შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვარჯულოთ ტირანი (თავი 1)


13-06-2019, 12:56
ავტორი მირანდაა
ნანახია 2 197

„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“
ნუთუ სიმართლის ნაპერკალი ურევია ამ სიტყვებში ? ცოტა წარმოუდგენელიც კია.დედამიწაზე იმდენი ტყუილია და სიბოროტე,მართლაც რომ ხვდებოდეს რა ხდება მის ზედაპირზე სულ აღარ იტრიალებდა,ცოტა სასაცილოც კია,ადამიანები ამდენ ლამაზ სიტყვებს რომ იგონებენ,ავრცელებენ და მერე თავადვე იჯერებენ თავიაანთ სიტყვებს და გამოგონილ შეგონებებს.მაღიზიანებს კიდეც იმ ადამიანების კატეგორია რომლებსაც ყველაფერი ვარდისფრად ეჩვენებათ,ყველაფერს სიყვარულს უკავშირებენ რადგან,ალბად უფრო სწორი იქნება ის მოსაზრება რომ ბევრი რამის მართვას გონება ესაჭიროება..ან მეტისმეტად რეალისტი ან მეტისმეტად წყალწაღებული უიმედო ადამიანი ვარ,რომელსაც არ სჯერა უცნაური გრძნობების,ჯერ ეს თავადაც ვერ გამირკვევია.
ზაფხულის შესანიშნავი დილაა,მზის სხივები ფანჯრებს მიღმა აღწევენ და ოთახს ანათებენ,მიყვარს ეს სეზონი,ყველაზე ლამაზია და რაც მთავარია თბილი (ადამიანს მეორე ადამიანი თუ არა,მზე ხომ მაინც გაგათბობს პრინციპით).. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში,გადავწყვიტე მუშაობა როგორც იქნა დავიწყო,საკუთარი თავი ვუზრუნველყო და გავხდე შემდგარი ადამიანი..ოცნებები ნამდვილად ბევრს ნიშნავს თურმე,სწორედ ამის გამოა რომ ჩემნაირმა ზარმაცმა ინდივიდმა გადაწყვიტა რომ უნდა ეშოვნა ფული საკუთარი ძალებით,თუმცა გულის სიღრმეში საკუთარი თავის დიდი იმედი მაინც არ მაქვს თანაც,როცა წარმოვიდგენ რომ დილით ადრე მომიწევს ადგომა ყოველ დღე სურვილს ოდნავ მიკარგავს რამის ოთახში მდგარი კარადის კარზე მიკრულ ატარა ოთხკუთხედ ფურცელს ხელით ვაცლი და ზედ ჩამოწერილ სამსახურების ვარიანტებს თვალს ვავლებ,დიდი არაფერი წერია ფურცელზე,ყველაზე მეტი სამზარეულოში ვიმუშაო უფლისგან ბოძებული ნიჭის წყალობით და ყველაზე ცოტა უნიტაზების მხეხავად,იმედი მაქვს არ მომიწევს უნიტაზებთან დამეგობრება,დიდი იმედი...
საღამურში გამოწყობილი ოთახიდან გავდივარ,სამზარეულოს ვსტუმრობ და მაგიდასთან მდგარ სკამზე ვჯდები (ვინ იცის ამ სკამს ფეხი რამდენჯერ მივაჭედე ახლიდან) ფეხს ფეხზე ვიდებ და ფრჩხილებით ვიწყებ მაგიდაზე კაკუნს,ვფიქრობ რა შეიძლება ვჭამო ისეთი,რაც ენერგიულს გამხდის.ფეხზე ვდგები და მაცივრის კარს ვხსნი,ცოტა ხანს ასე ვდგავარ,ვათვალიერებ ნახევრად გამოცარიელებულ მაცივარს და ვერ გამიგია სად წავიდა იმდენი საჭმელი ? კიდევ ცოტა ხანს ვრჩები ასე,შემდეგ ვაანალიზებ რომ ასე ყურება საჭმელს ვერ გააჩენს მაცივარში და ბუზღუნით ვხურავ მაცივრის კარს.. (დილა ისე კარგად დაიწყო დღეს,მეშინია დღის ბოლოს სიხარულისგან მშიერს გულიც არ გამისკდეს).
-გაიღვიძე ანა?-მომღიმარი სახით შემოდის სამზარეულოში ლელა..ერთ-ერთი სამწუხარო ფაკტი ისაა რომ დასთან ერთად მიწევს ცხოვრება,თანაც ჩემზე პატარა დასთან..ხშირ შემთხვევაში ჩვენი კონტაკტი და საუბარი სისულელეების გამო ჩხუბით სრულდება,მაგრამ არის ხოლმე ჩვენს ცხოვრებაშიც გამონათებები როცა სიმშვიდე სუფევს სახლში დილიდან ღამემდე.
-შენ როგორ ფიქრობ,მღვიძავს?-დამცინავად ვეკითხები და თვალებს ვატრიალებ
-მიდიხარ სამსახურის სანახავად დღეს ხომ ?
-კი მივდივარ,და რა მაინტერესებს იცი ? საჭმელი სად გაქრა მაცივრიდან?-ვამჩნევ როგორ ყლაპავს მძიმედ ნერწყვს,ტუჩებს კუმავს და სხვა მხარეს იწყებს ყურებას-ასეც ვიცოდი,ვიცოდი რა ! ისევ ? დავიჯერო იმ მეზობლებს საჭმელი არასდროს არ აქვთ ? თუ გადაწყვიტე მარტივ დიეტას მიმართო ?
-რა მექნა აბა,შემეცოდა,თან ხომ იცი ბავშვი ყავთ-ვხვდები რომ მასთან ჩხუბი დღეს არ ღირს,მაგრამ მაინც ვერ გამიგია რა ჯანდაბად აჩენენ ბავშვებს თუ სხვის იმედზე უნდა ზარდონ ? არა,ბოროტი და ხარბი არ ვარ,მაგრამ სიკეთესაც თავისი ზომა და საზღვარი აქვს.უსიტყვოდ გავდივარ სამზარეულოდან,ჩემს ოთახში ვიკეტები ცოტა ხანს და ტვინს ვიჭ....დ რა ჩავიცვა რომ კარგი შთაბეჭდილება დავტოვო...იმაზე დაყრდნობით რომ ზაფხულია და თანაც სასტიკად ცხელა ყველაფრის ქექვას და საკუთარი თავის წამებას ჯობია სარაფანს შევეგუო..
მსუბუქ მაკიაშს ვიკეთებ და თმას ზევით ვიწევ,ბევრს უთქვამს რომ სახე ლამაზი მაქვს და არ უნდა ვმალავდე,ხოდა დღეს ვუჯერებ მათ..
ავტობუსების გაჩერებამდე მივდივარ და მოხუცი კაცის გვერდით ვდგები.ახლა იმასაც ვაანალიზებ რამდენ სისულელეზე შეუძლია ადამიანს რომ იფიქროს რადგან ახლა მხოლოდ ვ ფიქრობ იმაზე,თუ როგორი ვიქნები სიბერეში,რამდენჯერმე მოხუც მამაკაცს ვათვალიერებ და მისი სახემდე მისული უხერხულად ვუღიმი ყოველ ჯერზე.საქმიანი ფიქრები კი კარგია მაგრამ ავტობუსი მაწყვეტინებს ყველაფერზე ფიქრს,ეს-ეს ერის უნდა ავიდე,როგორც იქნა დავჯდე მაგრამ ავტობუსი წამებში ივსება,ღიმილი სახეზე მაშრება,ნერწყვს აგრესიულად ვყლაპავ და საკუთარ თა მოვუწოდებ რომ დღეს მშვიდად უნდა ვიყო. დავრჩით ისევ მე და ეს მოხუცი კაცი..
ასე ვდგავარ დაახლოებით ნახვარი საათია,არცერთ ავტობუსს აღარ ჩამოუვლია,საათს გამუდმებით დავყურებ და ვხვდები რომ დრო არ იცდის,ჩემკენ მომავალ ტაკსის ხელს ვუშვერ და ისიც ჩერდება
-გამარჯობათ,ლალის რესტორანი სად არის ხომ იცით? -ერთ-ერთი ოპულარული რესტორანია,მაგრამ მიამართი მაინც ვერ დავიმახსოვრე
-რათქმა უნდა ვიცი-მიღიმის მძღოლი..კარგს ვაღებ და ეს-ეს არის უნდა დავჯდე რომ ახლა ჩანთა მიტრიალდება პირქვე რაღაც სასწაული ძალების მეშვეობით და ჩანთიდან ყველაფერი ძირს ებერტყება.. (დღეს ყველა და ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა) ნახევრად მანქანაში მყოფი უკან გადმოვდივარ და ძირიდან ნივთების აკრეფას ვიწყებ
-გამარჯობა-მესმის მამაკაცის ხმა,უცბად ვყრი ყველაფერს ჩანთაში და წელში ვსწორდები
-უკაცრავად მაგრამ ტაქსი დაკავებულია-ჩემს წინ მდგარ მაღალ მამაკცს უხეშად ვპასუხობ..როგორც ვხედავ მასაც რთული დღე აქვ,სახე ისეთი მოჭმუჭნული აქვს -მაგრამ შეგვიძლია ერთად ვიმგზავროთ-ჩასწორებას ვუკეთებ სიტყვებს
-მადლობ-უხეშად მემადლიერება და უკან ჯდება,გაოცებული პირღია ვრჩები,ხომ შეეძლო გაეღიმა მაინც,მგონი ამ ადამიანს ბოტოქსიც ვეღარ უშველის მალე
-დაო,შენ რა გინდა იმ რესტორანში?-მძღოლი მეკითხება,როგორც იქნა ერთი ნორმალური ადამიანი მაინც შემხვდა დღეს
-სამსახურს ვეძებ,გავიგე მზარეული სჭირდებათ
-შესაბამისი განათლება გაქვს?-ჩამჭრელი კითხვაა
-კი-ვიტყუები და ახლა ვნანობ მამას რომ არ დავუჯერე ადრე,უნდა გამეარა კურსები.
-წარმატებებს გისურვებ-მადლობის ნიშნად თავს ვუქნევ და ვუღიმი..
ახლა უკვე სიჩუმე ისადგურებს მანქანაში,ჩემს უკან მჯდარ მამაკაცს გავყურებ და ვგრძნობ რომ სულ ცოტაც და კისერი მომეგრიხება საბოლოოდ
-რამე დაგრჩა აქ?-ისე მეკითხება რომ თვალსაც არ აცილებს პლანშეტს
-კი,კარგი ხასიათი-ღრმად ისუნთქავს ჰაერს და წარბ აწეული მაშტერდება,ჩემდაუნებურად ვიღიმი,თავს ნელ-ნელა ვატრიალებ და ისვ გზას გავყურებ...


მოგესალმებით ყველას..ამ ეტაპზე პატარა თავით შემოვიფარგლები.
გამოხმაურება თუ ექნება ამ ისტორიას,შემდეგ ჯერზე დავდებ საგრძნობლად დიდ თავებს..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent