შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეულები , ჩხლართულები (1)


26-06-2019, 18:34
ავტორი Tuco
ნანახია 1 291

გაუფერულულებული თვეები, დღეები , საათები, წუთში წამები. გულის ფეთქვა და დამპალ ფილტვებში ჩასული ჰაერი, არასდროს მაწუხებდა ისე , როგორც ახლა.. სულ რაღაც 24 წელი... ნუთუ წლები ასეთი მნიშვნელოვანია? არა! უამრავი ტკივილი გროვდება, და განცდის უნარი ცოტას თუ შესწევს. არც ეს ისტორიია სიყვარულის ან უსიყვარულობის, არც ჯულიეტა ვარ და არც იზოლდა, არც სახელს აქვს მნიშვნელობა , არც თვალის ჭრილს მის ფერს- არც ჭაობისფერი ვარ და არც ზღვისფერი. არც ქარიშხალი ვარ და არც მარტის თვე.
იდეალური ვარ ბევრი მინუსით.
თავმოყვარეობა ზე აღმატებულ ხარისხში , ნიცშეს- ზე კაცამდე ცოტა თუ მეკლდა, როცა უცაბედად მატლად ვიქეცი და ეგზისტენციალურმა კრიზისმა იფეთქა .. მეტამორფოზებიც ბევრჯერ გადაიდო..
ყველაფერი 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.
ფაქტები: გოგო... ბიჭი.. მეგობრები.. ყველასგან ჩამოშორება , მაგრამ მაინც გოგო + ბიჭი. ერთმანეთით არსებობა, ყოველწამიერი შეხებები, წუთში ასახული „- რას შვები? -რავი არაფერს შენ? „ - მომენატრე“... ნუთუ შესაძლებელია , ნუთუ სინამდვილეა ნუთუ ცხოვრებაში ასე ხდება , როგორც ერთ ჩვეულებრივ „სიყვარულის ისტორიაში“ . არა ! ყველაფერი ისე არ არის. როგორც ჩვენ გვინდა. ისე არასდროს არის როგორც ჩვენ ვგეგმავთ.

ტკივილი... უიმედობა...
ეს კი არსად არის ობიექტური. ყველა სუბიეტში ერთია, ამას არც შოკოლადის ნაკლებობა იწვევს და არც დიდი დოზით მიღებული „junk food”. ეს მხოლოდ , არაჯანსაღი ურთიერთობის და საკუთარი თავის დაკარგვის პროცესიდან მიღებული შედეგია.

2017 წლის დეკემბერი.
საღამო იყო , უკვე სახლში ვბრუნდებოდი თითქოს გულგატეხილი , დამწუხრებული და სევდიანი, ამინდი ხელს მიწყობდა. ბიჭს, რომლთანაც ურთიერთობა მქონდა ბოლოჯერ განვუცხადე, ყოველგავრი მიზეზის გარეშე, რომ მასთან ერთად, ერთ წამსაც აღარ ვიქნებოდი არანაირ სიტუაციაში, ხომ ვთქვი ,იდეალური ვარ ბევრი მინუსით. ერთ-ერთი ესაა, არ მიყვარს ლაპარაკი, ახსნა და იმ ნაფიქრალის გადმოცემა, რასაც დიდიხანი ვხარშავ. უბრალოდ მარტივად ვუდგები საქმეს, „აღარ მინდა, მორჩა! „
ნაცრისფერი მეტროს არასასიამოვნუ სუნს და გარემოს თავი, როგორცკი დავაღწიე მოქუფრულ ქალაქში ყვითელმა იფეთქა, ხელი გავიქნიე და სამარშუტოში აღმოვჩნდი, ჩემს მერე ორი ბიჭი ამოვიდა, სიმპატიური და ნახევრად სიმპატიური. გაგიკვირდებათ და სიმპატიური ჩემს გვერდით აღმოჩნდა.
თბილისი... დეკრიმინალიზაცია... ესეც საკვანძოა. არაფხიზელი მდგომარეობა, ლაზღანდარაობა, გადატენილ დაღლილ ყვითელში. ჩემი დაუფიქრებელი ღიმილები და ფლირტი ... „რატომ? „
რატოოომ? „ ეს ყველა ჩვენგანის ბუნებაა, სიმპატიური ობიექტი ენდორფინები და სურვილი შენი თავის გამოჩენის და წარდგენის. ყურადღება!
არ გამჭირვებია ყურადღების მიქცევა..
- ბიჭო, ეს გოგო ჩვენ დაგვცინის, თუ მეჩვენება? გადასძახა წინა სკამზე მჯდომ მეორეს, პირველმა.
- არ დაგცინით, უბრალოდ ვხალისობ. თავი ოდნავ პირველისკენ მივატრიალე და ოდნავგამოვაჩინე დაბურცული ტუჩებიდან კბილები. (ბრდღვიალა თეთრი არა)
- ვა, ხალისობს. დეიდა არ იცით, რომ უცხოებზე ხალისი არ შეიძლება? გრძელდება ჩემი და პირველის დიალოგი
- შვილიიიიო, ვიცი. მაგრამ თქვენ დანარჩენ 29 კაცზე ხალისობთ, ასე, რომ მეპატიება
- ენამოსწრებულობა კარგია.
-ნუ იტყვი.
- მართლა, მართლა. მაგის გამო თქვენ დაიმსახურეთ მგზავრობის ფულის გადახდა.
- მადლობა, რამენაირად შევწვდები.
-როგორც მივხვდი ერთი გზა გვაქვს, მეზობლები ხომ არ ვართ?
-რომ ვიყოთ რამეს წყვეტს?
-თქვენ, რომ პირველი ჩადიოდეთ , ამ შემთხვევაში ინამუსებდით და ჩვენ გადაგვიხდიდით, გაიღიმა და მართლაც, რომ თეთრი ჩაწიკწიკებული კბილები გამოაჩინა.
გავჩუმდი, აღარაფერი მითქვამს, არა იმიტომ, რომ სათქმელი არ მქონდა, იმედი დავიტოვე , რომ მათზე ადრე არ ჩავიდოდი, უცნობებისთვის ფულის გადახდას არც ჩვეული ვარ და არც ნამუსზე აგდება მჭირდებოდა...
მალე, გამოჩდა ჩემი გაჩერებაც, ბიჭები ისევ უძრავად ისხდნენ, მხოლოდ ათაში ერთხელ თუ გავხედავდი მის სახეს, პროფილში... კურნოსა ცხვირი, შავი შეფერილობა და რაღაც ეშხი, რომელიც ვერ მივხვდი საიდან მოდიოდა - ვიზუალიდან თუ ენიდან ...
- აქ სადმე გამიჩერეეთ. ( გადავწყვიტე მათზე ადრე ჩავსულიყავი.
- ჰაჰ, ხომ ვთქვი ერთ უბანში ვართ! გახარებულმა თქვა და ჩემზე წინ ჩავიდა ..
იმ დღე დავზოგე გზის ფული.
ახალი წელი ახლოვდებოდა, ის სიმპატიურიც გადამავიწყდა, სამარშუტოს ამბავიც.
კვირა დილით, როგორც ყოველთვის ყველა ვისვენებთ და ოჯახის ქალები სამზარეულოში ვიკრიბებით, ეს ოჯახის ქალები , იმ გაგებით არა , ოჯახში მცხოვრები ყველა მდედრი. დედა, მე , ბებია, პაპიდა...
პაპიდა ისაა აი, პაპა რო გყავს და იმას, რომ და ყავს. უცნაური ქალია ეს პაპიდა, ვერ გაიგებ კეთილია თუ ბოროტი, თავისი ტკივილები აქვს და ის აბოროტებს, თან ასაკშია, არც ისეთი ენერგია აქვს და არც ისეთი სილამაზე, 37 მანეთად აქვს მოვლილი მთელი „ევროპები“.
ყავაზე მკითხაობს...
სისულელეა? არა , მართლა მკითხაობს..
დავლიე კვირა დღის ტრადიციულად და ჭიქიდან წრიული მოძრაობით პაწაწა თეფშზე შავი ნალექი გადმოვაქცია, დავაყუდე ჭიქა ისე, რომ მალე ამომშრალიყო.. არაფერი ჩამიფიქრებია, უბრალოდ დროის გასაყვანად... დედა ფუსფუსებდა მანაც ანალოგიური გააკეთა და ყველანი ველოდებოდით, ამ პატარა ჭიქაში ამოკითხულ ბედს.
ყველაფერი ბრწყინვალედ მიდიოდა, ყველგან დროშა და ჯვარი ისახებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც საქმეში აუცილებლად გავიმარჯვებდი, და ღვთის წყალობაც ჩემთან იყო.
- აქ ვიღაცის ლამაზ პირისახეს ვხედავ , გამახვილდა პაპიდა და ეჭვისთვალით ამომხედა
- მერე მერე? ღიმილი ვერ შევიკავე, რადგანაც სულ ვიღაცას ხედავს, ეხლა 23 წელი ის ხო არაა უკვე ოჯახზე ფიქრობს აქ ხალხი, შვილიშვილებზე და იმათ შვილებზე.
- ხო , მერე ის რომ უცნობთან შეხვედრა გაქ , უხ ნახე როგორი ცხვირი აქ გამოწკვარტული პატარა, თან ჭიქა მომიბრუნა სადაც დალანდვითაც ვერაფერს ვხედავდი.
- ქონდეს ქონდეს. კაი ცხვირი კაია . ეს თქმა იყო და დამტენზე შეერთებულმა, ტელეფონში მცხოვრებმა მესენჯერმა დაიწკარუნა, ავზლოზინდი და მაცივართან მივედი , გავხსენი ჩემი დაქალი იყო, რაღაცას მებუზღუნებოდა გარეთ გასვლაზე, რაზეც მისთვის გასაგები პასუხი მეათასედ მივწერე
- ვერა, თან ცივა ხო იცი.. ამას მოყვა მისი უსაყვარლესი „ნაყინის“ ემოჯი
ემოჯის კი დასინვა, დასინულზე მაინც მაჩვენებდა ლურჯი მესენჯერის ლოგოზე წითელ ერთიანს, ეს ყოველთვის მაცოფებდა ხოლმე, ჩამოვსქროლე მესენჯერი, მაგრამ გაუხსნელი არაფერი იყო, თურმე რექვესთი.
„ ჩემი ვალი გაქვს“
მაშინვე მივხვდი , პირველი იყო.
“Sani Kereselidze” (sandrexa)
აუ ეხლა ამის სანდრექსობაღა მინდა რა, გაურკვევლად ამოვიბუტბუტე და დედაჩემმა ვინ სანდრექსაო, ყოველთვის ვოცდებოდი ამ ქალის ყურთასმენით
- რავი ვირაცამ დამამატა
-მერე ეგეთი ღიმილებით როდიდან ხარ „ვიღაცის მოწერილებზე?“
- აუ დედა რა გჭირს?
-აუ დედა არაფერი არ მჭირს, ისე გკითხე. ის ხო არააა მოწკვარტული ცხვირით
- ღმერთო გამაძლიერე. ვთქვი და ტელეფონი დავაგდე. ისე მინდოდა მეპასუხა, მაგრამ არც ის მინდოდა დედას კიდევ გაეგრძელებინა, სურვილს ვაჯობე და გამარჯვებული დავუბრუნდი პაპიდაჩემს და მოტხუპნულ ჭიქას, რომელზეც ყრუდ ფიქრი გავაგრძელე, მოწკუპული ცხვირი და სანი კერესელიძე.
წუთებში წამები გადაიგლისა , დაseenულიდან ერთი საათის შემდეგ დავაბრუნე პასუხი
- კეთილ საქმეს ვალში ატარებ?
თუ გგონიათ მისი წუთები წამებში გადაიგლისა ძაან შეცდებით. საუკუნეში უფრო.
როგორ მზარავს ეს მომენტი, როცა პასუხს აბრუნებ და არც კი seen-ავენ, მაშინვე მახსენდება „არსით ხმა , არსით ძახილი“ - მიყვარს რა ვქნა ..
ჩემი მოუსვენარი ნერვები და აზროვნება, რომ დამეწყნარებინა ვინც კი „ლისტში“ მყავდა თითქმის ყველა მამრს ჩამოვუარე, რააღათქმაუნდა იქიდან რამოდენიმეს თუ ქონდა სიმპატიები, ისიც მოკრძალებული, ყველასთან ვაჟკაცურ-ძმაკაცური „დვიჟენია“ ყოველთვის მომგებიანი იყო ჩემთვის.
საერთო ჩატში „U can’t change you soul” გოგოებს მივწერე , წავიდა იქ მსოფლიო კრიზისებზე, პოლიტიკაზე, ისტორიაზე, წიგნებზე, მუსიკაზე, საუბარი დაიგზავნა აურაცხელი meme-ები ჩაიყარა სქრინები.
ყველაზე მეტს მაინც მე და ტასო ვაქტიურობდით, ჩვენ ვიყავით ის რაც ყოველთვის კარგ ხასიათზე გვაყენებდა, ხუთივეს .
ხო.. ხუთნი ვიყავით. პატარა პენტარქია. ფემინისტკებით, რადიკალებით, ლიბერალებით, წიგნებით, გემოვნებით, სიგარეტით გაჟრენთილები. ხუთივემ კარგად ვიცოდით, რომ არ შეგვეძლო სულის შეცვლა და ეს ყოველთვის უფრო ძლიერებს გვხდიდა, ჩვენ ვიყავით , ნამდვილები, უამრავი შეცდომებით, პატიებებით, ჭკუის დარიგებებით და ალბათ სასარგებლო რჩევებით. არასდროს განვიხილავდით ჩვენს გარდა სხვა გოგოებს, სხვა ბიჭების და გოგოების ურთიერთობებს, არასდროს ვხმარობდით სიტყვა ბო*ს მდედრთან მიმართებაში, სექს მუშაკებსაც კი ასე მოვიხსენიებდით, თუმცა მათზე მხოლოდ მაშინ ვმსჯელობდით , ფეისბუქზე დასპონსორებულ გადაცემა „პროფილში“ ვინმეს ისტორიის ნაგლეჯს , რომ წავაწყდებოთ. არც ბიჭებზე ლაპარაკში გვხდებოდა სული, უფრო მაღალ საფეხურზე ვიდექით და გაკვრით თუ ვახსენებდით, უკვე ყელში ამოსულ თაყვანისმცემლებს.
ყველაფერს ვამბობდით ერთმანეთთან, პირველი კოცნა, პირველი სექსი, პირველი იმედგაცრუება, მეორე იმედგაცრუება, ფიცი იმის , რომ ასე აღარასდროს მოვიქცეოდით, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის ადამიანები ვიყავით და რაც არ უნდა ყოფილიყო ერთად ვიდექით, ჩვენთვის განსხვავებულად აღსაქმელ თემებშიც კი ერთმანეთის გაგებას ვცდილობდით, თუ გაგებას არა პატივისცემას იმ აზრისა , რომელიც ყველას გვქონდა. დემოკრატია სუფევდა, და ეს მოგვწონდა. ჩვენი წესები და ჩვენი კანონები .
სანიზე არაფერი მითქვამს, პრინციპში ან რა იყო სათქმელი, ჯერ პროგრამაში „ყოფილი“ იყო, მაგრამ ეს პროგრამაც მალე დასრულდა, როგორც აღვნიშნე „დამთავრდა, აღარ მინდოდა და მორჩა“ - ყოველთვის გაოგნებული იყო ლიზი ჩემი ამ საქციელით, არც ქეთა მეთანხმებოდა , მარიამი ცდილობდა, მაგარამ არასდროს მეჩხირებოდა თვალებში. ტასო ჩემ გადაწყვეტილებას ჩემივე სიტყვებით მიდასტურებდა „ ეს იმიტომ მოხდა ასე, რომ ასე უნდა ყოფილიყო“. ეს იყო და ეს, არავითარი დრამები.
გადაგორდა 28 დეკემბერიც ...
განუწყვეტლად ბჟუის ეს წყეული. დილის 05:32 უჩვენებს საათი.
ვაიფაი დამრჩენია ჩართული. მესენჯერი გადამსკდარია. მისდქოლებში და ჩატის თავში ამომძვრალა თითქმის გადავიწყებული სანი კერესელიძე.
სიცხემ ერთიანად ამიტანა, და მილიარდი კითხვა დავსვი სულ რამოდენიმე წამში სანამ მესენჯერს გავხსნიდი.
- ომია?
- ომი დამთავრდა , მშვიდობის გეშინოდეს ნია.
- დილის 7 ის ნახევრისთვის ზედმეტად ბანალური, ხო არ ხარ?
- მჰ. საათის ცნობის გონში არ ხარ
- საერთოდ გონში , რომ ვარ არ გიკვირს?
- ჩემი სიმპატიურობის ბრალია
-ბატონო?
- მე გაკარგვინებ გონს.
- თვითკმაყოფილება ცოდვაა
- პირველი ქვა, უცოდველმა მესროლოს
- უკვე დამღალე.
- მაგიტომ მიგრძელებ საუბარს?
უკიდურესი სიბეცე მგონია ასეთი დიალოგის მიტოვება, ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ რატომაც და არა .. ეს მისთვის სიგნალი უნდა ყოფილიყო, და მე კი აუცილებლად ვიცოდი, რომ დილით ისევ დამხვდებოდა მისი მონაწერი. ვაიფაი გამოვრთე და წამით ვეღარ მოვხუჭე თვალი, ვერარასდროს ვაგრძნელებ ძილს, და მშურს ყველა იმ ადამიანის, რომელიც ნებისმიერ მომენტში თვლემს, როგორცკი მოეხელთება.
დილა..
არც ისე დიდი დრო გასულა, ისევ ჩავრთე ვაიფაი. ვიწექი. ვსქროლე ვსქროლე, მესენჯერის წკაპუნს ისე ელოდა გული, არ ჩერდებოდა.
„არსით ხმა, არსით ძახილი“
რა უნდა მეკეთებინა, გოგოები არ იყვნენ, ნიუსფიდი უკვე ჩამოგლეჯილი მქონდა მეათასედ ჩამოსქროლვით, სანის ფეიჯზე გადავედი.
ღმერთო შვილი ყავს !
ყველაფერს , მოველოდი, პატარს გარდა .. მილიონ გოგოს, მილიარდ ძმაკაცს, შვილიი?
შვილიიი? შვიიილიიიი????
არა არ იქნება შვილი. კომენტარებს ჩავყევი.
ეს ხალხი ხომ გამოუსადეგარია, ბავშვზე მხოლოდ რა საყვარელია, რა სიმპატიურია როგორ გგავს სანი, ასეთი კომენტარების გაკეთება შეიძლება???
კიდევ ჩამოვსქროლე.. ვიდეო შემხვდა..
სკამზე მჯდომ სანისთან ძალიან ახლოს ვიღაც მდედრია და ლოყებს უზელავს, ესეც გატრუნულია და არაფერს ეუბნება. ვიღაც კამერის მიღმა იცინის. რა ამაზრზენია. რა დებილიზმია. ვინები არიან? ორივე მონიშნული გოგოს პროფილზე გადავედი, სავარაუდოდ რომელიც ზელავდა, მისი ცოლია და პროფილი დახურული აქვს, კამერის მიღმა ვინცაა იმდენად უინტერესო იყო აღარც ჩამისქროლია.
ფუ რა ყ*ეობაა. ტიპს შვილი ყავს ცოლი და რას მეტლიკინებოდა შუაღამეს.
ეს დაბლოკვები ხომ არ შემიძლია, სიქაჯემდე მივდივარ. ვაცდი ვაჟბატონს. საკუთარ თავთან ხმალამორებული ვიბრძოდი, მეც ნეტა არ ვუბერავდე .
მესენჯერმა გაიწკრიალა
Dato Dadvani
- შენ საერთოდ არ გძინავს?
- კაი რა დავით, თითქოს შენ გეძინოს.
-რა დეპრესიებს მიწყობ აქ, დაიძინე, რომელი საათია.
- ბიჭო, შეილება მე გადავწყვიტო, როდის დამეძინოს როდის გამეღვიძოს? დაქალის შეყვარებულებმა მზარდეთ ეხლა კიდე.
- ნუ იკბინები , შენ დაქალს ვაღვიძებ და ვერ ვაღვიძებ
- მაგას მუცელთან თუ შეახებ ხელს მაშინ ეღვიძება, ისე რო იცოდე რა შემდეგისთვის. ისე როდის აპირებთ?
- აუ რავი ნი , ატრაკებს რა , ვეღარაფერი ვეღარ გავიგე, რა უნდა სად უნდა რატო უნდა .
- ხოო... გინდა დავამუშაო? :D
-ეხლა რო გაიგოს , რო რამეს გეუბნები დამმარხავს ჩემივე სახლში, მიმაბეტონებს
- ბაევიკი გავზარდე
- გოგო რას მეღადავები!
- ოხ, შენც ეხლა წყალში იდგე და ცეცხლი გეკიდოს
- ნიიიააა...
-კაი ხო, გინდა გავაღვიძო და ვუთხრა რო მოგწეროს?
- დაანებე რა თავი, მარიამის წუწკუნის თავი არ მაქ, ამ წინა პერიოდში..
- აი, ეს უკვე საინტერესოა ბატონო დავით. რამეს გეგმავთ?
- ხო. ახალწელს კამანდა , რო მივდივარ აი შენ რო ტყდები იმიტო რო თან ცივა.. ბაკურიანში იქ მინდა რო გავაქრო რა..
- რაააას ბოჟიალობ ბიჭო. ჩემ გარეშე? ნოოო ვეიიი. არ არსებობს
- წამოდი მერე.
-მიჩალიჩებთ თქვენ რა.
- მიდი მიდი ჩაბარგდი და გავდივართ რა საღამოს 31 იქ რო შევხვდეთ
- ცვეტში სახლში აჯაყებას მომიწყობენ, მარა კაი.
- ვსო, ძაან კაი. ნახე გასულა დრო. ალბათ ესეც გაიღვიძებს, შენ ხმა არ დაგცდეს.
-ოქეი, ბრატ.
-ნუ მეძველები გოგო
- ოკ.პკ
დავითი და მარიამი?
ხოო... დავითი და მარიამი სკოლის მერხიდან უნივერსიტეტის ბუფეტამდე.
კაცი ფეხზე დააყენა, ბიჭი მოაბრუნა, და ბიჭმაც დაუფასა . ცოლად მოყავს!
არ ვიცი მათი ურთიერთობა უფრო დიდიხნის წინ დაიწყო თუ ჩემი და მარიამის ან ჩემი და დათოსი, ორივე ჩემები იყვნენ, ალბათ ქორწილში ვერ ვიტყოდი, რომლის მხრიდან ვიყავი, მაგრამ მერე რა. თავისუფლად განვაცხადებდი, რომ ბავშვი ნათლია ვარ. მომავალის რაღათქმაუნდა.
პენტარქიიდან მარიამი ერთადერთი წმინდანი გვყავდა, დავითიც მოთმინებით ელოდებოდა, ალბათ 6 წლის ურთიერთობის მერე, და-ძმურში რომ არ გადასვლოდათ და ყველაფერი, რომ არ დამთავრებულიყო დააყენა საშველი და ლოგიკური დასარული ახალწელს უნდა ყოფილიყო.
დიდად მათზე ფიქრით თავი არ მომიკლავს, არც იმაზე მიფიქრია მარიამისთვის რამე ნამიოკი ჩამერტყა, ყველამ იცოდა , რომ მსგავსი ტიპი არ ვიყავი ამიტომაც ვძმობდი უფრო მეტად ბიჭებტან და მხოლოდ 4 გოგო მყავდა გარშემო.
შემცივდა და ლოგინიდან წამოვდექი, უკვე ოთახებში საახალწლო ფუსფუსი მიმდინარეობდა ბოლოსდაბოლოს ახალიწელია.
ჩემი დინოზავრის პიჟამათი და დათუნია ბაჩუჩებით გავლასლასდი სამზარეულოში , მამაც სახლში იყო სიგარეტის სუნი მეცა..
- ზდაროვა კამანდააააა
- რა გაყვირებს გოგო . დედას გაეღიმა
-იყვიროს რა ნაქირავებშია? - გაიხუმრა ძმამ.
- დააა იუმორიიინა 2030 ამირანის მონაწილეობით. პატარა გურამ ჯაში ხარ
- აუ , გოგო შენ ვის რას ეუბნები. რეებს აჰაჰავებ ფეისბუქზე.
- კაი, დაბალი დონე ხარ . ჩუ
-ე, ბიჭო მასმენინეთ საინფორმაციოს. ბოხი ხმით ჩაერთო მამა- გიორგი
- პპფ.. რა დროს ეგაა. მოკლედ დღეს ბაკურიანში მივდივარ, განვაცხადე და მამას გავხედე
-რა გაგებაში?
როგორ მეზიზღებოდა ეს სიტყვა, ასე რომ იწყებდა ყოველთვის უარს ამბობდა და ბოღმა ტირილამდე მახრჩობდა ხოლმე.
- დათო და მარიამის ქორწილობაა და არ გამოვა, რომ არ წავიდე, ხო იცი რომ არ მივდიოდი.
ყოველთვის კნუტივით ვიყავი და საშინელი რიდი მქონდა ამ ადამიანის, არც რაიმე გასაოცარ ძალას ფლობდა და არც თანამდებობას, მაგრამ იყო უმაღლესი რანგი ოჯახში. კანონმდებელით, აღმსრულებელიც და ფინანსთა სამინისტროს, ის მამა იყო, რომელმაც 90-იანები გამოგვატარა, მამა იყო რომელიც ლუკმას არ იკარებდა, როცა იცოდა მშივრები ვიყავით. მამა იყო რომელიც ყველაფერს გაწირავდა ოჯახსითვის. ოჯახი მისთვის პირველი ფასეულობა იყო. ახალწელს ერთიანობა კი მისი ტრადიცია. და ახლა ამ ტრადიციას „რაღაც“ ქორწილისთვის ვურღვევდი.
ამომხედა და სიგარეტს მოუკიდა.
დუმილი... ეს დუმილი იმ არაზე უარესია ვიდრე ეგრევე მომახლიდა ხოლმე, ახლა თან იმედი უნდა მქონოდა მისი „წყალობის“ ან იმის, რომ სახლში დამტოვებდა.
არც ლოცვა გამიძლიერებია, როგორც ჩატში გოგოები იწერებოდნენ და აღარც მეორედ მითქვამს არაფერი, 12 საათისთვის უკვე მზად ვიყავი და ეზოში მოსიგნალე მანქანებით ყურთასმენა, რომ წაიღეს გადავძახე „მოვქრიიივაარ“ , და კარი გავიჯახუნე.
სიცივე არ მიყვარდა , და არც არასდროს შემიყვარდება, ჯინსის შარვლით მარტენსებით და დუტის კურტკით ბაკურიანში წასვლა სიკვდილთან მიტოლდებოდა, მაგრამ მე ხომ ჯერ დაქალის ადამიანი ვარ! ზურგჩანთაში საღამურები და ოდნავ თბილი სვიტერი ჩავაგდე, პლედი ზევიდან იყო ჩატენილი. თერმოსში გავარვარებული ყავა და ჩავშლიგინდი მესამე სართულიდან.
სადარბაზოდან გავედი თუ არა მანქანების არჩევა ცანცარულად დავიწყე „საააიით წავიდე სააააით წავიიიდეეე?“ თან ვიცინოდი და ტენით გაჟღენთილი ნიავი წითურ თმას მიფრიალებდა, თავი რომ გავაჩერე გიგას მანქანასთან სილუეტი გაჩერებულიყო რაღაცას ელაპარაკებოდა, დამაინტერესა და გიგას მივეჭერი
-შენთან ჩავჯდები იასნად და შენი წუწუნი არ გავიგო
-კაი, რა ნი . გაეცინა გიგას
-ზრდილობა სადმე დავტოვეთ? გაიგველა უცნობმა
-უკაცრავად? სახე მისკენ მივატრიალე..
- ჰოი საოცრებავ, სსაააანი კეერესელიიდზე გამოვკვეთე- დზ, „სობსტვენაი პერსონაი“.
- არ დაიწყო ეხლა რუსულები რა , ჩაიდუდღუნა გიგამ დარცხვენილად.. ალბათ ვერც გაიგო.
- კაი გიგა დავაი ბრატ, აბა თქვენ იცით, შევხვდებით. ხელი ჩამოართვა გიგამ სანის და გაეცალა მანქანის წინა კარებს სადაც უნდა მოვთავსებულიყავი. გამოვაღე კარი და ჩავჯექი, ეს ჯოჯო დუტის კურტკა მოვიცილე და უკან გადავაწოდე ტატოს. გიგას მანქანაში მე ტატო და გიგა ვისხდით, ტატოს შეყვარებულ თაისიასთან უნდა გაგვევლო ეს გოგო აურას მიფუჭებდა, მაგრამ გიგა ანეიტრალებდა, თან ახლა უფრო მეტად გაანეიტრალებდა.. სანიზე გასარკვევი იყო ამბები. ბაკურიანამდე კი რამოდენიმე საათი...



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

არ ვიცი ვის არ მოეწონა, მაგრამ თხრობის სტილი გაქვს ძალიან მაგარი, თავისუფალი და თანამედროვე, რამაც მიმიზიდა. იმედია დაწყებულს გააგრძელებ და გულს არ დამწყვეტ: დდ
გელიიი❤

 


№2  offline წევრი Tuco

სტუმარი ქეთი
არ ვიცი ვის არ მოეწონა, მაგრამ თხრობის სტილი გაქვს ძალიან მაგარი, თავისუფალი და თანამედროვე, რამაც მიმიზიდა. იმედია დაწყებულს გააგრძელებ და გულს არ დამწყვეტ: დდ
გელიიი❤

გამარჯობა ქეთი <3 , არ მეგონა ასე მალე თუ განთავსდებოდა, დღის ბოლომდე მეორე ნაწილი იქნება ..
მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent