შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ მიყვარხარ! -1


25-06-2019, 21:36
ნანახია 1 658

თავი 1

ყველაფერი ასე დაიწყო.
ზაფხულში ჩემი და ემას ოჯახი წავედით დასასვენებლად ბათუმში.
მე და ემა საუკეთესო მეგობრები და კლასელები ვართ ისევე,როგორც ემას დედა ნინა და დედაჩემი მაია.ემას დედა ჩემი ნათლიაა.
ბათუმში,რომ წავედით სასტუმროში მივედით,რომელიც მამაჩემისაა.აქ ყოველ წელიწადს ჩამოვდივართ თბილისიდან.
ჩემი ოთახი მწვანე და ყვითელი ფერებითაა გაწყობილი.მე და ემა ერთ ოთახში ვართ.
როდესაც ყველაფერი დავალაგეთ ზღვაზე გასვლა დავაპირეთ.
ამ სასტუმროდან ზღვა ძალიან ახლოსაა. ხუთი წუთი უნდა,რომ იქამდე ფეხით მიხვიდე.მსობლები ცოტა ხნის მერე აპირებდნენ გამოსვლას და მარტო მე და ემა წავედით.
-ევა,ჩემი ტელეფონი დამრჩა ზემოთ და ავალ ჩამოვიტან!-მითხრა ემამ.
-კარგი ემა,ოღონდ ჩქარა ჩამოდი,ერთი სული მაქვს როდის გავალთ ზღვაზე!-ვუპასუხე მე.
-კაი.
სანამ ემა ტელეფონის ჩამოსატანად იყო წასული გადავწყვიტე რაიმე ცივი,უალკოჰოლო სასმელი მეყიდა,რადგან ძალიან მწყუროდა.როგორცვე ვიყიდე,მაშინვე გავხსენი და უცებ,ვიღაც ბიჭი დამეტაკა,ლიმონათი კი ზედ გადამესხა.
-უკაცრავად,წინ არ უნდა იყურო?-ვკითხე გაბრაზებულმა!
-ბოდიში,ძალით არ მინდოდა!-მიპასუხა მან.
-ბოდიში,რომ ჰშველოდეს საქმეს აფთიაქშიც გაიყიდებოდა წამლებთან ერთად!-ვუპასუხე მე.
-ხომ აგიხსენი,რომ ძალით არ მინდოდა?
ამასობაში ემაც მოვიდა და დამინახა როგორ ვეჩხუბებოდი ვიღაც ბიჭს.
-რა ხდება აქ ევა?-იკითხა მან.
-ამ თავხედმა ბიჭმა ლიმონათი გადამასხა!გთხოვ მაღლა ავიდეთ,რომ გამოვიცვალო!
-კარგი,ავიდეთ!
-რა ლამაზი ბიჭი იყო დაინახე?-მკითხა ემამ.
-მილიარდჯერ მითქვამს ემა შენთვის მე,რომ მთავარი გარეგნობა არაა ჩემთვის!და თანაც რაში მაინტერესებს ლამაზია თუ არა ის ბიჭი ვინც მე ლიმონათი გადამასხა?
-კარგი ჰოო,გამოიცვალე და ჩავიდეთ დაბლა!
გამოვიცვალე და წავედით ზღვაზე.ემას დიდად არ უყვარს ზღვაში შემოსვლა,ცოტახნით იყო და მერე ზაგრის მისაღებად დაწვა,აი მე კი ვგიჟდები ცურვაზე!
რომ შევალ იქიდან აღარ გამოვდივარ ხოლმე!
მე წყალში ისე გავერთე ცურვით,რომ ძალიან შორს მომივიდა გასვლა.ცოტა არ იყოს შემეშინდა,რადგან ხალხი ჩემგან შორს იყო.მე ყვირილი მოვრთე!შველას ვითხოვდი!
ისე შემეშინდა,რომ ნაპირისაკენ ვეღარ მოვცურავდი.დავინახე ემა,რომ შედიოდა ზღვაში,ვიფიქრე ალბათ თვალში,რომ არ მოვხვდი ჩემი ძებნა დაიწყო თქო და ხელების ქნევა და ყვირილი დავიწყე.ემამ დამინახა,რომ შორს ვიყავი ძალიან და ხალხს სთხოვა დახმარება.ის ბიჭი,რომელსაც მე დღეს შევხვდი ემასთან იყო ახლოს და როგორცვე გაიგო,რომ შველას იტხოვდა,მაშინვე გამოცურა ზღვაში და ჩემამდე მოვიდა!
-ნუ გეშინია ევა,მე შენ გადაგარჩენ!-მითხრა მან.
მე შიშისაგან ვკანკალებდი,სულ გალურჯებული ვიყავი და გონება დავკარგე,რომ გავიღვიძე კი ჩემს ოთახში ვიყავი და ჩემს გვერდით მამაჩემი გიგი,დედაჩემი,ნინა ნათლია და მიას მამა გოჩა იყვნენ.
დედაჩემს სახეზე ფერი აღარ ედო ნერვიულობისაგან,მამა კი მას ამშვიდებდა.
-შვილი გაიღვიძე?ხომ კარგად ხარ?იცი რამდენი ვინერვიულეთ?ის ბიჭი,რომ არა წარმოდგენაც კი არ მაქვს რა მოხვდებოდა!-მეუბნებოდა დედა.
-დედა,კარგად ვარ!არ იდარდოთ!
-მთავარია,რომ ახლა კარგად ხარ მაა!ახლა დასვენება გჭირდება და ჩვენ გავალთ!-მითხრა მამამ და შუბლზე მაკოცა.
-ემა შენ დარჩი!-ვუთხარი ემას.
-კარგი.-მიპასუხა ემამ.
ყველა,რომ გავიდა ემას გაბრაზებულმა ვკითხე.
-ის ბიჭი,ვინც მე გადამარჩინაის იყო რომელთანაც დღეს ჩხუბი მომივიდა?
-კი,ევა ის იყო!
-მის გარდა იქ სხვა არავინ იყო?
-იყვნენ,მაგრამ პირველი ის გამოიქცა!ევა გაბრაზდი ჩემზე?
-არა....არ ვიცი..მე..უბრალოდ
-ევა,ჩემი აზრით იმ ბიჭს მადლობა უნდა მოუხადო!
-რაა?მეე?
-დიახაც,რომ შენ!მან შენ გადაგარჩინა და ის მადლობის ღირსიც არაა?
-კი მაგრამ სად უნდა ვიპოვო?
-ის შენს სასტუმროშია და თანაც ამ სართულზე!
-მართლა?
-არაა ტყუილად!
-კარგი,მაშინ ცოტა ხანი დავიძინებ და შემდეგ გავალ გარეთ,რომ მადლობა მოვუხადო!
-კარგი ევა,ახლა მე გავალ და შენ დაისვენე!-ემა ჩამეხუტა და გარეთ გავიდა.



№1 სტუმარი ლლლლლ

გააგრძელეეეეე უეჭველიი❤ ძაან მაუნტერესებსს❤ და გთხოვ თავები გაზარდო❤

 


აუცილებლად გავაგრძელებ და თავებსაც გავზრდი

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

თავებს ვერ ვპოულობ და სრულად სად დევს?

თავებს ვერ ვპოულობ და სრულად სად დევს?

თავებს ვერ ვპოულობ და სრულად სად დევს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent