მთავარი სურვილის სიძლიერეა! (თავი2)
-თუ იმიტომ მოხვედი,რომ მითხრა მანქანა გავწიო,ამისთვის თხოვნა მოგიწევს. ძალიან მშვიდად ვუთხარი სათქმელი,გამოვტრიალდი დავანიშნე შემოსულიყო. -გთხოვო?ხომ არ გავიწყდება შუქნიშანთან კინაღამ ჰაერში რომ ამწიე. -ეგ იმიტომ,რომ არ მატარებდი.და საერთოდ ,ვერ ვხვდები რა აზრი აქვს ლაპარაკს.მანქანას არ გავწევ. -ამით ხომ შენც ზარალდები? არაფრისმთქმელი სახე ისევ. -მე ძალიან ჩვეულებრივად შემიძლია ტაქსით სიარული,აი დირექტორს კი... -გასაღები მომეცი შენი მანქანის.ზედმეტი ლაპარაკის გარეშე. -ბრძანებები სამსახურში.ჩემს სახლში ბრძანებები არ გაგივა. -წყობიდან ნუ გამომიყვან.გასაღები..ხელი გამომიწოდა იმისთვის,რომ გასაღები მიმეცა. -ნწ. ზლაზვნით წავედი სამზარეულოსკენ. -ყავა გინდა? -უშაქრო. -სხვანაირად ვერც წარმომედგინა. -რატომ იკბინები? -ამას მე მეუბნები? -კი. -ერთ ფილიალში ხომ არ ვმუშაობთ? -ხო ,მაგრამ ახლა სამსახურის თემაზე არ ვლაპარკობთ.შენს სახლში ხომ ეგ არ გამივა? ეშმაკურად მიყურებდა. -ძალიან გთხოვ ეგრე ნუ მიყურებ,სხვა ადამიანი მგონიხარ.წარბები შეკარი,ესე ვარ შეჩვეული. -ბავშვი. -ყრუ არ ვარ. -მოკლედ გასაღები მომეცი ან გაწიე მანქანა. -გასაგებად ხომ ვთქვი? ა რ ა.თუ ძალიან გინდა მთხოვე. -მარიამ.! სიმკაცრე შეერია ხმაში,მაგრამ ხვდებოდა,რომ ჩემთან არ გაუვიდოდა. -გისმენ. -გთხოვ! -რა?მომესმა?მივაყარე ერთმანეთს სიტყვები,მის გაბრაზებულ მზერას წავაწყდი. უცებ დავასერიოზულე სახე. -ვიფიქრებ. გამწარებული იყო.ცოფებს ყრიდა. უცებ სახე დაუმშვიდდა,ჩემკენ წამოვიდა. უკვე მაბნევდა მისი სიახლოვე. არც ის მინდოდა უკან წავსულიყავი და მიმეხვედრებინა,თუ როგორ მოქმედებდა ჩემზე. მომიახლოვდა,ეშმაკურად გამიღიმა,წელშიხელი შემიცურა ,თავისკენ მიმწია. ამ დროს გაშეშებული ვიყავი,მინდოდა გავწეულიყავი,მაგრამ თიტოს პარალიზებული ვიყავი ,თავს კონტროლს ვერ ვუწევდი. თვალებში მიყურა დიდხანს. საკოცნელად იწეუდა,უცებ კი... ისევ ირონიული სახე. ცინიკურად გამიღიმა. ხელი გამიშვა,მაგიდაზე,მანქანის გასაღებს ხელი დასტაცა. ცხვირზე ხელი დამკრა და წავიდა. ისეთ შეურაცხყოფას ვგრძნობდი .ცრემლები წამსკდა. ვტიროდი. მთელ ჩემს ემოციას ცრემლებს ვატანდი. მთელს ჩემს დარდს. დამცირებას. მოწონებას. მტკიოდა ჩემი უსუსურობა. მტკიოდა მისი ირონია. დაცინვა. მინდოდა საკუთარი თავისთვის დამეშავებინა რამე. ახლა,როგორ შემეხედა მისთვის. ტიპმა დამცინა,მიწასთან გამასწორა თავისი ირონიით. ყველას მოვწყდი მის გამო. და რის ფასად? ისტერიკა მქონდა. როდის ჩამეძინა არც მახსოვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.