წარსული,აწმყო და მომავალი (თავი 3)
“დედამიწის ზურგზე არ არსებობს ისეთი სირთულეები რასაც ადამიანი ვერ გაუმკლავდება,ისიც კი რომ,საყვარელ ადამიანებს ვკარგავთ დროთა განმავლობაში ისეთი მტკივნეული აღარ არის ჩვენთვის როგორც თავდაპირვლად,ეს მხოლოდ ერთი რამის მიმანიშნებელია,მაგალითად იმის რომ ვართ უკიდეგანოდ ძლიერები,მაგრამ უსაშინლესად საცოდავები „ სინათლე ინთება ოთახში და მეც მაშინვე უკან ვტრიალდები.ლოლას თვალს თვალში ვუყრი და ცალყბად მეღიმება,ღმერთო როგორ შეუძლია ადამიანს ისე დაეშვას როგორც ამან შეძლო ამ რამდენიმე წელიწადში ? მარჯვენა წარბს ნაზად ვიფხან და ჩემს გვერდით მდგარ დანიელს ჩუმად ვაპარებ მზერას..ვამჩნევ ერთიანად აცახცახებულ მამაკაცს,რომელსაც თავისი დის დაბრუნება სწყურია,სახეზე ფერმოსულს ადვილი შესამჩნევია გაანალიზო სხვამ ის,თუ როგორ ჩქებს ახლა სისხლი მის ძარღვებში. -ათ პროცენტიანი სისტემით თუ ვიმსჯელებთ,ცხრა პროცენტით ვიცოდი რომ აქ მოხვიდოდით-ეშმაკურად იღიმის ლოლა და ვამჩნევ რომ დანიელს მოთმინების უნარი ცოტაც და სულ მთლად გაუქრება -სად არის ჩემის და-ომახიანად უღრიალებს დანიელი და სამი ნაბიჯით წინ დგამს ნაბიჯს -შენ დღემდე ფიქრობ რომ ნინა მე მყავს?-თავს ანქვეს ის-ცდები ჩემო კარგო...ასეთი უნდობლობაც არ შეიძლება-მისი სიტყვები და თავდაჯერებულობა საშინლად გამაღიზიანებელია -ვხედავ დროს ხალხის კვლით იკლავ-დამცინავად ვეუბნები და მეც წინ მივიწევ -ხო,როგორც იცით ჩემი ჰობია-არ აყოვნებს პასუხის გაცემას -რა დამავიწყებდა ?-სიცილს იწყებს დანიელი-შენ ხომ ისეთი საცოდავი,პატარა და არაფრის მომტანი ქალი ხარ,ალბად იმანაც იმოქმედა შენზე რომ ჩემს საწოლში ვერ ამოყავი თავი,არადა როგორ ცდილობდი,შენ პატარა გაიძვერა,როგორ გინდოდა გახსოვს ? დანიელ,შეგიძლია ზმეიკა შემიხსნა? დანიელ,შეგიძლია წამიყვანო ნასვამი ვარ,დანიელ..დანიელ..დანიელ..-გაოგნებული დანიელს ვაშტერდები,ეს ამბავი დღემდე არ ვიცოდი,მაგრამ ახლა თუ შევიმჩნევ რამეს ლოლასთვის იმის მანიშნებელი იქნება რომ მე და დანიელი ერთმანეთს არ ვნდობით და ერთმანეთისგან გადაჩქმალული საიდუმლოებებიც გვაქვს.-შენ ის არ ხარ? ქალი,რომელიც რაღაცის ვერ მიღწევის შემთხვევაში ხალხს კლავს,იმ იმედით რომ მიზნამდე ახლოს მაინც მივა,მაგრამ შეგახსენებ რომ დღემდეც ისეთივე ხარ როგორიც ყოველთვის იყავი-ვაანალიზებ რომ ლოლას გაღიზიანება აქვს განზრახული.გოგოს სახეზე ფერი გადასდის,მუშტებს კრავს და ტუჩებს სასაცილოთ კუმავს --კბილებიდან ცრის და თვალები ემღვრევა. -უკან გაიწიე-ჩვენკენ წამოსულ ლოლას წინ ვუდგები და გზას ვუბლოკავ შეძლებისდაგვარად,თითქოს არც გაუგია ჩემი ხმა,ჩემკენ წამოსული მხარს მხარზე ძლიერად მკრავს და გვერდს მივლის (არავის შეუძლია უხეშად შემეხოს და მომმართოს) გონებაში მამაჩემის სიტყვები მიტრიალდება „მაშინაც კი,თუ ვინმე საშინლად გაგაღიზიანებს ნერვებს არ აჰყვე შვილო,ღრმად ჩაისუნთქე დამშვიდდი და მეორედ სცადე სიტუაციის ადამიანური გზით გამოსწორება,თუ ეს გაჭრის გაიხსენე ვისი შვილიც ხარ“...მუჭებს მთელი ძალით ვკრავ,ღრმად ვისუნთქავ დაბინძურებულ ჰაერს და თვალებ ვხუჭავ,ვგრძნობ ჩემს შიგნით დატრიალებულ ქაოსს,აურზაურსა და მრისხანებას,როგორ ცდილობენ ჩემს შიგნიდან განადგურებას,გარეთ გამოღწევას.-მე ვთქვი გაჩერდი თქო-ვტრიალდები უკან და დანიელთან მდგარ ლოლას თვალს-თვალში ვუყრი-ერთხელ ხომ გაგაფრთხილე,მეორედ გაძლევ მითითებას,დანიელის ნერვებზე ნუ ითამაშებ-გაოგნებული დანიელის სახის მიმიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ დავასკვნით რომ დღეს მეტისმეტად ვაოცებ ჩემი სიტყვებითადა ქცევებით.ლოლასკენ სვლას ვიწყებ,ვუახლოვდები და მის გრძელ ქერა თმას,რომელიც მკერდზე აქვს გადმოყრილი მშვენივრად მარჯვენა ხელით ვეხები,თითზე ვიხვევ და ტუჩებს ვბრიცავ -შენი მიდთითებები-სიცილს იწყებს და ხელს მაშვებინებს-ვინ ხარ რომ შენი მითითებები შევასრულო-დამცინავად მეკითხება და ცხვირს ბავშვურად ჭმუხსნის -თუ არ გახსოვს მოდი დაგეხმარები გახსენებაში და რამდენიმე ახალ ამბავსაც გეტყვი-წარბს ვწევ და ვუღიმი,ლოლას გარშემო სიარულს ნელი ნაბიჯებით ვიწყებ-მე ის ვარ,ვინც შენი ერდგული მარჯვენა ხელი მოკლა,მაშინ როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდა,ერთი-ხმადაბლა სიცილს ვერ ვწყვეტ-მეორე,მე ის ვარ,ვინც სიცოცხლე გაჩუქა,მაშინ როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საჭესთან ნახევრად ტვინმისხმული იჯდექი,მესამე მე ის ვარ ვინც შენ მოგკლა,მოგიკლა იმედი,გახსოვს? აბა გაიხსენე კარგად,შენი შვილი,შენი ძმა,შენი ოჯახი-მის წინ ვდგები და ეშმაკურად ვშტერდები-საინტერესოა,ვის ყავს დღემდე ბილი.უფრო საინტერესოა სად არის ახლა შენი ოჯახი,ვისთან არის შენი ძმა-ვამჩნევ მის თვალებში ათქვეფილ შიშსა და დარდს,უაზროდ დიდ ტკივილს და განცდას,მე ეს მომწონს,მე მსიამოვნებს როცა ადამიანს ვაგრძნობინებ რამდენი შემიძლია..-არასდროს გაგჩენი კითხვა,სად იყო ამ დროის მანძილზე შენი ტკბილი ოჯახი ? თუ იმ აზრს შეეჩვიე რომ ვითომ მოკვდნენ ისინი ? არა...-სიცილი მიტყდება და პირზე მარჯვენა ხელს ვიფარებ- არა საყვარელო,მე შენ არ გგავარ,არ ვარ მკვლელი,მე ვიცავ სხვის გრძნობს და ადგილს ვუჩვენებ მათ ვინც გზაზე მეღობება,ვინც ჩემს ახლობლებს ეხებოდა,ახლა დანიელი დამრჩა,როგორ გგონია რას ვიზამთ მე და დანიელი,თუ შენ მცდარ ნაბიჯს გადადგამ-დანიელს წამიერად ვაპარებ თვალს-ის სულს ამოგხდის,რადგან მისი დის ამბავი შენ იცი და ძლივს საშუალება მიეცი რომ შენს წინ მდგარიყო დღეს,მე კი არ მოგკლავ,ყოველ დღე ისე გატკენ,რომ ყოველ დღე გაგახსენდეს ვინ არის ბარბარა.ჯერ შენ მოგწვდი,მოთმინების უნარი დიდი მაქვს,ნელა და მშვიდად ვამთავრებ საქმეებს,მერე ყველა იმას მივწვდები ვინც ტკივილი მომაყენა მე და ჩემს ოჯახს,მამაჩემის მკვლელს,მერიემის მკვლელებს,ადამიანს რომელმაც ემილის მოტაცება სცადა ორი წლის წინ,ადამიანს რომელიც ყოველ ღამე ჩემი სახლის წინ დგას და ინფორმაციას ვიღაცას გადასცემს,იმ მოსამსახურესაც რომელიც დეივიდმა გამომიგზავნა.თუ გადარჩები შეგიძლია შენებს გადასცე,რომ ღია ომს ვუცხადებ მათ-უფრო ახლოს მივდივარ მასთან და ყელში მარცხენა ხელს ვავლებ,მთელი ძალით ვუჭერ,ვუყურებ მის გადაფითრებულ სახეს,ვგრძნობ მის სითბოს.ხელს ვუშვებ,მეორე ხელით გულ-მკერდზე ვკრავ გაშლილ ხელს და ძილს ენარცხება,ვიხრები მისკენ და ვიმუხლები-ახლა მომისმინე-თვალებს ვჭუტავ-დღეიდან,ყოველ დღე მეცოდინება სად ხარ,ვისთან ხარ,რას აკეთებ,სხვა შემთხვევაში შუაზე გაგიჭრი მუცელს და საკუთარ ნაწლავებთან მარტოს დაგტოვებ.თუ ძალიან გამაბრაზებ შენს ოჯახსაც არ დავინდობ,თქვენ ხომ არ დაგვინდეთ ჩვენ-ფეხზე ვდგები და ლოლასთან ერთად მყოფ მამაკაცს რომელიც სულ აღარ მახსოვდა რომ აქ იყო მრისხანე მზერით გავყურებ-ხვალ თორმეტ საათზე გამოვივლი ისევ აქ,აქ დამხვდი-აგრძელებს დანიელი,უნდა გამყვე და ყველაფერი მომიყვე იმის შესახებთუ სად წაიყვანე ნინა-ასრულებს და ოთახიდან გადის.მეც უკან მივყვები და გასვლისას ჯერ კიდევ იატაკზე მჯდარს ცინიკურ მზერას ვტყორცნი... მანქანამდე უხმოდ მივდივართ -შენ მისი ოჯახი გყავს ?-დანიელი კითხვის დასმას მაშინღა ბედავს როცა მანქანაში ვსხდებით -კი-მოკლედ ვუჭრი გუნებაქამხდარი~ -და მე რატომ არაფერი ვიცოდი? -არ ჩამითვლია საჭიროდ რომ უნდა გცოდნოდა -მე მესმის საკუთარი ამბის,მაგრამ შენ დ ალოლას რა საერთო გაქვთ-წამით თითქოს მოჩვენება დაინახაო,შეცბუნებული მანქანას აჩერებს-ბარბარა? -კი -შენ ხარ ბარბარა? -მე ვარ -აბა სუზანი ვინაა ? -ეგეც მე ვარ -და ის ინციდენტი როცა ერთმანეთს შევხვდით,ხომ მითხარი რომ სუზანი გერქვა -კი მასე გითხარი,მაგრამ არ ყოფილა მასე -შენი საბუთები ? -ახლიდან გაკეთებული და თანაც,ყალბია -ის რაც მე ვიცი,არ იყო ერთადერთი უბედურება? -ასობით უბედურებას ნახავ თუ ისევ ამდენ კითხვას დასვამ,ის წლები მენატრება როცა თვეობით ვერ გხედავდი,მანქანა დაძარი,სახლში მინდა-სკამის საზურგეს ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ.... -დღეს ბობის და ემილის სიმართლეს მოვუყვები... -რა? არა შენ მთლად გაგიჟებულხა -ის ამბავიც გასარკვევია,ბავშვი ვინ მოიტაცა-თავს ვხრი წინ და დამღლელად ვვოხრავ-მოიძიე ინფორმაცია გთხოვ მისი ოჯახის შესახებ,ვინ არიან და რას წარმოადგენენ -კარგი .... ბარბარა -მეორედ არც კი გაბედო -მკაცრად ვაფრთხილებ-ამ სახელის დაძახება...ახა სახლში მივალ,ყველაფერს მოვყვები და რაც უნდათ ის უქნიათ..დავიღალე იმით რომ გამუდმებით ვიღაცას ვიცავ,დავიღალე დანიელ...-თვალებზე ცრემლები მადგება,წუთერიად საშინელი ტკივილი მბოჭავს,ხელებს მიკრავს და აუტანელ ტკივილს მაყენებს..არადა მეც შეიძლებოდა მქონოდა ნორმალური ცხოვრება,ახლა ნამდვილად აღარ ვიცი,მიყვარს თუ მძულს ეს სიტუაცია..დანიელი მანქანას მთელი სისწრაფით მიაქროლებს,ღამით განათებული ქუჩები ასე ლამაზი ჯერ არასდროს მომჩვენებია..უკვე ღამის ოთხი საათია,ერთი-ორი საათიც და ქალაქი გაღვიძებას დაიწყებს,მე კი თითქოს უსიცოცხლო ქუჩები უფრო მეტად მომწონს ვიდრე გადაჭედილი საშინლად....სახლისაკენ მიმავალი გზა არ მეცნობა,რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ როგორღაც თავს ვატრიალებ დანიელისკენ და ეშმაკურად მომღიმარი თვალს მიკრავს-სად ჯანდაბაში მივდივართ ? -მგონი დროა რომ ცოტა ხნით ჩვენი წყეული ცხოვრება დავივიწყოთ..-ცოტა ხანს დუმილი ისადგურებს მანქანაში..-ასე არ ფიქრობ შენ ? -არც კი ვიცი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.