენ მე გათახ*ირებული ხომ არ გგონივარ ბიჭო?-ხმა გაიმკაცრა აბელმა-მექალთანე კი ვარ,მაგრამ წესიერ გოგოებს არაფერს ვკადრებ,ვისაც უდ*ება მხოლოდ მაგათ სურვილებს ვაკმაყოფილებ-გაიცინა
-ვიცი აბელ,აბა არ ვიცი?-მხარზე ხელი დაარტყა ძმაკაცს
-სადილი მზადაა, მობრძანდით
-ვაჩეს არ ვიცი,მაგრამ მე თქვენობით ნუ მომმართავ რაა-აბელმა ევას გაუცინა
-კარგი,გავითვალისწინებ აბელ-გაიღიმა
-უკვე გაითვალისწინე-თვალი ჩაუკრა და მაგიდას მიუჯდა
-ევა, დღეს ადრე გათავისუფლებ,სადილს რომ აალაგებ,შეგიძლია წახვიდე.
-კარგით,გასაგებია
********
-ევა,კლუბში წავიდეთ რა,ძალიან მოვიწყინე
-კატო რა კლუბი აგიტყდა ახლა
-ახალი გახნსილია აქვე მახლობლად,გთხოვ რა
-წინა კვირაში ხომ ვიყავით?-თქვა მობეზრებით
-ახალ კლუბში არ ვყოფილვართ-შეუბღვირა კატომ
-კარგი ხო,შხაპს მივიღებ და მოვემზადები
-მე შხაპი უკვე მივიღე,გავემზადები
-ანუ ქალბატონო ასეა საქმე? იცოდი,რომ დამიყოლიებდი?-წარბები აწკიპა ევამ
-რაღაც მომესმა მგონი,არ მესმის....რა თქვიი?-ხელებს იშვერდა კატო და ოთახში შეიკეტა
-მოგხვდება მაგ საქციელისთვის ერთხელაც-დაუყვირა უკვე ოთახში შესულს
********
აბელის და ნიას შეხვედრა 10 წუთიანი ჩახუტებითა და ხვევნა-კოცნით დაგვირგვინდა,ძალიან თბილი და გულწრფელი ურთიერთობა ჰქონდა ამ ორს. კლუბში შესულთ მაშინვე ეცათ სასმლისა და თამბაქოს სუნი.
-აი ეს არის ახალი კლუბი,რა კარგი ინტერიერია-წარმოთქვა გახარებულმა ნიამ
-მართლა კარგია,მეც მომეწონა, დიდიხანია კლუბში აღარ ვყოფილვარ-თქვა აბელმა და ვისკი მოსვა
-ვაა, ეს რა მესმის, ამერიკაში ბრძანდებოდი და კლუბს არ ესტუმრე? ვერ დავიჯერებ-გაიცინა ვაჩემ
-მე სასტუმროში ვიკმაყოფილებდი მოთხოვნილებებს-თვალი ჩაუკრა აბელმა
ნახევარი საათის შემდეგ ნიას შეტყობინება მოუვიდა უცნობი ნომრიდან.
''კაპუჩინო,ალუბლის ნამცხვარი და დარიშხანი თუ შეიძლება''
ნია მაშინვე მიხვდა ბიჭის ვინაობას და ჩაეცინა
''ჩემი ნომერი საიდან გაიგე?''
''თუ მოინდომებ არაფერია შეუძლებელი''
''ანუ შენ ინტერესებში შედიოდა ჩემი ნომრის გაგება?''
''როგორც ჩანს კი. ეგ ორი ყმაწვილი რომ გიმშვენებს გვერდს ვინ არიან?''
ნიამ თვალების ცეცება დაიწყო,ნუთუ რეზი აქ იყო? ნუ, რატომაც არა. კლუბში მხოლოდ ის ხომ არ დადის?
''მარჯვნივ ჩემი ძმაა,მარცხნივ არაბიოლოგიური ძმა'' -ამის წერის დროს გაეცინა
''ესე იგი, არ უნდა მეშინოდეს,რომ ვინმე ზედმეტს გაგიბედავს''
''ნამდვილად არა''
-რა გაცინებს ნიაკო?-ტელეფონისკენ გაიწია აბელი,ნიამ კი მალევე გათიშა ის
-რას ხდება ნია?-თვალები მოჭუტა ვაჩემ
-მეგობარს ვწერდი,არაფერია
-აბა,რატომ გამორთე ტელეფონი?
-აბელ რა გინდა, მაცადე გართობა, ეს მეგობრები მოიცდიან
-რა აგრესიულია ეს,აშკარად რაღაც ტრაგიკულ ფილმს უყურა და ბევრი იტირა-ქვედა ტუჩი გადმოაგდო დანანების ნიშნად და ბოლოს სამივე ახარხარდა. სწორედ მაშინ ნიამ ნაცნობს მოჰკრა თვალი
-ეს ევა არაა?-თქვა თავისთვის და გახარებულმა ხელი დაუქნია-ევაა-კატო და ევა მათკენ დაიძრა
-ვამე ეს სიმპათიურობის განსახიერებები ვინ არიან?-გადაულაპარაკა კატომ ევას
-დაიწყნარე ჰორმონები-შეუბღვირა დაქალს,სახეზე კი ღიმილი აიკრა,ყველაზე ნაკლებად მათი დანახვა გაუხარდა,ნამდვილად არ სურდა მათ გარემოცვაში ყოფნა,თავს შებოჭილად იგრძნობდა,მალევე უნდა გაცლოდა მათ და სხვა ადგილას მოთავსებულიყო
-კეთილი იყოს შენი ნახვა-ფეხზე წამოფრინდა ნია და ევას გადაეხვია-ერთმანეთს არ გაგვაცნობ?-კატოზე ანიშნა
-დიახ,რა თქმა უნდა, ეს კატოა, ჩემი დაქალი. კატო, გაიცანი ეს ნიაა, ჩემი უფროსის და-გაიღიმა
-სასიამოვნოა-ერთდროულად თქვეს
-მე აბელი ვარ, ეს ვაჩეა, ევას უფროსი-თავი წარიდგინა აბელმა და კატოს გაღმებულმა შეხედა,ისიც ღიმილით შემოიფარგლა
-უფროსი მხოლოდ სამსახურში ვარ და არა მის ფარგლებს გარეთ-აღნიშნა ვაჩემ და ევას გადახედა
-ჩვენ დაგტოვებთ
-დაგვეწვიეთ რაა,აბელ,ვაჩე უთხარით თქვენც რა-ბიჭებს გადახედა ნიამ. გოგოებმა ერთმანეთს შეხედეს,ევამ კი მავედრებელი მზერა ესროლა კატოს.
-თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ,თუმცა შეიძლება სხვა გეგმები გაქვთ-გოგოებს შეხედა ვაჩემ
-არ გვაქვს სხვა გეგმები,დავრჩებით-გაიღმა კატომ და მზერა აბელისკენ გაექცა,როემლსაც ლოყაზე ფოსოები უფრო საყვარელს და ამვდროულად მიმზიდველს ხდიდა.
4 თავი
''ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულებაა – იცხოვროს, და არა – იარსებოს.''
ჯეკ ლონდონის ამ ციტატაში ღრმა აზრი დევს,მთავარია ყველამ გავითავისოთ ის,თუმცა ბევრი სხვადასხვა კუთხით დაინახავს მის არსს ,სამყაროც ხომ ასეა მოწყობილი? ყველა სხვაგავრად აღიქვამს მას,სწორედ ამაშია ამქვეყნიერი ცხოვრების ხიბლი. მშობელმა შვილს კაცთმოყვარეობის მაღალი გრძნობები უნდა შთაუნერგოს,უნდა მისცეს საფუძველი მის ცხოვრებას,რომელიც ჭეშმარიტების პოვნაში დაეხმარება.თითოეული ადამიანი განსახვავებულია საკუთარი შეხედულებების,პრინციპების,სურვილებისა და დასახული მიზნების არსებობით. თუმცა ყველა ვიბრძვით მთავარი ფასეულობისთვის-სიცოცხლისთვის. ჩვენ ვარსებობთ,თუმცა მთავარს უნდა მივაქციოთ ყურადღება,თუ რას ვთოვებთ,ალბათ ყველას საფიქრალს წარმოადგენს ის,თუ რა სარგებელს მოვუტანთ ქვეყანას,ან იქნებ მსოფლიოს?ბევრს აქვს იმის ამბიცია,რომ შეცვალოს სამყარო!სრულებით შესაძლებელია ერთმა ადამიანმა თავისი ძალისხმევით შექმას ისეთი ღირებული რამ, რაც ხალხს აღტაცებაში მოიყვანს, მთავრია მონდომება,საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა.
საკუთარი თავის იმედი ყველგან და ყოველთვის უნდა გქონდეს,არავის უნდა მისცე უფლება თავისი მარწუხების ქვეშ მოგაქციოს.შენ არ უნდა იარსებო,შენ უნდა იცხოვრო,რადგან არსებობენ-უსულოები და ცხოვრობენ-სულიერები. სწორედ ის,რაც განგვასხვავებს ყველა დანარჩენი სულიერისგან ადამიანებს არის-კულტურა.სწორედ ესაა ის,რაც ადამიანებს გამოგვარჩევს და განსხვავებულს გვხდის. გვაქვს უფლებები,ინტერესები,თავისუფლება,მიზნები და რაც მთავარია შეგვიძლია წარსულის,აწმყოსა და მომავლის ერთმანეთთან დაკავშირება,რომელიც აზრობრივ საკითხს ეხება. სწორედ ასეა,კულტურა ქმნის ადამიანს,ხოლო ადამიანი ქმნის იმ ღირებულს,რაც მისთვის მთავარ ფასეულობას წარმოადგენს-ცხოვრებას.
********
კლუბში ყოფნა 1 საათის შემდეგაც არ მობეზრებიათ,პირიქით აზარტში უფრო და უფრო შედიოდნენ,მათი სხეული განტვირთვასა და გართობას ითხოვდა,სწყუროდათ შეეგრძნოთ ის თავისუფლება,რაც იმ მომენტში გააჩნდათ.
-წამოდით გოგოებო ვიცეკვოთ-შესთავაზა ნიამ
-წავიდეთ-ერთმანეთს გადახედეს კატომ და ევამ და სიცილით უნდა გაყოლოდნენ გზას კლუბის ცენტრამდე,სადაც კლუბური განათება თვალს საოცრად ჭრიდა,როდესაც აბელი გამოვიდა სიტყვით
-შეხედე ახლა,ჩვენ კი არ შემოგვთავაზებს-ცხვირი აიბზუა აბელმა
-თქვენ უფრო შინაურულად გეტყვით-საყვარლად გაიღიმა უმცროსმა ხომერიკმა-აწიეთ ლამაზი უკანალები და დავიძრათ საცეკვაოდ
-ეს ძალიან გაგიტუტუცებია ბიჭო შენ-აბელმა წარბის აწევით გადახედა ვაჩეს,თუმცა ბოლოს სიცილი წასკდა
-ისე ერთ რამეში გეთანხმები,ნამდვილად ლამაზი უკანალი მაქვს-შეიფერა ბოლოს ბიჭმა,რასაც გოგონებისა და ვაჩეს ფხუკუნი მოყვა
-ჩემ რეზიზე უკეთესი არ....-ნიამ ტუჩზე იკბინა და სირბილით გაუყვა საცეკვაოდ გზას,თან გოგონებს უხმობდა
-ეს...რაო? ვინაა რეზი?!-გაოცება ვერ დამალა აბელმა და არანაკლებ გაოცებულ ვაჩეს გადახედა
-ერთი ბიჭია რა, მეგობარია შეიძლება ითქვას-თქვა ჩაფიქრებულმა
-მერედა ეს ყველა მეგობარს უკანალზე აკვირედბა თუ რა დედის ტ*ვნაა?
-ეგ ფაქტი არც მე მომეწონა,მაგრამ კლუბში საუბარი არ გვინდა მაგ თემაზე.
-რამეს მიმალავ?-თვალები მოჭუტა აბელმა
-არა,რას უნდა გიმალავდე...ანუ,უკვე ჩავლილი ამბავია რაა-თავი გვერდით გადახარა ვაჩემ
-რა მოხდა მეტყვი თუ ნიას ვკითხო?-ბიჭი დაიძაბა,მოთმინების ფიალა ეწურებოდა
-ნიკა ხომ აგხხსოვს? ამის სი*ი შეყვარებული,უფროსწორად ყოფილი. მაგის დედაც რომ შევე*ი-შეიკურთხა და სახეზე ხელი ჩამოისვა-რამდენიმე კვირის წინ ნიაკოს შევიწროება სცადა რაა და...იმ ბიჭმა,რეზიმ კარგად მოსდო,ხოლო შემდეგ ტაქსით ჩემ სახლამდე მოიყვანა
-მაგის გამკეთებელიც რომ მოვ**ან მე, ეგ განდონა ვირიშვილი,ახლა მივვარდები და სახეს ავულეწავ, ვის ბიჭო ნიაკოს როგორ შეეხო-გაცეცხლებულ ხელებს იქნევდა
-ახლა ნუ ა*რაკებ,მოვაგვარე უკვე,ისე დავაშინე ტ*აკში კული გაეპარა მაგ ლაჩარს-სიმწრით ჩაიცინა
-მეტიც არ მინდა რამე ქნას,ყელს გამოვჭრი მაგ ნაბი*ვარს.
გოგონები ამ ხნის განმავლობაში ცოცხალ მუსიკას ტანს აყოლებდნენ,როდესაც კატოს პარტნიორი გამოუჩნდა
-შეიძლება შენი გაცნობა?
-შენნაირ სიმპათიურ არსებას უარი როგორ უნდა ვუთხრა?-ოხ ეს გამოუსწორებელი მეკაცთანე
-შენი სახელი ლამაზო?-კმაყოფილების ღიმილმა გაუპო სახე ბიჭს
-კატერინა,მაგრამ მირჩევნია თუ კატოთი მომმართავ
-გასაგებია,კატო. მე აბელი ვარ
-ვინ?-კატო ახარხარდა
-რა გაცინებს?
-არა არაფერი,ვიღაც გამახსენდა უბრალოდ
-კარგი,აი ნელი სიმღერაც ჩაირთო-ცალი ხელი ბიჭმა წელზე შემოაჭდო,ცალით კი გოგოს თლილი ხელები მოიქცია მტევანში
-კარგად ცეკვავ-გაიღიმა გოგომ
-როდესაც შენნაირი პარტნიორი მიმშვენებს გევრდს ცეკვა უფრო სასიამოვნო და მარტივია
წყვილის ცეკვა არ გამოპარვია კატოს დანმხლებთ,განსაკუთრებით აბელი იყო მოუსვენრად,ძალიან მოეწონა კატო,ფიზიკურად იდეალური სხეულს ფლობდა,სახის გამოვკვეთილი ნაკვთები,თვალის ჭრილი,ქერა თმა განსხვავებულ იერს სძენდა გოგოს.აბელის ინტერესებში გოგოები ნამდვილად შედიოდნენ,თუმცა მხოლოდ ერთჯერადი მოხმარებით,შემდეგ მათი სახის დანახვაც კი გულს ურევდა. კატო,რაღაც სხვა იყო,განსაკუთრებული ქარიზმა ჰქონდა,რასაც ბევრი აღნიშნავდა.
-შეხედე როგორ უფათურებს ხელებს-სიმწრით ჩაიცინა აბელმა
-უბრალოდ ცეკვავს,არ უფათურებს...შენ რა გჭირს?-ჩაიცინა ვაჩემ. აბელმა კითხვა დააიგნორა და გოგოებს მიუბრუნდა
-გოგონებო ის ყმაწვილი ვინ არის კატოსთან ასე შეხმატკბილებულად რომ ცეკვავს?-იკითხა სხვათაშორისად
-არ ვიცით,უბრალოდ გამოიცეკვა-მხრები აიჩეჩა ევამ
-არადა როგორი სიმპათიურია
-ნია! შენ ყველა მოგწონს-თვალები აატრიალა ვაჩემ
-ყველა არ მომწონს-შეუბღვირა დამ-უბრალოდ ეს ნამდვილად სიმპათიური ბიჭია
-არ დაგეკარგოს არსად-ჩაიბურტყუნა აბელმა
-რამე მითხარი აბელიკო?
-აბელიკოს მოგცემ მე შენ-შეუბღვირა-არაფერი მითქვამს
-აი კატოც მოვიდაა-ჩაიცინა ევამ-როგორი იყო გაცნობის 15 წუთი?
-დაჟე დაითვალე?-თავი გააქნია-მშვენიერი. იცით? აბელი ერქვა-გაიცინა,რაზეც აბელს ვისკი გადაცდა
-ეიი ფრთხილა ძმაო-ხელი ზურგზე დაარტყა ვაჩემ
-რა ჰქვიაო რა თქვი?
-აბელი ჰქვია მეთქი....
-ყველა კონკურენციას როგორ მიწეევს,დაჟე სახელშიც?-ირონიულად გაიცინა
-კონკურენცია რა შუაშია კი მაგრამ
-კაი, დაიკიდეთ
-სად დავიკიდო ფეხებზე? არ გამოვა ეგ-თავი გააქნია-ფეხები ისე მტკივა ცუდად ვარ და მაგ პონტში რა-ბოლოს გაიცინა
-ბევრი დალიე შენ გეტყობა,მგონი ჩვენი წასვლის დროა-ფეხზე წამოდგა ევა
-მეც დავიღალე მართალი ხარ ევა-კატოც დაეთანხმა
-ნია ჩვენც წავიდეთ
-მართალია,ნამდვილად კარგი დრო ვატარეთ,მაგრამ ხვალ 10 საათზე ხვიჩასთან რომ არ ვერჭო რეპეტიციაზე თავს წამაჭრის
-ხოდა შენ თავსაც გავუფრთხილდეთ და წავიდეთ-გაიცინა აბელმა
-გოგონებო წავედით-ახლა ვაჩე მიუბრუნდა გოგოებს
-არა, ჩვენ ტაქსით წავალთ არ შეგაწუხებთ-იუარა ევამ
-სადმე კითხვის ნიშანს ხედავ?-წარბი აუწია ვაჩემ-ხოდა წავედით
-კარგი რაა გოგოებო თქვენ გეგონათ ამ დროს მარტო გაგიშვებდით? მცდარი წარმოდგენა გქონიათ ჩვენზე
-აბელი მართალია გოგოებო-მხარი გაუყარა ბიჭს
-კარგი,წავიდეთ
********
მეორე დღეს ნიას მშვიდი ძილი ტელეფონის ყურისწამღებმა ხმამ დაარღვია,რომელიც ხელში ისე მოიმარჯვა არც დაუხედავს
-ვინც არ უნდა იყო ისეთ გაწამებულ დღეს გისურვებ,როგორი დილაც ახლა შემიქმენი
-დილით დალოცვავ ასეთი უნდა
-რომელი ხარ?-თვალები გაახილა და წამოჯდა
-შენი ოფიციანტი
-ოფიციანტები კლიენტებს სახლშიც ემსახურებიან?
-თუ კლიენტი მოისურვებს ოფიციანტს არ აქვს უფლება შეეწინააღმდეგოს
-აუუ რეზი კარგი რა დილის 8 საათია
-ჯანსაღ ცხოვრებას მიეჩვიე,აბა 2 საათამდე უნდა გეძინა?
-10-ზე თეატრში მივდივარ და ჯერ ეს ერთი 2 საათზე არ ვიღვიძებ...ნუ ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა,როდესაც ძალიან დაღილი ვიყავი...თუ ორჯერ...სამჯერ-ჩაიცინა
-ცუდი გოგო, ცუდი
-აუ, მასე ჩემი ძმა მომართავს-სახე გაებადრა
-არაუშავს,გადაიტანს,რომ ჩემი ხმა უფრო სასიამოვნოდ ჩაგესმის
-შეხედე ამას,ჩემი ძმა საუკეთესოთა შორის საუკეთესოა, ჩემი მამაკაცის ეტალონია
-მე კიდევ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ოფიციანტი და შენი გულის ფორიაქის მიზეზი ვარ
-მეორეჯერ გეუბნები,ძალიან თავდაჯერებული ხარ ხო იცი შენ?
-მაგიტომაც ხომ წარმოვადგენ შენ ინტერესს?
-ჩემ ინტერესს მხოლოდ თავდაჯერებულობა არ წარმოადგენს...
-აი ხედავ? შენი პირიქთ აღიარე,რომ ჩემში ყველაფერი მოგწონს
-გამოჭერაზე ხარ მოკლედ
-სულაც არა,ჩემთან დათმობაზე წასვლა მოგიწევს ცქნაფა-ბოლო სიტყვამ ნიას გულში სითბო ჩაუღვარა. ძალიან მოსწონდა ეს ბიჭი,ყოველთვის ახერხებდა მის გამხიარულებას,სახე კი მუდამ გაბადრული ჰქონდა. რა თქმა უნდა მას მეგობრად აღიქვამდა,თუმცა არავინ იცის რას გვიმზადებს მომავალი. ის შეიძლება ტკბილ ხილთან ასოცირდებოდეს,თუმცა მხოლოდ გარეგნულად იყოს კარგად შეფერლი,მთავრია შიგნით რა დევს.ადამიანის გარაგანი და სულიერი სამყაროც ხომ ასეა მოწყობილი
-მაგასაც ვნახავთ. ახლა უნდა გავთიშო რეზი
-კარგი მიდი და იცოდე,რომ ჩემი იმედი ყოველთვის შეგიძლია გქონდეს.
-ვიცი და მადლოობა ყველასფრისთვის,იმ დღეს ვერასდროს დავივიწყებ...
-არც კი გაბედო იმ დღის გახსენება,ეგ წარსულია,შენ აწყმოთი და მომავლით ცხოვრობ. დამპირდი,რომ იმ დღეს აღარ გაიხსენებ
-ვეცდები....გპირდები
-აი ეგრე.ჩემი გოგო.
ნია სამზარეულოში სასადილოდ ჩავიდა,სადაც ვაჩე და ევა დახვდა. გუშინ ის თავის ძმასთან დარჩა.
-ვა რა კარგი სუნია,ისე მშია ჩემი კუჭი შალახოს ცეკვავს
-ფანდურს დავუკრავ და უკეთ აცეკვდება...მოდი დაჯექი აქ
-რამე დავაშავე და არ ვიცი? ან არ მახსოვს?-თვალები სასაცილოდ დააწვრილა ნიამ
-ევა შეგიძლია ცოტახნით დაგვტოვო?
-რა თქმა უნდა -ევას ხელსაყრელი დრო მიეცა,რომ კაბინეტში შესულიყო
-რა იყო ახლა ეს? რა უნდა მითხრა ასეთი
-გუშინ რას მივაწერო შენი საქციელი კლუბში? მე იცი,რომ გაწონასწორებული ვარ,მაგრამ ხომ იცი რომ აბელი მომთმენი არ არის
-რამე დავაშავე?-სახე დაბრიცა ნიამ
-რატომ ახსენე იმ რეზის უკანალი გუშინ....-ბოლოს ჩაეცინა-ანუ,თქვენ შორის რამე ხომ არ ხდება?-თვალები მოჭუტა
-აი თურმე რა-გადაიხარხარა-არაფერი არ ხდება,უბრალოდ ვმეგობრობთ, ნამდვილად კარფი უკანალი აქვს და რა ვქნა ახლა? მოიცა ხომ არ გშურს?-მხრები აიჩეჩა
-შენ გოგო ხომ არ გაჟუჟუნებს? ბიჭებს უკანალზე აკვირდები ნია?
-კი ვაკვირდები არ შეგიმჩნევია?-შეიცხადა-აი შენ და აბელსაც დაგაკვირდით...იამაყეთ ძმაო საუკეთესო უკანალი გაქვთ
-ნიაა მე არ მეხუმრება!-შეუბღვირა
-არ ვხუმრობ რა გინდა...-ამოიბურტყუნა,რაზეც ვაჩემ თვალები აატრიალა
-თუ თქვენი ურთიერთობა მეგობრობას გასცდება პირვე რიგში ვინ გაიგებს?
-რა თქმა უნდა შენ,მაგრამ ამაზე ლაპარაკი ზედმეტია ძმაო, აი მართლა არაფერი ხდება ჩვენ შორის,თან ნიკას შემდეგ გამიჭირდება ახალი ურთიერთობს წამოწყება
-აღარ იდარდო,მჯერა შენი-თავზე აკოცა და ძლიერად ჩაეხუტა.
ამ დროს ევა კაბინეტში იმყოფებოდა,უჯრები გამოაღო და სახარბიელო მასალის ძიება დაიწყო,რადგან იცოდა რომ მაგიდაზე ეს მაასალები არ იქნებოდა განთავსებული, 15 წუთიანი წვალების შემდეგ ერთი,არც შეიძება ითქვას მნიშვნელოვან დოკუმენტს წააწყდა,სადაც წარსულში მომხდარი მკვლელობა იყო ასახული. წაკითხულის შემდეგ დასკვნა გამოიტანა,რომ ვიღაც ალექსი წულაიას ბრალდება წაუყენეს ნუგზარ ორჯონიკიძის მშობლების მკვლელობაში,ალექსი წულაიას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ,ტელეფონით საბუთებს ფოტო გადაუღო და კაბინეტი უხმაუროდ დატოვა. სახტად დარჩა,რა შუაში იყო ნუგზარ ორჯონიკიძე?
********
კატო სუპერმარკეტში წავიდა,რადგან სახლში საჭირო პროდუქტი შეეძინა,ერთ-ერთ სექციაში რიგში ყოფნა მოუწია,თავად ბოლო იყო. მისდა სამწუხაროდ ქათმის ფილე მოშორებით იყო განთავსებული,ამიტომ წინ 45 გრადუსით გადაწევა მოუწია,როდესაც წელზე ხელის შეხება,ყურში კი მწველი სუნთქვა იგრნძო
-დღეიდან დაიმახსოვრე,როდეაც კაბა გაცვია ასეთი მოძრაობებისგან თავი შეიკავე,მარტო არ ხარ აქ
-ქათმის ფილეს ვერ მივწვდი. აქ რა გინდა აბელ?-რეპლიკა დააიგნორა
-სუპერმარკეტში რისთვის დადიან?-ირონიულობა აიკრა სახეზე
-როგორც ვიცი პროდუქტის საყიდლად და არა ვინმეს დასაკვირვებლად-არც ის ჩამორჩა
-იმდენად წვალობდი,ჩემი ყურადღება მიიქციე,თან უკვე ნაცნობი ხარ როგორ არ მოგსალმებოდი?-მხრები აიჩეჩა
-ვაფასებ პატივისცემა.ისე ამ სუპერმარკეტის მეპატრონეს ვუჩივლებ,აი დააკვირდი ახლა ეს ქათმის ფილები,კარაქები და ზოგიერთი პროდუქტი როგორ დევს,მე კიდევ მივწვდი,მაგრამ ბავშვები ან დაბალი ადამიანი როგორ მიწვდება?
-მამაჩემს ნუ მილანძღავ-ხელები ჯიბეში ჩაიწყო და თვალი თვალში გაუყარა კატოს
-მამაშენს?ისა..მეპატრონე ის არის?
-სწორედაც რომ ეგრეა
-ხოდა გადაეცი,რომ ეს პრობლემა გამოასწოროს-თავი მყარად დაიჭირა
-მაგისთვის კონსულტანტები არსებობენ უკვე კატიუშა
-შემთხვევით შენც კონსულტანტი ხომ არ ხარ? დახმარების ხელი ხომ გამომიწვდინე და..
-არა,კონსულტანტობა არ არის ჩემი საქმე.
-ოჰ,როგორ გეკადრებათ
-ქათმის ფილა გაგიდნება კატიუშა
-კატიუშა არა, კატოთი მომმართე
-მინდა განსხვავებულად მხოლოდ მე მოგმართავდე
-ღმერთო მომეცი გამძლეობა-სიტყვებს ისროდა, თან გაგულისებული მიდიოდა მოლარესთან. ამ დროს მობილურზე დაურეკეს
-კატო,როგორც კი მოიცლი მასალები მომაწოდე ალექსი წულაიას შესახებ, ვინ იყო,სად ცხოვრობდა, რა აკავშირებდა ნუგზარ ორჯინიკიძესთან.
-გასაგებია,რაც ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერს გავაკეთებ
-აუცილებლად უნდა გავიგოთ რატომ მტრობდა ეს კაცი ნუგზარს. მასალებს ფოტოების სახით გადმოგიგზავნი
-კარგი,ახლა სუპერმარკეტში ვარ და სახლში რომ მივალ ამ საქმეს ჩავუჯდები,თან შენც მოხვალ 3 საათში.
-კარგი ახლა უნდა გავიდე, მისტერ ვაჩე მეძახის-ჩაიცინა
********
-აბა რეზი როგორ მიდის საქმე?
-მშვენივრად ბატონო.
-მოექცა უმცროსი ხომერიკების ქალიშვილი შენი მარხწუხების ქვეშ?!-ირონიულად იღიმოდა კაცი
-როგორც ჩანს ეგრეა.
-ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,რომ ის სიმწარე მათაც განიცადონ,რაც მე განვიცადე ხომ გაიგე?
-რა თქმა უნდა.
********
5 თავი
3 საათზე ციხის გისოსებთან იდგა და პატიმრის ნახვისთვის თანხმობას ელოდა,10წუთიანი ლოდინის შემდეგ მისთვის ნაცნობი,თუმცა ამავდროულად უცნობი სახის წინ იჯდა,თვალებში უყურებდა,რომლიდანაც კვლავ შემორჩენილ ბრაზსა და დანანებას ამღჟღავნებდა
-გამარჯობა რეზი-ნაოჭიან სახეზე ღიმილი გამოკრთოდა კაცს
-გამარჯობა ბაბუა-ცინიზმით ჩაილაპარაკა ბიჭმა
-რამ შეგაწუხა? ჩემთან ვიზიტით თავს არ იწუხებ-ინტერესიანი მზერა მიაპყრო შვილიშვილს,რომელიც მისკენ გადაიხარა
-ჩემი ვიზიტის ღირსი არც ხარ!-შეუღრინა-კვლავ ამ კითხვას დაგისვამ,რატომ? რატომ გააკეთე ეს?
-გააჩნია რას გულისხმობ შვილო ჩემო
-ძალიან კარგადაც იცი რას,მოთმინებიდან ნუ გამომიყვან,წლებია აქ ხარ ჩამპალი და კიდევ შეგრჩა თავის მართლების ძალა? შევეცი შენ კაცობას-წყობილებიდან გამოვიდა და მაგიდას ხელი დასცხო
-ეჰ, უკვე დავაჟკაცებულხარ რეზი...ერთადერთი რასაც ჩემ თავს ევრ ვპატიობ ის არის,რომ თემურ ორჯონიკიძის ცოლი შეეწირა ამ ყველაფერს
-შენ გამო იცი მე რომ ვისჯები? იცი რა დრეში ვარ? იმ ნაძირალა მაფიოზთან მაქვს დაჭერილი საქმე,მარიონეტად მაქცია, იცი ვინ არ ამ ყველაფრის თავი და თავი? შენ! გასაგებია?! შენ ჩამაგდე ამ ჭაობში. შენ დამინგრიე ცხოვრება შენი ამოლარული საქციელის გამო,შენი მრცხვენია, მკვლელი ბაბუის მრცხვენია!
-მაგ კაცის მამა,,თემური სიკვიდლს იმსახურებდა გასაგებია? იმ ძაღლს ძაღლური აღსასრული ეკუთვნოდა,სწორედ მაგ არაკაცმა გააკოტრა ჩემი კომპანია,ითაღლიდა, მილიონი მომპარა და პრესაში სახელი შემიბღალა, მასთან ანგარიშგასასწორებლად რომ მივედი,აქეთ გადმოვიდა შეტევაზე,ნეხვი მიწოდა,მეც მეტი ვეღარ მოვუთმინე და იარაღი დავუმიზნე,ვიფიქრე შევაშინებ მეთქი,მაგრამ შენც არ მომიკვდე,ახარხარდა და ჩემკენ დაიძრა რომ იარაღი წაერთმია,ამ დროს მისი ცოლი შემოვიდა კაბინეტში.ისე უეცრად მოხდა ყველაფერი ვერ მიხვდვი,ჩვენ გვაშველებდა,როდესაც იარაღმა გაისროლა და ნინას მოხვდა, თემური გამწარდა, დამერია,მუშტები მომიქნია,იქვე იარაღი ეგდო,ავიღე და გულში ვესროლე .აი ასე იყო ბაბუა ეს ამბავი. მე სამუდამო მომისაჯეს,მაგრამ მირჩვნია აქ ვიყო, მირჩევნია მზის სინათლე არ დავინახო მხოლოდ იმიტომ,რომ უდანაშაულო ქალი მოვკალი,თორემ ის ღორი სიკვდილს ნამდვიალდ იმსახურებდა,ხოდა მიიღო კიდეც.
-მე...ეს ყველაფერი არ ვიცოდი,ეს არასდროს გითქვამს,მაგრამ მკვლელი ახლაც ხარ და სიცოცხლის ბოლომდე იქნები! არ აქვს გამართლება შენ საქციელს,ადამიანის მკვლელობით რას შეცვლიდი? შეცვალე რამე? ხომ ხარ ჩამპალი 4 კედელს შუა?
-შენ ვერასდროს გამიგებ რეზი და არც უნდა ეცადო ჩემ გაგებას. შენ მე არ მგავხარ, შენ პატიოსანი,ჩემი თბილი ბიჭი ხარ ბაბუ,უსამართლობას ვერასდროს იტანდი, ჩემი ვაჟკაცი ხარ. შენ ის მითხარი ორჯონიკიძეს რა ჯანდაბა უნდა? ეგეც მამისივით არაკაცი ყოფილა,მაგის დამსხმელ გამკეთებელიც რომ მოვ**ან
-1 წლის წინ სახლში მისმა კაცებმა მომაკითხეს,იძულებით წამიყვანეს მასთან და ულტიმატუმი წამიყენა,ბაბუაშენის ცოდვებისსთვის შენც მოგთხოვო, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი სიკვდილით დამემუქრა. მე ისეთი ცივსისხლიანი არ ვარ,რომ ყველაფრისდა მიუხედავად შენი სიკვდილის მიზეზი ვიყო. ხოდა ასე, მისი კაცი ვარ,თუმცა მკვლელობასთან შეხება არ მაქვს,მე ხომერიკების უმცროსი ქალიშვილის შებმა მევალება,შემდეგ ხმარება და მიგდება. ხომერიკებს რატომ მტრობს არ ვიცი. ოხ მაგის....
-რეზი...შენ? შენ არ შეგიძლია გოგოს ასეთი ტკივილი მიაყენო,შენ ხომ ყოველთვის იცავდი მათ როცა საჭირო იყო? მაგ ნაბიჭვარს ემორჩილები ჩემ გამო, ჩემ გამოა ეს ყველაფერი ამის დედაც-შეიკურთხა კაცმა-ის გოგო როგორ უნდა გააუბედურო? ეს შენ საქციელს რა გავს რეზი
-კარგი ხომ არ მატყუებ?-ირონიულად ჩაიცინა-შენი დაზუსტება და გოდება არ მჭირდება გაიგე?! მეც კარგად ვიცი,რომ გოგოებზე ძალადობას კი არა, შეურაცხყოფასაც კი ვერ ვიტან. ნია ისეთი უბრალო და გულწრფელია შეუძლებელია რამე დავუშავო. არ ვიცი რა ვქნა, საერთოდ არაფერი არ ვიცი, ამის დედასაც რომ შევე*ი.
-რამე გამოსავალს იპოვი. ჭკვიანი ბიჭი ხარ
-მართალი ხარ, ჭკვიანი ვარ და რაც მთავარია შენ არ გგავარ, მკვლელი არ ვარ.
-პატიებას არც გთხოვ,უბრალოდ მინდა რომ ერთხელ მაინც ჩემ სიცოცხლემდე ის ნაპერწკალი დავინახო შენ თვალებში,რომელიც მაგრძნობინებს,რომ იმ ქვეყნად მშვიადად შემიძლია წავიდე
-არ ვიცი ეს დღე ოდესმე დადგება თუ არა
-მე დაგელოდები შვილო, სხვა რა დამრჩენია? ამ 4 კედელს შორის მხოლოდ ერთი რამ ვისწავლე-ლოდინი.
-თქვენი დრო ამოიწურა-აცნობა ფორმიანმა ქალმა
-კარგად,ბაბუა.
რას გრძნობდა რეზი? სიბრაზეს,სინანულს,წყენას? ამ ყველაფერს რაღაც დოზით განიცდიდა სხეულში,არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, ალბათ ყველას აქვს ცხოვრებაში ის მომენტი,როდესაც სურს რომ უბრალოდ გაქრეს,სადღაც მარტო აღმოჩნდეს,ამ ფიქრებს ადგილი მოუნახოს და უგზოუკვლოდ გაფანტოს. რეზი ყოველთვის სამართლაინი პიროვნება იყო,პროფესიით ეკონომისტია,დედ-მამა ადრეულ ასაკში დაეღუპა ავარიით,რამაც დიდი დაღი დაასვა,მაშინ სულ რაღაც 6 წლის იყო,თუმცა ისინი კარგად ახსოვს. ვიტყვი იმასაც,რომ მას ფოტოგრაფიული მახსოვრობა აქვს. რას განიცდიდა ნიას მიმართ? მოსწონდა ის? მის მიმართ მხოლოდ სიბრალულს განიცდიდა,არ მოსწონდა,უბრალოდ ებრალებოდა ის,რომ იმ არაკაცის მარწუხებში ჩავარდა. როდესაც ნიკა მასზე ძალადობდა სწორედ იმ დროს უთვალთვალებდა,ტვინში სისხლი ჩაექცა,როდესაც ეს სანახაობა გადაეშალა წინ, მოძალადეებს ვერ იტანს,მათ ერთ დიდ ნაგავდ თვლიდა. მაგრამ თავად ვინ უნდა გამხდარიყო?
********
ევა და კატო კომპიტერს მიუსხდნენ და წლების წინანდელი მკლვლელობის შემზარავ მკვლელობას გაეცნენ.
-რა საშინელებაა, კომპანიის გამო როგორ შეიძლება ადამიანის მოკვლა?
-ანუ ალექსი წულაია იყო ამ კომპანის მფლობელი,რომელსაც მილიონი გამოსცინცლა თემურ ორჯონიკიძემ,მკვლელობის დეტალები ცნობილი არ არის,ცნობილია მხოლოდ ის,რომ ალექსიმ მოკლა თემურ ორჯონიკიძე და ნინა ახალაძე. ალექსის ერთადერთი შვილიშვილი ჰყავს,რეზი წულაია.
-ხო აი, ეს ბიჭი უნდა იყოს,ბაბუამისთან აქვს ფოტოები გადაღებული და ატვირთულია. მეტი ინფორმაცია არ გვაქვს მასზე სამწუხაროდ.
-გავარკვიეთ ორჯონიკიძეებისა და წულაიების მტრობის მიზეზი,თუმცა მთავარი ისაა ხომერიკებთან რა მტრობა აკავშირებთ?
-ვაჩე ხომერიკს ეს საბუთი რატომ ჰქონდა კაბინეტში? დაუკვირდი,ახალაძეების ფოტო არ არის განთავსებული. მე ვფიქრობდი ლევანთან იქნებოდა რამე კავშირში,მისი სახელი კი არსად ფიგურირებს.
-მეც მასე ვფიქრობ.რაღაც ისე არ არის...-ევა ჩაფიქრდა-რა საერთო აქვს ამ სამ ოჯახს?
-შეიძლება წულაიებს არც არაფერი აქვთ საერთო...მცირე ინფორმაცია გვაქვს,თუმცა პირველ ჯერზე არაუშავს,კაბინეტში კვლავ მოგიწევს ფუსფუსი
-ნამდვილად ეგრეა,სხვა გზა არ მაქვს.მხოლოდ დღეს შევძელი რამდენიმე წუთით მარტო კაბინეტში ყოფნა-ამოიოხრა და სამზარეულოში გავიდნენ ყავის გასაკეთებლად.
-დღეს იცი ვინ შემხვდა?
-სემ სმიტი....უი, ეგ გეია,ასე რომ არ მაწყობს,რადგან თუ შენი სახის გამომეტყველებით ვიმსჯელებ,ნამდვილად ისეთ ვინმეს შეხვდი ჰორმონები აგითუხთუხა
-საიდან მოიტანე ეს ჰორმონები ახლა? გაგიჟება შეიძლება
-აბა აღგზნებული ძროხასავით რატომ იყურები?-თვალები დააწვრილა ევამ
-წადი ხრამში გადახტი რაა-ხელი აიქნია კატომ-ეგრე ხო? ხოდა არ გეტყვი ვინ შემხვდა
-მიდი რა მითხარი, ბავშვივით იქცევი
-აბელი შემხვდა
-რომელი ის სიმპათიური მამრი,კაპოტზე შემხტარივით რომ ეცეკვებოდი?
-რა შედარებებია მოკლედ-ხელები ზევით აღმართა კატომ-არა,მეორე, ვაჩეს ძმადნაფიცი-სახე დამანჭა
-მე ეგ მამრი მირჩევნია. ძალიან სიმპათიურია, ხო არ დავეჩალიჩო ნეტა?-თვალები დააწვრილა
-შენ გააფრინე ხო? რა ჯანდაბად გინდა მაგ იმბეცილთან საქმის დაჭერა?
-ვინაა გოგო იმბეცილი,ისეთი თავაზიანი,ხუმარა და საყავრელი ბიჭია რომ შემოგეჭმება ხელში
-ერთი ეგაა ხელში შემოსაჭმელი და მეორე დონატები. ფუ როგორ ვერ ვიტან დონატს....ხო ისეთი თავაზიანია,ქათმის ფილას რომ ვიღებდი, უკნიდან მომიახლოვდა და მითხრა ასეთი კაბა რომ გაცვია ასთ მოძრაობებს ნუ აკეთებ აქ მარტო შენ არ ხარო-თვალები აატრიალა
-ვაიმე,შეხედე რაები ხდება. აუ მაგარი ბიჭია რაა-გადაიხარხარა
-ნუ სულელობ შენი ჭირიმე რა. იცი, ის სუპერმარკეტი მამამისის ყოფილა,იმ დროს კი მე ჩივილით ვიმუქრებოდი,ეს ფილები ასე შორს რატომ აწყვია დაბალი ხალხი ან ბავშვები როგორ მიწვდებიან მეთქი
-აუ ცუდად ვარ, ჰაერი მჭირდება, უნდა გავიდე აივანზე-ხელებს იქნევდა ევა და ხტუნვა-ხტუნვით ოთახს ტოვებდა.
********
-ევა, დღეს ჩემი ბიზნესპარტნიორები მოდიან და ვახშამი 5 კაცზე გააწყვე
-გასაგებია,რომელ საათზე მოვლენ?
-6-თვის აქ იქნებიან, ახლა 3 საათია,მანამდე მოასწრებ თავისუფლად,არა? რამე პროდუქტი ხომ არ მოვიტანო?
-არა,რაც საჭიროა კერძების გასამზადებლად ყველაფერი მაქვს
-კარგი,მაშინ საღამომდე
-საღამომდე
6 საათისთვის ვაჩე, ბიზნესპარტნიორებთან ერთად სახლში მივიდა,მაგიდას მიუჯდნენ და საუბარი დაიწყეს,როდესაც ევა კერძებით ხელში დაიძრა მათკენ
-მადლობა ევა,კერძები კიდევ დარჩა გამოსატანი?-იკითხა ვაჩემ
-მხოლოდ დესერტი,თუმცა მას მოგვიანებით შემოვიტან
-კარგი-ევამ ოთახი დატოვა
-ეს მშვენიერი გოგო დაკავებულია?-იკითხა ერთ-ერთმა,რომელსაც ვაჩემ გაკვირვებულმა შეხედა
-არ ვიცი დაკავებული არის თუ არა-კბილებში გამოსცრა
-ძალიან ლამაზი გოგონაა-აღნიშნა ახალგაზრდამ
-ვფიქრობ აქ კომპანიასთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ და არა ჩემ დამხარეზე-ძლივს შეძლო რომ გაეღიმა,ნამდვილად არ ესიამოვნა რომ ევაზე ასე საუბრობდა ეს კაცი
-ბატონი ვაჩე მართალია, ლაშა შვილო ეგ თემა იმ გოგოსთან განიხილე თუ დაგაინტერესა
-მართალი ხარ მამა,მაგის დროც მოვა-ჩაიღიმა,ვაჩემ კი კბილები გააღრჭიალა
საბოლოოდ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, ორივე მხარე კმაყოფილი იყო,სწორედ ამ დროს ევა შემოვიდა დესერტით ხელში
-გმადლობთ მშვენიერო ქალბატონო-ევას რეპლიკა არ ესიამოვნა და ვაჩეს გადახედა,თვითონაც არ იცის,რატომ
-ევა შეგიძლია დაგვტოგვტოვო-ცოტა ხმამაღლა მოუვიდა ვაჩეს-მადლობა
-თქვენის ნებარვთვით მეც დაგტოვებთ ცოტახნით-გაიღიმა ლაშამ და ევას გაჰყვა,რომელიც სამზარეულოს მაგივრად ეზოში გავიდა. ვაჩეს ტვინში სისხლა აასხა, ნამდვილად არ სურდა რომ მის ბიზნესპარტნიორს ასეთი ინტერესი გამოეჩინა ევას მიმართ. გგონიათ ეჭვიანობდა? არა, ეს ეჭვიანობა როგორ იქნებოდა, ამ გოგოს წესიერად არც იცნობდა,უბრალოდ მისთვის არასასიამოვნო იყო იმის წარმოდგენა,რომ ლაშას გარკვეული მიზნები გაუჩნდა ევას მიმართ.
ევა ჰამაკში მოთავსდა,ძალიან კარგი ამინდი იყო,თვალები დახუჭა და სახე ცას მიუშვირა.ცოტა ხნის შემდეგ სიმძიმე იგრძნო,ჰამაკის ნაწილი ჩაიზნიქა და ევაც ინსტიქტურად უცნობის კალთაზე დამხობილი აღმოჩნდა,ვერ გაიაზრა რა მოხდა,სანამ უცნობმა მკლავებზე ხელი არ მოჰკიდა
-როგორ ხარ? არ მინდოდა შენი შეშინება
-არაუშავს...აქ, რა გინდათ?-მაშინვე წამოდგა ჰამაკიდან და მშვიდად კითხვა
-ძალიან კარგი ამინდია და გადავწყვიტე გამოვსულიყავი
-კარგი,ისიამოვნეთ
-რატომ მიდიხარ,შენც ხომ ამინდის გამო გამოხვედი?-თვალები მოჭუტა
-მე უკვე დავტკბი ამინდის ხილვით,ახლა წავალ თქვენის ნებართვით.
-ჩემგან ნებართვას თუ ელი ვერ მიიღებ, მინდა რომ აქ დარჩე
-რამე გნებავთ მოგიტანოთ? მე აქ დამხმარე ვარ-მოთმინებით მიაჩერდა
-მხოლოდ ის მინდა,რომ ჩემ გვერდით დაჯდეთ-ევამ თვალები აატრიალა
-მართლა აღარ მსრუს აქ დაარჩენა,თან ბატონ ვაჩეს შეიძლება დავჭირდე-პირველად ინატრა,რომ ვაჩეს მისთვის დაეძახა
-ძალიან ჯიუტი ხარ იცი? კარგი წადი-ჩაიცინა
-გმადლობთ,რომ ნება დამრთეთ-ირონიულად მიუგო. ლაშამ კი ულამაზეს სხეულს ვნებიანად გააყოლა თვალი და ნერწყვი ხმაურიანად გადაწყლაპა
სახლში შესულს სტუმრები კარში შეხვდნენ,რომლებიც შინისკენ მიმავალ გზას დაადგნენ,მათ დაემშვიდობა და მაგიდის ალაგებას შეუდგა. სამზარეულოში იყო,როდესაც ვაჩე დაადგა თავს
-რა უნდოდა?-სხვათაშორისად ჰკითხა
-ჰამაკში ვიჯექი და გვედით მომიჯდა-რომ გაახსენდა რა დაემათა სიცილი აუტყდა-უცბად შემეშინდა და კალთაში ჩავუვარდი ხელებით-ამის გაგონებაზე ვაჩე გაოცებულმა და ბრაზშეპარულმა შეხედა
-რა გააკეთე?-თუმცა ბოლოს სიცილი წასკდა
-ხო, აი ასე, კალთაში ჩავუვარდი,მაგრამ მერე წამოვდექი
-მთავარია სხვა რამეში არ შეუვარდე-აბურტყუნდა
-რა თქვით?-თვალები დააწვრილა
- ისეთი არაფერი-თავი გააქნია და ხელები ჯიბეში ჩაიწყო
-ეგ არაფერი იყო?-გაკვირვება გამოეხატა სახეზე-მგონი თქვენ არ გაინტერესებდეთ მე ვის შევუვარდები-უთხრა გაბრაზებულმა,წყენნარევი ხმით. ზოგადად სხვისი აზრი არ აინტერესებდა,თუმცა ვაჩეს აზრი მისთვის არ იყო სულერთი,ბოლოს და ბოლოს მასთან ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობდა
-ცუდად გამომივიდა. მართალია არ მაინტერესებს ვისთან და როდის გექნება სექსი-თქვა თუ არა სამზარეულო დატოვა. ევამ თვითონაც არ იცის რატომ,მაგრამ ცრემლები წასკდა,თავის ოთახში აირბინა და კარებს მიეყრდნო.
ნახევარი საათი ასეთ მდგომარეობაში იყო,როდესაც ვაჩემ დააკაკუნა ოთახის კარზე,ცრემლები უკვე შეშრობოდა,თუმცა თვალები საშინლად ჩაწითლებული და დასიებული ჰქონდა,კარი გააღო თუ არა ვაჩეს გაოცებულ სახეს თავისი გაუსწორა,უემოციოდ აუარა გვერდი. ბიჭს იმ მომენტშო საკუთარი თავი შეზიზღდა
-ვიცი იმიტომ ამომაკითხეთ,რომ ჭურჭელი არ დამირეცხავს,ბოდიშით
-ევა მოიცადე-მკლავი დაუჭირა და სახე მისას გაუსწორა-მაპატიე
-არ არის საჭირო-ხელი გაითავისუფლა
-პატიებას იშვიათად ვითხოვ.თან ისეთ ადამიანებს ვთხოვ პატიებას,რომლებიც ჩემთვის სულერთნი არ არიან
-მე თქვენთვის სულერთი არ ვარ? რამეს წარმოვადგენ?
-რა თქმა უნდა არა, სულერთი როგორ უნდა იყო, ჩემი დამხმარე ხარ, ჩემ სახლში ცხოვრობ,მეგობრები არ ვართ,თუმცა თუ წინააღმდეგი არ ხარ შეგვიძლია ვიყოთ-თბილად გაუღიმა
-გასაგებია,კარგი-მანაც გაუღიმა
-მოდი ჩემთან-ბიჭმა მკლავები მოხვია და გულში ძლიერად ჩაიკრა-და კიდევ, თქვენობით აღარ მომმართო,თავი 50 წლის მგონია-ჩაიცინა
-კარგი,დღეიდან ვაჩეთი მოგმართავ-მანაც ჩაიცინა
-რა კარგი სუნი გაქვს თმაზე.
-ვარდია-გოგომაც ჩაიცინა-შენც კარგი სუნამოს სუნი აგდის-თვალები მილულა.
********
6 თავი
სიო თმას უწეწავს,თბილი ნიავი სახის ნაკვთებს საამოდ ელამუნება,ცაზე არსებულ მზეს ცდილობს რომ თვალი გაუსწოროს,თუმცა მზის კაშკაშა სხივები ხელს უშლის,სახეს ხელით იჩრდილავს და ირგვლივ არსებულ ვარდების სუნს ფილტვებში ღრმად ისუნთქავს.ფეხის ხმა ესმის,ირგვლივ მიმოიხედა,თუმცა დაცარიელებულ პარკში მხოლოდ საკუთარ თავს გრძნობს,უკნიდან ვიღაც თვალებზე ხელს აფარებს,წამოიკივლა და შეშინებულმა შეხედა მომღიმარ აბელს
-შენ? აქ რა გინდა?
-მე?მოიცა დავფიქრდე...გასეირნება გადავწყვიტე და შენ დაგინახე,შემდეგ შენკენ წამოვედი მეთქი ვილაპარაკებთთქო,თუმცა ისე შეგეშინდა...-ჩაიცინა
-ეს მოპარვები დამუღამებული გაქვს გეტყობა
-შენზე ვტესტავ-მხრები აიჩეჩა და კატოს გვერდით მოთავსდა
-დატესტვას შედეგი აქვს როგორ ატყობ-თვალებში მიაჩერდა
-კაი ტოო,ეგრე როგორ შეგაშინე ახლა ნუ სულელობ
-კიდევ მე ვსულელობ?-გაკაპასებულმა თითი გულ-მკერდზე მიიდო
-სწორედაც რომ ეგრეა. აქ ხშირად მოდიხარ? აქამდე არ დამინახიხარ.
-და შენ?
-კითხვაზე კითხვით რატომ მპასუხობ ძალიან მაინტერესებს-თვალები აატრიალა-მე ყოველთვის დილაადრიან ვდგები,რომ კომპანიაში წასვლამდე ეს სილამაზე ვიხილო-ჩაიღიმა და ირგვლივ არემარეს მოავლო თვალი
-მე დილაადრიან იშვიათად ვიღვიძებ,დღეს გამონაკლისი მოხდა და ამ სილამაზის სანახავად გამოვედი-თვალი აარიდა აბელს
-მოიცა,შენ თვალს მარიდებ?-ჩაიცინა
-ეგღა მაკლია რომ თვალი აგარიდო,რა მიზეზი უნდა მქონდეს?-ანერვიულდა
-ვაა უკვე მივხვდი რაშია საქმე-აფხუკუნდა-სიზმარში ეროტიულ პოზებს ვამუღამებდით ჩვენ ორი,ასეა?-კატო გაშრა,გაქვავდა და სახეზე აჭარხალდა,მაინც საიდან მიხვდა რომ აბელი ნახა სიზმარში?თან მხურვალედ რომ უკოცნიდა მარწყვივით ტუჩებს
-შენ...შენ არ ხარ ნორმალური-ფეხზე წამოიჭრა,თუმცა აბელმა მკლავით დაიჭირა,სახე მის ხელებში მოიქცია და თმა ყურს უკან გადაუწია,შემდეგ მისკენ დაიხარა და ყურთან ახლოს აკოცა
-როგორი იყო?....სიზმარში-ვნებამორეული,დაბოხებული ხმით წარმოთქვა მის ყურთან და ბიბილო კბილებს შორის მოიქცია,რაზეც კატოს კვნესა წასკდა,ბიჭი კი მოშორდა
-აბელ...მეჩქარება-მავედრებელი ხმით შეხედა ბიჭს,ვერ გაეგო რას უშვრებოდა ასეთს ის,თინიჯერობის დროს ბევრი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მოსწონდა ვიზუალურად,თუმცა შეყვარებული ერთხელ ჰყავდა, არ მოსწონდა ისეთი ურთიერთობები, რომელსაც სახელი ერქვა.რომელთა გზაც ოდესმე დასარულისკენ გაგრძელდებოდა,მიუხედავად იმისა რომ ამის გაკონტროლება ორ ადამიანზეა დამოკიდებული ასეთი სახის ურთიერთობებს ყოველთვის გაურბოდა,თან ეშინოდა...იმედგაცრუების ეშინოდა,რომ საყვარელი ადამიანი გულს ატკენდა,როგორც პირველი სიყვარული.
-ერთიც და გაგიშვებ-ჩაიცინა-რეალურად უკეთესად ვასპარეზობ-მზერა კატოს ტუჩები სთვის არ მოუშორებია,შემდეგ კი მოწყურებულ დაეწაფა ტკბილ ბაგეებს,ძალიან ნაზად და ფაქიზად უკოცნიდა ჯერ ქვედა,შემდეგ ზედა ტუჩს,შიგადაშიგ კბილსაც გამოსდებდა,კატო არც გაძალიანებია,თავადაც ესიამოვნა და ქაჯივით ხომ არ დაუწყებდა ხელის კვრას?თავიდან აზრზე ვერ მოვიდა რა ხდებოდა მის ირგვივ,ხოლო შემდეგ რბილი ტუჩების შეხება იგრძნო და ისც აჰყვა კოცნაში,მარჯვენა ხელი ოდნავ მოშვებულ წვერიან ლოყაზე ძლიერად მოკიდა,მარცხენა კი კისერზე შემოხვია.როდესაც ჰაერი აღარ ეყოთ ერთმანეთს მოშორდნენ და გახშირებული სუნთქვა დაიწყეს-საოცრება ხარ ტკბილო-ბიჭმა ცხვირის წვერზე აკოცა და ასეთი დაბნეული დატოვა პარკში-შეხვედრამდე კატიუშა
********
ნია თეატრიდან ბრუნდებოდა,როდესაც მისკენ მომავალი რეზი დაინახა,იმდენად მონატრებული ჰყავდა რომ სირბილით გაეშურა მისკენ და წელზე შემოახტა,ოდნავ შებარბაცდნენ,გოგომ ბიჭის ყელში ჩარგო თავი და სასიამოვნო,გრილი სურნელი შეისუნთქა,რეზის ამ ქმედებამ მარცხენა ნაწილი უფრო აუძგერა. გოგომ ქვემოდან ახედა და ყბის ძვალზე აკოცა
-როგორ მომენატრე-ამოიტირასავით და ბიჭის მკლავებიდან გათავისულდა-შენ? საერთოდ არ მოგენატრე?-თავი დახარა. რეზიმ მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა
-როგორ შეიძლება რომ არ მომნატრებოდი ფერია?-თბილად გაუღიმა და გულში ჩაიკრა
-1 კვირაა ერთმანეთს არ შევხვედრილვართ,ძალიან მაკლდი, რას მიშვრები ბიჭო ასეთს?-გადაიკისკისა,რეზი კი მომღიმარი სახით უყურებდა,ახლაც ამჩნევდა ნიას აციმციმებულ თვალებს,რომელიც ასე ძალიან იზიდავდა. ბიჭი მისკენ გადაიხარა და ლოყაზე ძლიერად აკოცა,მისი მტევანი თავისაში მოიქცია და ტუჩები მიადო
-ძალიან ძალიან მოგენატრე? ჩემი გოგო-მკლავებში მოიქცია და თავზე აკოცა,ახლა მან შეიგრძნო სასიამოვნო სურნელი. გული ტკიოდა,რომ ნიას ატყუებდა, 1 კვირის განმავლობაში გაანალიზა ის ყველაფერი რასაც მის მიმართ განიცდიდა,ვერ დაუშვებდა რომ ამ გოგოს რამე დამართნოდა,რაღაც უხილავი ძალა არ აძლევდა იმის საშუალებას რომ მისთვის ტკივილი მიეყენებინა.-საქმეები მქონდა ნი,დაკავებული ვიყავი ამიტომ ვერ ვახერხებდი შენთან შეხვედრას
-ძალიან გადატვირთული გრაფიკი გაქვს შენ-ამოიბურტყუნა-დღეს მძიმე დღე აქვს ჩვენ ოჯახს-თავი დახარა
-რა ხდება? რას ნიშნავს მძიმე დღე გაქვთ?
-ჩვენი დამხმარე ელზას ქმარი,რომელიც წლების წინ ჩვენთან მუშაობდა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა,ძალიან მიყვარდა პეტრე ბიძია,იცი რა საყვარელი,მხიარული და გამგები კაცი იყო?-ცრემლები წასკდა. ბიჭმა ნათქვამი გადახარშა,წარსული მოაგონდა,სწორედ ამ დღეს მისი ბიძა(დედის ძმა) გარდაიცვალა,რა თქმა უნდა ისე მოაწყვეს,რომ ავარიად ჩაეთვალად,თუმცა მან გაარკვია,რომ ბიძამისის მკვლელობაში დამნაშავე ნუგზარ ორჯონიკიძეა. ტვინში სისხლმა აასხა,მთელი სხეული დაეძაბა. ნიას თვალზე ცრემლი რომ შენიშნა გულში რაღაც ჩასწყდა
-ეი პატარავ, გთხოვ, არ იტირო რა-თვითონაც ძლივს იკავებდა თავს რომ არ აღრიალებულიყო და ირგვლივ ყველაფერი არ დაელეწა,პეტრე მისთვს მამასავით იყო.
-ეს ცხოვრება უსამართლოა. რატომ? ასეთი კარგი ადამიანი რატომ უნდა ყოფილიყო იმ დაწყევლილი ავარიის მსხვერპლი?
-ცხოვრება ვერაგია,მაგრამ უნდა გავუძლოთ ჩემო ლამაზო, ერთად ყველაფერს შევძლებთ,მთავარია საკუთარ თავის რწმენა და ჩემდამი ნდობა. ამ ცხოვრებას კარგი მხარე უნდა მოვუძებნოთ. -შუბლზე აკოცა და ზურგზე ძლიერად მოხვია ხელები
-შენ ძალიან კარგად იცი ნიკას შემდეგ როგორ მდგომარეობაში ვიყავი,ახლა უბრალოდ სინანულს ვგრძნობ, ის 1 წელი მენანება მასთან ერთად რომ გავატარე,რა სულელი ვიყავი...-თავი გააქნია-შემდეგ შენ შეგხვდი,შენც ხომ იცი რომ ჩემთვის სულერთი არ ხარ? არ ვიცი ვინ ხარ ჩემთვის,არ ვიცი რას ფიქრობ ჩემზე ,თუმცა მეც ვიცი რას წარმოადგენ ჩემთვის,ჩემთვის შენ მეგობარზე მეტი ხარ რეზი-ამღვრეული თვალები ბიჭს გაუსწორა-აი ასეთი ვარ, ასეთი ემოციური,თუმცა ძალიან გულწრფელი-მხრები აიჩეჩა
-სწორედ ასეთი სუფთა რომ ხარ მაგიტომ ხარ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი, გესმის? არც ჩემთვის ხარ სულერთი,თუმცა...მე არ გიმსახურებ ნია.მოვა დრო და შეიძლება მეც ისე შეგძულდე როგორ ნიკა,შეიძლება უარესადაც კი,მაგრამ დაიმახსოვრე რასაც ახლა გეუბნები გულიდაც წამოსულია. შენ ჩემთვის ყველაზე დიდი შენაძენი ხარ ამ ქვეყნად. ჩემი,ტკბილი და თბილი გოგო-ცრემლები მოაშორა და რბილ ტუჩებზე ნაზად შეეხო,მარილიანი სითხე გოგოს ტუჩებს უსველებდა და ბიჭს საშუალებას აძლევდა მთლიანად შეგრძნო ნიას გემო,ენები ერთმანეთს შეუსრიალებს და ზოგჯერ კბილსაც წაატანდნენ ერთმნეთის ტუჩებს. გოგო ბიჭს ყელზე ჩამოკიდებოდა,ბიჭი კი უკვე ყელზე უტოვებდა სველ კოცნებს. ახლა იცის რა სურს მისგან,ახლა ნამდვილად დარწმუნებულია,რომ ამ გოგოს მეტ ტკივილს ვეღარ მიაყენებს.
-შენ მე ტკივილს ვერადროს მომაყენებ რეზი-შუბლი, მის შუბლს მიადო-რამეს მიმალავ?
-მალე ყველაფერს გაიგებ ჩემო გოგო,თუმცა დაიმახსოვრე, შენ ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ.
********
ევა კაბინეტში საჭირო დოკუმენტებს ეძებდა,ვაჩე გასაუბრებაზე იყო წასული,გასაღები კი ევას დაუტოვა,გოგოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ერთსაათიანი ძებნის შემდეგ საჭირო დოკუმენტებს მიაგნო,სადაც წარმოდგენილ იყო ნარკოტიკების საზღვარზე გადატანის შემთხვევები და სხვა არაკანონიერი ქმედებები,რომლის დამკვეთი ლევან ინწკირველი იყო. თვალები გაუფართოვდა,რომ ის დოკუმენტი იპოვა,რაც დაეხმარებოდა ლევანის დაკვეთილი მისიის შესრულებაში. თუმცა უკვე ვაჩეც არ წამოადგენდა მისთვის არარაობას,თან მისი მიზანი იყო გაერკვია რა აკავშირებდა ამ 2 ოჯახს,ცალკე კიდევ წულაიების ოჯახს.
-კატო,კოზირი ჩემ ხელშია,ასლები უნდა გავაკეთოთ და დამკვეთს შემდეგ უნდა გადავცეთ
-გასაგებია,შენ ხვალ გაქვს დასვენება,ასე რომ ყველაფერს ხვალ მოვაგვარებთ,კიდევ რამე ხომ არ გჭირდება?
-არა, ამჯერად არაფერი. შენ რა ხმა აგქვს?
-ხვალ გეტყვი ყველაფერს
-,დამაინტრიგე ხომ იცი? მოიცა მოიცა, აბელი ხომ არ ნახე? ასე მხოლოდ მასთან შეხვედრის დროს კრუტუნებ
-ხვალ გეტყვი ყველაფერს მეთქი
- სულ წაიბილწა ეს ხალხი- ტელეფონი გათიშა.
ხმაურის ხმა შემოესმა და კაბინეტი დატოვა.
-ვაჩე, მაგიდა გავაწყო?
-აუ კი რა ევა, შხაპს მივიღებ და მოვალ-დაღლილი ხმა ჰქონდა
-კარგი,როგორ ჩაიარა გასაუბრებამ?-ინტერესიანი მზერა მიაპყრო
-კარგად ჩაიარა, როგორც იქნა მშვენიერი კადრი ავიყვანე,ძალიან კარგი გოგოა
-ვაა ვიზუალურად თუ გამოცდილების მხრივ არის კარგი?-თვალები დააწვრილა პასუხის მოლოდინში
-რა ეჭვიანი ცოლივით მკითხე-გადაიხარხარა-ორივე მხრივ მშვენიერი გოგოა
-ძალიან კარგი,წარმატებებს ვუსურვებ ლამაზმანს-ჩაიცინა და სამზარეულოში გავიდა.თან ბურტყუნი დაიწყო-ორივენაირად მშვენიერი გოგოა-დაიჭყანა და ვაჩეს გასცინა. სადილი გააწყო და ტელეფონიც ამღერდა,უცნობი ნომერი იყო
-გისმენთ?
-გამარჯობა მშვენიერო ქალბატონო
-გაგიმარჯოს,ვინ ბრძანდებით?
-ლაშა ვარ,აი მაშინ ჰამაკში რომ გესაუბრებოდა-ჩაიცინა. ჰმ,თავის გახსენებაც ასეთი უნდაო,გაიფიქრა ევამ.
-დიახ გიცანით. ჩემი ტელეფონის ნომერი საიდან გაქვთ?-ამანაც დასვა კითხვა რა
-თუ მოისურვებ არაფერია ძნელი...მინდოდა კაფეში დამეპატიჟებინე თუ გცალია ამ დღეებში-ევამ თვალები გადაატრიალა
-ნამდვილად არ მცალია ამ დღეებში ძალიან დაკავებული ვარ,ბატონმა ვაჩემ განმიცხადა რომ ეს კვირა ძალიან დატვირთული მექნება
-კარგი, მაგრამ შემიძლია ვაჩეს ერთი დღე შენი თავი ვთხოვო
-რას ნიშნავს ჩემი თავი თხოვო, ხომ გითხარი არ მცალია-მეთქი, კაფეში სასიარულოდ მითუმეტეს-ხმა გაიმკაცრა
-კარგი,მაშინ სხვა დროს იყოს
-არ ვიცი, ვერ შეგპირდებით
-სხვა დროს შეგეხმიანები ევა
-ნახვამდის-ნერვებმოშლილმა დაგდო ტლეფონი და დახლს ხელებით დაეყრდნო-ესღა მაკლდა ახლა სრული ბედნიერებისთვის, რას შემომიჩნდა,ან რა კაფე აიტყდა,ან...
-ანუ ამ კვირაში ძალიან დაგტვირთე?-უკან გაიხედა და კარზე აყუდებული ვაჩე დაინახა
-მისმენდი? ვერ შეგამჩნიე
-ვინ იყო? თაყვანისმცემელი?-ჩაიცინა
-თაყვანისმცემელი არა ტოროლა-ხელი აიქნია-ის ხისთავიანი ლაშა იყო,1 კვირის წინ რომ იყვნენ აქ ბიზნესპარტიორები აი მაშინ იყო მოსული
-ხისთავიანი?-თვალები დააწვრილა-მე წინააღმდეგი არ ვარ შეგიძლია მიიღო შემოთავაზება კაფეზე-ზურგი აქცია და მაგიდას მიუჯდა,ევა უკან გაჰყვა,ისიც სკამზე მოთავსდა და ბიჭს მიუბრუნდა
-ვაჩე...არ მინდა შეხვედრა და მაგიტომ ვუთხარი უარი,თუ რამე გითხრას უპასუხე შენც, რომ დაკავებული ვარ რა-მავედრებელი სახით შეხედა
-რატომ არ გინდა შეხვედრა? მშვენიერი ბიჭია,რას უწუნებ?
-სურვილს მიზეზი არ სჭირდება-მკაცრად უთხრა-ან ჩემი ნომერი საიდან გაიგო,შენ უთხარი?-ვაჩემ მამის მკვლელი თვალებით გამოხედა
-მე რატომ ვეტყოდი? არ გაუჭირდებოდა შენი ნომრის გაგება ხომ არ გავიწყდება ვინ არის?
-ეგეც ახლა ფარული აგენტი არ მყავდეს-თვალები აატრიალა
-არა დეტექტივია,რომელიც ჩემ სახლში შემოპარვას ცდილობს და შენ გიყენებს-თქვა ირონიულად,ევას კი სახე წაეშალა
-ძალიან სასაცილოა,პირდაპირ მოვკდი სიცილით.
-წყალი დალიე,გაგრილდები ისედაც ცხელა
-არ მინდა,მადლობა-ისე უპასუხა,თითქოს არ ეხუმრა-ხვალ 10-ზე წავალ სახლში გთხოვ
-ხო,როგორც სხვა დღეებში ისე..მოიცა,რატომ მთხოვ?
-სხვა დღეებში 11-ზე მივდიოდი ვაჩე, რა გჭირს?
-ადრე მიდიხარ, რატომ? ლაშას უნდა შეხვდე-თვალი თვალში გაუყარა
-კიდევ ერთხელ ახსენებ ლაშას და აღარაფერს მოგიმზადებ-ფეხზე წამოდგა და ოთახში ავიდა
-ფულს ტყუილად კი არ გიხდი ქალაბტონო?! არ გამიკეთებ და მიბრძანდები აქედან
-ისე შემეშინდა ფეხები მიკანკალებს
-ხოდა არ დაგორდე მაგ კიბიდან,შენი მოვლის თავი არ მაქვს
-იუმორის მამა მოკალი ახლა ,ამ წამს-უცბად შემობრუნდა,წონასწორობა ვეღარ შეიკავა და ფეხი გადაუბრუნდა,მოაჯირს მიეყრდნო,თორემ დაგორდებოდა-ვაიმეე როგორ მტკივაა-წამოიყვირა,ვაჩე კი მისკენ გაიქცა-შენი ბრალია,დამშხამა აქ
-რა მოგივიდა? რა ჯანდაბაა ევა სიარულიც მე გასწავლო?
-მტკივა...ძალიან-ტირილი დაიწყო
-კარგი,ნუ ტირი-ხელში აიყვანა და ოთახში შეიყვანა
-რა მოუხერხებელი ხარ რა, აი ამიტომ არ უნდა ილაპარაკო ბევრი
-აუუ,ახლა შენ ლაპარკობ ბევრს ისედაც მომტყდა მგონი ფეხი-ხელები სახეზე აიფარა,ვაჩე მისკენ დაიძრა და ხელები ჩამოაწევინა
-გეყოს ახლა ბღავილი,ექიმს დავურეკავ და მოვა-სახე მის ხელებს შორის მოიქცია და ექიმს გაესაუბრა.
-როდის მოვა ექიმი? მე რომ ძალიან მტკივა?-ამღვრეული თვალები მიანათა
-მალე მოვა ევა,ახლა საავადამყოფოში წასვლა რომ დავაპირო დიდიხანი მოგვიწევს გზაში ყოფნა,სწობს ოჯახის ექიმს დაველოდოთ,კარგი? შეიძლება უბრალოდ ნაღრძობია...მოდი ვნახოთ
-არაა,არაა შენ მატკენ ვაჩე,ამომიტრიალებ და დამტოვებ უფეხოდ-აწრიალდა
-ნუ წრიალებ თორემ მართლა მოგტეხავ ახლა-შეუღრინა
-აქ გტკივა?-ხელი კოჭზე დაადო
-ხოო-ამოიკნავლა. ვაჩემ ტერფს ფრთხილად შეახო ხელი და გვერდით გადასწია,რასაც ევას გამაყრუებელი ყვირილი მოჰყვა
-ააააა ვაიმეე-წამოიტირა-ფეხი მომტეხა,ღმერთო რა დავაშავე, ფეხის ამპუტაცია დამჭირდება, დედა, დედიკო, დე მიშველე რა, ეს რა მიქნა, დამტოვა ფეხის გარეშე,რა გავაკეთო ახლა? როგორ გავაგრძელო ცხოვრება? ვინ შემომხედავს ამ მახინჯს?-ღრიალებდა
-დაამთავრე გამოსვლა?-ზემოდან დახედა-ფეხი ჩაგისვი და მადლობა მითხარი.ექიმიც მალე მოვა და მალამოებს გამოგიწერს ალბათ,დაჟეჟილი გაქვს. ევამ ხელები სახიდან ჩამოიღო და ფეხის გამოძრავებას შეეცადა,გაუჭირდა,თუმცა ისე ძალიან აღარ სტკიოდა
-შენ წინა ცხოვრებაში ექიმი იყავი?
-მე არ ვიცი რა ვიყავი,მაგრამ შენ რომ ნამდვილად კლოუნი იქნებოდი ეგ კი ვიცი-თვალები აატრიალა
-სიცილის ძალაც არ მაქვს თორემ გადავიხარხარებდი-ჩაიცინა-მადლობა
-ჩემთან ვალში ხარ-თვალი ჩაუკრა
-ოხ შე...ცუდო კაცო-ჩაიბურტყუნა-ნუ ახლა, შენ და უანგარობა ისე შორს ხართ არც გამიკვირდა-ცხვირი აიბზუა
-ღმერთო ვინ შემომიჩინე ეს დედაკაცი-ხელები ზევით აღმართა ბიჭმა და სავარძელში ჩაჯდა
ექიმი მალე მივიდა მათთან და გამაყუჩებელი და მალამოები გამოუწერა.
-წამალი როდის უნდა მივიღო?
-რამე მითხარი?-ჩაფიქრებული სახით გახედა ვაჩემ
-რაზე ფიქრობ? წამალზე დაგისვ კითხვა. როდის მაძლევ მეთქი
-ვაა უკვე მოცემაზე მეჩალიჩები ევანგელია?-თვალები დაააწვრილა
-ფუუ, უზრდელო,იმბეცილო. გადი მომშორდი აქედან
-აიღე წამალი,სანამ გადაგაყლაპე ახლა-სიცილით მიაწოდა ტაბლეტი,დაალევინა და ოთახი დატოვა-იმედია ხვალ კოჭლობით მაინც გაივლი,არც მოტეხილია,არც ნაღრძობი,დაჟეჟილობაა უბრალოდ
-არ მჭირდება შენი მოვლა ავდგები აბა რას ვიზამ?
-მადლობის მაგიერია ხო? ხოდა,ვალს შემისრულებ,მოფიქირებ მერე რამეს-თვალი ჩაუკრა და ოთახში მარტო დატოვა
-ოხ ეს გაპუტული მამალი-ხელები დაიგრიხა გაბარზებულმა-სიმპათიურიც-ჩაიცინა-მოიცა, სიმპათიური მამალი როგორია?-მხრები აიჩეჩა ევამ და სიცილი დაიწყო
********
7 თავი
დილით ადრე გაეღვიძა,წამოდგომას შეეცადა,როდესაც მტკივანმა ფეხმა თავი შეახსენა,საბედნიეროდ სიარული შეძლო,თუმცა დაჟეჟილობა აღენიშნებოდა,ამიტომ ტკივილი მაინც დაჰყვებოდა,ტუმბოზე დადებული მალამო აიღო და ტერფზე წაისვა. პირველ სართულზე ჩასულმა ვაჩე ვერსად იპოვა,იფიქრა კაბინეტში იქნებაო,კარზე დააკაკუნა და ნებართვის შემდეგ შეაღო
-გამარჯობა ვაჩე,საუზმეს გავამზადებ და 10 საათზე წავალ.
-ვისაუზმე უკვე ევა,გუშინდელიდან არის შემორჩენილი საჭმელი და მშვენივრად წავიხხემსე. დღეს ახაალი მოამზადე და შეგიძლია დასრულების შემდეგ მაშინვე წახვიდე-საბუთებში იყო თავჩარგული და ევას არც უყურებდა,რამაც ცოტა არ იყოს გააბრაზა გოგო
-კარგი გავამზადებ და მაშინვე წავალ-ცოტა უხეშად უთხრა და კარი გაიხურა-რა ჯანდაბა გემართება ევა,ვალდებული კი არ არის სახეში გიყუროს? სულელო,იდიოტო-მაგიდის დახლზე დაარტყა ხელი. საუზმის მომზადებას შეუდგა. 2 საათში უკვე თავისუფალი იყო და დასამშვიდობებლად ვაჩეს მოძებნა დაიწყო,მისი ნახვა არც გაჭირვებია,დივანზე იყო წამომჯდარი და ტლევიზორს უყურებდა
-ვაჩე საჭმელი მზად არის,ახლა წავალ..-ამ დროს მისი ტელეფონი აწრიალდა-გისმენთ
-გამარჯობა ევა, ლაშა ვარ-გოგომ ღრმად ჩაისუნთქა,ვაჩემ მას გაუსწორა მზერა და თვალები დააწვრილა
-გისმენ ლაშა
-დღეს ხომ დასვენება გაქვს,იქნებ შევხვდეთ ერთმანეთს-ახლა კი ვაჩეს გადახედა მკვლელი თვალებით,სხვა ვინ ეტყოდა მას რომ კვირა დრეს ისვებებდა?
-ხომ გითხარი რომ ეს კვირა არ მცალია?
-კარგი რა ევა,ერთი დღე რა დაშავდება რომ ვნახოთ ერთმანეთი? თან იმ კაფეში რომელშიც შენ დაპატიჟებას ვაპირებ მშვენიერი კაპუჩინო და ალუბლის ნამცხვარია აქვთ
-არ მიყვარს ალუბლის ნამცხვარი-რაღაც სისულელე წამოროშა,რადგან თავი დაეღწია,ვაჩე კი სიცილით კვდებოდა,ეს კი უფრო უშლიდა ნერვებს
-არაუშავს სხვა რამეს შევუკვეთავთ-ბიჭმა ჩაიცინა.ევამ თავი უკან გადასწია და ვაჩეს გვერდით მოთავსდა
-კარგი ხო, შევხვდეთ დღეს,2 საათზე,ოღონდ მხოლოდ 1 საათი მაქვს დრო
-1 საათი სრულებით საკმარისია პირველი შეხვედრისთვის
-რა დარწმუნებული ხარ რომ მეორეც იქნება?-ირონიულად უთხრა, ძალიან ეზარებოდა ამ ბიჭთან ლაპარაკი,მიუხედავად იმისა,რომ ჯერ კარგად არც იცნობდა,უკვე მისი ხასიათი წარმოდგენლი ჰქონდა,ძალიან მოსაწყენი და ბანალური პიროვნების სახით. გოგოს რომ ურეკავ და ასე უემოციოდ გელაპრაკება თავი ხომ უნდა დაანებო? უბრალოდ თავმოყვარეობის ამბავია,შეიძლება სწორედ ისეთი გოგონები მოსწონს როგორიც ევაა,თუმცა ტელეფონზე დარეკვით დიდად ვერც ვერაფერს შეცვლიდა,თუ სურდა რომ მის თვალში რაღაცას წარმოადგენდეს უნდა მოექმედებინა რამე. ევა ისეთ პარტნიორს ისურვებდა,რომელსაც ბოლომდე ენდობოდა და მის ძლიერ მხარეს დაინახავდა. დიახ,სწორედ რომ ძლიერეს,რადგან ევა რთული ქალი იყო,გვერდით კი მასზე მტკიცე და დომინანტი მამაკაცი სჭირდებოდა.
-რატომღაც ასე მგონია
-კარგი,შეხვედრამდე ლაშა
-შეხვედრამლე ლამაზო-ევამ თვალები აატრიალა და ტელეფონი მდივანზე მიაგდო
-რა მინდაო შენმა პრინცმა?-ვაჩე აფხუკუნდა, ევას კი მისი რეაქცია ნერვებს უშლიდა. რას გრძნობდა ამ ბიჭის მიმართ? განა თვითონ იცოდა? არა! თუმცა ძალიან იზიდავდა
-გეყოს რა, ეგეც ახლა ინგლისის პრინცი არ მყავდეს.
-ინგლისის პრინცზე ოცნებობ ევანგელია?
-დედოფლობაღა მაკლია ახლა-ხელი აიქნია-რატომ უთხარი ლაშას რომ კვირას ვისვენებ?-შეუბღვირა
-რავი, მკითხა და მეც ვუთხარი,ხომ არ ვეტყოდი რაში გაინტერესებსთქო? ბავშვივით იქცევი,რომელსაც ბაღში წასვლას აძალებენ
-ხო, შენ როგორ ეტყოდი რაში გაინტერესებსო-ირონიულობა აიკრა სახეზე
-რას მესწერვები ერთი ვიცოდე რა-გაუკვირდა-რას ითხოვ ჩემგან,თუ შეხვედრა არ გინდა გეთქვა პირდაპირ-მისკენ შებრუნდა
-ხოდა ქაჯივით მოვქცეულიყავი არა? რატომ მირეკავ,შემეშვი საერთოდ-მეთქი?
-შენც კიდევ თითქოს სასიკვდილო განაჩენს აწერდე ხელს,ერთხელ ნახვით რა იცვლება? იქნებ მოგეწონოს კიდეც-თქვა სხვათაშორისად
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს,წავედი მე-ვაჩემ მკლავში ჩაავლო ხელი და სახე ახლოს მიუტანა
-შენ თუ არ გინდა არავინ არაფერს დაგაძალებს ხომ იცი ევანგელია? არ მიეკუთვნები ისეთი ქალების რიცხვს,რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, ამიტომაც არ ვერევი შენ საქმეში,თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში შენ ვერ მასწავლიდი როგორ მოვქცეოდი მაგ ხისთავიანს-ლოყაზე აკოცა და ხელი შეუშვა. ევამ უხმაუროდ დატოვა ოთახი,ბიჭმა კი ღიმილიანი მზერა მიაპყრო ქალს
-რა მიუწდომელი და სახიფათო ქალი ხარ ევანგელია-თავი ღიმილით გააქნია ვაჩემ.
რამდენიმე საათში მასთან ნია მივიდა და სახლი ხმაურით აიკლო
-აბა სად არისო ჩემი ძამიკო? ჩემი სიყვარული,როგორ მომენატრაო-ძმის ოთახში შევარდა და საწოლზე წამოწოლილს გვერდით მიუწვა,მკლავები მოხვია და თავი გულზე დაადო,ბიჭმა ჩაიღიმა და ტუჩები საფეთქელზე მიაკრო
-რამდენიხანია არ გამოჩენილხარ გოგო,ხომ კარგად ხარ?-ჩაიცინა
-ხომ გითხარი,რომ სპექტაკლის გამო ძალიან დაკავებული ვარ?-ქვემოდან ახედა-შენ არ მოგენატრე დამპალო?
-საერთოდ არ მომენატრე,თან ახლა დაძინებას ვაპირებდი და ხელი შემიშალე-იმდენად სერიოზული სახე ჰქონდა ვაჩეს რომ ნიამ მისი ხუმრობა დაიჯერა,გველნაკბენივით მოშორდა ძმას და წასასვლელად მოემზადა,ვაჩეს კი თვალები გაუფართოვდა,როდესაც საწოლზე ჩამომჯდარმა გოგომ ზურგი შეაქცია და ხელებით საწოლს სიმწრით ჩაფრენოდა, დას მიახლოვდა და გვერდით მიუჯდა,სახე მის ხელებში მოიქცია და ამღვრეულ სფეროებს წააწყდა
-ჩემი სულელი ხარ შენ-ძლიერად ჩაიხუტა-როგორ დაიჯერე რომ არ მომენატრე გოგო? ღმერთო ჩემო-ჩაიცინა
-ისეთი დამაჯერებელი იყავი...აუ რა სულელი ხარ რაა გული გამისკდა-ტირილი დაიწყო
-ნია! ახლა არ გადამრიო, რა გატირებს გოგო.
-დედა მომიკვდეს სამსახიობოზე უნდა ჩაგებარებინა-ცრემლები შეიშრო და სიცილი დაიწყო
-ნუ მაცინებ ერთი რა, სამსახიობოზე რა მინდოდა? შენც მეყოფი სახლში ერთი ბუმბერაზი მსახიობი,თან კონკურენციას გაგიწევდი,მე გაჯობებდი და გული დაგწყდებოდა-ქვედა უჩი დანანების ნიშნად გადმოაგდო,საპასუხოდ კი მუჯლუგუნი მიიღო
-ნურც ოცნებობ,რომ მე მაჯობებდი რა-ენა გამოუყო ძმას-ევასკენ რა ხდება? დიდი ხნის წინ წავიდა?
-რამდენიმე საათია წავიდა,გუშინ კიბეზე ფეხი გადაუბრუნდა,ისე შემაშინა-ჩაიცინა
-რა? ახლა როგორაა? როგორ გადაუბრუნდა?
-ამოისუნთქე გოგო. როგორ და, ბევრს რომ ლაქლაქებს იმის ბრალია. სერიოზული არაფერი, მე ჩავუსვი,ახლა უბრალოდ დაჟეჟლი აქვს და მალამოს ხმარობს
-შენ ჩაუსვი? ვაა,ყოჩაღ ჩემო მოხერხებულო ბიჭო-ლოყაზე ხმაურიანად აკოცა ძმას
-შენკენ რა ხდება ახალი? რეზის კიდევ შეხვდი მის მერე?-თვალები დააწვრილა
-გუშინ შევხვდი-თავი დახარა-ჩემთვის მეგობარზე მეტია რეზი,მაგრამ არ ვჩქარობ ხომ იცი რატომაც...
-ნია შემომხედე. მე შენ გვერდით ვიქნები ყოველთვის ხომ იცი? მინდა გავიცნო რეზი,ოღონდ ასე ოფიციალურად არა,აი სადმე რომ წახვალთ მითხარი და მეც ვითომ შემთხვევით მოვალ მანდ-ჩაიცინა და დას მიეკრო
-რა კარგია რომ მყავხარ, მიყვარხარ ვაჩე-მკლავები ძლიერად მოხვია ძმას
-მეც მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად-თავზე აკოცა-აბელს როდის ეტყვი? ხომ უნდა იცოდეს,რომ რაღაც გრძნობები გაქვს მაგ ბიჭის მიმართ?
-აბაა,რა უნდა იცოდეს აბელმა და ვის მიმართ გაქვს გრძნობები ქალაო?-კარის ზღურბლზე მდგარი აბელი მათკენ გაემართა და ბიჭებმა ნია შუაში მოიქციეს
-რეზიზე ვსაუბრობდით აბელ-ქვემოდან ახედან ნიამ-ანუ, მის მიმართ გრძნობები მაქვს, არც ისაა გულგრილი
-თვითონ გითხრა ეგ,თუ შენით დაასკვენი?-თვალები დააწვრილა
-თვითონ მითხრა,თუმცა მეც ვხვდებოდი. მაგრამ რაღაც ბოჭავს, ვგრძნობ. ასე მითხრა შენი ღირსი არ ვარო,ყველაფერს მალე გაიგებო..-შეშნებული მზერა მიაპყრო ბიჭებს,მათ კი ერთმანეთს დაბნეულებმა გადახედეს
-ნია, რადგან ეგ გითხრა, რაღაცას გიმალავს, ხომ იცი შენ რომ რამე დაგემართოს ამას ვერ დავუშვებთ. გაარკვიე რა სურს შენგან კარგი? მე და ვაჩეც გავიცნობთ მას
-ხო, ვაჩემ თქვა მეც მინდა გაცნობაო,მაგრამ არაოფიციალურადო,როცა სადმე შევხვედრას გადავწყვეთ თქვენც ''შემთხვევით ''იქ მოდით და გაგაცნობთ-ჩაიცინა
-მოგიფიქრებიათ ყველაფერი და ძმას-აბელმა გაიცინა,ნიას ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა-გაიზარდა ჩემი გოგო
-შენკენ რა ხდება აბელიუს?
-ეხ ჩემო ვაჩე, მგონი მაგრად მაქვს დარხეული ერთ გოგო მაგრად დამევასა-ჩაიცინა
-შენ ყველა გოგო მასე მოგწონს, ღამის პარტნიორის კვალობაზე-მხრები აიჩეჩა ნიამ
-არა ნიაკო, ღამის პარტნიორის კვალობას გასცდა ეს მშვენება-გაიღიმა-მასთან ყოფნის დროს სექსზე არც ვფიქრობ წარმოგიდგენიათ ტოო?
-ვინაა კი მაგრამ? დავინტრიგდი
-იცნობთ-გაიცინა-კატო რევიშვილი, შენი ევას დაქალია
-ჩემი ევას?-გაიცინა ვაჩემ-ვაა ნამდვილად კარგი გოგოა კატო
-ვაიმე მაგარი წყვილი იქნებით იმენა, საოცრებაა.ძალიან საყვარელი და მხიარული გოგოა კატო-ნიაც აჰყვა
-ისეთი ლამაზი თვალები აქვს,დიდხანს რომ ვუყურო ჩავიძირები... მაგრად დამერხა ტოო-თავზე ხელები ნერვიულად გადაისვა
-მომისმინე, შენნაირ მხეცურები არ გაგივა ალბათ ხვდები არა?-თვალები დააწვრილა ვაჩემ
-არა ბრატ რას ბაზრობ, რა მხეცური, გოგოს რომ ვუყურებ ვ*ლევდები -ჩაიცინა,რასაც ნიას ხარხარი მოჰყვა
-ვაიმე ვაჩე დაგვრჩა გასასაღებელი მარტო
-თქვენი გასასაღებელი რა მჭირს ერთი ვიცოდე -ხელი აიქნია ბიჭმა-წავედი მე შხაპი მივიღო. სიყვარულის ცეცხლში არ დამეწვათ ბაღნებო-მიაძახა კარში მდგომმა
-სიყვარულზე ლაპარკი ჯერ ადრეა მგონი ძამიკო-აღნიშნა ნიამ
-მართალი ხარ ნიაკო,დრო გვიჩვენებს ყველაფერს-ხელი მოხვია აბელმა და თავზე აკოცა
********
-კატო მოვედი,სად ხარ?
-სამზარეულოში ვარ ევა, მოდი აქ-სამზარეულოდან გამოსძახა კატომ
-აბა მომიყევი რა ხდება აბელთან და მერე საქმეს შვუდგეთ,2 საათზე კიდევ შეხვედრა მაქვს.
-ჯერ ერთი ფეხზე რა ჯანდაბა გჭირს? და რა შეხვედრა?
-რაც შეეხება ფეხს, გადამიბრუნდა, ხოლო 2 საათზე შეხვედრა მთხოვა ვაჩეს ერთ-ერთმა ბიზნესპარტნიორმა, რამდენიმე კვირის წინ იყვნენ მოსულები და იქ ვნახე გოგო, მერე ტელეფონის ნომერიც გაუგია და ეს 2 დღეა მირეკავს. ნერვები ამეწეწა მოკლედ რაა, ჯანდაბას ვნახავ დღეს
-ვაა, ეს რა ამბებს ატრიალებს შეხედე.
-ამბებს შენ რომ ატრიალებ ისე უნდა ქალბატონო, ამოღერღე ახლა,ვეღარ ვითმენ
-გუშინ ადრე გამეღვიძა და აქვე პარკში გავედი,აბელი დამადგა ამ დროს თავზე-ჩაიცინა-შემეშინდა და მანაც სიცილი დაიწყო,მე ვუთხარი ეს მოპარვები დამუღამებული გაქვს-მეთქი და, დიახ, შენზე ვტესტავო. შემდეგ პარკის სილამაზეზე ვსაუბრობდით რაა და წამოსვლას რომ ვაპირებდი არ მაკოცა?
- გაკოცა?!
- ბოლოს მითხრა ტკბილი ხარო...-ჩაიღიმა-კატიუშას მეძახის იცი? და რომ ვუთხარი ეგრე ნუ მომმართავ მეთქი ასე მიპასუხა, მინდა განსხვავებულად მხოლოდ მე მოგმართავდეო-გადაიკისკისა
-არა რაა, ხომ ვთქვი ეგ ბიჭი მომწონს მეთქი, ჯიგარია რა
-ძალიან მიზიდავს, აი მარტო ვიზუალურად არა, რაღაც არის მასში ისეთი ხომ ხვდები? არც ძალიან გახსნილია,არც ჯმუხი,აი სადღაც შუალედშია რაა-ჩაიცინა-დოკუმენტების ასლები გავაკეთოთ ახლა,მანამდე კი მანახე რა წერია მათში
-აი აქ მაქვს-ჩანთიდან დოკუმენტები ამოიღო,წამში დასერიოზულდა,საქმის დრო იყო.
-ღმერთო რამდენი დანაშაულია?-თვალები გაუფართოვდა კატოს-ამდენი ნარკოტიკი საერთოდ თუ არსებობდა არც ვიცოდი
-მე არც გამკვირვებია. აი, ბოლოს წერია ვიღაც პეტრე ამაშუკელის მკვლელობის შესახებ, ყველაფერი უბედურ შემთხვევას მიაწერეს,თუმცა როგორც ჩანს ვაჩემ სხვების დახმარებით ეს საქმე გამოიძია და დამტკიცდა,რომ მუხრუჭები იყო გადაჭრილი. როგორც ჩანს ეს მკვლელობაც ნუგზარს მიეწერება. რის საფუძველზე შეეძლო ახალაძეს პეტრეს მკვლელობის დაკვეთა?
-შეიძლება ქალის ამბავია? მაგრამ რაღაც მეეჭვება, პეტრე ხომერიკების ოჯახის მძღოლი იყო. ნუგზარ ახალაძე ტავიდან შენი ახლობელი მეგონა
-ხომ არ გაგიჟდი გოგო,შავ მაფიასთან მაგას რა შეხება აქვს? ბიზნესმენი კაცია. საეჭვო ის არის,წლებისწინანდელ სტატიებში ახალაძეების ფოტოები რომ არ ფიგურირებს.
-ეგ მართლა ცუდია,საქმე ძნელდება.
-შეიძლება ნუგზართან არც არაფერი ჰქონდა საქიშპო ვაჩე ხომერიკს? იქნებ, ზურა ხომერიკთან ჰქონდა გასასწორებელი ანგარიში,ხოლო პეტრემ, როგორც ამდენწლიანმა მსახურმა იმაზე მეტი იცოდა ვიდრე საჭირო იყო? და ამის საფუძველზე ზედმეტი თავის ტკივილის ჩამოშორება საქმეს გაუადვილებდა...
-ეგ უფრო დამაჯერებელია,მაგრამ რა აკავშირებდათ ზურა ხომერიკსა და ნუგზარ ახალძეს?
-ჩვენ ზუსტად არ ვიცით,რომ ზურა ორჯონიკიძე ნამდვილად ფიგურირებს ამ საქმეში,თუმცა როგორც ვიცი ვაჩე მამამისთან კარგი ურთიერთობით არ გამოირჩევა. უთანხმოება კი როგორც ნიასგან გავიგე ბოლო 2 წლის შემდეგ დაიწყო.
-როდესაც,პეტრე ამაშუკელი მოკლეს-დააზუსტა კატომ
-სწორედაც რომ ეგრეა.მაინც ჩახლართულია ეს საქმე. ახლა ლევანს დავურეკავ და მაგასთან საქმეს მოვრჩები
-მართალია, დაურეკე,მე ასლებს გავაკეთებ-კატომ სამზარეულო დატოვა,ევამ კი ტელეფონი მოიმარჯვა ხელში და ლევანთან დარეკა
-მოგესალმებით ,დოკუმენტები მოვიპოვე,დღეს გამოგცემთ.
-ძალიან კარგი, საღამოს 8-თვის მცალია. ანაზღაურებას რაც შეეხება,თანხა დამისახელე
-თანხას არ ავირებ მეთქი
-სიტყვა სიტყვაა ევა!-ხმა გაიმკაცრა აკცმა
-ჩავთვალოთ რომ დამხმარის ხელფასით მიხდით ფულს.-კაცს პასუხი არ გაუცია,ტელეფონი გათიშა..
ევა მალევ მოემზადა,რომ ლაშასთან შესახვედრად წასულიყო. დრო მალე გავიდა,სახლი დატოვა და დათქმულ კაფეში წავიდა,რომლის მისამართი ლაშამ მესიჯით შეატყობინა. 8 საათისთვის კი ლევანს უნდა შევხედროდა.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება ევა-ქალის მტევანი ხელში მოიქცია და ტუჩები შეახო
-მადლობა
-რას შეუკვეთავ?
-კაპუჩინო და შოკოლადის ნამცხვარი თუ შეიძლება-მიმტანს გაუღიმა
-ჩემთვის კაპუჩინო და ალუბლის ნამცხვარი
-მაშ ასე,ძალან მიხარია შენი კვლავ ხილვა. როგორ მიდის საქმეები სამსახურში?
-მშვენივრად, უბრალოდ ეს კვირა დაკავებული ვარ-გაიღიმა
-როგორი უფროსია ვაჩე? შენთანაც მკაცრი ხომ არაა?-თვალები დააწვრილა ლაშამ
-არა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მე და ბატონ ვაჩეს
-კარგია,სამსახურში ძალიან მკაცრია,თუმცა ძალიან ჭკვიანი და სამართლიანი პიროვნებაა
-ნამდვილად ეგრეა
კიდევ ბევრ საკითხს შეეხნენ,საუბრობდნენ ზოგადსაკაცობრიო თემებზეც კი,ასევე ამინდზე,ურთიერთობებზე და ყველაფერ იმაზე რაზეც შეიძლება ორმა ადამიანმა ისაუბროს. ლაშა არ იყო მომაბეზრბელი პიროვნება,უბრალოდ ევასთვის მხოლოდ მეგობრობის გაწევა შეეძლო. ევასაც მხოლოდ მეგობრობის შეთავაზება შეეძლო მისთვის. არ იყო ისეთი კაცი,რომელიც ევას მეგზურობისთვის მზად იქნებოდა. ის ტემპერამენტი და სიმტკიცე აკლდა,რაც ევასთვის მამაკაცურობის იდეალს ხატავდა.
ევამ საბოლოოდ გაწყვიტა ლევანთან კავშირი.
საბუთები გადასცა.
მაგრამ,განა ეს იყო დაკვეთილი მისიის დასასრული?
********
ნუგზარი საფლავს დაჰყურებდა,იქვე ჩაკეცილიყო და მიწას ზიზღით ათამაშებდა ხელში.
-ნინო..ნინაჩკა ჩემო პირველო და უკანასკნელო სივარულო. რა მწარეა შენგან შორს ყოფნა,ამდენი წლის შემდეგ ისევ ისე მიყვარხარ როგორც მაშინ პირველად რომ დაგინახე,თუმცა შენ ზურა ხომერიკის საკუთრება გახდი...ამ ცხოვრებაში ერთადერთ ქალი ხარ,რომელიც ჩემთვის რამეს წარმოადგენს,შენთან ერთად ჩემი თამარა იყო ჩემი გულის ნაწილი,თუმცა დამპალმა ავთო ხომერიკმა არ აცოცხლა ის. შურს ვიძიებ, თამარას სისხლს არავის შევარჩენ. პირველად შენზე ვაპირებდი ბრაზის ამონთხევას, შურისძიებამ თვალები დამიბრმავა, ვიცი სასტიკად მოგექეცი,მაგრამ თამარა...ის ჩემი გულის ტკივილია.მის გამო ყველას გადავუვლი,მათ შორის შენც. შენი ქმარი იმაზე მოხერხებული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა და დაწყებული საქმე თავადვე ვერ დავასრულე,სამაგიეროდ საკუთარ შვილზე გამოცდი იმ სიმწარეს რასაც მე განვიცდიდი. ავთო ორჯონიკიძე-ზიზღისგან სახე დაებრიცა- დამპალო ღორო, როგორია საფლავში ყოფნა? თავიდანვე ლეშურად ცხოვრებას იმსახურებდი ნაბი*ვარო-მიწა საფლავს მიაყარა,და იქაურობას გაეცალა.
********
8 თავი
გადიოდა დღეები,კვირეები და თვეები. 2 თვის განმავლობაში ევას და ვაჩეს ურთიერთობა შეიცვალა იმ მხრივ,რომ ერთმანეთის გარეშე ყოფნა თითქმის არ შეეძლოთ,ძალიან დაახლოვდნენ,ერთმანეთს შეეჩვივნენ,ერთმანეთის გასაჭირი გულთან მიჰქონდათ,ჯერ კიდევ მაშინ,როდესაც ევას მაღალი სიცხეები ჰქონდა,ვაჩე ერთი კვირის განმავლობაში ისე უვლიდა გაგიკვირდებოდათ,რომ ის იყო ევას უფროსი და არა პირიქით. ევა ამის გამო თავს უხერხულად გრძნობდა,თუმცა სიამოვნების ნაპერწკალი გაღვივებულიყო მის გულში. რას წარმოადგენდა ვაჩე მისთვის? გიპასუხებდათ,რომ ძალიან ღირებულს,რომლის დაკარგვაც არ სურდა,რომლისგან შორს ყოფნაც ერთ დიდ ჭაობში ითრევდა და ამქვეყნიურ ყოფას ვერ უმსუბუქებდა. მიუხედვად ამისა მასთან ყოფნა ერთი დიდი დილემის წინაშე აყენებდა,დაკვეთილი მისია რომელიც ნუგზარისგან მიიღო იყო საფუძველი იმისა,რომ ასე ძლიერად ყოფილიყო ამ ბიჭზე დამოკიდებული,თუმცა ეს დიდ ტკივილს აყენებდა მას,სიმართლეს უმალავდა და თვალებში ურცხვად უყურებდა. როდემდე გასტანდა მისი ვაჩესთან ყოფნის იდილია? მას საკუთარი პროფესიით უნდა გაეგრძელებინა მოღვაწეობა,ვაჩეს დამხმარეობისთვის კი თავი უნდა დაენებებინა. რაც შეეხება ლაშას, ევამ პირდაპირ განუცხადა,რომ მეგობრობის მეტს ვერაფერს შესთავაზებდა,ისიც გაგებით მოეკიდა საკითხს და არც ისე ხშირი შეხვედრებით შემოიფარგლებოდნენ.
ვაჩე ძალიან წინდახედული პიროვნება იყო. ყველაფრისდა მიუხედავად იზიდავდა ევა, არა მხოლოდ ვიზუალურად არამედ შინაგადად, მისი სულიერი სამყარო იდუმალებით იყო მოცული. თავიდან ადამიანებთან კონტაქტში შესვლას არ ცდილობს,აკვირდება და ისწავლის მათ,შემდეგ თავად გადაწყვეტს დაიჭერს თუ არა იმ ადამიანთან საქმეს. ევა ვერც კი წარმოიდგენდა,რომ ვაჩემ მასზე იმაზე მეტი იცოდა ვიდრე საჭირო იყო,თუმცა გულის სიღრმეში ვაჩესთვის, რომ გეკითხათ ისიც გიპასუხებდათ,რომ ევა იყო ის ქალი,რომელიც მისი სულის ნაწილი იყო.
რაც შეეხება კატოსა და აბელს,მათ შორის ძალიან დიდი მიზუდულობა შეინისნებოდა,ერთმანეთის გვერდით თავს ძალიან კომფორტულად,ლაღად და დაცულად გრძნობდნენ, რაც მთავარია ორივეს ერთმანეთის მიმართ ნდობა გააჩნდა,რაც ყველაზე მთავარია ურთიერთობაში. კატოს სინდიდსის ქენჯნა აწუხებდა,რომ აბელს სიმართლეს უმალავდა,ბიჭმა იცოდა,რომ კატო დეტექტივი იყო,თუმცა ნუგზართან თანამშრომლობის შესახებ არაფერი იცოდა.ამ ორი თვის განმავლობაში ძალიან დაახლოვდნენ,თითქმის ყოველ დღე საასეირნოდ დადიოდნენ,დატვირთული დღების შესახებ ერთმანეთს უამბობდნენ,ცუდი ფიქრებისგან ერთიანად იცლებოდნენ და ბოლოს შეხვედრას მხურვალე კოცნით ასრულებდნენ.
ნიასა და რეზის ურთიერთობა დანარჩენებისგან განსხვავებით უფრო წინ მიიწევდა,რადგან ისინი ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ.რეზისთვის ნია ის ადამიანი იყო, რომლის გამოც სიცოცხლის გაწირვაც კი შეეძლო, იგივეს თქმა შეეძლო ნიასაც, ერთმანეთისთვის იმ საყრდენს წარმოადგენდნენ,რომელიც სიცოცხლის ბოლომდე დაიცავდათ. რა თქმა უნდა რეზის არასდროს დავიწყებია ის დაკვეთილი მისია,რაც ნუგზარ ორჯონიკიძემ დააუკვეთა,ამიტომ გეგმა შეიმუშავა,რომელსაც უახლოეს მომავალში განახორციელებდა.
********
-კატო,ეს დღეებია ვფიქრობ შეუძლოდ ხარ
-არა აბელ,საიდან მოიტანე?
-რომ ვსაუბრობთ თითქოს თავს მარიდებს, ერთმანეთს ბოლოს როდის შევხვდით? თუ გახსოვს მაინც...ძალიან მომენატრე-მკლავები შემოხვია გოგოს და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა
-ახლა იცი რა მინდა?-თვალებში ჭინკები აუთამაშდა-მხოლოდ შენით ტკბობა-ტუჩებით ბიჭის კისერზე არსებულ არტერიას შეეხო და კოცნით აუყვა გზას ტუჩებამდე,ერთმანეთს ისე გაცხარებით კოცნიდნენ,ვერც კი გაიაზრეს როგორ აღმოჩნდნენ სამზარეულოს მაგიდაზე.აბელმა მაგიდაზე მჯდარ კატოს სარაფანი ერთი ხელის მოქმედებით გადააძრო და საცვლისა და ბიუსჰალტერის ამარა დატოვა. ვნებამორეული მზერა მიაპყრო ქალს და კითხა დარწმუნებული იყო თუ არა არჩევანში,თანხმობის ნიშნად კატომ ჩაიღიმა და თავი დაუქნია. პასუხის მიღების შემდეგ გოგო ბიუსჰალტერის გარეშე დატოვა, ცალ მუჭში მარჯვენა მკერდი მოიქცია და ძლიერად მოუჭირა,რაზეც კატოს კვნესა წასკდა,ეს უფრო ახელებდა ბიჭს.ცალი ხელით კი კატოს ბარძაყი ხელში მოექცია და ხელს მონოტონურად ქვემოთ და ზემოთ დაატარებდა,მისი ტუჩებიც დაკავებული იყო,ამჯერად მუცლის,გულმკერდისა და ყელის შესწავლით იყო დაკავებული. ბოლოს მთლიანი ყურადღება მკერდზე გადაიტანა,სველი კოცნის კვალს უტოვებდა მადისაღძვრელ ბურთებს და კბილებს შორის იქცევდა მკერდის თავებს,რომელთაც ბოლოს ენით აამებდა. კატოს კივილი საბოლოო ამღმოჩდა ორივესთვის, ქალი თმებში ჩაჰფრენოდა ბიჭს და ძლიერად ქაჩავდა, ახლა საცვლიდანაც გაათავისუფლა ის და ნელი მოძრაობით შევიდა მასში, კატომ ერთი წამოყვირება კვლავ მოასწრო,შემდეგ კი კვნესა აბელის ტუჩებმა ჩაუხშო,ამას თან ჰყვებოდა კაცის გმინვა, შედეგი კი დასისხლიანებულ ტუჩებზე იყო,რომელსაც ენით იამებდნენ. კატო ზურგს უკაწრავდა აბელს, რომლებიც ტკივილისა და სიამოვნების მორევში ერთად ეშვებოდნენ.
-საძინებელში როგორ აღმოვჩნდით?-ღრმად სუნთქავდა კატო
-ისევ მე ვივაჟკაცე,თორემ შენ სამზარეულოს მაგიდაზეც კომფორტულად გრძნობდი თავს-ჩაიცინა და ყელში ტუჩები მიაკრო ქალს,მანაც კისერზე შემოხვია ხელები,იქვე აკოცა და თავი აბელის გულ-მერდს დააყრდნო
-ცუდო ბიჭო, ისარგებლე ხო ჩემი გამოუცდელობით?-ხელს ბიჭს პრესზე ნელი მოძრაობით ატარებდა
-ოჰოო,ოღონდ მაგ პრესს შეეშვი კატიუშა-თვალები დახუჭა ბიჭმა და ჩაიცინა
-რატომ, აღგაგზნებს?-გადაიკისკისა და ტუჩებში აკოცა-მიყვარხარ
-რა...გაიმეორე-თვალები გაახილა აბელმა და საწოლზე წამოჯდა
-მე შენ მიყვარხარ, სიგიჟემდე-თვალზე ცრემლი მოადგა გოგოს,აბელი მისკენ დაიხარა,ცრემლები კოცნით ამოუშრო და შუბლი მის შუბლს მიადო
-მეც მიყვარხარ კატიუშა,სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ ჩემო ტკბილო-გულზე მიიხუტა და თავზე აკოცა
-აბელ,ყველაფრის მიუხედავად გეყვარები?-კაცის ხელი თავის მტევანში მოიქცია და დაუკოცნა
-კატო ახლავე მითხარი რა გჭირს....რა გაწუხებს ჩემო ლამაზო?-ნიკაპი ორი თითით დაუკავა და სახე ააწევინა
-ყველაფერს მოგიყვები,მეტი აღარ შემიძლია-ტირილი დაიწყო გოგომ,მის დანახვაზე აბელი სულ მთლად შეიშალა. კატო საწოლიდან წამოდგომას აპირებდა,როდესაც მუცელში რაღაც აეწვა და წამოიკნავლა-ჯანდაბა
-რა მოხდა, კარგად ხარ? კატიუშა...მე გატკინე რამე?-შენებული აბელი მასინვე ჩაიცუცქა კატოს წინ
-ვაიმე აბელ საცვალი ჩაიცვი თორემ ფეხებს გავფშიკავ-ჩაიცინა და ხელი თვალებზე აიფარა-არ ცდებიან რომ ამბობენ პირველი სექსი მტკივნეულიაო
-ოხ,თორემ რამდენიმე წუთის წინ არ დაგენახოს-თავი სიცილით გააქნია და საცვალი ამოიცვა-ახლა კმაყოფილი ხარ? შემდეგ უფრო დავამუღამებთ ნუ ღელავ-გაიცინა
-შეგახსენებ რომ უბიწო ვიყავი და მაგიტომ ამტკივდა მუცელი-სახე დამანჭა-ჩავიცვამ და რაღაცას მოგიყვები-თავი დახარა
-კატო!-ხმამაღლა მოუვიდა ბიჭს. კატოს იმ შემთხვევაში ეძახდა,როდესაც გაბრაზებული იყო,ან პასუხს ელოდა მისგან-ახლავე მომიყვები რა გემართება, აღარ შემიძლია ასეთ მდგომარეობაში რომ გიყურებ
-ჩავიცვამ აბელ,შიშველი ვარ!
-შხაპს მივიღებ...-ზუგი აქცია და შეკურთხა-ამის დედაც.
ორივე მოწესრიგდა და დივანზე მოკალათდნენ.
კატომ ევას შესახებ ყველაფერი მოუყვა აბელს,უბრალოდ ვერ შეძლებდა ამ ტვირთით ეცხოვრა,თავს დამნაშავედ თვლიდა ორივეს წინაშე.
-ეს...არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა კატო-გაშტერებული მზერა ტელევიზორს მიაპყრო
-ვიცი,რომ გატყუებდით, ყველაზე მეტად ვაჩეს რეაქციის წარმოდგენა არ მინდა...მაგრამ ამ საქმეში მე და ევა ერთად ვართ,თუ შეგიძლია მაპატიე-ტირილი დაიწყო და სახეზე ხელები აიფარა
-კარგი კატიუშა,ნუ ტირი, შენი ცრემლები გულს მიკლავს...თუმცა ხომ იცით რომ არაფერი გამართლებთ? ჯერ, იმ ბინძურ ღორთან საქმე როგორ დაიკავეთ?!-სახეზე ხელები ჩამოისვა-პეტრე...როგორ მახსოვს რა პატიოსანი და კარგი კაცი იყო-თავი დანანების ნიშნად გააქნია-იმ დამპალმა მოუსწრაფა სიცოცხლე-მუშტი წინ მდგომ მაგიდას დაკრა
-აბელ... რატო მტრობენ ერთმანეთს ისინი?-ფრთხილად შეაპარა კითხვა გაბრაზებულს
-ნუგზარს ახალგაზრდობიდანვე უყვარდა ნინო დეიდა,ვაჩეს დედა,მას კი ცოტნე ხომერიკის გარდა არავინ სურდა.ის იმბეცილი ნუგზარი ვერ ეგუებოდა მარცხს-ხელები მომუშტა-ერთ დღეს თეკო გაიტაცა,თუმცა ცოტნემ მიაგნო და სულზე მიუსწრო...გაუპატიურებას უპირებდა ის არაკაცი, მაგის დედაც რომ მოვ**ან,ეგ ახვარი-ფეხზე წამოვარდა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო,ღრმად სუნთქავდა. კატო კი ნათქვამის გადახარშვას ცდილობდა.ფეხზე წამოდგა და აბელს მხარზე ხელი დაადო
-ღმერთო ჩემო ეს...საშინელებაა-თავი გააქნია-გთხოვ დაწყნარდი
-როგორ დავწყნარდე კატო? მითხარი როგორ?! რომ არ მიესწრო რა უნდა ექნა ცოტნეს? საკუთარ თავს ვერადროს აპატიებდა იმას,რომ საკუთარი ცოლი ვერ დაიცვა, თეკო დეპრესიაში ჩავარდა,სახლიდანაც კი არ გამოდიოდა,მე და ვაჩე მაშინ პატარები ვიყავით,ძალან პატარები.... ძალიან მიყვარს თეკო,დედასავითაა ჩემთვის,უთბილესი და უსაყვარლესი ქალია-შემდეგ კვლავ თემას დაუბრუნდა-პეტრე ბიძიამ ყველაფერი იცოდა, სწორედ მას მიჰყავდა გატაცების დროს თეკო კომპანიაში,ის გათიშეს და ქეთო სწორედ შემდეგ გაიტაცეს,თორემ პეტრე წინააღმდეგობას ხომ გაუწევდა? ალბათ იცოდა,რომ ზედმეტი თავის ტკივილი არ სჭირდებოდა და პეტრე თავიდან მოიშორა იმ ღორმა, ეგ არაკაცი, ლაჩარი-ლარნაკი მოიქნია და კედელს შეანარცხა,კატომ კი მოულოდნელობისგან და შიშისგან წამოიკივლა
-გატაცების ამბავი დიდი ხნის წინანდელია,პეტრე კი 2 წლის წინ მოკლეს აბელ...
-პეტრემ იმაზე ბევრად მეტი იცოდა ვიდრე საჭირო იყო, მხოლოდ გატაცებას არ შეეხებოდა ეს საქმე.კიდევ არის რაღაც, რაც მტრობის საფუძველს აძლევდა მათ, ეგ კი უკვე აღარ ვიცი, არც მე და არც ვაჩემ. ბევრჯერ უკითხვს მამისისთვის ვაჩეს,თუმცა ცოტნე დუმდა-თავი გააქნია და ხელი ძლიერად მიარტყა კედელს
-აბელ, გთხოვ, ნუ მაშინებ-ტირილი დაიწყო გოგომ და იქვე ჩაიკეცა, ბიჭი მისკენ შებრუნდა და თავზე აკოცა
-ყველაზე მეტად ტყუილას ვერ ვიტან კატო,დრო მჭირდება,რომ ყველაფერი გადავხარშო...ახლა კი გთხოვ,მარტო დამტოვე-იატაკზე იჯდა და გოგოს აღარ უყურებდა
-კარგი,მაგრამ იცოდე მე შენ მიყვარხარ,რაც არ უნდა მოხდეს ეს იცოდე, კარგი?-შუბლზე აკოცა და ბინა დატოვა.
********
კატომ ევას ყველაფერი შეატყობინა,გოგო იმდენად გაოგნებული და დაბნეული იყო ვახშამი ძლივს მოამზადა და შემდეგ კაბინეტში შევიდა ვაჩეს დასაძახებლად
-ვაჩე, ვახშამი მზადაა, მე ოთახში ავალ შენის ნებართვით
-შენ უკვე ივახშმე?
-არა,მადა არ მაქვს-თავ გააქნია-მიირთვი შენ
-ევა კარგად ხარ? შენი ხმა არ მომწონს-ევას წინ დადგა და თვალებში ჩააჩერდა. გოგოს აღარ შეეძლო ამ სახლში გაჩერება,ვაჩეს მოტყუება და თავის მოკატუნება,რომ ყველაფერი რიგზეა
-ვაჩე შენთვის რამეს წარმოვადგენ?
-რა თქმა უდა წარმოადგენ,ჩემი მეგობარი ხარ
-მხოლოდ მეგობარი?-ხმა გაებზარა
-ევა, რისი მოსმენა გინდა?
-არ აქვს იმას მნიშვნელობა მე რისი მოსმენა მინდა. მე მინდა გავიგო, რას გრძნობ ჩემ მიმართ-სიტყვის თქმა ვეღარ გაბედა,ამის უფლება არც ჰქონდა,რას ითხოვდა ვაჩესგან?-მაპატიე,უბრალოდ...-ცრემლები წამოუვიდა და ოთახში ავიდა,ვაჩეც უკან გაჰყვა
-ევა,ჩემთვის იმაზე ძვირფასი ხარ ვიდრე წარმოგიდგენია,მაგრამ....-დანანებით ჩაილაპრაკა,თუმცა თავს არ მისცა უფლება თავი დაეხარა-შენ იმსახურებ კი ჩემ კარგ მოპყრობას?-ხმა ირონიული გაუხდა
-მე...რამე დავაშავე?-ცრემლები წამოუვიდა
-არ გინდა ეს ნიანგის ცრემლები რა-ხელი აიქნია
-რას ნიშნავს ნიანგის ცრემლები? მითხარი, მიდი პირდაპირ მითხარი რა ნამიოკებით მესაუბრები?
-აგენტი შენ ხარ და ნამიოკებით საუბარი გიკვირს?-ხელები გადაიჯვარედინა,ევას თითქოს ცივი წყალი გადაასხესო,საწოლის კიდეს მიეყრდნო და თვალები სიმწრით დახუჭა,ვაჩემ ხელი შეაშველა რომ არ წაქცეულიყო
-რაო,სიმართლეს რომ თვალი გაუსწორე თვალთ დაგიბნელდა?-თუმცა ირონიულობას არ იშორებდა ბიჭი-შენ მე იმდენად სულელი გეგონე,რომ არ გავარკვევდი ჩემი დამხმარე ვინ იყო? გავიგე, რომ თურმე ლევან იწკირველთან გქონდა კავშირი? შენს ტელეფონში მოსასმენი აპარატი დავაყენე,რადგან საეჭვოდ მომეჩვენა შენი რამდენიმე საქციელი კაბინეტში შესვლას რომ ლამობდი,თურმე რა ხდებოდა ჩემს თავს-ზიზღნარევი მზერა მიაპყრო გოგოს
-შენ ყველაფერი იცოდი? ანუ გამომიყენე,ახლოს რომ გეყოლებოდი ყველაფრის გაკონტროლებას შეძლებდი არა?-თავი გააქნია და ამღვრეული თვალები მიანათა
-ეგ რომ გავარკვიე,მაშინვე მივხვდი,რომ ნუგზარისა და ლევანის გამოგზავნილი იქნებოდი,სხვა მტერი ჩემ ოჯახს არც ჰყავს, თან რაღაც საეჭვოდ გაქრა მაინცდამაინც ლევანისა და მისი ბოსის ბრალეულობის დამამტკიცებელი დოკუმენტები...
-ნუგზარისა და ლევანის?
-თავს ნუ ისულელებ!
-ორიგინალები მე მაქვს გასაგებია? მას ასლები გადავეცი,დარწმუნებული ვართ უკვე მოიშორა-ვაჩემ გულიანად გადაიხარხარა,რაზეც ევამ სიბრაზე ვერ დამალა-რა გაცინებს? რას ვამბობ სასაცილოს? გეტყვი რომ ასეთი საქმე პირველად და უკანასკნელად ავიღე ხელში,მე იძულებული ვიყავი,ლევანმა ოჯახით დამაშანტჟა გესმის?-იყვირა
-გეყოფა!-დაიყვირა ბიჭმა და მხრებში ჩააფრინდა-გეტყვი რომ ორიგინალი დოკუმენტები მე მაქვს ქალბატონო დეტექტივო. მახეში გაგაბით, შენც, კატოც და ბატონი ნუგზარიც, გასაგებია?
-ეს...როგორ?-დაბნეული მზერა მიაპყრო
-აი ასე, ჩემ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებოდა აშკარად-სიმწრით ჩაიცინა-მე იმაზე წინდახედული ვარ ვიდრე შენ გგონია ევანგელია. შენც მშვენივრად ართმევდი თავს დაკისრებულ მოვალეობას,ჩემ ადგილას სხვა უფროსი რომ გყოლოდა შეიძლება გაგეცურებინა,მაგრამ მე არა!...-გამომცდელად ჩააჩერდა თვალებში- და ხო, კიდევ-საჩვენებელი თითი მისკენ გაიშვირა-მე და ჩემ ოჯახს შეგვეშვი და ჩემი სახლი დატოვე!
-რით გაშანტაჟებდა ნუგზარი? რატომ არ გადაეცი დოკუმენტები სასამართლოს?
-ნიას გამწარებით მემუქრებოდა გესმის? ახლა გაიგე? მას ჰგონია,რომ მტკიცებულებები გაანადგურა,ახლა შეიძლება ნიას დაუშავოს რამე,მე უნდა დავიცვა ჩემი და. მას რომ ვინმე ზედმეტად შეეხოს არ გაცოცხლებ!-ევას ტანში ჟრუანტელმა დაუარა,შეიძლებოდა ნიას რამე დამართნოდა, რატომ გარისკა ვაჩემ ამდენად? რატომ თავიდანვე არ მოიშორა თავიდან ევა?
-ისედაც ვაპირებდი შენი სახლის დატოვებას,უბრალოდ ხელსაყრელ მომენტს ვეძებდი,რომ სიმართლე მეთქვა შენთვის-მტკიცედ განაცხადა
-ხელსაყრელ მომენტს?-ჩაიცინა-2 თვის განმავლობაში ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოძებნე? დამცინი ხოო?-დაიყვირა,რაზეც ევა შეხტა
-ვერა, ვერ გამოვნახე გესმის? იდოტი ვარ, აქამდე უნდა მეთქვა და მალევე უნდა დამესრულებინა შენთან ურთიერთობა, სანამ...
-სანამ რა ევანგელია?!-გოგოს მიახლოვდა-ახლა არ მითხრა რომ შეგიყვარდი-ახარხარდა
-შენ...ის ვაჩე არ ხარ რომელსაც ვიცნობდი,თუმცა მე შენ საერთოდ არ გიცნობდი,ასე გამოდის. მე თუ გატყუებდი, შენც მატყუებდი!-ცრემლები წამოუვიდა,ვაჩეს მისი გრძნობები ფეხებზე ეკიდა,თუმცა რაღას მოელოდა მისგან? არც არაფერს
-რაზე მელაპარაკები საერთოდ, ახლავე შემიძლია სასამართლოს გადაგცეთ,მაგრამ თავს ვიკავებ...
-რატომ იკავებ თავს? მიდი, დაურეკე პოლიციას და გადამეცი სასამართლოს, რას ელოდები?-ტელეფონი ჯიბიდან ამოუღო და ნომრის აკრება დაწყო,ბიჭმა შემდეგ გაანალიზა რასაც აკეთებდა და ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა
-სანამ ნერვები შემრჩა ბარგი ჩაალაგე და აქედან წადი ევა,თორემ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ-სახე ახლოს მიუტანა,მკლავში ხელი ძლიერად მოუჭირა და საწოლზე დააგდო,თავად კი უკანმოუხედავად დატოვა ოთახი. ევამ სახეზე ხელებია იფარა,ბარგი მალე ჩაალაგა,თუმცა ნახევარი საათი ოთახში იყო და ცრემლებად იღვრებოდა, ეს საქციელი ევას არ შეშვენოდა,თუმცა ისიც ადამიანი იყო და მასაც გააჩნდა გრძნობები,მასაც ტკიოდა და განიცდიდა. წასვლის წინ ვაჩესთან შესვლა გადაწყვიტა, ყველაფრის მიუხედავად მისი ბოლოჯერ ნახვა სურდა,ოთახში შესულს ვაჩე დაძინებული დახვდა,მისკენ ნელი,ფრთხილი ნაბიჯებით დაიძრა,თმაზე მოეფერა,შუბლზე ძლიერად აკოცა,მისი ცრემლი ბიჭის სახეზე დაეცა,ფრთხილად მოაშორა ის,ახლა მეორე ლოყაზე აკოცა,ხელით სახეზე მოეფერა,გული დაიმშვიდა და ტუჩებით ფრთხილად შეეხო ბაგეებზე
-მიყვარხარ-მხოლოდ ეს სიტყვა დაუტოვა მისთვის მიუწვდომელ,თუმცა საყვარელ ადამიანს. ოთახი კვლავ ნელი ნაბიჯებით დატოვა ისე,რომ ვაჩესთვის თვალი არ მოუშორებია. როგორც კი კარი გამოხურა ვაჩემ თვალები გაახილა,თითები ტუჩზე გადაიტარა,თითქოს არ სურდა ევას ბაგეების მიერ მოყონებული არომატის გაქრობა და თვალიდან ეული ცრემლი გადმოუვარდა. მასაც ტკიოდა,სულის აწიოკებამდე და მარცხენა ნაწილის აფორიაქებამდე.
********
9 თავი
ძალაგამოცლილი,თვალებჩაწითლებული მიაბიჯებდა და კოკისპირულ წვიმას ყურადღებას არ აქცევდა,ირგვლივ მხოლოდ მორბენალ ხალხს ამჩნევდა,რომელთა საზრუნავიც წვიმის წვეთებისგან თავის დაღწევა იყო. არასდროს უფიქრია,რომ წვიმა რომანტიულ ელფერს სძენდა წყვილების ერთად ყოფნას,ვერ იტანდა ასეთ ამინდს,ღრუბელი,სიცივე და წყლის წვეთები სუნთქვის საშუალებას აძლევდა,თუმცა ერთი მხრივ კარგ საშუალებას წარმოადგენდა,რომ ცრემლები წვიმის წვეთებში არეულიყო და სხვისთვის არ დაენახებინა საკუთარი ტკივილი. ფიქრებში იყო გართული,როდესაც მანქანამ შურდულივით ჩაუქროლა და წყლით სულ გაწუწა, ისედაც სველი იყო,გეგონებოდათ წყლის ჭავლი გადაავლესო ისეთ ფორმაში იყო, უკვე კნკალმა აიტანა,ტანსაცმელი ისე ეკვროდა თავს არაკომფორტულად გრძნობდა,ერთ სული ჰქონდა გათავისუფლებულიყო ამ ჭუჭყისგან,ყველაფრის დავიწყება და მშვიდად ყოფნა სურდა,სირბილით სადარბაზომდე მიაღწია,კიბეები აირბინა და ბინის კარზე დააკაკუნა,კარში გაოცებული კატო შერჩა ხელთ,აღარაფერს აქცევდა ყურადღებას,გოგოს ჩაეხუტა და აქვითინდა
-დამთავრდა კატო...ყველაფერი დამთავრდა-ძლიერად ეხვეოდა და ასველებდა გოგოს
-შემოდი ჩემო ლამაზო,რა მოხდა?-შეწუხებული მზერა მიაპყრო
-სულ დაგასველე-ახლაღა შეამჩნია-შხაპს მივიღებ,მინდა ამ ყველაფრისგან განვთავისუფლდე თორემ შევიშლები
-მართალი ხარ, თან გაცივდები, პირსახოცს და ხალათს მე შემოგიტან კარგი?-ლოყაზე აკოცა,მან პასუხის ნიშნად გაუღიმა და სააბაზანოში შევიდა. დიდხანს იყო ჭავლის ქვეშ,თვალები დახუჭული ჰქონდა,ქვედა ტუჩი კბილებს შორის ჰქონდა მოქცეული რომ არ ეღრიალა,კედელს მიეყრდნო და იქვე ჩაიკეცა, დიდხანს იყო ასეთ მდგომარაობაში,სანამ კატომ არ დაუძახა
-ევა...ევაა როგორ ხარ? კარგად ხარ? მაშინებ, ხომ არ შემოვიდე?-უკვე შესვლას აპირებდა,როდესაც კარი გაიღო და ევა ხალათში შემოსლი გამოვიდა
-მადლობა ღმერთს კარგად ხარ, ჩემო გოგო-ჩეხუტა და თავზე აკოცა-ცხელ შოკოლადს მოვამზადებ და მომიყევი ყველაფერი-ევა თავის დაკვრით შემოიფარგლა
დივანზე იყვნენ მოკალათებულნი,ცხელ შოკოლადს აგემოვნებდნენ და სიჩუმეს არ არღვევდნენ,ბოლოს ევამ გადაწყვიტა გულის ტკივილი კატოსთვის გაეზარებინა
-ვაჩეს სცოდნია სიმართლე....
-რა?...ღმერთო ჩემო
-მასთან ახლოს რომ ვიყავი ეს მისთვის უფრო მომგებიანი იყო,რადგან საპასუხო დარტყმებს სხვისგან ვერ მიიღებდა. თურმე ნიას სიცოცხლით აშანტაჯებდა და დოკუმენტები ამ მიზეზით არ გადასცა სასამართლოს
-რა ნაგავი კაცია,იცის რომ ნია ვაჩეს სუსტი წერტილია და მისთვის უძვირფასესი ადამიანი,ახლა გასაგებია რა წარმოადგენდა მაგ დამპალი კაცის გარანტს-ბრაზით მოკუმა ტუჩები
-ეგ კიდევ არაფერი...-თავი გააქნია-ვაჩეს ორიგინალი დოკუმენტები მანამ აუღია,სანამ მე ვიპოვიდი,ვუთხარი რომ ნუგზარს ასლები გადავეცით, ჩვენ კი ორიგინალები დავიტოვეთ,მან კი სიცილი დაიწყო,მიზეზი რომ ვკითხე მითხრა,რომ მახეში გაგვაბა და ორიგინალები მას აქვს. ნიჭს ვერ დაუკარგავ, წინდახედული და ჭკვიანია-ჩაიცინა.შემდეგ კი სახეზე ხელები აიფარა
-აი ეს მესმის...-პირი დააღო კატომ-ევანგელია, რა ჭირს? ვიცი რომ ცუდად ხარ, მეც იცი როგორ ვგრძნობ თავს? ცალკე უაბელობა მკლავს. დრო მჭირდება რომ ყველაფერი გავაანალიზოო, ისე მენატრება მგონია 10 წლის სიცოცხლე წამართვეს-ცრემლები წამოუვიდა
-ნუ გეშინია, აბელი მიხვდება რომ მისთვის ძვირფასი და საყვარელი ქალი ხარ.ვაჩე კი...ისეთი ზიზღნარევი სახით მიყურებდა გული შემეკუმშა,ამდენის უფლება არ უნდა მიმეცა საკუთარი თავისთვის, არ უნდა შემყვარებოდა. რა დავაშავე ასეთი რომ ამას ვიმკი?...თუმცა მეტი რაღა მინდა? იმ ნაგავ კაცს რომ დავთანხმდით ეგაა ყველაფრის მიზეზი. რა მოვუხერხო ამ გრძნობას?-გულზე ირტყამდა ხელებს,კატო ცრემლად იღვრებოდა,ხელები ჩამოაშვებინა და მიიხუტა
-ევა...არ ვიცოდი ვაჩე თუ გიყვარდა,მეგონა მის მიმართ მხოლოდ სიმპათიები გაგაჩნდა. ჩემო გოგო,როგორ იტანჯები
-ღირსი ვარ ყველაფრის. ახლა ნია მადარდებს, ნუგზარს ჰგონია რომ სამხილები აღარ არსებობს მისი ბრალეულობა რომ დაამტკიცოს ვაჩემ,მეშინია რამე არ მოიმოქმედოს ნიას წინააღმდეგ-ცრემლები შეიშრო
-ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია?
-ჯერ-ჯერობით არაფრის...არაფრის გაკეთება შეგვიძლია მის დედაც-შეიკურთხა. კლავდა ის უსუსური მდგომარეობა,რაშიც ახლა იმყოფებოდა
*********
აბელმა და ვაჩემ მოახერხეს რეზის გაცნობა, დაპირებისამებრ კაფე ''მია''-ში ''შემთხვევთ'' მოხვდნენ და საყვარელი დაიკო რომ დაინახეს ღიმილით გაემართნენ მისკენ,რეზი კი ნამდვილად არ ჩანდა მთლად კმაყოფილი,ამის მიზეზს თავადაც მიხვდებით
-ვაა ჩვენი გოგოც აქ ყოფილა-გვერდით მიუჯდა აბელი,ვაჩე კი ფეხზე იდგა
-აბიი,სად დაიაკრგები ხოლმე-ლოყაზე ტუჩები მიაკრო გოგომ და ხმაურიანად აკოცა
-ნია ჩემო ლამაზო, არ გაგვაცნობ ყმაწვილს?-ღიმილიანი მზერა მიაპყრო დას
-რა თქმა უნდა, რეზი გაიცანი ჩემი ძმები, აბელი და ვაჩე. ბიჭებო გაიცანით,რეზი წულაია ჩემი...-არ იცოდა როგორ დაესრულებინა,ჯერ კიდევ არ იყვნენ შეგუებულნი ამ მდგომარეობას ის და რეზი. ერქვათ კი მათ შეყავრებულები?
-ნიას გულის მესაკუთრე-ღიმილით დაასრულა ბიჭმა და ბიჭებს ხელი გაუწოდა,მათაც ღიმილით შეაგებეს ხელი. ვაჩე ნიას მეორე მხარეს მიუჯდა და ხელი გადახვია
-უბრალოდ ერთს გეტყვი,თუ მის გაბედნიერებას ვერ შეძლებ,სჯობს თავი შეიკავო ამ ყველაფრისგან,ხოლო თუ დაგვპირდები,რომ მის სახეზე ღიმილს მიზეზი იქნები,ხელს არ შეგიშლით,უბრალოდ ყოველთვის საქმის კურში ვიქნები-ნიას დამფრთხალ სახეს გადახედა-რა სახე აგქვს ნიაკო? ხომ იცი არ ვარ ეს გრუზინი ძმის ტიპაჟი,უბრალოდ სიტუაცია გავაცანი რეზის,როგორც შენმა ძმამ-თავზე აკოცა.
-ვფიქრობ ვაჩემ აგიხსნა სიტუაცია, აბა მოგვიყები რას საქმიანოობ?-ჩაიცინა აბელმა
-ბიჭებოო, დაკითხვაზე ხომ არ ვართ, კარგი რაა-მუჯლუგუნი ჰკრა ორივეს,მათ კი ვითომ მკაცრი სახეებით გადმოხედეს და ნიამაც ხელები დანანების ნიშნად ასწია, რეზის მის უცოდველ,საყვარელ სახეზე გაიცინა და თავი გააქნია
-თბილისში ვცხოვრობ,ეკონომისტი ვარ,თქვენი და ის ადამიანია,რომლის გვერდით თავს ვგრძნობ იმ ადამიანად,როგორიც მინდა რომ ვიყო, ჩემი გულის წამალია-მთელი გრძნობით აღწერდა თავის განცდებს და ზედმეტი რომ არ წამოეროშა გაჩუმდა, ბიჭებმა ჩაიღიმეს და ნიამ თავი დახარა
-პირველ რიგში, ნია არის ჩემი და, ჩემი სისხლი და ხორცი,ჩემი გულის ნაწილი და უძვირფასესი ადამიანი,მე მხოლოდ მისი ბედნიერება მინდა,რაც მას გაახარებს, ის მომცემს საშუალებას,რომ მეც გახარებული ვიყო-ვაჩე დას მოეხვია
-ჩემი გოგო-თავზე აკოცა აბელმა-კარგი,ახლა ჩვენ დაგტოვებთ,ბოდიშთ შემოჭრისთვის,მაგრამ ზოგჯერ ჩვენი ატანაც მოგიწევთ-ბოლოს სიცილით თქვა და სხვებიც გაამხიარულა
-ნახვამდის ბიჭებო,მიყვარხართ-წასვლამდე ორივეს მოეხვია გოგო
-შენდამი სიყვარულზე მე და აბელს ნუ შეგვედავები რაა-თავზე აკოცა ვაჩემ და ჩაიცინა
-ძალიან კარგია დამცველი რომ გყავს მათი სახით, მეც ყოვეთვის მინდოდა და მყოლოდა იცი? რომელსაც გავანებივრებდი,თუმცა აი ასე დავიცავდი,როგორც შენი ძმები გიცავებ-ჩაიღიმა
-ვაჩე ჩემი ბიოლოგიური ძმაა, აბელი კი არაბიოლოგიური,თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, ორივე ერთნაირად მიყვარს,ვაღმერთებ მათ, აი მათი იმედი ყოველთვის შემიძლია მქონდეს, ჩემი სულის ნაწილები არიან-ემოციებით დატვირთული იყო ნია, რეზიმ კი მისი ხელები თავის ტორში მოიქცია და თითები სათითაოდ დაუკოცნა.
-მიხარია რომ შენ შეგხვდი ნიი. ჩემი სულის ნაწილი ხარ.
-არ მინდა ეს წუთები დასრულდეს-მისი ხელი ლოყაზე მიიდო და ხელისგულზე ნაზად აკოცა,მალევე გაიგზავნა სასიამოვნო იმპულსები ორივეს სხეულში
********
შაბათ დილით ნია რეზის სახლში იმყოფებოდა, ძალიან მოენატრა, ერთი კვირა არ უნახავს და იმდენად იტანჯებოდა მისი შეხების არ არსებობით,რომ გადაწყვიტა ბინაში წვეოდა,ემოიცებს არ დაუყოვნებიათ,კარი როგორც კი გაიღო, გოგო ძლიერად ჩაეხუტა ბიჭს და მხურვალე კოცნის სირვილიც მან გამოხატა, რეზიც აჰყვა და ვნებიანად წაეტანა მის ბაგეებს,ქვედა და ზედა ტუჩეს ჯერ მონაცვლეობით,შემდეგ კი ერთად უკოცნიდა, რეზიმ ფეხის კვრით კარი დახურა და გოგო კედელს ააკრო.სუნთქვაგახშირებულები ერთმანეთს კვლავ ეკროდნენ, ამასობაში ნიამ თლილი ხელები ბიჭის მაისურში შეაცურა,რეაქცია არ დაუყოვნებია და რეზიმაც ამოიგმინა, მისი მაისუი ძირს ეგო,ახლა გოგოს შეუცურა მაისურის ქვეშ ხელები,მისკენ მიიზიდა,ურცხვად დაატარებდა წელსა და მკერდზე და ბიუსჰალტერის ამარა დატოვა,ვნებამორეული მზერა ტყორცნა გოგოს მკერდს,ფრთილად დაუკოცნა ისინი და ყელისკენ გაიკვლია გზა,ნიამ თავი უკან გადასწია,რომ გზა გაეთავისუფლებინა ბიჭისთვის,თავად კი სიამოვნების მორევში იყო ჩათრეული და კვნესის შესაკავებლად ქვედა ტუჩს კბილს ძლიერად აჭერდა,ბოლოს სისხლი წამოუვიდა,რომელიც რეზიმ ენით მოუშუშა და ახლა ველურივით წაეტანა გოგოს ტუჩებს,შემდეგ იყო ბიჭის გამოფხიზლება,ჩაწითლებული თვალები და გააზრება იმისა,რასაც ჩადიოდა,უცბად მოშორდა გოგოს და დატოვა ერთ ადგილას გახევებული.
-რა ხდება რეზი?-ცრემლები წამოუვიდა ნიას და მხარზე ხელი დაადო ბიჭს,მან როგორც კი ნიას ცრემლებს შეხედა თავი უკანასკნელ არარაობად ჩათვალა,კოცნით ამოუშრო ისინი და შუბლზე აკოცა-არ გინდა ჩემთან ყოფნა? თუ რა ხდება..-სრუტუნებდა
-არა ჩემო ფერია, ეგ რა შუაშია ნიი?-სახე მის ხელებში ჰქონდა მოქცეული, თან ლოყებზე კოცნიდა-დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა? თავს არ ვაპატიებ,რომ შემდეგ ეს ინანო,ახლა ჰორმონები გამოქმედებს-ჩაიცინა და ცხვირის წვერზე აკოცა
-რას ნიშნავს ჰორმონები მამოქმედებს?
-რა არაა?-გამომცდელად ჩაახედა
-ნუ კი, რა თქმა უნდა საყვარელ ადამიანს რომ ხედავ ჰორმონებიც მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღებაში-ამ დროს ხარხარი აუტყდა,რომ გაიაზრა რას ამბობდა-მაგრამ, რომ არ მიყვარდე და შენკენ არ მოვილტვოდე სექსზე არ დაგელაპარაკებოდი რეზი-დასერიოზულდა და შებრუნებას აპირებდა,როდესაც საყვარელი სხეული ზურგიდან აეკრო,თავი მის ყელში ჩამალა და ვნებიანად აკოცა
-არ ინანაბ და ჩემ მკლავებში გინდა ყოფნა? დარწმუნებული ხარ ანუ...
-მეტყობა რამე უარს რომ ვამბობდე?-დაპროგრამებულივით ლაპარაკობდა.საუბრის თავი აღარც ჰქონდა, რადგან ბიჭის ცხელი ტუჩები უკვე ყელზე უტოვებდნენ კოცნებს-მაგიჟებ.
რეზიმ მალევე გაათავისუფლა საყვარელი სხეული ბიუსჰალტერისაგან და საცვლისგან,მკერდზე სველ კოცნებს უტოვებდა,მკერდიდან მუცლამდე გზას კოცნით გაუყვებოდა,ფეხებზე ხელს მონოტონურად აყოლებდა,შემდეგ გამომცდელად ჩააჩერდა გოგოს თვალებში-აი ახლა,რაღაც მწველს იგრძნობ,თუმცა მოგეწონება-ჩაიღიმა და ტუჩებით ბაგეებს შეეხო,ორი თითი კი მოხერხებულად შეუცურა ვა**ნაში,ნიამ წამოკივლებისგან თავი ვერ შეიკავა,ზეწარს მთელი ძალით ჩაფრენოდა და სხეულს ზემოთ წევდა
-ღმერთოო, მოვკვდები, ეს....საოცრებაა-გამშრალი ტუჩები დაისველა და მალევე იგრძნო მკვრივი ორგანო თავის სხეულში,რეზი ნელი ბიძგებით შემოიფარგლებოდა,ეს მტკივნეული,თუმცა სასიამოვნო მომენტი პირველ წარუშლელ ლაქად დარჩებოდა მათ ცხოვრებაში. ახლა ნია მოექცა ბიჭს ზემოდან,თმებში თითები ახლართა და მთელი სახე დაუკოცნა, ნია მთელი ძალით დააწვა რეზის, მათი სხეულები კვლავ გაერთიანდა და შეერწყა ერთმანეთს.გოგომ სხეული წრიული მოძრაობით დაატრიალა,რომ უკეთ შეეგრძნო მისთვის საყვარელი ადამიანის ნაწილი მასში. რას გრძნობდა ორივე? ვნებას,ცეცხლს საკუთარ სხეულში,სიამოვნებასა და ტკივილს. ბოლოს ორივე გახშირებული სუნთქავდა
-მიყვარხარ და მაბედნიერებ-ტუჩებით კისერში აკოცა ბიჭს
-მიყვარხარ და ჩემი გულის ფეთქვის მიზეზი ხარ-ბიჭი ნიას მკლავებში გაიტრუნა და დილამდე არც შერხეულან,თითქოს ერთმანეთს ვინმე აშორებდნენ.
********
ყოველ უბედურებას მოსდევს,რაღაც კარგი,თუმცა შეიძლება ყველაფერი საპირისპიროდ დატრიალდეს. ერთ წვიმიან დღეს ნია მშობლების სახლში მიდიოდა,როდესაც გზა მანქანამ გადაუჭრა,იქიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა და ძალით მოათავსეს მანქანაში. ეს გატაცებაა, ეს დაკვეთილი მისიაა.დამკვეთი ვინ არის? ვინ,თუ არა ნუგზარ ორჯონიკიძე?! რას განიცდის ნია? მხოლოდ, შიშსა და ტკივილს.
-გისმენ ბატონო ნუგზარ-უემოციო იყო რეზის ხმა
-აბა თუ გამოიცნობ სად არის ხომერიკების ქალიშვილი?-ავისმომასწავებლად იღიმოდა
-ნია...შენ გყავს? რა ხდება, რა დედის ტ*ვნაა გამაგებინე-აყვირდა
-შენ მისია არ შეასრულო რეზიკო,შენ იმაზე მეტი დრო გქონდა, ვიდრე უნდა გქონოდა,თუმცა ჩაფლავდი,ახლა ნიაკო ჩემთანაა, სხვათაშორის ძალიან ლამაზი გოგოა, რა ფეხები, რა....
-აღარ გააგრძელო, გესმის? მას თითი არ დააკაროთ-ღრიალებდა-რა გინდა მითხარი? მომკალი, გესმისს? მას შეეშვი
-ნწ ნწ, ვიღაცას ნია ხომერიკი ჩაუვარდა გულში? საწყალი რეზიკო. იცოდე, რამე არ მიქარო. ხვალ ჭეშმარიტებისა და სიმართლის ზეიმის დღეს ვაწყობ. 4 საათზე იმ შენობაში მოდი,სადაც შეკრებებს ვაწყობ
-რას ნიშნავს ჭეშმარიტებისა და სიმართლის ზეიმის დღეს აწყობ? რა გადაწყვიტე?!-თუმცა მიხვდა,რომ ტყუილად ბრძოლობდა
-აი მაგას ხვალ ნახავთ, შენც და ხომერიეკბიც-სიგნალი შეწყდა
-ამის დედაც, ნიაკო...ჩემი გოგო ვერ დავიცავი, ჩემი გეგმაც ჩაფლავდა-რა იყო მისი გეგმა? ნიასთან სიახლოვის დროს იმ სცენის დაფიქსირებას კამერით აპირებდა,რაც ყველას აფიქრებინებდა რომ ეს ქმედება ძალადობა იყო.ბიჭი ზემოდან მოქცეოოდა გოგოს და ხელებს უკავებდა,ისიც წამოყვირებისგან თავს არ იკავებდა, მხოლოდ ამ ორს ეცოდინებოდა,რომ ეს ორი ადამიანის ვნებისა და სიყვარულის შედეგი იყო და არა ძალადობის. ეს გეგმაც ისეთივე გულისამრევი იყო,როგორიც ეს მისია,თუმცა მისთვის ძვირფასი ადამიანების სიცოცხლეს სასწორზე ვერ დააყენებდა,სამწუხაროდ ეს გეგმაც ვერ განხორციელდა,ნიას მოტაცებამ ყველაფერი შეცვალა-იდიოტი ვარ, რა უნდა ვქნა მის გარეშე? ხომერიკებიო...ხოემრიკებიც დაიბარა ხვალ? შენი დედაც მოვ**ან ნუგზარ ორჯონიკიძე. ტელეფონი მოიმარჯვა და ვაჩეს დაურეკა
-ვაჩე,ახლავე უნდა შევხვდეთ. რეზი ვარ
-რა ხმა გაქვს, ნიას ხომ არ დაემართა რამე?-მაშინვე ანერვიულად ვაჩე
-მისამართს გამოგიგზავნი,ახლავე მოდი
-ამის დედაც ვატირე-შეიკურთხა
20 წუთში კარებზე ბრახუნი ატყდა,რეზი მაშინვე მივარდა და კარში მდგარი სახეწაშლილი ვაჩე სახლში შეატარა
-ნია არ მპასუხობს, სახლში არ მოსულა. რა ხდება რა ჯანდაბაა, სადაა ჩემი და?
-ნუზაგრ ორჯონიკძემ მოიტაცა-ამოიხავლა
-რა..მოიცა რა თქვი?-სხეული აუკანკალდა
-მართალია, ნუზგარმა მოიტაცა.იმ ნაგავმა გაიტაცა ნია-იღრიალა და კედელს ხელები დაუშინა, ვაჩე ჩაიკეცა და ხელები სახეზე აიფარა,შემდეგ გაცეცხლებული ეცა რეზის
-ახლავე მეტყვი რა მოხდა, გასაგებია? ან შენ საიდან იცი ეს ყველაფერი? არ გადამრიო, სადაა ნიაკო-ცრემლები წამოუვიდა. მაგრამ მალევე მოიშორა და გამწარებული მზერა მიაპყრო მის წინ მდგომს,ამასაც თუ დგომა ერქვა
-ყველაფერს თავიდან დავიწყებ.ალექსი წულაია ბაბუაჩემია,რომელმაც ნუგზარის დედ-მამა მოკლა. თურმე თემურ ორჯონიკიძემ მას მილიონები გამოსცინცლა,იმ დროს ბაბუაჩემს კომპანია ჰქონდა,რომელშიც თემური,ნუგზარის მამა მუშაობდა, თაღლითი კაცი აღმოჩნდა, ამან ბაბუაჩემი გააცოფა და იარაღით დაადგა სახლში,რომ შეეშინებინა და ფული დაებრუნებინა,თუმცა იმ დამპალ ღორს უფრო გაუხელებია და იარაღს დატაკებია,არ გაუაზრებიათ ისე შემოვარდნილა ორჯონიკიძის ცოლი ოთახში და ტყვია მას მოხვედრია, თემური ბაბუაჩემს დარევია და შემდეგ მისთვის უსვრია,სამუდამო მისცეს...ერთი წლის წინ ნუგზარის ფინიებმა მასთან წამიყვანეს,მითხრა,რომ ბაბუჩემს სიცოცხლეს გამოასალმებდა და ყველა ძვირფას ადამიანს მოკლავდა ვინც გამაჩნდა. დედ-მამა არ მყავს,თუმცა ელზა ბიცოლა და ჩემი ბიძაშვილი ხომ მყავს? მათაც შეეხებოდა...გაოცებული ხარ არა ? დიაც, პეტრე ამაშუკელი დედაჩემის ძმა იყო, ბიძაჩემი, რომელიც იმ დამპალმა ღორმა მოკლა-ცრემლები წამოუვიდა-რაც შეეხება დაკვეთილ მისიას, მან დამავალა რომ ნიას გავცნობოდი,თავი შემეყვარებინა,შემდეგ გამომეყენებინა და მიმეგდო,მარგამ ვერ შევძლებდი, ქალს ტკივილს ევრ მივაყანებდი,ამ დროის მანძილზე კი შემიყვარდა გესმის? ნია შემიყვარდა, მას რომ რამე დაუშავდეს მოვკვდები
-შენ ჩემ დას ატყუებდი, შენ იყენებდი, რა ბრმა ვიყავი, ამის დედაც
-მე მას ვიცავდი ნუგზარისგან გესმის?-ფეხზე წამოხტა- ჩემ ადგილას სხვა რომ დაექირავებინა არც კი მინდა წარმოვიდგინო აქამდე რა დაემართებოდა მას
-რა უფლებით ყვირი, ამის დედა ვატირე. ჩემო ბედი მოვ**ან-მაგიდაზე დაკრა ხელი და რეზის წვდა საყელოში
-ახლა რა უნდა მოვიმოქმედოთ? მიპასუხე!-ყვიროდა
-ერთი საათის წინ დამირეკა დაახლოებით და მითხრა,რომ ნია მას ჰყავდა, ხვალ კი ჭეშმარიტებისა და სიმართლის ზეიმია 4 საათზე ხომერიკებთან ერთადო
-რაო...ხომერიკებთან ერთადო? რა სიმართლის ზეიმი...-ვაჩეს ტელეფონი აწკრიალდა
-ვისმენთ
- ბატონო ვაჩე, მოგესალმებით-მაშინვე იცნო საზარელი ხმის პატრონი
-შე ნაბი*ვარო ნიას რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს არ გაცოცხლებ გესმის? ნიას არ შეეხოთ-ღრიალებდა
-ხვალ 4 საათზე შენ და ზურა ხომერიკს გელოდებით ჩემთან,ზურას უკვე შევატყობინე,იმედია არ ჩაკვდება სახლში ნერვიულობით.რეზისაც...რეზის იცნობ არა? -ჩაიღიმა
-რას ითხოვ? რა გინდა გამაგებინე!
-ნიას ხვალ ნახავთ,თან სერიოზულადაც ვილაპარაკებთ, არ გაინტერესებს შენი ოჯახის წარსულის დეტალებს გაგება?
-ნუგზარ იცოდე, შენი ბრალეულობის დამამტკიცებელი საბუთები ჩემ ხელშია
-ეგ საბუთები განადგურებულია ვაჩე ბატონო!
-ვინ გაანადგურა?ორიგინალი საბუთები ჩემ ხელშია ნუგზარ ბატონო,იცოდე ნიას რამე არ დაუშავო,თორემ ციხეში სიცოცხლის ბოლომდე ამოგალპობ
-ვაჩე ბატონო ჩემო საბუთები განადგურდა, ასე ნუ მეხუმრები-მკაცრად თქვა
-არ გეხუმრები, გოგონა რომ შემომიგზავნე მალე გავიგე,ვიყენებდი,რომ ახლოს მყოლოდა,ორიგინალი დოკუმენტები გადავმალე და შენ ასლები გადმოგცეს...ვერ აგირჩევია სწორად საქმის შემსრულებლები-კბილებში გამოსცრა და გოგოები დაგესლა
-ხვალ გელოდები დოკუმენტებთან ერთად ვაჩე ბატონო,შენი დის სიცოცხლე საფრთხეშია-ეს თქვა თუ არა გათიშა. ვაჩემ ახლაა გაანალიზა,რომ ევას საფრთხე ემუქრებოდა,ამიტომ დაურეკა,მიუხედავად იმისა,რომ სიკვდილი ერჩივნა მის ნახვას
-გისმენ ვაჩე-გაკვირვებული ხმა ჰქონდა
-კატო შენთანაა?-სწრაფად მიაყარა
-კი აქაა,რა ხდება?-დაიძაბა
-ახლავე წამოდით მოცემულ მისამართზე გესმის? გამოგიგზავნი მესიჯით.
-გამარკვიე რა ჯანდაბა ხდება?!-ხმამაღლა წამოიძახა
-ევა დრო არ გაქვთ, ახლავე წამოდი ამ მისამართზე,გელოდები.-ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი და დივანზე ჩამოჯდა
-ევა და კატო ვინ არიან?-იკითხა რეზიმ
-ევა ჩემი დამხმარე იყო. ჩემთანაც ლევანის,ნუგზარის მარჯვენა ხელის დაკვეთილი მისიის გამო დაიწყო მუშაობა,არ იცოდა რომ სიმართლე ვიცოდი, გუშინ გაიგო და სახლიდანაც გავისტუმრე-სიმწრით ჩაიცინა-საბუთებზე კი უკვე მოისმინე.
-აქ რატომ დაიაბარე?
-ვერ გაიგე ნუზაგრმა რა თქვა? გაწმარებულია,რომ გაიგო საბუთებზე,მათაც დაუშავებს რამეს
-ანუ,მათზე გული შეგტკივა...საინტერესოა-ვაჩემ გაბრაზებული მზერა მაპყრო
-კატოს და აბელს ერთმანეთი უყვართ,ახლა გაუგებრობა აქვთ,თუმცა მგონია მოგვარდება მათი საქმე.
-ევა კი შენ გიყვარს?
-საიდან მოიტანე...უბრალოდ...უბრალოდ არ მემეტება ნუგზარისთვის არავინ,ისინიც ვიღაცის შვილები არიან
-გასაგებია,ვაფასებ შენ ქმედებას
-არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ-მკვლელი მზერა სტყორცნა-რაზე ვფიქრობ საერთოდ, ჩემი ნიაკო ახლა როგორაა არც კი მინდა წარმოვიდგინო-ხელები მომუშტა-ახლა ცხვირ-პირს უნდა გინაყავდე მაგრამ მაგის ძალაც რომ არ შემრჩა?-დანანებით გააქნია თავი,კარზე დააკაკუნეს და ფეხზე წამოხტა. კარში დამფრთხალი სახეებით მდგარი გოგოები რომ დაინახა, უნდოდა ორივე დაემსვიდებინა,ევას ჩაწითლებული თვალებიც არ გამოჰპარვია თვალთახედვიდან და მარცხენა ნაწილი ატკივდა. ემოციებისგან თავი შეიკავა და სახლში უხმოდ შეატარა ორივე.
*******
არეულობა,შფოთვა და შიში სუფევდა ზურა ხომერიკის სახლშიც.
-ზურა გამაგებინე რა ხდება? ნიაკო ვინ მოიტაცა?-ტიროდა ქალი და ქმარს საყელოში ექაჩებოდა
-დამშვიდდი ნინო გხოვ...ნუგზარს ჰყავს გატაცებული,მაგრამ გპირდები ხვალ ჩვენ გოგოს დავაბრუნებ,უნდა შევხვდე-დაამშვიდა ცოლი და მისი სახე ხელებში მოიქცია
-ნუგზარს...ორჯონიკიძეს? რა უნდა ჩვენ შვილს მასთან? მაგ არაკაცთან,მკვლელთან ჩემ პატარა გოგოს რა ესაქმება?!-წამოიყვირა ქალმა და ქმრის ხელებისგან გათავისუფლდა
-ნინო ნერვები აღარ მაქვს ისედაც,გავთავდი კაცი...
-მე მაქვს? გეკითხები! რა უნდა ვქნა?! დედა ვარ გესმის? რა გითხრა კიდევ ნუგზარმა?
-ხვალ მე და ვაჩე უნდა წავიდეთ ერთ-ერთ მისამართზე,იმ ნაბი*ვარმა წარსულის სიმართლის გამოაშკარავებაზე დაიწყო ლაპარაკი-ხელი დაჰკრა მაგიდას
-რა სიმართლის...რა ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობს?-თავისთვის უფრო ლაპარაკობდა ქალი-ნუთუ, თამარას და ავთოს გულისხმობს?-პირზე ხელები აიფარა ქალმა,ქმარმა კი შეშფოთებულმა გადმოხედა
-ჩემ ოთახში ავდივარ-კბილებში გამოსცრა და გახევებული ქალი მარტო დატოვა.
-გაიქეცი, შენ ხომ მხოლოდ გაქცევა შეგიძლია-დაუყვირა ქალმა და დივანზე მიესვენა.
********
10 თავი
ევა და კატო ბიჭების პირისპირ სავარძელზე მოთავსდნენ,ორივე ინარჩუნებდა სიმშვიდეს,თუმცა სხეულზე დაძაბულობა ემჩნეოდათ,ორივე თითებს ისრესდა და ღრმად სუნთქავდა
-აბა, რა ხდება აგვიხსნით?-იკითხა ევამ
-მოგესალმებით, მე რეზი წულაია ვარ
-რეზი წულაია?-გაკვირვება ვერ დამალა კატომ-ალექსი წულაიას ხომ არ იცნობთ?-თვალები დააწვრილა და პასუხის მოლოდინში გაირინდა. ბიჭმა ჩაიცინა,თავი დახარა და მომღიმარი სახით უპასუხა
-ბაბუაჩემია...ახლა კი საქმის ვითარებას გააგცნობთ. ანუ,მე ნუგზარ ორჯონიკიძემ დამიქირავა 1 წლის წინ,უფროსწორად დამაშანტაჟა,საყვარელი ადამიანების მკვლელობით.სანაცვლოდ კი ნია უნდა გამომეყენებინა და მასზე...მეძალადა-სახეზე ხელები ჩამოისვა,გოგონებმა პირზე ხელი აიფარეს,ვაჩე თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა და ერთ წერტილს მისჩერებოდა-ამ სისასტიკეს ვერ ჩავიდენდი,ამას თან დაერთო ის ფაქტორიც,რომ ნია შემიყვარდა...ნუგზარმა ის გაიტაცა,ხვალ 4-საათზე, მე ,ზურა და ვაჩე ხომერიკს გვიბარებს,დაგვპირდა ნიას ნახავთო,რაღაც სიმართლის ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობდა.
-ნია გაიტაცეს?ღმერთო ჩემო-სახეზე ხელები აიფარა ევამ,კატო მიუახლოვდა და ჩაეხუტა,ვაჩემ კი ახლაღა გაუსწორა თვალი გოგოებს,უფროსწორად ევას,რადგან მისი ცქერის ობიექტს სწორედ ის წარმოადგენდა,გული ტკიოდა ყველაფრის მიუხედავად,რომ მას ასეთ დღეში ხედავდა
-ჩვენ რა შუაში ვართ, აქ რატომ ვართ?-გამბედაობა მოიკრიბა კატომ და ვაჩეს მიაჩერდა,მან ღრმად ამოისუნთქა,ევას თვალიერებას შეეშვა და საქმის ვითარება გააცნო მათ
-ნუგზარს დოკუმენტების შესახებ სიმართლე ვუთხარი,ამიტომ თქვენზე გამწარებულია,რამეს დაგიშავებდათ,ამიტომ აქ მოგიყვანეთ...ზედმეტი თავის ტკვივილი არ მჭირდებოდა-ბოლოს ირონიულად წარმოთქვა
-მე ლევანთან მქონდა საქმე,ნუგზარი ვინ არის?-გაიკვირვა ევამ,შიშმა დაუარა-კარგად ვერც კი გავიგე რა აკაშირებს ამ ორ ადამიანს.
-ნუგზარი ეგრედწოდებული 'ბოსია'',ლევანი კი მისი ბინძური საქმეების შემსრულებელი,შავი მაფიის წარმომადგენელი ხომ არ გამოჩნდებოდა შენს წინაშე და გეტყოდა,''გამარჯობა მე ნუზგარ ორჯონიკიძე ვარ,შავი მაფიის წარმომადგენელი და ეს დავალება უნდა შემისრულო!'' -ნუგზარის ფოტოები აჩვენა ვაჩემ,ევა და აკტო კი გველნაკბენივით შეხტნენ
-ის არის,როგორ....
-დედის გვარზეა, ახლა ნუგზარ ახალაძეა გვარად.
-ჩემი ოჯახის ახლობელია...-სახეზე ხელები აიაფარა
-დედას შევეცი-კბილებში გამოსცრა ვაჩემ-იმ დოკუმენტში,სადაც ნარკოტიკების საქმე იყო წარმოდგენილი ლევანის სახელი ფიგურირებდა,რადგან საქმის მომგვარებელი ეგ იყო,ნუგზარი უბრალოდ დაკვეთას აძლევთ და მშრალად გამოდის.
-არ მჯერა,ნუგზარი...ნუგზარი ბიძია მაფიოზი?-გაშტერებული იყურებოდა ევა-გასაგებია,საიდანაც მომძებნა ლევანმა. არანაკლებ გაოცებული იყო კატო. რამდენიმე საათის შემდეგ მან ტირილი დაიწყო.
-აბელი...ის არასდროს მაპატიებს, ნუგზარი თუ რამეს დაგვიშავებს მას ვეღარ ვნახავ ევა,პატიებასაც ვეღარ ვთხოვ-ზლუქუნებდა და სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული,ბიჭები უემოციოდ ვერ უყურებდნენ ამ სცენას, ევამ მხარზე მიიხუტა დაქალი
-ნუ ტირი ჩემო ლამაზო,ჩვენ არაფერი გვემუქრება...აბელიც მიხვდება,რომ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ და დაბრუნება,აი ნახავ ჩემო გოგო. ახლა კი ნუ ტირი,ძლიერი უნდა იყო.
-ეს ის შემთხვევაა როდესაც ევას ვეთანხმები კატო-გოგოს წინ ჩაიმუხლა ვაჩემ და თმა ყურს უკან გადაუწია-დამშვიდდი,ტირილით ვერაფერს შეცვლი...აბელი ახლა თბილისში არ არის,ბიზნესპარტნიორებთან აქვს შეხვედრა ქუთაისში,ყველაფერი მოგვარდება-ევანგელია გაშტერებული უყურებდა იმ ადამიანს,რომელიც წუთის წინ მხეცს ჰგავდა,ახლა კი ტყავი გამოეცვალა და მზრუნველ მეგობრად გადაქცეულიყო.
-სასტუმრო ოთახში იქითაა,შეგიძლიათ დაისვენოთ-რეზიმ გოგოებს გაუღიმა
-მადლობა-ნელი ნაბიჯებით გაიარეს მისაღები და ოთახში შეიკეტნენ.
-სულ არ მოგწონს,რას ამბობ-ირონიულად წარმოთქვა რეზიმ
-გაა*ვი რაა-ხელი აუქნია ვაჩემ
-საკუთარ თავს მაინც ნუ იტყუებ. ერთს გეტყვი,საკუთარი გრძნობების დამალვა კარგს არაფერს მოგიტანს,მიეცი საშუალება თავს რომ უკეთესობისკენ შეცვალო შენი ცხოვრება და შენთვის საყვარელ ადამიანს მისცე უფლება,რომ შენ მკლავებში მშვიდად იყოს-მხარზე ხელი დაკრა ბიჭმა და სავარძელში გასწორდა.
-გამომივიდა ესეც პლატონი-თავი გააქნიაა-ნეტავ მხოლოდ მოწონება იყოს.ამის დედაც ვა*ირე. -ჩუმად ჩაილაპარაკა და თავი გააქნია ხომერიკმა. რამდენიმე წუთის შემდეგ მისი ტელეფონი აწკრიალდა
-რას ვრები დე
-როგორ ვიქნები ვაჩე,გული მტკივა,როგორაა ახლა ჩემი გოგო? ხომ დააბრუნებ დე?-ტიროდა ქალი
-აუ ჩემი ბედი მოვ**ან,იცოდე ახლა შევიშლები დეე,ისედაც თავი მაქვს აფეთქებული,შენ ტირილს ნუ გამაგონებ-შეევედრა ქალს
-ვერ ვჩერდები დე, ჰაერი არ მყოფნის თქვენ გარეშე. შენ კი დაგვივიწყე,საერთოდ აღარ გახსოვარ ხო? ბოლოს როდის მნახე ისიც არ გახსოვს-ტირილს კვლავ განაგრძნობდა ქალი
-დედიკო ხომ იცი რომ კომპანიაში ბევრი საქმე მაქვს?რამდენიმე კვირის წინ ვიყავი მოსული,შენც შეგიძლია მოსვლა და არ მოდიხარ დეე. ნუ ტირი გთხოვ,ჩემ და ნიაკოს თავს აგფიცებ,თორე ვკვდები დედი,შენი და ნიას ცრემლების გამო ნებისმიერს დედას ვუტირებ ხომ იცი არა? ახლა მინდა რომ მანდ ვიყო,მოგეფერო,ჩაგეხუტო და ბევრი გაკოცო დე,მაგრამ არ შემიძლია,აი ხვალ ჩემ დას რომ დავაბრუნებ ბევრს ჩაგეხუტები.
-ჩემი ტკბილი ხარ შენ ჩემო თვალის ჩინო, ჩემი საამაყო ბიჭი ხარ. ნიაკო დამიბრუნეთ შენ და ზურამ დე. მიყვარხარ ვაჩე,თქვენ გარეშე მე ვერ ვიარსებებ დედი
-ჩემი განძი ხარ დე, მიყვარხარ. გკოცნი და ხვალამდე. თავს გაუფრთხილდი იცოდე
-თქვენ მაძლიერებთ მე და მიმსუბუქებთ ამქვეყნიურ ყოფას ჩემო მარგალიტებო
-ჩემი საყრდენი შენ ხარ ქეთო,ახლა კი დაისვენე გევედრები
-კარგად იყავი ვაჩე და ხვალ შენი დის გარეშე არ დაბრუნდეთ გთხოვთ დე
-გპირდები დე,ნიაკოს უვნებელს დავაბრუნებ-სიგნალი შეწყდა,ვაჩე დივნის საზურგეს მიაყრდნო და თავი უკან გადაწია
-იცი რა მინდა? უბრალოდ მსურს,რომ დედა ჩემ გვერდით იყოს-სევდიანად გაიღიმა რეზიმ
-სად არის დედაშენი? უცხოეთში?...
-მშობლები ავარიაში დამეღუპნენ,როდესაც პატარა ვიყავი-ბიჭის სახეზე ტკივილი აღბეჭდილიყო,რომელიც მალევე გაიზიარა ვაჩემ და მარცხენა ნაწილი ატკივდა
-ვწუხვარ...დედაჩემი ჩემი სუნთქვაა,მამასთან კი პეტრეს მკვლელობის შემდეგ გამიცივდა ურთიერთობა..
-მამაშენი რა შუაში იყო?
-მისი ასე ვთქვათ მტრობა ნუგზარისადმი ყველამ კარგად იცოდა,პეტრე ბევრის უთანხმოების მომწრე იყო,რაც მათ ეხებოდა. ის პატიოსანი და სამართლიანი კაცი იყო,მათ ინტერესებს შეეწირა ის... პირადად მამაჩემს წვლილი არ მიუძღვის მის მკვლელობაში,მაგრამ ისიც დამნაშავეა,ვერ დაიცვა მეგობარი...
-ერთადერთი დამნაშავე ნუგზარ ორჯონიკიძეა ვაჩე. მას ვერავინ შეაჩერებდა,ვერც მამაშენი. ის შენი მამაა,მე კარგად არ ვიცნობ,მაგრამ თუ შენი მოსაზრებით ვიმსჯელებ ეს არ უნდა იყოს საფუძველი რომ მასთან ურთიერთობა გააუცხოვო,მშობლები მანამ უნდა დააფასო,სანამ ცოცხლები გყავს.
ეს ღამე ყველასთვის ჯოჯოხეთური იყო,ყველაზე მეტად ნია იტანჯებოდა,გაურკვევლობას,ქაოსსა და შიშს ერთად შეეპყრო მისი გონება.
********
-ხომერიკების პატარა ქალიშვილო როგორ გრძნობთ თავს?
-ოთხ კედელს შორის ვარ გამომწყვდეული,უფროსწორად ჯურღმულში მაქვს თავი ამოყოფილი,ირგვლივ კი სიბინძურეა,მზის სხივები აი ამ ფანჯრიდან აღწევს, ამასაც თუ ფანჯარა ჰქვია. ნაგვის ბუდეა აქაურობა-ძალაგამოცლილი ლაპარაკობდა გოგო,თავადაც ვერ ხვდებოდა საიდან ჰქონდა საუბრის ძალა
-ხომერიკების ქალიშვილის კვალობაზე გაცილებით ძლიერი და უშიშარი ყოფილხარ-ავისმომასწავებლად იცინოდა ნუგზარი
-რა გინდა ჩემგან? ვინ ხარ საერთოდ,გამაგებინე! ჩემი ოჯახი და რეზი ამას არ შეგარჩენთ, ყველას ციხეში გამოგამწყვდევთ
-რეზიო...ჰაჰ რეზი გადაგარჩენს? შემთხვევით რეზი წულაიას ხომ არ გულისხმობ, კაცს რომელიც დავიქირავე,რომ შენთვის თავი შეეყვარებინა,გამოეყენებინე და შემდეგ ნახმარი მოესროლე?-ნიას თითქოს თავში ჩაქუჩი ჩასცესო,მუხლები მოეკვეთა და ცივ ბეტონზე დავარდა
-რას ბოდიალობ...ეს რა ხუმრობაა-ბუტბუტებდა გოგო
-შენდა საბედნიეროდ ვერ მოასწრო ვერავფრის დაშავება,იმ იდიოტს მართლა შეუყვარდი-გადაიხარხარა კაცმა,ნიას გონება კი გაურკვევლობასა და იმედგაცრუებასა მოეცვა. ''დაქირავებული კაცი'',''გამოყენება'',''მიგდება'',მართლა შეუყვარდი''. მხოლოდ ეს სიტყვები ჩაესმოდა,თუმცა ვერ გაეგო რა ეფიქრა,მისი გონება ვერაფერს აღიქვამდა, ბურუსს მოეცვა ის,რომელშიც მალევე ჩაიკარგა. ნუგზარმა იმ დღესვე გაგზავნა კატოსა და ევას ბინაში 2 კაცი,თუმცა იქ არავინ დახვდათ,რამაც ბატონის განრისხება გამოიწვია.
********
რეზი და ვაჩე წასასვლელად ემზადებოდნენ,როდესაც გოგონები წამოდგნენ და მათ გასაცილებლად მოემზადნენ
-როგორც შევთანხმდით მოსასმენი აპარატი კარგად არის დაცული თქვენ ტანსაცმელში...ყველაფერს ჩავიწერთ და იმ კაცს პასუხს ვაგებინებთ-თქვა კატომ
-უკვე მეასეჯერ გვიმეორებთ მაგას კატო-თავი გვერდით გადასწია რეზიმ
-გასაგებია ყველაფერი,ახლა კი წავალთ-ხმა ამოიღო აქამდე გარინდულმა ვაჩემ,თუმცა წასვლა უძნელდებოდა,თავადაც არ იცოდა რატომ. კარებთან იყვნენ მისულები,როდესაც ევა ჩაეხუტა და თავი მხარზე დაადო
-გთხოვ,თავს გაუფრთხილდი...მხოლოდ ამას გევედრები-მხრიდან თავი წამოწია და ვაჩეს ლოყაზე აკოცა.ბიჭმა ვეღარ გაუძლო,საყვარელი და მონატრებული სხეული ძლიერად ჩაიკრა გულში
-მეც მიყვარხარ ევანგელია და ჩემ გამო აღარასდროს იტირო-ყურში ჩაურჩულა და იქვე აკოცა. ევამ თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და ასე გახევებული დატოვა სახლში.
-კატო,ვაჩემ მიყვარხარო-არც განძრეულა და არც მიმიკა შეუცვლია-ანუ,იმ დღეს არ ეძინა და ყველაფერი გაიგონა-ჩაეღიმა
-რაო? -შეიცხადა გოგომ-ვიცოდი,რომ არც ის იყო გულგრილი,თვალები ყიდნენ,ნეტაც გენახა გუშინ როგორ გიყურებდა ჩემო გოგო-გულში ჩაიკრა ატირებული სხეული
*********
4 საათზე რეზი წულაია, ვაჩე და ზურა ხომერიკი და ნუგზარ ორჯონიკძე ერთმანეთის პირისპირ იდგნენ,ირგვლივ ორი შეიარაღებული პირი იმყოფებოდა.
-აქ ვართ ბატონო ნუგზარ, ნია გამოიყვანე,წინააღმდეგ შემთხვევაში საბუთებს ვერ მიიღებთ
-ნუ ჩქარობთ ბატონო ვაჩე,თქვენი დაიკო მალე აქ იქნება-ირონია გამოკრთოდა კაცის ხმაში და ერთ-ერთ დაცვას ხელით რაღაც ანიშნა,რამდენიმე წუთში თმაგაწეწილი,აკანკალებული გოგო იდგა მათ თვალწინ
-ნიიი,ჩემო ლამაზო,ნუ გეშინია, ჩვენ აქ ვართ-წამოიძახა რეზიმ. ნიას იმედის ნაპერწკალი გაუკრთა თვალებში,მისთვის 3 უძვირფასეს მამაკაცს უყურებდა,ტკივილს,იმედგაცრუებასა და მონატრებას გრძნობდა,თითქოს ერთი დღის მაგივრად 1 წელი გასულიყოს
-შენ...შენ მე მიღალატე რეზი,გამომიყენე-აყვირდა გოგო
-ოოო ახალგაზდებოო ჩემი გეგმის მიხედვით ვიწყებთ საუბარს? გასაგება...მაშ დავიწყოთ სიმართლის გარკვევა,დაიცალეთ ემოციებისგან-წამოიძახა ორჯონიკიძემ-თუმცა,პირველ რიგში საბუთებს ველი
-დაცვის წევრი ნიას ჩვენთან მოიყვანს და საბუთებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავცემ
-რა თქმა უნდა ბატონო ვაჩე, მე პირობებს ყოველთვის პირნათლად ვასრულებ-დაცვის წევრმა ნიას მკლავში ჩაავლო ხელი და მათთან მიიყვანა,სამაგიეროდ საბუთები გადასცეს მას. გოგო ჯერ ვაჩეს,შემდეგ კი მამამისს ჩაეხუტა
-ჩემი ლამაზი გოგო, მამას სიცოცხე-თავზე კოცნიდა ქალიშვილს. რეზი კი გახევებული იდგა ერთ ადგილას,ნია ცრემლიანი თვალებით უყურებდა მას
-ნია მომისმინე...
-გთხოვთ ბატონო რეზი მე ავუხსნი ყველაფერს ნიას...ნიაკო,რეზი მე დავიქირავე,როგორც უკვე გითხარი იმიტომ,რომ შენთვის თავი შეეყვარებინა და გამოეყენებინე,თუმცა მან პირობა არ შეასრულა,ამასთან ერთად პირიქით, აქეთ შეუყვარდი-ჩაიცინა კაცმა-ახლა გაავარკვიოთ ის,თუ რატომ დავიქირავე,შეიძლებოდა ეს უმიზეზოდაც მომხდარიყო,მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე. რეზი წულაიას ბაბუამ,ბატონმა ალექსმა ჩემი მშობლები დახოცა,აი ასე უმოწყალოდ,მეც მისი შვილიშვილი გამოვიყენე და საყვარელი ადამიანების სიცოცხლით დავემუქრე...საწყალს დედ-მამა არ ჰყავს,მხოლოდ მკვლელი ბაბუაღა დარჩა,მათან ერთად ბიცოლა ელზა და ბიძაშვილი ნიკა...დიახ ბატონო ზურა,რეზი წულაია პეტრე ამაშუკელის დისშვილია,გაგახსენდათ პეტრე?...თუმცა რა დაგავიწყებდათ.ეჰ, რა პატიოსანი და სამართლიანი კაცი იყო ბატონი პეტრე...ძალიან ცნობისმოყვარეც იყო სხვათაშორის,რამაც დაღუპა საწყალი-თითქოს დანანებით გააქნია თავი კაცმა
-არამზადავ, შენ მოკალი ბიძაჩემი,შენ გადაუჭერი მანქანის მუხრუჭები,დამპალო ღორო. შენ გააუბედურე ყველა! შენ ხარ ყველაფრის თავი და თავი. მამაშენივით თაღლითი ხარ,ბაბუაჩემის კომპანიაში მამაშენმა ითაღლითა,ალექსს მილიონი გამოსცინცლა,ბაბუაჩემიც დასაშინებლად წავიდა იქ,მამაშენმა კი ხარხარი დაიწყო,დედაშენი ისე შემოსულა არცერთს გაუგია,ორივე ერთმანეთს ყოფილა დარეული იმ დროს,როდესაც ტყვია გავარდა და დედაშენს მოხვდა,გაცეცხლებული თემურ ორჯონიკიძე ბაბუაჩემს დატაკებია და მასაც გულში უსვრია ტყვია. ერთადერთი,დედაშენის, უდანაშაულო ქალის მკვლელობას ინანიებს ბაბუაჩემი,მამაშენი კი როგორც იმსახურებდა ისე გამოასალმა სიცოცხლეს,ძაღლურად!-კბილებში გამოსცრა რეზიმ-თუმცა მე არ ვამართლებ,მკვლელობა გაუმართლებელია! მაგრამ შენ-თითი მისკენ გაიშვირა-არ გაქვს უფლება ვინმე გაკიცხო,როდესაც თავად ხარ მკვლელი და თაღლითი-ნუგზარი გამწარებული იყო,თუმცა სიმშვიდე შეინარჩუნა და ტაში დაუკრა
-აპლოდისმენტები,ნამდვილად კარგი გამომძიებელი დადგებოდა შენგან ბატონო რეზი...ერთადერთი პეტრე ამაშუკელის გამო დამწყდა გული ვინც კი ოდესმე მომიკლავს,რადგან ყოველთვის შაფი მაფიის წარმომადგენლებს ან დამნაშავეებს კლავდნენ ჩემი დაკვეთით,პეტრე ყველაზე წმინდა აღმოჩნდა-ამაზრზენი ხმა ჰქონდა კაცს. ინფორმაციით მხოლოდ ნია იყო შოკირებული,რადგან დანარჩენმა ყველამ იცოდა ამ კაცის ბოროტი ბუნების და ჩასვრლი საქმეების შესახებ
-ბატონო ზურა რატომ ხართ ჩუმად? სათქმელი არაფერი გაქვთ თქვენი შვილებისთვის?-ხელები გაშალა ნუგზარმა-კარგით,მაშინ მე დავიწყებ...წლების წინ,ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მიყვარდა დედათქვენი ბავშვებო,ნინო....უმშვენიერესი ქალბატონი იყო,მაგრამ მან მამაშენი მამჯობინა-მხრები აიჩეჩა,სავარძელში მოთავსდა და ფეხი-ფეხზე მოხერხებულად გადაიდო-მე რა თქმა უნდა არ დავნებდი,ძალიან მესაკუთრე ვარ...როდესაც ვაჩე დაახლოებით 2 წლის იყო ქალბატონი ნინო მოვიტაცე,მინდოდა ჩემი გამხდარიყო,ჩვენი სხეულები შეერთებულიყო და ცოტნესთვის აღარ დამეთმო,მაგრამ თქვენმა მამიკომ მოგვაგნო....
-შე გაჩუმდი,შენი დედაც მოვ**ან, შე არაკაცო, ნაძირალა-ყვიროდა ზურა და ნუგზარს მივარდებოდა,რომ არა რეზი,რომელიც მას აკავებდა
-დედაჩემის სახელი აღარ ახსენო ავადმყოფო ნაბი*ვარო-ახლა ვაჩე მიიწევდა მისკენ,თუმცა დის ხელებმა არ მისცა საშუალება ადგილიდან კვლავ დაძრულიყო
-გთხოვ, თუ გიყვარვარ,დამშვიდდი...მეშინია-ცრემლები სახეს უსველებდა გოგოს,ვაჩეს გული ტკიოდა,სული ეწვოდა დედას მდგომარეობა რომ წარმოიდგინა და კიდევ უფრო არარაობად გრძნობდა თავს,ატირებულ ნიას რომ უყურებდა,მას მკლავები მოხვია და ლოყები დაუკოცნა
-შენთან ვარ, არასდროს დაგტოვებ მარტო ლამაზო-თავზე კოცნიდა დას
-რაც შეეხება ნიაკოს...ეგოისტურად მინდოდა მისი სახით გამოგეცადათ ის სიმწარე,რაც მე განვიცადე,როდესაც ჩემი თამარა მოკლა ბატონმა ავთო ხომერიკმა!-დაიგრგვინა კაცის ხმამ
-გეყოს! შეწყვიტე ეს ყველაფერი,კრინტი არ დაძრა გასაგებია? შე ნაბი*ვარო შენი და თავად მოკალი. მას და ჩემ ძმას ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ,თამარას შეეძლო სიცოცხლეც კი გაეწირა ავთოსთვის,ჩემი ძმაც უშიშარი იყო, სამწუხაროდ მე არ ვვგავარ მას...შენი ბრალია ყველაფერი გასაგებია? იმდენად იყავი გაეგოისტებული,რომ ქეთო შენი ცოლი არ გახდა არც საკუთარ დას იბრალებდი და უშლიდი ავთოსთან ურთიერობას, რადგან ხომერიკი იყო! რამდენჯერ გიცემია საკუთარიი და? ესაა შენი სიყავრული?! ავადმყოფო. რამდენჯერ ნაცემი გამოპარულა სახლიდან და ავთოსთან მოსულა? რამდენჯერ გიცემიათ ამის გამო ერთმანეთი შენ და ავთოს? ჩემი ძმა აპირებოდა რომეხსნა თამარა ამ ყველაფრისგან,თუმცა ის არ თმობდა ამ პიზიციას,იცოდა,რომ შენ ორივეს მოკლაავდი,ავთოს კი უძლურება აცოფებდა... თამარას წინააღმდეგ ვერ მიდიოდა. მე საქმიან შეხვედრაზე ვიყავი მივლინებაში წასული,როდესაც ბოლო წვეთი აღმოჩნდა თამარასთვის შენი სისასტიკე,დამპალო ღორო შენი ბრალია ყველაფერი, შენ გამო გადახტნენ კლდიდან შენი უცოდველი და უმანკო და და ჩემი უშიშარი და მებრძოლი ძმა,ერთმანეთთან ხელჩაკდებულებმა დალიეს სული,შენი და ჩემი ქეთოს თანდასწრებით,ყოველთვის მახსენებს ჩემი ცოლი ამ დღეს, მეუბნება რომ შემეძლო ჩემი ძმის გვედით ვყოფილიყავი,უფრო მეტად ამოვდგომოდი მხარში. ის მართალია! მასთან შედარებით მე ლაჩარი ვიყავი,მაგრამ ჩემი შვილი მას ჰგავს! ბიძას გავხარ ვაჩე,მე ვამაყობ შენით შვილო. მე ვამაყობ ჩემი ოჯახით. არ გაბედო და ჩემი ძმა არ დაადანაშაულო საბრალო თამარას სიკვდილში, ისინი იმ ქვეყნად ტკბილად ცხოვრობენ,სადა შენ ვერ შეუშლი ხელს, შენ ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვები ნუგზარ ორჯონიკიძე-იღრიალა კაცმა. ირგვლივ სამარისებული სიჩუმე გამეფებული,რეზი,ნია და ვაჩე გაოცებული ისმენდა იმ ისტორიას,რაც არასდროს სმენოდათ,მათ იცოდნენ იმ ბიძის არსებობის შესახებ,რომელიც დაავადებით გარდაიცვალა, ეს ამბავი კი მათთვის ერთ დიდ ტრაგედიად აღიქმებოდა. ნუგზარი ერთ ადგილას იყო გაქვავებული,განრისხებული,ტკივილნარევი ხმით მხოლოდ ამ სიტყვების თქმა შეძლო
-ხომერიკების მოდგმა ხართ დამნაშავე ჩემი დის სიკვდილში-იარაღი ამოიღო და ზურას დაუმიზნა,მალევე გაისმა გამაყრუებელი და ზურა ხომერიკის სხეული ძირს დაეშვა
-მამა, არაა-ვაჩე მას მივარდა- გთხოვ გაუძელი მაა, შენ არ მოკვდები. მამიკო მე გაპატიე ყველაფერი-ვაჩე ჩაიმუხლა და მამის სხეული მკლავებში მოიქცია,ნია ცრემლებად იღვრებოდა და მისი კივილი ყველა სულიერს ტკივილს აყენებდა
-მადლობა ამ სიტყვებისთვის ვაჩე.
-მამი მიყვარახრ გესმის? ჩვენ გვჭირდები-სლუკუნებდა ნია
-მიყვარხართ შვილებო, ერთმანეთს გაუფრთხილდით და ჩემს ნინჩოს გადაეცით,რომ ყოველთვის მიყვარდა,მაპატიოს სილაჩრე და დაიმახსოვროს რომ ჩემი გული უკანასკნელად მხოლოდ მისთვის ძგერდა-ამის თქმა და თვალების დახუჭვა ერთი აღმოჩნდა,ზურა ხომერიკის სხეული სისხლში ცურავდა,ირგვლივ მხოლოდ ვაჩეს გამაყრუებელი ღრიალი და ნიას კივილი ისმოდა
-მამაა, არააა!-ღრიალებდა ბიჭი და მამის უსულო სხეულს იხუტებდა
-კეთილი იყოს შენი ჯოჯოხეთში მოხვედრა ნუგზარ ორჯონიკიძე-იარაღი თავთან მიიბჯინა და მალე გამაყრუებელმა ხმამ ირგვლივ ყველაფერი შეაზანზარა.
-არაა, არ უნდა მომკვდარიყავი შე ნაბი*ვარო,უნდა გეწამა და გეტანჯა ამ ქვეყნად. ამის დედაც ვა*ირე-შეიკურთხა რეზიმ და ნიას სხეული გულში ჩაიკრა
2 უსულო სხეული იყო შენობაში.
ერთის სული სიბოროტით აღსავსე გზით ჯოჯოხეთისკენ მიემართებოდა. მეორის კი შვილების ალერსით სამოთხეში იმკვიდრებდა ადგილს.
შემდეგ იყო ნინოს განწირული კივილი,ქმრის პანაშვიდზე და გასვენებაზე დაღვრილი ცხარე ცრემლები,შვილების მიერ მამის მიმართ გამოვლენილი ტკბილი მოგონებების გახსენება,რეზის მიერ ნიაკოს გამხნევება,ევას მიერ ვაჩეს ტკივილის გაზიარება,მასთან გევრდში ყოფნა და თითოელი დაღვრილი ცრემლის შეშრობა,აბელის მიერ კატოს პატიება და ახალი ამბით გამოწვეული ტკივილის საყვარელი ქალისთვის გაზიარება. ყველას ტკიოდა,სულში არააამქვეყნიური არსებები დაძრწოდნენ და თითქოს გულ-მუცელს უჭამდნენ,თუმცა დანაკლისის მიუხედავად ყველა მათგანს გააჩნდა მთავარი წამალი-საყვარელი ადამიანის ალერსი და გვერდში დგომა.
*********
5 წლის შემდეგ
-ალექსი,ახლა ნამდვილად შეგიძლია იმ ნაპერწკლის ჩემ თვალში დანახვა,რასაც წლების წინ ელოდი
-ამ ქვეყნად ყველაზე ფასეული რაც გამაჩნია შენ ხარ რეზი. მადლობა ამ სიტყვებისთვის
-თუ შეძლებ საკუთარ თავს აპატიო მოიქეცი ასე,მხოლოდ შენ შეგიძლია არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა
-მიყვარხარ ბაბუ...ლამაზ და ფერად დღეებს გისურვებ შენ ცოლ-შვილთან ერთად
-მაგაში ეჭვიც არ შეგეპაროს ალექსი-თბილად გაუღიმა ბიჭმა და შენობა დატოვა. სახლში მისული სამზარეულოში მყოფ ცოლს ზურგზე აკერო,ხელები მოხვია და თავი მის ყელში ჩარგო.
-ტყუპები სანამ ბაღში არიან,მესამეზეც ხომ არ გვეცუღლუტა?-ჭინკებათამაშებული ცოლის ყელს აგემოვნებდა,ისიც შემოტრიალდა,კისერზე ხელები მოხვია,წელზე ფეხები შემოაწყო და ბაგეებზე ვნებიანად წაეტანა
-შენთან ერთად ყველაფერზე წამსვლელი ვარ, ჩენი გულის წამალი ხარ..
-და მაინც, რამდენს გავუძელით ჩემო სიცოცხლევ-საძინებლისკენ მიიწევდნენ,ცოლი საწოლზე დააგდო,მალევე გაათავისუფლა კაბისგან და მათი სხეულები ერთმანეთს შეერწყა
-და კიდევ ბევრს გავუძლებთ,რადგან ერთმანეთი გვყავს-კვლავ გამეფებულიყო მათ ოთახში სამოვნების ჰანგები,რომელსაც თან ერთვოდა ორი სიყვარულის ალში გახვეული ადამიანის გულისცემა.
**********
რა აკავშირებდათ მათ?
დაკვეთილი მისია.
ვისით ცოცხლობდნენ ისინი?
ერთმანეთით.
რა არ შეეძლოთ მათ?
უერთმანეთობა.
დაიმახსოვრეთ, ჭეშმარიტ სიყვარულს არც ზომა აქვს და არც საზღვრები.სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს. ჭეშმარიტი სიყვარულით გამტბარი გული, ისეთივე სუფთაა, როგორც მთის ყინული.სიცოცხლე რა ტკბილი ყოფილა, როდესაც ორი სიყვარულით მთრთოლვარე გული შეერთდება. და მაინც,სიყვარულზე და სიკვდილზე ძლიერი არაფერია.
დასასრული.
2019.



№1  offline წევრი Dina.12

მომეწონა????????????????

 


№2  offline მოდერი Someone wandering

Dina.12
მომეწონა????????????????

დიდი მადლობაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent