შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა დავარქვა ამ სიყვარულს? (თავი მესამე)


30-11-2016, 22:40
ავტორი მარწყვი
ნანახია 2 029

მას შემდეგ რაც ემას ყველაფერი ვუთხარი, თავი იდიოტად მიმაჩნდა. კითხვები მიღრღნიდა გულს. ნეტავ რას ფიქრობს ჩემზე? ალბათ დამცინის კიდეც. კითხვებზე პასუხს მხოლოდ მისი ნახვის შემდეგ მივიღებდი.
- - - - - - - - - -
მიკი დიდხანს ფიქრობდა რა გაეკეთებინა. მისულიყო თუ არა ემასთან. ერთი დღე გავიდა ამ ამბის შემდეგ, მონატრება სულ შიგნიდან წვავდა. ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა ენახა. საღამო ხანს იმ თეატრში წავიდა სადაც ემა დადიოდა, მაგრამ იქ ვერ იპოვა და ახლოს მდგომ დამლაგებელ ქალს ჰკითხა:
-უკაცრავად ემა არ გინახავთ?
-ემა ვინ არის ?
-ლამაზი გოგოა გამხდარი, წითური, დაახლოებით 20-21 წლის
-დიახ მგონი დავინახე დაახლოებით 10 წუთის წინ წავიდა.
-გმადლობთ
მიკი აჩქარებული ნაბიჯით გავიდა თეატრიდან და ემას სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა, მაშინ მოესმა ქალის განწირული ხმა:
-ვინმემ დამეხმარეთ! მიშველეთ!..... ჰეიი ხელი გამიშვით!! 
-ემა... ოღონდ ემა არა!
მიკი მთელი სისწრფით გაიქცა იმ მხარეს საიდანაც ხმა მოესმა, მართლაც დაინახა თუ როგორ ეხვეოდნენ გარს ვიღაც უცნობი მამაკაცები ემას. მთელს ტანში საშინელმა გრძნობამ დაუარა. მუშტი შეკრა და გაცოფებული სახით ბოლო ხმაზე დაიღრიალა:
-ემაა!!!! ხელი გაუშვით თქვენი!!!
მთელი სისწრაფით გავარდა მათკენ და პირველივე დამხვედრს მთელი ძალით გლიჯა ისე ძლიერად რომ სულ სისხლი ადინა. ემა ისეთი შეშინებული და დაბნეული იყო რომ ხმას ვერ იღებდა. მიკი დანარჩენებს მიუბრუნდა და მუშტებითა და წიხლებით დაუწყო ცემა. შემდეგ აღელვებული ემას მიუბრუნდა:
-კარგად ხარ ემა? 
-მე... მე...(ტირილით ამბობდა ის) თქვენ აქ რას აკეთებთ?
-შენი ხმა მომესმა და რომ დავინახე როგორ გეხვეოდნენ ეს ნაძირლები საშინლად გავცოფდი. (ამასობაში ერთ-ერთი წამოდგა და მისკენ გამოექანა)
ემა:- ფრთხილაად!! უკან..
მიკი მიტრიალდა თუმცა კაცის მოქნეული ხელი ვერ აიცდინა. სისხლი მოიწმინდა და ბრძოლა გაუჩაღა. დანარჩენებიც წამოდგნენ და მისკენ გამოიქცნენ. 
ემა:-მიკ ფრთხილად... ღმერთო ჩემო!
მიკი გამწარებული იბრძოდა, სისხლი უდუღდა. გაიძახოდა:
:-იცოდეთ მისი თითოეული ცრემლისთვის პასუხს აგებთ!
ამასობაში ერთ-ერთმა დანა ამოიღო. ემამ ეს შეამჩნია და მიკისკენ გაიქცა, ხელი ჩაავლო და სასწრაფოდ წასვლა სთხოვა, მიკი შუა ჩხუბში იყო და ემას უყვიროდა გვერდზე გამდგარიყო. შეიარაღებული კაცი მასთან მიიჭრა და დანა გაუყარა. 
ემა:-მიკ!! არაა...
თავდამსხმელები გონს მოეგნენ და იმწამსვე გაეცალნენ ტერიტორიას. მიკმა ერთი ამოიკვნესა და ემას ფეხებთან უგონოდ დაეცა...
* * * *
ბავშვებოო ღირს გაგრძელება?? თუ მოგწონთ გავაგრძელებ ^^❤️❤️



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე არ მოკლა რა
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი მარწყვი

თაკოთაკო
ვაიმე არ მოკლა რა

არმოვკლავ ^^ <3

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent