შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმის სიბნელე (4)


12-06-2019, 01:41
ავტორი phoenixb
ნანახია 2 036

თემური მანქანის კარს მიღებს და გვერდით მომყვება,მისი ნაბიჯები ჩვეულებრივზე უფრო მძიმეა,დაბნეული იერი რომელიც კაბინეტში ყოფნისას ჰქონდა,აქამდე გამოჰყვა.უკან მომავალი ალექსანდრეს თვალებს ზურგზე ვგრძნობდი და საკუთარ თავს ვუწყრებოდი როგორ ბედავ იმაზე ფიქრს რომ შესაძლოა შენ გადევნებდეს თვალსთქო.მერე მესმის თემურის ჩუმი,მოზომილი ტონი.
-ელენე როგორ ფიქრობ სწორად ვიქცევი ?
-რასთან დაკავშირებით ?
-ანუ არის რაღაც რასაც არასწორად ვაკეთებ ხომ ? ... -მწარე ღიმილით ტეხავს ტუჩის კუთხეს და ისე რომ სიარული არ შეუწყვიტავს გვერდიდან მიყურებს.მივხვდი რომ ეს არ უნდა მეკითხა და იმ წამსვე ვცდილობ ჩემი დაუფიქრებელი საქციელი გამოვასწორო.
-რასაც არ უნდა გულისხმობდეთ,ვფიქრობ არასწორად არ იქცევით.
-იცი,რომ ერთადერთი ხარ ვისაც ჩემთან სიტყვების შერჩევა არ სჭირდება,პირდაპირ მითხარი ! ... - მისი დათრგუნული ხმა მარტივად მიღებს ბოლოს,მის მხარს ვექაჩები და ვაიძულებ გაჩერდეს,მაკვირდება და მე ვიცი,რომ ახლა სიტყვები სწორად უნდა შევარჩიო,რადგან ის საზღვართანაა,საკუთარ თავში ეჭვის შეტანის საზღვართან.
-თემურ თქვენ ბევრი იშრომეთ ამ კომპანიის აშენებისთვის,ძალიან ბევრ ადამიანს აჩუქეთ იმედი,ახალი ცხოვრების დაწყების,იმის რომ მათ გვერდით არის ვიღაც ვინც მათი გაიგო,როცა საკუთარ თავში ეჭვს შეიტანთ,გაიხსენეთ ყველა ის ადამიანი,რომელსაც ახალაშენებულ კომპლექსში ბინას ჩუქნიდით,თქვენ შეგიძლიათ სხვებზე ფიქრი და თუ ვინმე უნდა იყოს პოლიტიკურ სივრცეში,ეს უპირველესად თქვენ ხართ...
-ზვიადი დიდი პრობლემაა...
-და მე გითხარით რომ ამ საქმეს მოვუვლიდი,გპირდებით ის პრობლემას ვერ შეგიქმნით.
დამშვიდებული სახის ნაკვთები სრულიად ამხელენ მის გონებაში ქაოსის კალაპოტში ჩადგომას.კაბინეტამდე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რატომ მიყურებდა ალექსანდრე ასეთი თვალებით როცა თემურს ვესაუბრებოდი,გამახსენდა გუშინდელი საუბარი მასთან და ის დამცინავი იერი სახეზე რომ აეკრო,ზუსტად იგივე იყო მისი მიმიკა ახლაც,დამცინოდა და ღვარძლით სავსე თვალებით მზომავდა მე და ჩემ სიტყვებს.კაბინეტში შესულს ბატონი ტარიელი და ვაჟა უკვე სავარძლებში მოთავსებულნი დაგვხვდნენ,მივესალმე. რამდენიმე წუთში ნიკოლოზი შემოვიდა,თემურის სახეზე დაბნეულობა,მისი მარტო მოსვლით იყო გამოწვეული.
-ნიკოლოზ სად არიან მრჩეველები.
-თემურ ამ ეტაპზე ვთვლით რომ მრჩეველები ზედმეტი პრობლემაა...-ხმადაბლა ამბობს ტარიელი და მე მიყურებს,დილანდელი ზარი მახსენდება,თავს ვხრი რომ ავიცილო თემურის კითხვის ნიშნები.
-ეს რას ნიშნავს ?
-მისმინე,სანამ ზვიადის სასამართლო პროცესი არ დასრულდება,უცხო სამ პირს პოლიტიკური პიარის კამპანიაში ვერ ჩარევ.იმისთვის რომ ენდო შენი სივრცე სუფთა უნდა იყოს,ზვიადი დიდი პრობლემაა...
-მერის არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი...ზვიადის ჩასვრილმა საქმემ ისედაც არია ჩემი გეგმები,ახლა მხოლოდ საკუთარი გამოცდილების იმედზე ვერ ვიქნები.
-თემურ ჩვენ აქ ვართ,კამპანიას დავიწყებთ,მაგრამ ზედმეტი ხალხის ჩარევის გარეშე,გარანტიას გაძლევ თუ ვინმე მერის პოსტზე დაინიშნება,ეს შენ იქნები...-ხმას უწევს ვაჟა და კაბინეტი დიდი დაძაბულობის ბუდედ იქცევა...-ახლა ჯობია იმაზე ვიფიქროთ წილებს როდის გადასცემ ლევანს და ალექსანდრეს.
-როგორც კი სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, მეორე დღესვე.
-ძალიან კარგი,კამპანიასაც ზუსტად მაშინ დაიწყებ,თემა ცხელი იქნება და როცა ზვიადი სასამართლო დარბაზს დატოვებს ყველა ლაქა გაქრება,აი მაშინ მრჩეველებთან ნებისმიერი საკითხის განხილვა შეგეძლება...-ამბობს ტარიელი და ვხვდები როგორ ნელ-ნელა ასხამენ ნავთს თემურის ცეცხლზე,ის მე მიყურებს და ვხვდები თავს იკავებს,კომპანიის ეს ორი მეწილე,რომელიც წურბელასავით აეკიდა ჯოჯრჯაძეს,ახლა აქ ზის და მას მოძღვრავს.
-ელენე შეგიძლია შენ კაბინეტში გახვიდე და საქმეს მიხედო...-გამაფრთხილებლად მეუბნება ის და მე ვხვდები რომ სასწრაფოდ უნდა დავტოვო იქაურობა.
შემდგომი ნახევარი საათის განმავლობაში კაბინეტიდან არავინ გამოსულა,მე მხოლოდ გეგმა მქონდა და უნდა მომეფიქრებინა ეს გეგმა სრული პედანტიზმით როგორ მომეყვანა სისრულეში. სასამართლო დარბაზი ბეწვის ხიდია,ყოყმანი დამღუპველია,სახეზე ის ემოცია უნდა გეხატოს რაც გინდა რომ მოსამართლემ დაინახოს,ის უნდა თქვა რაც გინდა რომ მოსამართლემ გაიგოს და მხარი დაგიჭიროს.უცნაურია არა ? ერთი წლის წინ მე სრულიად ჩვეულებრივი გოგო ვიყავი,საკუთარი თავი მეცოდებოდა და ოთახის სიბნელეებში ვიმალებოდი,იმ ოთახების რომელიც არასდროს ყოფილა ჩემი,მახინჯ შპალერაკრულ სივრცეში დამჯდარს ხშირად მიფიქრია როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი მომავალი,მაგრამ არცერთ ალტერნატივაში არ მქონია საკუთარი სახლი,მანქანა და რაც მთავარია ის ადრენალინი რასაც ჯორჯაძესთან მუშაობა ყოველდღიურად მაძლევს.ერთი წლის განმავლობაში გამოძინება არასდროს დამცლია,ყოველდღე სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ და ვივიწყებ საკუთარს,მაგრამ აფათურო ხელები სხვის პირად სივრცეში მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
სასამართლოს ყველა ოქმი,ყველა ჩანაწერი გადავქექე,დეტალებამდე გავიაზრე ყველაფერი და ჩემთვის საჭირო მასალა ამოვბეჭდე.
უკვე ათი საათი სრულდებოდა როცა ყურთასმენას ღრიანცელი მოსწვდა და არ გამჭირვებია ჩემი შუშებიანი კაბინეტიდან,ჰოლში ჩქარი ნაბიჯით და ხარხარით მომავალი ოთხი ფიგურის გარჩევა,კომპიუტერის ეკრანს თვალები მივაწებე და ვცადე არ შემემჩნია მათი იქ ყოფნა.შუშაზე კაკუნი გაისმა და ვიღაცამ დაუკითხავად შემოაღო,ოთახის შიგნით ოთხი,მაღალი მამაკაცი შემოვიდა.
-ჩვენი მშვენიერი და უკარება ადვოკატი ისევ მუშაობს ? ... - გამაღიზიანებლად მეუბნება ლევანი და ჩემი სამუშაო მაგიდის წინ დადებულ სავარძელში თავსდება...
მე მას ვაიგნორებ,იმისდა მიუხედავად რომ სახეზე წამოწითლებული და ერთიანად ბრაზატანილი დიდი სიამოვნებით ვუთავაზებდი სახეში სილას ამ თავხედური ტონისთვის.მისი მოდუნებული ტანი იმართება და წარბს მაღლა სწევს.
-რაო საქმე გამოგელია ლევან ?
-ელე იცი რა მაინტერესებს ? ხვდები ხო რომ როგორც კი მეწილე გავხდები პირველი რასაც მოვისვრი შენ იქნები?!...
შუშის კარი იღება და კაბინეტში თემური შემოდის,მიღიმის და ვხვდები არაფერი გაუგონია.ზოგადად ლევანი ასე მარტივად არ მესხმის თავს,არც ასე მარტივად ღიზიანდება და იმისდამიუხედავად რომ ხშირად მეცინიკოსება,შეურაცხყოფა არასდროს მოუყენებია.ჟღერდეს სულელურად მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რაღაც მოხდა,რაც ასევე ჩემი გასარკვევი იქნება.
-ელე შენ კიდევ აქ ხარ ? წადი დაისვენე,დღეს შაბათია და შენ ისევ აქ ხარ.გამოიძინე,ხვალ სადმე წადი,გაერთე და ორშაბათისთვის ძალები აღიდგინე.
-ხვალ სამსახურში არ მოვიდე ?
-არა ხვალ,მხოლოდ მეწილეები ვიქნებით და შენი აქ ყოფნა საჭირო არაა.
მე თავს ვუკრავ იმის აღსანიშნად რომ ყველაფერი გავიგე და თან ვამატებ ცოტა ხნით დავრჩები,მასალებს ამოვბეჭდავ და მერე მეც სახლში წავალთქო,თემური ბიჭებს უყურებს და ლევანს ეკითხება სად მიდის,მისი პასუხი რათქმაუნდა გასაკვირი არაა,მას და მის მეგობრებს მხოლოდ ერთი წასასვლელი აქვთ ასე გვიან ღამით.თემური მემშვიდობება და როცა კარიდან ყველა გადის ლევანი მიტრიალდება და უეცრად სრული სერიოზულობით მეუბნება.
-ხომ არ წამოხვიდოდი ჩვენთან ერთად ?
-აჰ,თქვენ დამელოდეთ,მოვრბივარ...-სრული სერიოზულობით ვეუბნები მეც და ის ისე გადის კაბინეტიდან თითქოს ჩემმა ცინიზმმა ვერაფერი დააკლო.როგორ მივაყოლებდი სკამს,მაგრამ უნდა დავმშვიდდე.
ამობეჭდილი საბუთები ჩანთაში მოვათავსე და პირდაპირ სახლში წავედი,ორი ჭიქა წითელი ღვინო და დაღლილობა საკმარისი აღმოჩნდა უარი მეთქვა ცემ განზრახვაზე დილამდე მუშაობსათან დაკავშირებით.არ მახოვს საწოლამდე როგორ მივედი მაგრამ მკვდარივით რომ მეძინა ის კი ნათელი იყო.

დილა ექვსი საათიდან დაიწყო,სამსახურის გამო წესიერ კვებას ვერ ვასწრებ,ვერც ჩემი მაცივარი იტყვის სავსე ვარო,კვირა ერთადერთი დღეა როცა საკუთარი თავისთვის ვიცლი და მაქსიმალურად ვცდილობ ნაყოფიერად გამოვიყენო.ზუსტად ამიტომ იყო სარაფანში გამოწყობილმა რომ ორი საათი გავატარე სავაჭრო ცენტრის დახლებს შორის.სახლში დაბრუნებულმა პროდუქტები მაცივარში შევაწყვე და პარალელურად დედასთან ლაპარაკით გავერთე.მთელი კვირის განმავლობაში იმის დროც არ მაქვს რომ დავურეკო და დღეებზე მოვუყვე.წინა ზაფხულის მერე აღარც მინახავს,ტოსკანაში როგორღაც ყველაფერი სასიამოვნო მეჩვენებოდა და იქ მყოფი ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ჯორჯაძეების დაუსრულებელი წრის ნაწილი გავხდებოდი.დედას არ მოსწონს მათთან რომ ვმუშაობ,უნდოდა რომ პროკურორი ვყოფილიყავი რადგან როცა სახელმწიფოს სახელით მუშაობ დაცული ხარ,გარანტიები გაქვს,სისხლის სამართალიც კი გიცავს შენი თანამდებობის ნიშნით,ახლა კი ჰგონია საფრთხეში ვარ და ვერც ვერავინ დამიცავს,არათუ სახელმწიფო.ეს თემა ისე გაცვითა,აღარც კი ვაქცევ ყურადღებას.ყველაფერი კარგად მიდიოდა,დღეს ჩემთან მეგობრები უნდა მოსულიყვნენ და მეც კერძების ამორჩევა დავიწყე.ცივი,ჩემი ხელით დაწურული ბროწეულის წვენი და შიდა სივრცეში ჩაღვრილი ბილი ჰოლიდეი ჩემ უქმე დღეს სიმშვიდის ელექვით მოქმედებდა.საძინებელში დატოვებული ტელეფონის წკრიალი,რომ გავიგე მაშინვე ოთახისკენ გავიქეცი,თემური იყო.
-ელე ჩემთან უნდა მიხვიდე !
-მოხდა რამე ?
-დღეს შეხვედრაა ხომ გახსოვს,ალექსანდრე აუცილებლად უნდა იყოს აქ და ტელეფონს არ იღებს.გუშინ გათიშულები დაბრუნდნენ სახლში კლუბიდან,გააღვიძე და აქ მოიყვანე.
-ნანას დავურეკავ,ან რუსუდანს ან ბიჭებს ! ...-ღმერთო ნეტავ თავის დაძვრენა შემეძლოს.
-რუსუდანი ბიჭებთან და ნიასთან ერთად ძალიან ადრე წავიდა ბათუმში,ხვალ მეც მივდივარ.ნანას უქმე აქვს და ახლა ვერ დავურეკავ.მიდი და რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს !...-მოთმინებადაკარგული ყვირის ტელეფონში და ყურმლს მიკიდებს,რათქმაუნდა ნანას ვერ დაურეკავს,ან რატომ?! როცა მე აქ ვარ ,უფასო და პირადი ცხოვრების არ მქონე ჭიაყელა,მუშახელივით, რასაც მოუნდება იმას რომ მავალებს.გეგონება მისი შვილების ძიძა ვიყო.
ჩემი მოთმინების ფიალა ავსებულია,მაგრამ ვიცი სხვა გზა არ მაქვს,რამდენიც არ უნდა ვუყვირო სივრცეში არარსებულ თემურის ფიგურას ვერაფერს გავხდები,მაინც მომიწევს იქ მისვლა და ჯობია ახლავე რომ წავიდე.
გაბრაზებული ვაღებ ჯორჯაძეების ბინის კარს და გზაში წარმოებული ჩემი გათვლებით იმ ოთახისკენ მივდივარ სადაც წესით უფროსი ჯორჯაძე უნდა მოეთავსებინათ.კარს შეგულიანებული ვაღებ,მაგრამ ვშეშდები,რატომ მეგონა რომ ასე თამამად ავდგებოდი და ამ ფიგურას გავაღვიძებდი ? თეთრ ზეწრებში გახვეული მისი წელსზევით შიშველი ფიგურა ნუთუ მე უნდა გავაღვიძო ? საკუთარ თავზე ნერვებმოშლილმა ეს სულელური აზრები თავის გაქნევით მოვიშორე და ნელი ნაბიჯით წავედი მისკენ. საწოლის კიდესთან ვიხრები და სახეზე ვაკვირდები,საინტერესოა რატომ არ უნდა რომ წილის მიღებაზე დათანხმდეს,მისი მშვიდად ბალიშზე დასვენებული მძინარე სახე პასუხებს ვერ მომცემს,ვჩურჩულებ მის სახელს და როცა რეაქცია არ აქვს მხარზე ვეხები და უფრო ხმამაღლა ვამბობ იგივეს,მგონი ცივი წყალი უკეთესი გამოსავალი იქნებოდა.სამზარეულოში გავდივარ და ჭიქას ვავსებ,იცი რა ? თუ ჩემი კვირა დღე ჩამშხამდა ვითომ მისი რატომ უნდა დაიწყოს კარგად?! ფეხისწვერებზე მივიპარები საწოლისკენ და წელშიგამართული,გამარჯვებულის სახით ვასხამ ცივ წყალს მის ზურგს.გველნაკბენივით იკლაკნება საწოლზე და ეს რა ჯანდაბააო ყვირის,მე კი ძალიან მშვიდად ვუცახდებ თემურის დანაბარებს.ის გაბრაზებული მაკვირდება და მე,ვინც მის კარადაში ეძებს პერანგს და შარვალს რომ რაც შეიძლება მალე მომზადება შეძლოს,მიახლოვდება და უხეშად მაშორებს კარადას მერე კი მის კარს აჯახუნებს.
-გადაეცი რომ მის ამ სულელურ შემოთავაზებას არ ვთანხმდები და შეუძლია ლევანს გადაულოცოს ყველაფერი...-სისინებს ღვარძლიანად და ბრაზი ისე უკვასკვასებს თვალებში წამიერად მეც კი მეშინია.
-შეგიძლია ეგ ყველაფერი თავად უთხრა,მაგრამ პირველ რიგში ოფისში უნდა მიხვიდე.
-კიდევ რამეს ხომ არ დამავალებდით ?! წადი ოფისში და გადაეცი ! ... -ოჰოო,ახლა ამისგანრა მაკლდა მითითებების მოცემა,რატომ ჰგონია ამ ოჯახში ყველას რომ ჩემი ცხოვრების ღერძი მათ არშემო ტრიალებს ? ნუთუ მოწოდებით ძიძა ვარ ?
-მე არ ვაპირებ შიკრიკის როლის შესრულებას ! თემური თუ ამბობს რომ უნდა მიხვიდე ესეიგი უნდა მიხვიდე...-შარვალს და პერანგს ლამის სახეში ვესვრი და გაბრზებული მივდივარ კარისკენ,ვინ გაცდის ? მაჯა ლამის მომტეხა,აშკარად გავაბრაზე,წყალი ზედმეტი იყო ჩემი მხრიდან.რა საოცარია,ყოველთვის ძლიერი მეგონა ჩემი თავი,მაგრამ ახლა მარწუხებში მოქცეულს,როცა ამსიმაღლე კაცი თავს დამდგომია რაღაცნაირად უსუსურობას ვგრძნობ.
-გასაკვირია როგორ ენდობი,ყველაფერს აკეთებ რასაც გეუბნება და თითოეული სიტყვა მართალი და სწორი გგონია...
-იმიტომ რომ ასეა ! ... -სადღაც შიგნიდან ვხრიალებ და თან მის ხელისგულს ვექაჩები რომ როგორღაც ჩემ მაჯას მოაშოროს.
-არა ! იმიტომ რომ ... -გამომცდელად და შემაშინებლად მაკვირდება,ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ახლა სადაცა ჩემი გონების კარი უნდა შეანგრიოს და კაცმა არ იცის იქ რა დახვდება...-გიყვარს?!...-ვერ მივხვდი ეს კითხვა იყო თუ დასკვნა,მაგრამ ამ სიტყვამ ისე შემაძრწუნა რომ ძალების უკანასკნელმა დაძაბვამაც კი მხოლოდ ამოხრიალების საშუალება მომცა არათქო.ისევ გამომცდელად მაკვირდება და მისი სიბრაზისგან აჩქარებული სუნთვა სახეზე მეფინება,ალბათ წუთზე მეტი ვდგავართ ასე და უბრალოდ განრძრევის საშუალებას ვეძებთ,რომ უეცრად ჩემკენ იხრება და რაღაცნაირად შეცვლილი სახის მიმიკით ვხვდები რასაც აპირებს და მავედრებლად ვეჩურჩულები,არ გინდათქო,ის ჩერდება,მაკვირდება და მუქარასავით ესმის ჩემ ყურთასმენას:
-მერედა როგორ მინდა !

პ.ს აბა მკითხველებო,როგორ ფიქრობთ რატომ არ უნდა ალექსანდრეს წილი და რატომ ექცევა ელენეს ასე ფამილარულად ?



№1  offline წევრი cute girl

ცუდი ბიჭი,უყვარს არა ისა კიდე.ხო ნუ ალბათ კომპანია ბნელ საქმეებშია გახვეული და მხოლოდ მამამისმა და ვითონ იცის?ნუ მოკლედ არ ვიცი ნამდვილი ინტრიგის ფესვებია ეს შენი მოთხრობა და ძალიანაც მომწონს და ახალს ველოდები smile smile kissing_heart kissing_heart

 


№2  offline წევრი Dina.12

შემდეგი როდის იქნება?

 


№3  offline წევრი phoenixb

Dina.12
შემდეგი როდის იქნება?

დღესვე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent