სიჩუმის სიბნელე(5)
საკუთარი გულისცემის ხმის გუგუნი ისე მკაფიოდ მესმოდა ოთახში რომ წამიერად ვიფიქრე ახლა სადაცაა გულმკერდი გამისკდება და იქედან მოფართხალე ჩიტუნიები გამოფრინდებიანთქო,ამ ყველაფრის მიზეზი მიხვდა თავის უხერხულ საქციელს და გაბრაზებული სახით მომშორდა.კარისკენ წასულ ალექსანდრეს ფიგურას უკან მივყევი და ვეცადე რაც შეიძლება ნაკლებ დამტყობოდა ხმის კანკალი,მგონი დავივიწყე კიდეც წამების წინ მომხდარი ისე ცივად და მომთხოვნად ვუთხარი -ოფისში აუცილებლად უნდა მიხვიდე !...-ის ყურადღებას არც კი მაქცევს,სრული სიმშვიდე აიკრა სახეზე და ჩაიდანი გაზზე დადგა...-ყავას მე მოგიმზადებ,აბაზანაში შედი და მოემზადე ! ... -წარბშეკრულმა მხოლოდ წამიერად გამომხედა და ცხელი წყალი ჭიქაში ჩაღვარა. -მითხარი როგორ აპირებ ზვიადის უდანაშაულობის დამტკიცებას!...-თემის ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ შემაცბუნა და დაბნეულმა ამოვიბურტყუნე რაღაც. -შორისდებულებით ნუ მელაპარაკები,წესიერად ამიხსენი...-იღიმის ის და ბარის მაგიდას ეყრდნობა. -მოწმე მყავს,რომელმაც ზუსტად იცის თავისი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე რომ ზვიადი უბედური შემთხვევის დღეს სამსახურიდან ხუთი წუთიც არ გასულა. -აქამდე რატომ არ გამოიყენე ასეთი მნიშვნელოვანი მოწმე ? -იცი,ეს ჩახლართული საქმეა ... -ავის მომასწვებლად მეღიმება და მის სახეზე დაბნეულობის გასაფანტად,ვხსნი...-ის თავიდან ბრალდების მოწმეს წარმოადგენდა და საპირისპირო თქვა. -ეს რატომ გააკეთა ? -კითხვები საკმარისად მივიღე,პასუხები გაგეცი,ახლა კი დროა მზადება დაიწყო ! ... -თან ტელეფონს ვიმარჯვებ და თემურთან ვრეკავ,იმის დასადასტურებლად რომ მისი დავალება პირნათლად შევასრულე,სხვა მხრივ კი მე ყურით ნამდვილად ვერ მივათრევ მის შვილს ოფისამდე.საჩქაროდ ვემშვიდობები ჯორჯაძეს და დაახლოებით ნახევარ საათში ისევ ჩემ მყუდრო ბუდეში ვბრუნდები,სადაც ათობით ოქმი და სასამართლო ჩანაწერები მელოდება.მოწმემ ყველაფერი ისე უნდა თქვას,რომ მოსამართლეში ეჭვი არ შეიტანოს.თვალს კედელს ვუშტერებ და ვიხსენებ იმ სასამართლო სხდომას სადაც ნატალია გაგუამ თავისი უფროსის წინააღმდეგ ჩვენება მისცა,მისი შეუდრეკელი სახე მარწმუნებდა იმაში რომ სრულ სიმართლეს ამბობდა,მაგრამ ის თუ როგორ უყურებდა პროკურორს და დარბაზში მყოფ გამომძიებელს ჩემთვის ხელმოსაჭიდ სამხილს ქმნიდა.მაშინ ვთქვი რომ ამ სასამართლო პროცესს ზუსტად ეს მომაგებინებდა და ასეც იქნება.გონებაში ახალი აზრი უკვე ორი დღეა მიტრიალებდა და ვიცოდი დრო აღარ იცდიდა,ახლა ჩემი ოფისში მისვლა სისულელე იქნებოდა მაგრამ ვინ იცის ეს უკანაკნელი იმედი ხვალ უკვე უშედეგო აღმოჩენილიყო.აღტკინებულმა დავავლე ჩანთას ხელი და შემართებით ჩავირბინე სადარბაზოს კიბეები.მანქანაში მოთავსებულმა ნიკოლოზის ნომერი ავკრიბე: -გისმენ ელენე. -ნიკა ოფისში ხარ ? -დღეს არ ვმუშაობ,გიაა თემურთან...მოხდა რამე ? -სასწრაფოდ წამოდი ოფისში,მე დაახლოებით ნახევარ საათში ვიქნები...-პასუხის გაცემას არ ვაცდი და ყურმილს ვკიდებ. ოფისთან მისული კიდევ ერთხელ ვფიქრდები ჩემი საქციელის მართებულობაზე და ეჭვებგაფანტული,ჩქარი ნაბიჯით მივდივარ მეორე სართულზე,თემურის კაბინეტისკენ.ოთახის კარზე ვაკაკუნებ და იქედან გამომავალი ხმამაღალი საუბრის ექო უეცრად სრულ სიჩუმედ გარდაიქმნება და მესმის "დიახ?!",ოთახში შევდივარ და ოთხ წყვილ თვალს ვაწყდები. -ელენე ხომ გითხარი დღეს ოფისში საჭირო არ ხართქო ? -თემურ მნიშვნელოვანი სამხილი მჭირდება ზვიადის საქმეზე...-ის გაკვირვებული მიყურებს და გამომდინარე იქედან რომ ამ საქმეში ამ ოთახში მყოფი ხუთივე პიროვნება ვართ,სრულიად თამამად ვაბობ...-ის მეთვითონ უნდა შევქნა და უნდა დამეხმარო...-თემურს სახე ეცვლება და თავს მიკრავს თანხმობის ნიშნად. -კარგი...მე რისი გაკეთება შემიძლია? -ნატალია გაგუას ხელშეკრულების პირობებში ცვლილებები უნდა შევიტანოთ და ის იმავე რიცხვით უნდა დათარიღდეს,როდესაც თავდაპირველი ხელშეკრულება რეალურად დაიდო. -რა პირობის შეცვლაზე ლაპარაკობ?...-გაკვირვებული მიყურებს ზვიადი. -ხელშეკრულებაში უნდა მივუთითოთ,რომ ზვიადის მიერ მოვალეობის დროებით შეუსრულებლობის შემთხვევაში მის თანამდებობას მისივე მოადგილე შეითავსებდა. -ამას ვერ გააკეთებ,ხელშეკრულებას ექსპერტიზას ჩაუტარებენ, ხანდაზმულობის ვადის დასადგენად...-მესმის ჩემ უკან ეს მძიმე ბარიტონით წარმოთქმული სიტყვები და მიხედვისას,კარის კუთხესთან დამდგარ ალექსანდრეს ვაწყდები. -და ვერაფერს დაადგენენ,დოკუმეტზე იგივე თარიღი,იგივე ხელისმომწერნი და იგივე დამმოწმებელის ხელმოწერები იქნებიან.სასამართლოს არაფერში დასჭირდება მისი გამოკვლევა...-დამარწმუნებლად ვესაუბრები თემურს და პირდაპირ თვალებში ვუყურებ,მან უნდა დაინახოს,ამის უკან შედეგი უნდა დაინახოს,ჩანაფიქრი რომელიც გაამართლებს.ის მიყურებს,ჩვენ გარდა კაბინეტში თითქოს არავინ რჩება,წუთების მანძილზე მხოლოდ ერთმანეთს ვაკვირდებით და თვალებს თავისი საუბარი აქვთ,უეცრად,არსაიდან მაგრამ მაინც ექოსავით მომდის ქვეცნობიერიდან დილიდან დასმული კითხვის ხმა "გიყვარს?".საკუთარ თავში ჩაკარგულს თემურის ხმა მაფხიზლებს,რომელიც მეუბნება ცოტა ხნით დერეფანში გამომყევიო,მეც მის ფიგურას მივყვები და კართან მისვლისას ისევ ვგრძნობ იმ დლანდელ თვალებს ალექსანდრეს რომ ჰქონდა,მისკენ ვიხედები და ვხვდები როგორი უსუსური ვარ.დერეფანში გასულს თემური დაეჭვებული მეჩურჩულება. -კარგი გააკეთე ისე,როგორც საჭიროდ ჩათვლი,ოღონდ გახსოვდეს ყველა ნაბიჯი გათვალე და გეგმა მოიფიქრე ჩავარდნის შემთხვევაში როგორ გამოძვრე ამ სიტუაციიდან. -ამ სიტუაციიდან ვერ გამოვძვრები,თუ ჩავფლავდები ვერ ამოვალ... -ამიტომ არ ჩავარდე ელე,გესმის ? -მე არ დაგაღალატებ!...-მკაცრად ვამბობ და ვხვდები რომ მშვიდდება. დერეფანშივე ვემშვიდობები,გასასვლელისკენ მივდივარ,ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას ვაწყდები,ნიკოლოზი უკვე აქაა,მანქანების სადგომზე დალოდებას ვთხოვ შეტყობინებით და ის ისაა გასასვლელი კარი გამოვაღე და მანქანების სადგომისკენ ნაბიჯი გადავდგი რომ ადგილზევე გავშრი. -ვიცოდი,რომ ამაში შენც არანაკლებ ბინძურად იყავი გარეული,მაგრამ ყალბი ხელშეკრულება? ხუმრობ ? საკუთარ კარიერას სამუდამოდ დაემშვიდობები. -ეს შენ არ გეხება. -მერედა როგორ მეხება,შენ იმ უდანაშაულო ქალს ცრუ ჩვენებისთვის პირდაპირ სასამართლო დარბაზში დაადანაშაულებ. -მან ნამდვილად იცრუა სასამართლო დარბაზში და ამას ხუთშაბათს აუცილებლად დავუმტკიცებ სასამართლოს,შენ კი გირჩევ მეორედ გზაზე აღარ გადამეღობო...-ღვარძლიანად ვსისინებ. -საკუთარი თავი ვინ გგონია ?! ... -დამცინავად მიყურებს ის და ახლოს მოდის,მერე მიმიკა ეცვლება,წარბშეკრული მიყურებს და მხარზე რაც შეუძლია მაგრად მიჭერს ხელისგულს...-ხელშეკრულების იდეას თავს დაანებებ,თორემ გპირდები ციხეში ზვიადს შენ გაასწრებ. ძალიან შორს ვხედავ ნიკოლოზის ჩვენკენ მომავალ ფიგურას და ბრაზის მართვა საერთოდ მავიწყდება,დღეს ალექსანდრე ჯორჯაძე ნამდვილ ელენეს გაიცნობს და პირობას ვდებ ეს მაინდამაინც სასიამოვნო არ იქნება.მთელი ძალით ვურტყამ ბეხებშუა მუხლს და მანამ სანამ ჩემ სახეზე სულ მცირე ემოციაც კი არ ჩანს,მის მოხრილ ფიგურას სახეში კიდევ ერთხელ ვაგემებ ჩემი მუხლისთავის სიმძიმეს.მოახლოებული ნიკოლოზის დანახვაზე კი ხელისგულს ჰაერში ვწევ მის შესაჩერებლად,ვიხრები ალექსანდრეს ჩასისხლიანებულ სახესთან და თითისწვერებით ვეხები ნიკაპის ბოლოს.როცა ვრწმუნდები რომ თვალებში მიყურებს ღვარძლიანად და გამაფრთხილებლად ვესისინები : -მეორედ როცა გადაწყვეტ რომ უფლება გაქვს რამეზე მიმითითო, დამემუქრო ან მითუმეტეს შემეხო ამ მომენტზე იფიქრე და თუ რაზე ვარ წამსვლელი ჩემი მიზნის შესასრულებლად! მეორედ თუ კიდევ გაბედავ ჩემთან ასეთი ტონით ლაპარაკს,ის რაც ახლა დაგმართე მოფერებად მოგეჩვენება. ვრწმუნდები რომ ყველაფერი გაიგო და სანამ ის ჯერ კიდევ ჩამუხლულია და თვალები ბრაზისგან უკვასკვასებს,მე ნიკოლოზს ხელს ვავლებ და მანქანისკენ მივათრევ. -რა მოხდა? ასეთი რა გითხრა ? -გამირკვიე ნატალია გაგუა ახლა სადაა და როგორც კი იპოვი თემურის აგარაკზე აიყვანე.მასთან ჩაი გვაქვს დასალევი...-ჯერ კიდევ დაუმშვიდებელს,ჩემი ტონი ამ თხოვნას ბრძანებად აქცევს მაგრამ ჩემი გულამომჯდარი სუნთქვა ნიკოლოზს ყველაფერს უხსნის და ის არაფერს ამბობს,მხოლოდ თავს მიკრავს თანხმობის ნიშნად...-უნდა ვეცადოთ რომ ეს საქმე ხვალამდე მოგვარდეს. -ხვალ რა ხდება? -მოსამართლესთან პირადად უნდა მივიდე და შუალმდგომლობა დავაყენო ახალ ჩვენებასა და მტკიცებულებებთან დაკავშირებით. --ალექსანდრეს რა ვუყოთ ? -ხვალ თემურს დაველაპარაკები და ვეცდები ამ საქმისგან რაც შეიძლება შორს იყოს,პრობლემები ისედაც არ მაკლია და მისი გაუთავებელი პრეტენზიები და მოთხოვნები ყელშია...-რაც შეიძლება სწრაფად ვაყრი ინფორმაციას,რომ მალევე გავეცალო აქაურობას.ჩვენ-ჩვენ მანქანაში ვთავსდებით და მე სახლისკენ მივდივარ.სახლში მისული სამზარეულოს სივრცეში ვიჭედები და სრული სიჩუმის ფონზე,ერთ წერტილს თვალებმიყინული ქვეცნობიერში ვიმეორებ "წაგების უფლება არ გაქვს,არ გაქვს!". პ.ს მგონი ელენემ იმაზე მეტი იცის ვიდრე წარმოგვედგინა და საკუთარი თავის რეალურ გამომჟღავნებას არც დარიდებია...აბა რას ფიქრობთ,რას აპირებს ელენე? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.