შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსული,აწმყო და მომავალი (თავი 2)


12-06-2019, 09:53
ავტორი miira
ნანახია 1 892

არ ვიცი რა მოვიფიქრო,ან რით ვიმართლო თავი,მაგრამ გონებაში ერთი აზრიანი კითხვა მებადება,საიდან რა გაიგონა როდესაც კარები შიგნიდანმქონდა საგულდაგულოდ ჩაკეტილი.ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს,სხვა დროისთვის გადავდებ,მეტად მნიშვნელოვანი რამ უნდა მოვაგვარო.ემილის თვალს თვალში ვუყრი,პირველად ვხედავ ადამიანს რომლის თვალებშიც სრულებით შეუძლებელია რომ დაინახო ემოცია,განცდები ან რაიმე ადამიანური,ამას ახლაღა ვაანალიზებ და ცოტა არ იყოს ეს ფაკტი მაშფოთებს კიდეც.ყოველთვის რთული იყო მისი კითხვებისგან თავის დაღწევა,მაგრამ ვგონებ ამ ჯერად უფრო რთულად მაქვს საქმე. ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ რომ ამ სახლში გადმოსვლასთან ერთად ყველგან სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა,ყოველთვის იცის თითქოს არსებული სიტუაციის სიმართლე და უბრალოდ გვეკითხება იმიტომ,რომ აინტერესებს ჩვენ თუ ვეტყვით სიმართლეს.ახლა ამ ყვლაფერს ნაკლები მნიშვნელობა აქვს ჩემთვის,რადგან მისი უსაფრთხოების საკითხი წამოიჭრა წინ..წლებია ვმალავ იმ სიმართლეს რასაც ჩემი საიდუმლო ქვია,კარგად ვიცი და გაანალიზებული მაქვს ის,რომ თუ ვინმე რამეს გაიგებს ჩემი ნამდვილი ვინაობის ან საქმიანობის შესახებ მოკვდება ისევე,როგორც ჩემი ბიძაშვილი მოკვდა ვოლსონების ხელში მარტოდ მყოფი..არაფრ ის დიდებით არ მაწყობს რამის თქმა,რამის შემჩნევა და ვამჯობინებ რომ მეგობრული ტკბილი ურთიერთობები უკან გადავდო და ემილის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ტყუილი ვთქვა,რასაც ვერ ვიტან ყველაზე მეტად..
ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას ყელ გამოჭრილი მერიემის სურათი,გუშინდელი დღესავით მახსენდება ყოველ დღე,ყოველ წამს ის,რომ უდანაშაულო ადამიანი მხოლოდ იმის გამო გამოემშვიდობა სიცოცხლეს რომ სიმართლე სრულიად შემთხვევით გაიგო. ზოგჯერ რთულია ჩემთვისაც კი ჩემი ცხოვრებით ცხოვრება,მაგრამ მგონია ნორმალური ცხოვრება თუ მექნება ოდესმე ეს უფრო გამირთულდება,ვერ შევძლებ პრობლემების,დამალვის და ბრძოლის გარეშე არსებობასა და სუნთქვას.ბევრი რამ ვისწავლე ამ თორმეტი წლის განმავლობაში,მაგალითად ის,რომ არ უნდა მიიტანო რამე გულთან მეტისმეტად ახლოს,არ უნდა შეიყვარო,არ უნდა აყვე ემოციებსა და გრძნობებს,უნდა მოტყუო როცა საჭიროება მოითხოვს და მსგავსი ათასი,არაადამიანური რამ.
საინტერესოა,რა გაიგო კონკრეტულად ემილიმ,ან რა პასუხის მოსმენა აწყობს საიმისოდ რომ გული დაიმშვიდოს..თვალებს ვჭუტავ და გაოცებულ სახეს ვიღებ,ეს-ეს არის პასუხის გაცემისთვის მზადყოფნაში მყოფს პირის მოღებაღა დამრჩენია დარამის თქმა რომ ტელეფონზე ზარი სიტუაციასა და მომენტს საგრძნობლად აგრილებს..მეტი რა მინდოდა მეც?ნომერს ვაჩერდები და ცალყბად ემილის გავყურებ. მამას ოთახში შესვლა სახიფათოა,ღმერთმაუწყის რანაირად გაიგო ამან ჩემი ჩურჩულის ხმა,აჯობებს საერთოდ გავეცალო ადგილს.
ჩემი ოთავის კარს გასაღებებით ვკეტავ და გასაღებს საკეტშივე ვტოვებ რომ ვერავინ შეძლოს კარის გაღება უცხო ხერხების დახმარებით,სახლის ერთადერთ აივანზე გავდივარ და ახლაღა ვბედავ თავისუფლად საუბარს ტელეფონზე. რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ მპასუხობს დანიელი
-რატომ არ მპასუხობდი მე რომ გირეკავდი?-მკაცრად მეკითხება და უკვე წარმოდგენილიც კი მაქვს მისი სახის მიმიკა ამ დროს
-სიტუაცია არ იყო შესაფერისი..რა ხდება,რისთვის მირეკავდი ?
-მოემზადე,ცოტა ხანში გამოგივლი და წაგიყვან-მოკლედ მიჭრის და თიშავს.
ღმერთო,არასდროს სრულდება ეს გასვლა-გამოსვლები,ყველას გონია რომ შეყვარებული წყვილი ვართ და ამის გამო გულიც კი მერევა,დიდად არცერთს გვეხატება ერთმანეთი ისედაც გულზე და ახლა სიყვარულობანას თამაში საზოგადოების წინაშე ხომ საერთოდ გამანადგურებელია ორივე ჩვენგანისთვის.კარადიდან ტანსაცმელს ვიღებ და მთელი შემართებით ვიცვამ,იმ იმედით რომ რამე ახალი ამბავი იქნება მამაჩემთან დაკავშირებით.ქვემოთ ჩასულს მისაღებში ემილი და ბობი მხვდებიან
-საით?-ემილი ეჭვისთვალით მათვალიერებს თავიდამ ფეხებამდე
-დანიელმა უნდა გამომიაროს,ასე მითხრა საუბარი მინდაო-მხრებს ვიჩეჩავ და კარზე კაკუნი მშველის დამატებითი კითხვებისგან,ასეთი მადლიერი დანიელის მგონი ჯერ არასდროს ვყოფილვარ.კარს ვაღებ და მომღიმარი სახით კისერზე ვაფრნდები,ისიც არ იბნევა და მაშინვე შუბლზე კოცნას მიწყებს,ერთი სული მაქვს რამით მივიხეხო ეს შუბლი..-კარგი..ჩვენ წავედით-ემილის და ბობის გავყურებ და ბედნიერი სახით ისე მივყვები კარის გასასვლლელისკენ დანიელს თითქოს ხელის მოსაწერად მივდივართ ბედნიერი წყვილი.
-მეგონა თავს ვერ დავაღწევდი-თავს ვაქნევ მანქანაში ჩაჯდომისას და ეშმაკის მოადგილის სიცილის ხმა ჩამესმის ყურებში
-რა არ მესმის ისი სუზან? შენ ისეთი უხეში,უტაკტო,უკონტროლო,შეუპოვარი,მებრძოლი და ენაგრძელი ხარ,მიკვირს კიდეც ემილისთ ასეთ ბავშვურსა და დაუცველს რომ გხედავ,ვგიჟდები როცა არ იცი რა უნდა თქვა ვალს მიკრავს და მანქანაში ჯდება.მანქანა ადგილს სწყდება,უკვე ღამის ორი საათია და საინტერესოა ასეთ დროს რა მოელანდა,იმედია რაიმე ნორმალური საქმის გამო მომიწია გამოსვლა სახლიდან,სხვაგვარად არ ასცდება ერთი-ორი მუჯლუგუნი და მწარე სიტყვა.
-ახლა ტყეში მივდივართ?-ცარიელ გზაზე მიმავალი მანქანიდან ხეებს ვხედავ,ადგილს სადაც ტყე შესაძლოა რომ იყოს
-კი..ლილიმ დამირეკა,ასე თქვა საინტერესო ამბები მაქვსო-ტუჩებს ბრიცავს და უიმედოდ გაყურებს გზას..
მანქანას გზაზე აჩერებს,გადავდივართ და ტყეში მიმავალ გზას ტელეფონით ვინათებთ,ყველაზე ცუდი მოგონებები ტყეებთან მაკავშირებს.. ღრმად ვისუნთავ ჰაერს და ვცდილობ წარსულის მოგონებების ამოტივტივებას ხელი შევუშალო
ხის მორზე მჯდარი ლილი ტელეფონში რაღაცას უჩხიკინებს და ჩვენი ნაბიჯების ხმის გაგონებისთანავე ფეხზე დგება და ტელეფონს სახეზე მანათებს.. წარბს ვწევ და მისალმების გარეშე დანიელს ვანიშნებ რომ იკითხოს საქმის ვითარება
-ლილი,რა ხდება აბა?-არ იბნევა ისიც
-ნახეთ-ლილი ტელეფონში რაღაც ვებ-გვერდს ხსნის,დიდი წარწერით ზედ „მკვდრების სავანე“ დაძაბული კისერს ვისრეს და ჩემს წინ მდგარ ლილის შეშფოთებულ სახეს ცოტა ხანს ვაკვირდები
-ეს რა ჯანდაბაა?-მკაცრად ვეკითხები და ტელეფონს ხელებიდან ვგლეჯ
-ბევრ საინტერესოს ნახავ-დამწუხრებული მეუბნება და ისევ ხის მორზე ჯდება..
სულო და გულო..
ამაზე ამაზრზენი რამ ჯერ არ მინახავს,რა არ მინახავს მაგრამ ასეთი დღემდე არაფერი.
ეს საიტი გავსებულია ათასგვარი მეძავი ქალის ფოტოებითა,იმასაც კი წავაწყდი როგორ აზის ქალი მააკცს ზემოდან,როგორ უჭერს ყელზე თოკს კლიენტს ვიღაც შავთმიანი გოგო,გულწასული ენაგადმოგდებული ასაკში შესული მამაკაცები,საწოლზე ირქვე დამხობილნი და ასე შემდეგ..ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ტელეფონს ლილის ვაწვვდი ისევ.
-შენ როგორ ფიქრობ,ამ საქმეში ლარისას ხელი ურევია?-დანიელი ჩემკენ ტრიალდება კითხვით
-დანიელ..იმდენი მტერი გვყავს არც გამიკვირდება რომ იმ საროსკიპოში უჩვეულო სკუნსიც ვნახო ჩვენს მტრად,მე ის უფრო გამაკვირვებს სართოდ რომ არ დამხვდეს რამე უწყინარი არსება-წარბებს ვკრავ და მთელი ძალით ვიზმორები
-წავედით,წავედით-დანიელს ვანიშნებ-ემილი ლოკაცია გამომიგზავნე სად არის ეს სავანე
მთელი გზა მეც და დანიელიც ჩუმად ვართ,როგორც ჩანს კაცების სიკვდილიანობის ამბავი აწუხებს ამას
-საინტერესოა-სიჩუმეს ვარღვევ
-კონკრეტულად რომელი მომენტი
-საინტერესოა,გვერდზე კარგად ჩანან მიცვალებული მამაკცები,მე იმას ვერ ვხვდები,ამის ნახვის შემდეგ ვინღა მიდის იქ,და საერთოდ რა მოტივით-ფანჯრასაში ვიყურები და ხეთა რიგს თვალს არ ვაშორებ
-მაგან მეც დამაფიქრა..რატომ უნდა იყო იმდენდას სულელი,რომ თავი სასიკვდილოდ გაიმეტო,თან ვის გამო?-შეწუხებული ღვედს ისწორებს დასაჭეს ებღაუჭება მთელი ძალით..
ვერასდროს ვიფიქრებდი,რომ ნიუჯერსიში ასეთი მიმკვდარებული ადგილებიც იქნებოდა,ბევრი კია მაგრამ აქ თითქოს სიცოცხლის ნიშან წყალიც არ არის,ამ ქუჩას უცნაური სიჩუმე ახლავს,სიბნელე და სურნელიც კი
-რა აწერია ტრაფარეტს-მეკითხება დანიელი და მანქანას ცოტა ხნით აჩერებს
-Bigboys street
-დავიჯერო აქ ჰალკები ცხოვრობენ ?-იუმორს ურევს დანიელი და მის უკბილო ხუმრობაზე რატომღაც მეცინება..-შენ როგორ გგონია,რომელი უნდა იყოს მკვდრების სავანე?-შენობებს მთელი ყურადღებით ვათვალიერებთ,რთულია მიხვდე რომელი შენობა რას ეკუთვნის და რის დანიშნულება აქვთ.დანიელი მანქანს მოულოდნელად აჩერებს
-რა მოხდა დანიელ?
-როგორ ფიქრობ,თორმეტი წლის წინ ერთმანეთს რომ არ შევხვედროდით ბეილისის დაკრძალვაზე,დღეს ასე ვიცხოვრებდით?
-ვფიქრობ რომ ჩვენი შეხვედრა არაფერს წყვეტდა არც მაშინ და არც ახლა.შეიძლება უარესი ცხოვრება გვქონოდა
-მართალი ხარ..
-მე მამაჩემის საქმეს ვიძიებ,ვიძიებ ყველა იმ ადამიანის მკვლელობას ვინც მე მიყვარდა რომ ბოლოს სამაგიერო გადავუხადო ყველას,შენ კი შენ დას დაეძებ დღემდე..ამაში უცნაური არაფერია გარდა იმ მართალი ფაკტისა რომ ადამიანებს უბედურება უფრო აკავშირებს და აერთიანებს ვიდრე ბედნიერება-მხრებს ვიჩეჩავ-მოიცადე
-რა მოხდა ?-ადგილზე შეშდება
-გზის მეორე მხარეს,სინათლეს შენც ხედავ ხომ ?-თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და მანქანიდან უთქმელად გადავდივართ ორივე.-აჯობებს ფრთხილები ვიყოთ-ვაფრთხილებ და წინ მიმავალს ვეწევი
ჩვენს წინ ჩვეულებრივი ორ სართულიანი,შელახული შენობაა,ზედ გაკეთებული მანათობელა წარწერით,უკვე ცნობილი ადგილის ცნობილი სახელწოდებით..ხის კარები ოდნავ შეღებული გხვდება,დანიელი წინ მიიწევს,მე ხელს ხელზე ვკიდებ და უკან ვქაჩავ,ტუჩებზე საჩვენებელ თითს ვიდებ იმის მიმანიშნებლად რომ შეუმჩნევლად და ჩუმად უნდა იმოქმედოს..ახლა მაინც!..
წინ ახლა მე ვიჭრები,კარს ფრთხილად ვაღებ და ბნელ ოთახში ვყოფთ თავს
-ეს რა ჯანდაბაა ღმერთმანი-ცხვირზე ხელს იფარებს დანიელი
-არ ვიცი ტელეფონით გაანათე ოთახი,ჩემი მანქანაში დავტოვე
-კარგი ხო-ტელეფონს ჯიბიდან აძვრენს და გაჭირვებით რთავს ფარანს-ეს რა ჯანდაბაა-შეშფოოთებულები პირზე ხელს ვიფარებთ და რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიწევთ,მერე ვჩერდებით,ისევ წინ მივაბიჯებთ და ჩვენს ფეხებთან სამოცამდე მიცვალებულ კაცს სიბრალურით,ზიზღით და გაოცებული სახეებით დავყურებთ
-მომინათე-ვიხრები და დანიელს დახმარებას ვთხოვ,ისიც იხრება და ტელეფონით ისე მინათებს რომ ცხვირზე მეორე ხელს ივლებს და ჭერში აცერებს მზერას-ნეტავ გამაგებინა როდისღა შეეჩვევი მკვდრების ნახვას დანიელ
-რის გაკეთებას აპირებ?-ზემოდან ცალთვალდახუჭული მე მაშტერდება ახლა
-უნდა ვაკოცო დანიელ,აბა თუ გაცოცხლდება,რას გავაკეთებ შენ როგორ ფიქრობ?-ვუბღვირივარ და თვალებს მთელი ძალით ვუქაჩავ
-არც გამიკვირდებოდა ეგ რომ გექნა შენ წარმოიდგინე-ვოხრავ და გარდაცვლილს ვაკვირდები,დანიელს ტელეფონს ვგლეჯ ხელებიდან და ახლა უკეთ ვანათებ.

აქ ყველაფერი ისეთი უცნაურია,ერთმანეთშია აზელილი ყოველი მათგანი,ჭირს ამ სიტუაციაში ფიქრი და რაიმეზე დაკვირვება.ღმერთმა იცის ამათ რა დამართეს,მაგრამ საინტერესო მაინც ისაა ვინ დამართა ეს ყოველივე,წამით იმასაც ვფიქრობ რომ პოლიციას შევატყობინო ამის შესახებ,მაგრამ ვხვდები რომ თუ ვინმეს დავურეკავ დიდი კითხვის ნიშანი გაჩნდება ჩემსა და დანიელის თავზე იმის შესახებ თუ ამ დრომ რა ჯანდაბა გვესაქმება აქ,თანაც თითქმის უკვე განათესავებულებს მიცვალებულებთან.მამაკაცის ყელზე ვანათებ ფარანს,ვერაფერ უცნაურს ვერ ვამჩნევ მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი საშინლად საინტერესო და გაურკვეველია,არც სილურჯეები,არც ცემის კვალი,არც სხვა ნიშანწყალი იმისა რომ ვინმემ ძალით მოკლა ეს პიროვნება,ეს იმას ნიშნავს რომ მის გარდა დიდი ალბთობით ყველა ასეთივე ხერხით იქნება მოშორებული.მარჯვენა ხელით მაისურს ვუწევ მამაკაცს და ახლა სხეულზე უფრო დიდი ყურადღებით ვაკვირდები
-ჩემს ყურადღებას რაღაც იქცევს-თვალებს ერთს ძლიერად ვაპაჭუნებ და ჩემს გვერდით ჩამუხლილ დანიელს გავყურებ-სისხლი მაინტერესებს-გაოგნებული დანიელი თვალებს აფართოვებს და თავით ჩემკენ იხრება,ხელებს მაღლა სწევს და თავს აქნევს
-რას ქვია სისხლი გაინტერესებს?
-იმას რომ ამ კაცის სხეულის ყველა დეტალს კარგად ვერ ვხედავ ახლა ამ განათების ფონზე,მაინტერესებს სისხლის ფერი,როგორც წესი ადამიანის სისხლი გარდაცვალების შემდეგ მუქი ფერის არის,ვეჭვობ რომ აი ამის სისხლსში განსაკუთრებული რამის პოვნას შევძლებ..თუ ვიმსჯელებთ იმით რომ,არც ცემის კვალია,არც დახღცობს,არც დაჭრილია დიდი ალბათობით შეიძლება მოწამლული იყოს,მაგრამ მეორეს მხრივ ასე მარტივად მოაგვარებდა საქმეს ვინმე ვინც ეს ქნა დავიჯერო ? რა ჯანდაბაა ღმერთო-ფიქრისგან ცოტა დაზაფრულს მკვდრების ყურება უფრო მეტად მძაბავს ახლა
-ხომ არ ჯობია რომ ამ ოთახს გავცდეთ ?-თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად.
ვინ იცის ადამიანის გონებაში რა აზრები ტრიალებს,რას განიცდის და რის გაკეთებას ისახავს მიზნად,სწორედ ეს არის ცხოვრების მთავარი გამოცანა..თითქოს ჩვენში ორი არსებაა გამოკეტილი,ადამიანი რომელსაც სიმშვიდე სურს და ამავდროულად მშბიდობაც და ცხოველი რომელიც ამის საშუალებას არასდროს გვაძლევს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე,ვიტყვი იმასაც რომ ურთიერთობებიც რთულია მაშინ როცა ვაანალიზებთ რომ როგორებიც ვართ ჩვენ ისეთივეს შეიძლება წავაწყდეთ სხვას,და დიდი ალბათობით მის დანახვას დიდი ბედნიერება არ მოჰყვება ხოლმე..

„ღმერთმა ადამიანი შექმნა იმისათვის რომ გმუდმებით იფიქროს“
ოთახის მეორე მხარეს არსებულ კარს ვუახლოვდებით,ჩვენდაგასაკვირად ეს კარიც ღია გვხვდება
-ესენი არ მალავენ მგონი ამ ყველაფერს-გაფითრებული დანიელი წუწუნს იწყებს
-შეჩერდი-მაისურზე ვექაჩები უკნიდან
-რა მოხდა?
-მართალი ხარ,ესენი არ მალავენ ამ ყველაფერს ფაკტი სახეზეა,მაგრამ რატომ ?
-იმიტომ ხომ არა რომ ზუსტად ამის დახმარებით ვიღაცის აქამდე მოსვლა უნდათ,ან ის რომ რაღაც ანახონ სხვას-ტუჩებს იკვნეტს და ნერვიულად იქექავს კისერს.
მაისურზე ხელჩავლებული ახლაღა ვაანალიზებ რომ სულ ცოტაც და ფიქრისგან თავი გამისკდება,ხელს ვუშვებ დანიელს და თავს რამდენჯერმა ვწევ მარჯვნივ და მარცხვნივ იმ იმედით რომ ცოტა შვებას ვიგრძნობ მერე
-მობრძანდით?-ჩვენს უკან არსებული ოთახიდან ისმის ქალის ხმა,სწორედ იმ ოთახიდან რომელსაც რამდენიმე წამის წინ გამოვემშვიდობეთ..ეს ლოლაა,საინტერესოა ლოლა რა თამაშს თამაშობ,აქამდე გამირბოდი,დღეს საკუთარ დაგებულ მახეში თავად გაებმევი..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent