შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნამდვილი სიყვარული (სრულად)


20-06-2019, 01:04
ავტორი mariam-mariam
ნანახია 7 972

რთულია დაივიწყო ის, რამაც გაგანადგურა
რთულია დაივიწყო ყველაფერი, რამაც შენი ერთი ცრემლიც კი გამოიწვია..
რთულია დაივიწყო ის დიდი ტკივილი, რამაც შენში რადიკალური ცვლილება მოახდინა..
რთულია დაივიწყო ის, რაც უსაზღვრო ტკივილს გაყენებს..
რთულია, თუმცა არა შეუძლებელი..
ყველაფერი, რომ მარტივი და გასაგები იყოს, დავიწყოთ სულ თავიდან..
2015 წლის ზაფხულია..
ჩვენი მთავარი გმირი სიცოცხლით სავსე, ახალგაზრდა, 25 წლის გოგონაა, რომელისთვისაც ყველა და ყველაფერი ბედნიერების მომტანია, რომელიც მუდამ იცინის..
თუმცა ერთმა საბედისწერო შემთხვევამ მთელი ცხოვრება შეუცვალა. ერთმა საბედისწერო წუთმა..
და ის ბედნიერი ელენე, რომელიც აქამდე არსებობდა და მთელი თბილისი იცნობდა შეიცვალა..
შეიცვალა ისე რომ თავადაც ვერ ცნობდა საკუთარ თავს..
იბადება კითხვა: რა მოხდა? რამ გამოიწვია მისი ასეთი ცვლილება..
მთელი თბილისი ფიქრობბდა და ეძებდა პასუხებს ამ კითხვაზე, თუმცა მხოლოდ ელენემ იცოდა რა მოხდა, ელენემ და მან...
ცოტა კიდევ უფრო ღრმა წარსულში გადავიდეთ.
სულ პატარა, 17 წლის გოგო იყო როდესაც ის ერთადერთი გაიცნო. მაშინ ვაჩე ყველა გოგოსათვის სასურველი ბიჭი იყო, თუმცა თავქარიან, სიმპათიურ ბიჭს, მხოლოდ და მხოლოდ პატარა ელენე ჰყავდა გულში და ასე გრძელდებოდა მთელი მისი ცხოვრება, სანამ ეს საბედისწერო შემთხვევა არ მოხდა..
2015 წლის აგვისტოში, ელენეს ტელეფონზე უცხო ნომრიდან ზარი დაფიქსირდა, რომელიც სასწრაფოდ სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა.
მანაც არ დააყოვნა, უცებ ადგა და გავარდა.. მთელი გზა გული რაღაც საშინელებას უგრძნობდა.. სახლში მისულს კი ყველაფერი იმაზე საშინლად დახვდა, ვიდრე წარმოიდგენდა..
ტირილისგან თვალებდასიებული დედა, სახეწაშლილი მამა და გათეთრებული ვაჩეს მეგობრები..
ყველა ერთიანად მივიდა ელენესთან და ვინ საიდან ეხვეოდა ვერ გაიგო.. გულმა ორმაგად დაუწყო ფეთქვა..
ხვდებოდა.. ხვდებოდა და არ უნდოდა მიხვედრილიყო..
უნდოდა ეთქვათ, რომ არაფერიო სერიოზული არ მომხდარა და უბრალოდ ხუმრობდნენ..
თუმცა ამდენ ადამიანში გამოჩნდა ერთი გაბედული რომელმაც ის საბედისწერო და ელენეს შეცვლის ერთადერთი მიზეზი, ის სიტყვა წარმოთქვა, რომლის გაგებაც ყველაზე ნაკლებად სურდა..
-მოკლეს..
ამოიხავლა ერთ ერთმა მათგანმა და მიხვდა, რომ მისი სიცოცხლე დამთავრდა.. მიხვდა, რომ წამებში გამოუცალეს ერთადერთი საყრდენი.. ერთადერთი ნათელი წერტილი..
შემდეგ რა იყო?
ყვირილი.. ტირილი.. კივილი..
და შავები, შავები და ისევ შავები..
გათეთრებული სახით მჯდომი ელენე, ვერ ინძრეოდა, უყურებდა ვაჩეს გათეთრებულ, არაფრისმთქმელ, მაგრამ მაინც ლამაზ, მშვიდ და უბრალოდ საყვარელ სახეს..
იჯდა და იხსენებდა თითოეულ წელს.. თვეს.. დღეს.. საათს, წუთსა თუ წამს.. ყველაფერს რაც ვაჩეს და მის მოგონებეს უკავშირდებოდა..
იჯდა და ვერც იღიმოდა ყველა იმ ბედნიერ წუთზე, რაზეც აქამდე ასჯერ მაინც გაიღიმებდა..
ახლა კი, უბრალოდ ცრემლიანი თვალებით ზის..
იყო უამრავი ცრემლი, არაფრისმთქმელი „ვიზიარებ“ და სხვა ბევრი არაფრისმთქმელი სიტყვები..
-საწყალი გოგო.. როგორი განადგურებულია
-შვილი მაინც ჰყოლოდათ ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ..
-რა ეშველება ეხლა..
-გაგიჟდება ალბათ
ეს და მსგავსი ფრაზები ესმოდა ელენეს მთელი ოთხი დღის მანძილზე და იმის თავიც არ ჰქონდა, რომ ვინმესთვის პასუხი გაეცა..
დაკრძალვის დღე ყველასთვის დიდი ტკივილი იყო.. ასობით ადამიანი იდგა ღრმად ამოთხრილ მიწასთან და ენანებოდათ..
რა თქმა უნდა, ენანებოდათ ახალგაზრდა ბიჭი მიწისთვის მისაბარებლად, მაგრამ მასზე მეტად ცოცხალ-მკვდარად დარჩენილი ელენე ეცოდებოდათ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, უკვე გაყინულ, თუმცა მისთვის მუდამ თბილ სხეულს ბოლოჯერ ეხებოდა, თავისი ნატიფი თითებით..
იმახსოვრებდა თითოეულ კონტურს და ტუჩებზე ძალიან ოდნავ შესამჩნევი ღიმილი თუ დასთამაშებდა..
ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მისცა ღმერთმა შესაძლებლობა, ვაჩე ყოფილიყო მის გვერდით, არა სამუდამოდ, მაგრამ მისცა შანსი ჰყვარებოდა, ეგრძნო და გაბედნიერებულიყო მისით...
ბოლოჯერ შეეხო ნაზად, მთრთოლვარე ტუჩებით, ბოლოჯერ, მთელი გრძნობით ამოიჩურჩულა -მიყვარხარ- და გაეცალა..
გაეცალა, მაგრამ მასთან დატოვა მთელი მისი სიცოცხლე..
დატოვა, მაგრამ მაინც აგრძელებდა არსებობას, მხოლოდ მისთვის, ვინც მუდამ გაახსენებდა ვაჩეს თავს..
ოდნავ შესამჩნევად შეეხო მუცელს და უცვლელი, ოდნავ ღიმილ-აკრული სახით დატოვა იქაურობა..
დღეები ერთმანეთს მისდევდა, სასამართლო სასამართლოზე ტარდებოდა, მაგრამ ელენე, მხოლოდ ვაჩესთან იყო, როგორც ფიქრებით, ასევე სხეულით. ყოველ დღე სასაფლაოზე იყო და ჯერ კიდევ არდაბადებულ შვილს უამრავ რამეს უყვებოდა მამაზე, ისევე როგორც ვაჩეს ესაუბრებოდა შვილის შესახებ..
ყველას ეგონა, რომ გაგიჟდა..
ფიქრობდნე, რომ მომავალს იღუპავდა, ახალგაზრდა გოგო, რადგან უმამოდ აპირებდა შვილის გაზრდას..
ერთადერთი ვინც ელენეს ბოლომდე უჭერდა მხარს, ოჯახის წევრები, მეგობრები და ვაჩეს მშობლები იყვნენ..
ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ბავშვი დააბრუნებდა მას ამ ქვეყნად..
და ასეც მოხდა.. ერთადერთი რამ, რამაც ელენეს გაღიმება გამოიწვია, მკვლელის დაკავების შემდეგ, პატარა იოანეს დაბადება იყო..
ამ ფაქტის მერე ელენემ ნელ-ნელა გაღიმება დაიწყო, სასაფალოზეც ნაკლებ დროს ატარებდა, რადგან პატარა იოანე თავიდან ბოლომდე მამას ჰგავდა, მიიჩნევდა, რომ მასთან ყოფნისას ორივესთან ერთად იყო და ბდნიერდებოდა..
დღეები დღეებს მისდევდა, წლები წლებს.. იოანე გაიზარდა. იმდენად გაიზარდა, რომ ყველაფერს თავისუფლად ხვდებოდა. ხვდებოდა როგორ ტიროდა ელენე ღამ-ღამბით, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა..
შავებიც ნელ-ნელა გაიხადა და ადამიანურ ცხოვრებას უბრუნდებოდა, ისიც მხოლოდ და მხოლოდ იოანესთვის..
-შვილი ჰყოლია.. - ჩუმად ამოილაპარაკა ერთ დღეს ელენესთან მისულმა ანამ და რეაქციას დაელოდა, როცა პასუხად უსასრულო ღიმილი მიიღო ისევ მან განაგრძო..- გოგოა, ლამაზია.. ძალიან ლამაზი.. იმდენად ლამაზი, რომ ყველა მასზე გიჟდება.. იოანეს ტოლია..
ბოლოს ჩუმად დაამატა და ისევ მომლოდინე თვალებით შეხედა მეგობარს..
ისევ დუმილი..
ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ სავახშმოდ შეკრებილ საზოგადოებას იოანემ არ გამოუცხადა, რომ შეყვარებული ყავს და მის ცოლად მოყვანას აპირებდა.
შეეშინდა ელენეს, გულმა ისევ ცნაურად უყო რეჩხი, მაგრამ რადგან შვილის ბედნიერება მისთვის უმთავრესი იყო, ღრმად ამოიოხრა, გაიღიმა და თქვა
-ვინც არ უნდა იყოს, როგორი გოგოც არ უნდა იყოს, მიყვარხარ, გაფასებ და პატივს გცემ..
ელენეს მა სიტყვებით ყველაფერი იყო ნათქვამი, იოანემაც, ისევე როგორც სუფრის სხვა დანარჩენმა წევრებმაც ღრმად ამოისუნთქეს და გაიღიმეს..
უყურებდნენ ერთმანეთს გადახვეულ დედა-შვილს და ხვდებოდნენ, რომ სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული..
თუმცა, მათმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა.. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც ოთახში ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა.. ყველანი გაშეშდნენ.
მოძრაობის უნარი წაერთვათ, ხმას ვერ იღებდნენ, ძალიან ჰგავდა მამას.. იმდენად ჰგავდა, რომ ელენეს თვალებში ერთდროულად ზიზღის, სიყვარულის, ტკივილის, მოგონებებისა და ლმობიერების წაკითხვა იყო შესაძლებელი..
გაახსენდა ის საბედისწერო დღეები, თუმცა მხოლოდ იოანესთვის, მისი ერთადერთი იმედისათვის, შეძლო და ეს ტკივილიც გადაყლაპა.
ძლივს, ძალდატანებით გაიღიმა და ორივეს ერთდროულად გადაეხვია..
-გილოცავთ- გატეხილი ხმით ამოილაპარაკა და სიყვარულის თვალები შეანათა შვილს..
მიხვდა, ყველაფერს მიხვდა იოანე, მაგრამ მხოლოდ დედისათვის, მისი ერთადერთი ძალისათვის ხმა არ ამოიღო და მთელი ძალით, მთელი სიყვარულითა და სითბოთი გადაეხვია დედას.
-მადლობა- ჩუმად, გაბზარული ხმით, ყურში ჩასჩურჩულა იოანემ ელენეს და ერთად ატირდნენ დედა-შვილი...


რთულია დაივიწყო ის, რამაც გაგანადგურა
რთულია დაივიწყო ყველაფერი, რამაც შენი ერთი ცრემლიც კი გამოიწვია..
რთულია დაივიწყო ის დიდი ტკივილი, რამაც შენში რადიკალური ცვლილება მოახდინა..
რთულია დაივიწყო ის, რაც უსაზღვრო ტკივილს გაყენებს..
რთულია, თუმცა არა შეუძლებელი..
რთულია, მაგრამ ელენემ შეძლო.. შეძლო საკუთრი შვილის ბედნიერებისათვის...
შეძლო და გადააბიჯა თავმოყვარეობას.. შეძლო და გახდა მარტოხელა დედა, რომელმაც არაჩვეულებრივი შვილი გაზარდა.. შეძლო და მხოლოდ ერთი და ნამდვილი სიყვარულის ერთგული დარჩა მთელი მისი ცხოვრება.. შეძლო და ასწავლა შვილის როგორია სიყვარული, გინდ ქალ-ვაჟური, გინდ დედა(მამა)-შვილური და გინდ მეგობრული..
შეძლო და გაზარდა ისეთი შვილი, როგორიც მუდამ სურდა მას... და, რა თქმა უნდა, ვაჩეს...
შეძლო და იყო ერთგული ნამდვილი სიყვარულისა...


დიდხნიანი პაუზის შემდეგ ვფიქრობ, ასე თუ ისე, დავბრუნდი.. იმედია მოგეწონებათ, ჩემი სტილისაგან ასე თუ ისე განსხვავებული ისტორია..



№1 სტუმარი სტუმარი Keti

ვერ ვიტყვი რომ არ მომეწონა,
მაგრამ შენც ხომ იცი რომ ამის გაფართოებული ვერსია უკეთესი იქნებოდა?
კარგი დეტალები იყო,
ღრმა სიტყვები,
ბანალური გადახვევები, მაგრამ
ცოტა იყო.
შეიძლება ასეც იყო საჭირო...
არ ვიცი?!
მაგრამ მომავალში თუ სიუჟეტი აიღე,
ეცადე ფრთები შესსხა და გ ა ა ფ რ ი ნ ო ! <3

 


№2  offline წევრი ნორმი

კარგი იყო,მაგრამ უფრო გაფართოებული უფრო მეტად გემრიელი ლუკმა იქნებოდა
--------------------
მორფეოსი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent