შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავლის კედელი (სრულად)


21-06-2019, 18:53
ავტორი Elisabeth_
ნანახია 3 231

თავი 1

ქალაქის საათმა ხმამაღლა დაიწყო რეკა. მზე ახლადამოსული იყო, ძველ ქუჩებს მეფესავით უყურებდა, ჯერ კიდევ დაცარიელებულ ჩიხებს ანათებდა და ყველას გაღვიძებას ლამობდა.
ნამდვილი მეფე კი, ალბათ, ჯერ კიდევ დიდ, წითელი ზეწრით დაფარულ საწოლში იწვა და თვალდახუჭული მშვიდად სუნთქავდა.

დიდ, მდიდრულ დერეფნებში ჩქარ ნაბიჯებს ერთმანეთს უწყობდა რამდენიმე ქალბატონი. ქალბატონი? ასე მათ არავინ მოიხსენიებდა. მსახურებს ჩალისფერი კაბები უფარავდათ სხეულებს, ხელში სინა ეჭირათ, სამეფო სუფრისთვის საჭირო ჭურჭლით სავსე.

გოგონა საწოლზე წამოჯდა. აი, მსახურებმა მის კართანაც ჩაიარეს. უფლისწული უნდა გააღვიძოს!
ჩქარა წამოდგა ფეხზე. თეთრი საღამური, რომელიც მთელ სხეულს უმალავდა გაიხადა და ჭაობისფერი, მწვანე კაბა მოირგო. გრძელი, წითელი თმა ჩამოივარცხნა. მერე თხელი, გამჭირვალე, მწვანე თავსაფარი დაიფინა თმაზე, დიდ, ოქროსფერ, მდიდრულ სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი და კმაყოფილმა გაიღიმა. მერე ოთახიდან გავიდა. დერეფნებში მოჰყვა სიარულს. ბოლოს მთავარ დარბაზში აღმოჩნდა. დიდ, ხის კარს მიუახლოვდა. დარაჯებს თავი დაუკრა, მათაც იცნეს თავადის ქალი და კარი გააღეს.

-თქვენო უდიდებულესობავ,-თავდახრილმა სცადა მისი დანახვა.
-ისევ დაგაგვიანდა!-კაცის ხმა გაისმა, ახლადდაბოხებული, მშვიდი და მკაცრი.
-ზარი ახლახანს დარეკეს...-ჯერ კიდევ ერიდებოდა უფლისწულისთვის თვალის გასწორება.
-ელენე,-კაცს ხმა მოულბა, თითქოს აქამდე ბოროტი უფლისწულის როლს თამაშობდა. ელენემ მას ახედა. მის ჭორფლიან სახეზე ღიმილმა გადაირბინა.
-ალექსანდრე!-ბავშვურად, თუმცა მაინც, მოწიწებით ჩაილაპარაკა,-საუზმე უკვე მზადაა. თქვენ გელოდებით.
-მაშინ, წავიდეთ,-თქვა ალექსანდრემ და ელენეს ანიშნა წინ გაძღოლოდა.

ალექსანდრე ბაგრატიონი კახეთის მეფის, თეიმურაზის შვილი იყო. მეფის მრავალი მემკვიდრიდან ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. სწორი ცხვირი ჰქონდა, მუქი, ყორნისფერი თმა და ასეთივე შავი თვალები, რომლებსაც გარშემო ხშირი, გრძელი წამწამები ერტყა. ოცი-ოცდაერთი წლის იქნებოდა, თუმცა განსაკუთრებული გარეგნობა ჰქონდა და ასეთივე ადამიანიც ყოფილა. ტახტზე არანაირი უფლება არ ჰქონდა, თუმცა ელენესთვის მაინც უფლისწულად რჩებოდა.

ელენე დადიანი სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის ბიძაშვილი იყო, რომელიც პატარაობაშივე გამოგზავნეს ალექსანდრესთან. წითურ გოგონას ყოველთვის ამრეზით უყურებდნენ, განსხვავებული იყო და ვერავინ ეგუებოდა. ახლა, თექვსმეტი ან ჩვიდმეტი წლის ძლივს იქნებოდა და გარშემო მყოფნი ამბობდნენ, გიჟია, ნათესავებმა მოიშორეს და აქ გამოუშვესო.
გიჟი სულაც არ იყო!
არაფერი ჰქონდა დასაწუნი..!
უბრალოდ, განსხვავებული იყო. განსხვავებულს კი ყოველთვის განდევნის ხალხი...

-ელენე! მომაქციე ყურადღება!
გოგოს ნაცნობი ხმა ესმის. გვერდით იხედება და შეუმჩნევნად იღიმის. იქ ბიჭი დგას, მისივე ასაკის, ლიმონისფერი თმითა და ზემოთ აზიდული ცხვირით. ოდნავ წვრილი თვალის ჭრილიდან ზღვისფერი თვალები უნათებს.
გოგონა გრძნობს, ბიჭი მისკენ იწევს და რაც შეუძლია ჩუმად ამბობს:
-გაჩერდი!
ალექსანდრეს უცნაურად ეცინება.
-ვის ესაუბრები, ელენე?-ირონიულად ჰკითხა გოგონას. წითური შედგა. მწვანე თვალები გაუფართოვდა.
-არავის..!-ვითომდა გაკვირვებულმა წამოიძახა და ჩქარი ნაბიჯით გასწია სასადილო დარბაზისკენ.

ალბათ ერთი საათი გავიდა, ელენე კვლავ თავის ოთახში დაბრუნდა. გაუხარდა განმარტოება. შვიდი წლის იყო, აქ რომ გამოუშვეს. თავიდან მუდამ შინ დაბრუნებას ნატრობდა. რთული იყო პატარა გოგონასთვის მარტოობა.
მერე ის გამოჩნდა.
გოგონას გაეღიმა გახსენებაზე. თითქოს მოენატრა მისი ლამაზი, უცხო სიცილი და უცხოური აქცენტი.
-ნიკალაი!-ბოლოს ვეღარ მოითმინა. თავშალი შეისწორა და ოთახში მიმოიხედა. წუთი-წუთზე ბიჭი გამიჩნდებოდა.
-ნიკალაი...-კიდევ ერთხელ, უფრო ჩუმად გაიმეორა ელენემ და მალე გაიგო ნაცნობი ხმაც.
-Привет, моя дорогая,-და გამოჩნდა მაღალი ბიჭიც, ელენეს დროისთვის ზედმეტად უცნაურად ჩაცმული და საკმარისად არარსებული საიმისოდ, რომ ყველას ნამდვილ გიჟად შეერაცხა გოგონა.
-ენა ჩაგივარდა?-სიცილით იკითხა ბიჭმა. ელენეს მიუახლოვდა, ხელი ჩაჰკიდა და თავისკენ მიიზიდა, მერე კი მკერდზე აიკრა გოგონა.
-არა...-თითქოს სათქმელს ვერ მიუხვდა, ელენემ გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა. მანაც მოჰხვია წელზე ხელები მეგობარს.
მთელი დღე მასთან დარჩა ნიკალაი. მთელი დღე ესაუბრებოდა. ელენე სარკმელთან იჯდა, ნიკალაი კი ოთახში დადიოდა და ახალ-ახალ ნივთებს ეხებოდა.
ბოლოს ელენე ალექსანდრემ იხმო და ახალგაზრდა ქალბატონიც იძულებული გახდა ნიკალაის დამშვიდობებოდა.

***

ბიჭმა თვალები გაახილა თუ არა საათს დახედა. ამოიხვნეშა, მუშტები შეკრა, თვალები კვლავ დახუჭა და გაიზმორა. მერე საწოლზე წამოჯდა, ოთახს თვალი მოავლო. ფეხზე ადგა და შავ, გაურკვეველწარწერებიან მაისურს დაავლო ხელი, მერე შარვალიც ჩაიცვა და ფანჯარას მიადგა. გააღო და გარეთ გაიხედა. მაშინვე იგრძნო მანქანების გამონაბოლქვის სულისშემხუთავი სუნი. თავი უკმაყოფილომ გააქნია, ფანჯარა ისევ დაკეტა და ოთახიდან გავიდა.
-Что ты будешь есть?-ღიმილით ჰკითხა მაგიდასთან მჯდომს. ამ უკანასკნელმა თავი გააქნია, არაფერსო, და ბიჭმაც თავისთვის ჩაიმაპარაკა: Правильно, ты не ешь. თითქოს ეწყინა კიდეცო მისი საქციელი. საუზმე მხოლოდ ერთისთვის მოამზადა და მაგიდას მიუჯდა.
-დღეს პირველი გამოცდა მაქ,-დაიწყო ბიჭმა. მის წინ მჯდომს აღფრთოვანებით გაუბრწყინდა თვალები.
-კარგი, რა, ელენე! დამამშვიდე მაინც!-წარბები შეეჭმუხნა ბიჭს, თან ისეთი შეწუხებული ტონით თქვა, ელენე დაიბნა.
-მაპატიე...-ჩაილაპარაკა, თუმცა ბიჭმა არც კი შეხედა.
-ნიკალაი,-გოგომ ხნა დაიწვრილა, თვალები მოჭუტა, წარბები მაღლა აზიდა...
ნიკალაიმ გოგოს ახედა. როგორ უყვარდა ეს ბავშვი, წითური თმით, ჭორფლიანი სახით, მწვანე თვალებითა და სავსე, წითელი ტუჩებით. ძველი, ქართული სამოსი უმშვენებდა სხეულს და თვითონაც ძველებური ქართველი იყო. სწორედ ეს მოსწონდა ნიკალაის ელენეში, უცნაური იყო-ნიკალაის უცნაური წარმოსახვის ნაწილი.
-ნამდვილი რატომ არ ხარ?-დაიწუწუნა ბიჭმა, როცა მიხვდა, დასვრილი ჭურჭელი თვითონ უნდა გაერეცხა.
-ნამდვილი ვარ!-ფეხზე ახლადწამომდგარ ნიკალაის გაეკიდა ელენეც.
-არ ხარ. არ შეგიძლია ჭამა ან ამის გარეცხვა,-თეფშზე მიანიშნა ბიჭმა.
-იმიტომ, რომ შენ არ გინდა ეს გავაკეთო,-ელენემ გაიღიმა. დაინახა ნიკალაიმ მისი ღიმილი და თავადაც გაეხსნა შეკრული წარბები.
-იქნებ, ოდესმე ესეც გამომივიდეს,-თავისთვის ჩაილაპარაკა და გაიგო გოგოს ჩუმი ხმა, გამოგვივაო.

ნიკალაი წავიდა. დაემშვიდობა ელენეს და წავიდა.
მთელი გზა წინ ედგა მდუმარე გოგონას სახე და მთელი დღე ფიქრობდა ელენეც, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის კახეთში ცხოვრობდა...

ასეთი იყო მათი ცხოვრება. ორი განსხვავებული დრო და განსხვავებული სამყარო-ოცდამეერთე საუკუნის რუსეთი, მაღალსართულიანი შენობებითა და ცივი ხალხით, ნაცრისფერი გზებითა და უამრავი მანქანით და ნეჩვიდნეტე საუკუნის საქართველო, ამწვანებული, მხიარული, ოჯახური...
ელენემ და ნიკალაიმ ერთმანეთი გადაარჩინეს. რთული ცხოვრება ერთად გაიარეს და ახლაც ცდილობდნენ მშვიდად ყოფილიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რაღაც იცვლებოდა. ორივეს ეშინოდა, რომ ეს ცვლილება ავნებდა მათ სამყაროებს, რომელთაც გარშემო უზარმაზარ კედელი ჰქონდა შემორტყმული. ეშინოდათ, თუმცა ვერაფერს აკეთებდნენ და ისევ ერთმანეთით აქრობდნენ იმ მარტოობას, რომელიც მათში გამეფებულიყო...

თავი 2

სამყარო სამართლიანი არასდროსაა. რაც არ უნდა ძლიერად ვეცადოთ მის მხარეს ყოფნა, ის მაინც ზურგს გვაქცევს... თუმცა მარტო არასდროს გვტოვებს, გამოსავალს გვაჩვენებს და გვაიძულებს, თავი გადავირჩინოთ.

ნიკალაი ივანოვს საქართველოზე არასდროს ესაუბრებოდნენ. მისთვის ეს ქვეყანა არაფერს ნიშნავდა. ვერც მის არსებობას ამჩნევდა და არც არარსებობა შეაწუხებდა. რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მიმართ დადებითად არ იყო განწყობილი. ალბათ, მხოლოდ მედია თუ გამოაჩენდა ბიჭის თვალში ამ პატარა ქვეყანას ურჩხულად.
რამდენიმე წლის წინ დიდი ტრაგედია გადაიტანა ივანოვების ოჯახმა და ნიკალაი და მამამისი საქართველოში წავიდნენ. ქართული იქ ისწავლა ნიკალაიმ და იქაური ხალხიც მოეწონა. სწორედ მას შემდეგ გაჩნდა ელენე-წარმოსახვითი მეგობარი ძველი საქართველოდან.

მამა ძირითადად მუშაობდა და ნიკალაის მარტო ყოფნა უწევდა. ელენე კი მთელ დღეს მასთან ატარება. ზოგჯერ ნიკალაი წარმოიდგენდა, როგორ ჰგავდა თავის დას ელენე, თუმცა მალევე ხვდებოდა, ასე არ იყო და სევდიანად გაეღიმებოდა ხოლმე. მონატრება ანადგურებდა და ელენეს იხმობდა.
ელენემ თითქოს ყველაფერი იცოდა ნიკალაიზე, თუმცა არა... ნიკალაი მალავდა იმას, რისი გახსენებაც სიკვდილს უდრიდა. მალავდა და, რა თქმა უნდა, ელენეც ვერაფერს ამჩნევდა. მეგობრის დანახვისას, ნიკალაის თვალებში ტკივილი ქრებოდა და ის ლამაზი, თეთრი წერტილები ჩნდებოდა, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა...

ხშირად ინტერესდებოდა, როგორი იყო ელენეს სამშობლო. ელენეც მაშინვე მოუყვებოდა როგორი საოცარი ქვეყანა იყო საქართველო, როგორი ლამაზი და თბილი... და ნიკალაის მრავალი ოცნებიდან ერთი იკვეთებოდა. მალე, ბიჭისთვის მთავარი ოცნება მიზნად გადაიქცა-მას სურდა მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოს ნახვა.

ელენეს წარმოსახვაში ნიკალაი ივანოვი სულ ოდნავ განსხვავდებოდა ნამდვილი, ოცდამეერთე საუკუნის ნიკალაისგან. იგივე, ლიმონივით ყვითელი თმა, იგივე ზღვისფერი თვალები, იგივე აპრეხილი ცხვირი და იგივე სიცილი, რომელიც მის სამყაროში არსებული ყველა სიცილისგან განსხვავდება. ელენეს ნიკალაისაც უცნაური, ფერადი და წარწერებიანი მაისურები და ვიწრო ჯინსები აცვია და მისი დროის მამაკაცებისგან განსხვავებით, ძლიერ ხელებს სამაჯურები უმშვენებს. თუმცა, ელენეს ნიკალაის რთული არაფერი გადაუტანია და არც უცხო, ელენესთვის გაუგებარ სიტყვებს იყენებდა საუბრისას.
ზოგჯერ თავად ელენესაც უკვირდა, რატომ წარმოიდგინა წლების წინ ნიკალაი ისეთი, როგორიც არის და საერთოდ რატომ შექმნა ნიკალაი.
საქართველო, თუნდაც სამეფო-სამთავროებად დაშლილი, მუდამ ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობას, რუსეთისგან კი არაფერს იღებდა. ელენეს თვალში რუსეთი ნელ-ნელა არარაობად იქცეოდა, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმვას ცდილობდა. საკუთარ თავს თითქოს რუსი მეგობრის გაჩენით უშველა, წარმოდგენა შეეცვალა-მიხვდა, რომ ის სხვანაირი იყო, რუსი, თუმცა დაფიქრებული, სამართლიანი და თბილი... და ელენე მიხვდა, რომ თუნდაც მთელი ქვეყნის სახელით მოქმედებდეს ხელისუფლება, ადამიანები ამით არ უნდა განესაჯა, რადგან რუსეთში ბევრი ნიკალაის მსგავსი იქნებოდა...

ელენეს ალექსანდრეს პატარა სასახლეში ყოფნა, როგორც ყოველთვის, მალე მობეზრდა. შინდისფერი მოსასხამი შემოიხვია, წითელ თმაზეც წამოიფარა და თითქოს მანათობელი მზე დროებით ჩააქრო.
-აიშე!-ნაზი, წკრიალა ხმით დაიძახა და მეორედ არც დასჭირვებია ხმის ამოღება, ელენეზე ოდნავ დაბალმა, შავთმიანმა, შავთვალა გოგონამ კარი შემოაღო.
-დიახ,-თავის დაკვრით მიესალმა, თან ანიშნა, რაც გინდათ, ის მიბრძანეთო.
-ქალაქში მინდა წასვლა. იქნებ, წამომყვე?-მეგობრული ღიმილით შეხედა ელენემ.
-რა თქმა უნდა,-აიშეც დაუფიქრებლად დათანხმდა და მაშინვე წინ გაუძღვა ქალბატონს.
გზაში ანაფორიანი კაცი შემოხვდათ. ელენეს სახე გაუთეთრდა, მერე, დასამალი ადგილი რომ ვერ ნახა, გადაწყვიტა ბედს შეგუებოდა.
-საით მიდიხართ, პატარა ქალბატონებო?-უცნაურად მშვიდი ხმით იკითხა კაცმა, როგორც კი საკმარის მანძილზე მიუახლოვდა მათ.
აიშემ თავი დახარა, დაიბნა, შეეშინდა და მოერიდა. ელენესაც შეეფაკლა ლოყები.
-გარეთ მინდა გასვლა, მამა ონისე,-თავდახრილმა თქვა წითურმა.
-გაუფრთხილებლად?-წარბები აზიდა კაცმა, თუმცა, რომ შეეხედათ, გოგონები მის ხშირ წვერში გაღიმებულ ტუჩებს მოკრავდნენ თვალს.
ელენემაც იცოდა დანაშაული და ვერაფრით იმართლებდა თავს. საერთოდ, ფიქრობდა, რომ თავის გამართლება არ იყო სწორი, მით უმეტეს მაშინ, როცა დამნაშავე ხარ. ამიტომ, ისიც გაჩუმდა და სპარსი გოგონაც მდუმარედ ელოდა მასწავლებლის მიერ გამოტანილ განაჩენს.
კაცი რამდენიმე წამით მოსიყვარულე, მკაცრ მზერას არ აშორებდა გოგონებს, მერე მხრები აუთრთოლდა და ისე განაგრძო ლაპარაკი, როგორც მამამ, საყვარელ ქალიშვილებთან.
-მზის ჩასვლამდე დაბრუნდით, შვილო. ტაძარში დაგელოდებით,-სუსტ მხარზე შეახო უხეში თითები ჯერ ელენეს, მერე აიშეს, საბოლოოდ კი ჩირაღდნებით განათებულ დერეფანს გაუყვა.
ელენე და აიშე სუფთა, ნამდვილ სუფთა ჰაერს შეეგებნენ.
-არა! ელენე, მოიცადე! ჯერ არ წახვიდეთ!
შორიდან, თუმცა კი ძალიან ახლოდან გაიგო ხმა. ელენემ ბიჭს გახედა და გულში ჰკითხა, რა გინდაო.
-კალათები აიღეთ!-ლიმონისფერიანმა ნათელი ღიმილი მოჰფინა ელენეს სახეს.
-კარგი, რა, ნიკალაი! რა დროს კალათებია!
-რა ხდება, ქალბატონო ელენე?-ინტერესით იკითხა აიშემ, თან იქით გაიხედა, სადაც ელენე იყურებოდა.
-ნიკალაი კალათების აღებას გვთხოვს,-განუმარტა წითურმა. მერე დაფიქრდა და ჩუმად, თუმცა გარკვევით დაუმატა,-მგონი უკვე შევთანხმდით, რომ ქალბატონი არ ვარ...
-არ ვაწყენინოთ, ნიკალაის,-აიშემ სცადა დაემალა დაბნეულობა, რომელსაც ელენე და მისი ნიკალაი იწვედნენ.

და რამდენიმე წუთში პატარა, დაწნული კალათებით ხელში ქალაქის ვიწრო, ხალხმრავალ ქუჩებში დადიოდნენ. ცოტა ვაშლი იყიდეს ჭაღარა გლეხისგან და მინდორისკენ გაეშურნენ.
მთელი გზა ხმას არ აჩერებდა ნიკალაი. რამდენიმეჯერ ელენემ ხმამაღლაც კი სთხოვა, გაჩუმდიო. აიშეს შერცხვა, რადგან ხალხი ელენეს გვერდით მხოლოდ მას ხედავდნენ, ის კი ჩუმად იყო.
საბოლოოდ მწვანე ბალახზე დაეშვნენ, გრძელი, ლამაზი კაბები გადააფინეს გვირილებს.
-აბა, აქ რა გვინდა?-ღიმილით იკითხა ელენემ, თან მინდორს მოავლო თვალი. სპარსი ლამაზმანი მიხვდა, ელენე მას არ ესაუბრებოდა. ნიკალაის პასუხი ვერ გაიგო, თუმცა ელენეს რეაქციაზე მიხვდა, რუსი ბიჭის  იდეა მართლაც კარგი იყო.
-აიშე, ნიკალაი ყვავილების გვირგვინის გაკეთებას გვასწავლის!
-ნეტავ, ეს აქამდე რატომ არ იცოდით?-რიტორიკული შეკითხვაც არ მოარიდა ნიკალაიმ მეგობარს.
-აქამდე არ გისწავლებია,-ელენემაც არ დააკლო ირონია. აიშე კი მიხვდა, რა ხდებოდა და თავისთვის გაეცინა.
აიშესთვის ცოტა უცხო იყო წარმოსახვითი მეგობარი, თანაც რუსი, ლიმონისფერთმიანი ან ისეთი ტანისამოსიანი, რომელიც ნაციონალურთან ახლოსაც კი არაა. თავიდან, როცა ელენემ ნიკალაიზე გაუმხილა, ეცინებოდა, გიჟი ეგონა გოგონა. მერე დაფიქრდა. მიხვდა, ელენე საოცრად უყვარდა და იმასაც მიხვდა, გოგონა არაფერს იგონებდა. აიშეს სჯეროდა, რომ სადღაც მართლა არსებობდა ნიკალაი ივანოვი, ისეთი, როგორიც ელენეს წარმოედგინა და იმედი ჰქონდა, შეხვდებოდა მას...
-აიშე, არასწორად აკეთებ!-წამოიძახა ბიჭმა. ელენესაც მაშინვე გაუფართოვდა თვალები, წინ მჯდომი გოგონასკენ წაიწია, რომელიც უცნაურად დასცქეროდა ნახევრადდასრულებულ გვირგვინს. თავადაც მიმხვდარიყო, რაღაც აერია და ვეღარაფერს აკეთებდა.
-ნიკალაიმ თქვა, რომ შეგეშალა,-ელენეს ჩაეცინა. აიშეს, თითქოს გული დასწყდა, ბიჭის სიტყვებს თვითონ რომ ვერ იგებდა. მაინც დანებდა, არაფერი შეიმჩნია, ელენეს დაუთმო გვირგვინი, შესასწორებლად. მერე, თითქოს იგრძნო, ელენეს ნიკალაი კვლავ ელაპარაკებოდა.
-მზე ჩადის!-წამოიძახა ბიჭმა და ელენეც დაეთანხმა.
-გამაცანი, გთხოვ,-გულდაწყვეტით, მორიდებით ჩაილაპარაკა აიშემ. ელენეს ჩაეცინა.
-ამის დროც მოვა,-დარწმუნებით თქვა. იცოდა, ზუსტად იცოდა, მალე ნიკალაიც ყველა გაიცნობდა და რაშიც დარწმუნებული ხარ, ის აუცილებლად ახდება...

***

--пришол ?-კარის ხმა გაიგო და მაშინვე გასძახა საძინებლიდან მამას.
-Да. Как здал егзамен ?-კაცმა თითქოს მხოლოდ იმიტომ იკითხა, რომ შვილს უყურადღებობა არ ეგრძნო. არა, აინტერესებდა, ყოველ დღე აინტერესებდა შვილის ამბები, თუმცა რაღაც აკავებდა, რაღაც ხელს უშლიდა ისეთად ყოფნაში, როგორიც ადრე იყო...
-Написал. Наверное, не так плохо,-უკვე სამზარეულოში იყო, ვახშამს უმზადებდა მამას. ისიც, სიყვარულით სავსე მზერას არ აცილებდა ნიკალაის. ენანებოდა ნიკალაი ასეთი ცხოვრებისთვის. არ იმსახურებდა ბიჭი ამას, ზედმეტად კარგი იყო საამისოდ...
-На зтом закончил?
-Да, в зтом семестре закончил,-ნიკალაიმაც დაუდასტურა და უფროსი ივანოვის სახეზე სიამაყე გამოისახა.
-Мой мальчик!-გაბრწყინებული თვალებით, გულაჩქარებულმა ჩაილაპარაკა. ბოლოს კი, ვახშამზეც უარი თქვა. ფეხზე ადგა, მაპატიეო, აწყლიანებული თვალებით შეხედა შვილს. ნიკალაიმ სევდიანად გააყოლა თვალი დაღლილ მამას, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა შვილისთვის არაფერი დაენახვებინა, თუმცა, როგორც ჩანს, არაფერი გამოსდიოდა.
-აპატიე... მარტივი არაა მისთვის,-გაიგო სკამზე მჯდარი გოგონას ხმა.
-არც ჩემთვისაა მარტივი,-ისე თქვა ნიკალაიმ, ელენესთვის არ შეუხედავს.
-კი, მაგრამ ეს არ გიშლის ხელს, ნიკალაი... უნდა გაუგო მას. ხომ იცი, შენღა დარჩი, ნიკალაი. მხოლოდ შენთვის ცოცხლობს ახლა.
-მე ვისთვის ვიცხოვრო, ელენე?! მე ვისთვის გავიცინო, ვისთვის ვიტირო?!-თვალზე ცრემლი მოადგა ბიჭს. არა, თავს ტირილის უფლებას ვერ მისცემდა...
-მისთვის... ჩემთვის,-ელენემ თითქოს ცხოვრების აზრი დაუბრუნა ნიკალაის.
მთელი ღამე მის სიტყვებზე ფიქრობდა. ვერ ხვდებოდა, რატომ იყო მართალი ელენე. ნიკალაი დაიღალა. დაიღალა, რადგან ყველაფრის ზიდვა უწევდა... ელენეს ხშირად ვერ ეუბნებოდა იმას, რასაც გრძნობდა, არ უნდოდა თავი მოებეზრებინა გოგოსთვის...

უკვე შუაღამე იყო, ნიკალაიმ რომ დაიძინა. სადღაც, მეორე სამყაროში, სანთლის შუქზე ეძინა ელენესაც... ეძინათ მშვიდად, უდარდელად. მალე, თითქოს თვალები გაახილეს. ორივემ ერთდროულად დაინახა უზარმაზარი კედელი. მერე უსასრულო კედელს გააყოლეს თვალი. ელენე შორიდან ხედავდა თავის საქართველო, ნიკალაის თვალებში კი რუსეთი ირეკლებოდა... ვინ იცის, რა იყო მათ წინ სინამდვილეში...
საბოლოოდ ერთმანეთს შეხედეს.
შეხედეს და მიხვდნენ, ეს რეალობა არ იყო.
ეს ნიკალაის ელენე არ იყო...
ეს ელენეს ნიკალაი არ იყო...

თავი 3

-ელენე..?-გაკვირვებით წარმოთქვა ბიჭმა სახელი. ელენე შეკრთა, ნიკალაისკენ გაიხედა. და ნიკალაიმ დაინახა ის იგივე წითური თმითა და ჭორფლიანი, ბავშვური სახით... იგივე მწვანე თვალებით მომზირალი... არ იცოდა ნიკალაიმ რა, მაგრამ რაღაც ისე არ იყო...
იმავეს ფიქრობდა ელენეც, რომელიც ნიკალაის ზღვისფერ თვალებში გაურკვევლობას კითხულობდა.
-ეს რა ადგილია?-ჩურჩულით იკითხა ელენემ. ნიკალაიმ თავი გააქნია, არ ვიციო, თან ისევ გოგონას შეავლო თვალი.
-აქაურობა არასდროს მინახავს,-ისევ ელენე საუბრობდა ნაზი, დაბნეული ხმით,-შეხედე, კახეთი ჩანს... შორიდან ჩანს... ნიკალაი, იქ რატომ არ ვართ?-შიში აისახა გოგონას სახეზე. ნიკალაის გაუკვირდა, კახეთი რა შუაში იყო?! ელენე ბიჭთან ერთად რუსეთში უნდა ყოფილიყო!
-იქ რა გვინდა, ელენე,-გაეცინა ბიჭს,-რუსეთში უნდა ვიყოთ. ეს რა არის, რა გაცვია? რომელ საუკუნეში ხარ, გოგო,-თვითონაც იბნეოდა. თავისდაუნებურად ტელეფონის ძებნა დაიწყო.
-მე? მე კი არა, ნიკალაი, თავად რა გაცვია?! ეს რა მაისურია?! ან ეს შარვალი... რა ნაჭერია? ეს მოსასხამი.?!-ელენემ წინ მდგომის შარვალს ამრეზით შეხედა.  არ მოეწონა ბიჭის ფეხებზე მომდგარი ჯინსი და ტყავის ქურთუკი. ამასობაში ნიკალაიმ ტელეფონი იპოვნა და როგორც კი ელენემ ეს დაინახა თვალები გაუფართოვდა. ბიჭს შეეშინდა გაშეშებული გოგოს დანახვისას.
-რა დაგემართა?-გულაჩქარებულმა იკითხა, მისკენ წაიწია და მხარზე შეახო გრძელი, ჯერ კიდევ ნაზი თითები...
-ეს... ეს რა არის?-ელენე ტელეფონს თვალს არ აშორებდა.
-მობილური. რა გჭირს, ელენე? თითქოს პირველად ხედავ!
-პირველად ვხედავ...-ელენეს შერცხვა. თავი დახარა, თითქოს იგრძნო, რომ რაღაც სერიოზულს ჩამორჩა. ნიკალაიმ დაინახა, როგორ დაფარა გოგონას ჭორფლიანი სახე წითელმა თმამ...
ბიჭი დადუმდა. რამდენიმე წამით გაჩერდა და ელენეს დააკვირდა. ყველა ფანტასტიკური ფილმი და წიგნი გაახსენდა, სადაც დროში მოგზაურობაზე იყო საუბარი. ჯერ გაეცინა, ამაზე როგორ ვიფიქრეო, ბოლოს კი მაინც მოუნდა დაეზუსტებინა...
-ელენე, რომელი საუკუნეა ახლა?-იკითხა და შეეშინდა, რომ ის რაიმე არასასურველს უპასუხებდა.
-მეჩვიდმეტე...-გოგომ ჩუმად თქვა, თუმცა მისმა ხმამ კითხვასავით გაიჟღერა.
თვალთ დაუბნელდა ნიკალაის, თავბრუ დაეხვა, გული აუჩქარდა, აცახცახდა.
--Нет... не может быть.... не когово шанса...-ჩურჩულებდა. უკან დაიხია, რუსეთ-საქართველოს არარეალურ ხედს გახედა. თავი სიზმარში ეგონა. თუმცა, სიზმრიდან ხომ არც გამოუღვიძია?..
-რა მოხდა?-ელენეს ხმა პირველად გაიგო ნორმალურად მას შემდეგ, რაც აქ ამოყო თავი. დაფიქრდა, ღირდა თუ არა მისთვის რამის თქმა. ეს რომ მისი ელენე ყოფილიყო, ეს რომ მისი წითური ყოფილიყო, აუცილებლად ეტყოდა, თუმცა ის გოგო, ვინც წინ ედგა... ის სხვა იყო... სხვანაირი იყო...
-ელენე, მე როგორ გამიცანი?-დაუფიქრებლად იკითხა. ელენემ თითქოს იგრძნო ნიკალაის შიში. ბიჭის კითხვამ თავზარი დასცა. სქელი, წითელი ბაგეები მთვარის ფორმის გაუხდა, მხრები აუთამაშდა და მომცინარი თვალები მიაპყრო ბიჭს.
-დამცინი?-სიცილისას ამოილაპარაკა. ნიკალაიმ თავი გააქნია და მაშინვე გაჩერდა ელენე. თუმცა აღარაფერი უთქვამს, აღარაფერი მოუყოლია.

ნიკალაიმაც ჩათვალა, რომ ეს სიზმარი იყო. სიზმარი, რომელიც მალე დასრულდებოდა, თუმცა ის, რაც ადამიანს ყველაზე მეტად უნდა, ხშირად ხელიდან ეცლება...
ნიკალაი დიდ ლოდს მიუახლოვდა, მოქნილად აცოცდა და ჩამოჯდა. ჯერ მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოს გადახედა, დაბალი, ლამაზი შენობებითა და სუფთა ჰაერით, შორიდანაც ამწვანებული... იქ მოუნდა ყოფნა, იქაური ჰაერის ჩასუნთქვა, იქაური სულის ქონა... მერე ოცდამეერთე საუკუნის რუსეთს მიუბრუნდა. როგორ უნდოდა იქ, შორს დაენახა თავისი სახლი და, თუ ეს სიზმარი იყო, იქნებ, დედ-მამისთვისაც მოეკრა თვალი. სადმე ევაც გამოჩნდებოდა და ნიკალაი სხვისი თვალით საკუთარ სხეულსაც შეხედავდა. მაშინ მიხვდა, სახლს არაფერი ერჩივნა... არც ქართული ოჯახი უნდოდა, არც ქართული ჰაერი, საჭმელი, წყალი ან ღვინო, არც იქაური სიმწვანე და ფერადი ქუჩები... სახლში უნდოდა, მამასთან, დედასთან და ტყუპისცალთან ერთად...
იგრძნო ელენეს მზერა. გოგოს გახედა. რა ლამაზი იყო ელენე, როგორი უცხო და თბილი... წითელი ხვეულები მისი სახისკენ იწევდნენ, თმის ფონზე ასეთივე წითელი ჭორფლები ულამაზესად ეხვეოდა გოგონას სახეს და მათ შორის მზესავით ანათებდნენ შემოდგომისფერი თვალები... სქელი ბაგეები ოდნავ დაეშორებინა ერთმანეთისთვის და მაინც მომღიმარი იყო... ულამაზესი იყო ელენე... და ნიკალაიმ იცოდა, ამ ელენეში რაღაც მაინც იყო იმ ელენესი, რომელიც ნიკალაიმ შექმნა.
-მეც მინდა მანდ,-თავისთვის ჩაილაპარაკა გოგომ და ლოდს მიუახლოვდა. ახლოდან უფრო დიდი ჩანდა და ნიკალაიც მიუწვდომელი მოეჩვენა...
-Дай мне руку,-სიცილის შეკავება ძლივს შეძლო ნიკალაიმ. გოგომ ცხვირი აიბზუა, არ მინდაო,  გრძელი კაბა ხელებში მოიქცია და ისე დაიწყო ასვლა. ნიკალაიმ, წარბაწეულმა განაგრძო მისი ყურება, ბოლოს კი, სიამაყით გაიფიქრა, მაინც ჩემი გოგოაო, როცა მის გვერდით მოკალათდა წითური.
-რა ხდება?-იკითხა ელენემ, რადგან იცოდა, ნიკალაის რაღაც აწუხებდა.
-დროში მოგზაურობის გჯერა?-ბიჭს მეგობრისთვის არ შეუხედავს, თუმცა თვალის კუთხიდან მის ყველა რეაქციას აკვირდებოდა. ელენემ ჯერ ბიჭს გახედა გაკვირვებულმა, მერე გაეცინა.
-რა არის სასაცილო?-ნიკალაიმ წარბი შეკრა. ეუხეშა ელენეს საქციელი.
-რა იყო სასაცილო?!-ხელები გადაიჯვარედინა და ზღვისფერი თვალები გოგონას მიაპყრო.
-აბა, დროში მოგზაურობა ვის გაუგია, ნიკალაი! დრო ერთია და ისიც ჩვენი დრო, ჩვენი მეჩვიდმეტე საუკუნე... სხვა დრო არ არსებობს და მოგზაურობითაც, რა თქმა უნდა, ვერ იმოგზაურებ...

იმდენად დარწმუნებული იყო გოგონა თავის სიტყვებში, რომ ნიკალაის დაენანა სიმართლის სათქმელად, თუმცა ვერც გულში ჩაიმარხავდა იმ სავარაუდო მიზეზს, რის გამოც ახლა უზარმაზარი კედლის ძირში, ლოდზე ისხდნენ...
-და რომ გითხრა, ოცდამეერთე საუკუნიდან ვარ-თქო?-ნიკალაიმ გვერდიდან გახედა გოგონას, რომელსაც სასაცილოდ არ ეყო მეგობრის სიტყვები.
-ეგ ვერ მოხდებოდა,-ისევ მტკიცედ თქვა ელენემ. ნიკალაი წამით დაფიქრდა, როგორ შეიძლებოდა მისი თეორიის დტკიცება, მერრ გაეღიმა და ელენეს გახედა.
-შენი აზრით ეს რატომ მაცვია? გინახავს შენს ქვეყანაში ვინმე ჩემნაირი? გინახავს ეს?-ხელზე გაკეთებული საათი ანახა. ელენეს თვალები გაუფართოვდა,-ასეთი ფეხსაცმელი გაცვიათ?-თეთრი კედები დაანახა, მერე კი, საბოლოო ხერხს მიმართა,-ასეთი აქამდე გინახავს?!-ტელეფონი დაანახა ელენეს. გოგო გაშეშდა. უცნაური აგურის მეორედ დანახვისას მეორედვე გაუჩერდა გული.
-ეს საიდან გაქვს? რისთვისაა?-აკანკალებული ხმით თქვა, ტელეფონისთვის თვალი კვლავ არ მოუშორებია.
-ჩემს დროში ეს ყველას აქვს... ერთმანეთს ვუკავშირდებით, ვთამაშობთ, ფოტოებსაც კი ვიღებთ...
-რას აკეთებთ..?-ელენემ წარბი აზიდა. იმდენად წარმოუდგენელი მოეჩვენა ნიკალაის სიტყვები, იმდენად დაუჯერებელი... მისი გონება ვერ აღიქვამდა ამდენ სიახლეს, ამდენ უცნაურობას.
-Нет, подожди,-თავისდაუნებურად, რუსულად დაიწყო ბიჭმა ელენეს დამშვიდება, თუმცა მალევე ქართული გაიხსენა და რუსული აქცენტით, მშვიდად დაიწყო საუბარი,-არ შეგეშინდეს, კარგი?
-როგორ არ შემეშინდეს?! ოსმალები და სპარსები ლაშქრობებს ერთი-მეორეს მიყოლებით აწყობენ, რუსეთი ჯერაც დახმარებას გვპირდება, მე კი, იმის მაგივრად, რომ უფლისწულთან ვიყო, უცნაურ ნიკალაისთან ერთად ვარ, რომელიც მომავლიდანაა, რომელსაც უცნაურად აცვია და უცნაური ნივთები აქვს!-ხელები აიქნია გოგომ. წარბები შეეკრა და მწვანე თვალები მოეღუშა. ასეთიც კი ლამაზი იყო, ასეთიც მოსწონდა ნიკალაის... ყველანაირი მოსწონდა... ევას ჰგავდა. ევაც ლამაზი იყო, სქელი, სავსე, წითელი ტუჩები ჰქონდა, ნიკალაის მსგავსად ზღვისფერი, გამჭირვალე თვალები, ქერა, ხვეული თმა... სულიც ლამაზი ჰქონდა ევას. მუდამ სიკეთეზე ფიქრობდა და სახეზეც ეს ეწერა..
წამით ნიკალაის იმედი მიეცა, რომ ეს ელენე ძველს ჰგავდა და შეეძლო მასთან საუბარი. და სწორედ მაშინ, როცა უამრავი კითხვა გაუჩნდა, უამრავი სიტყვის მოსმენა მოუნდა, უდიდესი გამბედაობა შეემატა და ხმის ამოღება დააპირა, ელენე გაქრა.
ნიკალაიმ თვალები გაახილა.
ელენემ გაიღვიძა მეორე სამყაროში.
წარსული და მომავალი ისევ დაშორდნენ ერთმანეთს.
ალბათ, უცნაური სიზმარიც დასრულდა და დავიწყებას მიეცემოდა... თუმცა არა, როგორ დაივიწყებდა ნიკალაი საოცრად განსხვავებულ ელენე დადიანს?! ან როგორ დაივიწყებდა ელენე იმ ყველაფერს, რაც მისმა ნიკალაიმ უთხრა?
სიზმარი არასდროს გაქრებოდა მათი მეხსიერებიდან. მათ იცოდნენ, რომ ხშირად სიზმრები ხდება და ახლა ერთადერთი ისღა დარჩენოდათ, გაერკვიათ, სიმართლე იყო თუ არა ის რაც ნახეს...

ელენეს არ მოუკითხავს უფლისწული ალექსანდრე, არც აიშეს დაუძახებდა, უკვე იქ რომ არ ყოფილიყო.
-სიზმარი ვნახე,-თქვა ელენემ და მოყოლა დაიწყო.
სადღაც, მომავალში, ნიკალაი თავის ელენეს უყვებოდა სიზმარზე.
თუმცა საკითხავი ის იყო, ყველაფერი იგივე დატოვა თუ არა იმ სიზმარმა, რომელიც, ალბათ, არავისთვის არაფერს წარმოადგენდა, გარდა ძილის ტკბილი მოგონებისა...

თავი 4

ელენე მთელი მონდომებით ყვებოდა ნანახს. აიშეც გაოგნებული უსმენდა, ვერც კი წარმოიდგენდა იმას, რასაც ელენე უამბობდა.
-თან ის მაჩვენა... რა ერქვა..?-გოგონამ თავი დახარა და თხელი, ნათალი თითები სახეზე აიფარა.
-რა?-აიშემ მომლოდინე თვალები მიაპყრო თავადის ასულს.
-ტე... ჰო, ტელეფონი! თან ისე უცნაურად ეცვა... იცი, როგორ?-გოგომ სცადა რამე ისეთი მოეფიქრებინა, სიზმრის ნიკალაი რომ აღეწერა, ბიჭსაც დააკვირდა და გაშეშდა. გაშტერდა, ნიკალაის მიაჩერდა.
ნიკალაი ელენეს პატარა, მდიდრულ, თუმცა მაინც, თანამედროვეობისთვის შეუფერებელ ოთახს აკვირდებოდა. ნაცსირფერ, გრძელსახელოიან  მაისურს ხელებში იკუჭავდა, ზღვისფერ თვალებს ელენეს წითელ თმას არიდებდა...
-ელენე, რა დაგემართათ?-აიშეს ხმა აუკანკალდა. შეწუხდა, დადიანის თვალებზე შეხედვისას, სადაც ნიკალაის და უზარმაზარ შიშს ხედავდა.
-სიზმარში ზუსტად ასეთი ნიკალაი იყო...-ხმაჩამწყდარმა ამოილაპარაკა და თითქოს ამ სიტყვებმა ყველაფერი ძველი, ჩვეული გააქრო, შეცვალა...
-რას გულისხმობთ?-აიშემ იქით გაიხედა, სადაც ელენეს მზერა იყო მიყინული.
-ნიკალაი...-თავადმა ბიჭს დაუძახა. ნიკალაიმ მხოლოდ ახლა შეხედა მეგობარს.
-ელენე, ეს რა ადგილია...-იმხელა შიში იყო ბიჭის თვალებში, იმხელა გაკვირვება და კიდევ რაღაც... რაღაც უცნაური, რომ ელენე თავისდაუნებურად აკანკალდა.
-რა ხდება?-აიშემ ელენეს გახედა, თუმცა გოგონამ ის დააიგნორა და ნიკალაისთან განაგრძო საუბარი.
-შენ ჩემი ნიკალაი არ ხარ!
-არც შენ ხარ ჩემი ელენე! მოიცა, სიზმარი არ დასრულებულა?!
-როგორ არა, დასრულდა...-ელენემ გაკვირვებით ჩაილაპარაკა. ოთახს მოავლო თვალი, თითქოს სიზმრის დასრულებისთვის დასტურს ეძებსო.
-მაშინ აქ რატომ ვარ?-ნიკალაის ხმა შეეცვალა. სასაცილოდაც არ ეყოფოდა, ეს ისტორია სხვისგან რომ მოესმინა. ელენეს უნდოდა კიდევ ეთქვა რამე, თუმცა ქალაქის საათის ხმამ გამოაფხიზლა.
-ახლა ამის დრო არაა!-საწოლიდან გადმოძვრა და მომზადება დაიწყო. ზურმუხტისფერი, წელში გამოყვანილი კაბით დაიმშვენა ლამაზი სხეული, სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი და ბოლოს აიშესა და ნიკალაის გახედა.
-რაღას უცდით? წავედით!-მკაცრი და ამავდროულად ნაზი ხმით შესძახა და ოთახი ისე დატოვა, უკან აღარ მიუხედავს.
-ელენე არ მომწონს შენი დრო... აქაურობა ზედმეტად... ზედმეტად...-ნიკალაის სახე დაემანჭა, სიტყვის გახსენებას ცდილობდა, თუმცა ქართულად არა და არ აგონდებოდა,-отвратительный,-თავისთვის ჩაილაპარაკა ბოლოს და ამის გამო ელენეს ოდნავ ნაწყენი მზერაც დაიმსახურა.
ნიკალაი ელენეს შეჰყვა უკანონო უფლისწულის ოთახში, აიშეს კი გარეთ მოუწია დაცდა. ზოგჯერ ფიქრობდა ირანელი გოგონა, რომ კარგი იყო უჩინრობა, თან თუ ისედაც ვერავინ გამჩნევს. აი, ნიკალაი კი ვერ ეგუებოდა ამას.
-ვერავინ მხედავს, არა?! ესეც ვერ მხედავს?-მობეზრებით ეკითხებოდა ელენეს და ალექსანდრეზე ანიშნებდა. წითური ვერაფერს იმჩნევდა, თუმცა თვალებით კი ანიშნებდა ბიჭს, გაჩერებულიყო.
-როგორც იქნა, მოვასწარი!-თავისთვის თქვა გოგონამ,-ალექსანდრე! უფლისწულო, გაიღვიძეთ! გა-იღ-ვი-ძე!-უფროსი შეამჯღრია წითურმა.
-მოიცა! რას აკეთებ! გაბრაზდება!-ნიკალაის განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა მეფეებსა და უფლისწულებზე. თანაც ჩათვალა, რომ ალექსანდრე ტახტის ერთადერთი მემკვიდრე იყო, თუმცა ვერ გაითვალისწინა საქართველოს იმდროინდელი მდგომარეობა...
-ვდგები, ვდგები,-ალექსანდრეს ხრინწიანი ხმის გაგონებაზე ჟრუამტელმა დაუარა გოგონას სხეულს.
-უფლისწული მოგწონს, ელენე?-სიცილით შესძახა ნიკალაიმ. გოგომ დააიგნორა და ამით, თითქოს, დაუდასტურა ლიმონისფერს აზრები. ნიკალაიმ ტაში შემოჰკრა, ალექსანდრეს მიუახლოვდა, მაინც ვერ მხედავსო, გაიფიქრა და ჩასჩურჩულა,-она любит вас!
-რას აკეთებ! გაჩერდი!-ელენემ წამოიყვირა. ალექსანდრეს, რომელიც უკვე წამომჯდარიყო საწოლზე, თვალები გაუფართოვდა.
-არა, თქვენთვის არ მითქვამს...-პირზე ხელები აიფარა გოგომ.
-აქ ვინმე სხვას ხედავ?-ალექსანდრე ვერ ხვდებოდა, უნდა გაეცინა თუ შენიშვნა უნდა მიეცა გოგოსთვის.
-დიახ... არა...-ელენემ თავი დახარა. დაიბნა, მართალია მეგობრობდა ალექსანდრესთან, თუმცა დიდი შეცდომების დაშვება მაინც ერიდებოდა.
ალექსანდრეს გაეცინა, თავი გააქნია. როგორი ლამაზი სიცილი ჰქონდა ალექსანდრეს. ნიკალაისგან სულ განსხვავდებოდა. შავი, ხშირი წამწამები ჰქონდა, ყორნისფერი თმა და მუქი თვალები. სქელი ტუჩები ლამაზი ფორმისა ჰქონდა და სიცილისას თეთრი კბილები მარგალიტებივით ბრწყინავდნენ. გაიცინებდა თუ არა, მუქ თვალებს მოხუჭავდა და თვალის კუთხეში ახალგაზრდული, სიცილის ნაოჭები გამოჩნდებოდნენ.
ახლაც ასე იყო და ელენე თავისდაუნებურად მის ლამაზ სახეს მისჩერებოდა.
-ნუ გაშტერდი, გოგო! რისთვის შემოხვედი აქ?-ნიკალაის ხმამ გამოაფხიზლა. თვალები დაახამხამა ელენემ, ჯერ ნიკალაის, შემდეგ ალექსანდრეს შეხედა, თხელი თითებით თავშალი გაისწორა და უფლისწულს მიუბრუნდა.
-ახლავე გავაფრთხილებ მსახურებს, საუზმეს გაამზადებენ. ბატონ ონისესაც დავუძახებ, გაკვეთილისთვის მოემზადება...
-არა, საჭირო არაა ელენე,-ალექსანდრე საბოლოოდ ფეხზე ადგა, ჩოხის ჩაცმა დაიწყო, თან ელენეს თვალს არ აშორებდა. მის სახეზე ნერვიულობას კითხულობდა გოგონა და ეშინოდა, რომ ეს რაიმე ცუდის ნიშანი იყო...
-რატომ? რამე...
-გუშინ ღამით შიკრიკმა მეფის წერილი მოიტანა. თეიმურაზი მიბარებს...-ელენეს შეაწყვეტინა და პატარა საიდუმლო გაუმხილა ახალგაზრდა უფლისწულმა.
ელენეს ჯერ შეეშინდა, რისთვის უნდა დაებარებინა თეიმურაზს ალექსანდრე..? მერე დაფიქრდა და საუკეთესო აზრები გაახმოვანა.
-ეს ხომ კარგია? შეიძლება მეფობის კანდიდატს არჩევს... შენც ხომ მისი შვილი ხარ და...
-რა სისულელეა, ელენე! მე უკანონო შვილი ვარ, რით ვერ გაიგე?! არანაირი უფლება არ მაქვს ტახტზე! ჩემი ცხოვრება ჯერ კიდევ მაშინ გადაწყდა, როცა დედაჩემი თეიმურაზს მიუახლოვდა! მე არ ვარ ბაგრატიონი, მე არავინ ვარ, ელენე!არავინ, გარდა უბრალო მებრძოლისა, რომელიც ან ირანელების ხმალს შეაკვდება, ან ოსმალებისას... და იცი როგორ გამიხსენებენ?! საერთოდ არავის ვემახსოვრები, იმიტომ, რომ არავინ ვარ; იმიტომ, რომ მე მხოლოდ ალექსანდრე ვარ, რომელიც ისტორიაში ვერაფრით შევა...

ეს იყო უკანასკნელი, რაც ალექსანდრემ თქვა.
უკანონო უფლისწულმა სახლი დატოვა და რამდენიმე კაცთან ერთად გზას გაუდგა. ელენე კი თავისი ოთახის სარკმლიდან გაჰყურებდა მიმავალ ეტლსა და ცხენებს და ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა. ალექსანდრე ნელ-ნელა პატარავდებოდა და ელენეს მაინც ესმოდა მისი მშვიდი, შეუფერებლად ცივი და უიმედო ხმა. ნელ-ნელა თვალს ეფარებოდა ალექსანდრეს სხეული, ელენე კი მაინც უყურებდა მის სილუეტს და გრძნობდა ნიკალაის მზერას... გრძნობდა, და არაფერს აკეთებდა. ჩუმად იყო ნიკალაიც... ჩუმად იყო მას შემდეგ, რაც ალექსანდრეს სიტყვები მოისმინა.

როცა საბოლოოდ გაიღვიძა ნიკალაიმ, ელენეს ძებნა დაიწყო. მთელ საძინებელს მოავლო თვალი, მთელი ოთახი დაათვარიელა.
-ელენე...-ხმაჩამწყდარმა ამოილაპარაკა ბოლოს. ფეხზე წამოდგა. შეეშინდა, გოგოს რომ ვერ ხედავდა. მიხვდა, ის უბრალოდ სიზმარი არ იყო, იცოდა, რაღაც შეიცვალა და შეეშინდა, რომ ელენეს დაკარგავდა...
-ელენე!-წამოიძახა და თვალდახიჭულმა გრძელი თითები ლიმონისფერ თმაში შეიცურა. ღრმად სუნთქვას მოჰყვა.
-აქ ვარ...-გაიგო ელენეს ხმა და თვალები გაახილა. მის წინ წითური იდგა, ხვეული თმა სახეზე ჩამოჰყროდა, თუმცა ძველი, ქართული თავშალი მის დაფარვას ცდილობდა.
ვერ გააანალიზა ნიკალაიმ, ისე მოჰხვია ხელები, გოგო თავისკენ მიიზიდა და მთელი ძალით ჩაიკრა.
-ах, как ты напугал меня,-აკანკალებული ხმით ჩურჩულებდა, მხრებჩამოყრილი ელენეს კისერში ჩაემალა თავი და ღრმად სუნთქავდა.
-მაპატიე...-ამოილაპარაკა ელენემ. ეს უყვარდა მას ელენეში, მისი ქართული, მისი ენა, რომელსაც არც ერთი სხვა ენით არ ცვლიდა... თუმცა ნიკალაისთვის უკვე ცხადი იყო, გოგონა რაღაცაზე ფიქრობდა და ეს რაღაც კარგი ნამდვილად არ იყო.
ბიჭმა მხრებში ჩაავლო წითურს ხელები, უკან დასწია და თვალებში ჩახედა.
-რა გჭირს?-ჭარბშეკრულმა ჰკითხა და მის მონაცრისფრო, მწვანე თვალებში პასუხის ძებნა დაიწყო.
ელენე წამით გაჩერდა, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და ბოლოს როგორღაც გაბედა აკანკალებული ხმის ნიკალაისთვის მიწვდენა.
-ნიკალაი, სად ვართ..?

და ნიკალაის თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოაცალესო.
თითქოს მიწა ორად გაიყო და უფსკრულში ვარდებოდა.
თითქოს ცა თავზე ემხობოდა და გაქცევას ვერსად ახერხებდა.
ნიკალაი მიხვდა, ყველაფერი შეიცვალა. მისი ძველი, არეული, თუმცა მაინც, მშვიდი ცხოვრება რაღაც უცხომ შეცვალა და ნიკალაიმ არ იცოდა, კარგი იყო ეს თუ ცუდი...

-მომავალში, ელენე... ჩემს დროში...-თქვა, თუმცა საკუთარი ხმაც კი ვერ გაიგო. შორიდან, ძალიან შორიდან დაინახა ელენეს ნისლიანი სახე, შიში და გაოცება ერთდროულად რომ ასახვოდა.

ელენე წაბარბაცდა.
ვერ იჯერებდა, რომ სიზმარი რეალობა იყო, თუმცა ნიკალაიმ უკვე ყველაფერი მოუყვა, აუხსნა...
-მოიცადე!-წამოიძახა ბიჭმა და წითური თავის ძლიერ მკლავებს შორის მოიქცია,-ახლა არაფერი დაგემართოს, რა... არ შეგეშინდეს. მეც მეშინია, მაგრამ... ერთად გავიგებთ, რა ხდება...

ისეთი მშვიდი ხმა ჰქონდა ნიკალაის, ისეთი თბილი, ელენეს იმედი მიეცა, რომ ყველაფერი დალაგდებოდა.
ნიკალაიმ ტელეფონი აიღო. ოთახში სიარულს მოჰყვა. ის იყო გამოსავლის მოძებნა ინტერნეტით უნდა ეცადა, რომ ძველი მეგობრისგან, საქართველოდან, მესიჯი მიიღო.
*კიდევ წაგვართვეს ტერიტორია... ნიკ, თქვენ ამ 'ბედნიერებას' როგორ გატყობინებენ??*

ნიკალაი ჯერ სიბრაზემ შეიპყრო. უყვარდა საქართველო ნიკალაის. უყვარდა ის პატარა, ლამაზი ქვეყანა უდიდესი ისტორიით. მერე დაფიქრდა. დაფიქრდა და მიხვდა, რომ ისტორიას ადამიანები ქმნიან და მიხვდა, თუ შეეძლო შექმნა, ესე იგი შეიძლებოდა შეცვლაც...
ელენეს შეხედა და გაეღიმა. ბედნიერს ბედნიერებით გაეღიმა. სიამაყით მიუახლოვდა გოგოს და ზემოდან დახედა ზღვისფერი თვალებით. მერე კი ჩუმად ამოილაპარაკა:
-ელენე...

თავი 5

მზე უკვე ჩასულიყო, მოიისფრო ცაზე ცისკრის ვარსკვლავი გამოჩნდა და სადღაც შორს, მაღლა, ვარსკვლევებს შორის მთვარემაც გამოანათა. კორპუსების ფანჯრებში ყვითელი სინათლე აკაშკაშდა, გზებზე ლამპიონები ერთმანეთის მიყოლებით ჩაირთო. ნიკალაის ზღვისფერ თვალებშიც აირეკლა აციმციმებული ქუჩები ყვითელ წერტილებად, რომლებსაც თვალს არ აშორებდა ელენე.
წითური ჯერ კიდევ გაკვირვებული უყურებდა კორპუსებს, ეგონა ცაში ცხოვობდა ნიკალაი, ეგონა, რომ განვითარების უმაღლეს დონეზე იყო ბიჭი... ვერც განათებულ ქუჩებს უსწორებდა მზერას, ვერც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.
-რას ნიშნავს ოკუპანტი?-თვალები აემღვრა გოგოს.
-ხომ აგიხსენი, ელენე...-მობეზრებით გადააქნია ნიკალაიმ თავი,-საქართველო გაერთიანდება, ბრძოლებში ზურგს გაქცევთ რუსეთი, საბჭოთა კავშირის წევრიც კი იქნებით და საბოლოოდ თქვენი ქვეყნის, თქვენი საქართველოს ოც პროცენტს უბრძოლველად წაგართმევთ უზარმაზარი იმპერია,-საოცარი იყო ამ სიტყვების რუსული აქცენტით მოსმენა. უცნაური ადამიანი იყო ნიკალაი. ჯერ კიდევ პატარა თავისი დროისთვის, თუმცა უკვე კაცს ჰგავდა, სამართლიანობისთვის მებრძოლს.
-საბჭოთა კავშირი რა არის?-გაკვირვებით ამოილაპარაკა ელენემ. ნიკალაი ვერ მიხვდა, უნდა გაბრაზებოდა თუ უნდა გაეცინა... იმდენად განსხვავებული იყო ელენე, იმდენად ბავშვური და მაინც, უკვე მზად იყო ყველაფრისთვის...
ბოლოს ნიკალაის გაეცინა და გოგონას სახესაც ნათელი მოეფინა. ისეთი ლამაზი იყო ნიკალაის სიცილი, ელენეს ეგონა, სამოთხე სხვა არაფერი იყო, გარფა მისი ყურებისა.
-სხვა ვერაფერმა გაგაოცა?-სიცილისას ამოილაპარაკა ბიჭმა და ელენეს დაჭორფლილი ლოყები შეეფაკლა.
-მოკლედ, დილიდან გავიგებ საქართველოზე რაღაცებს. შენ კი ეცდები, შენი აწმყო შეცვალო,-სერიოზული ტონით თქვა ნიკალაიმ. ფანჯარას გახედა. უკვე დრო იყო, მალე ვიქტორ ივანოვი შემოაღებდა ერთ დროს ბედნიერი ოჯახის სახლის კარს და ელენესაც ნიკალაისთან თვალებით საუბარი მოუწევდა.

როგორც ყოველთვის, დაღლილი მოვიდა უფროსი ივანოვი სახლში. თუმცა, ვინ იცის, რამ დაღალა, სამსახურმა და გადატვირთულმა გრაფიკმა თუ მონატრებამ და იმაზე ფიქრმა, რომ დაკარგულს ვეღარ დაიბრუნებდა. 
ნიკალაიმ ის ყურადღება, რომელიც უკვე დიდი ხანია აკლდა, ვერც იმ ღამით მიიღო. ნამდვილმა ელენემ პირველად დაინახა ნიკალაის ტკივილით სავსე თვალები. მოგვიანებით კი (ან, იქნებ, უკვე ზედმეტად გვიანიც კი იყო), ელენე მიხვდა, ნიკალაის თვალებში მუდამ იმალებოდა ის ტკივილი, მათ წინ კი ელენეს წითური თმა და შემოდგომისფერი თვალები შლიდნენ ლამაზ ხედს და იმავე დღეს მიხვდა ელენე, რამდენად ძვირფასი ხდება ადამიანი, თუ ის თუნდაც ერთის ღიმილს იწვევს...

ნიკალაიმ დახუჭა თუ არა თვალი, ელენეს გაეღვიძა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მთელი კვირა არ უძინია. თავი სტკიოდა, თავბრუ ესხმოდა. და ეს მხოლოდ პირველი დღე იყო... ასე გრძელდებოდა ყოველ დილით, როცა ელენე იღვიძებდა და იგივე ემართებოდა ნიკალაისაც.
გავიდა სამი დღე.
ნიკალაისთვის, როგორც თანამედროვე ადამიანისთვის, წარმოუდგენელი არაფერი იყო და დიდად ვეღარც ის აკვირვებდა, რომ მისი წარმოსახვითი მეგობარი პარალელური წარსულიდან იყო.
ელენეც შეეჩვია, რომ ყოველ ღამე ოცდამეერთე საუკუნეში ჩნდებოდა. ერთადერთი, რასაც ვერ ეგუებოდა ნიკალაის დამალული ტკივილი იყო.

მესამე დღეს ელენემ ნიკალაის ვარდისფერი ჰუდი დაინახა, ლამაზი წარწერებით, რომლის მნიშვნელობაც ვერ გაეგო, მაგრამ რა საჭიროა ეს, როცა ტანსაცმელი ლამაზია!

-მეც მინდა ასეთი,-ჩუმად, მტკიცედ თქვა გოგონამ.
-რა თქვით?
-რა?
აიშემ და ნიკალაიმ ერთდროულად წამოიძახეს.
-აი, ასეთი,-თქვა ელენემ და ჰაერში გაიწვდინა ხელი. აიშემ გაკვირვებით გააყოლა მზერა მის საჩვენებელ თითს, ნიკალაიმ კი საკუთარ თავს შეხედა.
-აიშე კიდევ ვერ მხედავს?-გულდაწყვეტით ამოილაპარაკა, თუმცა, ალბათ, ეს ელენეს არც გაუგია. ნიკალაიმ თავის ვარდისფერ ჰუდს შეხედა და წარბი აზიდა.
-ეს გინდა?-იმ წამსვე ელენეს ახედა, თან გრძელ თითებს შორის მოიქცია რბილი ნაჭერი. ელენემ თავი დააქნია. ნიკალაის მხრები აუთამაშდა, სიცილით წამოდგა, წითურს მიუახლოვდა და ზემოდან დახედა საწოლზე მჯდომს.
-ძალიან კარგი, ელენე! მოდი, ახლა რამით გამაყვანინე დრო, და როგორც კი ჩემთან წავალთ, აუცილებლად გაჩუქებ ასეთს!-გაბრწყინებული თვალებით თქვა, თან ანიშნა აიშესაც აუხსენიო. თუმცა, ელენემ არაფერი გაიგო.
-ახლა მინდა,-მშვიდად თქვა გოგომ და ფეხზე ადგა. აიშეს უთხრა, კაბის არჩევაში დახმარებოდა.
-ელენე, რას აკეთებ?-თვალები გაუფართოვდა ნიკალაის, როცა დაინახა, როგორ უყურებდა წითური კაბას, აიშე კი წითურს.
-ელენე, მოდი, აქ არ გინდა ასე ჩაცმა...-ბიჭმა წარმოიდგინა, რა რეაქცია ექნებოდათ ოთახის გარეთ, როცა მაისურად გადაკეთებულ კაბაში გამოწყობულ ელენეს დაინახავდნენ. არ მოეწონა ის ფაქტი, მას რომ ვერავინ დაინახავდა. ასე რომ არ ყოფილიყო, იქნებ, დაეცვა კიდეც ელენე, იქნებ, არავისთვის მიეცა უფლება, მისთვის გიჟი ეწოდებინა...

უკვე ერთი საათი იქნებოდა გასული, ელენემ ულამაზეს კაბაზე იმ დროისთვის სრულიად შეუფერებელი მაისური რომ გადაიცვა, თუ რა თქმა უნდა შეიძლებოდა იმ რაღაცისთვის მაისური გეწოდებინათ.
გული უსკდებოდა ნიკალაის. ვერ აჩერებდა ელენეს, პირველად ვერ არწმუნებდა და თანაც ეს მხოლოდ ტანსაცმელი იყო... ნიკალაის კი წარსულის შეცვლა უნდოდა... ნიკალაის თავისუფალი საქართველოს შექმნა უნდოდა და ამისთვის ელენეს დახმარება სჭირდებოდა, რომელსაც ძონძად ქცეულ მდიდრულ კაბას ვერ ახდევინებდა...

და სანამ ნიკალაი კიდევ რამეს იტყოდა, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ამას ქალის წკრიალა ხმაც მოყვა.
-ბატონი ალექსანდრე ბრუნდება!
მერე კი, მალევე იგრძნეს, რომ მსახური კარს მოშორდა.
ელენეს თვალები აენთო. ალექსანდრე მოდიოდა... ბრუნდებოდა... მისი ალექსანდრე მალე სახლის კარს შემოაღებდა. ელენე კიდევ ერთხელ დაინახავდა მის მუქ, ბნელ თვალებს, ყორნისფერ თმას და მერე, ალბათ, ყველაფრისთვის იქნებოდა მზად. მერე თავისუფლად ჰკითხავდა ბაგრატიონების უკანასკნელ შთამომავალს, რა უთხრა მეფემ და, თუნდაც სულ არაფერი მოესმინა, ის წუთები მაინც სამუდამოდ დაამახსოვრდებოდა.
-ელენე, ეს გაიხადეთ...
-დაუჯერე, ელენე! რას აკეთებ.?!-აიშეს ხმას ნიკალაის განწირული ყვირილი მოჰყვა, თუმცა უკვე გვიანი იყო-ელენე დერეფანში გავიდა და ეზოსკენ გაიქცა.
უზარმაზარ, ამწვანებულ ბაღში გლეხები ერთმანეთს ცვლიდნენ, ერთი-მეორის მიყოლებით უვლიდნენ გვერდს ქვით ნაშენ სახლს ან ხის საკუჭნაოს. ეზოს ჭიშკართან ორი ახალგაზრდა ბიჭი იდგა, ხის უზარმაზარ მასას ექაჩებოდნენ. კარი იღებოდა და ელენეს შემოდგომისფერ თვალებში შორიდან გამოჩნდა ცხენზე ამხედრებული მამაკაცების სილუეტები. სახე გაუნათდა ელენეს. მისი შემხედვარე ნიკალაი თავისდაუნებურად იღიმოდა. იღიმოდა და ნატრობდა, ასრულებოდა ელენეს ის, რაზეც იმ წუთში ოცნებობდა.
იმას კი ვეღარ ამჩნევდნენ, რომ ყველა გამვლელი ისე უყურებდა ელენეს, როგორც ჭკუიდან საბოლოოდ გადასულს.
მხედრები ეზოში შემოლაგდნენ. ცხენების ჩლიქების ხმა ჩიტების გალობასავით ჩაესმოდა ელენეს.
ცოტა ხანში წითურმა საშინელი იმედგაცრუება იგრძნო. ალექსანდრემ, რომელიც გამართული იჯდა შავ ცხენზე, გვერდი აუარა. წამით გაიხსენა მასთან საუბრის ბოლო დღე. იქნებ, კიდევ გაბრაზებული იყო ალექსანდრე? იქნებ, მეფემ რაიმე ცუდი უთხრა ან დაავალა? იქნებ, ალექსანდრეს დედას დაემართა რამე?
თუმცა, ცოტა ხანში ელენეს ნიკალაის ხმა მოესმა.
-ჩქარა, ჩქარა წადი, ელენე! შენ გეძახის!-ეს არ იყო ირონია, არ იყო ცინიზმი. ნიკალაი გრძნობდა ელენეს ტკივილს. მასაც შეჭმუხნოდა ლიმონისფერი წარბები და იმ მომენტში არაფერზე ნატრობდა, გარდა ელენეს ღიმილისა.
-მე?-ალბათ, ნიკალაი ნიკლაი რომ არ ყოფილიყო, ელენეს ხმას ვერ გაიგებდა. ვერც ახლა გაიგო, უბრალოდ იგრძნო და ხელი ჰკრა გოგონას, ჩქარა რომ გადაედგა პირველი ნაბიჯი უკანონო უფლისწულის ოთახისკენ. ელენეც გაიქცა. ნიკალაის უნდოდა აიშესთვის მაინც ეთქვა, დახატული, გადაჭრილი კაბის გახდა ეიძულებინა ელენესთვის, მაგრამ... ვერ ხედავდა აიშე ნიკალაის. ვერ აწვდენდა ხმას მის გვერდით მდგარ, ჩქარი ნაბიჯით მოსიარულე გოგონას ცისფერთვალება...

ელენემ ოთახის კარი გააღო და შიგნით შევიდა. გარეთ მოიტოვა აიშე, არც ხალხის მზერას მიაქცია ყურადღება. გულაჩქარებულმა შეხედა შავთვალას, რომელიც ჯერ კიდევ აბჯარში იყო გამოწყობილი. მისკენ შებრუნდა ალექსანდრეც.
-მეძახდი?-თავდახრილმა იკითხა წითურმა. ალექსანდრესთან ყველაზე გაურკვეველი ურთიერთობა ჰქონდა ელენეს. ვერ ხვდებოდა ახლოს იყო მასთან თუ არა, შეეძლო თავისუფლად საუბარი თუ არა... რაც არ უნდა ყოფილიყო, მასთან ყველაფრის უფლება არ ჰქონდა, ყველაფრის უფლებას ვერ მისცემდა საკუთარ თავს.
-ღმერთო, ეს რა გიქნია!-გაურკვეველი ხმთ წამოიძახა ალექსანდრემ. სწრაფად გასწია ელენესკენ, თან თავისი მოსასხამი წაიღო,-ეს რა არის..? რა გაცვია... ნუთუ მართლა გიჟი მომყავს ცოლად?!-თავისთვის გააგრძელა კაცმა. თუმცა მას კაცს ვერ უწოდებდა ნიკალაი. ალექსანდრეც ბავშვი იყო, ოცი წლის ძლივს იქნებოდა მის თვალში...
ელენე გაშეშდა. ვერ იგრძნო, ვერ მიხვდა რა მოხდა. ყორნისფერთმიანმა შინდისფერი მოსასხამი მხრებზე შემოაფინა წითურს. ელენეს, წესით, ალექსანდრეს თბილი ხელების შეხებაც უნდა ეგრძნო და მისი გულისცემაც, თუმცა მამაკაცის სიტყვებმა მისი მგრძნობელობა სადღაც გააქრო, დამალა.
-რ...რა?-უხმოდ იკითხა გოგონამ. ალექსანდრეს ჩაეცინა. უცნაურად შეხედა გოგონას. ვერ მიხვდებოდით, სიყვარული ჭარბობდა ამ მზერაში თუ სრულიად უემოციო თვალები იყო, ან იქნებ ლამაზი ქალის დანახვისას ვნებამორეულს ანთებოდა შავი გუგები...
-მეფე თეიმურაზმა გადაწყვიტა, რომ უკანონო შვილებსაც არ მისცეს თავისუფლება,-ღიმილით შეხედა გოგოს. ნიკალაი შორიდან უყურებდა ყორნისფერთმიანს, რომელიც ზემოდან დაჰყურებდა ელენეს. სულ რამდენიმე სანტიმეტრი იყო მათ შორის დაშორება და ნიკალაის თავი კინოში ეგონა, ახალ რომანტიკულ ფილმზე. ახლა მიხვდა, ის, რასაც რამდენიმე წუთის წინ ფიქრობდა, ახდებოდა.
-შენს ოჯახს უკვე შეატყობინეს. გილოცავ, მალე ნახავ მათ. ერთი კვირა აქ იქნებიან, დაემშვიდობები, მერე კი ჩემი ცოლი გახდები,-უემოციოდ ჩაილაპარაკა ალექსანდრემ. ელენეს მოშორდა და აბჯრის გახდას შეუდგა.
წითური კი იდგა. იდგა და ფიქრობდა ალექსანდრეს სიტყვებზე. მხრებზე მისი მოსასხამი შემოეგდო და მისივე სურნელი ურევდა გონებას.
შეიძლება ყველა დანარჩენისთვის დაემალა, თუმცა ახალი ნიკალაისგან და რაც მთავარია, საკუთარი თავისგან ვერ დამალავდა იმას, რასაც ამდენი ხანია გრძნობდა-ალექსანდრე მოსწონდა. უყვარდა... უყვარდა მისი შავი, მეტყველი თვალები, რომლებიც არასდროს ყოფილან ისეთი უემოციო, როგორც ახლა. უყვარდა მისი სიცილი, თბილი და გულწრფელი. უყვარდა, მისი სიმკაცრე, მისი მოწესრიგებულობა. უყვარდა, როცა მათი მზერები გადაიკვეთებოდა, ან როცა საუბრობდნენ დღის ბოლოს, დაღლილები.
უყვარდა ალექსანდრე, თუმცა არასდროს უფიქრია მის ცოლობაზე... ოცნებადაც კი არ გაუელვებია გონებაში მსგავსი რამ.
ახლა რა უნდა ექნა?
ახლა, ალბათ, დასრულდებოდა მისი ყმაწვილქალობა.
ახლა დაივიწყებდა მეგობრებს, გართობას... მერე რა, რომ თავადის ასული იყო, მერე რა, რომ ალექსანდრე მის თვალში უფლისწული იყო... ელენე გათხოვებით დაკარგავდა ყველაფერს, რაც მისთვის ძვირფასი იყო...
იქნებ, ნიკალაისთვისაც უნდა დაენებებინა თავი? აბა, როგორი იქნებოდა, ალექსანდრეს მეუღლეს წარმოსახვითი მეგობარი რომ ჰყოლოდა, თანაც რუსი და თანაც... ბიჭი... ბიჭი, რომელსაც ალექსანდრე, ალბათ, ვერასდროს გაიცნობდა...

დიდხანს არ გაჩერებულა ალექსანდრეს ოთახში. იქიდან ხმის ამოუღებლად გავიდა. ნიკალაიც ჩუმად იყო. ელენეს მზერას ელოდა. ელოდა, თუმცა არაფერს იღებდა.
ელენე საკუთარ თავში გარკვევას ცდილობდა. ნიკალაი კი ვერ ივიწყებდა იმ გრძნობას, რომელიც ალექსანდეს სიტყვების მოსმენისას დაეუფლა. ჯერ კიდევ გრძნობდა, რაღაც როგორ აწვებოდა გულზე, როგორ ჩხვლეტდა, ჭრიდა...
და ნიკალაი მიხვდა, ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ელენეს ან ალექსანდრეს ეგონა. გაცილებით სასტიკი იყო ის სამყარო, რომელშიც ღმერთმა გადაისროლა.

თავი 6

თვალის გახელის ეშინოდა. ეშინოდა ელენეს დუმილის. არ უნდოდა აქაც ჩუმად ყოფილიყო გოგო. ასე უფრო ცუდია, დუმილი იმდენს ამბობს, იმდენს გაგრძნობინებს, რომ ყველაფერზე დაიწყებ ფიქრს...
-გაახილე, რა, თვალები,-შორიდან, ძალიან შორიდან გაიგო გოგოს ხმა და ისეთი მიუწვდომელი ეჩვენა იმ წამს, როგორიც ცა ან თეთრი ღრუბლებია.
თვალები ნელა გაახილა. გაახილა და მაშინვე დაინახა ხვეული, წითელი თმა, სქელი, წითელი ტუჩები და წითლად მოელვარე თვალები. ცეცხლისფერი იყო ელენე და ზუსტად იცოდა ნიკალაიმ, იმ წუთებში ელენეში მართლა გაჩაღებულიყო ცეცხლი, რომლის ჩაქრობაც არც ისე მარტივი იქნებოდა... თუმცა შესაძლებელი. ეს ნიკალაი იყო. ნიკალაი შეძლებდა წყალი დაესხა ცეცხლზე. აუცილებლად შეძლებდა.
საწოლზე წამოჯდა და მწვანეთვალებას შეხედა.
ელენეს მოუნდა ეტირა. ეტირა და მის ზღვისფერ თვალებში ჩაძირულიყო.
-არ მინდა გათხოვება, ნიკალაი...-წარბშეკრულმა ამოილაპარაკა. ხმა უკანკალებდა. ნიკალაის თავისდაუნებურად გაეღიმა. ასეთიც ლამაზი იყო ელენე. ასეთიც ცეცხლისფრად ელვარებდა. ასეთიც მიუწვდომელი ჩანდა...
-Не волнуйся, не волнуйся,-დაიჩურჩულა ბიჭმა. ვეღარ გაუძლო ელენეს ყურებას. ხედავდა, როგორ უცრემლიანდებოდა გოგონას თვალები და ნიკალაიმ დაუფიქრებლად ჩაავლო ხელი ხელში, თავისკენ მიიზიდა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
ახლა თითქოს ეუცხოა ელენეს ეს. ახლა ერიდებოდა მეგობრის...
-ეს კარგია, ხომ ასეა?-ზემოდან დახედა ელენეს. მანაც შეხედა ლიმონისფერთმიანს.
-რა არის კარგი..?-ხმაჩამწყდარმა ჰკითხა.
-ალექსანდრეს რომ მოჰყავხარ ცოლად! შენ ხომ გიყვარს ის?-წარბაწეული ნიკალაის თვალებში თეთრი ნაპერწკლები აუთამაშდნენ. ელენეს სახე გაურკვევლობამ მოიცვა. ვერ ხვდებოდა ნიკალაი მართლა იმას გულისხმობდა, რასაც ამბობდა თუ არა.
-მას არ ვუყვარვარ,-გულდაწყვეტით ამოილაპარაკა ბოლოს. ნიკალაი მოიშორა და უკან გადადგა ნაბიჯი.
-ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია მისი ცოლი იყო, მისი შვილების დედა... და მასთან ერთად გადაარჩინო საქართველო!
-რატომ გინდა ეს, ნიკალაი?-უცნაურად უყურებდა ელენე ბიჭს. ნიკალაი მის თვალებში ვერაფერს კითხულობდა, მხოლოდ ეჭვს და გული სტკიოდა, რადგან ელენეს უთქმელად აღარ ესმოდა მისი. ზოგჯერ, ამის გამო, ძალიან ენატრებოდა ძველ ელენე.
-რას ნიშნავს, რატომ...
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდება კახეთში? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა დაემართება ელენეს ან ალექსანდრეს? ან მათ მშობლებს და მეგობრებს?! შენ არ იცნობ მათ, შენ დროში აღარ არსებობენ ისინი, ნიკალაი!
-ჩემს დროში შენ არსებობ. შენ ხარ მნიშვნელოვანი და შენი ბედნიერებისთვის ასეა საჭირო. თუმცა მარტო ვერაფერს გავხდები. უნდა დამეხმარო. უნდა დამეხმარო, რომ დღესაც არსებობდეს ის კახეთი, სადაც შენ ცხოვრობ, ის სამეგრელო, საიდანაც შენ ხარ...
-ეს ბედისწერაა, ნიკალაი, ამის შეცვლა შეუძლებელია.
-ბედისწერა არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ, თუ ერთად ვიქნებით...

ელენეს აღარაფერი უთქვამს. მხოლოდ თავის დაქნევით დაეთანხმა ბიჭს.
ნიკალაი სკოლაში წასასვლელად მოემზადა. ის იყო სკოლაში უნდა წასულიყო, ელენეს ხმამ რომ შეაჩრერა.
-ნიკალაი, შენ ტანსაცმლის ჩუქებას შემპირდი!
ბიჭს გაეცინა. ჯერ კიდევ სამზარეულოში მჯდარ ელენეს შეუბრუნდა.
-ახლა ამის დროა?-ეცადა მკაცრი ტონი ჰქონოდა. თუმცა წითურის შემხედვარეს ეს არ გამოსდიოდა.
-კარგი, რა, ელენე! ისიც კი არ ვიცი, როგორ უნდა ჩაიცვა ის ჰუდი!
-რა უნდა ჩავიცვა?-ელენეს წარბები აეზიდა, სქელი ბაგეები ოდნავ დაეცილებინა ერთმანეთისთვის, გრძელი თითები კი ერთმანეთში აეხლართა.
-არაფერი, დაივიწყე... უბრალოდ, შენ ვერავინ გხედავს ჩემს გარდა. ანუ... მგონი მოჩვენებასავით ხარ და მოჩვენებები ტანსაცმელს არ იცვლიან...-ნიკალაიმ მხრები აიჩეჩა. არ უნდოდა გოგონასთვის გული დაეწყვიტა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა.
ელენემ თავი დაუქნია. დაუჯერა. მაგრამ სახეზე დაეტყო, აშკარად ეწყინა.
სახლიდან ერთად გავიდნენ. ნიკალაიმ ყურსასმენები გაიკეთა, ასე შემეძლება ელენესთან ლაპარაკიო. აქამდე ყველაფერი უფრო მარტივად იყო. ელენე ქუჩაში გვერდით მხოლოდ მაშინ ჰყავდა, როცა ცუდად იყო. სხვა შემთხვევაში წარმოსახვითი მეგობარი სახლში ელოდებოდა. ახლა კი უწევდა 'საკუთარ თავთან საუბარი'. 
წინ თვითონ მიდიოდა, უკან კი გრძელ, ძველებურ კაბაში გამოწყობილი წითური მისდევდა. წამით ნიკალაიმ წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა ვარდისფერ ჰუდში ელენე. გაეღიმა. უხდებოდა მის წითელ თმას ეს ფერი. მის თხელ, სუსტ სხეულს კი თანამედროვე ტანსაცმელი. ულამაზესი იყო ელენე. საოცრება იყო, ის რომ არსებობდა და საოცარი იყო ისიც, რომ წარსულიდან იყო. როგორ უნდოდა ყველასთვის ეთქვა, ყველასთვის ეჩვენებინა მზესავით კაშკაშა გოგონა. როგორ უნდოდა ყველას გაეგო, რომ ელენე მისი იყო, მისი რეალობა იყო...

ელენეს გახედა.
გაშეშდა.
ჯერ გაეცინა, მერე დასერიოზულდა. ბოლოს ისევ გაეცინა...
ელენეს ზუსტად ისე ეცვა, როგორც ნიკალაიმ წარმოიდგინა.
გოგოს არაფერი შეუმჩნევია. ნიკალაიმაც არაფერი თქვა. სკოლისკენ განაგრძო გზა. ავტობუსი თითქმის ცარიელი იყო. თავისუფლად ელაპარაკებოდა ელენეს. ერთადერთს, რასაც ხალხი იმჩნევდა მისი ქართული იყო, თუმცა ნიკალაი ამას დიდი ხნის წინ შეეგუა.

-სკოლაში ისევ ისე უნდა გელაპარაკონ?
-რატომ არ მოსწონთ შენი ქართული?
-რატომ არ სჯერათ შენი?
არ ჩუმდებოდა ელენე. კითხვებზე პასუხებს იღებდა და ახალი კითხვები ებადებოდა. ალბათ, სხვა რომ ყოფილიყო, ნიკალაი ამდენს არც მოუთმენდა.

-მოვედით!-წამოიძახა ბედნიერმა, რადგან ერთადერთი ნაცნობი ადგილი ნახა რუსეთში.
სკოლა.
წითელი აგურით იყო ნაშენი, გარშემო ასეთივე გალავანი ერტყა. ელენეს, ამ ადგილის პირველად ნახვისას, სასახლე მოაგონდა. ახლა კი იმ ნასახლარს აგონებდა, რომელზეც მემატიანეები გმირობებს მხოლოდ დიდხნიანი ფიქრის შემდეგ წერენ.
-მოვედით,-ღიმილით გაიმეორა ნიკალაიმ. ავტობუსიდან ჩამოვიდნენ და ჭიშკრისკენ წავიდნენ.
-ეს კაცი ვინაა?-კედელთან მდგარ მამაკაცზე მიანიშნა ელენემ. ბიჭს ყურადღება არ მიუქცევია. კაცს მიუახლოვდა.
-Здраствуите мистер Саша! Почему ворота закрыты?-დაბნეული ღიმილოთ იკითხა, თან საათს დახედა.
-Сегодня воскресенье, Николай...-კაცმა ხშირ, ჭაღარა თმაზე გადაიტარა დანაოჭებული მტევანი. ბიჭი დაიბნა. ელენეს გახედა. სივრცეში გოგონას წითური თმა დაინახა, თუმცა ამას არ დაუმშვიდებია. დარაჯს ბოდიში მოუხადა და ელენეს გახედა.
-წამოდი, ბიბლიოთეკაში...-უხმოდ ამოილაპარაკა. ცდილობდა არ შეემჩნია, თუმცა ეტყობოდა, რაღაცაზე ძალიან დარდობდა. დრო აერია. ეს გასაკვირი არც იყო, ნიკალაის ფაქტიურად არ ეძინა-მისი ძილი პარალელურ სამყაროში სიცოცხლე იყო. დასვენებით არ ისვენებდა, თუმცა კვირის დღეების არევა?! ნამდვილად ზედმეტია!

დიდხანს ფიქრობდა. თან კითხულობდა საქართველოს ისტორიას და თან თავს იკავებდა, საშინლად ჩუმ გარემოში ელენესთან ხმამაღლა არ ესაუბრა.
ბოლოს, როცა წიგნის იმ დანაყოფის ბოლო თავის უკანასკნელი სიტყვები წაიკითხა, სუნთქვა შეეკრა. ჯერ წიგნი დახურა. მერე თხელი, გრძელი თითები გადაატარა ყდას, თითქოს ასე იხსენებდა, მართლა ამის სანახავად მივიდა თუ არა ბიბლიოთეკაში. ბოლოს ფანჯარასთან მჯდომ ელენეს გახედა. გოგონ თავისთვის ჩაილაპარაკა, როგორც იქნა, ყურადღება მომაქციაო, მაგრამ ნიკალაის სულ სხვა რამ აინტერესებდა. გაფითრებულმა თვალები რამდენჯერმე დაახამხამა. მერე კი რაც შეეძლო მშვიდად იკითხა:
-ელენე, შენს დროში რომელი წელია..?

***

ყველაფერი მოუყვა ნიკალაიმ და ელენესაც ისეთი თვალები ჰქონდა, აშკარა იყო, ყველაფერი ესმოდა და ყველაფრის სჯეროდა. ნიკალაისაც, თითქოს გულიდან ლოდი მოეხსნა, მიხვდა, მისი აზრების ერთუ მესათასედი მაინც გაუმხილა მეგობარს და უარყოფაც არ შეუმჩნევია.
თუმცა ელენე ვერ ხვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ნიკალაის მონათხრობი არა და არ ხდებოდა. იმ დღეს კი მისი მშობლები ჩამოდიოდნენ. იმ მომენტში ოჯახს უფრო მიშვნელოვნად თვლიდა, ვერ აღიქვამდა რა ელოდა, ან საერთოდ ელოდა თუ არა ის, რაც ნიკალაიმ უთხრა.

იმ დღეს ნიკალაის იმედი არ დაუკარგავს. ბოლომდე ენდობოდა ელენეს და იცოდა, გეგმას მიყვებოდა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ნიკალაიმ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაზე ერთხელ მოსულს რაღაც ისეთი უნდა გაეკეთებინა, რომ ღირსეულად წასულიყო აქედან. მას თავისი ისტორიის შექმნა სურდა, თუმცა არა ეგოისტურად. მის ისტორიაში სხვები, განსაკუთრებით კი ელენე ფიგურირებდა, ის იყო თითქმის ერთადერთი ნათელი წერტილი... მხოლოდ მისთვის ღირდა ბრძოლა.

-დედა...-წამოიყვირა ხმაჩამწყდარმა, როცა ეზოში თამარ დადიანი შემოვიდა. მის გვერდით, ეტლში, მეგრული ტანსაცმლით გამოწყობილი, ამაყი თვალებით მომზირალი მამაკაცი იჯდა. სწორედ ის იყო გრიგოლ დადიანი, ელენე დადიანის მამა. კაცის სახე ვერცხლისფერ წვერს დაემშვენებინა, წარბებიც გათეთრებოდა და თმაც და იმდენად ლამაზი, თბილი გამომეტყველება ეძლეოდა ამით გრიგოლს, რომ ელენეს წამით ეჭვი შეეპარა, ნამდვილად მამამისი იყო თუ არა.
თამარი ულამაზესი იყო. დედას ჰგავდა ელენე. უფროსი ქალბატონიც წითური იყო, ხუჭუჭა თმა ჰქონდა, გრძელი, სწორი ცხვირი და სქელი ტუჩები, სახე ჭორფლებით ჰქონდა დაფარული, თვალები კი მწვანე ჰქონდა, გვიანი შემოდგომისფერი.
ელენეს უნდოდა გაქცევა, ჩახუტება, მოკითხვა, თუმცა გრძნობდა, გვერდით ალექსანდრე ედგა და ვერ გაბედა. ვერ აჩვენებდა ხალხს, რომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ბავშვური გრძნობებითა და სიყვარულით.
ეტლიდან გადმოვიდა გრიგოლი. მეორე მხარეს ახალგაზრდა ბიჭი იდგა-თამარს ეხმარებოდა. ნელი, დინჯი ნაბიჯებით წავიდნენ სახლის შესასვლელისკენ. ელენემ ალექსანდრესკენ გააპარა მზერა. დაინახა გამართული, ხელებჩამოშვებული მამაკაცი. შავი თმა შუბლზე ჩამოყროდა, შავი თვალები კი დადიანებს მიჰყვებოდნენ.
როგორ უნდოდა ელენეს ეგრძნო, რომ ალექსანდრესთვის არსებობდა ის, რაღაცას მაინც წარმოადგენდა...
თითქოს მიხვდაო ალექსანდრე, თითქოს იგრძნოო, ელენეს გახედა. ზემოდან დახედა. დაინახა მისი შეშინებული სახე და გაეღიმა. ისე გაეღიმა, ისეთი თანაგრძნობით, ისეთი სითბოთი, რომ ელენესაც სითბო ჩაეღვარა სხეულში. ალექსანდრეს თვალებიც განათდნენ. დაინახეს ელენეს წითელი სახე და განათდნენ. მის თვალებში კი ის ნაპერწკლები ათამაშდნენ, რომელიც ელენეს აქამდე არ უნახავს.
ნიკალაიმ დაინახა ეს. შეხედა და შეამჩნია. ალბათ, ახლაც მხოლოდ  მან შეამჩნია ის, რაც ზოგისთვის სამყაროს უდრის.
ნიკალაის გაეცინა. უცნაურად გაეცინა. და პირველად მოშორდა ელენეს. რამდნიმე ნაბიჯი გადადგა უკან და, საბოლოოდ, შორიდან დააკვირდა მეგობარს.

იმ დღეს ბევრი არ ულაპარაკია ელენესთან. იმ დღეს გრძნობდა, ელენეს შორდებოდა, კარგავდა და წამით ეჭვი შეეპარა ქორწილის დადებითობაში. თუმცა მალევე გააქნია თავი უაზრო ფიქრების გასაფანტად და ელენეს ოთახში შევიდა. იქ თამარი იჯდა, საწოლზე. მის გვერდით იწვა ელენე, თავი დედის კალთაში ჩაედო და ქალიც გაუჩერებლად ეფერებოდა ხვეულ თმაზე.
-როგორ გაზრდილხარ... დაქალებულხარ...-აკანკალებული ხმით ჩურჩულებდა ქალი. ელენე კი, თვალდახუჭული, ქვედა ტუჩს კბენდა, ცრემლებს აჩერებდა, სუნთქვას იკავებდა და მაინც... მაინც არ გამოსდიოდა, დედის კალთას ასველებდა მონატრებული ცრემლებით... ის დღე ახსენდებოდა, კახეთში გამგზავრებამდე რომ ემშვიდებოდნენ მშობლები. მათი ამაყად მომზირალი, თუმცა მაინც სევდიანი თვალები და მათი ცრემლიანი ღიმილიც ახსენდებოდა. მაშინ ვერ ხვდებოდა, რატომ უშვებდნენ ასე შორს, მაშინ არაფერი იცოდა ელენემ...
ზუდტად მაშინ გაჩნდა ნიკალაი და სწორედ მაშინ გაჩნდა უდიდესი, ენით აღუწერელი სიყვარულიც. ელენემ ოჯახი შეიძინა, ახალი ოჯახი-ნიკალაი, ალექსანდრე და აიშე...

ნიკალაი კართან იდგა. ხმას არ იღებდა. ან რა აზრი ჰქონდა? მისი არავის ესმოდა, მხოლოდ ელენეს და ახლა ვერ წაართმევდა ელენეს იმ წუთებს, რომლებსაც, ალბათ, წლების განმავლობაში ელოდა...

პირველად გადაწყვიტა ნიკალაიმ წასვლა. შორს წასვლა. თავის დროში უნდოდა დაბრუნება. დაძინება უნდოდა. მინიმუმ ერთი დღე-ღამით, ისე, რომ არავის ცხორებაში გამოჩენილიყო. ისეთი ძილი უნდოდა, სიზმარი რეალობა რომ არ იქნებოდა, თვალდახუჭულიც რომ არ იფიქრებდა... ისეთი ძილი ენატრებოდა, მარტო რომ იყო და ევა რომ ესიზმრებოდა. ბოლო წლების განმავლობაში კი სიზმარი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც თავის დას ხედავდა...
თვალაწყლიანებული გაუყვა დერეფანს. გრძნობდა, მარტო იყო და არ სიამოვნებდა უცხო დროში, უცხო სახლში ელენეს გარეშე სიარული.
ალექსანდრეს ოთახის კარი ღია იყო. ნიკალაიმ ჯერ მხოლოდ შეიჭყიტა შიგნით, მერე, აკანკალებული ხელები კარის სახელურს ჩაჰკიდა და ბოლომდე გააღო ის. შიგნით არავინ იყო. მხოლოდ ნიკალაი... ნიკალაი, რომელსაც ვერავინ ხედავდა და რომელსაც კარის გაღება გამოუვიდა!
ჩაეცინა ბიჭს, გრძელი, ცივი თითები ლიმონისფერ თმაში შეიცურა და უკან გადაიწია, მერე კი ალექსანდრეს მაგიდას მიუახლოვდა.
ზედ რამდენიმე წერილი იდო, ძველ, მოყვითალო ფურცელზე დაწერილი. ნაწილი გაუხსნელი იყო, ზოგი დახეული, ზოგიც კი, ლამაზად დაკეცილი იდო ხის მაგიდის შუაგულში. ერთადერთი წერილი იდო გახსნილი, გაშლილი... იქ ლამაზი ასოებით ეწერა შავი, შავი ამბავი...
ბიბლიოთეკაში ნიკალაის წაკითხული სიმართლე აღმოჩნდა.

„ბატონო ალექსანდრე.

ირანელები და ოსმალები შეტევაზე გადმოდიან. ქართველი ელჩები დახმარების სათხოვნელად რუსეთში გავაგზავნეთ. კახეთის მეფე ბრძოლაში მონაწილეობას გთხოვთ...“

ნიკალაის თვალები გაუფართოვდა. ელენე აქედან უნდა გაექრო, როგორმე უნდა მოეხერხებინა ეს...
და სანამ კახელი თავადის ეზოში თავადი ალექსანდრე, თეიმურაზ მეფის უკანონო ვაჟი მზეს გაჰყურებდა და ერთი და იმავეს ჩურჩულებდა ვიღაცაზე, ბედნიერებას იმსახურებსო, ნიკალაიმ მომუშტული ხელები მაგიდას დააყრდნო, ფანჯარას გახედა და იქ, მზის მაგივრად თითქოს ევა დაინახა. წარბი შეკრა, მერე გაეღიმა და მტკიცედ ჩაილაპარაკა:
-Я не смог спасти Еву, но я спасу тебя...


თავი 7


კაცს არ უნდა დაენახა მისი კაბა, თეთრი, ნაზი ნაჭერი, რომელიც მთელ სხეულს უფარავდა, თუმცა ნიკალაი მაინც იქ იდგა. იდგა და უყურებდა სარკეში მომზირალ გოგოს. როგორ უნდოდა ყველას შეძლებოდა მისი დანახვა... როგორ უნდოდა, ყველა გამვლელთან, ყველა გლეხთან და თავადთან მისულიყო და ეთქვა, ელენე თხოვდებაო, ჩემი ელენეო... იმ მომენტში ყველაზე მეტად გრძნობდა, რამდენად უყვარდა ელენე. ხვდებოდა, ეს ისეთი სიყვარული იყო, ყველაზე ძლიერი რომ ეგონა ქვეყანაზე. იმასაც ხვდებოდა, ასე მხოლოდ ევა უყვარდა... ევა და ელენე.
ნიკალაი ალექსანდრეზეც ფიქრობდა. ჩვიდმეტი წლის გოგო უნდა მიებარებინა მისთვის... ეშინოდა, ვაი თუ ისეთი ბედნიერი არ იქნებოდა ელენე, როგორიც უნდა იყოს, თუ იმას არ მიიღებს, რაც ეკუთვნის... არ იცოდა, უყვარდა თუ არა ალექსანდრეს ელენე. წარმოუდგენელი ეჩვენებიდა უსიყვარულოდ ქორწინება, ოჯახის შექმნა და მისი შენარჩუნება.
მაგრამ, როცა ელენეს სევდიანად მომღიმარ სახეს უყურებდა სარკიდან, ალექსანდრეზე ვეღარ ფიქრობდა. მისთვის ელენე ხდებოდა მთავარი, ღიმილი მის ჭორფლიან სახეზე და თეთრი ნაპერწკლები მის შემოდგომისფერ თვალებში.

ელენე ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. თხელ, სუსტ თითებს ერთმანეთში ხლართავდა, სქელ აკანკალებულ ტუჩებს კბილებს შორის იქცევდა და ცდილობდა დამშვიდებას. სარკეში იყურებოდა და საკუთარ თავს თვალს არიდებდა. სამაგიეროდ უყურებდა ნიკალაის და მისი ლიმონისფერი თმა და ცისფერი თვალები ახსენებდნენ, რომ ცხოვრება ჯერ კიდევ არ სრულდებოდა და ჰქონდა რაღაც, რისთვისაც ღირდა თავგანწირვა (თუმცა რამდენად იყო ალექსანდრეს ცოლობა თავგანწირვა? ელენე ამას ვერ იაზრებდა...) .
წითურმა არ იცოდა როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, მისი მომავალი... მხოლოდ ის იცოდა, რომ კარგი ცოლი უნდა ყოფილიყო და საუკეთესო დედა. ალბათ, სწორედ ამას კითხულობდა ნიკალაის თვალებშიც და იმ მომენტში ეს საკმარისზე მეტი იყო.

ნიკალაიმ და ელენემ არ იცოდნენ რას აკეთებდა ალექსანდრე. ამაზე არც ფიქრობდნენ. ყველა ასე იქცეოდა, არ აინტერესებდათ ალექსანდრე, ალბათ, ძლიერი ეგონათ და მათი აზრით, ქორწილი ალექსანდრესთვის არაფერი იქნებოდა...
მართლა ძლიერი იყო ბიჭი. თავს სწირავდა ალექსანდრე (თუმცა ელენე ნამდვილად უყვარდა). მხოლოდ მან იცოდა მეფესთან წასვლის რეალური მიზეზი, მხოლოდ მან იცოდა, რომ ქორწილი მეფეს არ დაუგეგმავს... მხოლოდ მან იცოდა, რამდენიმე დღეღა ჰქონდა დარჩენილი. საკითხავი ის იყო, როგორ მოკვდებოდა.
ეშინოდა, რომ ელენეს ვერ გააბედნიერებდა. ეშინოდა, რომ მისი სახიდან იმ ულამაზეს, სიცოცხლისმფრქვევ სიცილს გააქრობდა. ეშინოდა, რომ ვერ მოასწრებდა მისით დატკბობას. ქორწილის ღამე კი სულ არ აინტერესებდა...
კანკალებდა შინაგანად, თუმცა არაფერი ემჩნეოდა. არაფერი დამჩნევია მთელ ეზოში გაშლილ სუფრასთან მსხდომი ხალხის წინაც. არც ცოლის მოყვანიდან პირველ ღამეს...
ის ღამე უყვარდა ალექსანდრეს.
ჯერ კიდევ ათი წლის ელენე გაიცნო, თუმცა იმ ღამეს გაიგო, გოგოზე არაფერი სცოდნია.
იმ ღამეს ელენემ ყველაფერი მოუყვა ალექსანდრეს.
იმ ღამეს გაიგო ალექსანდრემ ნიკალაიზე და იგრძნო მისი არსებობაც.
იმ ღამეს ალექსანდრე ელენეს სურნელით ტკბებოდა, ელენეს წითურ თმას ეფერებოდა, მის შემოდგომისფერ თვალებს აკვირდებოდა...
იმ ღამის მერე, ყოველ დღე გრძნობდა ალექსანდრე, რომ ელენე მისი იყო, მას ეკუთვნოდა. აბედნიერებდა მისი ღიმილი, მისი ისტორიები, ნიკალაიც კი... უყვარდა ყოველი წამი, როცა მას უყურებდა. უყვარდა, როცა ელენეს უახლოვდებოდა და გოგონას გულისცემა მთელ ქვეყანას ესმოდა. უყვარდა, როცა შუბლზე კოცნისას სახეზე ხელებს მოჰკიდებდა, ელენე კი თავის აკანკალებული თითებით ჩაეჭიდებოდა მტევნებზე. უყვარდა მისი სქელი, წითელი ტუჩების გაურკვეველი გემო.
ელენე უყვარდა და ვერასდროს იტყოდა ამას. იმას, რასაც გრძნობდა ერთი სიტყვით ვერ გადმოსცემდა... ვერ დაარქმევდა ამას უბრალოდ 'სიყვარულს'...

***

-დარწმუნებული ხარ?-იკითხა შავთმიანმა. მის წინ მჯდომმა თავი დააქნია.
-იგივეს იმეორებს,-მხრები აიჩეჩა და წარმოსახვით მეგობარს გახედა. ნიკალაიმ გაუღიმა გოგოს, სწორად იქცევიო...
-მაშინ, რუსეთს არ უნდა მივმართოთ,-ალექსანდრე მშვიდას ლაპარაკობდა, ჩაფიქრებულ სახეზე სევდა ასახვოდა და თვალებს ელენეს არ აშორებდა.
არ იცოდა, საერთოდ რატომ უჯერებდა მას. რატომ სჯეროდა, რომ ნიკალაი არსებობდა. იქნებ, სადღაც ღრმად გულსა და გონებაში საერთოდ არ იჯერებდა, რომ ვიღაც ლიმონისთმიანი რუსი მის ცოლთან მასზე მეტ დროს ატარებდა. იქნებ, მხოლოდ სიყვარულის გამო ალაპარაკებდა ხალხს მათ სიგიჟეზე...
-და უნდა გაერთიანდეთ,-გაიგო ელენემ მეგობრის ხმა და მისი სიტყვები გაუმეორა ალექსანდრეს. ყორნისფერთმიანმა თავი დაუქნია, მართალი ხარო.
-მეფეს უნდა შევატყობინოთ,-მტკიცედ წარმოთქვა ბოლოს ალექსანდრემ.

ელენეს გაუკვირდა, მეუღლე ასე მარტივად რომ დაითანხმა. უყვარდა ალექსანდრეს ხასიათები. მისი თბილი ღიმილი, როცა ელენე თავისებურ სისულელეს იტყოდა, მის სახეზე ჩამოყრილი შავი თმაც უყვარდა და მისი შავი თვალებიც... ენდობოდა ალექსანდრეს, ბოლომდე ენდობოდა, თუმცა მაინც გაუკვირდა, როცა ალექსანდრესგან ბოლო სიტყვები გაიგო. ელენემ იცოდა, რა ხდებოდა მომავალში, თუმცა ამ ყველაფრის რეალურობაში ხშირად თავადაც ეჭვი ეპარებოდა. ახლა კი ალექსანდრე მეფესთან წასვლას აპირებდა. და რა უნდა ეთქვა? ნიკალაი ივანოვი გატყობინებთ, რომ გეგმები შეცვალოთო? ვინ იყო ნიკალაი კახეთის მეფისთვის? ან იმ მეფე-მთავრებისთვის, ვინც დაგლეჯილ საქართველოს ნაწილ-ნაწილ მართავდნენ?! რა თქმა უნდა, მონათხრობს არავინ დაუჯერებს ალექსანდრეს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მხედარია... (მის წარმომავლობაზე კი ხალხმა არაფერი იცოდა... ალბათ, სირცხვილი ჭამდა მეფეს, რადგან ალექსანდრეს მხოლოდ მისი სისხლი ჰქონდა და არა მისი გვარი.)

დიდი დრო არ დასჭირვებიათ. ეტლში ერთად ჩასხდნენ ალექსანდრე და ელენე. მათ უკან მიდიოდა უფრო პატარა ეტლი, სადაც იჯდა აიშე, მასთან ერთად ალექსანდრეს თანმხლები მამაკაცი. ელენეს წინ ეჯდა ნიკალაი. და ელენე იყო ყველაზე ბედნიერი ქალი, რადგან აკეთებდა იმას, რასაც სწორად თვლიდა, გვერდში კი ედგნენ მისთვის ძვირფასი ადამიანები. არ აინტერესებდა ელენეს ის, რომ მისი დედ-მამა, სულ ახლახანს ჩამოსულები, სახლში მარტო დატოვა. მთავარი იყო ალექსანდრე, რომელიც მის თხელ თითებს ებღაუჭებოდა.

ზოგჯერ, სიმართლე ისაა, რასაც ადამიანი წარმოიდგენს, რასაც ადამიანი მოისურვებს ან რასაც სხვისგან გაიგებს. ზოგი თვლის, რომ მართალია, რადგან ის უბრალოდ მართალია და ყველა ზურგს აქცევს, ზოგი თვლის, რომ მართალია, რადგან დაინახა რაღაც ისე, როგორც დაინახა. იმაზე არ ფიქრობს, რომ ცა ზოგისთვის ცისფერია, ზოგისთვის ლურჯი, ამინდი ზოგისთვის კარგია, ზოგისთვის ცუდი... სიმართლე ზოგისთვის რეალურია, ზოგს კი არ აქვს საკმარისი საბუთი ამაში დასარწმუნებლად.
ელენე და ალექსანდრე ადამიანების იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, რომლებმაც სწორი გზა დაინახეს, თუმცა არ ფიქრობდნენ, რომ ამ გზას სხვები თავისებურად ხედავდნენ.
ნიკალაი უფრო საღად აზროვნებდა. მისი გონება წვდებოდა იმას, რომ მეფე მას ვერ დაინახავდა და მის ზღვისფერ თვალებში შიში იჩენდა თავს. იცოდა, რამდენად მკაცრი შეიძლებოდა ყოფილიყო მეფე და ეშინოდა, რომ ელენე იმას არ მიიღებდა, რასაც ელოდა... რამდენჯერმე უთხრა გოგოს, არასწორად იქცევი, ჯერ ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ბოლოს, როცა რამდენიმესაათიან მდუმარებას თავი დააღწია, უკვე თავის ოთახში იყო. ელენეს ჩაეძინა, ალექსანდრეს მხარზე მიყრდნობილს, ნიკალაიმაც დაიძინა გზაში და თვალი ჯერ კიდევ ბნელ რუსეთში გაახილა.
ჯერ კიდევ ღამეაო, გაიფიქრა და საუკუნოვანი სიზმრიდან გამოუფხიზლებელმა დაიწყო ელენეს ძებნა.
-Эй, ты жив?-მონატრებული ხმა გაიგო და მაშინვე წამოჯდა საწოლზე.
-Папа!-ჩურჩულით წამოიძახა. როგორ მონატრებია მისი სახე. წამებში მოხვია ხელები მამას და მთელი ძალით ჩაეხუტა. ისე, თითქოს ეს უკანასკნელი ჩახუტება ყოფილიყოს... ისე, თითქოს ტყუპისცალთან და დედასთან ერთად მამასაც კარგავდეს... ან იქნებ უფროსი ივანოვი დაკარგავდა იმ უკანასკნელს, ვინც სიკვდილის უფლებას არ აძლევდა..?
ნიკალაის მოეჩვენა, რომ ელენესთან ერთად წარსულში ყოფნა აღარ უნდოდა. მოეჩვენა, რომ იქ არაფერი გააჩნდა, არავინ ჰყავდა... მხოლოდ უსასრულო დრო, რომელიც უცხო გარემოში გადის. ნიკალაი მხოლოდ ახლა მიხვდა, რამდენად სურდა იქიდან თავის დაღწევა ან იმის გარკვევა მაინც, რამდენად რეალური იყო არარსებული სამყარო.
ოთახში მალე დარჩა მარტო და მაშინვე ელენეს შეხედა.
-როგორც ჩანს, ჩემთან ზედმეტად დიდხანს ვიყავით...-დარცხვენით თქვა ელენემ, როგორც კი მარტო დარჩა ნიკალაისთან. ლიმონისფერ ბიჭს გაეღიმა. საათს დახედა ტელეფონზე, თან ადგომას ცდილობდა.
-არა, არც ისე... უბრალოდ, ცუდი ამინდია და ბნელი ცა,-რუსული აქცენტით დაუფიარებლად წარმოთქვა, როცა ეკრანზე თეთრად გამოსახული რიცხვები გაარჩია.

-Папа, ты не работаешь сегодня?-ჰკითხა დივანზე წამოწოლილ კაცს. მერე მიუახლოვდა. მის სახეზე, ალბათ, პირველად დაინახა ასეთი სიმშვიდე ოჯახის განახევრების შემდეგ.
-იქნებ, რამე დააფარო..?-გაიგო გოგონას ჩურჩული, თითქოს ელენეს ხმა გააღვიძებდა კაცსო, შორს იდგა წითური და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. ნიკალაიმ თავი დაუქნია, მძინარე მამას ჯერ კიდევ აუნთებელი სიგარეტის ღერი გამოართვა, პლედი გადააფარა და ჩუმად, ძალიან ჩუმად წავიდა ოთახისკენ.
-მოდი, წავიდეთ,-გადაუჩურჩულა გვერდით მდგარ გოგონას.
-სად?-ელენეს თვალები გაუბრწყინდა. თან დაინახა, რამდენს მალავდა ნიკალაი... როგორ შეეძლო ყველა გრძნობის ასე შორს, ასე ღრმად ჩამარხვა?!
-არ ვიცი,-მხრები აიჩეჩა ბიჭმა, თან გარდერობის კარი გამოაღო,-სადაც გზა წაგვიყვანს,-თქვა ბოლოს ღიმილით.

გზა გრძელი იყო. მათი მოგზაურობაც იწელებოდა, არ სრულდებოდა და არც ჰქონდა რომელიმეს დასრულების სურვილი. აქ მშვიდობა იყო, რასაც სიწყნარე ერთვოდა თან და ზოგჯერ ადამიანს მეტი არაფერი სჭირდება. ჩუმ ქუჩაში მისეირნობდა ნიკალაი და მას უხმოდ მისდევდა წითური. მშვიდი იყო ყვითელი სინათლეებიც, რომლებიც სახლებიდან ჩანდა და ლამპიონების მცირე განათებაც.
მშვიდი იყო ნიკალაის სუნთქვაც. ვინ იცის, რატომ. იქნებ იმიტომ, რომ ელენესთან იყო, ან იმიტომ, რომ თავის ქვეყანაში დაბრუნდა, თავის დროში, თავის ხალხთან? ან იქნებ იმიტომ, რომ გაღვიძებისას პირველად მამა დაინახა და მისი ჩახუტებაც იგრძნო?
არ იცოდა ელენემ ნიკალაის სიმშვიდის მიზეზი (და არც ნიკალაიმ იცოდა ეს...), თუმცა გრძნობდა, მისი შემყურე თვითონაც მშვიდად სუნთქავდა და ამაზე მნიშვნელოვანს ვერაფერს ხედავდა. წამით თვითონაც მოუნდა, რომ სამუდამოდ მასთან დარჩენილიყო. იმ მომენტით ეცხოვრა, იმ განსხვავებული, ოცდამეერთე საუკუნის ბედნიერებით... რამდენ განსხვავებას ხედავდა ელენე ძველ და ახალ მშვიდობას შორის. თავის დროში რომ იყო, იმ ძველ დროში, ყველა ერთმანეთის კარგით იხარებდა, ერთმანეთით ცოცხლობდნენ... იქ ვერ ნახავდით ადამიანს, რომელიც მხოლოდ საკუთარ ტყავზე დარდობდა. ერთი სამართალი ჰქონდათ და ყველა მზად იყო მის შესასრულებლად. ნიკალაის დროში კი მშვიდობა და სამართალი იმდენია, რამდენი ადამიანიცაა სამყაროში... ელენე ხედავდა თავის ტოლ გოგო-ბიჭებს და უკვირდა, როგორი თავისუფლები იყვნენ ისინი. წამით საკუთარი თავი შეეცოდა. ის მხოლოდ ჩვიდმეტი წლის იყო და უკვე გათხოვილი. მას არ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ ყველასთან ჰქონოდა კონტაქტი, მხოლოდ მისთვის შესაფერისი ხალხი... მას არ ჰყავდა დედა და მამა ყოველთვის გვერდით და ვერც ტელეფონით გაიგებდა მათ ხმას. თუმცა, ელენემ ჯერ არ იცოდა, რა ელოდა წინ. ელენემ არ იცოდა, რომ რაც ჰქონდა, იმასაც ინატრებდა... არ იცოდა, რა მოხდებოდა თუნდაც რამდენიმე წუთში...

-Николаи!-უცხო ადამიანის ხმა გაიგო და შეკრული წარბები მაშინვე გახსნა. ნიკალაის ამოეფარა და წინ მდგარ ბიჭს მორცხად გახედა. მის შესწავლას შეუდგა. კარგი ადამიანი ჩანდა, ნიკალაის ასაკისა იქნებოდა, ყავისფერი თმა ჰქონდა და ცისფერი თვალები. თხელი ტუჩები გაეწელა და ოცდათორმეტივე კბილი უჩანდა, თვალები კი ისე უბრწყინავდა, თითქოს რაღაც განსაკუთრებული მომხდარიყოს.
-Дима!-მხრები აუთამაშდა ნიკალაის. ვინ იცის, როგორ ენატრებოდა მეგობრები...
-Где ты был? Я почти скучал соскучилса по тебе!-მხარზე ჩასჭიდა ნიკალაის ხელი, რიგორც ელენემ გაიგო, დიმამ, და თავისკენ მიიზიდა. ნიკალაიმ იგრძნო, როგორ დაჰკრა რამდენჯერმე უხეში, ლამაზად თლილი თითები ზურგზე. მანაც მოჰხვია მეგობარს ხელი, ელენე სულ აღარ ახსოვდა. თავი იმ დროში ეგონა, ევას რომ ელოდებოდა სკოლის ჭიშკართან და კლასელებს ემშვიდობებოდა. ან, იქნებ, სახლში მათთან ერთად წასულიყო...
-ეს ლამაზმანი ვინ არის?-განაგრძო რუსულადვე დიმამ, როგორც კი მეგობარს მოშორდა. ნიკალაის გაუკვირდა. ელენეს კი ამაზე რეაქცია არ ჰქონია.
-ვინ?-უცნაურად იკითხა ბიჭმა.
-აი, ეს წითური...-ღიმილით გახედა დიმამ ელენეს.

გოგო მიხვდა, დიმა მას უყურებდა. მხვდა, ამჩნევდნენ იქ, სადაც არავის უნდა შეემჩნია... წესით.
ნიკალაის თავბრუ დაესხა.
დიმა ელენეზე ეკითხებოდა. იმ ელენეზე, რომელიც ნიკალაის წარმოსახვა უნდა ყოფილიყო...
წესით.
თუმცა ყველა წესი დარღვევისთვისაა განწირული. ადრე თუ გვიან, მათ უცნაური ღიმილით გაიხსენებენ და გაიფიქრებენ, რომ ეს წესი სწორი არასდროს იყო...

თავი 8

ლურჯ ცას იისფერი და ნარინჯისფერი შეჰპარვოდა. ვარდისფერი, მსუბუქი, რბილი ღრუბლები კორპუსებს შორის ჩამავალ მზეს ეფარებოდნენ და მზისფერად ელვარებდა მისი ჩრდილი ღრუბლებზე. ცისკრის ვარსკვლავიც აინთო და სადღაც შორს, მკრთალად მოჩანდა ნამგალა მთვარეც. უყურებდა ელენე ცას და ეუცხოებოდა კორპუსის ბინიდან მისი ცქერა. ხე არ ჩანდა, არც ბალახი და არც ყვავილი. თითქოს ოცდამეერთე საუკუნის ადამიანებს მწვანე ფერის გაქრობა ჩაეფიქრებინათ...  თავისი სამყაროს ცა სულ სხვანაირი იყო... იქაურ ცას, გეგონებოდათ, სუნთქვა შეეძლო და ლაპარაკი...
ელენემ იცოდა, რაღაც ახალი ხდებოდა. იცოდა ეს, რადგან დიმამ ის შეამჩნია. ავტობუსშიც შეამჩნია ხალხმა, გამოელაპარაკნენ კიდეც...
იცოდა ელენემ, რაღაც ახალი რომ ხდებოდა, მაგრამ კარგი იყო ის თუ ცუდი, ვერ ხვდებოდა...

ნიკალაი იწვა და ტელეფონს დაჰყურებდა. ხმას არ იღებდა, თითქოს მოსწონდა ის სიჩუმე, თან უხერხული რომ იყო და თან ასეთი სასიამოვნოდ მოსაუბრე... ტელეფონის ეკრანზე ორი ადამიანი ჩანდა. ერთს ლიმონისფერი თმა ჰქონდა, ზღვისფერი თვალები და ასეთივე სიცილი. მეორე გოგონა იყო, ულამაზესი გოგონა, ცეცხლისფერი თმით, შემოდგომისფერი თვალებითა და მზისფერი სიცილით. თუმცა მხოლოდ ნიკალაი და ელენე თუ დაინახავდნენ მათ ბედნიერ სახეებში დაბნეულობას და შიშს. რაღაც გაურკვეველი სიახლის შიშს... დიმამ კი, რომელმაც ეს ფოტო გადაუღო, სულ ვერაფერი შეამჩნია. მას მოეწონა ელენე. ნიკალაი და ელენეც მოეწონა... მთელი დღე გაიძახოდა, ელენა, რა კარგი გოგო ხარო, აქამდე რატომ არ მინახიხარო... ელენემ კი არ იცოდა, რა უნდა ეთქვა, რუსულად საუბარიც ერიდებოდა და მხოლოდ აქა-იქ თუ ამოიღებდა ხმას.
იხსენებდა ამას ნიკალაი და თავისთვის ეღიმებოდა. ეღიმებოდა, რადგან ელენე უცნაური იყო. ბავშვური, თბილი, პირდაპირი  და მიამიტი. შეუძლებელი იყო ელენესთან თუნდაც ერთი წუთი გაგეტარებინათ და არ შეგყვარებოდათ იმ ფიზიკური და სულიერი სილამაზის გამო, რომლითაც ის იყო დაჯილდოებული.

ახლა რა უნდა ექნათ? რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს? რამდენ ხანს მოხვდებოდა თვალში ხალხს ელენეს სილამაზე? ნიკალაიმ წარმოიდგინა, როგორ აჩერებს ყველა გამვლელი და ელენეს აქებს და მიხვდა, ამას ვერ აიტანდა. ელენე მისი იყო იმ სამყაროში. მისი შექმნილი იყო და მას ეკუთვნოდა! ელენეს სამყაროში კი მისი და ალექსანდრესი... ჯერ ის ვერ გდაეხარშა, ელენე რომ გათხოვდა... მისი გაყოფა მოუწია ალექსანდრესთვის და ახლა? ახლა რა იქნებოდა?! ნუთუ ყველა უნდა დამტკბარიყო ნიკალაის მზით? ამის უფლებას ვერავის მისცემდა.
ელენეს ვერავის დაუთმობდა, ვერავის გაუყოფდა, ვერავის დააჩაგვრინებდა... ამაზე ფიქრით მოწყდა სამყაროს, ტელეფონს დაჰყურებდა, თუმცა ვეღარ ხედავდა იმ ერთადერთ სურათს, სადაც ის და ელენე ჩანდნენ და ვეღარც ფანჯარასთან მდგარ დაბნეულ, შეშინებულ ელენეს ამჩნევდა. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა წითურის აკანკალებული ხმა გაიგო. როგორ უყვარდა მისი ქართული და მისი ქართველობა...
-ვიღაც მოდის...-ამოიკნავლა გოგომ და ნიკალაის იმავე წამს ელდანაკრავივით წამოდგა. ტელეფონი საწოლზე დააგდო, ადგა და კარისკენ წავიდა. ოთახის კარის გამოღებამდე ელენეს მზერა იგრძნო. თითქოს მისკენ ზურგით მდგარიც კი ხვდებოდა, რაზე ფიქრობდა ელენე. თითქოს ასეც გრძნობდა მის აწყლიანებულ თვალებს...
-ნუ გეშინია,-ისე თქვა ბიჭმა, წითურისთვის არ გაუხედავს,-მე აქ ვარ. არაფერი გემუქრება,-ჩუმათ, თითქმის უხმოდ ამოილაპარაკა. თავის თავში არ იყო დარწმუნებული, მაგრამ ელენესთვის ეს დიდ რამეს ნიშნავდა. ელენეს იმედი მიეცა. იცოდა, ნიკალაი მუდამ მასთან იქნებოდა, ახლა კი ბიჭი თავად ამტკიცებდა ამას და ელენეს თითქოს აღარაფრის ეშინოდა იმ წამს. აღარ, რადგან ნიკალაი მასთან იყო.

ბიჭმა კარი გააღო და დერეფანში გავიდა. მერე სამზარეულოში გავიდა და სასადილო მაგიდას მიუახლოვდა.
-უკვე მოხვედი..?-დაბნეულმა საკუთარი ხმა გაიგო და გაუკვირდა, მამამისის დანახვაც არ გახარებია იმ დროს.
-ჰო,-როგორც ყოველთვის, მოკლედ უპასუხა კაცმა.
არა, ყოველთვის ასეთი არ იყო უფროსი ივანოვი. იყო დრო, როცა სიცოცხლე უხაროდა, როცა, სამსახურიდან მოსულს, ორი შვილი და მეუღლის ღიმილი ეგულებოდა სახლში. მაშინ ოჯახი ჰყავდა, ახლა კი ნიკალაი ჰყავს, ანუ აქვს რაღაც, რაც ათრევს დაუძლურებულს, სიცოცხლეს არ აცდის და არც სიკვდილის უფლებას აძლევს...

-მამა,-თითქოს რაღაცის თქმა დააპირა ნიკალაიმ, პირი გააღო. კაცის მზერაც წამში მისკენ იყო მიმართული, თუმცა ბიჭს ხმა ჩაუწყდა. რა უნდა ეთქვა..? უნდა მოეყოლა წარმოსახვით მეგობარზე, რომელიც ევას მაგივრობას უწევდა? აბა, მაშინ, რაღატომ აჩვენებდა, რომ ყველაფერი მარტივად გადაიტანა. რატომ იქცეოდა ისე, თითქოს ყოველ წუთს არ ახსენდებოდა ხანძარი, რომელსაც მისი და და დედამისი შეეწირნენ. იცოდა ნიკალაიმ, ასე იმიტომ იქცეოდა, მამამისს არაფერი რომ არ შეემჩნია და ამით კიდევ უფრო არ დამძიმებოდა გულისცემა. ამიტომ, გადაიფიქრა. კაცის კითხვით სავსე მზერა რომ დაინახა, ღიმილით განაგრძო,-წყალს დაგისხამ. დაჯექი, დაისვენე.
-ნიკალაი, შენი საქმეები როგორ მიდის?-მისი ხმა იმდენად დაძაბული იყო, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს შვილთან მოსაუბრე მამა იყო. ნიკალაიმ მას გახედა და გაუღიმა. წყალი მიაწოდა და ნაჩქარევად უთხრა, ოთახში შევალ და მალე გამოვალ, მერე კი ყველაფერს მოგიყვებიო. მაშინ მამის სახეზეც დაინახა ღიმილი. ის ღიმილი, ასე რომ ენატრებოდა. დაენანა კიდეც მაშინ ოთახში შესვლა, მაგრამ მამის თვალებშიც კი ელენე მოელანდა, შეშინებული, დაბნეული, ჩამქრალი... მერე საკუთარ თავზე გაბრაზდა, ვალდებულება აიღო და ახლა მარტო დატოვა გოგო. ჰოდა, ამიტომ დაბრუნდა ოთახში. შორიდან მოესმა კაცის ხმა, შენთან მინდოდა დროის გატარებაო, თუმცა თითქოს ვეღარაფერი გაიგოო... ისევ ფანჯარასთან იდგა ელენე, თუმცა კარისკენ იყურებოდა. თითქოს ნიკალაის ელოდა. ისეთი გაურკვეველი ფერები ირეოდა მის თვალებში, შემოდგომისფერი სიმწვანე სულ გადაეფარა.
-ეი, რა გჭირს?-ანერვიულებული ღიმილით იკითხა ბიჭმა. ელენემ ჯერ არაფერი თქვა. წამით გაუნძრევლად იდგა, მერე თავი გააქნია და ნიკალაის ჩახედა ზღვისფერ თვალებში. მაშინ გაახსენდა, რომ ზღვა საერთოდ არ ჰქონდა ნანახი. მაგრამ იცოდა, ნიკალაის თვალები ზღვისფერი იყო, ზღვას კი ნიკალაისა და მზის ფერი ექნებოდა. აუცილებლად ნახავდა ზღვას. ნახავდა და, რა თქმა უნდა, ნიკალაიც მასთან იქნებოდა. მაშინ დაინახავდა ზღვისფერ თვალებში არეკლილ ზღვას და ეს, იქნებ, მის ცხოვრებაში საუკეთესო სურათიც კი ყოფილიყო...
-ელენე...-ნიკალაი მიხვდა, გოგო ფიქრების სამყაროში გადავარდნილიყო და თავი შეახსენა. წითურის მზერაც მაშინვე აზრიანი გახდა, ნიკალაიზე მიყინული თვალებით ბიჭი შეამჩნია და მისი დასმული გითხვაც ხელმეორედ გაისმა ელენეს გონებაში.
-გული ცუდს მიგრძნობს...-მხოლოდ ეს თქვა ელენემ და ნიკალაის მაშინვე ეტლში მჯდარი ალექსანდრე და ელენე გაახსენდა. ისინი სიცოცხლეს იმსახურებდნენ. ნიკალაიმ კი იცოდა, რომ ირან-ოსმალების ხელში დანაწევრებული საქართველო უარესად დანაწევრდებოდა და მის დროშიც, ოცდამეერთე საუკუნეშიც ვეღარ მიაღწევდა იმ ერთობას, რომელიც ნამდვილ საქართველოს შეეფერებოდა...
ნიკალაიმ იცოდა, ალექსანდრე მებრძოლი იყო.
ნიკალაიმ იცოდა, ალექსანდრე განწირული იყო და მასთან ერთად ელენე უამრავ სიცოცხლეს დაკარგავდა.
ნიკალაი ხვდებოდა, ელენეს წინათგრძნობა რასაც კარნახობდა, მაგრამ შეეშინდა... შეეშინდა, რომ ელენესაც შეაშინებდა და ამიტომ სცადა ყურადღება გადაეტანა.
საწოლზე დაჯდა. ელენეც გვერდით მოისვა და ტელეფონი აიღო. დიდხანს ეხებოდა ეკრანს ხან ერთი, ხან მეორე. დიდხანს გადაინაცვლებდა თხელი და ნიკალაის დროში, ალბათ, ყველაზე საჭირო ნივთი ერთი ხელიდან მეორეში. საბოლოოდ, ნიკალაიმ, ვითომც არაფერიო, ხელები მოჰხვია ელენეს სუსტ სხეულს. იგრძნო მისი აჩქარებული გულისცემა და თითქოს მისი გულის კანკალიც კი გაიგო. მაშინ ცრემლმორეულს გაეღიმა და ჩურჩულით თქვა:
-ყველაფერი კარგად იქნება,-ამის მერე კი, ისე რომ არც მამა გახსენებია, აღარვ ტელეფონი და აღარც თანამედროვე ცხოვრება, ნიკალაი სიზმრების სანახავად გაეშურა. ზუსტად იცოდა, იქ ელენე უნდა ენახა. ნამდვილი ელენე. ალექსანდრეც უნდა ენახა და, თუ გაუმართლებდა, იქნებ მეფისთვისაც მოეკრა თვალი.
ალბათ, ერთი საათი იქნებოდა გასული, ნიკალაიმ შეხება რომ იგრძნო. თვალი ზანტად გაახილა. მაშინ იგრძნო, რომ ამდენი ხნის შემდეგ მოახერხა დასვენება. მისი გონება თითქოს შეჩერდა და მშვიდად ეძინა. ის ერთი საათიც კი იმდენად სასიამოვნო იყო, ნიკალაი ვერ წარმოიდგენდა, ამას თუ ოდესმე იგრძნობდა. მალევე დაინახა ელენე და იქაურობას თვალიც მოავლო, მაგრამ არც ეტლში იყო, არც მეფის სასახლეში... არც ალექსანდრე ჩანდა სადმე და არც ცხენების ხმა ისმოდა.
ნიკალაი ჯერ კიდევ თავის ოთახში იყო, ელენე კი აკანკალებული ხმით მის სახელს იმეორებდა.
-რა მოხდა...-თვალებგაფართოებული ნიკალაი დაუფიქრებლად წამოიწია ელენესკენ.
-მგონი, აქ გავიჭედე...-თქვა გოგონამ და მის ლოყაზე პატარა, შეუმჩნეველი ცრემლი გადმოგორდა.
-რა გატირებს,-ნიკალაის ჩაეცინა, მიუხედავად იმისა, რომ აქ სასაცილოს თვითონაც ვერაფერს ხედავდა,-მოდი აქ,-გოგონა თავისკენ მიიზიდა,-სად გაიჭედე..? რამე იტკინე?
-არა, ნიკალაი! შენს სამყაროში გავიჭედე!
ბიჭი გაჩერდა. გაშეშდა. გაიყინა. ვერ დაიჯერა, რაღაც შეცდომა იქნებაო, იფიქრა და ელენეს გვერდულად შეხედა. მერე საათს დახედა. გულაჩქარებული ელენეს აკანკალებული სხეულის დანახვისთანავე მიხვდა, კიდევ რაღაც შეიცვალა.
იქნებ ამ ცვლილებების მიზეზი მათივე ოცნებები იყო? იქნებ მათ ნატვრას შეეძლო სამყაროს შეცვლა?
ნიკალაი მიხვდა, რომ ელენე (მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძლიერი იყო) მეტს ვეღარ გაუძლებდა, ანიშნა ახლოს მისულიყო, თუმცა წითური არ განძრეულა. თვალებში მზისფერი შიში ჩაბუდებოდა და მაინც არაფერს იმჩნევდა. უხალისოდ გაუღიმა ბიჭს, ფანჯრიდან ბნელ ცას გახედა და უხმოდ თქვა, აქაც კარგად ვარო.
-Елена, уже поздно, давай спать,-თავისდაუნებურად მშობლიურ ენაზე გადაერთო. ელენემ თავი გააქნია. შეიძლება ახლო მეგობარი იყო ნიკალაი მისთვის, მეგობარზე მეტიც კი... მაგრამ ახლა ელენე გათხოვილი იყო, სხვის საწოლში ვერ დაწვებოდა, მით უმეტეს სხვის გვერდით, თუნდაც ეს ნიკალაი ყოფილიყო. იმას კი ვერ იტყოდა, მეძინება და ოთახი დამითმეო.
თუმდა ნიკალაი მიუხვდა, ჩაეცინა და საწოლს მოშორდა.
-დაწექი, მე გავალ...
-არა!-გოგონას ხმა, ალბათ, უფროს ივანოვამდეც მიაღწევდა, ისე წამოიყვირა, მერე თვითონვე მიხვდა, რომ ხმამაღლა მოუვიდა და ჩუმად განაგრძო,-არ გახვიდე, რა...
ასე აღმოჩნდა ნიკალაი საწოლის კუთხეში პატარა, დაბალ, რბილ სკამზე, თავი საწოლზე დაედო და ასე „იწვა“, ელენე კი, საბანში გახვეული, საწოლის ძირითად ფართობს იკავებდა.
კიდევ ნახევარი საათი გავიდოდა.
ნიკალაი ახლა თავის დაღწევაზე ფიქრობდა იქიდან, რაც თვითონვე წამოიწყო. უკვე ეშინოდა იმ უცნაური აწმყოსი, რომელიც წარსული იყო და რომლითაც მისი მომავალი განისაზღვრებოდა. ელენესაც თითქმის მიელულა თვალები, ბალიშს ჩახუტებულს სქელი ბაგეები შეეხსნა და მშვიდად სუნთქავდა.
უკვე თორმეტი საათი იქნებოდა, ნიკალაიმ ნაბიჯების ხმა რომ გაიგო. მალე მისი ოთახის კარიც შემოიხსნა და ისე, რომ ბიჭმა ვერაფერი გაიაზრა, ოთახში მამამისმა შემოყო თავი.
ნიკალაიმ თავი წამოყო, ჩუმად შეიკურთხა და ელენეს გადახედა. კაცს კი თვალები გაუშეშდა.
-მე... მეგონა ვილაპარაკებდით... ან რამეს ვუყურებდით... ან...-დაბნეულმა ხელი თმაში შეიცურა, თავი დახარა.
-მამა, ეს ის არაა, რაც შენ გგონია...-ჩქარა ამოილაპარაკა. ანერვიულებულს თან ეცინებოდა, თან უჭირდა სიტყვების გადაბმა. ხმაურზე ახლადჩაძინებულ ელენესაც გამოეღვიძა და ოთახში ნაცნობი სახის დანახვისთანავე საბანი თავზე გადაიფარა. ნიკალაის თითქმის არ ესმოდა ელენეს დაწვრილებული, მუდარით სავსე ხმა, ისევ გამაქრეო.
-არა, მამი,-კაცს გაეცინა ელენეს დანახვაზე,-რა უნდა მეგონოს. ძალიან ეძინებოდა, ალბათ,-მხრები უფრო აუთამაშდა. შვილს შეხედა ზღვისფერი თვალებით. ელენეს რომ შეეხედა, ალბათ, თვალს ვეღარ მოაშორებდა მამა-შვილს, რომლებიც საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს და ზუსტად ერთნაირი ზღვისფერი თვალებით უყურებდნენ უსამართლო სამყაროს. მოგვიანებით, როცა ელენემ შეხედა ივანოვებს, მათ თვალებში ერთნაირი სევდა დაინახა, ერთნაირი ტკივილი, რომელსაც ორივე სადღაც ძალიან ღრმად მალავდა.
-არა, არ ეძინებოდა...-ნიკალაიმ მამისკენ გადადგა ერთი ნაბიჯი, საწოლს აეფარა, თითქოს ასე ელენეს დამალავდა,-უფრო სწორედ, ეძინებოდა... უბრალოდ, ვერ დაიძინა და... ანუ, ისევ აქ იყო... აქ არ უნდა ვყოფილიყავით, უნდა წავსულიყავით...
-სად უნდა წასულიყავით,-კაცს წარბი შეეკრა. შვილს ისე შეხედა, დაეჭვებით, ნიკალაი უფრო დაიბნა.
-კახეთში!
-სად?
-მეჩვიდმეტე საუკუნეში... კახეთში...
-ნიკალაი, მგონი დახმარება გჭირდება,-ახლა ვიქტორის სახეზე მამობრივი ნერვიულობა აისახა. ფიქრობდა, რომ ნიკალაის სერიოზულად სჭირდებოდა დახმარება და... ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებდა. იქნებ, მართალიც იყო? ის ხომ სულ არ აქცევდა შვილს ყურადღებას, თითქოს ვიოლეტასა და ევასთან ერთად ნიკალაიც დაიწვა სამი წლის წინ... მაშინ დაივიწყა შვილი, როცა ბავშვი საკუთარ თავს კარგავდა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ახლოს ყოფნა. ნიკალაი მაშინ ელენემ გადაარჩინა, თუმცა რა იცოდა კაცმა ამაზე... არასდროს არაფერი გაუგია ელენეზე, თუ თხუთმეტი წლის ნიკალაის უმნიშვნელო სიტყვებს არ ჩავთვლით. მაშინ კი, როცა ელენე დაინახა, ის „მამა, ჩემს წარმოსახვით მეგობარსაც უნდა შენთან ლაპარაკი“ სულ არ გახსენებია.
-არა, არ მჭირდება! წამოდი, აგიხსნი ყველაფერს,-ბიჭმა მამას მხარში ჩაავლო ხელი და ოთახიდან გაიყვანა. მაშინ შეამჩნია, რომ გაიზარდა, რადგან კაცს უკვე ზემოდან დაჰყურებდა. ამაზე გაეღიმა, თან ელენე გაახსენდა, რომელიც ჯერ კიდევ საბნის ქვეშ იმალებოდა და გოგოს შესძახა კარის დახურვამდე, აქ დარჩი ცოტა ხნითო. ეს ქართულად უთხრა ბიჭმა და წითური ისე გაახარა მშობლიურმა ენამ, როგორც, ალბათ, არაფერს გაუხარებია აქამდე... რაღაც ქართული იგრძნო რუსეთში გაჭედილმა და, სანამ ნიკალაი დაბრუნდებოდა, ცდილობდა ეს გრძნობა დაეჭირა და გულში ჩაეკრა.
ელენემ არ იცოდა რამდენ ხანს იყო მარტო, არც ნიკალაის ჩაუთვლია საჭიროდ ეს დრო დაეთვალა, თუმცა როცა ბიჭი ოთახში დაბრუნდა, ელენე თითქოს უკვე შეგუებოდა ახალ უცნაურობას.
-მამას უნდა, რომ ერთად ვივახშმოთ,-ჩუმად, მშვიდად ამოილაპარაკა ნიკალაიმ.
-რა დროს ვახშამია, თორმეტს გადასცდა...-ბაგეშეხსნილ ელენეს წარბები შეეკრა და თვალებში კვლავ გაურკვევლობა ეხატა.
-არა, ჩვენს დროში საჭმელი მაშინ უნდა ჭამო, როცა გინდა,-ბიჭმა სიცილით წამოაყენა გოგო და ელენესაც გაეღიმა მის საქციელზე.

მაგიდას შემოუსხდნენ. ელენე თავს უხერხულად გრძნობდა, თუმცა მხოლოდ თავიდან, მერე ნელ-ნელა შეეჩვია ივანოვებს. ნიკალაი კი ჯერ კიდევ ვერ ეგუებოდა იმ ბედნიერებას, რომელიც მამამისის „დაბრუნებამ“ გამოიწვია. ვიქტორმა ელენე ევას მიამსგავსა და საკუთარი შვილივით მიიღო, ოთახი დაუთმო, ყოველ დილას მასთან და ნიკალაისთან ერთად საუზმობდა, წასვლისას ნიკალაისთან ერთად მასაც აკოცებდა შუბლზე, მოსვლისას ორივეს ერთად მიესალმებოდა და დღის ამბებს გამოკითხავდა... ალბათ, ამან გაუადვილა ელენეს ახალ რეალობასთან შეგუება. თუმცა, არც ისე მარტივი იყო მეჩვიდმეტე საუკუნიდან ოცდამეერთეში სამუდამოდ გადმოსვლა. ენატრებოდა ალექსანდრე. დღე არ გავიდოდა, საკუთარ თავზე არ ეფიქრა, იმ ელენეზე არ ეფიქრა, რომელიც, ალბათ, უკვე დამოუკიდებლად ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად...
ბევრს ფიქრობდა ნიკალაიც. მიუცედავად იმისა, რომ მოსწონდა ეს ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს და დაიბრუნა და სადაცაა დედაც შემოაღებდა სახლის კარს, მაინც ბევრს ფიქრობდა იმაზე, რაც ალექსანდრესთან ერთად წამოიწყეს კახეთში.

უკვე ის დრო იყო, როგორც ნიკალაიმ გადათვალა, რომ თავდასხმა უნდა დაწყებულიყო... თვითონაც დარდობდა და ელენეს თვალებშიც ხედავდა ტკივილს. ბევრს კითხულობდა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა კვლავ წარსულში, კვლავ იმ დროში დაბრუნება, მაგრამ ყველა წიგნსა და ფილმში დროში მოგზაურობისთვის მანქანაა საჭირო. ნიკალაის და ელენეს მანქანა არასდროს დასჭირვებიათ... ეს უფრო აბნევდა ბიჭს. ელენე ამჩნევდა, როგორ წითლდებოდა მისი ზღვისფერი თვალები და თვითონაც სტკიოდა ყველაფერი, რადგან დახმარება არ შეეძლო.
ელენეს უაქცენტო, დამტვრეული რუსული უფრო დაიხვეწა და ახლა თავისუფლად შეეძლო ესაუბრა მამობილთან.
უფროსი ივანოვი კი გოგოს ხშირად ესაუბრებოდა. მაშინაც, იმ დღესაც, როცა ნიკალაი ჩაფიქრებული იჯდა მაგიდასთან, კაცმა ლაპარაკი წამოიწყო და ელენეს ყურადღებაც დაიმსახურა.
-რამდენ ხანს უნდა იყო ასე,-დანანებით ჩაილაპარაკა. ელენეს ცრემლი მოერია. აღარასდროს უგრძვნია მამობრივი სითბო მას შემდეგ, რაც სამეგრელოდან „გამოაძევეს“. მაშინ ასე სჭირდებოდა ლევან დადიანს. მაშინ ასე სჭირდებოდა სამეგრელოს. მაშინ ასე სჭირდებოდა ელენეს ოჯახს, ხალხს, რომლებსაც ბაგრატიონებთან და დეკანოიძეებთან დაპირისპირება უნდა მოეგვარებინათ. ელენეზე კი აღარ უფიქრიათ. მაინც ასეთი უნდა ყოფილიყო მისი ბედი. პატარა გოგონა გამოუშვეს. ალექსანდრეს დედამ გაზარდა და რამდენიმე წელიწალდში, სულ ახალგაზრდა, ისიც გარდაიცვალა. ალექსანდრე და ელენე მარტო დარჩნენ. ნიკალაისა და მამამისის შემყურე კი ხვდებოდა, რომ უნდოდა თავის სამყაროშიც ეგრძნო იგივე (მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ნიკალაიმ მამა დედასთან და დასთან ერთად დაკარგა და მხოლოდ ახლა მოახერხა მისი პოვნა).
-ნიკალაი, მომისმინე,-კაცმა დაიწყო და, შვილის უყურადღებობის მიუხედავად, შეუმჩნეველი დარდით განაგრძო,-ეს ცხოვრება მომწონს... შენთან ყოფნა მომწონს. ელენაც მომწონს... ვერ ხვდები, როგორი დაკარგული ბედნიერება ვიპოვნეთ? ოჯახი ვიპოვნეთ... რატომ გინდა ამის გაქრობა? რატომ გინდა დაინგრეს ეს ყველაფერი მაშინ, როცა საუკეთესო გვერგო... ელენას რას უპირებ? გთხოვ, შვილო, არ წამართვა თქვენი თავი... არ დამაკარგვინო უკანასკნელი ხელჩასაჭიდი...
-ყველაფერი თავის ადგილს უნდა დაუბრუნდეს, მამა,-ხმაჩამწყდარ ბიჭს კაცისთვის არ შეუხედავს. ალბათ, ვერ გაბედა, რადგან თვალზე ცრემლმომდგარი აუცილებლად გატყდებოდა კაცის ტკივილიანი სახის დანახვისას... მერე ელენეც ცუდად იგრძნობდა თავს... არაფერი უნდა შეემჩნია და ამიტომ ადგა ნიკალაი და ცალკე გავიდა. ელენე კი მამობილთან დარჩა.
ის ღამე შვიდად არც ერთს არ გაუტარებია. იმ ღამეს ძილი არავის მიკარებია. მხოლოდ გამთენიისას მოხუჭეს თვალი ბავშვებმა. ძილშიც კი ახსოვდა ელენეს ივანოვების სახე უკანასკნელი საუბრისას. და მაშინ, როცა გაიღვიძა, მიხვდა, უფროსი ივანოვი უკვე ვეღარ ნახავდა ელენეს... ვინ იცის, იქნებ ოდესმე კიდევ დაბრუნებულიყო მომავალში ისე, ყველას რომ დაენახა... თუმცა გრძნობდა ელენე, რომ ამის დრო აღარ იქნებოდა... და ამიტომ მთელი ძალით იჭერდა ყველა სიტყვას, რაც ბოლოს მამობილმა თქვა. ისე იჭერდა, თითქოს ახალი ოჯახის დაკარგვით გამოწვეულ სინანულს რამეს დააკლებდნენ...

თავი 9

მეეტლემ მსუბუქი დაკაკუნებით აცნობა მგზავრებს, რომ დანიშნულების ადგილას იყვნენ. მაშინ გაიღვიძა ელენემ და მაშინ მიხვდა, რომ თავის სამყაროში დაბრუნდა, თავის დროში, თავის ალექსანდრესთან. მეუღლეს შეხედა. ის აღარ გახსენებია, სიყვარულით რომ არ მოუყვანია ალექსანდრეს ცოლად, მთავარი იყო მას უყვარდა და ამ სიყვარულით შემოხვია სუსტი ხელები წელზე. ალექსანდრემაც, თითქოს ამან გამოაფხიზლა, ხელი გადახვია გოგონას. მისი გულისცემა იგრძნო. რა იცოდა ალექსანდრემ, თუ ელენეს მეორე მემ ბრძოლის მოახლოებაზე იცოდა...
-მოვედით, ბატონიშვილო!-გაისმა მეეტლის ხმაც და ალექსანდრეს გვერდით კარი მაშინვე გაიღო. ელენეც წამოიწია. ჯერ მამაკაცი ჩავიდა ეტლიდან, შემდეგ კი თავისი დიდი, ლამაზი, უხეში ხელი გამოუწოდა ცოლს.
-მაინც ვფიქრობ, რომ შინ ჯობდა შენი დარჩენა,-უთხრა შეფარული მზრუნველობით, როგორც კი ელენემ მიწაზე დადგა ფეხი.
-არა,-მტკიცედ წარმოთქვა გოგომ, თან ალექსანდრეს ხელი ჩასჭიდა და ეტლისკენ გაიხედა, მერე უხმოდ ამოილაპარაკა, ნიკალაის დაველოდოთო.
-აქედან როგორ ჩამოდიან სულ? დავიტანჯე! თან შეხედე, როგორი კიბეა! თუ საფეხური... რაც ქვია! ფეხს ძლივს დადგამ!-ტანსაცმელი გაისწორა ლიმონისფერთმიანმა, მერე ელენეს ახედა და სიტყვაც გაუწყდა. ელენემ მის მზერას გააყოლა თვალი და ალექსანდრე დაინახა. ალექსანდრე, რომელიც რამდენიმე ცხენს თვალს არ აცილებდა. ალბათ, ეუცხოა შავი, საომრად მომზადებული ცხენები.
-რა ხდება, დავით?-თავისებური, საოცრად სასიამოვნო ხმით იკითხა და დავითმა, რომელმაც რამდენიმე წამის წინ ეტლის კარი გაუღო ალექსანდრეს, ვითომდა მშვიდად დაიწყო:
-ფშავ-ხევსურები არიან. დილით ჩამოვიდნენ და მეფეს ესაუბრებიან.
-ამდენ ხანს?-ალექსანდრემ ცას ახედა, თითქოს ამით საათს გაიგებდა. ბოლოს დაასკვნა, რომ შუადღის მზე სადაცაა გადავიდოდა და დაამატა,-კარგ საქმეზე არ იქნებიან...
-დიახ, ბატონიშვილო. მგონი, აჯანყების ამბავზე მოვიდნენ...
-რომელი აჯანყების?-საუბარში ელენე ჩაერთო. არაფერს იმჩნევდა, მაგრამ ხმაში მაინც ეტყობოდა უცაბედი განერვიულება.
-არაფერია, დამშვიდდი,-ალექსანდრე მიხვდა, მისი ეს სიტყვები არაფერს უზამდა ელენეს. ნიკალაი კი მზერით ევედრებოდა ყორნისფერთმიანს, ელენე დაეცვა. თვითონ ვერ მოახერხებდა ამას. თვითონ რაღაც არარსებული, მოჩვენების მსგავსი იყო. ვერც ელენეს გადაეფარებოდა ტყვიის წინ, ვერც ირანელს მოკლავდა მის გამო. მაგრამ ალექსანდრე ვერ ხედავდა ნიკალაის და, ალბათ, სადღაც ღრმად გულსა და გონებაში, მისი არსებობისაც არ სჯეროდა.
-რა აჯანყების, ხომ არ გაგიგია?-ალექსანდრე ისევ დავითს მიუბრუნდა და ელენემ დაინახა, რომ მის შავ, ბნელ თვალებში ტკივილისა და მწუხარების ნისლისფერი ნაპერწკლები გამოჩნდა.
-ადარბადაგანიდან ხალხის გადმოსახლების გამო და თავდასხმების გამო... აჯანყებას აწყობენ. კახელებსაც სთხოვენ დახმარებას.
-დასავლეთში რა ხდება?
-იქაც არეულობააო, ამბობენ.
ალექსანდრე წამით ჩაფიქრდა, სიცივემ დაუარა მის სხეულს. მერე გაყინული სახით შეხედა დავითს.
-იმედია, ჭკუას მოუხმობ, დავით, და ყველას არ მოუყვები აჯანყებაზე,-მხოლოდ ეს თქვა და ელენეს ხელი ჩაკიდა. სასახლისკენ წავიდა. წითურმა ძლივს მოახერხა უფროსის ჩქარ, დიდ ნაბიჯებს დაწეოდა. თან ცდილობდა ნიკალაი მოეძებნა თვალებით. საბედნიეროდ, ნიკალაო ისე იღიმოდა, როგორც ყოველთვის... იღიმოდა და ელენესაც იმდენად აღარ ეშინოდა.
საყვარელ მეუღლესთან განშორება მაინც მოუწია. ქალები მოსასვენებლად ოთახში შეუძღვნენ თავადის ქალს, ალექსანდრე კი მეფესთან შევიდა.
რა იცოდა ელენემ, რას აპირებდა ალექსანდრე და რა იცოდა ალექსანდრემ, როგორ უნდოდა ელენეს, იმ დროს გვერდით ჰყოლოდა.
უცხო ხალხი არასდროს უყვარდა ელენეს. ყველა უცნაურად უყურებდა მის მზისფერ გარეგნობას, თან თავისდაუნებურად ზოგჯერ თვალებით, ზოგჯერ კი ხმამაღლა ესაუბრებოდა ნიკალაის და ყველა უცნობი მალევე ცნობილ გიჟად შერაცხავდა ხოლმე.
-გათხოვება როგორია, თავადის ქალო?-მოწიწებით იკითხა სხვებთან შედარებით უფროსმა ქალმა. როგორც ჩანს ერთ-ერთი მსახური იყო. ელენეს ისე არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი, როგორც ნებისმიერ სხვაზე. ისევ ნიკალაის ძებნა დაიწყო და მალევე მიაგნო ქალების სხეულებს შორის მაღალ, გამხდარ, დაკუნთულ ბიჭს. თბილად გაეღიმა მის შემხედვარეს. ალბათ, ამას ქალები ქორწინების საოცარ სიამოვნებად მიიჩნევდნენ.
-რას ეკითხები,-მორცხვად თქვა შედარებით ახალგაზრდამ,-გავიგე, ბატონი ალექსანდრე მეფის ბუში ყოფილა...
ამ სიტყვებზე ელენეს სახე შეეცვალა. თითქოს მზე გაიყინაო, ცივი თვალები მიაპყრო გოგოს. მაშინ ინატრა, გვერდით აიშე ჰყოლოდა ან ნიკალაის ხმა გაეგო რომელიმეს.
-არა, არ ქნა ეგ!-მოლოდინისგან შეშინებულმა ბიჭმა წამოიყვირა. თუმცა ელენეს უკვე შემოკრებილი ჰქონდა სიტყვები და მათი გაშვება ვეღარ მოახერხა.
-იქნებ, თქვენს საქმეს მიხედოთ და უაზრო ჭორებს არ უგდოთ ყური?! მგონი, ამაში გიხდით მეფე თეიმურაზი!-ფეხზე წამოდგა ელენე და კარისკენ წავიდა. კართან მისული გაჩერდა. ქალებს გამოხედა. მათგან წუთის წინ მოლაპარაკე გოგონა გამოარჩია, თვალებში ჩახედა და მშვიდად თქვა,-ალექსანდრე ბუში არაა. ის თავადია. ამას ვერანაირი ჭორით ვერ შეცვლით.
-Это моя девочка!-ნიკალაის ხმა დაეწია ოთახიდან გასულს. მალე იგრძნო, როგორ გაეკიდა ბიჭიც. ეზოში დასხდნენ პატარა, ხის სკამებზე. უყურებდა ნიკალაი ელენეს და ენანებოდა გოგო იმ დროისთვის. იმ სამყაროსთვის ენანებოდა ელენე. თავისი სამყაროსთვისაც... ელენე სხვანაირი იყო. ულამაზესი იყო და სულიც ასეთი ჰქონდა და, ალბათ, ამიტომ ფიქრობდა ნიკალაი, რომ ელენესთვის ცალკე უნდა ეარსება ერთ გალაქტიკას, სადაც მზე თვითონ ელენე იქნებოდა...
-ნიკალაი, რა აჯანყება ახსენა ალექსანდრემ?-ისე იკითხა გოგომ, მეგობრისთვის არც შეუხედავს. ლიმონისფერთმიანს ხმა არ ამოუღია. მხოლოდ აკვირდებოდა მის შეკრულ წარბებს, დახურულ, სქელ ბაგეებს (ამის მიუხედავადაც, როგორი მშვიდი იყო ელენეს სახე...) და გრძნობდა, რომ ელენე უკვე ხვდებოდა მოსალოდნელს.
-მიმალავ,-გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა გოგომ,-რას მიმალავ, ნიკალაი... რატომ მიმალავ...
-შენთვის, ელენე... მხოლოდ შენთვის,-ნიკალაიმ გაიღიმა. და ეს ღიმილი არასდროს ყოფილა ისეთი სევდიანი, როგორიც ახლა.
-არ მესმის. ვერ გაგიგებ...-თქვა ელენემ და თითქოს ნიკალაის ყველა გრძნობა გადათელა. ყველა იმედი გააქრო.

უკვე შებინდებული იქნებოდა, ალექსანდრემ რომ გამოაკითხა ელენეს. გოგომ მაშინვე ახედა მეუღლეს და ფეხზე წამოდგა.
-იჯექი,-მშვიდი ნერვიულობით მიუგო ყორნისფერთმიანმა. მაშინ მოეჩვენა ელენეს, რომ მეუღლის შავ თმაში ერთი ღერი თეთრიც გამოიყოფოდა. მაშინ მიხვდა ელენეც, რომ ყველაფერი იმაზე მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფიქრობდა.
-რა მოხდა?-იკითხა გოგომ ხმის დაუფარავი კანკალით.
-არ დამიჯერა. ვინ დაიჯერებდა, რომ მომავალი წარსულშია და კარგი აწმყოსთვის კარგ რჩევებს გვაძლევს? ადამიანებს მხოლოდ ის სჯერათ, რასაც ხედავენ.
-შენ ხომ გჯერა ჩემი...
-მე ნიკალაის შენს თვალებში ვხედავ...-ალექსანდრემ ღიმილით გადახვია ხელი მეუღლეს. იმ წუთას მხოლოდ იმას ნატრობდა, ბრძოლის დაწყებამდე ეგრძნო ელენეს მისი სიყვარული. რა იქნებოდა თუ ვერ მოასწრებდა? თუ ბრძოლის დროს მოკვდებოდა და ელენე ვერასდროს გაიგებდა ალექსანდრეს გრძნობების შესახებ? არ იცოდა. ის კი იცოდა, რომ გულს ვერ გადაუშლიდა ელენეს.
-ახლა სად არის?-ისევ ალექსანდრემ დაიწყო.
-ვინ?
-ნიკალაი.
გოგოს მხოლოდ ახლა გაახსენდა მეგობარი. გარშემო მიმოიხედა. გული აუჩქარდა, თითქოს იგრძნო, კიდევ რაღაც რომ ხდებოდა.
-არ არის...-სხადა მშვიდად გამოსვლოდა, თუმცა სასოწარკვეთილება სახეზეც ეტყობოდა.
-არ არის?-ალექსანდრეს ჩაეცინა,-შენთან ჩემზე მეტ დროს ატარებს...
-ჰო, მაგრამ აქ არ არის!-გოგო ფეხზე წამოხტა. ის იყო ძებნა უნდა დაეწყო, საკუჭნაოს მხრიდან ხმაური რომ გაიგეს. მაშინვე იქით გაიხედეს.
-რა ხდება?-ელენემ ახლა იქით წაიწია. ალექსანდრეც უკან დაედევნა, თუმცა მეუღლის შეჩერებაზე არც უფიქრია.
აქა-იქ ისმოდა ელენეს ხმა, გამატარეთო, მსახურების გაურკვეველი სიტყვები ერთმანეთში ირეოდა. ალექსანდრე კი მშვიდი, მკაცრი გამომეტყველებით ადევნებდა ბრბოში შეჭრილ წითურს თვალს. ისე ანათებდა მაშინ ელენე, როგორც ბნელ კოსმოსში მზე. მაშინ ალექსანდრეს მხოლოდ ის ახსოვდა, რომ ელენეს გარეშე დედამიწაზე დაბნელდებოდა. მისი სიცოცხლეც არაფერი იქნებოდა ელენეს გარეშე.
ელენე გლეხებს ყურადღებას არ აქცევდა. მხოლოდ ნიკალაის ეძებდა და გული უგრძნობდა, სწორ გზაზე იდგა.
და აი, ხმაც გაიგო. ხმა, რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა. ხმა, რომელსაც ყველასგან გამოარჩევდა. რუსული აქცენტით წამოძახებული ქართული „ელენე სად არის" იმ წუთას არანაირად ჰგავდა ქართველი ჭორიკანა მოჯამაგირეების ბოხ ხმებს.
-ნიკალაი!-გოგომ წამოიყვირა და ყველა მსახური გაჩერდა.
ალექსანდრე დაიძაბა. უხეშად ჩაუარა ბრბოს და მეუღლეს მიუახლოვდა.
საკუჭნაოს კედელთან იდგა ახალგაზრდა ბიჭი. თმა ლიმონისფერი ჰქონდა, თვალები ზღვისფერი და ელენეს მზისფერ სხეულთან ერთად ანათებდა არა მხოლოდ იმ საკუჭნაოს ან მეფის სასახლეს, მთელ საქართველოს ანათებდა მათი სინათლე.
უცნაურად ეცვა უცხო ბიჭს. არც ქართულად, არც ირანულად... არც რუსული ან ევროპული ტანსაცმელი უმშვენებდა სხეულს. ეს რაღაც სხვა იყო, რაღაც გამოუკვლევი ალექსანდრესთვის.
მაღალი იყო ნიკალაი, თითქმის ალექსანდრეს სიმაღლისა იყო. მხოლოდ დაკვირვების შემდეგ მიხვდებოდით, მათ შორის სხვაობა თუ იყო.
უყურებდა ალექსანდრე და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა. რატომ ხედავდა ნიკალაის, ან რა უნდა ეთქვა, არ იცოდა. გულის სიღრმეში, თითქოს რაღაც ჩაწყდა, როცა მიხვდა, ნიკალაი ნამდვილი იყო. არავის სჯეროდა არარსებულის და არც ალექსანდრე იყო დარწმუნებული ნიკალაის არსებობაში, თუმცა ახლა ლიმონისფერთმიანი ბიჭი წინ ედგა.
-Елеиа, он видит меня,-აკანკალებული ხმა აღმოხდა ნიკალაის. ალექსანდრეს უყურებდა. უყურებდა და თითქოს ეშინოდა, იგივე რომ ხდებოდა, რაც თავის სამყაროში.
-Да, Я знаю...-კითხვასავით გაიჟღერა ელენეს ხმამ.
-მესმის რუსული,-უემოციოდ თქვა ალექსანდრემ, თან ნიკალაისკენ წაიწია,-გამარჯობა.
და მაშინ მიხვდა ნიკალაი, რამდენად განსხვავდებოდა ძველი დროის ადამიანი ახლანდელისგან.
-გამარჯობა,-ჩაეცინა ნიკალაის, ხელი გაუწოდა წინ მდგომს. ალექსანდრემაც ჩამოართვა ხელი და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
-ელენე, აქ ასე ვერ ივლის ნიკალაი,-მეუღლეს გადაულაპარაკა კაცმა,-ტანსაცმელი სჭირდება,-მშვიდად წარმოთქვა, მერე უკან შემობრუნდა, ყმა-გლეხებს მოავლო მკაცრი მზერა და ცივი შენიშვნა მისცა, ჭორაობისთვის, მერე საკუჭნაოს გასასვლელისკენ წავიდა და თავისთვის ჩაილაპარაკა, რატომ ვხედავ, მაინც ვერ გავიგეო.
იმ დღეს ყველაფერი უცნაური ჩანდა. არც გროვა ღრუბლებით მოჭედილი ცა იყო ჩვეულებრივი, არც ჩალისფერსამოსიანი მსახურები, არც მეფის ოჯახი, აივნიდან რომ უმზერდა დიდებულ ეზოს. ალექსანდრესთვის რომ გეკითხათ, ყველაფერი უცნაური იყო, რადგან ერთ დროს ჩვეულებრივ სასახლეში ახლა არაჩვეულებრივი, უცნაური არსება დააბიჯებდა ნიკალაის სახით.

დიდხანს აღარ გაჩერებულან იქ. ეტლისკენ დაიძრნენ. ნიკალაიმ, რომელიც ძველებურ, ქართულ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი (და ასე კიდევ უფრო უცნაური ჩანდა), ეტლის კარი გამოაღო. იქ ჯერ ელენეს დაეხმარა ასვლაში. შემდეგ უკან მდგარ ალექსანდრეს გახედა.
-დაბრძანდით, ბატონიშვილო,-აქცენტით იმდენად სასაცილოდ ჟღერდა ეს სიტყვები, ელენეს ჩაეღიმა. ალექსანდრე წამით დუმდა, მერე თავი გააქნია.
-რა მოხდა?-ელენემ მეუღლეს გამოხედა.
-შეგვიძლია ნიკალაი მეფეს შევახვედროთ. თავისი ტანსაცმლით, თავისი მანათობელი ქვითა და თავისი რეალობით...

ალექსანდრე ჯერ კიდევ ვერ ეჩვეოდა, გვერდით არარეალური ადამიანი რომ ედგა, მაგრამ სჯეროდა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა.
სათათბირო დარბაზიდან გამოსვლის წამიდან ეჭვი აღარ ეპარებოდა ალექსანდრეს, რომ მეფე დაითანხმა. ახლა მხოლოდ ის უნდა დაეგეგმათ, როგორ გააქრობდნენ ქართლ-კახეთიდან „მშვიდობიან" ირანელებს. საფიქრალი ის იყო, მეფე რა აზრზე იყო ალექსანდრესთან დაკავშირებით. თუმცა არაუშავს, ბატონიშვილს უფლისწულობა არასდროს უგრძვნია და არც ახლა დასწყდებოდა გული, თუ სამშობლოს გადარჩენის მიზნის მქონეს, მამა გიჟად შერაცხავდა.

მთიულებს მათ წასვლამდე დაეტოვებინათ სასახლის ეზო.
თითქოს უნდოდათ გზა გაეწმინდათ უკანონო უფლისწულისა და მისი პატარა მეუღლისთვის. მართლაც, რა პატარა ჩანდა ელენე ალექსანდრეს ფონზე და როგორი წითელი.

თავადების სახლის გალავნამდე ჯერ კიდევ იყო რამდენიმე მეტრი დარჩენილი, ეტლი რომ გაჩერდა.
-რაღაც მოხდა,-წარმოთქვა ნიკალაიმ ჩუმად, თუმცა ყველასთვის გასაგონად. ალექსანდრე ნატრობდა, ოღონდ უცხო ნაცნობი მართალი არ ყოფილიყო. იგრძნო, როგორ ჩაებღაუჭა ელენე და წარმოიდგინა ყველაზე დიდი საშინელება-მისი დაკარგვა. რა იქნებოდა, თუ ბრძოლა დაიწყებოდა და ელენეს რამე დაემართებოდა? რა იქნებოდა, თუ ვეღარასდროს ჩაეხუტებოდა, ვეღარასდროს ეამბორებოდა მის სქელ, რბილ ბაგეებს. მეეტლეს გასძახა, რა ხდებაო, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. მერე ერთხელ კიდევ გაუმეორა კითხვა. ცხენების ხმა გაისმა, თითქოს რაღაცას გლოვობდნენ. ალექსანდრემ იგრძნო, როგორ აკანკალდა ელენე, თუმცა ვერ შეხედა მას, თითქოს მის თვალებში მომავალს დაინახავდა, ცუდ მომავალს... ნიკალაის გახედა და იგრძნო, რამდენად გვერდში ედგა ის. გადასვლასაც აპირებდა, უნდოდა ენახა გარეთ რა ხდებოდა, მაგრამ ეტლი ნელა დაიძრა. აი, რამდენიმე წამიც და უკვე სახლთან იყვნენ. კარი არავის გაუღია. ალექსანდრე თავად გადავიდა ეტლიდან და ჩუმად, უხმაუროდ დაეხმარა ელენეს. მერე ნიკალაის დაელოდა და როცა დარწმუნდა, რომ ორივე გვერდით ედგა, მეეტლესკენ გასწია. არ იცოდა იქ რას ელოდა, ან რა უნდა გაეკეთებინა, სამსახურიდან დაეთხოვა თუ უბრალოდ შენიშვნა მიეცა. თან ფიქრობდა, რომ არც ერთის ღირსი არ იყო, რადგან მთელი ცხოვრება ემსახურებოდა... თუმცა, როცა კაცი დაინახა, გულაჩქარებული გაშეშდა. ჩოხა წითლად შეღებვოდა, ისარი კი პირდაპირ გულში მოხვედროდა...
საბრალო, ბოლომდე უბრძოლია ბატონისთვის.
ალექსანდრემ თითქოს რაღაც დაკარგა მისი სიკვდილით. გული ეტკინა, თუმცა გონება ჯერ არ არევია. დაუფიქრებლად წამოიძახა:
-ნიკალაი, ელენე სახლში შეიყვანე! ყველა გააფრთხილე, გარეთ არავინ გამოვიდეს!

და ამის შემდეგ აღარავინ იცის, რა მოხდა. მსახურები შეშინდნენ. ყველა ფანჯარა ჩარაზეს, ყველა კარი ჩაკეტეს, თუმცა არავის დაუტოვებია ერთმანეთი. ალექსანდრემ, თითქოს ბოლომდე ენდობოდაო მას, ნიკალაის გადასცა სახლსა და ხალხზე პასუხისმგებლობა. ელენეც მას ჩააბარა. რა იცოდა ელენემ, თუ ალექსანდრემ ნიკალაის ყველაფრის ფასად მისი დაცვა მოსთხოვა.
ბოლოს, როცა ელენემ ნიკალაი ნახა, იყო მაშინ, როცა უკვე საბრძოლოდ გამზადებულ მეუღლეს შეაკითხა ოთახში.
-აქ რატომ მოხვედი, ელენე,-მშვიდი, აუღელვებელი ხმით იკითხა ყორნისფერთმიანმა.
-შენი ნახვა მინდოდა,-იმავე ტონით უპასუხა ელენემაც.
-აქამდეც ხომ მნახე.
-კი. მაგრამ...-თავი დახარა გოგომ, ალბათ, ეშინოდა და ცრემლებს იკავებდა,-წასვლამდეც მინდოდა მენახე. დაგმშვიდობებოდი.
-დამშვიდობება არ გჭირდება. დავბრუნდები,-ღიმილით ჩაილაპარაკა კაცმა. ელენეს ნელა მიუახლოვდა. მის წინ დადგა და მარჯვენა ხელი ფრთხილად შეახო სახეზე. იგრძნო, როგორ ხურდა ელენე. მზესავით. მერე ნელა, ძალიან ნელა დასწია თავი და ფრთხილად შეახო ტუჩები შუბლზე. თითქოს ეს კოცნა აცოცხლებდა ელენე სახლში ყოფნისას... თითქოს ამ კოცნისას გაგებული სიმხურვალე და სიყვარული აძლებინებდა ალექსანდრეს ბრძოლის დროს...

თავი 10

-შენი ჯერია.
-თქვენ იგებთ, თავადის ქალო...
-საერთოდ, მე უკვე თავადი ვარ, და თამაში ჯერ არ დასრულებულა,-თბილი სიცილით თქვა წითურმა და წინ მჯდომს შეხედა. აიშემ საცოდავად ახედა ქალბატონს, მერე თანხმობის ნიშნად დააქნია თავი და საბოლოოდ ქვაც გადადგა.
-მოვიგე!-წამოიყვირა წამის შემდეგ. ელენეს თვალები გაუფართოვდა.
-არა, არაა! მოდი, თავიდან დავიწყოთ!-ხმაში სიცილი ეპარებოდა. თვითონვე მიხვდა, არაფერი გამოუვიდოდა.
-არა, ახლა ჩემი ჯერია!-საუბარში ნიკალაიც ჩაერთო.
-კარგი, რა!-დაიწუწუნა წითურმა, თუმცა ზღვისფერი თვალების დანახვისთანავე თავისთვის განაგრძო წუწუნი და ადგილი ნიკალაის დაუთმო. სანამ გამარჯვებული აიშე პირველ ქვას გადადგამდა უჯრიან დაფაზე, დერეფანში სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა.
შეეშინდა ელენეს.
ადრე არასდროს იტყობდა შიშს, ალბათ, არც ახლა ეტყობოდა, მაგრამ... შეეშინდა.
ალექსანდრე სახლში არ იყო. იბრძოდა ირანელების წინააღმდეგ. იბრძოდა და ვინ იცის როგორ იყო...
ეშინოდა ელენეს, რომ ცუდ ამბავს მოუტანდნენ. ეშინოდა, რომ მარტო მოუწევდა დარჩენა, რადგან იცოდა, ოდესმე ნიკალაიც ისევ გაქრებოდა.
-დედა?-გაკვირვებულმა შეხედა ელენემ ქალს. არა, მისი იქ ყოფნა არ გაკვირვებია. აჯანყებამდე წასვლა ვერ მოასწრო, მერე კი...
-რუსები ჩამოვიდნენ ბატონიშვილთან მოსალაპარაკებლად. ირანელები კი რამდენიმე წუთში, ალბათ, აქ იქნებიან.
იმდენად მშვიდი ჰქონდა ხმა ქალს, იმდენად გაწონასწორებული, უცხო ვერც მიხვდებოდა, რომ მისი სიტყვები სიკვდილს ნიშნავდა, ოღონდ უფრო ვრცლად და ლამაზად იყო ნათქვამი.
ელენემ შეხედა დედას და მიხვდა, ეს იყო მაშინდელი ცხოვრება. მის თვალებში დაინახა სიკვდილი და არა სიკვდილის შიში. იმდენად იყო ქალი ამას შეგუებული, ვერც იფიქრებდა ვინმე, რომ ყიზილბაშები თავს ესხმოდნენ.
-ალექსანდრე აქ არ არის...-დაბნეულმა ამოილაპარაკა ელენემ.
-მერე, შენ არ დაგტოვა აქ?-დედის კითხვამ თითქოს გამბედაობა შემატა ელენეს. გოგომ გაიღიმა. ამაყად გაიმართა და ნიკალაის გახედა.
-ალექსანდრემ ნიკალაი დატოვა აქ,-თქვა და იმ მომენტში, ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა მას.

დარბაზში ჯერ ელენე შევიდა. გამართული ისე მოხდენად დადიოდა, პატარა გოგოს შთაბეჭდილებას სულ არ ტოვებდა. მას მიჰყვა ნიკალაი. ქართულ, კახურ ჩოხაში გამოწყობილი ბიჭი რუსული აქცენტით. ვინმეს რომ ეთქვა მისთვის, ომში გიწვევენო, უპრობლემოდ წავიდოდა, თითქოს ეს სამოსი ამის ძალას აძლევდა.

ცოტა ხანში დარბაზის კარი გაიღო და შიგნით სამი მამაკაცი შევიდა მშვიდი ნაბიჯით. ელენემ იფიქრა, სიკვდილი უახლოვდებოდათ. აბა, რომელ რუსს მოაგონდებოდა, უბრალოდ მისულიყო თავადებთან მოსალაპარაკებლად? არც ერთს, თუ საქმე სიცოცხლეს არ ეხებოდა.
ელენემ შენიშნა, რომ წინ მდგომი ძალიან ჰგავდა ნიკალაის. თითქოს ამ უკანასკნელმაც შეამჩნია ესო, უცნაურად ჩაეცინა. მიხვდა, შორეული, შორეული წინაპარი წინ ედგა. ალბათ, მამამისისთვის რომ მოეყოლა ნიკალაის ეს, ვერაფრით დააჯერებდა. ვერც მისი წინ მდგომი დაიჯერებდა...
-დღე მშვიდობისა!-ამაყად წარმოთქვა კაცმა, რომელსაც ლიმონისფერი თმა და დაბალი, ლიმომისფერი წვერი ჰქონდა.
-მშვიდობა შორსაა, ჩემო ბატონო, შორს,-ნიკალაიმ გაიღიმა და ხელი გაუწოდა კაცს. მისგანაც იგივე მიიღო.
-ანტონ ივანოვი,-თქვა კაცმა ხელის ჩამორთმევისას. ელენემ კი იგრძნო, როგორ აუჩქარდა ნიკალაის გულისცემა.
-ნიკალაი ივანოვი,-თქვა ბიჭმა თავისი უცნაურად ქართულ-რუსული აქცენტით და უფორსის გაკვირვებაც დაიმსახურა.
დიდხანს საუბრობდნენ. დიდხანს ცდილობდნენ რუსი თავადები ქართველის მოხიბვალას, თუმცა ელენე მანამდე იყო დარიგებული. 
თუ რუსებს მოიშორებდნენ, მემატიანეებსაც მათ ცრუ გეგმებს გააცნობდნენ და ისტორიას შეცვლიდნენ. თუ მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში რუსეთს ერთმორწმუნე ერს არ უწოდებდნენ, ეს აზრი არც ოცდამეერთე საუკუნეში გაჩნდებოდა. ვერ გაჩნდებოდა.
და საქართველო გადარჩებოდა.

პორტო ფრანკოში ჩამომდგარი რუსული გემები მაშინვე უკან გაბრუნდებოდნენ, როგორც კი ანტონ ივანოვი დანარჩენებთან ერთად სანაპიროს მიადგებოდა.
ისტორიაში კი ჩაწერდნენ, რომ რუსები კახეთის სანაცვლოდ ითხოვდნენ მშვიდობასა და დახმარებას.
თუმცა წუთი-წუთზე ყველაფერი განადგურდებოდა და ეს ყველას გადაავიწყდა.
ელენემ სტუმრები გააცილა. აივნიდან უყურებდა, როგორ მიაბიჯებდნენ მათი ცხენები.
მერე მეორე მხარეს გაიხედა. ნიკალაიმ ერთადერთი, რაც მოიფიქრა, ხალხის გადამალვა იყო.
-სარდაფში!-სახლში ყვირილით შევარდა,-ყველანი სარდაფში! სახლიდან არავინ გავიდეს!-მერე რუსულიც შეურია, ანერვიულებულმა თავი ძლივს აიყვანა ხელში. ელენეს ხელი ჩაჰკიდა და სახლის ჩარაზვა დაიწყო. მაშინ იგრძნო, რომ ბავშვი აღარ იყო. მაშინ იგრძნო, რომ მეთექვსმეტე საუკუნის ჩვიდმეტი წლის ბავშვი განსხვავდებოდა თანამედროვესგან.
ალექსანდრეს შეჰპირდა, ელენეს დაიცავდა. და თავსაც გასწირავდა მისთვის. ნამდვილად გასწირავდა... ევას ვერ უშველა, მაგრამ მას გადაარჩენდა.

ფანჯრიდან უყურებდა ელენე, როგორ მოდიოდნენ ირანელები.
მოდიოდნენ ისე, როგორც დემონები ანგელოზებთან საბრძოლველად, სამოთხის დასაპყრობად. მოდიოდნენ ცეცხლით, სიბნელით, ბოროტებით და ყველა კუთხეში შიშს ტოვებდნენ. შიშსა და სიკვდილს...

-აქ არიან,-კანკალით ამოილაპარაკა გოგომ. თავს ვეღარ აკონტროლებდა. თვალზე ცრემლმომდგარი ხან დედ-მამას გახედავდა, ხან თავის ყმა-მსახურებს, ხანაც ნიკალაის და სიმშვიდეს ვერსად პოულობდა. იცოდა, სიკვდილი აღარ მოდიოდა. სიკვდილი უკვე იქ იყო, მის ეზოში.
-დამშვიდდი, დამშვიდდი,-მთელი ძალით ეხუტებოდა ნიკალაი ელენეს. ახსენდებოდა ევა. ისე ცხადად, ისე რეალურად, როგორც არასდროს. ახსენდებოდა და ხვდებოდა, ელენესაც დაკარგავდა  მალე.
შიში ბუდობდა მთელ სახლში. გლეხები ერთმანეთსაც კი თვალს არიდებდნენ.
საშინელი ყიჟინით გადათელეს უკანასკნელი რამდენიმე გრამი სიმშვიდე და თავადების ეზოში შევარდნენ თათრები. ჩირაღდნებით ხელში, ცხენზე ამხერდებულები სახლს გარშემო უვლიდნენ.
ყველა ეშმაკს ჰგავდა მაშინ. იქაურობა კი დაცემული ანგელოზების ქალაქს, სადაც აღარ იყო სინათლე. მხოლოდ ცეცხლი ანათებდა უკუნეთად ქცეულ ბოროტებას.

დამწვრის სუნი.
კვამლი.
ნაცრად ქცეული მწვანე ბალახი...
სახლი იწვოდა და სარდაფიდან ვერ გამოდიოდნენ.
ყველა კარს მივარდა.
ყვირილი.
განწირული ადამიანების ყვირილი ისმოდა მთელ კახეთში და ირანელები მაინც არ ჩერდებოდნენ.
-ალექსანდრე შემპირდა, რომ მნახავდა,-თავგადადებულმა ელენემ უხმოდ ამოილაპარაკა. უიმედოდ გახედა მსახურებს. თავის მსახურებს. თავის ხალხს.
-უნდა დამშვიდდე, მათთვის მაგალითი ხარ,-ნიკალაი ისე ჩაეჭიდა ელენეს, თითქოს ვინმე მის წართმევას ცდილობდეს.
მერე ისმოდა ელენეს ყვირილი, სიმშვიდისა და ბრძოლისკენ მოწოდება.
ბოლოს, როცა ხმაურს მხოლოდ ირანელების შეძახილები და ცხენების ხმა არღვევდა, ნიკალაი მიხვდა, რომ იგივე მეორდებოდა. სახლი ცეცხლში ეხვეოდა, იქ კი ელენე იყო. მიხვდა, ეს მისი შანსი იყო. შანსი, ყველაფერი გამოესწორებინა. გრძელკაბიანი ელენე ხელში აიტაცა. და ადრენალინმომატებული ვერც მიხვდა, როგორ გავარდა ცეცხლში. წინ მიიწევდა და უკან მიყვებოდა ყველა დანარჩენი.
აი, გარეთ გავიდა. ეს ბოლო კარი იყო. სამი ნაბიჯი... ორი... ერთი...
ყველაფერს ცეცხლი ეკიდა. კარის თავზე ხის აივანი იყო.
წითელი ალი ყველაფერს შთანთქამდა.
აივანი მოწყდა.
გზა ჩაკეტა.
სახლიდან ვეღარავინ გამოდიოდა. ისმოდა ყვირილი. ყვირილი, რომელიც სიკვდილის ენად ქცეულიყო.
ელენე მათკენ მირბოდა. მიდოდა, მაგრამ ნიკალაი არ უშვებდა. „დედა“, „მამა“, „აიშე“... ისმდა გოგოს ხმა, მაგრამ ვინ იცის, გაიგებდნენ თუ არა შიგნით ამას...
-ელენე!-ნიკალაიმ ვეღარ შეძლო გოგოს დაჭერა.
გაიქცა ელენე. მირბოდა, თითქოს ცეცხლში დასაწვავად განწირულებს როგორმე დაეხმარებოდა.
მაგრამ წინ ვიღაც გადაეღობა.
შავი ცხენი ისევ ისე ბზინავდა, როგორც ყოველთვის. თავი ასწია ძლივს გაჩერებულმა ელენემ.
ასწია და ის დაინახა.
მიწაზე ჩამოხტა ალექსანდრე.
ჩამოვიდა და პირდაპირ ელენეს შეხედა.
-აზრი აღარ აქვს,-უცნაურ სიმშვიდეს ასხივებდა, რომელსაც მხოლოდ ელენე ხედავდა. წმინდანის შარავანდედივით ედგა ნათელი ალექსანდრეს. ანგელოზივით გამოჩნდა ის. გამოჩნდა და მაშინვე ელენეს მივარდა. ისე ჩაჰკიდა დიდი, უხეში მტევანი გოგონას სუსტ მაჯას, შორს მდგარ ნიკალაის შიშისგან გააჟრჟოლა. თავისკენ მიიზიდა ალექსანდრემ ელენე და გოგოც წამში აღმოჩნდა მის მკლავებში. „ელენე... ჩემი ელენე...“ გადაბმულად ჩურჩულებდა ყორნისფერთმიანი. თავზე გაუჩერებლად კოცნიდა, თითქოს უმისობას ასე აინაზღაურებდა.
-სახლი იწვის, ალექსანდრე,-ელენემ ისე ამოილაპარაკა, რომ არ გაეგონა, ალექსანდრეს ეგონებოდა, სხვა მელაპარაკებაო.
-არაუშავს. მთავარია, შენ აქ ხარ,-თქვა და კიდევ ერთხელ აკოცა მეუღლეს. ელენემ მას ახედა. იმ დროს არ აინტერესებდა სიკვდილისფერ ცხენებზე მსხდარი თათრები. არ აინტერესებდა განწირული ქართველები. ნიკალაისაც ვეღარ ამჩნევდა. იმ დროს ელენესთვის ალექსანდრე იყო მთავარი.
-მოხვედი,-თითქოს მხოლოდ ახლა მოვიდა გონს, გოგო მთელი ძალით მოეხვია წინ მდგომს.
-ხომ დაგპირდი...
-ჰო. და ისევ უნდა წახვიდე...
-ისევ უნდა წავიდე,-გაიმეორა ალექსანდრემ და იმ დროს ისე არაფერს ნანობდა, როგორც ღირსეულ კაცად გაჩენას. რას არ გასცემდა, ოღონდ ელენეს აწყლიანებული თვალების მიზეზი თვითონ არ ყოფილიყო. თუმცა ამას ვერსად დაემალებოდა.
წითელი კულული, ნაცრით დასვრილ სახეზე რომ გადმოვარდნოდა, გაუხეშებული თითებით ნაზად გადაუწია ყურს უკან. მერე მისი პატარა სახე ხელებს შორის მოიქცია.
იღიმოდა ალექანდრე. ელენესთვის იღიმოდა.
ცხელი, მხურვალე ტუჩები, რომლებსაც სიწითლე ჯერაც არ დაეკარგა, შუბლზე შეახო.
მერე ცრემლით დასველებულ თვალებზე.
გოგომ მხოლოდ ერთხელ ამოიკვნესა. მიხვდა, ცხოვრება ეცლებოდა ხელიდან.
-მე ყოველთვის მიყვარდი,-თქვა ალექსამდრემ და გასროლის ხმაც გაისმა. სუნთქვა შეეკრა ბიჭს, თუმცა არაფერი შეუმჩნევია.
-მიყვარხარ,-ჩურჩულით განაგრძო,-და მეყვარები. ყოველთვის. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო... თუნდაც ახლა უკანასკნელად ჩავისუნთქო ჰაერო და ჩემმა გულმა ფეთქვა შეწყვიტოს, მე მაინც მეყვარები,-ახლა ელენეს აკანკალებულ ტუჩებს შეახო თავისი...
კოცნიდა ისე, თითქოს ეს კოცნა სამუდამოდ უნდა დამახსოვრებოდა. თითქოს საუკუნო მგზავრობისთვის მომზადებულს გუდაში უნდა გაეხვია და საგზლად წაეღო...
გაისმა მეორე გასროლის ხმა.
შორს მდგარი ნიკალაი შეკრთა.
ალექსანდრეს სახეზე უკანასკნელად და კვლავ ყველასთვის მალულად სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა.
ტიროდა ალექსანდრე.
ტიროდა ელენეც.
ერთი ტყვია მხარში მოხვედროდა ბიჭს, მეორე ზურგში...
მესამე გასროლა.
ალექსანდრემ სუნთქვა შეწყვიტა.
ელენე ძლიერად ჩაეჭიდა მის სისხლიან სხეულს.
ეხუტებოდა უსულოს და ცხელი, ტკივილით სავსე ცრემლებით ასველებდა მის დახეულ აბჯარს.

ვინ იცის, რამდენად უნდოდა სიცოცხლე.
ვინ იცის, რამდენად სურდა ელენეს მუცელში მყოფი პატარა ხელში დაეჭირა.
ვინ იცის, რამდენად უნდოდა, დაბადებულიყო ნიკალაის დროში და ეცხოვრა მშვიდად...
სამივე გასროლა სიკვდილის ხმად ესმოდა ალექსანდრეს. სამივე გასროლის შემდეგ ხვდებოდა, ჰაერი ერთმეოდა. ძალა ეკარგებოდა, ელენეს ვეღარ ეჭიდებოდა.
მერე, სიკვდილის შიშით და სიცოცხლის სურვილით, ელენეს ტკბობის სურვილით, სიმწრის ცრემლმა გაიკვალა მის ბრძოლისგან დასვრილ, სისხლიან სახეზე.
ელენეც მასთან ერთად დაეშვა წითელ მიწაზე.
ალექსანდრემ უკანასკნელად დახუჭა თვალები.
პირობა შეასრულა.
სამშობლოსთვის ბრძოლის დროსაც კი ნახა ელენე.
სამშობლოს სიყვარულს შეეწირა.
სიკვდილის წინაც იღიმოდა ალექსანდრე...
ელენესთვის იღიმოდა...

-Елена!-ისმოდა ნიკალაის ყვირილი. ისეთი ყვირილი, როგორიც, ალბათ, არასდროს არავის გაუგია.
-Елена, вставай! беги!-ყვიროდა ბიჭი და ცდილობდა წარმოსახვით რეალურ მეგობართან მისულიყო. ბოლო ძალებს იკრებდა. და მაინც ვერ ახერხებდა. ხვდებოდა, გონება ერთმეოდა. უყურებდა ელენეს წითელ თმას, რომელიც ცეცხლით დაფარულ ეზოსაც კი ანათებდა...
იქ იყო. მეჩვიდმეტე საუკუნეში იყო. თავისი თვალით უყურებდა და მაინც ვერ იჯერებდა, რომ შეიძლებოდა ის რეალური ყოფილიყო, ოდესმე მომხდარიყო...
რამდენი გადაუტანია საქართველოს...
რამდენისთვის გაუძლია ქართველ ხალხს...
ბევრს კითხულობდა ამაზე ნიკალაი, მაგრამ ასე მძაფრად ვერასდროს წარმოიდგენდა აოხრებულ ქვეყანას... იცოდა ნიკალაიმ,  ამასაც გაუძლებდნენ, ყველაფერს გაუძლებდნენ და მაინც მიაღწევდნენ სინათლემდე...
იცოდა ნიკალაიმ, ამის შემდეგ, საქართველო იმსახურებდა იმას, რისთვისაც ქართველები იბრძოდნენ...
-ელენე, გაიქეცი...-უკანასკნელად ამოილაპარაკა და დაჭრილმა საბოლოოდ დახუჭა თვალები.

ელენე კი მუხლებზე იდგა და საყვარელ ადამიანს დასტიროდა. სამყაროს მოწყდა, აღარ ეკუთვნოდა დედამიწას. ვერც მაშინ გამოფხიზლდა, როცა ვიღაცამ ხელი დასტაცა. ვერც ნიკალაის ცრემლიანი, სინანულით სავსე თვალები დაინახა და ვერც მაშინ გაიაზრა რა ხდებოდა, როცა ირანელის ცხენზე ირანელის ბინძურ, სისხლიან მკლავებში გაახვიეს.
ხმაჩაწყვეტამდე ყვიროდა. კიოდა ალექსანდრეს სახელს. იხმოდა მეუღლეს, მაგრამ ის აღარ ახელდა თვალს...
და სწორედ მაშინ, როცა ალექსანდრეს სხეული ცეცხლის ალში გაეხვა, ელენემ გონება დაკარგა.

***

სიმშვიდეა... და სიწყნარე... ორივე მნიშვნელოვანი იყო იმ დროს. ორივე საჭირო...
სიჩუმეში გაახილა თვალები. გაუკვირდა, ჯერ კიდევ ცოცხალი რომ იყო. აშკარად ახსოვდა, როგორ მოხვდა, ალბათ, მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი იარაღიდან, ტყვია, მერე კი თათრების ცხენებს ხედავდა მხოლოდ... მაშინ უნდა მომკვდარიყო ნიკალაი. თუმცა ახლა აქ იყო. აქ...

სიჩუმეში გაახილა თვალები ელენემ. ტიროდა, ჯერ კიდევ ტიროდა... დასიებული ქუთუთოები რამდენჯერმე დაახამხამა, ერთხელაც ამოისლუკუნა და ფეხზე წამოდგა.

შეეშინდათ, როცა ისევ იქ გაჩნდნენ, კედელთან. ორივეს ეგონა, რომ იქაურობა აღარ არსებობდა. ჩუმად, ერთმანეთისგან მალულად ორივე ეძებდა ამ ადგილს, თუმცა მას შემდეგ იქაურობაზე არავის სმენია.

მაშინ, როცა კედელთან პირველად მოხვდნენ, ყველაფერი გაურკვეველი იყო. მაშინ შეიცვალნენ ნიკალაი და ელენე. მაშინ ელენეს ნიკალაი ნამდვილი, ოცდამეერთე საუკუნის ნიკალაი ივანოვი გახდა და მაშინ ნიკალაის ელენე ნამდვილი, მეჩვიდმეტე საუკუნის ელენე დადიანმა შეცვალა...
მაშინ კედელი გარშემო ერტყათ და რუსეთსა და საქართველოს ხედავდნენ. მაშინ შეეძლოთ ერთმანეთს შეხებოდნენ, ერთმანეთის გაეგოთ...
ახლა კედელი შუაში იყო. მათ შორის იყო... უზარმაზარი კლდესავით იყო გადაჭიმული კედელი და უსასრულოდ გრძელდებოდა მისი საზღვრები... შიშით უყურებდნენ ბავშვები მას და ვერ ხვდებოდნენ, რატომ იყვნენ ისევ იქ... ან რატომ ხედავდნენ ერთმანეთს. ჰო, ერთმანეთს ხედავდნენ. მერე რა, რომ კედელი გადაულახავი ბარიერი იყო. მის ერთ მხარეს ელენე იყო, ნიკალაის ელენე, მეორე მხარეს კი-ელენეს ნიკალაი. და ელენე ყოველთვის დაინახავდა თავის ნიკალაის. ნიკალაიც ყოველთვის იგრძნობდა თავისი ელენეს მზერას... თუნდაც სხვადასხვა სამყაროში ეცხოვრათ ერთმანეთის გარეშე, ამას ყოველთვის გააკეთებდა ორივე, ნებისმიერ შემთხვევაში. და ახლაც, როცა ელენეს წინ კედელი იყო, ის ხედავდა ნიკალაის და მის თვალებში, რომელიც მომხდარის შემდეგ ნაცრისფერი გამხდარიყო, თავის ანარეკლსაც ამჩნევდა.
-აქ რატომ ვართ?-ნიკალაის ეყო გამბედაობა ხმის ამოსაღებად. ელენემ შიშით შეხედა ბიჭს, მერე მხრები აიჩეჩა და უხმოდ უპასუხა, არ ვიციო.
თავის მხარეს გახედა ელენემ. თავის საქართველოს. როგორ ეტკინა გული... არა, მარტო გული არა... მაშინ, როცა დაინახა ცეცხლის ალში გახვეული პატარა, ერთ დროს ლამაზი ეზოები; მაშინ, როცა მიხვდა, ქართულ მიწას ირანელები თელავდნენ, სული ეტკინა... თითქოს ირანელთა ცხენის თითოეული ნაბიჯი ქართულ მიწაზე, ღრმა ჭრილობას უტოვებდა ელენეს სულს და ეს ჭრილობები აღარასდროს განიკურნებოდა...

თავის სამშობლოს გახედა ნიკალაიმ. თავის რუსეთს.
ნაცრისფერ კვამლს დაეფარა უზარმაზარი, ცამდე აზიდული შენობები. არა, ასეთი არ ჩანდა ფანჯრიდან ქვეყანა... ამას ვერც აღწერდა ვინმე და ვერც წარმოიდგენდა. მომწამლავი, ჭუჭყით სავსე ნისლი შთანთქავდა იმ სამყაროს... ნიკალაის სამყაროს...

-ხედავ?-აკანკალებული ხმით გახედა ელენემ ლიმონისფერ ბიჭს.
-რას?
-ინგრევა,-შემოდგომისფერ თვალებში წყლის წვეთები გამოჩნდა,-ყველაფერი ინგრევა...
წამით სიჩუმემ დაისადგურა. ნიკალაი დაფიქრდა. ელენეზე დაფიქრდა. მერე გაიღიმა, აცრემლიანებული თვალები მიანათა გოგოს.
-წარსული და მომავალი ინგრევა. მე და შენ კი აქ ვართ,-თქვა ბოლოს იმედიანად.

მართალი იყო ნიკალაი.
კედელი აწმყო იყო.
აწმყო, რომელიც წარსულმა შექმნა.
აწმყო, რომელიც მომავალს ქმნიდა.
აწმყოში კარგად იყვნენ ელენე და ნიკალაი. აქ ჰყავდათ ერთმანეთი, თუნდაც შეხება არ შეძლებოდათ...
მათ შეეძლოთ ცუდი წარსულის განადგურება და შეეძლოთ ისეთი მომავლის შექმნა, როგორიც თვითონ უნდოდათ, როგორზეც ოცნებობდნენ...
ან იქნებ უკვე შექმნეს საუკეთესო მომავალი, თუმცა თვითონ ვერ აღმოჩნდნენ იქ? იქნებ, სადღაც, პარალელურ სამყაროში, კიდევ არსებობდნენ ნიკალაი და ელენე? იქნებ, ერთ-ერთ მომავალში საქართველო ყოფილიყო უზარმაზარი, უძლეველი იმპერია და მისი არც ერთი მეტრი არ ყოფილიყო ოკუპირებული...

-აწმყო არ არსებობს, თუ წარსული არ იარსებებს...-ელენე ნიკალაის აღარ უყურებდა. თავის საქართველოს უყურებდა. თავგანწირულ ხალხს და მომაკვდავ გმირებს...
-არსებობს, თუ ჩვენ ვიარსებებთ,-ნიკალაის ამ სიტყვებმა თითქოს სამყარო განარისხეს. თითქოს დედამიწამ უარყო მისი სიმართლე.

საშინელმა მიწისძვრამ აიძულა ბავშვები, მიწაზე დაცემულიყვნენ.
-ელენე! ელენე, კედელს მოშორდი,-ყვიროდა ნიკალაი, თუმცა სინამდვილეში ორივე კედლისკენ მიდიოდა.
ფეხზე ადგნენ.
ერთმანეთის სამყაროებს გახედეს. ინგრეოდა... ინგრეოდა მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველო, გაუბედურებული, მტრების ხელში ჩავარდნილი. ინგრეოდა ოცდამეერთე საუკუნის რუსეთი, რომელმაც ნიკალაის სახით განვითარების პიკს მიაღწია.
-ხედავ?-ელენემ კედლის მეორე მხარეს მდგარს შეხედა,-იხოცებიან.
და ნიკალის ყურამდე მხოლოდ მაშინ მიაღწია ადამიანების განწირულმა კივილმა.
-არა... არაუშავს. ჩვენ ვიცოცხლებთ. გპირდები.

ეს ბოლო იყო. ამის შემდეგ აღარ ლაპარაკობდნენ. ერთმანეთის ხმა აღარ ესმოდათ. მხოლოდ თვალებით ცდილობდნენნ ერთმანეთი ენუგეშებინათ.

ყველაფერი მარტივად მთავრდებოდა.
მიწისძვრა გაძლიერდა.
განადგურდა წარსული.
განადგურდა მომავალი.
კედელი გაიბზარა.
ელენესა და ნიკალაის სილუეტები თანდათან ქრებოდა.
ნიკალაიმ თავისი თხელი, ჭრილობებით დაფარული თითები კედელს შეახო.
ელენემ უკანასკნელ წამს შენიშნა ეს.
მანაც მიადო ლამაზი, ნათალი თითები ცივ კედელს.
უკვე ვეღარ ხედავდნენ ერთმანეთს.
ახლა მხოლოდ გრძნობდნენ ერთმანეთის დაჭრილ სულსა და განადგურებულ თვალებს...

კედელი დაინგრა.

ელენე და ნიკალაი გაქრნენ.

გავიდა დღეები... თვეები... წლები... ნანგრევები აღარ არსებობდა. იმ ადგილას, ელენესა და ნიკალაის აწმყოში, მხოლოდ მწვანე ბალახი იყო და ორი ყვავილი. ერთმანეთს უყურებსნენ ყვავილები. ალბათ, ვინმეს რომ ენახა იქაურობა, ვერავინ იფიქრებდა, რა მოხდა იქ.

ვინ იცის, იქნებ კიდევ არსებობდა პარალელური სამყარო, სადაც ცხოვრობდა წითური, მზისფერი ელენე დადიანი შემოდგომისფერი თვალებით... სადაც ცხოვრობდა ლიმონისფერი ნიკალაი ივანოვი, ზღვისფერი თვალებით. იქნებ ისინი იქ სულაც არ იცნობდნენ ერთმანეთს. იქნებ, სწორედ იქ იყო მათი შექმნილი საუკეთესო მომავალი...



№1  offline წევრი jenniferi

სიტყვებიც კი ზედმეტია არ ვიცი რა გითხრა ჯერ კიდევ აღფთოვანებული ვარ ისე ავირიე ესეთი რამ ჯერ არ წამიკითხია უბრალოდ საოცრება იყო საერთოდ ეს რამ მოგაფიქრდა შოკში ვარ აი ყოჩაღ რაა კი არადა არ ვიცი რა გითხრა joy joy open_mouth heart_eyes heart_eyes უმაგრესზე უმაგრესი ხარ kissing_heart

 


№2  offline წევრი Elisabeth_

jenniferi
სიტყვებიც კი ზედმეტია არ ვიცი რა გითხრა ჯერ კიდევ აღფთოვანებული ვარ ისე ავირიე ესეთი რამ ჯერ არ წამიკითხია უბრალოდ საოცრება იყო საერთოდ ეს რამ მოგაფიქრდა შოკში ვარ აი ყოჩაღ რაა კი არადა არ ვიცი რა გითხრა joy joy open_mouth heart_eyes heart_eyes უმაგრესზე უმაგრესი ხარ kissing_heart

საერთოდ არ ველოდი კომენტარს და ვერ წაემოიდგენ როგორ გამაბედნიერე ????ძალიან დიდი მადლობა ????????

 


№3  offline წევრი jenniferi

Elisabeth_
jenniferi
სიტყვებიც კი ზედმეტია არ ვიცი რა გითხრა ჯერ კიდევ აღფთოვანებული ვარ ისე ავირიე ესეთი რამ ჯერ არ წამიკითხია უბრალოდ საოცრება იყო საერთოდ ეს რამ მოგაფიქრდა შოკში ვარ აი ყოჩაღ რაა კი არადა არ ვიცი რა გითხრა joy joy open_mouth heart_eyes heart_eyes უმაგრესზე უმაგრესი ხარ kissing_heart

საერთოდ არ ველოდი კომენტარს და ვერ წაემოიდგენ როგორ გამაბედნიერე ????ძალიან დიდი მადლობა ????????

კიდეე ხოომ დააწეერ და დადეებ? შენი ერთგული მკითხველი გავხდები heart_eyes უკვე თავი შემაყვარე ეს რა იყო მთელი დღე ამ მოთხრობის წაკითხვის დროს განცდილი ემოციების ქვეშ ვიყავი აი ბოლოს კინაღამ ავბღავლდი მარა ესე რომ არ გაგეკეთებინა ვფიქრობ ასეთი არ გამოვიდოდა აი არ ვიცი დიდი ხანია ასეთი აღფთოვანებული არ ვყოფილვარ joy heart_eyes იცოდეე აუცილებლად განაგრძეე წერაა heart_eyes

 


№4  offline წევრი Elisabeth_

jenniferi
Elisabeth_
jenniferi
სიტყვებიც კი ზედმეტია არ ვიცი რა გითხრა ჯერ კიდევ აღფთოვანებული ვარ ისე ავირიე ესეთი რამ ჯერ არ წამიკითხია უბრალოდ საოცრება იყო საერთოდ ეს რამ მოგაფიქრდა შოკში ვარ აი ყოჩაღ რაა კი არადა არ ვიცი რა გითხრა joy joy open_mouth heart_eyes heart_eyes უმაგრესზე უმაგრესი ხარ kissing_heart

საერთოდ არ ველოდი კომენტარს და ვერ წაემოიდგენ როგორ გამაბედნიერე ????ძალიან დიდი მადლობა ????????

კიდეე ხოომ დააწეერ და დადეებ? შენი ერთგული მკითხველი გავხდები heart_eyes უკვე თავი შემაყვარე ეს რა იყო მთელი დღე ამ მოთხრობის წაკითხვის დროს განცდილი ემოციების ქვეშ ვიყავი აი ბოლოს კინაღამ ავბღავლდი მარა ესე რომ არ გაგეკეთებინა ვფიქრობ ასეთი არ გამოვიდოდა აი არ ვიცი დიდი ხანია ასეთი აღფთოვანებული არ ვყოფილვარ joy heart_eyes იცოდეე აუცილებლად განაგრძეე წერაა heart_eyes

მაშინ აუცილებლად დავდებ ახალ მოთხრობას უახლოეს მომავალში ❤❤

 


№5  offline წევრი Ninuciusi

ძალიან კარგი იყო განსხვავებული და საინტერესო ემოციებით სავსე... ავირდავირიე ძლივს დავლაგდი თავიდან მაგრამ ძალიან კარგი იყო... იმედი მაქვს გააგრძელებ

 


№6  offline წევრი Elisabeth_

Ninuciusi
ძალიან კარგი იყო განსხვავებული და საინტერესო ემოციებით სავსე... ავირდავირიე ძლივს დავლაგდი თავიდან მაგრამ ძალიან კარგი იყო... იმედი მაქვს გააგრძელებ

კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent